განაჩენი

სისხლის სამართლის 23.04.2019
საქმის ნომერი
330100119002861386
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/7---19

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

23 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-----–---------ვა

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ვა–-------------------------აძე (დაბადებული 19---–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.თბილისი, მ-----–-–-----------–---–---------------ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი;

 

ადვოკატი - ალ------------ა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი).

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).

 

სხდომის სახე ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. დაახლოებით 8 წლის განმავლობაში, ნ---- ქ---------ე და ვ-–- ფ---------ძე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ ორი შვილი. 2018 წლის 23 იანვარს, ქ.თბილისში, დი----------------------–ი არსებულ საცხოვრებელ სახლში, საღამოს საათებში, ნ---- ქ---------ეს მის მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მისი ყოფილი მეუღლე ვ-–- ფ---------ძე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც ნ---- ქ---------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.2. 2018 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 13:33 სთ-ზე, ქ.თბილისში დი----------------------–ი არსებულ საცხოვრებელ სახლში, საღამოს საათებში, ნ---- ქ---------ეს მის მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მისი ყოფილი მეუღლე ვ-–- ფ---------ძე, კერძოდ, გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც ნ---- ქ---------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. ვ-–- ფ---------ძის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ნ---- ქ---------ისა და მოწმეების - ქ------- ბ----ის, გ------- ბ-------–--ლის, დ----- ს------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, დათვალიერების ოქმებს, 2019 წლის 30 იანვრის ბრალდებულის დაკავების ოქმს, 2019 წლის 05 იანვრის N0----- შემაკავებელ ორდერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 18 იანვრის განაჩენს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 22 ივნისის განაჩენს, ასევე, საქმეში არსებულ სხვა წერილობით მასალასა და თავად ბრალდებულის აღიარებას.

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ვ-–- ფ---------ძის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულ ვ-–- ფუტკრაძის მიერ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა განხორციელებულია ყოფილი მეუღლის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, ისინი ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად.

3.2. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. მაშასადამე, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას (ამასთან დაკავშირებით იხ.: უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება N------18 საქმეზე; უზენაესი სასამართლოს 2----–-–-- 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება N276აპ-17 საქმეზე).

 

3.3. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ ნ---- ქ---------ისა და მოწმეების - ქ------- ბ----ის, გ------- ბ-------–--ლის, დ----- ს------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, 2019 წლის 30 იანვრის ბრალდებულის დაკავების ოქმით, 2019 წლის 05 იანვრის N0----- შემაკავებელ ორდერით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 18 იანვრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 22 ივნისის განაჩენით, ასევე, საქმეში არსებული სხვა წერილობითი მასალითა და თავად ბრალდებულის აღიარებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დაახლოებით 8 წლის განმავლობაში, ნ---- ქ---------ე და ვ-–- ფ---------ძე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ ორი შვილი. 2018 წლის 23 იანვარს, ქ.თბილისში, დ---- ხ----ის ქუჩა NN--ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, საღამოს საათებში, ნ---- ქ---------ეს მის მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მისი ყოფილი მეუღლე ვ-–- ფ---------ძე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც ნ---- ქ---------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. გარდა ამისა, 2018 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 13:33 სთ-ზე, ქ.თბილისში დი----------------------–ი არსებულ საცხოვრებელ სახლში, საღამოს საათებში, ნ---- ქ---------ეს მის მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მისი ყოფილი მეუღლე ვ-–- ფ---------ძე, კერძოდ კი გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც ნ---- ქ---------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.

 

3.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვ-–- ფ---------ძემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, “სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

4.7. ვ-–- ფ---------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, მის მიერ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, საქმეზე არსებული მტკიცებულებები გახადა უდავოდ, დაზარალებულს მის მიმართ დღეის მდგომარეობით პრეტენზიები არ გააჩნია.

 

4.8. რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ერთ-ერთი გარემოებაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულმა ვ-–- ფ---------ძემ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება - ყოფილი მეუღლის, ნ---- ქ---------ის მიმართ.

 

4.9. სასამართლო ბრალდებულ ვ-–- ფ---------ძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მან აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2----–-–-- 22 ივნისის განაჩენით ვ-–- ფ---------ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. აქედან გამომდინარე, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დროს - ვ-–- ფ---------ძე ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და აღნიშნული დროისათვის მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა (ქმედების ჩადენის დროსთან დაკავშირებით იხ.: საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისი N1/1/428,477,459 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი, უზენასი სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის N108აგ-16 გადაწყვეტილება და უზენასი სასამართლოს 2----–-–-- 5 დეკემებრის N349აპ-17 გადაწყვეტილება).

 

4.10. გამომდინარე აქედან, ბრალდებულს სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კერძოდ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 22 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სამართლიანი სასჯელი. აქვე, სასამართლო განმარტავს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ ვ-–- ფ---------ძის სამართლებრივი სტატუსი იძლევა მის მიერ განხორციელებული დანაშაულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას, თუმცა, აღნიშნული გარემოება სასჯელის ქვემოთ მითითებულ კონკრეტულ სახეზე გავლენას ვერ მოახდენს.

 

4.11. რაც შეეხება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.

 

4.12. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არადეკვატურად წარმოაჩენს.

 

4.13. ამდენად, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ვ-–- ფ---------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციის ფარგლებში. სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის სხვა, ნაკლებად მკაცრი სახე (ჯარიმა), ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - ჯარიმა - არის თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. კერძოდ, ვ-–- ფ---------ძეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (2019 წლის 2---------ს ეპიზოდი) ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ვ-–- ფ---------ძე ასევე, ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (2019 წლის 2---------- ეპიზოდი) ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1500 ( ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

4.14. სასამართლო აგრეთვე, მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ-–- ფ---------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 2---------ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. ვ-–- ფ---------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 2---------- ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ვ-–- ფ---------ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 22 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ-–- ფ---------ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

5. მსჯავრდებულ ვ-–- ფ---------ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 30 იანვრიდან.

 

6. მსჯავრდებულ ვ-–- ფ---------ძეს მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე