განაჩენი

სისხლის სამართლის 06.04.2019
საქმის ნომერი
330100118002759566
თარიღი
06.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

აქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6-------–ი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ე------ ფ----–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------- ვ-------ს ძე თ---------ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------, დაბადებული 1--- წლის 2-----------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: მ–------ რაიონი, სოფელი წ-–------ი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

ბრალდებული - მ-----– ზ------ის ძე გ--------ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #5----------, დაბადებული 1--- წლის 3----------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ჭ---------- რაიონი, სოფელი ბ---ა, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: თ---–---- ზ--------------–ა, მ--- მ/რნი, კორპუსი #--, ბინა #--

 

ადვოკატი - ნ--- ს------------–-----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), 120-ე მუხლი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2016 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით 07:50 საათიდან 08:20 საათამდე დროის შუალედში, თბილისში, გ-----–-------- ქ.#--ში მდებარე ღამის ბარ ,,ნ-----------ის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- თ---------მა ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკური დაპირისპირების დროს მ------ ლ---–----ეს და თ---------- ხ-----–---–ს სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გ------- თ---------ის ქმედებით მ------ ლ---–----ემ და თ---------- ხ-----–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

1.2.2016 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით 07:50 საათიდან 08:20 საათამდე დროის შუალედში, თბილისში, გ-----–-------- ქ.#--ში მდებარე ღამის ბარ ,,ნ-----------ის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე მ-----– გ--------ემ ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკური დაპირისპირების დროს მ------ ლ---–----ეს სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მ-----– გ--------ის ქმედებით მ------ ლ---–----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.3.2016 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით 07:50 საათიდან 08:20 საათამდე დროის შუალედში, თბილისში, გ-----–-------- ქ.#--ში მდებარე ღამის ბარ ,,ნ-----------ის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე მ-----– გ--------ემ ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკური დაპირისპირების დროს თ---------- ხ-----–---–ს სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მ-----– გ--------ის ქმედებამ გამოიწვია თ---------- ხ-----–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

1.4.2016 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით 07:50 საათიდან 08:20 საათამდე დროის შუალედში, თბილისში, გ-----–-------- ქ.#--ში მდებარე ღამის ბარ ,,ნ-----------ის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე მ-----– გ--------ემ ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკური დაპირისპირების დროს სასტარტო იარაღის დემონსტრირებითა და გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ---------- ხ-----–---–ს, აღნიშნული ქმედების შედეგად თ---------- ხ-----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა გ------- თ---------ის და მ-----– გ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულების მხრიდან ბრალის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების - თ---------- ხ-----–---–ის, მ------ ლ---–----ის და მოწმეების - მ-----– ნ---------ის, ლ---–- კ------–---–-ს, მ------ ბ-------–---–ის, გ---–- მ-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ავტომანქანის დათვალიერების ოქმს, იარაღის დათვალიერების ოქმს, ვიდეოჩანაწერების ამოღებისა და დათვალიერების ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ------- თ---------ის და მ-----– გ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს - 2016 წლის 2 ნოემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილში - 2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით კრიმინალიზებული იყო ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ცემა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ცემად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. დაზარალებულების მ------ ლ---–----ის და თ---------- ხ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურდა, რომ ორივე მსხვერპლმა ცემის შედეგად მიიღო დაზიანება სხეულის სხვადასხვა მიდამოში და განიცადეს ფიზიკური ტკივილი. უდავო მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა მიზეზობრივი კავშირი ცემასა და დამდგარ შედეგს: სხეულის დაზიანებასა და ტკივილს შორის.

 

3.3. კანონმდებლის მიერ სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება განზრახ დანაშაულთა კატეგორიას და მსგავსად სხვა კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულებისა, ობიექტური მხრივ გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დანაშაულის ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია ძალადობას შედეგად მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში მ-----– გ--------ის დანაშაული გამოიხატა აქტიურ ქმედებაში, კერძოდ მან არაერთგზის მიაყენა ფიზიკური დაზიანება მსხვერპლს, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით მოქ. თ---------- ხ-----–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები - ჭრილობების, ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

3.4. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს.

 

3.5. და ბოლოს, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ სსკ-ის 151-ე მუხლის პირელ ნაწილში კრიმინალიზებულია მუქარა. მუქარის დროს დამნაშავე მსხვერპლს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. ამასთან კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. აუცილებელი არაა მუქარა იყოს რეალური. დამნაშავეს შეიძლება არ ამოქმედებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. უდავო მტკიცებულების - დაზარალებულ თ---------- ხ-----–---–ის გამოკითხვის ოქმის საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ მ-----– გ--------ის მიერ განხორციელებული ქმედებით: ფიზიკური დაპირისპირების დროს სასტარტო იარაღის დემონსტრირება, რასაც თან ახლდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაზარალებულის მხრიდან ბუნებრივად აღქმული იქნა როგორც მუქარის რეალურად განხორციელების საფუძველი, რამაც იგი ჩააგდო შიშში.

 

3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.7. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა გ------- თ---------ის და მ-----– გ--------ის ბრალეულობა.

 

3.8. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა გ------- თ---------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), ხოლო მ-----– გ--------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულები, რის გამოც ისინი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.

 

3.9. 2016 წლის 1 დეკემბრის საქართველოს კანონით ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 125-ე მუხლი ამოღებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსიდან (ამოქმედდა 13.12.2016წ) და დანაშაული კრიმინალიზებული იქნა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უფრო მკაცრ სასჯელს (ჯარიმა, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე), ვიდრე სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი ცვლილებების განხორციელებამდე (არ ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას). შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონის უკუძალის პრინციპიდან გამომდინარე გ------- თ---------ს და მ-----– გ--------ეს ცემის ნაწილში მსჯავრი უნდა დაედოთ დანაშაულის ჩადენის დროს არსებული უფრო მსუბუქი კანონის 13.12.2016წ.-მდე მოქმედი რედაქციის - სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. მ-----– გ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და გულწრფელი სინანული, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის სიმრავლე, მასშტაბი.

 

4.2. გ------- თ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და გულწრფელი სინანული, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3.სასჯელის ზომის განსაზღვრისას მ-----– გ--------ესთან მიმართებაში მხედველობაში იქნა მიღებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება - ბრალდებულის მიერ ჩადენილია 3 მუხლით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული. გ------- თ---------ს დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5.4. დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს შემამსუბუქებელ გარემოებებს: გ------- თ---------ი და მ-----– გ--------ე აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, ასევე გათვალისწინებული იქნა ის გარემოებაც, რომ ბრალდებულებმა უდავოდ გახადეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება და უარი განაცხადეს მათ გამოკვლევაზე, რითაც დაზოგეს სახელმწიფო რესურსი. ასევე სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულების მაპროვოცირებელ განზრახ ქმედებებს, მართალია, დაზარალებულთა ქცევა არ ამართლებს ბრალდებულებს, თუმცა სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრის დროს მხედველობაში იქნა მიღებული უდავო ფაქტობრივი გარემოება: 2016 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით 07:50 საათიდან 08:20 საათამდე დროის შუალედში, თბილისში, გ-----–-------- ქ.#--ში მდებარე ღამის ბარ ,,ნ-----------ის’’ სამუშაო საათების ამოწურვის მიუხედავად, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი დაზარალებულები მ------ ლ---–----ე და თ---------- ხ-----–---–ი არ ემორჩილებოდნენ პერსონალის კატეგორიულ მოთხოვნას, სამუშაო საათების ამოწურვის გამო დაეტოვათ ბარის შენობა, პერსონალი იძულებული გახდა გამოეძახათ კერძო დაცვის სამსახური ,,შ-------“. დაცვის სამსახურის ,,შ-------ს“ თანამშრომლების - ბრალდებულების გ------- თ---------ის და მ-----– გ--------ის მოთხოვნის მიუხედავად, დაზარალებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა წესრიგის დარღვევას, დაუმორჩილებლობას და დებოშს, შედეგად ორივე მხარეს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.

 

5.5. ბრალდებულების რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის გ------- თ---------ს და მ-----– გ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ ჯარიმა თითოეულის მიერ ჩადენილი დანაშაულის მასშტაბის მხედველობაში მიღებით.

 

5.6. საქმის მასალებით: უდავო მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულ გ------- გ--------ის მიერ მუქარა ჩადენილი იქნა იარაღის დემონსტრირებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, მ-----– გ--------ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას დანაშაულის იარაღი, ქარხნული წესით დამზადებული 9მმ ნომინალური კალიბრის Z-----ის ფირმის, R1 მოდელის # 1---------- აირის რევოლვერი. აირის რევოლვერის ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველი არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები. ნორმის მიხედვით, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, ვიდეო ჩანაწერები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ასფალტის ამონატეხების, მოწითალო ფერის ლაქების ლოლბანდების და საკონტროლო ანაწმენდების; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული შავი ფერის გრძელმკლავიანი მაისურის, მოწითალო ლაქებით; მერსედეს ,,ბენცის“ ფირმის ავტომანქანის; მერსედეს ,,ბენცის“ ფირმის ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ფეხსაცმლის ზედაპირული კვალის დაქტილოფირის, თ---------- ხ-----–---–ის სისხლის ნიმუშის საკითხი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-----– გ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარი.

 

2. მ-----– გ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 500 (ორიათასხუთასი) ლარი.

 

3. მ-----– გ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 4 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარი.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, მ-----– გ--------ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის იარაღი, ქარხნული წესით დამზადებული 9მმ ნომინალური კალიბრის Z-----ის ფირმის, R1 მოდელის # 1---------- აირის რევოლვერი.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და მ-----– გ--------ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 500 (ორიათასხუთასი) ლარი და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის იარაღი - ქარხნული წესით დამზადებული 9მმ ნომინალური კალიბრის Z-----ის ფირმის, R1 მოდელის # 1---------- აირის რევოლვერი.

 

6. გ------- თ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარი.

 

7. ნივთიერი მტკიცებულება:

 

ვიდეო ჩანაწერები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ასფალტის ამონატეხების, მოწითალო ფერის ლაქების ლოლბანდების და საკონტროლო ანაწმენდების; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული შავი ფერის გრძელმკლავიანი მაისურის, მოწითალო ლაქებით; მერსედეს ,,ბენცის“ ფირმის ავტომანქანის; მერსედეს ,,ბენცის“ ფირმის ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ფეხსაცმლის ზედაპირული კვალის დაქტილოფირის, თ---------- ხ-----–---–ის სისხლის ნიმუშის საკითხი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

9. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

განაჩენი მ-----– გ--------ის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა