განაჩენი

სისხლის სამართლის 08.04.2019
საქმის ნომერი
330100119002882478
თარიღი
08.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე #1-------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი- ლ---- ვ--------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------- გ--–-- ძე გ--–-–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 3-----------რს, ნასამართლევი, მცხოვრები: თ---–---- ვ---------–---, I---რაიონი, კორპუსი #-, ბინა #---–-.

 

ადვოკატი - დ---- გ--–----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - 2019 წლის 7 თებერვლის და 14 თებერვლის ეპიზოდები)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 მ--- მ-------–---–ი და გ------- გ--–-–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2019 წლის 6 თებერვალს, თბილისში, ვ---------–----, I მრ/ნი, კორპუსი #-, ბინა----ში გ------- გ--–-–---–მა მეუღლეს მ--- მ-------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტზე 2019 წლის 6 თებერვალს საპატრულო პოლიციის მიერ გამოცემული იქნა შემ----ებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერის თანახმად, გ------- გ--–-–---–ს აეკრძალა 30 დღის ვადით იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ გ------- გ--–-–---–ი გაფრთხილებული იქნა შემაკავებელი ორდერის შინაარსისა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, მან მაინც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და 2019 წლის 7 თებერვალს, ღამის 00:30 საათზე მივიდა მ--- მ-------–---–ის საცხოვრებელ ბინაში და კვლავ დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება.

 

1.2. გ------- გ--–-–---–მა 2019 წლის 14 თებერვალსაც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები, ღამით, დაახლოებით 02:00 საათზე მივიდა მეუღლის ბინაში, მდებარე: თ---–---- ვ---------–----, I მრ/ნი, კორპუსი #-, ბინა #---–-.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა გ------- გ--–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ მ--- მ-------–---–ის, მოწმეების - ლ---–----–---ის, ნ---- ღ--------ის გამოკითხვის ოქმებს, ბრალდებულის დაკავების ოქმებს, შემაკავებელ ორდერს, შემაკავებელი ორდერის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ------- გ--–-–---–ის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (2019 წლის 7 თებერვლის ეპიზოდი)

 

უდავო მტკიცებულებები:

 

2.4.2019 წლის 6 თებერვალს, 01:20 საათზე, თბილისში, ვ---------–----, I---რ-ნი, კორპუსი #-, ბინა #---–- გამოიცა შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერის ოქმის მიხედვით, ინციდენტის შინაარსი იყო შემდეგი: 2019 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 01:05 საათზე მოძალადემ: გ------- გ--–-–---–მა მეუღლეს მ--- მ-------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ასევე სახლიდან გაიტანა სხვადასხვა ნივთები. ინციდენტი გამოიხატა ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობაში. შემაკავებელი ორდერით, რომელსაც გაეცნო გ------- გ--–-–---–ი და ორდერის გაცნობა დაადასტურა ხელმოწერით, მოძალადეს აეკრძალა 30 დღის ვადით იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მოძალადე გ------- გ--–-–---–ი შემაკავებელი ორდერის მიხედვით ასევე გაფრთხილებული იქნა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. შემაკავებელი ორდერის ოქმში ასახული ინფორმაციით მოძალადის მიმართ ადრეც, 01.02. 2019 წელს გამოიცა შემაკავებელი ორდერი, იმ შემთხვევაში მსხვერპლი იყო მოძალადის დედა ლ---–----–--ძე.

 

2.5. პატრულ-ინსპექტორის მოწმე ნ---- ღ--------ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2019 წლის 6 თებერვალს საპატრულო პოლიციაში შევიდა შეტყობინება. შეტყობინების ინიციატორი მ--- მ-------–---–ი აცხადებდა, რომ მეუღლესთან გ------- გ--–-–---–თან ჰქონდა ოჯახური კონფლიქტი. საპატრულო ეკიპაჟს შემთხვევის ადგილზე დახვდა ინიციატორი მ--- მ-------–---–ი, მოძალადე გ------- გ--–-–---–ი, მათი არასრულწლოვანი შვილი და მოძალადის დედა ლ---–----–--ძე. მ--- მ-------–---–მა მოწმეს განუცხადა, რომ გ------- გ--–-–---–ი სისტემატურად მთვრალი ბრუნდებოდა ოჯახში, მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ოჯახიდან გაიტანა საოჯახო ტექნიკა და დაალომბარდა, აღებული თანხით დათვრა და მეუღლეს მიაყენა შეურაცხყოფა. იგივე ინფორმაცია დაუდასტურა მოძალადის დედამ ლ---–----–--ძემ. ლ. წ----–---ემ პატრულ-ინსპექტორს განუცხადა, რომ მასთან მიმართებაშიც გ------- გ--–-–---–ის მიმართ 2019 წლის 1 თებერვალს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. მსხვერპლმა მ. მ-------–---–მა და ლ. წ----–---ემ აღნიშნეს, რომ 2019 წლის 6 თებერვლის კონფლიქტს შეესწრო მცირეწლოვანი ბავშვიც. მსხვერპლის და კანონმდებლობის მოთხოვნის საფუძველზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, ორდერის საფუძველზე გ------- გ--–-–---–ს 30 დღის ვადით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. შემაკავებელ ორდერს ხელი მოაწერეს და ასლები ჩაბარდათ ორივე მხარეს. გ------- გ--–-–---–ს შემაკავებელი ორდერი არ გაუსაჩივრებია.

 

2.6. დაზარალებულის მ--- მ-------–---–ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება გ------- გ--–-–---–თან და ჰყავთ 8 წლის შვილი ე-–--- გ--–-–---–ი. გ------- გ--–-–---–ი არის ალკოჰოლზე დამოკიდებული პირი, უზომოდ მოიხმარს ალკოჰოლს. სიმთვრალეში აქვს აუტანელი ხასიათი, მთვრალი სისტემატურად იგინება უწმაწური სიტყვებით ბავშვის თანდასწრებით. 2019 წლის 5 თებერვალს გ------- გ--–-–---–მა სახლიდან გაიტანა ტელევიზორი და დაალომბარდა, აღებული ფულით კი ეზოში ქეიფობდა. 2019 წლის 6 თებერვალს, გამთენიისას, გ------- გ--–-–---–ი მთვრალი დაბრუნდა სახლში და მეუღლეს მ--- მ-------–---–ს დაუწყო გინება და შეურაცხყოფის მიყენება. დაზარალებულმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, მსხვერპლის მოთხოვნით გამოიცა შემაკავებელი ორდერი და გ------- გ--–-–---–ს ერთი თვით აეკრძალა ის სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა ყველა სახის კომუნიკაცია მსხვერპლთან, მასთან და მის სამუშაო ადგილთან მიახლოებაც. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები პოლიციამ პირადად გააცნო გ------- გ--–-–---–ს და მან დატოვა სახლი. დილით მ--- მ-------–---–მა სახლში გაიგონა გ------- გ--–-–---–ის ხმა, შემაკავებელი ორდერის მიუხედავად იგი დაბრუნდა სახლში. აღნიშნულის შემდეგ, 2019 წლის 7 თებერვალს, გამთენიისას გ------- გ--–-–---–ი ისევ მივიდა მ--- მ-------–---–ის სახლის კართან, აბრახუნებდა კარებზე, ყვიროდა, რომ სახლის კარი გაეღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწვავდა. მ--- მ-------–---–მა დარეკა პოლიციაში და აცნობა მეუღლის მხრიდან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის თაობაზე. დაზარალებული გამოკითხვის ოქმში მიუთითებს, თუ გ------- გ--–-–---–ი არ დაისაჯა, იგი კვლავ გააგრძელებს იგივე ქმედებას, ვინაიდან მთვრალი არის არაადეკვატური, ოჯახის წევრებს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეს ყველაფერი დაზარალებულისთვის აუტანელი და დამღლელია, ფსიქოლოგიურად მოქმედებს მასზე, სიმთვრალეში მეუღლის აუტანელი საქციელის გამო, ღამენათევი, დაღლილი მიდის სამსახურში, რის გამოც სათანადოდ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას.

 

2.7. ბრალდებულის დედის - მოწმის ლ---–----–--ძის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, გ------- გ--–-–---–ი არის ალკოჰოლზე დამოკიდებული პირი. 2019 წლის 5 თებერვალს გ------- გ--–-–---–მა სახლიდან წაიღო საოჯახო ტექნიკა - ტელევიზორი, დაალომბარდა და 6 თებერვალს, გამთენიისას ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა სახლში. გ------- გ--–-–---–სა და მეუღლეს მ--- მ-------–---–ს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ კონფლიქტს, კონფლიქტის მიზეზი იყო გ------- გ--–-–---–ის მხრიდან საოჯახო ტექნიკის - ტელევიზორის ლომბარდში ჩაბარების ფაქტი. ოჯახური კონფლიქტის გამო მ--- მ-------–---–მა გამოიძახა პოლიცია. პოლიციამ გ------- გ--–-–---–ის წინააღმდეგ გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით მას 1 თვის ვადით აეკრძალა სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მ--- მ-------–---–ი იმყოფებოდა, ასევე აეკრძალა მეუღლესთან ყოველგვარი კონტაქტი. გ------- გ--–-–---–ი გაეცნო შემაკავებელ ორდერს და დატოვა სახლი. 2019 წლის 7 თებერვალს, ღამის დაახლოებით 00:30 საათზე გ------- გ--–-–---–ი დაბრუნდა სახლში, იქცეოდა არაადეკვატურად, იგინებოდა.

 

2.8. 2019 წლის 7 თებერვალს, გვიან ღამით, პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება გ------- გ--–-–---–ის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორი იყო მსხვერპლი - მ--- მ-------–---–ი.

 

2.9. 07.02.2019 წელს შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო, 05:41 საათზე დაკავებულ იქნა გ------- გ--–-–---–ი. ალკოტესტის შემოწმებით დაუდგინდა სიმთვრალე.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (2019 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი)

 

2.10. 2019 წლის 14 თებერვალს, გვიან ღამით, პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება გ------- გ--–-–---–ის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორი იყო მსხვერპლი - მ--- მ-------–---–ი.

 

2.11. დაზარალებულის მ--- მ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 14 თებერვალსაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობები და ვალდებულებები. გვიან ღამით მივიდა თბილისში, ვ---------–----, I---რ-ნი, კორპუსი #-, ბინა #4--თან სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, სახლში იმ დროს მსხვერპლთან ერთად იმყოფებოდა ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილი და ბრალდებულის დედა ლ---–----–--ძე. გ------- გ--–-–---–ი აკაკუნებდა კარებზე, მ. მ-------–---–მა კარი არ გაუღო, დარეკა ,,112-ში“ და აცნობა მომხდარის შესახებ.

 

2.12.მოწმე ლ---–----–--ძის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ გ------- გ--–-–---–მა მსგავსად 7 თებერვლისა, 14 თებერვალსაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გაწერილი ვალდებულებები, მივიდა მათ საცხოვრებელ სახლთან, აკაკუნებდა კარებზე. მ--- მ-------–---–მა დარეკა ,,112-ში და პოლიციას აცნობა მომხდარის შესახებ.

 

2.13. ბრალდებულმა დანაშაულის ორივე ეპიზოდში თავი სცნო დამნაშავედ.

 

2.14. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 6 თებერვლს გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში გ------- გ--–-–---–მა, ორჯერ - 2019 წლის 7 თებერვალს და ამავე წლის 14 თებერვალს, დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები და ვალდებულებები.

 

2.15. უდავო მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებულმა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვები დაარღვია პირის მიმართ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა გ------- გ--–-–---–ის ბრალეულობა.

 

3.3. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა გ------- გ--–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - 2019 წლის 7 თებერვლის და 14 თებერვლის ეპიზოდები), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ------- გ--–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებაა ბრალის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის სიმრავლე და დამნაშავის პიროვნული მახასიათებელი, წარსულში კანონთან კონფლიქტი - დანაშაულის რეციდივი.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.3. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას: ბრალის აღიარებას, დაზარალებულის შემრიგებლურ პოზიციას და იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა მტკიცებულებები გახადა უდავო, რითაც დაიზოგა სახელმწიფო რესურსი, - სასამართლო მხედველობაში იღებს მხოლოდ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენების კუთხით, ვინაიდან შემამსუბუქებელ გარემოებებს მნიშვნელოვნად გადაწონის დამამძიმებელი გარემოებები, როგორიცაა ბრალდებულის მხრიდან სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა ოჯახის წევრზე, მეუღლეზე - მ--- მ-------–---–ზე. სასამართლო ითვალისწინებს რა, რომ 2019 წლის 6 თებერვალს გამოცემულმა შემაკავებელმა ორდერმა ვერ იქონია პრევენციული ხასიათი და ორდერის გამოცემიდან დროის უმოკლეს მონაკვეთში ორჯერ 2019 წლის 7 თებერვალს და 14 თებერვალს ბრალდებულმა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვები და მსხვერპლთან კვლავ დაამყარა ორდერით აკრძალული კომუნიკაცია. სასჯელის განსაზღვრის დროს ასევე მხედველობაში იქნა მიღებული სხვა დამამძიმებელი გარემოებაც, 2013 წელს გ.გ--–-–---–ის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი ლმობიერებისა, რაც გამოიხატა ამნისტიის აქტის გავრცელებაში, მან კვლავ ჩაიდინა ახალი, განზრახი, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული (177-ე მუხლის პირველი ნაწილი - სუპერმარკეტში ალკოჰოლის ქურდობა), და ბოლო განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოხდის პირობებში მისი მხრიდან ჩადენილი იქნა სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ორი განზრახი დანაშაული. გ------- გ--–-–---–ის დამოკიდებულება კანონთან კონფლიქტის თვალსაზრისით, აშკარად მიუთითებს, რომ იგი არაკანონმორჩილი მოქალაქეა და ზოგადად მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისაკენ. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული I ეპიზოდის ჩადენის დროს (2019 წლის 7 თებერვლის ეპიზოდი), სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო, ბრალდებულმა დაარღვია გირაოს პირობა და განაგრძო იდენტური დანაშაულის ჩადენა (2019 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი), ბრალდებულის ქცევებიდან გამომდინარე, ისეთი ღონისძიებები, რაც არ არის დაკავშირებული მის იზოლაციასთან (ჯარიმა, შემაკავებელი ორდერი, გირაო) ვერ გახდა მისთვის კერძო პრევენციული ხასიათის, რის გამოც არასაპატიმრო სასჯელი, როგორც ამას დაცვის მხარე ითხოვს, ვერ იქნება შემაკავებელი და მნიშვნელოვნად გაზრდის ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს. ბრალდებულის პასუხისმგებლობას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ გ. გ--–-–---–ი ალკოჰოლზე დამოკიდებული პირია, ალკოჰოლი მასზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და ხდება მოტივატორი დანაშულის ჩადენის, ორივე შემთხვევაში დანაშაული ჩადენილი იქნა ალკოჰოლის თრობის ქვეშ. გარდა იმისა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების დროს, გ------- გ--–-–---–ი სისტემატურად სიტყვიერად ძალადობს მეუღლეზე, 2019 წლის 5 თებერვალს ოჯახის წევრების ნებართვის გარეშე ალკოჰოლის მიღების მიზნით, სახლიდან გაიტანა საოჯახო ტექნიკა - ტელევიზორი და დაალომბარდა, აღებული თანხით მიიღო ალკოჰოლი და მსხვერპლზე განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა. პასუხისმგებლობის დამძიმების კუთხით, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ გ------- გ--–-–---–ის მიერ მეუღლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა ძირითადად ხორციელდებოდა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, აღნიშნულ ასაკში ბავშვის ფსიქიკა ადრეული ჩამოყალიბების სტადიაზეა და გამოირჩევა განსაკუთრებული მგრძნობელობით, ბავშვები ოჯახში ხშირ კონფლიქტს მტკივნეულად განიცდიან. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2019 წლის 6 თებერვლის შემთხვევა არ იყო შემაკავებელი ორდერის გამოცემის პირველი ფაქტი, 2019 წლის 1 თებერვალსაც გამოიცა შემაკავებელი ორდერი გ------- გ--–-–---–ის მიმართ ოჯახის სხვა წევრზე ბრალდებულის დედაზე ლ---–----–--ძეზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე.

 

5.4.სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს დანაშაულის რეციდივს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4-------ის განაჩენით გ------- გ--–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარი. აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილით დასტურდება, რომ გ------- გ--–-–---–ს 2018 წლის 4-------ის განაჩენით დანიშნული სასჯელი ჯარიმა გადახდილი არ აქვს და მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ვინაიდან გ------- გ--–-–---–ს წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელი მოხდილი არ აქვს, იგი ითვლება ნასამართლევ პირად, რის გამოც სახეზეა დანაშაულის რეციდივი.

 

5.5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით.

 

5.6. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სახეზეა ის შემთხვევა, როდესაც დამნაშავეს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა. თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის დროს, რეციდივის გათვალისწინებით მხედველობაში იქნა მიღებული კანონისმიერი მოთხოვნა და გ------- გ--–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად ორივე ეპიზოდში განესაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში გ------- გ--–-–---–ის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.

 

5.7. ამავე დროს, შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას სრული ან ნაწილობრივი შეკრების პრინციპის ნაცვლად გამოყენებული იქნა შთანთქმის პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- გ--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლი 7 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

2. გ------- გ--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლი 14 თებერვლის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით სრულად შთანთქოს საქართველოს სსკ-ს 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 7 თებერვლის ეპიზოდი) დანიშნული თანაბარი სასჯელი და გ------- გ--–-–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4-------ის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის - ჯარიმის მოუხდელი ნაწილი 3000 (სამი ათასი) ლარი და საბოლოოდ გ------- გ--–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 თებერვლის განჩინებით გ------- გ--–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 18 თებერვლიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 7 თებერვლიდან - 2019 წლის 9 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა