გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.05.2019
საქმის ნომერი
080210019002920142
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
07.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 080210019002920142

საქმე №2/697-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

7 მაისი 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი ია დვალიშვილი

მოსარჩელე - გ----ამ ა--–იძე;

წარმომადგენელი - ი-–-- ჯ----–იძე;

მოპასუხე - ს----იო ჭ---ანიძე;

დავის საგანი - განქორწინება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. შეწყდეს გ----ამ ა--–იძეს და ს----იო ჭ---ანიძეს შორის რეგისტრირებული ქორწინება.

მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლის 16 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ს----იო ჭ---ანიძესთან, რომელთანაც ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობს 2007 წლიდან. შექმნილი აქვს სხვა ოჯახი, ჰყავს შვილი. მოპასუხე ს----იო ჭ---ანიძე უარს აცხადებს ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტაზე.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე ს----იო ჭ---ანიძემ როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2003 წლის 16 ნოემბრიდან მოსარჩელე გ----ამ ა--–იძე და მოპასუხე ს----იო ჭ---ანიძე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (იხ. ს.ფ. 14);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. დღეის მდგომარეობით მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ, მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. მოსარჩელე ითხოვს განქორწინებას ყოველგვარი შესარიგებელი ვადის გარეშე, რადგანაც გამორიცხულია მათი ქორწინების შენარჩუნება. მოპასუხე ცნობს სარჩელს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ----ამ ა--–იძისა და ს----იო ჭ---ანიძეს შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. დადგენილია, რომ მოსარჩელეს სურს განქორწინება, მოპასუხეც ცნობს სარჩელს. შესაბამისად, არსებობს სარჩელის (განქორწინება) დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122 -ე, 1127-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. იმავე კოდექსის 1122-ე მუხლის „გ” პუნქტის შესაბამისად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობას.

 

ამდენად, ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის ნების გამოვლენის თავისუფლებას, მათ ნებაყოფლობითობას, ისევე, როგორც დაქორწინებისას, ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მხარეთა ნება, მათი სურვილი შექმნან ოჯახი ან შეწყვიტონ ქორწინება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქორწინება გულისხმობს მეუღლეთა ერთობლივ სურვილს, მათ ერთობლივ გადაწყვეტილებას ერთმანეთთან ჰქონდეთ ოჯახური ურთიერთობა, ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ----ამ ა--–იძესა და ს----იო ჭ---ანიძეს შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რადგან მოსარჩელეს სურს განქორწინება, რასაც ეთანხმება მოპასუხე.

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

როგორც აღინიშნა, სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

7. საპროცესო ხარჯები

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 50 (ორმოცდაათი) ლარი, ვინაიდან მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო, მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ----ამ ა--–იძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

1.1. შეწყდეს მოსარჩელე გ----ამი ა--–იძეს (პ/ნ 60002017763) და ს----იო ჭ---ანიძეს (პ/ნ 60002019428) შორის 2003 წლის 16 ნოემბერის №0026679 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება;

1.2. დაუბრუნდეს მოსარჩელე გ----ამ ა--–იძეს ი-–-- ჯ----–იძის მიერ 2019 წლის 29 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ციცინო კიკვაძე