განაჩენი

სისხლის სამართლის 12.04.2019
საქმის ნომერი
330100119002913175
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1----19

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

12 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------–-ძე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ--------- აჟ---------ე ა-–----–აი (დაბადებული - 1----–-–----- მარტს, ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტის #V--------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებელი, რეგისტრირებული მისამართზე: ირანი, ქ--------------–--–------------------------ში), აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ქვეშ მყოფი.

 

ადვოკატი - ლე------------–--ლი

 

თარჯიმანი - ლ--–-------–-–-ილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 4 მარტს, დაახლოებით 16:05 საათზე, ა-–----–აი მ---------ი (AL---------------AD, pas: V--------3), მისი მართვის ქვეშ მყოფი „CA----------0” - ის მარკის მსუბუქი ავტომანქანით, სახ. ნომრით N---------, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საბაჟო გამშვები პუნქტის - „სადახლო საავტომობილოს“ კონტროლის ზონაში, რა დროსაც მებაჟე-ოფიცრის ეჭვის საფუძველზე ზემოაღნიშნული ავტომანქანის დათვალიერებისას, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, აღმოჩენილ იქნა 4690,5 ლარის საბაზრო ღირებულების, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 959 კოლოფი, სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. მ--------- ა-–----–აის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - გ-----–---------ა და არ---–------–---იას გამოკითხვის ოქმებს, დათვალიერების ოქმი, ლუქის ახსნის და დათვალიერების ოქმები, ამოღების ოქმი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 11 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს.

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ მ--------- ა-–----–აის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ საქმის არსებით სხდომაზე, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლი კრიმინალიზებულია აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე მდგომარეობს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვაში. პასუხისმგებლობა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის მარკირებისთვის ეკისრება საქართველოში წარმოებულ აქციზური საქონლის მწარმოებელს, ხოლო საქართველოში იმპორტირებული აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლისთვის - იმპორტიორს.

 

3.2. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის ბრძანებულებით ,,საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ‘‘ აიკრძალა ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოება, იმპორტირება და რეალიზაცია აქციზური მარკების გარეშე.

 

3.3. მოცემულ შემთხვევაში მოწმეების - გ-----–---------ა და არ---–------–---იას გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმით, ლუქის ახსნის და დათვალიერების ოქმებით, ამოღების ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 11 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის N0-------- დასკვნითა და საქმეში არსებულ სხვა წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2019 წლის 4 მარტს, დაახლოებით 16:05 საათზე, ა-–----–აი მ---------ი (AL---------------AD, pas: V--------3), მისი მართვის ქვეშ მყოფი „CA----------0” - ის მარკის მსუბუქი ავტომანქანით, სახ. ნომრით N---------, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საბაჟო გამშვები პუნქტის - „სადახლო საავტომობილოს“ კონტროლის ზონაში, რა დროსაც მებაჟე-ოფიცრის ეჭვის საფუძველზე ზემოაღნიშნული ავტომანქანის დათვალიერებისას, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, აღმოჩენილ იქნა 4690,5 ლარის საბაზრო ღირებულების, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 959 კოლოფი, სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი.

 

3.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ--------- ა-–----–აიმ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 200-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

 

4.5. ყოველივე ზემოაღნიშნული, ასევე ბრალდებულის მიერ, ჩადენილი დანაშაულის კატეგორია (მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულს), მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება (არ არის ნასამართლევი), პირადი და ეკონომიკური მდგომარეობა (ბრალდებული არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი), ყოფაქცევა ქმედების ჩადენის შემდეგ (უდავო გახადა მტკიცებულებები) გასათავლისწინებელია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შეფარდებისას, რა დროსაც სწორად უნდა იქნეს გაგებული სასჯელის ინივიდუალიზაციის პრინციპი, რომელიც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, დანაშაულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მკაცრად ინდივიდუალიზებული სამართლიანი სასჯელის შეფარდებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნების აღსრულებას.

 

4.6. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მ--------- ა-–----–აის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, კერძოდ, ის, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და რომ ჩადენილია ნაკლებად მძიმე განზრახი დანაშაული, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო, მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

4.7. ამდენად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--------- ა-–----–აის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 200-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ძირითადი სასჯელი - ჯარიმა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მ--------- ა-–----–აის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

4.8. რაც შეეხება მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევის გამოყენების შესაძლებლობას, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლით, სასამართლოს აღნიშნული სანქციის გამოყენება მიზანშეუწონლად მიაჩნია, ვინაიდან, როგორც ბრალდებულმა განმარტა, მისი შემოსავლის ძირითად საშუალებას/წყაროს წარმოადგენს ავტომანქანის მეშვეობით ტურისტების მომსახურება, რასაც იგი ყოველდღიურად ახორციელებს თავის ქვეყანაში. ამასთან, მისი დროებითი ბინადრობის/საცხოვრებელ ადგილს ამჟამად წარმოადგენს სწორედ საკუთარი ავტომანქანა, რომელიც განთავსებულია სპეციალურ ავტოსადგომზე. გარდა ამისა, დაცვის მხარის პოზიციით, ბრალდებულს არანაირი შემოსავლის წყარო არა აქვს და ქონების ჩამორთმევა მის ისედაც მძიმე მატერიალურ მდგომარეობასა და ყოფით ცხოვრებას კიდევ უფრო გააუარესებს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ თვლის მიზანშეწონილად ბრალდებულ მ--------- ა-–----–აის მიმართ სასჯელის სახით დამატებითი ღონისძიების - ქონების ჩამორთმევის - გამოყენებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ--------- ა-–----–აი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. მ--------- ა-–----–აის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

3. მსჯავრდებულ მ--------- ა-–----–აის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

 

4. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:

 

- 4690,5 ლარის საბაზრო ღირებულების, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 959 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომელიც ინახება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ - განადგურდეს;

 

- ,,CA----------0“-ის მარკის მსუბუქი ავტომანქანით, სახ. ნომრით ,,4-------0, რომელიც განთავსებულია ს.გ.პ. ,,სადახლო-საავტომობილო’’-ს ტერიტორიაზე, სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- ერთი ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის სს საქმეს შენახული იქნას სს საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე