განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 160100119002818088
#1/40-19
(გამოძიების N031141118008)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 მაისი, 2019 წელი ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ხათუნა ნადიბაიძე
სხდომის მდივანი - ელენე თაგაური
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ზა----–---------ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ტა-------------–---ი, დაბადებული: 19---–-–-------------ს, პირადი ნომერი: N28--------5, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, განქორწინებული, მცხოვრები: მა-------–ი, სოფელი ლე–-----ნი;
ადვოკატი - გო----------------–--ლი, მად----------–აძე;
თარჯიმანი - ნა--–-------------ა, სუ-------------–--ლი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილი და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები (2 ეპიზოდი)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ტა-------------–---ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, თუ მას ერთვის ბრალდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ჩადენილი პირადი მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, მა-------–ის რაიონის სოფელ ლე–-----ნში, ზა----------------ს და ნა-------------ს შეკამათება მოუვიდატ ნა-------------ვთან, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის დროს ნა-------------მა მის ხელთ არსებული დანით მოკვლის მიზნით ნა-------------ვს სხეულის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო რამდენიმე ჭრილობა, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი გახდა ექიმების ჩარვის შედეგად. მომხდარ ფაქტზე, 2018 წლის 13 დეკემბერს, მა-------–ის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის N03---------1 საქმეზე. გამოძიების პროცესში, 2017 წლის 14 დეკემბერს, 13:35 საათზე, მა-------–ის რაიონულ სამმართველოს მიმართა ტა-------------–---მა, რომელმაც განაცხადა, რომ ფლობდა ინფორმაციას ნა-------------ვის დაჭრასთან დაკავშირებით. იმავე დღეს, საქმის ირგვლივ მოწმის სახით დაკითხულმა ტა-------------–---მა, პირადი წყენის მოტივით, რომელიც დაკავშირებული იყო წარსულში არსებულ კონფლიქტთან, ცრუდ დაასმინა ნა-------------ი და ზა----------------ი, თითქოს მათ დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩაიდინეს ნა-------------ვის განზრახ მკვლელობის მცდელობა და ნა-------------ვს დანა დაარტყა არა მარტო ნა-------------მა, არამედ ზა----------------მაც. აღნიშნული გარემოება ტა-------------–---მა დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროსაც.
ტა-------------–---მა, ჩაიდინა ცრუ ჩვენება, ესე იგი მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით გამოძიების დროს და სასამართლოში, ჩადენილი პირადი მოტივით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდგეში, 2017 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, მა-------–ის რაიონის სოფელ ლე–-----ნში, ზა----------------ს და ნა-------------ს შეკამათება მოუვიდათ ნა-------------ვთან, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის დროს ნა-------------მა მის ხელთ არსებული დანით მოკვლის მიზნით ნა-------------ვს სხეულის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო რამდენიმე ჭრილობა, თუმცა მისი სოცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი გახდა ექიმების ჩარევის შედეგად. მომხდარ ფაქტზე, 2018 წლის 13 დეკემბერს, მა-------–ის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის N03---------1 საქმეზე. გამოძიების პროცესში, 2017 წლის 14 დეკემბერს, 13:35 საათზე, მა-------–ის რაიონულ სამმართველოს მიმართა ტა-------------–---მა, რომელმაც განაცხადა, რომ ფლობდა ინფორმაციას ნა-------------ვის დაჭრასთან დაკავშირებით. იმავე დღეს, საქმის ირგვლივ მოწმის სახით დაკითხულმა ტა-------------–---მა, პირადი წყენის მოტივით, რომელიც დაკავშირებული იყო წარსულში არსებულ კონფლიქტთან, გამოძიებისას მისცა ცრუ ჩვენება და განმარტა, რომ პირადად შეესწრო დაჭრის ფაქტს. მან აჩვენა, რომ ნა-------------ვს დანა დაარტყა არა მარტო ნა-------------მა, არამედ ზა----------------მაც. აღნიშნული გარემოება ტა-------------–---მა დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმეტის დროსაც.
ტა-------------–---მა ასევე, ჩაიდინა ცრუ ჩვენება, ესე იგი მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით გამოძიების დროს და სასამართლოში, ჩადენილი პირადი მოტივით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდგეში: 2017 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, მა-------–ის რაიონის სოფელ ლე–-----ნში, ზა----------------ს და ნა-------------ს შეკამათება მოუვიდათ ნა-------------ვთან, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის დროს ნა-------------მა მის ხელთ არსებული დანით მოკვლის მიზნით ნა-------------ვს სხეულის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო რამდენიმე ჭრილობა, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი გახდა ექიმების ჩარევის შედეგად. მომხდარ ფაქტზე, 2018 წლის 13 დეკემბერს, მა-------–ის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის N03---------1 საქმეზე. გამოძიების პროცესში ტა-------------–---მა განაცხადა, რომ ფლობდა ინფორმაციას ნა-------------ვის დაჭრასთან დაკავშირებით. მოწმის სახით დაკითხულმა ტა-------------–---მა გამოძიებისას მისცა ცრუ ჩვენება და განმარტა, რომ პირადად შეესწრო დაჭრის ფაქტს. მან აჩვენა, რომ ნა-------------ვს დანა დაარტყა არა მარტო ნა-------------მა, არამედ ზა----------------მაც. ნა-------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 19,108-ე მუხლით, განხილულ იქნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, რა დროსაც 2018 წლის 21 აგვისტოს, ქ. ბოლნისში, მოწმის სახით დაკითხვისას პირადი წყენის მოტივით, რომელიც დაკავშირებული იყო წარსულში არსებულ კონფლიქტთან, ტა-------------–---მა სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება, გაიმეორა გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ ნა-------------ვს დანა დაარტყეს, როგორც ზა----------------მა, ასევე ნა-------------მა.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა ტა-------------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ამ--–-–----–--ვის, ას--------------ის, გი-------------------ის, ბახ-----------------------ის, ლე-–------–-----–--ის, ფა----------------ის, ზა----------------ის და დიტ---------ს ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, ტა-------------–---ის ჩვენებებით, საგამოძიებო ექპერიმენტის ოქმით, სასამართლოს სხდომის ოქმებით.
2.2 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, “გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ტა-------------–---ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ტა-------------–---ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ტა-------------–---მა ჩაიდინა დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, თუ მას ერთვის ბრალდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ჩადენილი პირადი მოტივით. მანვე ჩაიდინა ცრუ ჩვენება, ესე იგი მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით გამოძიების დროს და სასამართლოში, ჩადენილი პირადი მოტივით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე დანაშაულის ჩადენაში.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
4.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ტა-------------–---ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები (2 ეპიზოდი) გათვალისწინებულ სანქციის ფარგლებში.
4.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას.
სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ ტა-------------–---ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, იგი არ არის ნასამართლევი, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი მასალების მიხედვით ბრალდებულს რაიმე დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ტა-------------–---ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2017 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) - გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2018 წლის 21 აგვისტოს ეპიზოდი) - გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, ტა-------------–---ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ტა-------------–---ი (პირადი N 28--------5) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2017 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) - გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2018 წლის 21 აგვისტოს ეპიზოდი) - გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, ტა-------------–---ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ტა-------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 18 იანვრის 17:47 საათიდან;
ტა-------------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე