განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030100118002647004
№1/273-2018
განაჩენი
საქართველოს სახელით
13 მაისი 2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
ბრალდების მხარე:
პროკურორი ა-–----------------უა
დაცვის მხარე:
ადვოკატი ს--------------–ია
ბრალდებული: ლ-–---–----ძე
მამის სახელი: მ---------
დაბადებული: 0--1--1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს და რუსეთის მოქალაქე
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 1----------
ნასამართლობა არ მქონე
მცხოვრები: საქართველო, ქ. ზუგდიდი, თ---–-------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში (ორი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1.2006 წლის 10 ივნისიდან ლ-–---–----ძე და ე------------------ია იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ე------------------იას ხობის მუნიციპალიტეტში, ც-------------------------ში საკუთრებაში გააჩნდა 1785 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ერთი მეოთხედი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, რომლის ღირებულება (ე------------------იას წილი) შეადგენს 267 212,5 ლარს.
2011 წლის 2 სექტემბერს სანოტარო აქტით (მინდობილობის საფუძველზე) ე------------------იამ მის მეუღლეს ლ-–---–----ძეს მიანიჭა უფლებამოსილება განეკარგა მის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონება (მათ შორის გაესხვისებინა, გაეჩუქებინა და ა.შ).
მას შემდეგ, რაც ლ-–---–----ძესა და ე------------------იას შორის წარმოიშვა კონფლიქტი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით, 2017 წლის 18 ივლისს ლ-–---–----ძემ, ე------------------იასთან შეუთანხმებლად, კონფლიქტში მყოფი მეუღლის ქონების მითვისების მიზნით, როგორც ე------------------იას წარმომადგენელმა, თავის დას ა----–----ძეს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, აჩუქა ე------------------იას საკუთრებაში არსებული ხობის მუნიციპალიტეტი, ც-------------------------ში მდებარე 1875 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ერთი მეოთხედი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით. აღნიშნულის შესახებ შემთხვევით ცნობილი გახდა ე------------------იასთვის და მან 2017 წლის 24 ივლისის სანოტარო აქტით გააუქმა 2011 წლის 2 სექტემბრის სანოტარო აქტი (მინდობილობა), შესაბამისად, საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა და ზემოაღნიშნული უძრავი ქონება კვლავ რეგისტრირებულ იქნა ე------------------იას საკუთრებად.
1.2. 2012 წლის 16 ივლისს სანოტარო აქტით (მინდობილობის საფუძველზე) ე------------------იამ მის მეუღლეს ლ-–---–----ძეს მიანიჭა უფლებამოსილება განეკარგა მის საკუთრებაში არსებული ქ. ზუგდიდი, გ---------------------ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 15483 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (მათ შორის, გაესხვისებინა, გაეჩუქებინა და ა.შ), რომლის ღირებულება შეადგენს 2,050000 ლარს.
ლ-–---–----ძესა და ნ-----–------------იას ოჯახს შორის ქონების განკარგვასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის შემდეგ, 2017 წლის 18 ივლისს ლ-–---–----ძემ, ნ-----–------------იასთან შეუთანხმებლად, ნ-----–------------იას უძრავი ქონების მითვისების მიზნით, როგორც ნ-----–------------იას წარმომადგენელმა, თავის დას ა----–----ძეს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, აჩუქა ნ-----–------------იას საკუთრებაში არსებული ქ. ზუგდიდი, გ---------------------ში მდებარე 15483 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით. ჩუქების ხელშეკრულება რეგისტრირებულ იქნა ს-------- რ-------ის ე---------–- ს---------ს ფ----ის ს---------ში და ზემოაღნიშნული უძრავი ქონება დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია ა----–----ძის საკუთრებად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:
2.1. დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში (ორი ეპიზოდი).
სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულ ლ-–---–----ძის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენას.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. რაც საფუძვლად უნდა დაედოს დასკვნას, ჩადენილია თუ არა დანაშაულებრივი ქმედება, მისი ჩადენის ადგილი, დრო, ხერხი, მოტივი, მიზანი და შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.
ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ ან უარყოფენ ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია კიდევ ერთხელ აღნიშნოს, რომ ყოველი მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, უნდა შეფასდეს მისი რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ჩვენების, როგორც მტკიცებულების უტყუარობაში ეჭვის შეტანა და მისი უარყოფა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის დაინტერესებულ მოწმეს ეკუთვნის იქნება ეს ბრალდების თუ დაცვის მხარე.
2018 წლის 05 ოქტომბერს წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებათა ჩამონათვალის დამტკიცებისა და მათი საქმის არსებით განხილვაზე დაშვების თაობაზე დაკმაყოფილდა, დამტკიცდა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ჩამონათვალი და ისინი დაშვებულ იქნა საქმის არსებით განხილვაზე, სასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ განცხადებული მოცულობით, ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაშვებულ იქნა, მაგრამ მიჩნეულ იქნა სადავოდ.
3.1. მოწმე ე------------------იამ განმარტა, რომ ის და ლ-–---–----ძე ქ. მ-------–- დაქორწინდნენ 2005 წელს და 2009 წელს ჩამოვიდნენ ს----------–--–-. მისმა ოჯახმა ლ-–---–----ძეს ჩააბარა მინდობილობით სხვადასხვა ბიზნესების მართვა. 2017 წლის ივნისის თვეში გაიგო საჯარო რეესტრში, რომ ლ-–---–----ძეს მისი ქონება, რომელიც მდებარეობს ხ---–-, იყო გადაფორმების პროცესში ლ-–---–----ძეს დაზე ა----–----ძეზე, ხოლო ძმის ნ-----–------------იას ქონება უკვე გადაფორმებული იყო ა----–----ძეზე. მან დაურეკა ა----–----ძეს და უთხრა თუ რა უფლებით იღებდა საჩუქრად მის ქონებას ლ-–---–----ძესგან, ა----–----ძემ კი უპასუხა, რომ ეს ლ-–-ს სჭირდებოდა. ის განმარტავს, რომ ა----–----ძეზე რაიმეს ჩუქება, რომ ნდომებოდა თვითონ აჩუქებდა, ეს ქმედება ლ-–---–----ძემ განახორციელა მის დაუკითხავად. მისმა მამამ ზ-------------იამ 2017 წლის ივნისის თვეში მ------–-----–იას, ვ--------–-----იას და რ------------იას თანდასწრებით მოსთხოვა ლ-–---–----ძეს ყველა მინდობილობის დაბრუნება, მან მინდობილობები ვ--------–-----იას მეშვეობით მეორე დღეს გამოუგზავნა ზ-------------იას, რომელთა შორის არ აღმოჩნდა ის მინდობილობები, რომლითაც ლ-–---–----ძემ განახორციელა დაზე ჩუქება. მის დედას მოუვიდა შეტყობინება საშემოსავლო სამსახურიდან 14 000 ლარის დავალიანების შესახებ, მათ ეგონათ, რომ ლ-–---–----ძე იხდიდა გადასახადებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ პირიქით გადახდის ნაცვლად თვითონ ითვისებდა.
3.2. მოწმე ნ-----–------------იამ განმარტა, რომ ლ-–---–----ძე, რომ გახდა მისი ოჯახის სიძე მიანდეს მათი ბიზნესების მართვა. მის ოჯახსა და ლ-–---–----ძეს შორის კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, რაც საშემოსავლო სამსახურიდან მოუვიდათ შეტყობინება, რომ ერიცხებოდათ დავალიანება 14 000 ლარის ოდენობით. მას ლ-–---–----ძეს სახელზე ქონდა გაკეთებული უვადო მინდობილობა. მან ნოტარიუსთან ორ მინდობილობაზე მოაწერა ხელი, აღნიშნავს, რომ ქართულად წერა-კითხვა უჭირს, აქედან გამომდინარე, მას ნოტარიუსმა წაუკითხა მინდობილობის ტექსტი, სადაც გაჩუქების და გაყიდვის უფლებაზე არაფერი იყო ნათქვამი, ერთი სიტყვით მისთვის არ იყო ცნობილი, რომ მინდობილობით ის ლ-–---–----ძეს მისი ქონების გაჩუქების და გაყიდვის უფლებას, რომ ანიჭებდა. მან არც ის იცოდა, რომ ლ-–---–----ძემ მისი ქონება გადაუფორმა თავის დას ა----–----ძეს, ეს მოხდა მის დაუკითხავად.
3.3. მოწმე ზ--------------იამ განმარტა, რომ ლ-–---–----ძე არის მისი სიძე, ქალიშვილის მეუღლე. მან ზ--------–- გახსნა შპს „ა----- ს--------“, რომელიც გააფორმა მისი შვილის ნ-----–------------იას სახელზე, რომელმაც ვერ გაართვა თავი ამ შპს-ეს მართვას და მისი რჩევით, მინდობილობის საფუძველზე გადასცა ლ-–---–----ძეს. მან ქ.ზუგდიდში, გ-------------------ში მდებარე „ს----------------“, რომელიც იყო გაფორმებული ნ-----–------------იას სახელზე მინდობილობით ამ ბაზის მართვაც მიანდეს ლ-–---–----ძეს. აღნიშნულ ბაზაში მას დასაქმებული ყავდა მისი ნათესავები, რომლებიც ლ-–---–----ძემ ეტაპობრივად მოიშორა, რადგან მისთვის არ ეთქვათ თუ რას სჩადიოდა მანდ. მან 2012 წელს დაურეკა შვილს ნ-----–------------იას და უთხრა, რომ მიეცა ლ-–---–----ძესთვის მინდობილობა აღნიშნული ბიზნესების სამართავად, ამ მინდობილობით ლ-–---–----ძეს უნდა ქონოდა ამ ბიზნესების სამართავად ყველაფრის უფლება, გარდა გაყიდვისა და გაჩუქებისა. მისი განმარტებით ნ-----–------------იას უჭირს ქართულად წერა-კითხვა, სწორედ ამით ისარგებლა ლ-–---–----ძემ და ნოტარიუსს მინდობილობაში ჩაამატებინა გაყიდვისა და გაჩუქების უფლებაც, რასაც ნ--ამ ავტომატურად მოაწერა ხელი. ეს ყველაფერი გამოაშკარავდა მას შემდეგ, რაც მის მეუღლეს საშემოსავლო სამსახურიდან მოუვიდა შეტყობინება 14 000 ლარის დავალიანების არსებობის შესახებ. ის მივიდა საშემოსავლო სამსახურში, რათა გაერკვია თუ რა ხდებოდა, სადაც განუმარტეს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ნულოვანი დეკლარაცია იყო წარმოდგენილი, როდესაც მის თითოეული ოჯახის წევრს აქვს თავის სახელზე ბიზნესი, საიდანაც თითოეული მათგანი ღებულობს მოგებას საიდანაც 20 პროცენტი უნდა შეიტანონ საგადასახადოში. აღნიშნული პროცენტის გადასახდელად მისი ოჯახის წევრები 5 წლის განმავლობაში ლ-–---–----ძეს ურიცხავდნენ ყოველ თვე 5000 ლარს, აღნიშნულ თანხას კი ლ----ძე იმის ნაცვლად, რომ შეეტანა საგადასახადოში თვითონ ისაკუთრებდა, რაც გახდა დაჯარიმების მიზეზი, მიუხედავად ყველაფრისა, რადგანაც სიძე იყო ლ-–- მისი, გადაიხადა ეს ჯარიმა. მიუხედავად ამდენი დათმობისა და პატივისცემისა ლ-–---–----ძემ მაინც არ მოისვენა და ნ-----–------------იას სახელზე არსებული ქონება, რომელიც მილიონადაა შეფასებული დაუკითხავად ჩადო ბანკში 119 000 დოლარად. მან დაიბარა ლ-–---–----ძე, რათა მიეღო მისგან ახსნა-განმარტება, თუ სად წაიღო ამდენი თანხა. მათ საუბარს ესწრებოდნენ მ-------–-----–ია, რომელიც არის ლ-–---–----ძეს ბიძაშვილი, ვ---------–-----ია და რ-------------ია. მას ლ-–---–----ძემ ვერ აუხსნა თუ რა მოუვიდა ამ თანხას, აქედან გამომდინარე, მან მოსთხოვა მას ყველა მინდობილობის დაბრუნება და განუმარტა, რომ ის უკვე აღარ იყო მისი წარმომადგენელი. მას მინდობილობები გამოუგზავნა ლ-–---–----ძემ ვ--------–-----იას მეშვეობით, მაგრამ თურმე მას ქონდა გადაღებული რამდენიმე ეგზემპლარი ამ მინდობილობების, რომელთა მეშვეობითაც მოახერხა „ს----------------“ გადაეფორმებინა თავისი დისთვის ა----–----ძესთვის. ის განმარტავს, რომ მას რა ქონებაც გააჩნია აქვს ყველაფერი კანონიერად და ოფიციალურად, ლ-–---–----ძე კი ცდილობდა მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაფრის წართმევას.
3.4. მოწმე ვ--------–-----იამ განმარტა, რომ ზ--------------ია მივიდა მასთან და უთხრა, რომ ლ-–---–----ძესთან ანუ თავის სიძესთან ქონდა რაღაც თემები გასარკვევი და სთხოვა დასწრებოდა მათ საუბარს. ზ--------------იას და ლ-–---–----ძეს შეხვედრას მის გარდა ესწრებოდნენ: ლ-–- მ-------–ია, რ------------ია და ლ-–-ს ბიძაშვილი მ-------–-----–ია. ზ--------------იამ ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნებების თანდასწრებით მოსთხოვა ლ-–---–----ძეს აეხსნა თუ რატომ ჩადო დაუკითხავად ბანკში მისი შვილის ნ-----–------------იას სახელზე არსებული ქონება, ამ ქონების ბანკში ჩადების საფუძველზე ბანკიდან გამოტანილი 119 000 დოლარი სად წაიღო, რატომ არ იხდიდა საგადასახადოში პროცენტებს რის გამოც მისი ოჯახი დაჯარიმდა 14 000 ლარით და იყო კიდევ სხვა ფინანსებთან დაკავშირებული თემები, რაზეც ლ-–-მ ვერ გასცა დამაჯერებელი პასუხები. მისი განმარტებით ამ თემაზე სალაპარაკოდ ზემოთ დასახელებული პირები ორჯერ შეიკრიბნენ, მაგრამ ლ-–---–----ძემ ვერცერთ შეხვედრაზე ვერ გასცა ზ------- დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხი, რაზეც ზ--------------იამ უთხრა ლ-–-ს, რომ გაეყიდა მისი ოჯახის მიერ ნაჩუქარი ორი მანქანა, ქონება, რაც გააჩნდა და მოეგვარებინა ეს პრობლემა, რაზეც ლ-–---–----ძემ უარი განუცხადა, რამაც ზ--------------ია გაანაწყენა და მოსთხოვა ლ-–-ს დაებრუნებინა ყველა მინდობილობა, რომელიც გაცემული იყო მის სახელზე კ---------ის ოჯახის წევრებისგან. მისი განმარტებით ლ-–---–----ძემ გადასცა მას მინდობილობები და დოკუმენტაცია, რომელიც ჩანთაში იყო მოთავსებული, მან კი ეს ყველაფერი გადასცა ზ-------------იას.
ზემოთ აღნიშნულ შეხვედრაზე მათი მხრიდან ლ-–---–----ძეს მიმართ არ ყოფილა არანაირი ზეწოლა, პირიქით ყველა ცდილობდა, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო მშვიდობიანად.
3.5. მოწმე თ-------------ამ განმარტა, რომ ის მუშაობდა ქ. ზუგდიდში, გ-------------- ქუჩაზე მდებარე „ს----------------ზე“, რომელიც იყო ზ-------------იას საკუთრება და რომელსაც მინდობილობის საფუძველზე მართავდა ზ-------------იას სიძე ლ-–---–----ძე. ივნისის თვე იყო, წელი არ ახსოვს, რომ შეესწრო საუბარს ზ-------------იასა და ლ-–---–----ძეს შორის სესხებისა და ფინანსური დარღვევების თაობაზე. ამ საუბარს ასევე ესწრებოდნენ: ლ-–-ს ბიძაშვილი მ-------–-----–ია, ვ--------–-----ია და რ------------ია, ლ-–- მ-------–ია, სადაც ზ--------------ია ითხოვდა ლ-–---–----ძესგან აეხსნა თუ რა ხდებოდა, რატომ ქონდა ამდენი გარღვევა. ლ-–-მ ვერცერთ კითხვაზე პასუხი ვერ გასცა, რის გამოც ზ--------------იამ მოსთხოვა მას მინდობილობების დაბრუნება, რომელიც კ---------ის ოჯახს ქონდა მის სახელზე გაცემული. მან როგორც იცის ეს მინდობილობები ლ-–---–----ძემ გადასცა ვ--------–-----იას, რომელმაც მიუტანა ზ--------------იას.
3.6. მოწმის წესით დაკითხულმა ლ-–- მ-------–იამ განმარტა, რომ ზ-------------იასთან აკავშირებს მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა. მას ზ-------------იამ უთხრა, რომ მის სიძესთან ლ-–---–----ძესთან ქონდა უთანხმოება, რომელიც მან გაიცნო 2017 წელს. მან ლ-–---–----ძეს თხოვნით დაურეკა ზ-------------იას და შეახვედრა ისინი ერთმანეთს, მათთან ერთად იყო ვ---------–-----ია, რომელმაც შესთავაზა მათ, რომ შესულიყვნენ მის ოფისში და იქ მშვიდად ესაუბრათ. იქ იყო საუბარი ფინანსების არამართლზომიერ ხარჯვაზე, ზ--------------იას მიერ დასმულ ვერცერთ შეკითხვას ფინანსებთან დაკავშირებით ლ-–-მ ვერ გასცა დამაჯერებელი პასუხი, თუმცა აღიარა, რომ მის მიერ იყო ეს თანხები დახარჯული, მაგრამ ვერ შეძლებდა ამ თანხის დაბრუნებას, რადგანაც არ ქონდა ამის საშუალება. ზ-------------იამ მოსთხოვა ლ-–---–----ძეს ყველა მინდობილობის დაბრუნება, რაც კი ქონდა მას და მის ოჯახს მის სახელზე გაცემული. რაც შეეხება თანხის დაბრუნებას, ზ------- უთხრა, რომ გაეყიდა მის მიერ მისთვის ნაჩუქარი მანქანები, ემუშავა და ეტაპობრივად გაესტუმრებინა ის დავალიანება, რომელიც მას ქონდა მისი და მისი ოჯახის წინაშე. მოწმის განმარტებით ლ-–---–----ძემ მას 2017 წლის აპრილის თვეში სთხოვა თანხა იმ მოტივით, რომ საგადასახადოში ქონდა პროცენტი გადასახდელი, მან მისცა შვილის სამკურნალოდ გადანახული 3900 ლარი და უთხრა, რომ ივნისის თვეში შვილი უნდა წაეყვანა სამკურნალოდ და აღნიშნული თანხა მაგ დროისთვის დასჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, ლ-–-მ მას ეს თანხა არ დაუბრუნა, პირიქით უთხრა, რომ ეს თანხა მისთვის მას კი არა ზ--------------იას უნდა დაებრუნებინა. მას ეს 3900 ლარი მეგობრობის ხათრით გადაუხადა ზ--------------იამ.
3.7. მოწმის წესით დაკითხულმა ლ----------–---ამ განმარტა, რომ მუშაობს საკრედიტო ორგანიზაცია „ლ---------------––-" და ლ-–---–----ძე არის მათი ორგანიზაციის კლიენტი. მისი განმარტებით ლ-–---–----ძემ მათი ორგანიზაციიდან გაიტანა 25 000 ლარი, უზრუნველყოფის მიზნით კი ჩადო ქ.ზუდიდში, გ-------------- ქუჩაზე მდებარე ქონება. როგორც იცის ლ-–---–----ძემ მათი ორგანიზაციიდან 2017 წელსაც გაიტანა თანხა, მაგრამ არ იცის რამდენი და რა ქონების საფუძველზე, გამომდინარე იქიდან, რომ ის ეხლა სხვა პოზიციაზე მუშაობს და არ აქვს შეხება მომხმარებლებთან.
3.8. მოწმის წესით დაკითხულმა რ------------იამ განმარტა, რომ 2017 წლის ივნისის თვეში, რიცხვი ზუსტად არ ახსოვს ესწრებოდა ვ--------–-----იას ოფისში ლ-–---–----ძესა და ზ--------------იას შეხვედრას, ამ შეხვედრას, როგორც ახსოვს ესწრებოდა ლ-–---–----ძეს ბიძაშვილი მ-------–-----–ია, სადაც ზ--------------ია სთხოვდა ლ-–-ს, რომ აეხსნა მისთვის თუ რატომ ქონდა დავალიანება საშემოსავლო სამსახურის მიმართ, რატომ აიღო სესხი მის დაუკითხავად და სად წაიღო ეს თანხა. ლ-–-მ ვერცერთ კითხვაზე ვერ გასცა დამაჯერებელი პასუხი, რის შემდეგაც ზ-------------იამ მას ყველა მინდობილობის დაბრუნება მოსთხოვა და ლ-–-მაც ვ--------–-----იას ხელით დაუბრუნა მინდობილობები. მან ამ შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ გაიგო, რომ ნ-----–------------იას სახელზე არსებული „ს----------------“ ლ-–---–----ძემ გადაუფორმა თავის დას ა----–----ძეს, ხოლო მეუღლის ე------------------იას ქონება, რომელიც მდებარეობს ხ---–-, ამ ქონების გადაფორმებასაც აპირებდა ა----–----ძეზე მაგრამ ვერ მოასწრო.
3.9. მოწმის წესით დაკითხულმა ზ---------–-----იამ განმარტა, რომ არის ლ-–---–----ძეს მეგობარი, რომელსაც „ს----------------ზე“ იჯარით ქონდა საამქრო და ამზადებდა ფილებს. მასთან მოვიდა ზ--------------ია და უთხრა, რომ ლ-–---–----ძესთან წყვეტდა ყველანაირ ურთიერთობას, მასთან დადებდა ახალ ხელშეკრულებას და თავიდან დაიწყებდნენ ურთიერთობას. მან ზ-------ა და ლ-–-ს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გაიგო ლ-–---–----ძესგან, რომელმაც უთხრა, რომ რაღაც ფინანსებთან იყო დაკავშირებული. ის ზ--------------იას შეხვდა იუსტიციის სახლში, სადაც ზ--------------იამ უთხრა, რომ ლ-–---–----ძეს ბიძაშვილისთვის მ------–-----–იასთვის ეთქვა, რომ ა----–----ძეს დაებრუნებინა მისთვის ის ქონება, რომელიც მას ლ-–---–----ძემ უკანონოდ და ყოველგვარი ნებართვის გარეშე გადაუფორმა. მან ზ--------------იას დანაბარები გადასცა მ------–-----–იას და ურჩია შეხვედროდა პირადად ზ------- და მისგან მოესმინა ყოველივე, რომელიც დაეთანხმა და წავიდნენ ერთად ბაზაზე ზ--------------იასთან შესახვედრად. ზ--------------იამ მ------–-----–იას უთხრა იგივე, რაც მას უთხრა იუსტიციის სახლში, რომ დაებრუნებინათ მისთვის ის ქონება, რომელიც ა----–----ძეზე იყო გადაფორმებული, რაზეც მ------ შეპირდა, რომ ნახავდა ლ-–---–----ძეს და გადასცემდა ყოველივეს. მისთვის უცნობია მ------–-----–იამ გადასცა თუ არა ზ-------------იას დანაბარები ლ-–---–----ძეს.
3.10. მოწმის წესით დაკითხულმა ბრალდებულმა ლ-–---–----ძემ განმარტა, რომ ის 2005 წელს დაქორწინდა ზ-------------იას ქალიშვილზე ე------------------იაზე, რომელიც გაიცნო ქ.მ-------–-. ს----------–--–- დაბრუნდა 2008 წლის თებერვალში, რათა ქ.ზუგდიდში, გ-------------------ში მდებარე ს----------------- მართვა ჩაებარებინა. აღნიშნულ ბაზას მართავდა ნ-----–------------ია, რომელიც დაპატიმრებული იყო, ამიტომ მიიღო მან კ---------ის ოჯახისგან დავალება ჩადგომოდა სათავეში ს----------------ს. მასა და ზ-------------იას შორის დაიძაბა ურთიერთობა 2017 წლის ივნისის თვეში, მას შემდეგ, რაც მან უთხრა მას, რომ მისი ქალიშვილი ე------------------ია მრუშობდა. დ--------------–-ძემ ანუ ზ-------------იას მეუღლე, დააჯარიმეს ქონების გადასახადის გადაუხდელობის გამო, დ--------------–-ძემ მას მისცა 7500 ლარი, რომელიც მან გადაიხადა საგადასახადოში. ის ზ-------------იას 2017 წლის ივნისის თვეში შეხვდა ვ--------–-----იას ოფისში, სადაც ზ------ მას დაემუქრა, მოსთხოვა ყველა მინდობილობის დაბრუნება და მანაც ვ--------–-----იას ხელით გაუგზავნა მას. გ-------------- ქუჩაზე მდებარე ს---------------- იმიტომ გადაუფორმა თავის დას ა----–----ძეს, რომ მას ემუქრებოდნენ სხვადასხვა ბიზნესების წართმევით და მოკვლით. მართალია, ეს ქონება იყო ნ-----–------------იას სახელზე, მაგრამ მას იმდენი ხარჯი ქონდა მანდ გაწეული, რომ ქონდა უფლება, მისი დისთვის გადაეფორმებინა, თან დაზე - ა----–----ძეზე ქონდა ნათქვამი, თუ მოკლავდნენ მის შვილებისთვის გადაეცა ყველაფერი.
3.11. ლ---- ს----------–ის ს----–---ის სასამართლო ექსპერტიზის ე---------–- ბ-----ოს 2017 წლის 13 სექტემბრის N005316717 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით: 1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქ. ზუგდიდში, გ------------ი ქ.N7--ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 4-----------) საბაზრო ღირებულება 2017 წლის 18 ივლისის მდგომარეობით საორენტაციოდ შეადგენს 2050000 ლარს; 2. ექსპერტიზაზე წარდგენილი ქ. ზუგდიდში, გ---------------------ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 4-----------) საბაზრო ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარეობით შეადგენს 2050000 ლარს.
3.12. 2011 წლის 16 სექტემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ხობი, ც------------------------, ფართი: 2028 კვ.მ, დაზუსტებული ფართობი: 1785 კვ.მ, მესაკუთრე არის: დ--------------–-ძე, ე------------------ია, ი----- კ------ია, ნ-----–------------ია, იპოთეკარი: სააქციო საზოგადოება „ბ---- ქ-------“.
3.13. 2011 წლის 16 სექტემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე, ქ. ხობი, გ--------------------, ფართი: დაზუსტებული ფართობი: 14850.00 კვ.მ, მესაკუთრე არის: ნ-----–------------ია, იპოთეკარი: სააქციო საზოგადოება „ს----------–---------“.
3.14. 2017 წლის 18 ივლისის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: ე------------------ია, რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდგომში მოხსენიებულია როგორც „მჩუქებელი“ აჩუქა ა----–----ძეს, რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდგომში მოხსენიებულია როგორც „დასაჩუქრებული“, მიიღო მჩუქებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე: ქ. ხობი, ც-------------------, ფართი: 2028 კვ.მ, ე------------------იას წილი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს.კ. 4------------------. აღნიშნულ უძრავ ნივთზე მჩუქებლის საკუთრების უფლება დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. მჩუქებელი არის ე------------------ია, მჩუქებლის წარმომადგენელი ლ-–---–----ძე, დასაჩუქრებული ა----–----ძე.
3.15. 2017 წლის 18 ივლისის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: ნ-----–------------ია, რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდგომში მოხსენიებულია როგორც „მჩუქებელი“ აჩუქა ა----–----ძეს, რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდგომში მოხსენიებულია როგორც „დასაჩუქრებული“, მიიღო მჩუქებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. ზუგდიდი, გ--------------------, არასასოფლო-სამეურნეო ფართობი: 15483 კვ.მ. (ს.კ. 4-----------), ქონება დატვირთულია იპოთეკით. აღნიშნულ უძრავ ნივთზე მჩუქებლის საკუთრების უფლება დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. მჩუქებელი არის ნ-----–------------ია, მჩუქებლის წარმომადგენელი ლ-–---–----ძე, დასაჩუქრებული ა----–----ძე.
3.16. 2011 წლის 02 სექტემბრის მინდობილობის მიხედვით, ე------------------ია შემდგომში „მიმნდობი“ წინამდებარე მინდობილობით ანდობს ლ-–---–----ძეს შემდგომში „მინდობილი“ მართოს და განკარგოს (განკარგვა გულისხმობს გაყიდვას, გაცვლას, გაყოფას, გაერთიანებას, იპოთეკით დატვირთვას, ასევე მოხსნას, გაჩუქებას, გაქირავებას, კომერციული საქმიანობისთვის სარგებლობას შენობის აღმართვას და ა.შ), ე------------------იას (თანასაკუთრებაში) რიცხული უძრავი ქონება მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული შენობით, მდებარე: ხობი, ც------------------- (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 4------------------), აქედან გამომდინარე, იყოს სრულუფლებიანი და შეუზღუდავი წარმომადგენელი საჯარო რეესტრში, სანოტარო ბიუროში, სახელმწიფო არქივში, საგადასახადო ინსპექციაში, ნებისმიერ სახელმწიფო კერძო და არასახელმწიფო დაწესებულებაში, ხელი მოაწეროს ნებისმიერ დოკუმენტს, განცხადებას, ხელშეკრულებას, ნებართვას, გარიგებას მიიღოს და გადაიხადოს თანხები და შეასრულოს ყველა ის მოქმედება, რაც აუცილებელი იქნება აღნიშნული მინდობილობის განსახორციელებლად.
3.17. 2012 წლის 16 ივლისის მინდობილობის მიხედვით, ნ-----–------------ია შემდგომში „მიმნდობი“ წინამდებარე მინდობილობით ანდობს ლ-–---–----ძეს შემდგომში „მინდობილი“ მართოს და განკარგოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ზუგდიდი, გ--------------------, მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 4-----------, ასევე, ნ-----–------------ია ანდობს მისი სახელით შეიძინოს უძრავი ქონება ს----------–--–- თავისი შეხედულებისამებრ, სადაც არ იმყოფებოდეს და რისგანაც არ უნდა შედგებოდეს ის, შეძენის შემდგომ მართოს და განკარგოს ის (განკარგვა გულისხმობს გაყიდვას, გაცვლას, გაყოფას, გაერთიანებას, მიშენებას, გაფართოებას, იპოთეკით დატვირთვას, გაჩუქებას, იჯარით გაცემას და ა.შ). აქედან გამომდინარე, იყოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი სანოტარო ბიუროში, საჯარო რეესტრში, სამოქალაქო რეესტრში, საქართველოს ნებისმიერ არქივში, იუსტიციის სამინისტროს ყველა სამსახურში, ნებისმიერ კერძო და სახელმწიფო დაწესებულებაში, ქალაქის მერიაში, ყველანაირი გადაწყვეტილების მიღების უფლებით, ნ-----–------------იას სახელით გააკეთოს განცხადებები, მიიღოს ცნობები, გადაიხადოს აუცილებელი მოსაკრებლები, მიიღოს თანხა, მოაწეროს ხელი ნებისმიერ დოკუმენტს, ხელშეკრულებას, გარიგებას და შეასრულოს ყველა ის მოქმედება, რაც აუცილებელი იქნება აღნიშნული დავალების შესასრულებლად.
3.18.2011 წლის 30 მარტის მინდობილობის შესაბამისად, ნ-----–------------ია შემდგომში „მიმნდობი“ წინამდებარე მინდობილობით ანდობს ლ-–---–----ძეს მართოს და განკარგოს (განკარგვა გულისმობს გაყიდვას, გაცვლას, გაყოფას, გაერთიანებას, იპოთეკით დატვირთვას, გაჩუქებას, გაქირავებას და ა.შ) ნ-----–------------იას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მიწის ნაკვეთი მასზე გაშენებული შენობა- ნაგებობით, მდებარე: ქ. ზუგდიდი, გ-------------- ქ.N--, აგრეთვე შეიძინოს ნებისმიერი უძრავი ქონება მისი ნ-----–------------იას სახელით თავისი შეხედულებისამებრ, აქედან გამომდინარე იყოს სრულუფლებიანი და შეუზღუდავი წარმომადგენელი საჯარო რეესტრში, სანოტარო ბიუროში, სახელმწიფო არქივში და არა სახელმწიფო დაწესებულებაში, ხელი მოაწეროს ნებისმიერ დოკუმენტს, განცხადებას, ხელშეკრულებას, გარიგებას და შეასრულოს ყველა ის მოქმედება, რაც აუცილებელი იქნება აღნიშნული მინდობილობის განსახორციელებლად.
3.19. 2017 წლის 25 ივლისის N1-------- მინდობილობის გაუქმების შესახებ განცხადების თანახმად, ნ-----–------------ია აუქმებს მის მიერ 2014 წლის 31 ივლისს რეგ N1--------- გაცემულ მინდობილობას, მინდობილი პირი ლ-–---–----ძე ნ-----–------------იას მიერ გაფრთხილებულ იქნა.
3.20. 2017 წლის 25 ივლისის N1-------- მინდობილობის გაუქმების შესახებ განცხადების თანახმად, ნ-----–------------ია აუქმებს მის მიერ 2011 წლის 30 მარტს რეგ N1-------- გაცემულ მინდობილობას, მინდობილი პირი ლ-–---–----ძე ნ-----–------------იას მიერ გაფრთხილებულ იქნა.
3.21. 2017 წლის 25 ივლისის N1-------- მინდობილობის გაუქმების შესახებ განცხადების თანახმად, ნ-----–------------ია აუქმებს მის მიერ 2012 წლის 16 ივლისს რეგ N1-------- გაცემულ მინდობილობას, მინდობილი პირი ლ-–---–----ძე ნ-----–------------იას მიერ გაფრთხილებულ იქნა.
4. მხარეთა პოზიციები:
4.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებაში.
4.2. ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე თავი არ ცნო დამნაშავედ.
5. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის შეჯიბრებითობა, თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.
თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.
რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლოზე წარმოდგენილი/გამოკვლეული მტკიცებულების ძალის, სანდოობის, ავთენტურობისა და რელევანტურობის შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში შეკრებილია ამ სახისა და სტანდარტის მტკიცებულება საქმის არსებითი განხილვისას.
მტკიცების ტვირთის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს დანაშაულის თითოეული ელემენტი გონივრულ ეჭვს მიღმა.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილება).
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
6. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აფასებს და ანალიზს უკეთებს რა ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულ ლ-–---–----ძის მიმართ წარმოდგენილ და განხილულ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ დგინდება ლ-–---–----ძის მიერ დანაშაულის ჩადენა:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის უშუალო ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში მითვისების ფორმით.
დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა ხასიათდება განზრახვით. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა, რომ ლ-–---–----ძემ ჩაიდინა დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში (ორი ეპიზოდი).
მითვისების ან გაფლანგვის დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები.
ობიექტური მხარე გამოიხატება სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში, როგორც მითვისების, ისე გაფლანგვის დროს.
ამ მუხლში გაერთიანებულია ორი დამოუკიდებელი დანაშაული მითვისება და გაფლანგვა.
მითვისებისა და გაფლანგვისათვის დამახასიათებელია ის, რომ დამნაშავე უფლებამოსილია ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. ამიტომ, ამ მუხლით დაკვალიფიცირება დამნაშავის მოქმედება, მიმართული ამ ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ან გაფლანგვისაკენ. დამნაშავე ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას ახორციელებს სამსახურეობრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობისა თუ სპეციალური დავალების სახით.
მითვისება და გაფლანგვა მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან.
ამ დანაშაულთა სუბიექტს ახასიათებს სპეციალური ნიშანი - ფაქტობრივი შესაძლებლობა განახორციელოს ამ ქონების განკარგვის, მართვის, დაცვის, რემონტის, გადაზიდვის, დროებითი სარგებლობისა და ა.შ უფლებამოსილება.
მითვისება გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, რომელიც გამოიხატება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ამოღებაში მისი კანონიერი მესაკუთრეებისაგან და მის უკანონო დაუფლებაში, როგორც თავის, ისე სხვა პირთა სასარგებლოდ.
როდესაც დამნაშავე მისთვის მინდობილ ქონებას ეუფლება თავის სასარგებლოდ გამოყენების მიზნით, წინასწარ საჭიროა მესაკუთრის ქონებრივი ფონდიდან ამ ქონების განცალკავება, გადანაცვლება სივრცეში და მისი პირად ქონებასთან გაერთიანება. ე. ი დამნაშავემ ჯერ უნდა ამოიღოს ხელყოფის საგანი და შემდეგ თავის სარგებლობაში მოაქციოს იგი. ამიტომ, ფართოდ გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, მითვისება ეს არ არის მხოლოდ ნივთის დაკავება ან დაუბრუნებლობა, რომელიც თავისი შინაარსით ყოველთვის ადამიანის პასიურ მოქმედებას გულისხმობს. მითვისება ყოველთვის აქტიური მოქმედებით ხორციელდება.
მითვისების თავისებურებას წარმოადგენს ქონების დაუფლების მიმართ სუბიექტის განსაკუთრებული სამართლებრივი დამოკიდებულება. ნაგულისხმებია ისეთი ქონება, რომლის მიმართაც დამნაშავეს განსაზღვრული უფლებამოსილება გააჩნია, ანუ ქონების მესაკუთრის დავალებით თუ ხელშეკრულების ძალით ამ ქონების განკარგვის, მართვის, დაცვის და ა. შ უფლებამოსილება აქვს.
მითვისების დროს დანაშაული დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავისათვის კანონიერად მინდობილი ქონება მისმა მოქმედებამ უკანონოდ გადააქცია, ანუ როდესაც სხვის ქონებას დამნაშავე საკუთარ ქონებას უერთებს მისი, როგორც საკუთარის განკარგვის მიზნით.
დამნაშავის შემდეგი მოქმედება, მიმართული მისაკუთრებული ქონების არამართლზომიერად გამოყენებისაკენ, ამ დანაშაულის ფარგლებს სცილდება.
დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას: დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ ითვისებს ან ფლანგავს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და სურს კიდევაც ზიანის მიყენება. ამ დროს იგი ხელმძღვანელობს ანგარებითი მოტივით და მიზნად ისახავს უკანონო შემოსავლის მიღებას სხვის ხარჯზე.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, რომელიც მომზადდა 2011 წლის 16 სექტემბერს (განცხადების რეგისტრაცია N8------------16.09.2011 13:09:10), ქ. ხობი, ქუჩა ც---------------------, საკადასტრო კოდი: 4--2--0--0--- 0-/5--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 1785 კვ. მ, შენობა-ნაგებობა- N1, მესაკუთრეები არიან: დ--------------–-ძე, ი----- კ------ია, ე------------------ია, ნ-----–------------ია. მათ საკუთრებას წარმოადგენს 2028 კვ.მ. ფართი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი - 22.02.2011, სსიპ ,,ს-------- რ-------ის ე---------–- ს---------’’ (ტ. 1. ს.ფ. 10).
სანოტარო მოქმედების - რწმუნებულების/ მინდობილობის დამოწმების, რეგისტრაციის ნომერი - N11-------, რეგისტრაციის თარიღი 02.09.2011წ. (ნოტარიუსი მ--------------აძე, მისამართი: ზუგდიდი, ს----–-----------------------–-). 2011 წლის 02 სექტემბერს ე------------------იამ ლ-–---–----ძეს ანდო ემართა და განეკარგა (განკარგვა გულისხმობს: გაყიდოს, გაცვალოს, გააჩუქოს, გააქირავოს და ა. შ.) მის საკუთრებაში (თანასაკუთრებაში) რიცხული უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული შენობით, მდებარე: ხობი, ც----------------- (მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 4------------------). აქედან გამომდინარე ყოფილიყო მისი სრულუფლებიანი და შეუზღუდავი წარმომადგენელი საჯარო რეესტრში, სანოტარო ბიუროში, სახელმწიფო არქივში, საგადასახადო ინსპექციაში, ნებისმიერ სახელმწიფო, კერძო და არასახელმწიფო დაწესებულებაში, ხელი მოეწერა ნებისმიერ დოკუმენტს, განცხადებას ხელშეკრულებას, ნებართვას, გარიგებას, მიეღო და გადაეხადა თანხები და შეესრულებია ყველა ის მოქმედება, რაც აუცილებელი იქნებოდა აღნიშნული მინდობილობის განსახორციელებლად. მინდობილობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით სხვა პირზე შემდგომი გადანდობის უფლებით. მინდობილობა შედგენილი აქვს თანაბარმნიშვნელოვან ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება სანოტარო ბიუროში, ხოლო ხუთი გადაეცა მინდობილ პირს.
სანოტარო აქტს ხელს აწერენ: ე------------------ია და ნოტარიუსი - მ--------------აძე ( ტ. 1, ს. ფ. 13).
უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, შედგენილია ქ. ფ----ში, 2017 წლის 18 ივლისს. მასში აღნიშნულია, რომ წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: ე------------------ია (პირადი N0----------), (შემდგომი გრაფა შევსებულია წარმომადგენლის მეშვეობით ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, წარმომადგენლის ლ-–---–----ძე (პირადი ნომერი 1---------- მეშვეობით, მოქმედი 2.09.2011წ. მ--------------აძე, სანოტარო რეესტრის ნომერი 11-------), რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდგომში მოიხსენიება, როგორც ,,მჩუქებელი’’ აჩუქა და ა----–----ძე (პირადი N1----------), რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდგომში მოხსენიებულია როგორც ,,დასაჩუქრებული’’, მიიღო მჩუქებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე ქალაქი ხობი, ც--------------------, ფართი 2028 კვ.მ. და აქედან ე------------------იას წილი არასასოფლო-სამეურნეო ს/კ 4-------------------
აღნიშნულ უძრავ ნივთზე მჩუქებლის საკუთრების უფლება დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან N8-----------, მომზადების თარიღი 16.04.2014 წელი.
ჩუქების საგნის ღირებულება მითითებული არ არის. ჩუქების საგანი უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლოა. თუ მჩუქებელი ბოროტი განზრახვით დამალავს ჩუქების საგნის ნაკლს, იგი ვალდებულია დასაჩუქრებულს აუნაზღაუროს ამით მიყენებული ზიანი.
წინამდებარე ხელშეკრულების ტექსტი სრულად შეესაბამება და გამოხატავს მხარეთა ნებას, რასაც ადასტურებენ მხარეები ხელმოწერით. მჩუქებელ ე------------------იას გასწვრივ ხელმოწერა არაა.
მჩუქებლის წარმომადგენელი ლ-–---–----ძის გასწვრივ არის მისი ხელმოწერა. ხელს აწერს ა----–----ძე დასაჩუქრებული.
უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებაზე დასმულია ოთხკუთხედი ფორმის შტამპი N786, 18 ივლისი 2017 წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ს-------- რ-------ის ე---------–- ს---------. გვ. რაოდენობა 2, ხელმოწერა- ა. გ----- (ტ. 1, ს. ფ. 14-15).
2017 წლის 18 ივლისს ა----–----ძემ განცხადებით ს-------- რ-------ის ეროვნულ ს---------ს მიმართა და მოითხოვა წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოეხდინათ ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ხობი, ქუჩა ც----------------- N2-- და მასზე გაეცათ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. 1, ს. ფ. 16)
განცხადების მიღების ბარათის შესაბამისად, 24.07.2017წ. 17:35, დამატებით წარმოდგენილია უძრავი ქონების მესაკუთრის განცხადება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე (ტ.1, ს. ფ. 17).
2017 წლის 24 ივლისს, ნოტარიუს ნ---- ხ-------იას, სანოტარო ბიუროში, მდებარე: ქ. თბილისი, რ---------–------------ 2---, მიმართა ე------------------იამ (დაბ. 2--0--1--- წ, მცხ. თბილისი, ჭ--------- I----- N--, ბინა 3-, პ/ნ 0----------), რომელმაც განაცხადა, რომ სურს ლ-–---–----ძის (დაბ. 0--1--1---წ, მცხ. ზუგდიდი, თ---–---- ქ. N2---------, პირადი ნომერი 1----------) მიმართ გაცემული მინდობილობის, დამოწმებულ ნოტარიუს მ--------------აძის მიერ 02.09.2011წ. რეესტრით N11-------- ით გაუქმება. მინდობილობა გაუქმებულ იქნა (ტ.1, ს. ფ. 19).
მ-------ის მმაჩის სამმართველოს ი------–-----ის მმაჩ-ში 1-----2--- წ დარეგისტრირდა ლ-–- მ---------ს ძე ლ----ძისა და ე---------- ზ------- ასული კ------იას (ორივე რუსეთის მოქალაქის) ქორწინება (ტ. 1, ს. ფ. 27-28).
საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომელიც მომზადებულია 14.02.2017წ. 17:46:42, განცხადების რეგისტრაციის ნომერი 8----------- – 08.02.2017 14:08:24, ნ-----–------------იას საკუთრებაშია: ქ. ზუგდიდი, ქუჩა გ------------------, ს/კ 4------------, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართით 15483 კვ. მ. შენობა-ნაგებობები: N0--0--0--0--0-----0--0-- (ტ.1, ს. ფ. 109-111).
საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომელიც მომზადებულია 19.07.2017წ. 16:37:33, განცხადების რეგისტრაციის ნომერი 8----------- – 18.07.2017წ 17:26:37, ა----–----ძის საკუთრებაშია: ქ. ზუგდიდი, ქუჩა გ------------------, ს/კ 4------------, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართით 15483 კვ. მ. შენობა-ნაგებობები: N0--0--0--0--0-----0--0-- (ტ.1, ს. ფ. 114-116).
საფუძვლად მითითებულია ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 18.07.2017წ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-------- რ-------ის ე---------–- ს---------. (ტ. 3, ს. ფ. 46 უნდა იყოს)
2012 წლის 16 ივლისს, სანოტარო აქტით N1--------, ნ-----–------------იამ ანდო ლ-–---–----ძეს მართოს და განკარგოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ზუგდიდი, ქუჩა გ------------------, მიწის უძრავი ქონების ს/კ 4------------, (ტ. 3, ს. ფ. 46).
2017 წლის 18 ივლისს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, ნ-----–------------იას წარმომადგენელმა ლ-–---–----ძემ აჩუქა დას ა----–----ძეს (პ/ნ 1----------), ქ. ზუგდიდში, გ-------------- ქ. N7- მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობი 15483 კვ. მ. ს/კ 4----------- (ქონება დატვირთულია იპოთეკით). ამ აქტს ხელს აწერენ: ლ-–- და ა----–----ძეები.
დასმული აქვს ოთხკუთხედი შტამპი - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ს-------- რ-------ის ე---------–- ს---------. შტამპი N786, თარიღი - 18.07.2017 წ. გვ. რაოდენობა 2 და ხელმოწერა - ა. გ-----.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ-----–------------იას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 18.07.2017 წ. დადებული ჩუქების ხელშეკრულება ლ-–---–----ძესა და ა----–----ძეს შორის და უძრავი ნივთი ს/კ 4----------- (მისამართი: ქ. ზუგდიდი, გ-------------- ქ. N7-) დაუბრუნდა მესაკუთრეს ნ-----–------------იას (ტ. 3, ს. ფ. 134-141).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით ა-- და ლ-–---–----ძეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება (ტ. 3, ს. ფ. 170-181).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის N ას - 484-484-2018- ლ----ძე განჩინებით, ა-- და ლ-–---–----ძეების საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საქმის მასალებით არანაირი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ბრალდებულმა ლ-–---–----ძემ გაასხვისა თავისი და არა ნ-----–------------იას საკუთრება, რადგან უტყუარად დასტურდება სადავო ქონებაზე ნ-----–------------იას საკუთრების უფლება მის გასხვისებამდე.
დასტურდება, რომ ლ. ლ----ძე არ შეთანხმებია არც თავის მეუღლეს და არც ცოლის ძმას, როგორც მარწმუნებლებს, ამ უკანასკნელთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ გასხვისების თაობაზე. ცხადია, რომ მარწმუნებელთა ნება-სურვილს არ წარმოადგენდა ქონებების ა----–----ძისათვის ჩუქება. ნიშანდობლივია, რომ აუცლებელი ინფორმაცია რწმუნებულს მარწმუნებლებისათვის არ მიუწოდებია.
სასამართლოს აქტებით დადგენილია ისიც, რომ ა----–----ძე კეთილსინდისიერი არ არის ქონების უსასყიდლოდ გადაცემის გამო (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლი), თუმცა სამოქალაქო დავის განხილვისას მოპასუხეები თავად ადასტურებენ, რომ ქონება ლ-–---–----ძისაა (და არა ა----–----ძის).
ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში წარმოთქვა მოსაზრება ლ. ლ----ძის ქმედების თვითნებობით შესაძლო გადაკვალიფიცირების თაობაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ. ლ----ძის ქმედება არ მოიცავს სსკ-ის 360-ე, მუხლის - თვითნებობის ნიშნებს, რამეთუ თვითნებობა არის ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, თავად მსჯავრდებულის ქცევის, მოტივის მხედველობაში მიღებით დანაშაულის ჩადენამდე და მის შემდეგ, მან რეალურად განახორციელა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რამეთუ სახეზე არ არის გარემოება, როდესაც თვითონვე მოახდინა მის მიერ შეცდომით დაგულებული უფლების აღდგენა, რეალიზება. პირიქით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მან იცოდა, რომ მესაკუთრეები მასზე (ლ. ლ----ძეზე) გაცემული მინდობილობით არ მისცემდნენ უფლებამოსილებას, ნებას, თანხმობას გაეჩუქებინათ მათი ქონება ლ. ლ----ძის დაზე - ა----–----ძეზე, მას საკუთრების თაობაზე ან მის ნაწილზე თუ გააჩნდა პრეტენზია დავა არ წამოუწყია, იცოდა, რომ მისივე ოჯახის წევრები უკვე არ ენდობოდათ მას, სხვა ქალაქის (არა ქ. ზ--------–-, სადაც მას იცნობდნენ, არამედ ქ. ფ----ში) ნოტარიულ ბიუროში, მესაკუთრეთა ფარულად, მათი ნების საწინააღმდეგოდ, მოახდინა დაზე გაჩუქება, რის შემდეგ მიმართეს ს-------- რ-------ის ს---------ს ამ უკანონო ჩუქების აქტების რეგისტრაციისათვის. სასამართლოზე მიცემული განმარტებით, მან დას ა----–----ძეს დაუბარა თუ რამე დაემართებოდა (მოკლავდნენ) მისი შვილებისათვის გადაეფორმებინა ხსენებული უძრავი ქონება. ბუნებრივია, რომ თვითნებობის როგორც დანაშაულის, არცერთი ელემენტი სახეზე არ არის, სახეზეა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ლ-–---–----ძის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებები, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ლ-–---–----ძე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლ-–---–----ძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
8. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
8.1. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად ლ-–---–----ძის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას საპატიმრო სასჯელი, ვინაიდან არასაპატიმრო სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, არაადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი.
რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ-–---–----ძე ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ორ ეპიზოდში: მას, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე------------------იას უძრავი ქონების ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ-----–------------იას უძრავი ქონების ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 07 (შვიდი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-–---–----ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 07 (შვიდი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის სხვა სახის გამოყენება, კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელია, იმ მიზეზებით რაც ზემოთ არის მითითებული. მხოლოდ აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და უნდა შეამციროს ლ-–---–----ძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით,დაადგინა:
ლ-–---–----ძე (პირადი ნომერი 1----------) ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ორ ეპიზოდში:
მას, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე------------------იას უძრავი ქონების ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მას, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ-----–------------იას უძრავი ქონების ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 07 (შვიდი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-–---–----ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 07 (შვიდი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ლ-–---–----ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების - სასამართლოს სხდომის დარბაზში დაკავების მომენტიდან 2019 წლის 13 მაისის, 17:10 საათიდან.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით ლ-–- ლ----ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის - 20 000 ლარის უზრუნველსაყოფად ზ---------–-----იას (პ/ნ 6----------- საკუთრებაში არსებულ 28 კვ. მ. ფართობის უძრავი ქონების 20000 ლარის ღირებულების წილს, მდებარე: ქ. ზუგდიდი, კ--------- ქ.N-- (საკადასტრო კოდი 4-----4--1---0--5---), 20 000 ლარის ღირებულების წილს, ყადაღა მოეხსნას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე