განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N------------------
საქმე №---------
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
23 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივნები - თეა ვარდოშვილი, ფატიმა გოგიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ნ----- გ-------–ი
სტაჟიორ-პროკურორი - ა-----–---–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-----–- ა---------–ის ძე გ--–--ე, დაბადებული - 1----–-–----- მ------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თბილისი, ზ-------------------–------------------------------)
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის).
ადვოკატები - კ------- ჩ-------ე, ნ---------–----ი,სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2----–-–----- აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათიდან 15:40 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. თბილისში, თ---–------------თან მდებარე დ---------–--------ი პ-----ს მახლობლად არსებულ „ა---–------------ში“, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–ის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ქურდობისათვის ნასამართლევი ი-----–- გ--–--ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა, ამავე ზ---------ის ს----------თან ქვაზე განთავსებულ მ---------–---–ის კუთვნილ, 220 ლარად ღირებულ „S-----------------~ ფირმის, S---------ის მოდელის მობილურ ტელეფონსა და 3 ლარად ღირებულ მობილური ტელეფონის შალითას, რითაც მ---------–---–ს მიაყენა 223 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:
2.1. დაზარალებულმა მ---------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ 2----–-–----- აგვისტოს, შუადღის საათებში იმყოფებოდა ზ---------ში, ც-----------------ოდ. მან გამოიცვალა ტანსაცმელი და ც---ზე დაჯდომის წინ, პირადი ნივთები იქვე, ქვაზე დაალაგა. როდესაც მ---------–---–მა სურათის გადაღება მოინდომა, აღმოჩნდა რომ მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი - „ს------------–------“ დაიკარგა. მან გაარკვია, რომ აღნიშნულ პერიოდში ზ---------იდან გავიდა სამი პ------–-------ი, რის შემდეგაც ი-----------ორ დ----ს სთხოვა მათთან დარეკვა და მობილური ტელეფონის დაბრუნება, თუ მათი წაღებული იყო. პ------–-------ებმა ყველაფერი უარყვეს, რის შემდეგაც დაზარალებულმა დარეკა 112-ში. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიცია და დაიწყო გამოძიება. მ---------–---–მა განმარტა, რომ ც---ით სეირნობისას შორიდან შენიშნა პ------–-------ები, თუმცა მათ მოძრაობას არ დაკვირვებია. დაზარალებულმა განმარტა, რომ თ---–-დან დაახლოებით რამდენიმე მეტრში იდო დიდი ქვა, რომელზეც დადო კუთვნილი ნივთები; მობილურ ტელეფონში დაახლოებით 1200 ლარი გადაიხადა.
2.2. მოწმე ბ------------ის ჩვენების თანახმად, გ------- ბ------–---სთან და ი-----–- გ--–--ესთან ერთად ასრულებდა სასამართლოს განაჩენით დაკისრებულ სასჯელს -ს--------------------------------–---–-------------–--ის ზ----- მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი ზ---------ის ს-------ოში. 2----–-–----- აგვისტოს, ვალდებულების შესრულების შემდეგ, დაახლოებით სამ საათზე, ი-----–- გ--–--ის თხოვნით, ბ------------ე, ი-----–- გ--–--ე და გ------- ბ------–--- წავიდნენ ვ-----–-----------ზე, ი-----–- გ--–--ის თქმით, მის მიერვე, ამ უკანასკნელის ნათესავის კუთვნილი, „ს-------ის“ ფირმის მოძველებული მობილური ტელეფონის გაყიდვისა და ახლის შეძენის მიზნით. ისინი ერთად მივიდნენ ვ-----–-----------ზე არსებულ ბაზრობაზე (იმ ტერიტორიაზე, სადაც მობილური ტელეფონები იყიდება). მოწმის ჩვენების თანახმად, მობილური ტელეფონის გაყიდვის თაობაზე მყიდველებთან მოლაპარაკებებს ი-----–- გ--–--ე აწარმოებდა და ტელეფონის ფასიც სწორედ მან განსაზღვრა, თავად ბ------------ე კი მობილური ტელეფონის გაყიდვის პროცესში ჩართული არ ყოფილა. მოწმემ განმარტა, რომ მან მობილური ტელეფონი ი-----–- გ--–--ეს გამოართვა და მყიდველს გადააწოდა, თანხა ჯიბეში ჩაიდო და ბაზრობიდან გასვლის შემდეგ გადასცა ბრალდებულს. შემთხვევის დღეს ი-----–- გ--–--ეს გრძელი თმა და წვერი ჰქონდა. ბ------------ის ჩვენების თანახმად, მობილური ტელეფონის გაყიდვის შემდეგ, ტაქსით წავიდნენ გ-–----ის მიმართულებით. გ------- ბ------–--- ჩავიდა მეტროსადგურ ,,ღ--------–-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თავად მან ი-----–- გ--–--ესთან ერთად გააგრძელა გზა მეტროსადგურ ,,ა-------–-----------ამდე,“ სადაც იგი დაცილდა ბრალდებულს; მეორე დღეს სამსახურში ყოფნისას კი შეიტყო, რომ ი-----–- გ--–--ის მიერ გაყიდული მობილური ტელეფონი მოპარული იყო. მოწმის გადმოცემით, მან ი-----–- გ--–--ისგან შეიტყო, რომ მობილური ტელეფონი ამ უკანასკნელმა მოიპარა ს---------- წინ მდებარე ტერიტორიიდან. ბ------------ემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის სისწორე. მოწმის განმარტებით, მას მობილური ტელეფონის ქურდობის ფაქტი არ დაუნახავს, ხოლო მობილური ტელეფონის გაყიდვისას სამივე მათგანი ერთად იმყოფებოდა.
2.3. მოწმე გ------- ბ------–---ს განმარტებით, თბილისის ა---–------------ში იხდიდა სასამართლოს განაჩენით დანიშნულ სასჯელს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, კერძოდ, მუშაობდა ს-------ოში. 2----–-–----- აგვისტოს, დილის 10 საათზე, გ------- ბ------–--- გამოცხადდა ზ---------ში სხვა პ------–-------ებთან - ბ------------ესთან და ი-----–- გ--–--ესთან ერთად. სამუშაოს დასრულების შემდეგ, დაახლოებით ოთხის ნახევარზე, სამივენი, ი-----–- გ--–--ის თხოვნით, წავიდნენ ვ-----–-----------ზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „პ---–ში“, სადაც ი-----–- გ--–--ეს სურდა გაეყიდა მობილური ტელეფონი - „ს------- გ--–---ი“. აღნიშნულ დროს მათ მიუახლოვდა ახალგაზრდა მამაკაცი - ვ------------–---ი, რომელმაც 100 ლარად შეიძინა აღნიშნული მობილური ტელეფონი. მოწმის გადმოცემით, ვ------------–---ს ძირითადად ი-----–- გ--–--ე ესაუბრებოდა; მყიდველი მობილური ტელეფონის ყუთს და მასზე კოდის მოხსნას მოითხოვდა, რაზედაც მას ი-----–- გ--–--ემ უთხრა, რომ მობილური ტელეფონი მის ნათესავ ბავშვს ეკუთვნოდა და მისი ყუთი არ გააჩნდა. მოწმემ დაადასტურა, რომ სხვა დროს აღნიშნული მობილური ტელეფონი ი-----–-ს გ--–--ეს არ ჰქონია. სავაჭრო ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ, სამივენი ტაქსით წავიდნენ გ-–----ის მიმართულებით. მოწმის ჩვენების თანახმად, მან ჰკითხა ი-----–- გ--–--ეს მობილური ტელეფონის წარმომავლობის შესახებ, რაზედაც ბრალდებულმა უპასუხა, რომ ტელეფონი მოიპარა („გაწეული“ ჰქონდა). გ------- ბ------–---მ მეორე დღეს შეიტყო, რომ ი-----–- გ--–--ის მიერ გაყიდული მობილური ტელეფონი ს---------- სტუმარ ქ--–-------ს ეკუთვნოდა. 2018 წლის 14 აგვისტოს, მოწმე საკუთარი ნებით გამოცხადდა პოლიციაში ჩვენების მისაცემად. მან დაადასტურა, რომ მის მიმართ, გამოძიების მიმდინარეობისას არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და საგამოძიებო ექსპერიმენტში ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა.
2.4. მოწმე ვ------------–---მა დაადასტურა, რომ 2----–-–----- აგვისტოს, ვ-----–-----------ზე 100 ლარად შეიძინა „ს-------ის“ ფირმის მობილური ტელეფონი. მოწმის გადმოცემით, მამაკაცმა, რომელიც ტელეფონს ჰყიდდა, უთხრა, რომ ბავშვისთვის წამალი სჭირდებოდა და სწორედ ამიტომ ჰყიდდა მობილურ ტელეფონს 100 ლარად. გამყიდველი მამაკაცი ორ სხვა მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. მოწმის განმარტებით, აღნიშნული პიროვნება მასზე დაბალი იყო, დიდი წვერი და თქმა ჰქონდა, ეცვა ნაცრისფერი მაისური წარწერით. ვ------------–---ის ჩვენების თანახმად, ტერიტორიაზე, სადაც მან მობილური ტელეფონი შეიძინა, ძალიან ბევრი ადამიანი მოძრაობდა და თანხა კონკრეტულად ვის გადასცა, არ ახსოვს.
2.5. მოწმე დ--------------ს ჩვენებით, იგი მუშაობს თბილისის ზ------ე მდებარე ახალი ზ---------ის ს-------ოში მომვლელად და ამავდროულად, ევალება პ------–-------ების ზედამხედველობა. დ--------------ს გადმოცემით, 2----–-–----- აგვისტოს, დილის 10 საათიდან ს-------ოში იმყოფებოდნენ ბ------------ე, ი-----–- გ--–--ე და გ------- ბ------–---. სამუშაოს დასრულების შემდეგ, დაახლოებით სამ საათზე, სამივე მათგანმა დატოვა ზ---------ის ტერიტორია; როგორც აღმოჩნდა, იმავე დღეს, ს---------- სტუმარი ქ--–-------ის კუთვნილი მობილური ტელეფონი დაიკარგა. ქ--–-------ის განმარტებით, სანამ ც---ზე დაჯდებოდა, პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონი დადო ს---------- წინ დადებულ დიდი ზომის ქვაზე. მოწმის ჩვენების თანახმად, სანამ იგი მობილური ტელეფონის დაკარგვის შესახებ შეიტყობდა, პ------–-------ები თ---–-ს მიდამოებში ტრიალებდნენ; ასევე მოწმემ განმარტა, რომ ქვა, სადაც ქ--–-------ის პირადი ნივთები ეწყო, ს-------ოდან დაახლოებით 10-15 მეტრში მდებარეობს. როგორც კი აღმოაჩინეს ტელეფონის დაკარგვის ფაქტი, დ--------------მ დაურეკა გ------- ბ------–---ს და ჰკითხა მობილური ტელეფონის შესახებ, რაზედაც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ სამივე პ------–-------ი ერთად იმყოფებოდა და დაკარგულ მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ.
2.6. მოწმე ვ----–--------–--ის განმარტებით, იგი მუშაობს თ---–---------–ი ზ---------ის უ--------------------------ის თანამშრომლად. 2----–-–----- აგვისტოს, ზ---------იდან ს---------- სტუმარი ქ--–-------ის კუთვნილი მობილური ტელეფონი დაიკარგა. ქ--–-------ის განმარტებით, პირადი ნივთები ტელეფონთან ერთად დადო თ---–-სთან ახლოსმდებარე ქვაზე. მათ დაათვალიერეს აღნიშნული ტერიტორია, თუმცა, მობილური ტელეფონი ვერ იპოვეს. მოწმის გადმოცემით, 2----–-–----- აგვისტოს, ს-------ოში იმყოფებოდნენ ი-----------ორი - დ---- გ------ა და სამი პ------–-------ი. დ---- გ------ამ მაშინვე დაურეკა პ------–-------ებს და ჰკითხა მობილური ტელეფონის შესახებ, თუმცა მათ განაცხადეს, რომ არაფერი იცოდნენ აღნიშნულის შესახებ, რის შემდეგაც დაზარალებულმა შეატყობინა საპატრულო პოლიციას მობილური ტელეფონის დაკარგვის ფაქტი; შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ კრიმინალისტები, გადაიღეს ფოტოსურათები და დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი.
2.7. მოწმე ი-----–- ს------ის ჩვენების თანახმად, 2----–-–----- აგვისტოს მეზობლებთან -მ---------–---–თან და ლ---------–------თან ერთად იმყოფებოდა თბილისის ზ------ე მდებარე ზ---------ში არსებულ ს-------ოში. ი------–ი ს------ემ მისი კუთვნილი ც---ი შ-----მა და გაისეირნა. ზ---------ში ყოფნისას, მოწმემ შეიტყო, რომ მ-----------–----ი ტელეფონი მოიპარეს, რომელიც ამ უკანასკნელს ზ---------ის შიგნით - ქვაზე ჰქონდა დადებული. დაზარალებულმა დარეკა 112-ში და შეატყობინა მობილური ტელეფონის დაკარგვის ფაქტი; ასევე მოწმის გადმოცემით, ზ---------ის თანამშრომელმა დ----მ დაურეკა პ------–-------ებს და ჰკითხა მობილური ტელეფონის შესახებ. მოწმემ მოგვიანებით გაიგო, რომ ერთ-ერთი პ------–-------ი დააკავეს მობილური ტელეფონი ქურდობის გამო. ი-----–- ს------ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს თ---–-ში პ------–-------ები ნამდვილად იმყოფებოდნენ, თუმცა ზუსტად რამდენნი იყვნენ, მან არ იცის.
2.8. მოწმე კ-----------------–------მა დაადასტურა, რომ იგი მუშაობს თბილისის ზ------ე მდებარე ზ---------ში, სადაც დადიან პ------–-------ები, რომლებიც დილის 10 საათიდან ასრულებენ სხვადასხვა სამუშაოს. პირადად მოწმეს ევალება პ------–-------თა ზედამხედველობა. მოწმემ განმარტა, რომ 2----–-–----- აგვისტოს იგი სამსახურში არ იმყოფებოდა და სტუმარი ქ--–-------ის მობილური ტელეფონის ქურდობის თაობაზე მეორე დღეს შეიტყო.
2.9. მოწმე ლ---------–------ის ჩვენების თანახმად, იგი 2----–-–----- აგვისტოს იმყოფებოდა ზ---------ში არსებულ ს-------ოში, მ---------–---–თან და ი-----–- ს------ესთან ერთად. მოწმის გადმოცემით, მათ ც---ით სეირნობისას აღმოაჩინეს, რომ მ---------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი დაიკარგა, რომელიც სხვა ნივთებთან ერთად, ამ უკანასკნელს იქვე, ქვაზე ჰქონდა დატოვებული. ლ---------–------მა, მ---------–---–მა და ი-----–- ს------ემ ეძებეს მობილური ტელეფონი, თუმცა უშედეგოდ. ლ---------–------ის ჩვენების თანახმად, მან შეამჩნია, რომ შემთხვევის დროს ს----------თან 2-3 პ------–-------ი იმყოფებოდა. ზ---------ის ი-----------ორმა დ----მ მაშინვე დაურეკა პ------–-------ებს და ჰკითხა, ხომ არაფერი იცოდნენ მობილური ტელეფონის შესახებ, თუმცა მათ ყველაფერი უარყვეს; მოწმისთვის უცნობია, კონკრეტულად ვის ესაუბრა დ----.
2.10. მოწმე გ------- ბ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ვ------------–---ისგან, 280 ლარად, სილიკონის ბუდეში მოთავსებული, ოქროსფერი „ს-------ის“ ფირმის მობილური ტელეფონის შეძენის ფაქტი.
2.11. 2018 წლის 14 აგვისტოს ამოღების ოქმის თანახმად, გ------- ბ-----–---–ისგან ამოღებულ იქნა ოქროსფერი „ს-------ის“ ფირმის სენსორული ეკრანის მქონე მობილური ტელეფონი იმეიკოდებით - 3----------------- და 3-----------------, სილიკონის ჩასადებთან ერთად.
2.12. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 29 აგვისტოს, მოწმე შ--–-------------ისგან ამოღებულ იქნა შპს „პ----------“-ის შიდა პერიმეტრზე არსებულ #--- და #--- მაღაზიებთან განთავსებული #- ვიდეოსამეთვალყურეო კამერის მიერ, 2----–-–----- აგვისტოს 1---- საათიდან - 1---- საათამდე დროის პერიოდში განხორციელებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს სავაჭრო ცენტრის შიდაპერიმეტრზე განთავსებული სავაჭრო ჯიხურები და მათ წინ არსებული მცირე მოედანი.
