გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2019
საქმის ნომერი
140210018002735028
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140210018002735028

საქმე № 2/2263-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 აპრილი, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

 

მოსარჩელე - სს „ს----------–--------ი“

წარმომადგენელი - ი-----–--------–--

 

მოპასუხეები - ზ-------------ე

ე-------------ე

ა----------–---–ი

 

დავის საგანი- თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ზ-------------ეს სს „ ს----------–--------ის“ სასარგებლოდ, 2015 წლის 26 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 1578.54 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1015 ლარი, პროცენტი - 33-.69 ლარი, პირგასამტეხლო - 230.85 ლარი.

 

1.2. 1.2. ზ-------------ეს, ა----------–---–ს და ე-------------ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 15 იანვრის გენერალური საკრედიტოს ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის 11 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 4-993.27 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 39 249.16 ლარი, პროცენტი - 4 730.79 ლარი, პირგასამტეხლო - 2 013.3- ლარი.

 

1.3. ზ-------------ეს, ა----------–---–ს და ე-------------ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 15 იანვრის გენერალური საკრედიტოს ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის 11 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით 2018 წლის 20 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 15.16 ლარის გადახდა.

 

1.4. ზ-------------ეს, ა----------–---–ს და ე-------------ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 15 იანვრის გენერალური საკრედიტოს ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 11 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა 2018 წლის 20 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 7.84 ლარის ოდენობით.

 

1.5. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ზ-------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. გორი, მა--------–ის ქუჩა №45ა, უძრავი ქონების ს/კ: №6-.45.3-.1--.

 

1.6. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს დავალიანების დაფარვას, ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების: ზ-------------ის, ა----------–---–ის და ე-------------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.

 

მოსარჩელის პოზიცია

 

მოსარჩელესა და მოპასუხე ზ-------------ეს შორის 2016 წლის 26 ოქტომბერს გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება 1015 ლარის ოდენობით ლიმიტით. სარგებელი შეადგენდა 36%-ს. პირგასამტეხლო - მინიმალური გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში 10 ლარი, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5%. ბარათის გაუქმებისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრა 100 ლარით და დავალიანების 5%-ით და ასევე გაუქმების შემთხვევაში ვადაგადაცილებული დავალიანების 0.1%.

 

2016 წლის 15 იანვარს მოასრჩელესა და მოპასუხე ზ-------------ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 150 000 აშშ დოლარით, ვადა 120 თვე, სარგებელი 0.5-48%. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ბანკსა და ზ-------------ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ზ-------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი, მა--------–ის ქ. №45ა, ს/კ: 6-.4-.3-.1--. აგრეთვე მოპასუხეებთან ა----------–---–სა და ე-------------ეთან 2017 წლის 11 მაისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდები პირების პასუხისმგებლობა განისაზრვარა 150 000 აშშ დოლარით.

 

2017 წლის 11 მაისს ბანკსა და მოპასუხე ზ-------------ეს შორის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა 43 000 ლარი, წლიური 14.1%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%.

 

მოპასუხეთა მხრიდან დაირღვა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა გადახდის გრაფიკის დარღვევაში და მიუხედავად გაფრთხილებისა, ისინი ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებენ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში და მიუთითეს, რომ სადავოდ ხდიან სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელესა და მოპასუხე ზ-------------ეს შორის 2016 წლის 26 ოქტომბერს გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: ლიმიტი - 1000 ლარი, სარგებელი - 36%, პირგასამტეხლო - მინიმალური გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში 10 ლარი, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5%, ბარათის გაუქმებისათვის პირგასამტეხლო - 100 ლარი და დავალიანების 5%, ასევე გაუქმების შემთხვევაში - ვადაგადაცილებული დავალიანების 0.1%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საკრედიტო ბარათის განაცხადი, მომსახურების ძირითადი პირობები;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

 

3.1.2. 2016 წლის 15 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხე ზ-------------ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტი - 150 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 120 თვე, სარგებელი - 0.5-48%. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ბანკსა და ზ-------------ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იპოთეკით დაიტვირთა ზ-------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი, მა--------–ის ქ. №45ა, ს/კ: 6-.4-.3-.1-- და ასევე მოპასუხეებთან ა----------–---–სა და ე-------------ეთან 2017 წლის 11 მაისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები რომლის მიხედვითაც თავდები პირების პასუხისმგებლობა განისაზრვარა 150 000 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 15.01.2016წ. გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება;

- იპოთეკის ხელშეკრულება;

- 11.05.2017წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები.

 

3.1.3. 2017 წლის 11 მაისს ბანკსა და მოპასუხე ზ-------------ეს შორის, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა 43 000 ლარი, წლიური 14.1%-ად, პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 11.05.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულება;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან

 

3.1.4. მოპასუხეთა მხრიდან დაირღვა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა გადახდის გრაფიკის დარღვევაში და მიუხედავად გაფრთხილებისა, ისინი ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- გაფრთხილების წერილები;

- მოპასუხეთა ახნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 მხარეთა შორის სადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ინდივიდუალური და სოლიდარული სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს და აგრეთვე მიუღებელი შემოსავლის გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა - განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს, მის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''ს----------–--------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 3-7-ე, 361-ე, 411-ე, 417-ე 420-ე,463-ე, 464-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე, მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

 

ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-7-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა მოსარჩელესა და მოპასუხე ზ-------------ეს შორის 2016 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულების კანონიერება, რომლის ლიმიტი განისაზღვრა 1015 ლარით.

 

ასავე სადავო არ გამხდარა 2016 წლის 15 იანვარს მოასრჩელესა და მოპასუხე ზ-------------ეს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება და მის ფარგლებში 2017 წლის 11 მაისს ბანკსა და მოპასუხე ზ-------------ეს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა 43000 ლარი.

 

ამდენად, დასტურდება, რომ სს ს----------–--------სა და მოპასუხეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის (სესხის) ხელშეკრულებების საფუძველზე.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. კერძოდ, ზ-------------ემ ინდივიდუალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელეს არ აუნაზღაურა. აგრეთვე გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელი ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა მიიღო ფულადი თანხა, რომელიც ასევე არ დაუბრუნებია. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''ს----------–--------ის'' მოთხოვნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადასახდელად დარჩენილი ინდივიდუალური დავალიანების მიხედვით კრედიტის ძირითადი თანხის - 1015 ლარის, ხოლო სოლიდარული დავალიანების მიხედვით 39 249.16 ლარის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს ინდივიდუალური საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 332.69 ლარის, ხოლო სოლიდარული დავალიანების მიხედვით პროცენტის 4730.79 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით დადგენილია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მათ მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია. ამასთან, მოპასუხეებმა მოსამზადებლ ეტაპზე აღიარეს სარგებლის გადახდის ვალდებულება.

 

როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში დაცული მასალებიდან დგინდება, რომ მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

6.9. ამავე კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეები გენერალური ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით, აგრეთვე საკრედიტო ბართით სარგებლობის ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მოვალეს ეკისრება პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან დასტურდება, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულება და სასარჩელო მოთხოვნით პირგასამტეხლოს ოდენობა სოლიდარული ვალდებულებიდან გამომდინარე განისაზღვრა 2013.3- ლარით, ხოლო ზ-------------ის ინდივიდუალური ვალდებულებიდან გამომდინარე 230.85 ლარით.

 

პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების გარკვეულწილად კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, რის გამოც არსებობს მისი შემცირების საფუძველი, ვინაიდან სასამართლოს მოსაზრებით პირგასამტეხლოს მოცულობა სცილდება გონივრული საზომის ფარგლებს და მოპასუხე ზ-------------ე ინდივიდუალური ვალდებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 50.75 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარული ვალდებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროთ 201.30 ლარის გადახდა.

 

6.10. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლისა და მის პარალელურად პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, სასამართლო აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისას.

 

6.11. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოდაა დადგენილი, რომ მოპასუხეთა მიერ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, კერძოდ მათ ნასესხი თანხა არ დააბრუნეს გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მათი მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულება კი ბანკს მისცემდა მოგების მიღების შესაძლებლობას თავის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლისა და მის დროულად აუნაზღაურებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია.

 

6.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

6.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „ს----------–--------სა“ და მოპასუხეებს, ა----------–---–სა და ე-------------ეს შორის 2017 წლის 11 მაისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები და მათი პასუხისმგებლობა განისაზრვარა 150 000 აშშ დოლარით, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისათვის დავალიანების სოლიდარულად დაკისრების შესახებ საფუძვლიანია.

 

6.14. რაც შეეხება იპოთეკის საგანს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

6.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბანკსა და ზ-------------ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი, მა--------–ის ქ. №---, ს/კ: 6-.4-.3-.1--. აღნიშნული ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის გზით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოტხოვნა არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით მოპასუხის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში და ასევე მოპასუხის საკუთრებაში რიცხული სხვა ქონების რეალიზაციის ნაწილში, საფუძვლიანია, ვინაიდან მხარეთა მიერ იპოთეკის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნა მოვალეთა სხვა ქონების რეალიზაციის შესაძლებლობაც.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

7.2. სამოქალქო საპროცესო მოდექსის 49-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 2183.07 ლარიდან, შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი ნაწილობრივ, სარჩელიც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 2183.07 ლარიდან - უნდა დაუბრუნდეს 1366.50 ლარი, ხოლო დანჩენილი 816.57 ლარიდან 761 ლარის ანაზღაურება სოლიდარულ უნდა დეკისროთ მოპასუხეებს, ხოლო 7.30 ლარის ანაზღაურება ინდივიდუალურად ზ-------------ეს,8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „ს----------–--------ის“ სარჩელი მოპასუხეების: ზ-------------ის, ე-------------ის და ა----------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ზ-------------ეს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ, 2015 წლის 26 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 1398.44 ლარის გადახდა (სესხის ძირი 1015 ლარი, სარგებელი - 332.69 ლარი, პირგასამტეხლო - 50.75 ლარი.

 

3. მოპასუხეებს: ზ-------------ეს, ე-------------ეს და ა----------–---–ს 2016 წლის 15 იანვრის გენერალური ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 11 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 44 181.25 ლარის გადახდა (სესხის ძირი 39 249.16 ლარი, სარგებელი - 4730.79 ლარი, პირგასამტეხლო - 201.30 ლარი).

 

4. მოპასუხეებს: ზ-------------ეს, ე-------------ეს და ა----------–---–ს 2016 წლის 15 იანვრის გენერალური ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 11 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ყოველდღიურად 15.16 ლარის გადახდა 2018 წლის 20 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

5. მოპასუხეებს: ზ-------------ეს, ე-------------ეს და ა----------–---–ს 2016 წლის 15 იანვრის გენერალური ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 11 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 07.84 ლარის ოდენობით 2018 წლის 20 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

6. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ზ-------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. გორი, მა--------–ის ქუჩა №---, უძრავი ქონების ს/კ: №6-.4-.3-.1--, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს დავალიანების დაფარვას, ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების: ზ-------------ის, ა----------–---–ის და ე-------------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.

 

7. მოსარჩელე სს ”ს----------–--------ს“ (ს/კ: 204378869) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 20 ნოემბერს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2183.07 ლარიდან (საგადასახადო დავალება №32366) 1366.50 ლარი, დანარჩენი 816.57 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. მოპასუხე ზ-------------ეს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დაეკისროს 7.30 ლარის გადახდა.

 

9. მოპასუხეებს: ზ-------------ეს, ე-------------ეს და ა----------–---–ს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 761 ლარის გადახდა.

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილის გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. გორი ჯორბენაძის ქ. № 30) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით დადგენილი წესით;

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაია კუთხაშვილი