გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210-190-2878853
№ 2/124 -2---წელი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 მაისი 2--- წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
განმცხადებელი- მ----- მ---------ე; ხ------- მ---------ე, ი---- მ---------ე;
წარმომადგენელი_ თ----- თ----–--–---–--
მოპასუხე - ჟ--–---- მ---------ე;
ადვოკატი-ნ--- ლ--------
მოთხოვნა_ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელეები მ-----, ხ------- და ი---- მ---------ეები ცნობილ იქნენ ხარაგაულის რაიონის სოფელ ჯ-----------––- მდებარე N3-.1-.3-.3-- (4977.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა) საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების 1/3 წილის თანამესაკუთრეებად.
სარჩელის გარემოებები: 1990 წელის 2 ნოემბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ ჯ-----------––- არსებულ გ------–-- მ---------ის სამკვიდრო ქონების მემკვიდრეებად, კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით ცნობილ იქნენ მისი შვილები თ----------, ჟ--–---- და ი----- მ---------ეები. სამკვიდრო მოიცავს მიწის ნაკვეთს და საცხოვრებელ სახლს. მემეკვიდრეობის მიღების შემდეგ, 1991 წლიდან, გ------–-- მ---------ის მემკვიდრეები აღირიცხნენ კომლის წევრებად კომლის ქონების 1/3-1/3 წილის თანასაკუთრების უფლებით. მ----- მ---------ის მეუღლე ი----- მ---------ე გარდაიცვალა 2003 წლის 8 იანვარს. ი----- მ---------- დამ ჟ--–---- მ---------ემ 2018 წლის 19 დეკემბერს მთლიანად მიისაკუთრა სოფელ ჯ-----------––- არსებული სამკვიდრო ქონება. მან 2019 წლის 16 იანვარს თავის სახელზე მოახდინა აღნიშნული ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. 2016 წლის 16 თებერვალს მოსარჩელეთა სახელზე გაცმული იქნა სამკვიდრო მოწმობა, რითაც თანაბარწილად მიიღეს ი----- მ---------ის სამკვიდრო. შესაბამისად, მოსარჩელეები წარმოადგენენ ი----- მ---------ის მემკვიდრეებს და მათ ეკუთვნით სადავო ქონების 1/3 წელი.
2. მოპასუხეების პოზიცია.
მოპასუხე ჟ--–---- მ---------ემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე სასამართლოს განცხადებით მომართა და ცნო სარჩელი.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1 1990 წლის 2 ნოემბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ ჯ-----------––- არსებულ გ------–-- მ---------ის სამკვიდრო ქონების მემკვიდრეებად, კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით ცნობილ იქნენ მისი შვილები თ----------, ჟ--–---- და ი----- მ---------ეები. სამკვიდრო მოიცავს მიწის ნაკვეთს და საცხოვრებელ სახლს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 1990 წლის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობას.
3.2. 1990-1991 წლებში კომლის უფროსად ირიცხება თ---------- ი------- ძე მ---------ე, რომლის კომლი შედგება შემდეგი პირებისაგან: თ---------- ი------- ძე მ---------ე ოჯახის უფროსი, ი----- ი------- ძე მ---------ე-ძმა და ჟ--–---- ი------- ასული მ---------ე-და. კომლს აწერია 0.06 ჰა მიწა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2018 წლის 30 ნოემბრის N3-------- საარქივო ცნობას.
3.3. ი----- მ---------ე გარდაიცვალა 2003 წლის 22 იანვარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_გარდაცვალების მოწმობას.
3.4. 2019 წლის 16 იანვარს ჟ--–---- მ---------ემ საჯარო რეესტრში მხოლოდ თავის სახელზე აღრიცხა ხარაგაულის რაიონის სოფელ ჯ-----------––- მდებარე N26.1-.3-.3-- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი 4977.00, შენობა-ნაგეობის ჩამონათვალი N01.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_საჯარო რეესტრის ამონაწერს.
3.5. ი----- მ---------ის მემკვიდრეები არიან მისი მეუღლე მ----- მ---------ე და შვილები ხ------- მ---------ე და ი---- მ---------ე, რომელთაც 2019 წლის 16 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მიღებული აქვთ ი----- მ---------ის სამკვიდრო.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ სამკვიდრო მოწმობას.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ მ----- მ---------ის, ხ------- მ---------ისა და ი---- მ---------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სრულად ცნო სარჩელი, შესაბამისად მ----- მ---------ის, ხ------- მ---------ისა და ი---- მ---------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე მთლინად ცნო სარჩელი, შესაბამისად მოსარჩელეებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 95 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები .
სსკ-ის 199.1 მუხლის თანახმად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა, რომლის მიხედვით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ჟ--–---- მ---------ეს (პ/ნ 0----------- აეკრძალა საკუთრებაში არსებული ხარაგაულის რაიონის სოფელ ჯ-----------––- მდებარე N3-.1-.3-.3-- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების გასხვისება და სანივთო-სამართლებრივი უფლებებით დატვირთვა, საქმის შედეგის მიხედვით უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ----- მ---------ის (პ/ნ 0-----------, ხ------- მ---------ისა (პ/ნ-----------) და ი---- მ---------ის (პ/ნ 0----------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელეები მ----- მ---------ე (პ/ნ 0-----------, ხ------- მ---------ე (პ/ნ-----------) და ი---- მ---------ე (პ/ნ 0----------- ცნობილ იქნენ ხარაგაულის რაიონის სოფელ ჯ-----------––- მდებარე N3-.1-.3-.3-- (4977.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა) საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებს 1/3 წილის თანამესაკუთრეებად.
3.მოსარჩელეებს მ----- მ---------ეს (პ/ნ 0-----------, ხ------- მ---------ეს (პ/ნ-----------) და ი---- მ---------ეს (პ/ნ 0----------- სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ სარჩელზე გადახდილი ბაჟი 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით -საგადახდო დავალება N4-, რეფერენსი 7---------, თარიღი 27.-2.2---, კოდი 3--------, გადამხდელი ხ------- მ---------ე (პ/ნ 0------------
4.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, დარჩეს უცვლელი.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
9.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: შოთა ნიკურაძე