გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.05.2019
საქმის ნომერი
150210019002868402
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
16.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1502100190--868402

2/38-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 მაისი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი

შესავალი ნაწილი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე _ არარატ ესოიან

სხდომის მდივანი _ არმენ ქოსიან

მოსარჩელე - კ------ პ-–----ი (პ/ნ 5----------);

წარმომადგენელი - ვ----–----–-----;

მოპასუხეები - 1. ვ---– პ-–---- (პ/ნ 0----------),2. შემოსავლების სამსახური; წარმომადგენელი - ნათია ბალიაშვილი;

დავის საგანი - თანაცხოვრების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობა, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. კ------ პ-–----ი სასამართლომ ცნოს უძრავი ქონების, (მდებარე - ახალქალაქის რაიონი სოფელი ა----------, ს/კ 63.02.34.0--) ½ წილის მესაკუთრედ; ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომანქანის (გამოშვების წელი - 1---, ფერი - თეთრი, სახელმწიფო ნომრით X------) ½ წილის მესაკუთრედ და ცეცხლსასროლი იარაღის (SVT N------ კალიბრი 7,62) ½ წილის მესაკუთრედ;

1.2. ყადაღა მოეხსნას კ------ პ-–----ის წილს, კერძოდ, უძრავი ქონების (მდებარე - ახალქალაქის რაიონი სოფელი ა----------, ს/კ 63.02.34.0--) ½ წილს; ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომანქანის (გამოშვების წელი - 1---, ფერი - თეთრი, სახელმწიფო ნომრით X------) ½ წილს და ცეცხლსასროლი იარაღის (SVT N------ კალიბრი 7,62) ½ წილს.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოსარჩელე კ------ პ-–----ი 2001 წლის 18 დეკემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ვ---– პ-–----თან. მათ ქორწინების განმავლობაში შეიძინეს არაერთი მოძრავი და უძრავი ქონება, მათ შორის საერთო საკუთრებაში გააჩნიათ უძრავი ქონება, მდებარე - ახალქალაქის რაიონი სოფელი ა----------, ს/კ 63.02.34.0--, ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომანქანა (გამოშვების წელი - 1---, ფერი - თეთრი, სახელმწიფო ნომრით X------ და ცეცხლსასროლი იარაღი საიდანაც ქონების ½ წილი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, რადგან აღნიშნული შეძენელია მათ მიერ, ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ, ერთობლივი თანაცხოვრების პერიოდში და აღნიშნულ ქონებას წლების განმავლობაში იყენებენ როგორც თანასაკუთრებას. მიუხედავად ამისა აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში და შინაგან საქმეთა სამინისტროში რეგისტრირებულია მხოლოდ მისი მეუღლის სახელზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მიმართა შესაბამის სამსახურებს, მათ შორის საჯარო რეესტრს ზეპირი განცხადებით, თანამესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნით, სადაც უთხრეს უარი. რეესტრში მიმართვისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ ვ---– პ-–----ს გააჩნია გარკვეული დავალიანება შემოსავლების სამსახურის მიმართ, ამის გამო ყადაღა დაედო მის წილ ქონებასაც, რასაც კავშირი არა აქვს ვ---– პ-–----თან

მოსარჩელის აზრით, სადაო უძრავი ქონების ღირებულება შეადგენს 10000 ლარს, რაც უტყუარად დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულებით, ავტომანქანის ღირებულება შეადგენს 4000 ლარს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის ღირებულება შეადგენს 500 ლარს. ვინაიდან ის (მოსარჩელე) ითხოვს ½ წილის თანასაკუთრებას, ანუ სადაო ქონების ღირებულება წარმოადგენს საერთო ღირებულების ნახევარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე შემოსავლების სამსახურის წარმომადგელემა ნათია ბალიაშვილმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, იგი აღნიშნავს, რომ ქონება, რომელზეც კ------ პ-–----ი ითხოვს ½ წილს, წარმოადგენს მისი მეუღლის ი/მ ვ---– პ-–----ის საკუთრებას 2011 წლიდან, სადაო ქონებაზე გირავნობა/იპოთეკა გავრცელდა თავდაპირველად 2012 წლის 21 ივნისს და ვრცელდებოდა 2015 წლის 02 აპრილამდე, ამის შემდეგ ვ---– პ-–----ის ქონებაზე კვლავ გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა 2017 წლის 11 აპრილს და 20 მაისს. მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გავრცელებული უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა აღნიშნული გირავნობა/იპოთეკა და ასევე ქონებაზე ყადაღის დადებაც არის საჯარო ინფორმაცია და დაინტერესების შემთხვევაში კ------ პ-–----ს შეეძლო შეეტყო საჯარო რეესტრის ამონაწერიდან.

