გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.11.2018
საქმის ნომერი
330310016001266650
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3/1539-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

01 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი

სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი

 

მოსარჩელე - ქ----------------- უფლებამონაცვლე მ-----------------

წარმომადგენელი - დ--------------

 

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - ლ---------–---

 

მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო

წარმომადგენელი - ი----------------–---–--

 

მესამე პირი - ჯ--–--–-----------------------;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ,,რეგისტრაციის შესახებ“ 2012 წლის 27 სექტემბრის №--------------- გადაწყვეტილება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 დეკემბრის №------ გადაწყვეტილება.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 01 თებერვლის №1---- გადაწყვეტილება.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 1994 წლის 19 მაისს, ქ. თბლისის მუნიციპალიტეტის კაბინეტმა მიიღო 11.22.202 დადგენილება, რომლის თანახმად არქიტექტორთა კავშირს საცხოვრებელ და სახელოსნოების ასაშენებლად გამოეყოთ მიწის ნაკვეთების ფართობები მდებარე ქ. თბილისი, ნ--–----------------------------– მიკრო რაიონის მიმდებარედ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 1- მაისის 10.29.205 დადგენილებით, ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ დადგენილებაში, რომლითაც შეეცვალა ადგილმდებარეობა გამოყოფილ მიწის ნაკვეთებს. კერძოდ, ნაცვლად ნ--–----------------------------– მიკრო რაიონისა, ნაკვეთების გადაცემა მოხდა ნ--–------------------------------ მიმდებარედ ონკოლოგიური საავადმყოფოს სამხრეთ ფერდობზე. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული კოოპერატივ „ხ-------------------” სიის თანახმად, ქ---------------- მითითებული იქნა 2--- ნომრად, რომელზეც დამაგრდა ნ--------------------------- კვ.მ.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2009 წლის 15 მარტს, ქ----------------მ მიმართა სარეგისრტაციო სამსახურს მიწის ნაკვეთის, ნ--–------------------------------ მიმდებარედ ონკოლოგიური საავადმყოფოს სამხრეთ ფერდობზე, 4-------. რეგისტრაციის თაობაზე. განცხადებას თან ერთოდა რეგისტრაციისათვის განკუთვნილი ყველა საჭირო დოკუმენტი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 11 მარტის 8-------------- გადაწყვეტილებით, განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი გახდა სარეგისტრაციო საფასურის ნაწილობრივ გადახდა და ასევე, შემდეგი დოკუმენტაციის: ვაკის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილების, რომლითაც დადასტურდებოდა ქ----------------- უფლება ნ--–------------ მ/რ მიმდებარედ ონკოლოგიური ცენტრის სამხრეთით ფერდობზე მდებარე 4-------. მიწის ნაკვეთზე და ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 0--------- წელს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის წარდგენის დავალება. გამომდინარე იქიდან, რომ ქ----------------- შეექმნა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, მის მიერ ამ დოკუმენტების წარდგენა ვერ მოხერხდა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით, განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ქ----------------მ მისი გამოჯანმრთელებისთანავე, ზემოაღნიშნული საქმის - 8-----------, განახლების მოთხოვნით, კვლავ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა ამ უკანასკნელის მიერ მოხდა რეგისტრაციაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთი უკვე დარეგისტრირებული იყო სახელმწიფოზე. კერძოდ, გაირკვა, რომ: 2012 წლის 27 სექტემბრის რეგისტრაციის შესახებ 8----------- გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ნ--–------------------------------------------------------ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 18 სექტემბრის 0------- წერილი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2012 წლის 19 დეკემბრის 8-------------- გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზე, მდებარე, ქ. თბილისში, ნ--–------------------------------------------------------ მიწის ნაკვეთზე, დარეგისტრირდა ე-–-------------- საკუთრების უფლება. საკუთრების უფლების დარეგისტრირების საფუძველი გახდა 2012 წლის 25 ოქტომბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი 1---------) და 2012 წლის 14 დეკემბრის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა 2----

 

2014 წლის 16 აგვისტოს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ნ--–------- ფერდობის მე-4 მ/რ-ის მიმდებარედ N1----- მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა მ------–------- საკუთრების უფლება, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2014 წლის 01 აგვისტროს ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

2015 წლის 20 მაისის რეგისტრაციის შესახებ N------------ გადაწყვეტილებით 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი დაიყო და მიწის ნაკვეთებს მიენიჭა 0--------------- და 0--------------- საკადასტრო კოდები.

 

2015 წლის 01 ივნისის რეგისტრაციის შესახებ N8-------------- გადაწყვეტილებით, უძრავი ნივთი 0--------------- დარეგისტრირდა მ--- გ-----–--ის საკუთრებად. საკუთრების უფლების დარეგისტრირების საფუძველი გახდა 2015 წლის 25 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება;

 

2015 წლის 25 ნოემბერს 0--------------- და 0--------------- საკადასტრო კოდებით არსებული მიწის ნაკვეთების გაერთიენების შედეგად, N8----------- გადაწყვეტილებით, დარეგისტრირდა უძრავი ნივთი 0--------------- საკადასტრო კოდით, რომლის მესაკუთრე არის მ----------–---.

 

2015 წლის 10 დეკემბერს, ქ----------------მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ ქონების დეპარტამენტის 2012 წლის 27 სექტემბრის N8----------- გადაწყვეტილებისა და ყველა მომდევნო გადაწყვეტილების გაუქმება.

 

განცხადება ეყრდნობოდა იმ საფუძველს, რომ საჯარო რეესტრმა სადავო ქონების სახელმწიფოზე დარეგისტრირებისას არ გაითვალისწინა, რომ მასზე ერთადერთ უფლებამოსილ და მართლზომიერ მფლობელს წარმოადგენდა ქ----------------. აღნიშნულს ადასტურდებდა ქ----------------- მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი და საქმეში დაცული ის საბუთები, რის საფუძველზეც იგი ითხოვდა სადავო ქონების საკუთრების უფლებით დარეგისტრირებას. მიუხედავად აღნიშნულისა საჯარო რეესტრმა დაარღვია კანონი და მოახდინა სახელმწიფოზე სადვო ნაკვეთის დრეგისტრირება, რითაც დაირღვა ქ-----------------, როგორც მესაკუთრისა და მართლზომიერი მფლობელის უფლებები.

 

საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 დეკემბრის და 2016 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებებით ქ----------------- უსაფუძვლოდ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს მის ბათილად ცნობას.

 

2. მხარეთა პოზიცია

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მესამე პირთა პოზიცია

 

2.2.1. მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2.2. მესამე პირი - ჯ--–--–----------------------ს სასამართლოში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს არქიტექტორთა კავშირისათვის საცხოვრებელი სახლი-სახელოსნოების ასაშენებლად მიწის ნაკვეთის დამაგრების შესახებ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994 წლის 19 მაისის N--------- დადგენილების თანახმად, მიღებულ იქნა მიწათსარგებლობის კომისიის წინადადება / 1994 წლის 11 მაისის ოქმი N--/ და დაკმაყოფილდა არქიტექტორთა კავშირის თხოვნა, კავშირის წევრთა საცხოვრებელი სახლი-სახელოსნოების ასაშენებლად მიწის ნაკვეთის დამაგრების შესახებ ნ--–---------------------------------------– მიკრორაიონში, საშუალო სკოლის სამხრეთით.

 

ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკის რაიონის გამგეობის 1996 წლის 25 დეკემბრის 1--------- გადაწყვეტილების თანახმად, ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994 წლის 19 მაისის N--------- დადგენილების თანახმად, ნ--–----------–----------------- სკოლის მიმდებარედ/სამხრეთით/ საცხოვრებელი სახლი-სახელოსნოების აშენების მიზნით დამტკიცდა მშენებლობის კოოპერატივ ,,ხ--------------------“ საინიციატივო ჯგუფი და წევრები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994 წლის 19 მაისის N--------- დადგენილება. (ს.ფ. 20);

-ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკის რაიონის გამგეობის 1996 წლის 25 დეკემბრის N1--------- გადაწყვეტილება. (ს.ფ. 22);

 

3.1.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 14 მაისის N--------- დადგენილებით, ცვლილება შევიდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994 წლის 19 მაისის N--------- დადგენილებაში და საქართველოს არქიტექტორთა კავშირს, წევრთა საცხოვრებელი სახლი-სახელოსნოების მშენებლობისათვის, ნაცვლად, ნ--–---------------------------–--------- რაიონისა, გამოეყოთ მიწის ნაკვეთი ნ--–------------------------------ მიმდებარედ, ონკოლოგიური ცენტრის სამხრეთით არსებულ ფერდობზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 14 მაისის N--------- დადგენილება. (ს.ფ. 27-28);

 

3.1.3. 1999 წლის 30 ივნისის კოოპერატივი ,,ხ-------------------“ წევრთა საერთო კრების ოქმის თანახმად, ,,ხ-------------------“ წევრთა სიაში ქ---------------- მითითებული იქნა 2--- ნომრად, რომელზეც დამაგრდა ნაკვეთი - N1-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრთა კორექტირებული სია (ს.ფ. 33-34);

 

3.1.4. 2009 წლის 05 მარტს ქ----------------მ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, მდებარე ნ--–------------ მ/რ-ის მიმდებარედ, ონკოლოგიური ცენტრის სამხრეთით ფერდობზე (4-------). დაინტერესებულმა პირმა განცხადებას დაურთო: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, დისკი, ვაკის რაიონის გამგეობის 24.12.1997 წლის N--------- გადაწყვეტილება, კრების ოქმი N2---------- დადგენილება N---------, ტექბიუროს გადაწყვეტილება N----------- მუნიციპალიტეტის დადგენილება N---------, კოოპერატივი ,,ხ--------------------“ წევრთა საერთო კრების ოქმი 0---------- კოოპერატივი ,,ხ--------------------“ წევრთა საერთო კრების ოქმი N7------------

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 11 მარტის N8-------------- გადაწყვეტილების თანახმად, ქ----------------- 2009 წლის 05 მარტის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს დაევალა დამატებით სარეგისტრაციო საფასურის გადახდა და ასევე, შემდეგი დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა: ვაკის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდებოდა ქ----------------- უფლება ნ--–------------ მ/რ მიმდებარედ ონკოლოგიური ცენტრის სამხრეთით ფერდობზე მდებარე 4-------.; მიწის ნაკვეთზე და ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 0--------- წელს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 13 აპრილის N8------------05 გადაწყვეტილების თანახმად, ქ----------------- 2009 წლის 05 მარტის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, სააგენტოს 2009 წლის 11 მარტის N8-------------- გადაწყვეტილებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის ვადაში წარუდგენლობის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 37);

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 11 მარტის N8-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 38);

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 13 აპრილის N8------------05 გადაწყვეტილება (ს.ფ. 39);

 

3.1.5. 2012 წლის 24 სექტემბერს, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ.თბილისი, ნ--–------------ მ/რ (--- კვ.მ). დაინტერესებულმა პირმა განცხადებას დაურთო: მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიმართა, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წერილის ასლი, ელვერსია.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისადმი მიმართული სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 18 სექტემბრის N0--------- მიმართვის თანახმად, სააგენტოს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ეთხოვა, ნ--–------------ მ/რ-ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 18 სექტემბრის N0--------- მიმართვის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეცნობა, რომ იგეგმებოდა დანართში ჩამოთვლილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. დანართის თანახმად, ერთ-ერთი უძრავი ქონების დასახელებაა ნ--–------------ მ/რ-ის მიმდებარე.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 27 სექტემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქ.თბილისში, ნ--–------------ მ/რ-ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება.

 

საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 27 სექტემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ნ--–------------------------------------------------------/0--, დაზუსტებული ფართობი: 5---00 კვ.მ) 2012 წლის 27 სექტემბრიდან რეგისტრირებულია ქ. თბილისის თვითმმართველის ერთეულის საკუთრების უფლება, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 18 სექტემბრის N0--------- წერილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-განცხადების მიღების ბარათი. (ს.ფ. 138);

-24.09.2012 წლის განცხადება. (ს.ფ. 141);

-ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 18 სექტემბრის N0--------- მიმართვა. (ს.ფ. 144);

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 27 სექტემბრის N8-------------- გადაწყვეტილება.(ს.ფ. 147);

-2012 წლის 27 სექტემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერი. (ს.ფ. 148-149);

-სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 18.09.2012 წლის N0--------- მიმართვა. (ს.ფ. 201);

 

3.1.6. ქ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 05 ოქტომბრის N2-------- დადგენილების თანახმად, მთავრობამ დაადგინა, რომ განხორციელდეს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, დანართი 1-ით და დანართი 2-ით წარდგენილი ქონების პრივატიზება ელექტრონული აუქციონის ფორმით. დამტკიცდეს საპრივატიზებო ქონების საწყისი სააუქციონო ფასი, მინიმალური ბიჯი და სააუქციონო პირობები, დანართი 1-ის და დანართი 2-ის შესაბამისად.

 

ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 25 ოქტომბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N E-1--------- ოქმის თანახმად, 2012 წლის 25 ოქტომბერს ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა ე-–------------- (პ.ნ 6----------), რომელმაც 19656.00 ლარად შეიძინა უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ნ--–------------------------------------------------------/0--, ფართობი: 5---00 კვ.მ).

 

ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 25 ოქტომბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N E-1--------- ოქმის საფუძველზე, ე-–-------------ზე (პ.ნ 6----------) 2012 წლის 14 დეკემბერს გაიცა N2--- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 05 ოქტომბრის N2-------- დადგენილება. (ს.ფ. 196);

- 2012 წლის 25 ოქტომბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი. (ს.ფ. 194);

- 2012 წლის 14 დეკემბერს N2--- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. (ს.ფ. 193);

 

3.1.7. 2014 წლის 01 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ე-–-------------მ (პ.ნ 6----------) გაყიდა და მ------–------- (პ.ნ. 6----------) იყიდა უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ნ--–------------------------------------------------------/0--, ფართობი: 5---00 კვ.მ).

 

2015 წლის 25 მაისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მ------–------- (პ.ნ. 6----------) გაყიდა და მ----------–---მ (პ.ნ. 0-0-------1) იყიდა უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ნ--–------------------------------------------------------/0--, ფართობი: 11.00 კვ.მ).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2014 წლის 01 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 42);

-2015 წლის 25 მაისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 44);

 

3.1.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 10 ნოემბრის N8-------------- გადაწყვეტილების თანახმად, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს 2015 წლის 06 ნოემბერს წარედგინა ქ----------------- N------------ განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე თბილისი, ნ--–------------ მ/რ-ის მიმდებარედ, ონკოლოგიური ცენტრის სამხრეთით ფერდობზე (4-------). განცხადებას ერთვოდა: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვაკის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილება, არქიტექტორთა კავშირის წევრთა კორექტირებული სია ბინა-სახელოსნოების ასაშენებლად, მიწის გეგმა და მითითება N8----------- განცხადებაზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც განმცხადებელი ითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას, უკვე რეგისტრირებულია სხვა უფლება, რაც გამორიცხავს აღნიშნულ უძრავ ნივთზე წარდგენილი უფლების რეგისტრაციას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საჯარო რეესტრის 10.11.2015 წ.N8-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 229);

 

3.1.9. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 08 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ნ--–------------------------------------------------------/0--, დაზუსტებული ფართობი: 4--.00 კვ.მ, ს.კ. N0---------------) 2017 წლის 08 თებერვლიდან რეგისტრირებულია ჯ--–--–-----------------------ს საკუთრების უფლება, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2017 წლის 08 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერი;

 

3.1.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 დეკემბრის N------ გადაწყვეტილების თანახმად, ქ----------------- (პირადი ნომერი 0----------) წარმომადგენელს მ------ ბ-------- (პირადი ნომერი 0----------- უარი ეთქვა 2015 წლის 10 დეკემბრის N--------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე და ადმინისტრაციული საჩივარი, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, დაუბრუნდა ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 01 თებერვლის N1---- გადაწყვეტილების თანახმად, გასწორდა ტექნიკური შეცდომა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 დეკემბრის N------ გადაწყვეტილებაში და გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნაში, ნაცვლად N8-------------- (05.09.2012), N9--------------- (17.10.2012) და N8-------------- (30.10.2012) გადაწყვეტილებებისა, მიეთითა რეგისტრაციის შესახებ N8-------------- (27.09.2012) და ყველა მომდევნო გადაწყვეტილება. 2015 წლის 18 დეკემბრის N------ გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი ჩამოყალიბდა წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 2015 წლის 18 დეკემბრის N------ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 2.1. პუნქტში მითითებული საკადასტრო კოდების ნაცვლად მიეთითა 0---------------, 0---------------, 0--------------- და 0--------------- საკადასტრო კოდები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საჯარო რეესტრის 2015 წლის 18 დეკემბრის N------ გადაწყვეტილება. (ს.ფ. 55-56);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, ქ----------------- სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანება; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამის ნორმებთან.

 

6.2. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ,,რეგისტრაციის შესახებ“ 2012 წლის 27 სექტემბრის №--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა - მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების ,,????????? ???????’’ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, (სადავო პერიოდში მოქმედი) სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 24 სექტემბერს, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ.თბილისი, ნ--–------------ მ/რ (--- კვ.მ). დაინტერესებულმა პირმა განცხადებას დაურთო: მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიმართა, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წერილის ასლი, ელვერსია. სწორედ აღნიშნული განცხადების საფუძველზე იქნა დაწყებული მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციო წარმოება.

 

6.3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს(შემდგომში – სააგენტოს) მიერ საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის წესებსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს. ინსტრუქციის 14-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნებისათვის მიწის ნაკვეთი არის გეომეტრიული ერთიანობის მქონე ტერიტორია(დაზუსტებული ან დაუზუსტებელი), რომელიც მოქცეულია საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ერთიან უფლებრივ სივრცეში ან არსებობს მასზე უფლების ამგვარად რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება. მიწის ნაკვეთზე უფლება ვრცელდება ასევე მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა არ არის გათვალისწინებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ- დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სააგენტოს) მიერ საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის წესებსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთაც არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.

 

დასახელებული კანონის 23-ე მუხლი განსაზღვრავს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს. კერძოდ,- სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას; ბ) რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; დ) დადგენილი წესით გახდა ცნობილი სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების ფაქტი; ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარის თქმას; ვ) რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე; ვ1) სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია; ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 

სასამართლო მიუთითებს, ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ'' საქართველოს კანონი (ძალადაკარგულია საქართველოს 02/05/2014 N 1958 ორგანული კანონით - 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან) განსაზღვრავდა თბილისის, როგორც საქართველოს დედაქალაქის სტატუსს, თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებას, საქმიანობის წესს და საფინანსო-ეკონომიკურ საფუძვლებს. აღნიშნული კანონის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონებას განეკუთვნებოდა ა) ქონება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა; ბ) სახელმწიფოს მიერ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი ან შეძენილი ქონება. დღეს მოქმედი ,,ადგილობრივი თვითმმართველოს შესახებ'' საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს. ამ კანონის თავი XIII ეხება მუნიციპალიტეტის ქონებას და განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ქონების კატეგორიებს, შექმნის წესსა და ქონებრივ უფლებებს (გარდა ბუნებრივი რესურსებისა, რომლებით სარგებლობა და რომელთა ფლობა და განკარგვა მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით), აგრეთვე მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. აღნიშნული კანონის 106-ე მუხლის მიხედვით მუნიციპალიტეტის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. მუნიციპალიტეტის ქონებას განეკუთვნება: ა) მუნიციპალიტეტისთვის კანონით მიკუთვნებული ქონება; ბ) სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) ავტონომიური რესპუბლიკის მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; დ) მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, შეძენილი ან რეგისტრირებული ქონება. კანონი ადგენს, რომ მუნიციპალიტეტი ქონებაზე საკუთრების უფლების განხორციელებისას დამოუკიდებელია და მუნიციპალიტეტის ორგანოები ქონებრივი უფლებების განხორციელებისას ვალდებული არიან, დაიცვან მუნიციპალიტეტის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები. (იგივე რეგულაციას ითვალისწინებდა მანამდე მოქმედი 16.12.2005 წ. N2304-რ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ'' საქართველოს ორაგნული კანონი, რომელიც ასევე ძალადაკარგულია (2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან) საქართველოს 02/05/2014 N 1958 ორგანული კანონით)).

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა დადგენილია, რომ 2012 წლის 24 სექტემბერს, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ.თბილისი, ნ--–------------ მ/რ (--- კვ.მ). დაინტერესებულმა პირმა განცხადებას დაურთო: მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიმართვა, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წერილის ასლი და ელვერსია.

 

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისადმი მიმართული სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 18 სექტემბრის N0--------- მიმართვის საფუძველზე ირკვევა, რომ სააგენტოს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ეთხოვა, ნ--–------------ მ/რ-ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 18 სექტემბრის N0--------- მიმართვის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეცნობა, რომ იგეგმებოდა დანართში ჩამოთვლილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. დანართის თანახმად, ერთ-ერთი უძრავი ქონების დასახელებაა ნ--–------------ მ/რ-ის მიმდებარე.

 

დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 27 სექტემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქ.თბილისში, ნ--–------------ მ/რ-ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება.

 

საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 27 სექტემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ნ--–------------------------------------------------------/0--, დაზუსტებული ფართობი: 5---00 კვ.მ) 2012 წლის 27 სექტემბრიდან რეგისტრირებულია ქ. თბილისის თვითმმართველის ერთეულის საკუთრების უფლება, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 18 სექტემბრის N0--------- წერილი.

 

6.4. სასამართლო კიდევ ერთხელ მოიხმობს ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-8 მუხლს, რომლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირს განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელ ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას, დაინტერესებულმა პირმა კი თავის მხრივ უნდა წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ'' და ,,კ'' ქვეპუნქტების შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაციაა რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტებია, რომლებიც წარმოშობს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამდენად დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო განცხადების წარდგენისას თანდართული იყო ყველა ის დოკუმენტი, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოუშობდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივ საფუძველს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის და საქმეზე დადგენილი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა რაიმე ხელისშემშლელი გარემოება, რომელიც გახდებოდა რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ, სადავო უძრავ ნივთზე, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ქალაქი თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე სწორად მოახდინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამასთან, მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული, თუ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, კანონმდებლობის რა მოთხოვნები იქნა დარღვეული ამ უკანასკნელის მიერ, რომლითაც თავის მხრივ შეიზღუდა მოსარჩელის უფლებები.

 

სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის პოზიციაზე, რომლის საფუძველზეც ითხოვს მხარე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ,,რეგისტრაციის შესახებ“ 2012 წლის 27 სექტემბრის N8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, კერძოდ მოსარჩელე მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრმა სადავო ქონების სახელმწიფოზე დარეგისტრირებისას არ გაითვალისწინა, რომ მასზე ერთადერთ უფლებამოსილ და მართლზომიერ მფლობელს წარმოადგენდა თვითონ. აღნიშნულს ადასტურდებდა მის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი და საქმეში დაცული ის საბუთები, რის საფუძველზეც იგი ითხოვდა სადავო ქონების საკუთრების უფლებით დარეგისტრირებას. მიუხედავად აღნიშნულისა, საჯარო რეესტრმა დაარღვია კანონი და მოახდინა სახელმწიფოზე სადავო ნაკვეთის დარეგისტრირება, რითაც დაირღვა მისი, როგორც მესაკუთრისა და მართლზომიერი მფლობელის უფლებები.

 

სასამართლო აღნიშნულთან მიმართებით კიდევ ერთხელ მიუთითებს საქმეში დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

დადგენილია, რომ 2009 წლის 05 მარტს ქ----------------მ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, მდებარე ნ--–------------ მ/რ-ის მიმდებარედ, ონკოლოგიური ცენტრის სამხრეთით ფერდობზე (4-------). დაინტერესებულმა პირმა განცხადებას დაურთო: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, დისკი, ვაკის რაიონის გამგეობის 24.12.1997 წლის N--------- გადაწყვეტილება, კრების ოქმი N2---------- დადგენილება N---------, ტექბიუროს გადაწყვეტილება N----------- მუნიციპალიტეტის დადგენილება N---------, კოოპერატივი ,,ხ--------------------“ წევრთა საერთო კრების ოქმი 0---------- კოოპერატივი ,,ხ--------------------“ წევრთა საერთო კრების ოქმი N7------------

 

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 11 მარტის N8-------------- გადაწყვეტილების თანახმად, ქ----------------- 2009 წლის 05 მარტის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს დაევალა დამატებით სარეგისტრაციო საფასურის გადახდა და ასევე, შემდეგი დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა: ვაკის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდებოდა ქ----------------- უფლება ნ--–------------ მ/რ მიმდებარედ ონკოლოგიური ცენტრის სამხრეთით ფერდობზე მდებარე 4-------.; მიწის ნაკვეთზე და ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 0--------- წელს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა.

 

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 13 აპრილის N8------------05 გადაწყვეტილების თანახმად, ქ----------------- 2009 წლის 05 მარტის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, სააგენტოს 2009 წლის 11 მარტის N8-------------- გადაწყვეტილებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის ვადაში წარუდგენლობის საფუძველზე.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 10 ნოემბრის N8-------------- გადაწყვეტილების საფუძველზე დგინდება, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს 2015 წლის 06 ნოემბერს N------------ განცხადებით მიმართა ქ----------------მ, რომლითაც მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე თბილისი, ნ--–------------ მ/რ-ის მიმდებარედ, ონკოლოგიური ცენტრის სამხრეთით ფერდობზე (4-------). განცხადებას ერთვოდა: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვაკის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილება, არქიტექტორთა კავშირის წევრთა კორექტირებული სია ბინა-სახელოსნოების ასაშენებლად, მიწის გეგმა და მითითება N8----------- განცხადებაზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც განმცხადებელი ითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას, უკვე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება, რაც გამორიცხავდა აღნიშნულ უძრავ ნივთზე წარდგენილი უფლების რეგისტრაციას.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ,,რეგისტრაციის შესახებ“ 2012 წლის 27 სექტემბრის N8-------------- გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება, შესაბამისად, სასამართლოს მიერ შემოწმებულია მხოლოდ აღნიშნული აქტის კანონიერება. ხოლო, რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 11 მარტის N8-------------- , 2009 წლის 13 აპრილის N8------------05 და 2015 წლის 10 ნოემბრის N8-------------- გადაწყვეტილებებს, მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მოცემული დავის ფარგლებში შეამოწმოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების კანონშესაბამისობა.

 

6.5. სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლს, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის მიხედვით, რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის ვარაუდი გულისხმობს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს, რაც საჯარო რეესტრს წარმოაჩენს უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტად.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმის განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება სრულად შეესაბამება როგორც ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ასევე ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციას და არ არსებობს, ამ მიმართებით, მოსარჩელის არგუმენტების გაზიარებისა და სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6.6. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ,,ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე" უარის თქმის შესახებ 2015 წლის 18 დეკემბრის №------ გადაწყვეტილების და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 01 თებერვლის №1---- ,,ტექნიკური ხარვეზის გასწორების შესახებ“ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 დეკემბრის N------ გადაწყვეტილების თანახმად, ქ----------------- (პირადი ნომერი 0----------) წარმომადგენელს მ------ ბ-------- (პირადი ნომერი 0----------- უარი ეთქვა 2015 წლის 10 დეკემბრის N--------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდებოდა სასამართლო წესით.

 

დადგენილია ასევე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 01 თებერვლის N1---- გადაწყვეტილებით, გასწორდა ტექნიკური შეცდომა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 დეკემბრის N------ გადაწყვეტილებაში და გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნაში, ნაცვლად N8-------------- (05.09.2012), N9--------------- (17.10.2012) და N8-------------- (30.10.2012) გადაწყვეტილებებისა, მიეთითა რეგისტრაციის შესახებ N8-------------- (27.09.2012) და ყველა მომდევნო გადაწყვეტილება. 2015 წლის 18 დეკემბრის N------ გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი ჩამოყალიბდა წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 2015 წლის 18 დეკემბრის N------ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 2.1. პუნქტში მითითებული საკადასტრო კოდების ნაცვლად მიეთითა 0---------------, 0---------------, 0--------------- და 0--------------- საკადასტრო კოდები.

 

სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

 

საჯარო რეესტრის შესახებ 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას. ამავე კანონის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 18 დეკემბერს მიღებული N------ გადაწყვეტილება (აღნიშნული გადაწყვეტილება განხილული უნდა იქნეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 01 თებერვლის №1---- გადაწყვეტილებასთან ერთად) კანონშესაბამისია და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მის მიერ მითითებული საფუძლით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქ----------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი