განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-389-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 მაისი, 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე
პროკურორი - ქეთევან სონიძე
ადვოკატი - მანანა ლიპარტელიანი
ბრალდებული - გოჩა ო----ი
სასამართლომ ბრალდებულის პირველი წარდგენის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქეთევან სონიძის შუამდგომლობა - სისხლის სამართლის საქმეზე №021091214003 ბრალდებულ გოჩა ბორისის ძე ო----ის (დაბადებული 1----------–--–------------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გარდაბანი, ლელაშხას დასახლება) მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გოჩა ო----ს ბრალი ედება მასზედ, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისიწნებული 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით.
ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 09 დეკემბერს, დღის დაახლოებით 08:00 საათიდან 12:00 საათამდე პერიოდში გოჩა ო----ი ცდილობდა გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოში მდებარე, ადილ ახმედოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში გამავალი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კუთვნილი ლითონის მილების ქურდობას, რაც ვერ შეძლო შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავთა მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების დროული აღკვეთის გამო. დანაშაულის დამთავრების შემთხვევაში, გოჩა ო----ი სახელმწიფოს მიაყენებდა 6240 (ექვსი ათას ორას ორმოცი) ლარის მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა გოჩა ო----ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ბრალდებულ გოჩა ო----ის ჩვენებას, მოწმეების - ილგარ მუსტაფაევის, გიგა ბერიძის, ვლადიმერ გმირიძის, იაკობ კაპანაძის, მიხეილ ფაციაშვილის, თენგიზ ყაველაშვილის, გიორგი გოგავას, აკაკი მჭედლიძის, გოჩა გოლოშვილის ჩვენებებს, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
16.05.2019 წელს საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ გოჩა ო----ს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მანანა ლიპარტელიანსა და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორს ქეთევან სონიძეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმები საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
2019 წლის 17 მაისს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა პროკურორმა ქეთევან სონიძემ და ითხოვა ბრალდებულ გოჩა ო----ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცება შემდეგი პირობებით: გოჩა ო----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი; გოჩა ო----ს, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებელმა - პროკურორმა ქეთევან სონიძემ, ბრალდებულმა - გოჩა ო----მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - მანანა ლიპარტელიანმა.
ბრალდებული სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულის წერილობითი განცხადებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა განაცხადა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. იგი სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს. ბრალდებულს და მას ადვოკატს საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის; ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
ბრალდებული ასევე აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე შეამოწმა, რომ დასაბუთებულია ბრალდება, არსებობს ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და კანონიერი და სამართლიანია სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ამავე კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე მიიღო დამარწმუნებელი პასუხები და მოთხოვნილი სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, შესაბამისად არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის III და IV ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძვლები.
ამდენად, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქეთევან სონიძის შუამდგომლობა ბრალდებულ გოჩა ო----ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
გოჩა ო----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ იქნა გამოყენებული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 5 ცალი სხვადასხვა სიგრძის ლითონის მილი (ინახება ადილ ახმედოვთან სოფელ ნაზარლოში) გადაეცეს დაზარალებულს - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით, მე-20-21, 81-ე, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქეთევან სონიძის შუამდგომლობა ბრალდებულ გოჩა ო----ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;
2. დამტკიცდეს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან სონიძესა და ბრალდებულ გოჩა ო----ს შორის 2019 წლის 16 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება:
გოჩა ო----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი;
გოჩა ო----ს, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 5 ცალი სხვადასხვა სიგრძის ლითონის მილი გადაეცეს დაზარალებულს - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.
4. ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით დადგენილი წესით, სხვა შემთხვევაში განაჩენი არ საჩივრდება.
მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილი