გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/29090-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე - გ---------------–---–ი
წარმომადგენლები - გ--------------ე
მოპასუხეები - 1) შ-------–-----------–--------ი“
წარმომადგენელი - ლ--------ა
2) ს-----------–--ი“
წარმომადგენელი - თ---------ე
დავის საგანი - უძრავი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება, მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2018 წლის 18 ივლისს NA-------- მომართვის საფუძველზე დაყადაღებული უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისი, შ--------–---–----------------–------------- ბლოკი „ა“, ფართი 70.70 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-------------------------) და ამ ქონების მესაკუთრედ ცნობილი იქნას გ---------------–---–ი (პ/ნ 5----------).
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, გ---------------–---–სა და შ-------–-----------–--------ს“ შორის 2017 წლის 2 ოქტომბერს დაიდო საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება (№ 2---------), 70.7 კვ.მ ფართის მქონე უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, შ--------–---–----------------–------------- ბლოკი „ა“, ფართი 70.70 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-------------------------). ბინის ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 40 000 აშშ დოლარი. ნასყიდობის ფასი მოსარჩელის მიერ სრულად იქნა გადახდილი 2017 წლის ოქტომბერში. ნასყიდობის ფასის გადახდისთანავე შ-------–-----------–--------ს“ უნდა უზრუნველყო მოსარჩელის მესაკუთრედ რეგისტრაცია. მოპასუხემ აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა და ბინა კვლავ შ-------–-----------–--------ი“-ს საკუთრებაშია.
ზემოაღნიშნული უძრავი ქონება ს-----------–--ის“ მოთხოვნის შედეგად დაყადაღდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 18.07.2018 წლის № A-------- მომართვით.
(მტკიცებულება: 08.10.2018 წლის სარჩელი, 18.04.2019 წლის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. შ-------–-----------–--------ის“ წარმომადგენელმა ცნო სარჩელი.
2.2. ს-----------–--ის“ წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი. მისი განმარტებით, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების არსებობის დასადასტურებლად მხოლოდ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება საკმარისი არ არის. უფრო მეტიც, მხარის განმარტებით, ხელშეკრულება არის ბათილი და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, რამდენადაც, მისი დარეგისტრირება არ მომხდარა საჯარო რეესტრში.
(მტკიცებულება: 17.12.2018 წლის შესაგებლები; 18.04.2019 წლის სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 2 ოქტომბერს ერთის მხრივ შ-------–-----------–--------ს“ (გამყიდველი) და მეორეს მხრივ გ---------------–---–ს (მყიდველი) შორის დაიდო საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება (№ 2---------), 70.7 კვ.მ ფართის მქონე უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, შ--------–---–----------------–------------- ბლოკი „ა“, ფართი 70.70 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-------------------------). ბინის ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 40 000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 2017 წლის 2 ოქტომბრის ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება (№ 2---------).
3.1.2. მოსარჩელე გ---------------–---–ს სრულად აქვს გადახდილი 2017 წლის 2 ოქტომბრის ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან (№ 2---------) გამომდინარე უძრავი ქონების ღირებულება - 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2017 წლის 2 ოქტომბრის ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება (№ 2---------);
- 02.10.2017 წლის სალაროს შემოსავლის ორდერი № 1-------
- 16.10.2017 სალაროს შემოსავლის ორდერი № 3--------
- 19.10.2017 წლის სალაროს შემოსავლის ორდერი № 1-------
3.1.3. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ნასყიდობის საგანი - უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, შ--------–---–----------------–------------- ბლოკი „ა“, ფართი 70.70 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-------------------------, საკუთრების უფლებით ირიცხება შ-------–-----------–--------ის“ სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 13.03.2019 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.4. სადავო უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, შ--------–---–----------------–------------- ბლოკი „ა“, ფართი 70.70 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-------------------------, დაყადაღება ს-----------–--ის“ მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა იმ ვალდებულების გამო, რაც მის მიმართ გააჩნია შ-------–-----------–--------ს“ და არა გ---------------–---–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 13.03.2019 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- 02.10.2018 წლის აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობა (№ A---------0------).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის წინარე ხელშეკრულებით, შეთანხმებით, გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით და თავად უძრავი ნივთის გამყიდველის - შ-------–-----------–--------ის“ მიერ გაცემული ცნობით დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრის სტატუსზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მოსარჩელე გ---------------–---–ი და არსებობს მის სახელზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი.
გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ სარჩელი შ-------–-----------–--------ის“ წარმომადგენელმა ცნო, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მის მიმართ დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი აკისრია მხარეებს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დაყადაღებული ქონების მესაკუთრედ უნდა დარეგისტრირდეს გ---------------–---–ი. სასამართლოს სურს აქვე ყურადღება გაამახვილოს მოპასუხე ს-----------–--ის“ წარმომადგენლის განმარტებაზე, რომელიც მიუთითებდა, რომ წინარე ხელშეკრულება არის ბათილი იმის გამო, დადებულია ფორმის დაუცველად, ვინაიდან მისი დარეგისტრირება არ მომხდარა საჯარო რეესტრში.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი პირდაპირ განსაზღვრავს ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელთა შორის, არ არის ნახსენები უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა იმის გამო, რომ არ მოხდა მისი დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. სასამართლო პრაქტიკაც არაერთ გადაწყვეტილებაში ცალსახად მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ არის ხელშეკრულების ფორმა, რომლის განუხორციელებლობაც ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება გახდეს, მისი ფორმადაუცველობის გამო. ამდენად, მოპასუხის მოსაზრება არის დაუსაბუთებელი და ვერ იქნება გაზიარებული.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი არის დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, 61-ე, 631-ე, 632 ემუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი, 323-ე მუხლი, 629-ე მუხლი, 361-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სამოქალაქო კოდექსის - 317.1 მუხლი). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაც გამოიხატება ხელშემკვრელი მხარეების მზაობაში - დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი ე.ი. ორმხრივად შეიბოჭონ თავი.
6.2. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების საფუძველია ორი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც თავისი არსით სკ-ის 50-ე, 327-ე, 477-ე და 629-ე მუხლების გათვალისწინებით, წარმოადგენს ნარდობის და არა ნასყიდობის სამართლებრივ ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელწოდებაა ''მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში საცხოვრებელი ფართის შეძენის შესახებ ხელშეკრულება''.
ამავე კოდექსის 629.1-2 მუხლებით, (1) ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. (2) თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.
ამავე კოდექსის 361.2 მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა გადახდილი ნასყიდობის საფასური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. მხარეთა შორის არის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა და ხელშეკრულება წერილობითაა გაფორმებული. მოსარჩელეებმა შეასრულეს თავისი ვალდებულება და გადაიხადეს შეთანხმებული საზღაური, ხოლო მოპასუხემ თავისი ვალდებულება არ შეასრულა და მოსარჩელეებს არ გადასცა საკუთრების უფლება საცხოვრებელ ბინაზე.
6.3. საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება არ შეასრულა და მოსარჩელეს არ გადასცა საკუთრების უფლება საცხოვრებელ ბინაზე, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელ ბინაზე მესაკუთრედ ცნობა. მოპასუხე აღიარებს და არ უარყოფს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს.
6.4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის თანახმად, უძრავ ქონებაზე აღსრულებას ექვემდებარება მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და საჯარო რეესტრში შეტანილ უძრავ ქონებაზე საერთო საკუთრების წილი.
ამავე კანონის 631 მუხლით კი განსაზღვრულია, რომ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვის გამოცხადებას. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის, ხოლო უძრავ ქონებაში განთავსებულ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადება – ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ყადაღის დადების ან გაუქმების აქტი/მიმართვა დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს.
ხსენებული კანონის მიზნებიდან გამომდინარე და მისი 632 მუხლის შესაბამისად, ყადაღა შეიძლება დაედოს მოვალის კუთვნილ უძრავ ქონებას.
6.5. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).
სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ უძრავ ნივთზე დადგენილი წესით იქნა გაფორმებული გ---------------–---–სა და შ-------–-----------–--------ს“ შორის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, ისევე როგორც შემდგომ შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, მყიდველმა სრულად გადაიხადა ნასყიდობის საფასური. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ მოთხოვნა შ-------–-----------–--------მა“ ცნო, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მის მიმართ დაკმაყოფილების საფუძველია.
ასევე დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებას, მდებარე ქალაქ თბილისი, შ--------–---–----------------–------------- ბლოკი „ა“, ფართი 70.70 კვ.მ (საკადასტრო კოდი: 0-------------------------) ყადაღა ს-----------–--ის“ სასარგებლოდ დაედო მის მიმართ შ-------–-----------–--------ის“ ვალდებულების გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ კრედიტორის სასარგებლოდ ყადაღა უნდა დაედოს მხოლოდ მოვალის ქონებას, მოცემულ შემთხვევაში კი, ყადაღადადებულ ქონებაზე საკუთრების უფლების მქონე პირი არის გ---------------–---–ი რომელიც არა რაიმე სახით ვალდებული პირი ს-----------–--ის“ წინაშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო სარჩელს მიიჩნევს დასაბუთებულად, საფუძვლიანად და ადგენს, რომ ყადაღა უნდა გაუქმდეს უძრავ ქონებაზე და მასზე განხორციელდეს გ---------------–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 3050 ლარი (3000 + 50 ლარი).
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო მოპასუხე შ-------–-----------–--------მა“ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად, მოპასუხე ს-----------–--ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3050 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა გ---------------–---–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა სააღსრულებო წარმოება თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეზე #1------- უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, შ--------–---–----------------–------------ ბლოკი „ა“, ფართი 70.70 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-------------------------.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენლი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 53-ე,131-ე,201-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. გ---------------–---–ის (პ/ნ 5---------- ) სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2018 წლის 18 ივლისს № A-------- მომართვის საფუძველზე დაყადაღებული უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისი, შ--------–---–----------------–------------- ბლოკი „ა“, ფართი 70.70 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-------------------------) და ამ ქონების მესაკუთრედ ცნობილი იქნას გ---------------–---–ი (პ/ნ 5----------).
3. მოპასუხე შპს „--------–---- მოსარჩელე გ---------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 3050 ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე