განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/113-19 15 მაისი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი,სხდომის სახე - ღია,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ-------------–---–-;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ლ--–------------ე;
ბრალდებული - შ---ნ ა-–---ის ძე შა------ვ, დაბადებული 1--- წლის 9 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, პასპორტის N7--------, დაოჯახებული, მცხოვრები რუსეთის ფედერაცია, ქ. მოსკოვი, ხ-------------ს ქ. N4/274, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილი - საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა.
თარჯიმანი - ნანული გოგოლაძე
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობის მიხედვით: შ---ნ შა------ვმა გამოძიებით დაუდგენელ დროს რუსეთის ფედერაციაში შეიძინა და საქართველოში გადაზიდა ცეცხლსასროლი იარაღის 19 ცალი ვაზნა. კერძოდ, 2019 წლის 14 მარტს, დაახლოებით 10:19 საათზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“, თავისი მართვის ქვეშ მყოფი „გაზ-2705“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით B---------- შემოვიდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე შ---ნ შა------ვი, რომელსაც ავტომანქანის სალონში უკანა სავარძელზე არსებულ შავი ფერის სპორტულ ჩანთაში მოთავსებული ჰქონდა საბრძოლო მასალა - ქარხნული წესით დამზადებული, 1959-1960 წლების ნიმუშის 5,6 მმ კალიბრის რგოლური აალების 19 ცალი თავდაცვითი და სანადირო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის პისტოლეტების, რევოლვერების, შტუცერებისა და კარაბინებისათვის, რაც გადაზიდა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს ტერიტორიაზე.
1.1. 2019 წლის 13 მაისს, ადვოკატის მონაწილეობით და ბრალდებულ შ---ნ შა------ვის წინასწარი თანხმობით, ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმის, ქმედების მართლწინააღმდეგობის, ბრალეულობის ხარისხის, ბრალდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შეფასების საფუძველზე, სახელმწიფო რესურსების, საჯარო ინტერესის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების მიზნით, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- მი------–---–სა და ბრალდებულ შ---ნ შა------ვს შორის, მისი ადვოკატის მონაწილეობით, დაიდო საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების ფორმით, სასჯელის სახესა და ზომაზე შეთანხმების პირობით.
1.2. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობის მიხედვით პროკურორი ითხოვს, რომ შ---ნ შა------ვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს აღნიშნული დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელი ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას და გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს დანაშაულის საგანი, კვლევის შედეგად დარჩენილი 15 (თხუთმეტი) ცალი ქარხნული წესით დამზადებული 5,6 მმ კალიბრის ვაზნა. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: ნერწყვის ნიმუში განადგურდეს, ხოლო დათვალიერების ოქმი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ამირან ხარზიანის, ეივაზ იუსუბოვის, ვალერი გურგენიძის, დარეჯან ცხოიძის გამოკითხვის ოქმები; თავად შ---ნ შა------ვის გამოკითხვის ოქმი; ვაზნების ამოღების ოქმი; ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა; სატრანსპორტო საშუალების შემოწმების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულკებები.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე.
3.2. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობითაა დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს;
3.3. ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს;
3.4. ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;
3.5. ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;
3.6. ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;
3.7. ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;
3.8. ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;
3.9. საპროცესო შეთანხმებაში ასახულია ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა;
3.10. ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
3.11. ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება;
3.12. ბრალდებული გაფრთხილებულია საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განმარტებული აქვს, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
3.13. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას. ასევე განემარტა, რომ მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.
3.14. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობა, მიაჩნია, რომ საქმის მასალების მიხედვით, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ შ---ნ შა------ვის მიერ დანაშაულის ჩადენას. ასევე, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. ამასთან, სასამართლომ დამარწმუნებელი პასუხები მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე.
4.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა შ---ნ შა------ვმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა.
4.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, შეესაბამება როგორც ბრალდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული შ---ნ შა------ვი თავს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში, რაც უნდა ჩაითვალოს მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-213-ე, 215-ე, 258-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ნ-------------–---–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს პროკურორსა და შ---ნ შა------ვს შორის 2019 წლის 13 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. შ---ნ შა------ვ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს აღნიშნული დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელი ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე შ---ნ შა------ვს დამატებითი სასჯელის სახედ, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას და გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს დანაშაულის საგანი, კვლევის შედეგად დარჩენილი 15 (თხუთმეტი) ცალი ქარხნული წესით დამზადებული 5,6 მმ კალიბრის ვაზნა.
5. შ---ნ შა------ვის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
6. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: ნერწყვის ნიმუში განადგურდეს, ხოლო დათვალიერების ოქმი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი არ საჩივრდება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, კერძოდ: მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები. პროკურორი უფლებამოსილია წარადგინოს საჩივარი ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
მოსამართლე მ. ოშხარელი