2.13. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, შპს „პ----------“-ის შიდა პერიმეტრზე არსებულ #--- და #--- მაღაზიებთან განთავსებული #- ვიდეოსამეთვალყურეო კამერის 2----–-–----- აგვისტოს ჩანაწერში, 1------- საათზე, პ---–ის შესასვლელიდან შიდა პერიმეტრზე მცირე მოედნის მსგავსი ადგილისკენ, მიემართება სუსტი აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცი, შავი გრძელი თმით და სახეზე წვერით, რომელსაც აცვია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი და მოკლესახელოიანი მოლურჯო-მონაცრისფრო ფერის მაისური. დათვალიერებაში მონაწილე ბ------------ემ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული მამაკაცი არის მისი ნაცნობი, პ------–-------ი - ი-----–- გ--–--ე. მოწმის განმარტებით, ჩანაწერში ფიქსირდება თავადაც და ასევე პ------–-------ი - გ------- ბ------–---ც. 1------- საათზე, ი-----–- გ--–--ესთან, ბ------------ესთან და გ------- ბ------–---სთან მიდის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია გრძელსახელოიანი ქურთუკი, ფეხზე მოლურჯო ფერის სპორტული ფეხსაცმელით. ბ------------ის განმარტებით, აღნიშნული პირი არის ვ-------------–---ი, რომელსაც ი-----–- გ--–--ემ, 2----–-–----- აგვისტოს, მიყიდა მობილური ტელეფონი.
ვიდეოჩანაწერი, მოწმე გ------- ბ------–---ს თანდასწრებით, დათვალიერებულ იქნა 2018 წლის 29 აგვისტოს, რა დროსაც მოწმემ დაადასტურა, რომ ჩანაწერში ფიქსირდებიან თვითონ, ი-----–- გ--–--ე, ბ------------ე და მისთვის უცნობი პიროვნება, რომელსაც 2----–-–----- აგვისტოს, ი-----–- გ--–--ემ მიყიდა ოქროსფერი „ს-------ის“ ფირმის მობილური ტელეფონი.
მოწმე ვ------------–---მა, 2018 წლის 30 აგვისტოს, ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას დაადასტურა, რომ სუსტი აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცისგან, შავი გრძელი თმებით და წვერით, რომელსაც ჩანაწერში აცვია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი და მოკლესახელოიანი მოლურჯო-მონაცრისფრო ფერის მაისური, 2----–-–----- აგვისტოს, ნამდვილად შეიძინა ს-------ის ფირმის მობილური ტელეფონი.
2.14. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს შსს გ-–-------------–-----ის სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების გამომძიებელი - გ--------------–---–ი, საქართველოს შსს გ-–-------------–-----ის სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლები - გ------- ტ------–---–ი და ე------------------ი, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონშესაბამისად წარმართვის თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
ქურდობა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2.15. დაზარალებულ მ---------–---–ის ჩვენების თანახმად, მობილური ტელეფონი -„ს------- გ--–---ი 5“ შეიძინა დაახლოებით 1200 ლარად, განვადებით.
2.16. 2018 წლის 2---------ოს სასაქონლო ექსპერტიზის №------ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის - „S----------------“ (2016), მოდელი - S--------, საბაზრო ღირებულება, ექსპლოატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენს - 220 ლარს; მობილური ტელეფონის შალითის საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, შეადგენს 3 ლარს.
ქურდობის ჩადენა არაერთგზის:
2.17. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------------–ის განაჩენით, ი-----–- გ--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი; მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით.
დაცვის მხარის პოზიცია:
ბრალდებულმა ი-----–- გ--–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2----–-–----- აგვისტოს, იგი იმყოფებოდა თბილისის ზ----- ტერიტორიაზე, ზ---------ში, სადაც სასამართლოს განაჩენით დანიშნულ სასჯელს - ს-------------------------------–---–-----ას იხდიდა. მან, დაახლოებით სამ საათზე დაასრულა სამუშაო და ა-----–-----–-------–ში ხელის მოწერის შემდეგ წამოვიდა ზ---------იდან, გ------- ბ------–---სთან და ბ------------ესთან ერთად. გზაში, მას დაურეკა ს---------- უფროსმა - დ----მ და ჰკითხა, ხომ არ აუღიათ ზ---------ის ტერიტორიიდან მობილური ტელეფონი, რაც სამივე პ------–-------ს გაუკვირდა და დ----ს უპასუხა, რომ არაფერი იცოდნენ მობილური ტელეფონის შესახებ. როგორც შემდეგში გაირკვა, მობილური ტელეფონი აღებული ჰქონდა გ------- ბ------–---ს. ბრალდებულის გადმოცემით, ამ უკანასკნელმა მას დაჰპირდა, რომ პოლიციაში აღიარებდა ყველაფერს, თუმცა, მიუხედავად ამისა, 2018 წლის 31 აგვისტოს, ბრალი ი-----–- გ--–--ეს წარუდგინეს და მეორე დღეს დააკავეს კიდეც სასამართლოში. ბრალდებულის ჩვენების თანახმად, ვ------------–---ს მობილური ტელეფონი ბ------------ემ გადასცა. ზ---------ში მუშაობისას, ი-----–- გ--–--ემ დაინახა, რომ ქ--–-------ი ც---ით სეირნობდა. ბრალდებულმა განმარტა, რომ იგი ვ------------–---ს არ იცნობს და მასთან შეხვედრის ბოლოს მან გადაკოცნა ეს უკანასკნელი ვინაიდან აღმოჩნდნენ საერთო ნაცნობები. ი-----–- გ--–--ის დადასტურებით, ვიდეოჩანაწერში ასახული მამაკაცი გრძელი თმით, წვერით და ნახატიანი მაისურით, თავადაა. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ ვ-----–-----------ზე ყოფნისას, მისთვის უცნობი იყო მობილური ტელეფონის ქურდობის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულ ი-----–- გ--–--ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ექსპერტების - ლ--------–-----სა და კ------- დ------ს მიერ განხორციელებული მოქმედებები და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა (ექსპერტი - ე-–----–--–--–---–ი) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.3. საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ, პრეიუდიციად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.7. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ი-----–- გ--–--ის მიერ ქურდობის ჩადენა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებული ი-----–- გ--–--ე, 2----–-–----- აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათიდან 15:40 საათამდე დროის მონაკვეთში, მართლსაწინააღმდეგოდ და ფარულად დაეუფლა ქ. თბილისში, თ---–------------თან მდებარე დ---------–--------ი პ-----ს მახლობლად არსებულ „ა---–------------ში“, ამავე ზ---------ის ს----------თან, ქვაზე განთავსებულ მ---------–---–ის კუთვნილ, 220 ლარად ღირებულ „S-----------------~ ფირმის, S---------ის მოდელის მობილურ ტელეფონსა და 3 ლარად ღირებულ მობილური ტელეფონის შალითას.
3.8. ზემოხსენებული დასკვნის მიღებამდე, სასამართლომ მიმოიხილა დაცვის მხარის არგუმენტაცია და არ გაიზიარა მისი პოზიცია ი-----–- გ--–--ის წარდგენილი კვალიფიკაციით ბრალდებაში უდანაშაულობის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
- დაცვის მხარის ვერსია, ი-----–- გ--–--ის უდანაშაულობის თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს და ემსახურება ბრალდებულისათვის პასუხისმგებლობის არიდებას. აღნიშნული ცალსახად დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: ზ---------ის და ს---------- თანამშრომელთა და სტუმართა ჩვენებებით დგინდება, რომ ბ------------ის, გ------- ბ------–---სა და ი-----–- გ--–--ის გარდა, 2----–-–----- აგვისტოს, სხვა პ------–-------ები ა---–------------ში არ იმყოფებოდნენ. მათ ზ---------ის ტერიტორია დაახლოებით ოთხის ნახევარზე დატოვეს. მობილური ტელეფონის დაკარგვის აღმოჩენისთანავე, ს---------- თანამშრომელი დ---- გ------ა დაუყოვნებლივ დაუკავშირდა პ------–-------ებს, თუმცა მათ კატეგორიულად უარყვეს დაკარგულ მობილურ ტელეფონთან რაიმე სახის შემხებლობა. ბ------------ემ და გ------- ბ------–---მ, საქმის არსებითი განხილვისას ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ სწორედ ი-----–- გ--–--ეს სურდა „ს-------ის“ ფირმის მობილური ტელეფონის გაყიდვა და ამ უკანასკნელმა სთხოვა მათ ვ-----–-----------ზე გაყოლა მობილური ტელეფონის გაყიდვის მიზნით. სამივე მათგანი იმყოფებოდა სავაჭრო ცენტრ „პ---–ის“ ტერიტორიაზე, სადაც ვ------------–---მა 100 ლარად შეიძინა მობილური ტელეფონი. გ------- ბ------–---ს განმარტებით, ი-----–- გ--–--ემ მასთან საუბარში დაადასტურა, რომ მობილური ტელეფონი მოიპარა ზ---------იდან. ბ------------ემ კი აღნიშნა, რომ მობილური ტელეფონის გაყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს ი-----–- გ--–--ე აწარმოებდა და ტელეფონის ფასიც სწორედ ბრალდებულმა განსაზღვრა. ბ------------ემ მხოლოდ მიაწოდა მობილური ტელეფონი ვ------------–---ს და თანხა გამოართვა მას, რომელიც შემდგომ გადასცა ი-----–- გ--–--ეს. ვ------------–---ის გამარტებით, მან მობილური ტელეფონი შეიძინა გრძელთმიანი და წვერებიანი პიროვნებისგან, რომელიც ტანით ოდნავ მასზე დაბალი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერში არ ჩანს უშუალოდ მობილური ტელეფონის გაყიდვის ფაქტი, აღნიშნული ვიდეომასალა სრულად შეესაბამება ბ------------ისა და გ------- ბ------–---ს მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3.9. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის არსებითი განხილვის პერიოდში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, მას შეექმნა შთაბეჭდილება იმის თაობაზე, რომ ზ---------ის ტერიტორიიდან, 2----–-–----- აგვისტოს, დაზარალებულ მ---------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგოდ და ფარულად დაუფლებაში, ი-----–- გ--–--ის გარდა შესაძლოა, სხვა პირებიც იღებდნენ მონაწილეობას; სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 166-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლო, მის მიერ დადგენილი განაჩენის სამოტივაციო ნაწილში ასახავს საქმის არსებითი განხილვისას გამოვლენილ ყველა რელევანტურ გარემოებას.
3.10. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“
3.11. კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება - ნივთის ფარული დაუფლება; 3) პირის მიერ განხორციელებული ქმედება უნდა ხელყოფდეს ნივთის მესაკუთრის უფლებას.
3.12. რაც შეეხება ი-----–- გ--–--ის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებებს, მათ სასამართლო მიმოიხილავს დეტალურად:
ი-----–- გ--–--ის მიერ ჩადენილმა ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილ მინიმალურ ზღვარს ბევრად აღემატება ის ზიანი, რაც გამოიწვია ი-----–- გ--–--ის მიერ ჩადენილმა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ღირებულება შეძენის მომენტისათვის შეადგენდა დაახლოებით 1200 ლარს, ხოლო სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მობილური ტელეფონის „S----------------“ (2016), მოდელი S--------, საბაზრო ღირებულება, ექსპლოატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენს - 220 ლარს; მობილური ტელეფონის შალითის საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, შეადგენს - 3 ლარს..
ქურდობის ჩადენა არაერთგზის: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------------–ის განაჩენით, ი-----–- გ--–--ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; აღნიშნული დანაშაულისათვის იგი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებული არ ყოფილა და არც ნასამართლობა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული; შესაბამისად, სახეზეა ი-----–- გ--–--ის მიერ ქურდობის ჩადენა არაერთგზის.
3.13. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში - მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას, ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს, კონკრეტული მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია თუ არა, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
3.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-----–- გ--–--ემ ჩაიდინა - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი-----–- გ--–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ოთხიდან შვიდ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე იმ გარემოებას, რომ განაჩენის გამოტანის მომენტისთვის დაზარალებულს დაუბრუნდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთი და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაში მიღწეული იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–- გ--–--ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
ამასთან, ვინაიდან ი-----–- გ--–--ემ ახალი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ს-------------------------------–---–-----ის მოუხდელი ნაწილი - 51 (ორმოცდათერთმეტი) საათის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-----–- გ--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- სავაჭრო ცენტრ ,,პ----------“-დან გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი 1 (ერთი) ცალი ელექტრონული დისკი; შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოცხრილის შემცველი 1 (ერთი) ცალი ელექტრონული დისკი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოცხრილის შემცველი 1 (ერთი) ცალი ელექტრონული დისკი, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 270-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-----–- გ--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ს-------------------------------–---–-----ის მოუხდელი ნაწილი - 51 (ორმოცდათერთმეტი) საათი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-----–- გ--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
3. ი-----–- გ--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 01 სექტემბრის 18:03 საათიდან.
4. მსჯავრდებულ ი-----–- გ--–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- სავაჭრო ცენტრ ,,პ----------“-დან გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი 1 (ერთი) ცალი ელექტრონული დისკი; შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოცხრილის შემცველი 1 (ერთი) ცალი ელექტრონული დისკი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოცხრილის შემცველი 1 (ერთი) ცალი ელექტრონული დისკი, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე