გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210016001442217
№2-2302/2016
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე - არასრულწლოვანი გი------ ბო-–-----
კანონიერი წარმომადგენელი - რუ------- კ-----------
წარმომადგენელი - ჯ------- ქა-------–-–---–-
მოპასუხე - ნ------- ბო-–-----
მოპასუხე - არასრულწლოვანი ან------ ბო-–-----
კანონიერი წარმომადგენელი - ლ-- მა---------
წარმომადგენელი - მა---- ბა-------
დავის საგანი - გარიგების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მოპასუხე ნ------- ბო-–----ის საკუთრებაში აღრიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
არასრულწლოვანი გი------ კო--------ის კანონიერი წარმომადგენელი რუ------- კ----------- დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მოითხოვს:
- ბათილად იქნას ცნობილი ნ------- ბო-–-----სა და არასრულწლოვან ან------ ბო-–-----ს შორის 2016 წლის 29 თებერვალს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ნ------- ბო-–-----მ თავის შვილზე - არასრულწლოვან ან------ ბო-–-----ზე გააჩუქა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ან------ პ------––---------–-ს გზადკეცილი, მ--------, #4, ს/კ #05.36.24.0--.
- უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ან------ პ------––---------–-ს გზადკეცილი, მ--------, #4, ს/კ #05.36.24.0--, - აღირიცხოს მოპასუხე ნ------- ბო-–----ის საკუთრებაში.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
- მოსარჩელის დედას რუ------- კ-----------ს მოპასუხე ნ------- ბო-–-----სთან ჰქონდა რა ახლო ურთიერთობა, 2--- წლის 18 აგვისტოს მისგან შეეძინა შვილი გი------ კ-----------. ბავშვის მამობა დადგენილია და სადავო არაა. კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით (საქმე #2-1047/2011) დამტკიცდა მხარეებს შორის მორიგება, რომლითაც ნ------- ბო-–-----მ აღიარა მამობა და ამასთან ერთად იკისრა გარკვეული ვალდებულებები. მათ შორის, ნ------- ბო-–-----მ აიღო ვალდებულება, რომ მორიგების აქტზე ხელმოწერიდან 4 წლის განმავლობაში, ქ. ბათუმის ტერიტორიაზე, შვილის - გი------ კო--------ისათვის შეიძენდა 2-ოთახიან საცხოვრებელ ბინას.
- აღნიშნული განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში და 2016 წლის 27 იანვარს სასამართლოს მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, შესაბამისად განჩინება ამ ნაწილში მიქცეული იქნა აღსასრულებლად. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება ვერ სრულდება იმის გამო, რომ მოპასუხე/მოვალე ნ------- ბო-–----- თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას, ხოლო განჩინების იძულებით აღსრულება ვერ ხერხდება. სააღსრულებო ბიუროს მიერ მასალები გადაცემულია პროკურატურაზეც, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობისათვის.
- აღსრულების პროცესში ცნობილი გახდა, რომ: როცა 2016 წლის 26 თებერვალს სააღსრულებო ბიუროსაგან ნ------- ბო-–-----ს ჩაბარდა წინადადება ვალდებულების ნებაყოფილებით შესრულებაზე და მიეცა ამისათვის 7-დღიანი ვადა, მან ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდების მიზნით, მოჩვენებით, 2016 წლის 29 თებერვალს თავის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ან------ პ------––---------–-ს გზადკეცილი, მ--------, #4, ს/კ #05.36.24.0--, - გააჩუქა არასრულწლოვან ან------ ბო-–-----ზე. აღნიშნულით, ნ------- ბო-–----- ცდილობს მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე, წარმოაჩინოს მისი არასრულწლოვანი შვილი კეთილსინდისიერ შემძენად და ეს ფაქტიურად ემსახურება ქონების გადამალვას, რათა აღსრულება არ მიექცეს ამ ქონებაზე.
- მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების გარიგება მოჩვენებითია, ეს არის ნ------- ბო-–----ის მიერ ქონების უსასყიდლოდ გადაცემა-გაფორმება საკუთრებაში მისივე არასრულწლოვან შვილზე და რეალურად არანაირ ჩუქებას ადგილი არ აქვს.
- მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ჩუქების ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითი გარიგების ბათილად ცნობისა და მისი ნ------- ბო-–----ის საკუთრებაში აღრიცხვის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს ის, რომ შესაძლებელი იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულება.
(იხ. სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი, მოსარჩელის წარმომადგენლების განმარტებები სხდომის ოქმში).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ.
მოპასუხეების პოზიცია ეფუძნება შემდეგ არგუმენტაციას:
- მიიჩნევენ, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეთა წარმომადგენელი განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულება რეალურია, ჩუქების შედეგად მესაკუთრე გახდა არასრულწლოვანი ან------ ბო-–----- და იგი მესაკუთრედ რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
- მოპასუხე ნ------- ბო-–----- მიუთითებს, რომ იგი თავს არ არიდებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულებას, მიმართა კიდეც აღმასრულებელს, რომ მან მონახა შესაბამისი ბინაც, რათა საკუთრებაში გადაეცა არასრულწლოვანი შვილისათვის - გი------ ბო-–----ისათვის, თუმცა მისმა კანონიერმა წარმომდგენელმა რუ------- კ-----------მ უარი განაცხადა, არ მოიწონა შესაძენი ქონება.
- უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, რომ ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითია და ამ გზით ნ------- ბო-–----- თითქოსდა ცდილობს ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდებას. 2011 წლის 21 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით მან იკისრა ვალდებულება, რომ შვილის - არასრულწლოვანი გი------ ბო-–----ისათვის იყიდის ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე 2-ოთახიან საცხოვრებელ ბინას და არაა განსაზღვრული არც მისი ფასი და არც მისი კონკრეტული მდებარეობა. აღნიშნული ვალდებულება არ არის კავშირში და დამოკიდებული იმ უძრავ ქონებასთან, რომელიც მან აჩუქა თავის მეორე შვილს - ან------ ბო-–-----ს.
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელის დედას რუ------- კ-----------ს და მოპასუხე ნ------- ბო-–-----ს ჰქონდათ რა ახლო ურთიერთობა, 2--- წლის 18 აგვისტოს შეეძინათ შვილი გი------ კ-----------. ბავშვის მამობა დადგენილ--, კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით (საქმე #2-1047/2011) დამტკიცდა მხარეებს შორის მორიგება, რომლითაც ნ------- ბო-–-----მ აღიარა მამობა.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი;
- შესაგებლები;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინება (საქმე #2-1047/2011);
- გი------ ბო-–----ის დაბადების მოწმობა;
3.1.2. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით (საქმე #2-1047/2011) დამტკიცდა მხარეებს შორის მორიგება, რომლითაც ნ------- ბო-–-----მ აღიარა მამობა და ამასთან ერთად იკისრა გარკვეული ვალდებულებები. მათ შორის, ნ------- ბო-–-----მ აიღო ვალდებულება, რომ მორიგების აქტზე ხელმოწერიდან 4 წლის განმავლობაში, ქ. ბათუმის ტერიტორიაზე, შვილის - გი------ კო--------ისათვის შეიძენდა 2-ოთახიან საცხოვრებელ ბინას.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი;
- შესაგებლები;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინება (საქმე #2-1047/2011);
- გი------ ბო-–----ის დაბადების მოწმობა;
3.1.3. მხარეთა საერთო შვილის - 2--- წლის 18 აგვისტოს დაბადებული გი------ ბო-–----ის გვარი დაბადების სააქტო ჩანაწერში დარეგისტრირდა დედის გვარით - კ-----------, შემდეგში კი მან მიიღო მამის გვარი - ბო-–-----.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი;
- შესაგებლები;
- მხარეთა განმარტებები;
- გი------ ბო-–----ის დაბადების მოწმობა;
3.1.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინების (საქმე #2-1047/2011) საფუძველზე, 2016 წლის 27 იანვარს სასამართლოს მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, შესაბამისად, რომ ნ------- ბო-–----- მორიგების აქტზე ხელმოწერიდან 4 წლის განმავლობაში, ქ. ბათუმის ტერიტორიაზე, შვილის - გი------ კო--------ისათვის შეიძენდა 2-ოთახიან საცხოვრებელ ბინას, ვალდებულების ამ ნაწილში განჩინება მიქცეული იქნა აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი;
- შესაგებლები;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინება (საქმე #2-1047/2011);
- აღსრულებაზე განცხადების მიღების ბარათი;
- მხარეთა განმარტებები;
- მოწმე ალ---------- ნ-----ის (აღმასრულებელი) ჩვენება სხდომის ოქმში;
3.1.5. აღმასრულებელმა ალ---------- ნ------მ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინების (საქმე #2-1047/2011) საფუძველზე, 2016 წლის 27 იანვარს სასამართლოს მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცლით დაწყებული აღსრულების საქმეზე, 2016 წლის 26 თებერვალს გაუგზავნა და ჩააბარა წერილობითი წინადადება მოვალე ნ------- ბო-–-----ს ვალდებულების ნებაყოფილებით შესრულებაზე და მიეცა ამისათვის 7-დღიანი ვადა.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი;
- შესაგებლები;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინება (საქმე #2-1047/2011);
- აღსრულებაზე განცხადების მიღების ბარათი;
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ;
- მხარეთა განმარტებები;
- მოწმე ალ---------- ნ-----ის (აღმასრულებელი) ჩვენება სხდომის ოქმში;
3.1.6. მოპასუხე ნ------- ბო-–-----მ, 2016 წლის 29 თებერვალს თავის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ან------ პ------––---------–-ს გზადკეცილი, მ--------, #4, ს/კ #05.36.24.0--, - გააჩუქა არასრულწლოვან შვილზე - ან------ ბო-–-----ზე.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი;
- შესაგებლები;
- მხარეთა განმარტებები;
- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.7. 2016 წლის 01 მარტს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, არასრულწლოვანი ან------ ბო-–----- დარეგისტრირდა დასაჩუქრებული უძრავი ქონების მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი;
- შესაგებლები;
- მხარეთა განმარტებები;
- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადავოა შემდეგი:
- მოპასუხე ნ------- ბო-–----- თავს არიდებს თუ არა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების ნაკისრი ვალდებულების შესრულებას;
- 2016 წლის 29 თებერვალს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ნ------- ბო-–-----მ თავის შვილზე - არასრულწლოვან ან------ ბო-–-----ზე გააჩუქა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ან------ პ------––---------–-ს გზადკეცილი, მ--------, #4, ს/კ #05.36.24.0--, - არის თუ არა მოჩვენებითი გარიგება;
- თუ დადგინდა, რომ 2016 წლის 29 თებერვალს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება არის მოჩვენებით დადებული გარიგება, რამდენად არსებობს ამ შემთხვევაში მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, ანუ ქონების ნ------- ბო-–----ის საკუთრებაში აღიცხვის (დაბრუნების) შედეგად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინების აღსრულების მიქცევა ამ ქონებაზე შესაძლებელი იქნება თუ არა;
სასამართლო განმარტავს, მხარეთა შორის სადავო გარემოებები და საკითხები გარკვეულწილად სამართლებრივი შეფასების კატეგორიას განეკუთვნება და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.
3.2.2. სასამართლოს მიერ დადგენილია, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, რომლითაც დამტკიცდა მხარეებს შორის მორიგება, არ განსაზღვრულა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მათი არასრულწლოვანი შვილის - გი------ კო--------ისათვის გადასაცემი 2-ოთახიანი საცხოვრებელი ბინის ფართის ოდენობა, მისი ღირებულება, ფართის მდგომარეობა (სართული, რემონტით ან მის გარეშე და ა. შ.), არც ფართის მდებარეობის უფრო კონკრეტული მისამართი.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინება;
3.2.3. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია:
- დღეის მდგომარეობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და განჩინება მიქცეულია აღსრულებას, თუმცა აღსრულებული არ არის.
- დადგენილია, რომ ნ------- ბო-–-----მ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულების მიზნით, როგორც მოვალემ, 2016 წლის 24 მარტს მიმართა აღმასრულებელს, რომ მან მონახა შესაბამისი ბინაც, რათა საკუთრებაში გადაეცა არასრულწლოვანი შვილისათვის - გი------ ბო-–----ისათვის, თუმცა მისმა კანონიერმა წარმომდგენელმა რუ------- კ-----------მ მის მიღებაზე უარი განაცხადა, მიიჩნია, რომ შესაძენი ქონება არ აკმაყოფილებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობას.
- დადგენილია, რომ მოპასუხე/მოვალე ნ------- ბო-–-----ს ვალდებულება ნებაყოფილებით არ შეუსრულებია, ხოლო განჩინების იძულებით აღსრულება ვერ ხერხდება. სააღსრულებო ბიუროს მიერ მასალები გადაცემულია პროკურატურაზეც, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობისათვის, თუმცა ნ------- ბო-–----- პასუხისგებაში არ მიცემულა.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი;
- შესაგებლები;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინება (საქმე #2-1047/2011);
- აღსრულებაზე განცხადების მიღების ბარათი;
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ;
- მხარეთა განმარტებები;
- მოწმე ალ---------- ნ-----ის (აღმასრულებელი) ჩვენება სხდომის ოქმში;
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება მოწმე ალ---------- ნ-----ის (აღმასრულებელი) ჩვენებით ფაქტობრივი გარემოებების დადგენას. მისი ჩვენების თანახმად, იგი მუშაობდა რა ადრე სააღსრულებო ბიუროში აღმასრულებლად, მის წარმოებაში იყო სააღსრულებო საქმე და 2011 წლის 21 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დამტკიცებული მორიგების ტექსტის თანახმად დაიწყო აღსრულება. ვინაიდან აღსრულების საგანი არ იყო განსაზღვრული თანხით და ქმედების დავალდებულებას ეხებოდა, ეს მხოლოდ მოვალეს შეუძლია შეასრულოს. ვინაიდან მოვალემ ვერ ან არ შეასრულა ვალდებულება, მასალები პროკურატურაში გაააგზავნა, სხვა ბერკეტი მას არ გააჩნდა, სხვა იძულებითი ღონისძიების განხორციელება მას არ შეეძლო (იხ. მოწმის ჩვენება სხდომის ოქმში).
3.2.5. სადავო საკითხის გადასაწყვეტად, აუცილებელია აღძრული სარჩელის ფარგლებში, მოთხოვნის მიმართ არსებული იურიდიული ინტერესის დასაბუთების/ მართებულობის შემოწმება და სამართლებრივი შეფასება.
მოსარჩელე სარჩელის იურიდიულ ინტერესს, უკავშირებს სწორედ ამ დავის ფარგლებში მისაღები გადაწყვეტილების შედეგს, რადგან სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქონება აღირიცხება ნ------- ბო-–----ის საკუთრებაში და შესაძლებელი იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინების აღსრულების მიქცევა ამ ქონებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამებიან მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, არ არსებობს იურიდიული ინტერესიც, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი აღიარებს საკუთრებას, როგორც ხელშეუვალ უფლებას და იძლევა გარანტიას საკუთრების უფლების დაცვისა. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
6.2. სასარჩელო მოთხოვნების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისას მნიშვნელოვანია, შეფასდეს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს იმ გარიგების ბათილობას, რომლის საფუძველზეც ნ------- ბო-–-----მ თავის შვილზე - არასრულწლოვან ან------ ბო-–-----ზე გააჩუქა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ან------ პ------––---------–-ს გზადკეცილი, მ--------, #4, ს/კ #05.36.24.0--.
6.3. სასამართლოს მიერ დადგენილია, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, რომლითაც დამტკიცდა მხარეებს შორის მორიგება, არ განსაზღვრულა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მათი არასრულწლოვანი შვილის - გი------ კო--------ისათვის გადასაცემი 2-ოთახიანი საცხოვრებელი ბინის ფართის ოდენობა, მისი ღირებულება, ფართის მდგომარეობა (სართული, რემონტით ან მის გარეშე და ა. შ.), არც ფართის მდებარეობის უფრო კონკრეტული მისამართი. მორიგება წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებას, რომელსაც ამტკიცებს სასამართლო. მოცემულ შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით დამტკიცებული მორიგებით მხარეები არ შეთანხმებულან კონკრეტული ქონების შეძენის შესახებ, შესაბამისად, ქონება, რომელიც ნ------- ბო-–-----მ თავის შვილზე - არასრულწლოვან ან------ ბო-–-----ზე გააჩუქა, არ არის მორიგების საგანი. შესაბამისად, ჩუქების გარიგების ბათილად ცნობისა და ქონების ნ------- ბო-–----ის საკუთრებაში აღრიცხვის შემთხვევაში, აღსრულებას ვერ მიექცევა ეს ქონება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომლითაც დამტკიცდა მხარეებს შორის მორიგება, არ ითვალისწინებს ამ ქონების მიმართ მხარეთა შორის რაიმე შეთანხმებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია განსახილველი დავის დასაბუთებული და საფუძვლიანი ინტერესი. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს იმ ქონებაზე მოსარჩელის რაიმე სახის პრეტენზიის წაყენება, რომელიც მოპასუხეთა შორის არსებული გარიგების საგანია. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. 59.1 მუხლის გათვალისწინებით, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. 92-ე მუხლის თანახმად, ნებაზე დამოკიდებულად ითვლება ისეთი პირობა, რომლის დადგომაც ან დაუდგომლობა დამოკიდებულია მხოლოდ გარიგების მხარეებზე. ასეთი პირობით დადებული გარიგება ბათილ. გარიგება კერძო ავტონომიის საფუძველზე წარმოიშობა. მოთხოვნილი გარიგების ბათილად ცნობისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მის ფორმალურობაზე, მოჩვენებითობაზე ან თვალთმაქცურობაზე მითითება, მოსარჩელეს მისი ბათილობისათვის იურიდიული ინტერესი უნდა გააჩნდეს. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებას ვერ მოყვება მოსარჩელისათვის სასურველი შედეგი.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულია ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპი, რაც სრულ შესაბამისობაშია სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებულ ნების ავტონომიის პრინციპთან.
6.4. საკითხის ამგვარი წესით გადაწყვეტის პირობებში, ყურადღება უნდა გამახვილდეს მატერიალური მოთხოვნის პროცესუალურ სარჩულზე, რომლიც წარმოადგენს ურთიერთგადაჯაჭვულ სისტემას, რომლის ელემენტები ერთმანეთს ემყარება და ერთმანეთის საფუძველს ქმნის და თავს იყრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლში, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. თავის მხრივ, იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. მაგრამ, დამატებით აღიარებითი სარჩელის განხილვისას ყურადღება უნდა გამახვილდეს განსახილველი დავის ორ მხარეზე. პირველი, რაც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს - იურიდიული ინტერესი, ანუ სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივ შედეგი უნდა უკავშირდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენას, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარებას ან დოკუმენტების სიყალბის დადგენას, რაც განსხვავდება იმ მატერიალურ-სამართლებრივი შედეგისაგან, რომელიც მიიღწევა მიკუთვნებითი სარჩელით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი, იურიდიული ინტერესისათვის აუცილებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის აღძვრა. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს გარიგების ბათილობას იმ მიზნით, რომ შემდგომ ამ ქონეზე მიაქციოს აღსრულება. სასამართლოს მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი გარიგების, როგორც მოჩვენებითი გარიგების ბათილად ცნობის მიმართ, რომელსაც უკავშირებს მის ქონებრივ ინტერესებს. შესაბამისად, სასამართლო აღარ მსჯელობს ამ გარიგების ბათილობაზე.
6.5. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად (აღსრულების დაწყება), აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე დაწყებულია აღსრულება.
დადგენილია, რომ მოპასუხე/მოვალე ნ------- ბო-–-----ს ვალდებულება ნებაყოფილებით არ შეუსრულებია, ხოლო განჩინების იძულებით აღსრულება ვერ ხერხდება. სააღსრულებო ბიუროს მიერ მასალები გადაცემული პროკურატურაზეც, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობისათვის, თუმცა ნ------- ბო-–----- პასუხისგებაში არ მიცემულა.
ვინაიდან მხარეთა შორის მორიგებით აღსრულების საგანი არ იყო განსაზღვრული თანხით და ქმედების დავალდებულებას ეხებოდა, ეს მხოლოდ მოვალეს - ნ------- ბო-–-----ს შეუძლია შეასრულოს. ვინაიდან მან ვერ ან არ შეასრულა ვალდებულება, აღმასრულებელმა მასალები პროკურატურაში გაააგზავნა, მას ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, სხვა ბერკეტი მას არ გააჩნია, სხვა იძულებითი ღონისძიების განხორციელება მას არ შეეძლო.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინების აღსრულების წესი დადგენილია, თუმცა დაზუსტებული არ არის გი------ კო--------ისათვის ქ. ბათუმის ტერიტორიაზე გადასაცემი 2-ოთახიანი საცხოვრებელი ბინის ფართის ოდენობა, მისი ღირებულება, ფართის მდგომარეობა (სართული, რემონტით, მის გარეშე და ა. შ.), არც ფართის მდებარეობის უფრო კონკრეტული მისამართი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს რა იურიდიული ინტერესი, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მნიშვნელობა არ აქვს, ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებით დადებული გარიგებაა თუ არა. ხოლო, მოსარჩელის ინტერესი 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინების აღსრულების თაობაზე, წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისას წარმოშობილ საკითხს და განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე მოითხოვს გარიგების ბათილად ცნობას და გაჩუქებული უძრავი ქონების მესაკუთრეზე დაბრუნებას. მსგავს შემთხვევაში სახ. ბაჟის ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნას სადაო გარიგებისა და ქონების ღირებულებიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებულია.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქ. სსკ–ის 1991–ე მუხლით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის განჩინებით (საქმე #96- უზრ/2016) გამოყენებულია უზრუნველყოფა, კერძოდ, მოპასუხე ან------ ბო-–-----ს (პ/ნ 01508069398) - აეკრძალა ქ. ბათუმში, ან------ პ------––---------–-ს გზატკეცილი მ-------- N4-ში მდებარე უძრავი ქონების, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.36.24.0-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
წინამდებარე სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის საშუალება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. არასრულწლოვანი გი------ ბო-–----ის (კანონიერი წარმომადგენელი რუ------- კ-----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. გაუქმდეს საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის განჩინებით (საქმე #96- უზრ/2016) გამოყენებული უზრუნველყოფა, რომლითაც ან------ ბო-–-----ს (პ/ნ 01508069398) - აეკრძალა ქ. ბათუმში, ან------ პ------––---------–-ს გზატკეცილი მ-------- N4-ში მდებარე უძრავი ქონების, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.36.24.0--,, - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისის, ნიუპორტის ქ. #32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ამ გადაწყვეტილების მეხუთე პუნქტში მითითებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (ბათუმი, ზუბალაშვილების ქ. #30) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს; ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომელსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78 მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე სალიხ შაინიძე