კ------ პ-–----ის მხრიდან სამოქალაქო სარჩელის აღძვრა და აღნიშნულ ქონებაზე ½ წილის მოთხოვნა იმ პირობებში, როდესაც არსებობს რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ბრძანება ვ---– პ-–----ის ყადაღადადებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის შესახებ და ამოწერილია სააღსრულებო ფურცელი, მოპასუხეს მიაჩნია, რომ ემსახურება ვ---– პ-–----ის დავალიანების გამო უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს ცრუმაგიერ მფლობელობას.

ასევე შემოსავლების სამსახური არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას იმ ნაწილშიც, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებას, რამდენიმე ფაქტობრივი გარემოებების გამო:

ი/მ ვ---– პ-–----ის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 27704,41 ლარს (მათ შორის, ძირითადი გადასახადი - 10976,13 ლარი, ჯარიმა 14294,2 ლარი და საურავი 2434,08 ლარი).

ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება და ი/მ ვ---– პ-–----ის ქონების ყადაღის დადების შესახებ აქტში აღწერა. აღნიშნულ აქტში შენიშვნის სახით ი/მ ვ---– პ-–----მა მიუთითა, რომ მხოლოდ მე-5 ქონება არ წარმოადგენდა მის საკუთრებას. მას არ გაუკეთებია არანაირი შენიშვნა, რომ სხვა ქონებები არაა მისი საკუთრება და არც გაუსაჩივრებია ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება და აქტი.

ასევე ვ---– პ-–----მა ვერც რაიონულ სასამართლოში და ვერც თბილისის სააპელაციო სასამართლოში ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ დაყადაღებული უძრავ-მოძრავი ქონება არ წარმოადგენს მის საკუთრებას.

იმ პირობებში, როდესაც ი/მ ვ---– პ-–----ს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება და საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრირებული იყო ქონება, არსებობდა სპეციალური კანონით დადგენილი საფუძველი, იმისათვის რომ განხორციელებულიყო ქონების დაყადაღება. აქედან გამომდინარე ადმინისტრაციული ოქგანოს ქმედებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რაც დადასტურდა სასამართლო გადაწყვეტილებით.

ორივე ინსტანციის სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებები და დადასტურებულად მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ შედგენილ ქონების აღწერის აქტში მითითებული ქონება წარმოადგენს ი/მ ვ---– პ-–----ის საკუთრებას და შესაბამისად დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და გასცა ბრძანება ი/მ ვ---– პ-–----ის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ. რაც მიუთითებს იმაზე, რომ შემოსავლების სამსახურის ქმედებები იყო მართლზომიერი და კანონის ფარგლებში განხორციელებული.

შესაბამისად ცალსახაა, რომ არსებობს პრეიუდუციული ფაქტობრივი გარემოება, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი, რომ აღნიშნული ქონება ეკუთვნის ი/მ ვ---– პ-–----ს.

 

2.2. მოპასუხე ვ---– პ-–----მა სარჩელი ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ნამდვილად 2001 წლის 18 დეკემბრიდან ის რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება კ------ პ-–----თან და მათ ქორწინების განმავლობაში შეიძინეს აღნიშნული უძრავი ქონება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დაწესებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე კ------ პ-–----ი და მოპასუხე ვ---– პ-–----ი 2001 წლის 18 დეკემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ქორწინების მოწმობა აქ N0----- (ს.ფ. 21).

 

3.1.2. ვ---– პ-–----ი არის ინდმეწარმე და მისი აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 27704,41 ლარს.

შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 04 ოქტომბრის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №036-252 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ი/მ „ვ---– პ-–----ის” (ს/ნ 0----------, მისამართი: ქ. ახალქალაქი, სოფელი ა----------) ქონებას დაედო ყადაღა მეწარმის აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის # 3/64-18 ბრძანების საფუძველზე (რომელიც შესულია კანონიერ ძალაში და ამოწერილია სააღსრულებო ფურცელი) ვ---– პ-–----ის ყადაღადადებული ქონება გატანილია ღია აუქციონზე რეალიზაციისათვის.

2017 წლის 07 ნოემბერს შემოსავლების სამსახურის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტით აღიწერა და ყადაღა დაედო ი/მ „ვ---– პ-–----ის” უძრავ ქონებას და მოძრავ ნივთებს, კერძოდ: 1. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ.ახალქალაქის რაიონი სოფელი ა----------, საკადასტრო კოდი: 63.02.34.0--; მიწა - 622; შენობა (მაღაზია_ - 140; შენობა (ავტოფარეხი) – 40; შენობა (ბოსელი) -55; ქონების მთლიანი საბაზრო ღირებულება - 43.000 ლარი; 2) ავტომანქანა YF--- T------ 150 LY სატვირთო ფურგონი, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა O--------. გამოშვებული 1--- წელს, ფერი თეთრი. საჭე მარცხენა, სახელმწიფო ნომერი Z------; 3) ხრახნლულიანი ცეცხლსასროლი შაშხანა SVT, საქარხნო ნომრით #თ-----, კალიბრი 7,62; 4) მეორადი მოხმარების სალარო აპარატები DAISY EXPERTУЦი (D---------); 5) ბენზინის სვეტი, მრიცხველი ორი განშვები პისტოლეტით; 6) შავი ლითონის ავზი ტევადობით 10 ტონა; 7) შავი ლითონის ავზი ტევადობით 1.5 ტონა. მოძრავი ნივთები შეფასებულია ჯამში 10,500 ლარად, რაც გადასახადის გადამხდელმა ვ---– პ-–----მა სადავოდ არ გახადა.

განსახილველ შემთხვევაში დაყადაღებული სიიდან სადავო ქონებაა (ანუ მოსარჩელეს, როგორც საერთო საკუთრება მიაჩნია): უძრავი ქონება, მდებარე - ახალქალაქის რაიონი სოფელი ა----------, ს/კ 63.02.34.0--, ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომანქანა (გამოშვების წელი - 1---, ფერი - თეთრი, სახელმწიფო ნომრით X------ და ცეცხლსასროლი იარაღი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 04 ოქტომბრის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №036-252 ბრძანება (ს.ფ.45);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 09 იანვრის N3ბ/3533-18 ბრძანება (ს.ფ. 28, 47);

- მხარეთა ახსნა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად - ახალქალაქის რაიონის სოფელ ა---------ში მდებარე უძრავი ქონება, ს/კ 63.02.34.0-- საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ვ---– პ-–----ის (პ/ნ 0----------) სახელზე;

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად უძრავი ნივთი შედგება - მაღაზისაგან, ავტოფარეხისაგან და ბოსლისაგან, ხოლო რეგისტრაციის საფუძველი არის უძრავი ნივთის 15.08.2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება N1--------, ვ---– პ-–----ის განცხადება 29.08.2011 წ., ასევე მითითებულია საქ. კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“.

ვ---– პ-–----ის განმარტებით მან 2011 წელს შეიძინა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, სადაც იყო მაღაზია, ავტოფარეხი და დანგრეული ბოსელი, მამამისის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც განცალკევდა ძმისგან (ცალკე ოჯახად). თავისი ოჯახთან (მეუღლესთან და შვილებთან) ერთად აღადგინეს მაღაზია და ავტოფარეხი. სახლის პირველი სართული - მაღაზია არის, ხოლო მეორე სართულზე ცხოვრობენ. მისი განმარტებით ბიზნესში - კომერციული საქმიანობაში ჩართული იყო მეუღლე და მისი თანხმობით მიმდინარებდა ბიზნესი.

ამასთან არ არის დადგენილი ძმისგან განცალკევებისას (მამის ოჯახიდან გამოყოფისას) ვისი სახსრებით იყო შეძენილი აღნიშნული უძრავი ქონება, ვ---– პ-–----ის სიტყვებით მამის სახლი დარჩა ძმას და თანხა ერთად შეაგროვეს ჯერ კიდევ მამამისის სახლში ცხოვრების დროს. ასევე დაუდგენლად დარჩა, თუ რას ნიშნავს ვ---– პ-–----ის 29.08.2011 წლის განცხადება, როგორც აღნიშნული უძრავი ქონების საკუთრების საფუძველი, ასევე რატომ არის გამოყენებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქ. კანონი და აღნიშნული უძრავი ქონების რომელ ნაწილს ეხება ეს ნორმა და 29.08.2011 წლის განცხადება. არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულება (მაგალითად საკადასტრო ნახაზი), რათა დადგინდეს ქონების ზუსტი ზომები და ფაქტობრივი მდგომარეობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 09 იანვრის N3ბ/3533-18 ბრძანების მიხედვით (სადაც მითითებულია ყადაღადადებული ქონების აღწერის თაობაზე) აღნიშნული უძრავი ქონების მთლიანი საბაზრო ღირებულებაა 43.000 ლარი, თუმცა მოსარჩელემ შეაფასა სადავო უძრავი ქონება 10000 ლარად, როგორც აღნიშნულია 15.08.2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებაში.

აქედან გამომდინარე არ არის დადგენილი სადავო უძრავი ქონების არც ზუსტი ღირებულება, არც შეძენის წყარო, არც ზუსტი ზომები და ფაქტობრივი მდგომარეობა. ვერ დგინდება სადავო უძრავი ქონების (მდებარე - ახალქალაქის რაიონი სოფელი ა----------, ს/კ 63.02.34.0--), ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა.

შესაბამისად ვერ მოხერხდება მოსარჩელის მიერ აღნიშნული (მოთხოვნილი) უძრავი ქონების და რეგისტრირებული (დაყადაღებული)ქონების იდენტურობა, რის გამოც არ დგინდება თუ აღნიშნული ქონების რომელ ნაწილზე შეიძლება გავრცელდეს მოსარჩელის ინტერესი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ 63.02.34.0-- (ს.ფ. 17);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 09 იანვრის N3ბ/3533-18 ბრძანება (ს.ფ. 28, 47);

- მხარეთა ახსნა განმარტებები;

 

3.2.2. ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომანქანა (გამოშვების წელი - 1---, ფერი - თეთრი, სახელმწიფო ნომრით X------) 2009 წლიდან რეგისტრირებულია ვ---– პ-–----ის (პ/ნ 0----------) სახელზე;

ამასთან არ არის წარმოდგენილი ავტომანქანის შეძენის დამადასტურებელი საბუთი (ხელშეკრულება), ვ---– პ-–----ის განმარტებით მან ავტომანქანა შეიძინა თბილისში (არ ახსოვს ვისგან) 2009 წელს, კომერციის მიზნით, ხოლო შემდეგ 2011 წლიდან მეუღლის თანხმობით გამოიყენა მაღაზიისათვის. გამოდის, რომ ვ---– პ-–----მა შეიძინა ავტომანქანა, როდესაც ცხოვრობდა ჯერ კიდევ მამამისის ოჯახში, ხოლო მხარეები ვერ ადასტურებენ თუ ვისი სახსრებით იყო შეძენილი აღნიშნული ავტომანქანა.

მოსარჩელემ შეაფასა სადავო ქონება - ავტომანქანა 4000 ლარად, რა დროსაც ყადაღადადებული ქონების აღწერის შესაბამისად, აღნიშნული ავტომანქანა სხვა მოძრავი ნივთებთან (ცეცხლსასროლი იარაღი; ბენზინის სვეტი, მრიცხველი ორი განშვები პისტოლეტით; სალარო აპარატები; 10 და 1.5 ტონიანი შავი ლითონის ავზები) ერთად შეფასებულია ჯამში 10,500 ლარად.

შესაბამისად ვერ დგინდება სადავო ქონების - ავტომანქანის ზუსტი ღირებულება, ვინაიდან ბენზინის სვეტი, მრიცხველი ორი განშვები პისტოლეტით; სალარო აპარატები; 10 და 1.5 ტონიანი შავი ლითონის ავზები საკმაოდ ძვირი ღირს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა (ს.ფ. 19),- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

3.2.3. ცეცხლსასროლი იარაღი (SVT N------ კალიბრი 7,62) რეგისტრირებულია ვ---– პ-–----ის (პ/ნ 0----------) სახელზე;

ამასთან არ არის წარმოდგენილი იარაღის შეძენის დამადასტურებელი საბუთი (ხელმშეკრულება), ვ---– პ-–----ის განმარტებით მან იარაღი შეიძინა სიმამრის დახმარებით და აღიარა, რომ ეს ფაქტობრივად სიმამრის საჩუქარია, ვინაიდან ვ---– პ-–----ს მოსწონს ნადირობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა (ს.ფ. 20),- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

3.2.4. მოპასუხე შემოსავლების სამსახურის წარმოამდგელემა განმარტა, რომ სადაო ქონებაზე გირავნობა/იპოთეკა გავრცელდა თავდაპირველად 2012 წლის 21 ივნისს და ვრცელდებოდა 2015 წლის 02 აპრილამდე, ამის შემდეგ ვ---– პ-–----ის ქონებაზე კვლავ გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა 2017 წლის 11 აპრილს და 20 მაისს, რაც ვერ უარყეს დანარჩენმა მხარეებმა.

შესაბამისად ვ---– პ-–----ისათვის ჯერ 2012 წლის 21 ივნისიდან ცნობილი იყო მის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის დადების შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადამხდელის ფაილის ამონაბეჭდი (ს.ფ. 84, 85);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

3.2.5. სადავო ქონება საკუთრების უფლებით თავიდან (შეძენიდან) დღემდე რეგისტრირებულია მხოლოდ ვ---– პ-–----ის სახელზე. ამასთან არ არის დადგენილი რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რომ მეუღლეებს ერთმანეთთან შეთანხმებით გადაეფორმებინათ სადავო ქონება, როგორც მეუღლეთა საერთო ქონება (თანასაკუთრების უფლებით).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა,- ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა,- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ 63.02.34.0--;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქ. კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშნა.

ამავე კანონის 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

6.2. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 04 ოქტომბრის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №036-252 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ი/მ „ვ---– პ-–----ის” (ს/ნ 0----------, მისამართი: ქ. ახალქალაქი, სოფელი ა----------) ქონებას, 2017 წლის 07 ნოემბერს შემოსავლების სამსახურის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტით, დაედო ყადაღა მეწარმის აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. ხოლო შემდეგ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის N3/64-18 ბრძანების საფუძველზე (შესულია კანონიერ ძალაში და ამოწერილია სააღსრულებო ფურცელი) ვ---– პ-–----ის ყადაღადადებული ქონება გატანილია ღია აუქციონზე რეალიზაციისათვის (იხ. 3.1.2.).

ამასთან, თავის დროზე სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ნივთები რეგისტრირებული იყო ვ---– პ-–----ის სახელზე, როგორც პირადი საკუთრება და არა ოჯახის საერთო ქონება (თანასაკუთრება) (იხ. 3.1.2.). აღმასრულებელმა სწორად დაადგინა მოვალის ვ---– პ-–----ის ქონება - მოვალის საცხოვრებელ ადგილას და დააყადაღა.

ყადაღასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებით დავების ყველა სასამართლო ინსტანციებში განხილვის შემდეგ, დაყადაღებული ქონების სიიდან მოსარჩელეს თავი მიაჩნია თანამესაკუთრედ - უძრავ ქონებაზე (მდებარე - ახალქალაქის რაიონი სოფელი ა----------, ს/კ 63.02.34.0--), ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომანქანაზე (გამოშვების წელი - 1---, ფერი - თეთრი, სახელმწიფო ნომრით X------, ასევე ცეცხლსასროლი იარაღზე და ითხოვს მათი ½ წილის ყადაღისაგან მოხსნას.

6.3. მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ამასთან ამავე კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.

თუმცა იმავე კოდექსის 1160-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.

ამასთან იმავე კოდექსის 1169-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად. ხოლო იმავე კოდექსის 1170-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.

 

6.4. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ქონებას, გარდა იარაღისა, კომერციული მიზნით მეუღლეთა შეთანხმებით განკარგავდა ორივე მეუღლე, ამასთან კომერციული საქმიანობის შედეგებს იყენებდნენ მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის, მათ შორის რაც ვ---– პ-–----ს, როგორც ინდმეწარმეს ვალდებულებით ჰქონდა მიღებული.

6.4.1. რაც შეეხება იარაღს: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ. ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო იარაღი ვ---– პ-–----მა მიიღო ჩუქებით (იხ.3.2.3.), შესაბამისად იარაღი არ წარმოადგენს მეუღლეთა საერთო ქონებას, არამედ წარმოადგენს ვ---– პ-–----ის ინდივიდუალურ ქონებას.

6.5. სასამართლო აღნიშნავს ორ ურთიერთგამომრიცხავ საკითხს: 2011 წლიდან, როდესაც ვ---– პ-–----ი დარეგისტრირდა ინდმეწარმედ, თუ ქონება რომელსაც იყენებდა კომერციული მიზნებისთვის, იყო მეუღლეთა საერთო საკუთრებაში, რატომ არ აღიარეს (დაარეგისტრირეს) მეუღლეებმა ერთმანეთთან შეთანხმებით სადავო ქონება როგორც საერთო ქონება (თანასაკუთრება) საჯარო რეესტრში ან ნოტარიუსის მეშვეობით, ამაზე არ არის დადგენილი რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება (იხ.3.2.5.); და მეორე, ვ---– პ-–----მა კომერციულ საქმიანობაში რატომ უზრუნველყო ვალდებულება და პასუხისმგებლობა აღნიშნული სადავო ქონებით, როგორც მხოლოდ თავისი.

შესაბამისად გამართლებულია მოპასუხე შემოსავლების სამსახურის მოსაზრება, რომ კ------ პ-–----ის მხრიდან სამოქალაქო სარჩელის აღძვრა და აღნიშნულ ქონებაზე ½ წილის მოთხოვნა იმ პირობებში, როდესაც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ბრძანება ვ---– პ-–----ის ყადაღადადებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის შესახებ და ამოწერილია სააღსრულებო ფურცელი, ემსახურება ვ---– პ-–----ის დავალიანების გამო უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას, რითაც სავარაუდოდ იკვეთება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერი მფლობელობის ნიშნები.

6.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაყადაღებული ქონების (თუნდაც თუ დავუშვებთ, რომ ეს მეუღლეთა საერთო ქონებაა) ყადაღისაგან მოხსნის საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი დაუსაბუთებლობის გამო.

6.7. რაც შეეხება მეუღლეთა საერთო ქონებას:

6.7.1. როგორც ზემოთ არის აღნიშნული სადავო იარაღი არ წარმოადგენს მეუღლეთა საერთო ქონებას, არამედ წარმოადგენს ვ---– პ-–----ის ინდივიდუალურ ქონებას.

6.7.2. უძრავი ნივთი შედგება - მაღაზისაგან; ავტოფარეხისაგან; ბოსლისაგან, ხოლო რეგისტრაციის საფუძველი არის უძრავი ნივთის 15.08.2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება N1--------, ვ---– პ-–----ის განცხადება 29.08.2011წ., ასევე მითითებულია საქ. კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ (იხ.3.2.1.).

მოსარჩელემ შეაფასა სადავო უძრავი ქონება 10000 ლარად, რა დროსაც ყადაღადადებული ქონების აღწერის შესაბამისად, აღნიშნული უძრავი ქონების მთლიანი საბაზრო ღირებულებაა 43.000 ლარი (იხ.3.2.1.).

ვ---– პ-–----ის სიტყვებით განცალკევებისას (მამის ოჯახიდან გამოყოფისას) მამამისის სახლი დარჩა მის ძმას და უძრავი ქონების შესაძენად თანხა ერთად შეაგროვეს ჯერ კიდევ მამამისის სახლში ცხოვრების დროს. შესაბამისად არ არის დადგენილი ძმისგან განცალკევებისას (მამის ოჯახიდან გამოყოფისას) ვისი სახსრებით იყო შეძენილი აღნიშნული სადავო უძრავი ქონება (იხ.3.2.1.).

ასევე დაუდგენლად დარჩა, თუ რას ნიშნავს ვ---– პ-–----ის 29.08.2011 წლის განცხადება, როგორც აღნიშნული უძრავი ქონების საკუთრების საფუძველი, აღნიშნული უძრავი ქონების რომელ ნაწილს ეხება ეს განცხადება (იხ.3.2.1.).

ასევე გაუგებარია რატომ არის გამოყენებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქ. კანონი და აღნიშნული უძრავი ქონების რომელ ნაწილს ეხება ეს ნორმა.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქ. კანონის მიზანია, დააწესოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფის, გამოყენების ან განკარგვის დროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხების ოდენობა საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და სარეკრეაციო ტერიტორიების მიხედვით, მისი გადახდისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის წესი და პირობები, აგრეთვე განსაზღვროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრისათვის ან მოსარგებლისათვის მიწის ნაკვეთის დროებითი სარგებლობით, მისი უფლებების შეზღუდვით ან მიწის ხარისხის გაუარესებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საკითხები (მუხლი 1-ლი).

მეუღლეებმა ვერ განმარტეს, თუ რას გულისხმობს მოცემულ შემთხვევაში ვ---– პ-–----ის 29.08.2011 წლის განცხადება და რა მოხდა სადავო ქონებაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფის კუთხით და ქონების რომელ ნაწილს ეხება აღნიშნული.

აქედან გამომდინარე დაუდგენელი დარჩა სადავო უძრავი ქონების (მდებარე - ახალქალაქის რაიონი სოფელი ა----------, ს/კ 63.02.34.0--), ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, არ არის დადგენილი სადავო უძრავი ქონების არც ზუსტი ღირებულება, არც შეძენის წყარო და არც ის თუ ამ ქონების რომელ ნაწილზე შეიძლება გავრცელდეს მოსარჩელის ინტერესი, მეუღლეთა საერთო საკუთრების კუთხით.

მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში და მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები იმდენად დაუსაბუთებულია, ხოლო მტკიცებულებები აკლია (სუსტია), რათა ამ ნაწილში მოთხოვნა დაკმაყოფილდეს

6.7.3. ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომანქანა (გამოშვების წელი - 1---, ფერი - თეთრი, სახელმწიფო ნომრით X------) 2009 წლიდან რეგისტრირებულია ვ---– პ-–----ის (პ/ნ 0----------) სახელზე;

ამასთან არ არის წარმოდგენილი ავტომანქანის შეძენის დამადასტურებელი საბუთი (ხელმშეკრულება), ვ---– პ-–----ის განმარტებით მან ავტომანქანა შეიძინა თბილისში (არ ახსოვს ვისგან) 2009 წელს, კომერციის მიზნით, ხოლო შემდეგ 2011 წლიდან მეუღლის თანხმობით გამოიყენა მაღაზიისათვის. გამოდის, რომ ვ---– პ-–----მა შეიძინა ავტომანქანა, როდესაც ცხოვრობდა ჯერ კიდევ მამამისის ოჯახში, ხოლო მხარეები ვერ ადასტურებენ თუ ვისი სახსრებით იყო შეძენილი აღნიშნული ავტომანქანა (იხ.3.2.2.).

მოსარჩელემ შეაფასა სადავო ქონება - ავტომანქანა 4000 ლარად, რა დროსაც ყადაღადადებული ქონების აღწერის შესაბამისად, აღნიშნული ავტომანქანა სხვა მოძრავ ნივთებთან ერთად (ცეცხლსასროლი იარაღი; ბენზინის სვეტი, მრიცხველი ორი განშვები პისტოლეტით; სალარო აპარატები; 10 და 1.5 ტონიანი შავი ლითონის ავზები, რომლებიც ცალკე საკმაოდ ძვირი ღირს) შეფასებულია ჯამში 10,500 ლარად (იხ.3.2.2.).

ამასთან გაურკვეველი დარჩა, თუ რატომ არ ითხოვს მოსარჩელე დანარჩენი მოძრავი ქონებაზე თანასაკუთრების უფლების აღიარებას.

შესაბამისად არ არის დადგენილი სადავო ავტომანქანის არც ღირებულება, არც შეძენის წყარო. სასამართლო განმარტავს, რომ ამ ნაწილშიც მოსარჩელის მოთხოვნა და მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები იმდენად დაუსაბუთებულია, ხოლო მტკიცებულებები აკლია (სუსტია), რათა ამ ნაწილშიც მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, არ არსებობს მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურების საფუძველი თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

მოცემულ შემთხვევაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 04 ოქტომბრის №036-252 ბრძანების საფუძველზე დაყადაღებული ვ---– პ-–----ის საკუთრებაში არსებული: უძრავი ქონების (მდებარე - ახალქალაქის რაიონი სოფელი ა----------, ს/კ 63.02.34.0--); ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომანქანის (გამოშვების წელი - 1---, ფერი - თეთრი, სახელმწიფო ნომრით X------) და ცეცხლსასროლი იარაღის (SVT N------ კალიბრი 7,62) რეალიზაციის შეჩერება, რომელიც უნდა გაუქმდეს, ვინაიდან სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე,243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 04 ოქტომბრის №036-252 ბრძანების საფუძველზე დაყადაღებული ვ---– პ-–----ის საკუთრებაში არსებული: უძრავი ქონების (მდებარე - ახალქალაქის რაიონი სოფელი ა----------, ს/კ 63.02.34.0--); ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომანქანის (გამოშვების წელი - 1---, ფერი - თეთრი, სახელმწიფო ნომრით X------) და ცეცხლსასროლი იარაღის (SVT N------ კალიბრი 7,62) რეალიზაციის შეჩერება.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ახალქალაქი, მ.მაშტოცის ქ. 110), მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე არარატ ესოიან