განაჩენი

სისხლის სამართლის 17.05.2019
საქმის ნომერი
020100118002410974
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151 , 126 2
თარიღი
17.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN020100118002410974(1/194-2018)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ა-----–-, 2019 წელი ქ. ზ--------ი

 

ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო

 

მოსამართლე - ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი - მა---ამ თოდუას და სალომე ქობალიას

 

ბრალდების მხარე: პროკურორების- და------------, მ---------–-------–--------–--------–---

ადვოკატების - ხ--------------------–-------------------------------------

ბრალდებული-დ--------------

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

1.ბრალდებული: დ-------------- მიმართ

მამის სახელი: თ-------

დაბადებული: 2----------–--–-

პირადი ნომერი: 1----------

საქართველოს მოქალაქე

უმაღლესი განათლების მქონე

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ზ----------------------------–--–--–-----–-------------------

რეგისტრირებული: ზ----------------------------–--–--–-----–------------------

აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

დ-------------- მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი და ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დ-------------- ბრალი ედება მასში, რომ ოჯახის ერთმა წევრმა, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩაიდინა ძალადობა ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ს----------–----–--------------------–-------–----------------------------------–---------------------------------------–-------–-------------------–---------–-----------------–--------------------------------------------- 2013 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ------------------- რომლებიც ერთად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, 2016 წლიდან ეჭვიანობის ნიადაგზე მათ შორის წარმოიშვა კონფლიქტური სიტუაცია და ჩამოყალიბდა არაჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულება. 2017 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში, ზუსტი თა---ღი დაუდგენელია, დ-------------მ ეჭვიანობის ნიადაგზე ქ------------–--------------------------------–ი მდებარე ნ-------------ს საცხოვრებელ ბინაში, ამ უკანასკნელის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, კერძოდ ცემა იგი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა ფიზიკური ტკივილი.

 

დ-------------- ასევე ბრალი დაედო მასში, რომ ოჯახის ერთმა წევრმა, ოჯახის სხვა წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

და ოჯახის ერთმა წევრმა, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქა---ს განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2----–-–-------------, დაახლოებით 16:30 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დ------------- მივიდა ქ--–-------------–---------------------------------–- მდებარე ნ-------------ს საცხოვრებელ ბინაში და მოსთხოვა მას დალაპარაკებოდა, რაზედაც ნ------------- არ დათანხმდა და უთხრა დაეტოვებინა მისი საცხოვრებელი ბინა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიძახებდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. აღნიშნულზე გაბრაზებულმა დ-------------მ, ნ-------------ს მიმართ გამოხატა აგრესია. არასრულწლოვანი ნ-------------ს შვილის ი-----–------------ს თანდასწრებით მიაყენა მას ფიზიკური ძალადობა, ხელი დაარტყა თავის არეში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაგინა უცენზურო სიტყვებით. ამ უკანასკნელის ქმედებით დაზარალებულმა ნ-------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, დ------------- ნ-------------ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, რამაც ამ უკანასკნელს გაუჩინა მუქა---ს განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც თავის დაღწევის მიზნით დატოვა იქაურობა, ჩავიდა პირველ სართულზე მდებარე მეზობლის - მ-----------------ს ბინაში და დაიცვა თავი დ-------------- მხრიდან მოსალოდნელი ხელყოფისგან. ნ-------------ს მიერ საცხოვრებელი ბინის დატოვების შემდეგ დ-------------მ დააზიანა და გაანადგურა ბინაში არსებული მათ საერთო საკუთრებაში არსებული სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

დაზარალებული ნ------------- განმარტავს, რომ დ--------------თან ოთხი წელი ცხოვრობდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ბოლო ორი წელი არ იყვნენ ერთად, მაგრამ აქვთ ნორმალური ურთიერთობა, ჰყავს პირველი ქორწინებიდან შვილი, დ------ ეხმარებოდა მათ მატერიალურად, 2----–-–------------- ის და მ----------- იმყოფებოდნენ სახლში, ბავშვი სამზარეულოში საჭმელს ჭამდა, მოვიდა დ-------------, იყო ნასვამი, ფეხსაცმელი გახადა და წამოაწვინა, შემდეგ ის ადგა და უთხრა, რომ სალაპარაკო ჰქონდა, მასთან არ უნდოდა ლაპარაკი, დაღლილი იყო და ჩავიდა მეზობელთან, მ-----------------სთან, დაახლოებით ერთ საათში ბინაში ავიდა და ნახა, რომ დ-------------- დამტვრეული ჰქონდა მისი ნაყიდი ნივთები, დ-------------- მხრიდან მუქა---ს ფაქტი არ ყოფილა, არც ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, არც ბავშვი და მეგობა--- დასწრებია, რომ ჩამოდიოდა მხოლოდ მაშინ შეიგინა, რადგან მან გამოიწვია ეს შელაპარაკება, არც ადრე ჰქონია დ------ს მხრიდან მუქარას, ცემას, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი, ის თუ სადმე მიდიოდა, ბავშვს მას უტოვებდა და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. ისე დარეკა მეგობარმა პოლიციაში, შედეგზე არც უფიქრიათ.

 

მოწმე მ----------------- განმარტავს, რომ 2----–-–------------- იმყოფებოდა სახლში, პირადი საქმით იყო დაკავებული, შევიდა მეზობელი ნ-------------, უთხრა, რომ ნაცნობი იყო მოსული, მისი ნახვა არ უნდოდა და 10 წუთი დარჩებოდა მასთან, შემდეგ მისი მეგობა---ც ჩამოვიდა, დარჩნენ დაახლოებით 25 წუთი და წავიდნენ, შემდეგ გაიგო, რომ პოლიცია იყო გამოძახებული, მაგრამ მიზეზი არ უკითხავს, ორჯერ ჰყავს ნანახი დ------------- ნ-----სთან, მისი მხრიდან ძალადობის შესახებ არ გაუგია, მან უთხრა გამომძიებელს, რომ არ იცოდა ქართული ენა, ხოლო წერა შეეძლო, დაიკითხა მეგრულად, ჩვენების შინაარსს არ გაცნობია და არ იცის რა წერია გამოკითხვის ოქმში.

 

მოწმე ა-–----------------- განმარტავს, რომ მუშაობს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად, ს-------------- ა---ს მისი სამოქმედო ტერიტორია, დაურეკეს და მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ჭურჭლის კარადის შუშა იყო ჩამსხვრეული, დამსხვრეული ჭურჭელი იატაკზე ეყარა, აბაზანაში წყლის გამაცხელებელს მილი ჰქონდა მოგლეჯილი და იქვე ეგდო. დაზარალებულის განმარტებით დაახლოებით ოთხი წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაშია დ--------------თან და ეს პირი შევიდა საძინებელში, უნდოდა დალაპარაკება, იყო მთვრალი და დაარტყა ხელი, ეჭვიანობის ნიადაგზე ადრეც მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ ცხოვრობდნენ ერთად და პოლიციაში არ განუცხადებია.

 

მოწმე შ--–--------- განმარტავს, რომ 2----–-–------------- ზ--------ის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება და მოქალაქე ითხოვდა დახმარებას. ა-–-----------------სთან და ნ-----–-----------სთან ერთად გავიდა შეტყობინების მისამართზე, ს--------------ზე, ს-----–-------ის ბინებში, კორპუსის წინ ეგდო მაგიდა, მეორე სართულზე ნ-------------ს საცხოვრებელ ბინაში ყველაფერი იყო თავდაყირა, კარადიდან ნივთები იყო გადმოყრილი, თეფშები და ჭიქები დამსხვრეული, ნ-------------მ განმარტა, რომ ეს ჩაიდინა პოლიციის თანამშრომელმა დ-------------მ, რომელთანაც იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, მას სიმთვრალეში ჰქონდა ცუდი ხასიათი და აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას მისი 10 წლის შვილი ესწრებოდა და ჩაიყვანა მეზობელთან. აღნიშნულის შესახებ მოახსენა ხელმძღვანელობას და საქმე გადაეცა საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

 

მოწმე ი-----–-------- განმარტავს, რომ 2----–-–------------- ქ. ზ--------ში, ს--------------ზე მდებარე კორპუსში, როგორც ექსპერტ-კრიმინალისტმა, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ოჯახის ქალბატონმა უთხრა, რომ საძინებელ ოთახში კარადის კარები იყო დაზიანებული და ეყარა ჭურჭლის ნამსხვრევები, წყლის გამაცხელებელზე მოგლეჯილი იყო მილი, კორპუსის ეზოში გადაგდებული იყო ხის მაგიდა, ამოიღო დამტვრეული ჭურჭელი, დაასურათა შემთხვევის ადგილი და დააფიქსირა ადგილზე არსებული სიტუაცია, დაზარალებულის განმარტებით არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა დ-------------მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

მოწმე ნ---------- განმარტავს, რომ 2----–-–------------- ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე მივიდა ს--------------ზე ნ-------------ს საცხოვრებელ ბინაში, ეზოში ეყარა საოჯახო ნივთები, მეორე სართულზე დახვდა ნ-------------, რომელმაც უთხრა, რომ დ--------------თან ორი წელი იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ის ემუქრებოდა, ფიზიკურად ძალადობდა მასზე, ოთახში ჭურჭლის კარადის მინა იყო ჩამსხვრეული და ჭურჭელი დამსხვრეული, რამდენიმე წუთში მივიდნენ შ--–--------- და პოლიციის თანამშრომლები.

 

მოწმე ო----------------–-- განმარტავს, რომ 2----–-–------------- საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, შემოსული შეტყობინების საფუძველზე ი-----–---–------სთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, ს-------------- N7--ში, ჩართეს სამხრე კამერები და შევიდნენ ბინაში, სადაც საყოფაცხოვრებო ნივთები იყო დაზიანებული და ეზოში მაგიდა გადაგდებული, ნ-------------მ განუმარტა მათ, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა დ-------------მ დააზიანა ნივთები, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე არაფერი უთქვამს, აღნიშნა, რომ ჰყავს ბავშვი, ჯანმრთელობის დაზიანება ან რაიმე სავალალო შედეგი, რომ არ დამდგა---ყო, შეატყობინა პოლიციას.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ი-----–---–------მ და აღნიშნა, რომ ქ. ზ--------ში, ს-------------- N7--ში ო----------------–--სთან ერთად მივიდა, ბინაში დახვდა აღელვებული ქალი, რომელმაც განმარტა, რომ არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფმა პიროვნებამ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა მოკვლით, ანახა დამსხვრეული კარადის მინა და ჭურჭელი, გადაახედა აივნიდან, სადაც ეზოში ეგდო დამტვრეული მაგიდა და შეადგინა რეაგირების ოქმი, იქ იმყოფებოდა პოლიციის თანამშრომელი ნ-----, მის გარდა, ბინაში არავინ უნახავს და არც არავის გასაუბრებია.

 

მოწმე რ----–----------–---–- განმარტავს, რომ 2----–-–------------- დ-------------- კუთვნილი ავტომანქანით წავიდნენ სოფელ რ---–-, სადაც გ-----------------სთან ერთად დ-----მა დალია 3 ჭიქა არაყი, იქიდან წავიდნენ ფ---------ს ქარხნის ბინაში, დ------------- ავიდა ზემოთ, ნახევარ საათში ვიღაც ქალი მივიდა მასთან და უთხრა დ------ ჩამოეყვანა, ბინაში რომ შევიდა ჭურჭლის კარადის მინა იყო ჩამსხვრეული, ისინი ერთად ჩავიდნენ და წავიდნენ. კონფლიქტის შესახებ დ------ს მეგობარ ქალს მისთვის არაფერი უთქვამს.

 

მოწმე გ----------------- განმარტავს, რომ დ------------- მისი სახლის წინ მსახურობდა, ის პატიოსანი ადამიანია და დაუახლოვდა მას. 2----–-–------------- მეგობართან ერთად მივიდა ავტომანქანით, გაშალა სუფრა და 100-100 გრამი დალიეს, ორ საათში წავიდნენ.

 

მოწმე გ--------–---–- განმარტავს, რომ 2----–-–------------- შემოვიდა შეტყობინება, რომ ნ-------------ს მიმართ ადგილი ჰქონდა ჯანმრთელობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარას და დაიწყო გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით, საგამოძიებო ჯგუფში ჩაერთო დ-------------- და ექსპერტებთან ერთად დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, საცხოვრებელი სახლის ეზოში პირაღმა ეგდო ხის მაგიდა, ბინაში ჭურჭლის კარადის კა--- იყო დამტვრეული და ჭურჭელი დამსხვრეული, რაზეც ნ-------------მ განმარტა, რომ დ-------------- მიერ იყო გაკეთებული, რომელთანაც ადრე იმყოფებოდა ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში რეგისტრაციის გარეშე და ის ემუქრებოდა მოკვლით და ბავშვის თანდასწრებით წამოარტყა თავზე ხელი, რაც დაადასტურა მისმა მეგობარმა მ-----------მ, დაკითხა მეზობელი მ-----------------, ნ-------------, პიროვნება ვის სახლში სვამდა დ-------------, მისი თანამშრომელი, რომელიც მანქანით ნ-------------ს სახლში მიიყვანა, საბოლოოდ გამოიკვეთა, რომ ოჯახურ ძალადობას და მუქარას ჰქონდა ადგილი და წარუდგინეს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლით.

 

მოწმე დ-------------- განმარტავს, რომ 2----–-–-------------, დ-------------- ბრალდების საქმეზე ს--------–-------------------------–----------------------------------------–--––- დაიწყო გამოძიება ძალადობის ფაქტზე, ქ. ზ--------ში, ს-------------- N7--ში ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ბინაში ყველაფერი იყო დალეწილი და არეული, მაგიდა ეგდო ეზოში, აღწერა შემთხვევის ადგილი, ამოიღო დამსხვრეული ჭურჭელი, დალუქა და შეადგინა შესაბამისი ოქმი, ბინაში დახვდა ნ------------- და მ-----------, ნ-----მ უთხრა, რომ სპეცრაზმის თანამშრომელთან, დ--------------თან ჰქონდა ცოლ-ქმრული ურთიერთობა, შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს და მასთან მოუვიდა კონფლიქტი, ბავშვის თანდასწრებით ორჯერ ჩაარტყა თავში და დაემუქრა, რომ ამაღამ მოკლავდა, ის იყო განერვიულებული და დაცვას ითხოვდა.

 

საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება.

 

ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ შეძლო მ-------------ს ადგილსამყოფელის დადგენა და ამოწურული იყო მისი სასამართლოში წარდგენის გონივრული შესაძლებლობაც, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე ჩვენება საჯაროდ იქნა წაკითხული.

 

მ------------- განმარტავს, რომ 2----–-–------------- იმყოფებოდა ნ-------------ს სახლში, ეძინა და რომ გამოიღვიძა დაინახა, რომ გვერდით საწოლში იწვა დ------------- და ეძახდა ნ-----ს, დ------ და ნ----- ოთხი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობდნენ ერთად, 2015 წელს დაშორდნენ ერთამენთს, როგორც მისთვის ცნობილია ოჯახური კონფლიქტის გამო, რადგან დ------------- ეჭვიანობდა, რომ ნ----- ღალატობდა, რასაც თვითონ არ შესწრებია, მაგრამ იცის მეზობლებისგან, რომლებიც ახლა საზღვარგარეთ ა---ან. ნ----- იმყოფებოდა სამზარეულო ოთახში, სადაც შევიდა დ------------- და დაემუქრა ნ-----ს თუ ახლა გადაურჩებოდა, საღამოს მაინც მოკლავდა, ეს ესმოდა ნ-----ს 10 წლის შვილსაც, დ-------------მ ორჯერ მოუქნია ხელი ნ-----ს და თუ არ ცდება ერთხელ ოდნავ მოხვდა მისი ხელი, ნ----- გაერიდა იქაურობას და ჩავიდა მეზობელთან, ხოლო დ-------------მ დააზიანა ნივთები და მან მობილური ტელეფონით დარეკა 112-ში.

 

ბრალდებული დ------------- მის მიმართ შერაცხულ ბრალდებებში თავს არ ცნობს დამნაშავედ და განმარტავს, რომ ნ-------------სთან 2013-2014 წლებში ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა, შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ შეინარჩუნეს მეგობრობა, ის სისტემატურად ეხმარებოდა მატერიალურად, რადგან მარტო ზრდიდა შვილს, არ მუშაობდა და უჭირდა ფინანსურად. 2----–-–------------- მეგობართან, რ----–----------–---–თან სოფელ ახალ ა-----------ში, გ-----------------ს სახლში დალია 3-4 ჭიქა არაყი და შემდეგ გადაწყვიტა სტუმრად მისულიყვნენ ნ------------------- ს-------------- N7--ში მდებარე ნაქირავებ ბინაში, დაელიათ თითო ფინჯანი ყავა, ჯერ თვითონ ავიდა, მაგრამ ნ-----მ უთხრა, რომ მეგობა--- ჰყავდა სტუმრად, მ-----------, რომელსაც თვითონაც იცნობდა, მას ეძინა, ისიც შევიდა საძინებელში და მის გვერდით წამოწვა, რაც ეტყობა ეწყინა ნ-----ს და დაუწყო კამათი, რის შემდეგ ის და მა--- გავიდნენ ბინიდან და რადგან არ დაბრუნდნენ, განაწყენებულმა დაამტვრია მის მიერ ნაყიდი ნივთები და მაგიდა ჩააგდო ეზოში, მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ნ-------------სთვის არ მიუყენებია, არც დამუქრებია და მისი ბინაში ყოფნის პერიოდში ნ-----ს შვილი იქ არ ყოფილა.

 

ბრალდების მხარემ გამოიკვლია შემდეგი წერილობითი მტკიცებულებები:

 

2----–-–-------------ს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ზ--------ში, ს-------------- №7--ში და წარმოადგენს ნ-------------ს საცხოვრებელ ბინას, იატაკზე ყრია დამსხვრეული ჭიქები და თეფშები, მისაღებ ოთახში დგას ხისგან დამზადებული კარადა, რომლის კარები, შუშა და მასში მოთავსებული ჭურჭელი დამტვრეულია, სააბაზანოში წყლის გამათბობლის მილი დაზიანებული და მოგლეჯილია. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია თეფშის, ჭიქის და შუშის ნამსხვრევები და ლითონის გატეხილი მილი. (ს. ფ. 6 -47, ტომი №1)

 

ს----------–----–---------------------------------–-–------------------------------------ პოლიციის უფროსი ლეიტენანტი დ------------- დაინიშნა შ--------------------–-------–----------------------------------–------------------------------------------------–-------–-------------------–---------–----------------–-------------------------------–---------–--------------------–----–--------------------–-------–----------------------------------–-------------------------------------------–---------–----------------–--------------------------–---------------------.(ს.ფ 148 ტომი N1).

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2018 წლის 11 ა-----–-ს N0-------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას. (ს. ფ. 193-199, ტომი №1)

 

არასრუწლოვანი მოწმე ი-----–------------ს გამოკითხვის ოქმს (ს.ფ 216 ტომი N1)

 

2018 წლის 20 ა-----–-ს პატრულ ინსპექტორ ო----------------–--ს სამკერდე კამერის ჩანაწერის დათვალიერების ოქმს (ს.ფ 207-208 ტომი N1)

 

საქართველოს შსს ,,სსიპ-112“-იდან გადმოგზავნილ 2----–-–------------- განხორციელებული N6----- შეტყობინების აუდიო ჩანაწერის დათვალიერების ოქმს (ს.ფ 209-210 ტომი N1) წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით მიენიჭა პრეიუდიციული ძალა არ იქნა არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთელობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

დ-------------- ბრალდების მხარე ედავება, რომ ოჯახის ერთმა წევრმა, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩაიდინა ძალადობა ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

და ოჯახის ერთმა წევრმა, ოჯახის სხვა წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახი სახელმწიფოს საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ოჯახში ძალადობის გარეშე, ოჯახის წევრთა თანასწორობის საფუძველზე შექმნას მათი უფლებების დაცვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები, შეინარჩუნოს ოჯახური ღირებულებები, დაიცვას ოჯახი ძალადობისგან, საკანონმდებლო საფუძვე- ლზე უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა.

 

პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისივე ოჯახის წევრის მიერ.

 

ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით, ან/ და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამავე კანონის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ა---ს პასუხისმგებლობა ოჯახში ძალადობისათვის, რადგან ოჯახში ძალადობის არსი ადამიანის პირადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვაში მდგომარეობს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი. აღნიშნული გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის“ შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.

 

დ-------------- ასევე წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით-ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქა---ს განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მუქარა ადამიანის უფლებისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს წარმოადგენს და შესაბამისად იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული დანაშაულის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა და მშვიდ გარემოში ცხოვრების უფლება.

 

ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, სიცოცხლის ან ჯანმრთელობის მოსპობის მუქარაში, რა დროსაც პირს ვისაც ემუქრებიან გაუჩნდება საფუძვლიანი და რეალური შიში მისი განხორციელებისა და ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველ ნაწილით კვალიფიკაციისათვის არა აქვს მნიშვნელობა ბრალდებულს ჰქონდა თუ არა მიზნად მუქა---ს განხორცილება, ხოლო დანაშაული დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულს გაუჩნდა მისი რეალიზაციის საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნებით და ძირითადი პრინციპებით:

 

საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ა---ს არსებითად მნიშვნელოვანი მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში, საქმეზე უნდა არსებობდეს ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც მიუკერძოებელ პირს არ გაუჩენს ეჭვს პირის მსჯავრდების შესახებ, ასევე აუცილებელია, რომ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას თუ კი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად ყველა მაღალი დამაჯერებლობით არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილის შესაბამისად დაზარალებული ა---ს პირი, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური და ქონებრივი ზიანი, ამავე კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა, ხოლო სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად მოწმის ჩვენებაა- მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულმა ნ-------------მ უარყო დ-------------- მხრიდან მუქა---ს და ფიზიკურ ძალადობის განხორციელების ფაქტი.

 

არასრულწლოვანი მოწმის ი-----–------------ს გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეთა მიერ ცნობილი იქნა უდავო მტკიცებულებად, მისი სახლში ყოფნის დროს დ------------- და ნ------------- ხმამაღლა საუბრობდნენ, რადგან დედამისმა უთხრა დ-----ს, რომ იყო ნასვამი და წასულიყო, რის შემდეგ ნ------------- ჩავიდა მეზობელთან და თვითონაც გავიდა სახლიდან, შესაბამისად ის არ ადასტურებს, რომ ესწრებოდა დ-------------- მხრიდან ნ-------------ს მიმართ მუქა---ს განხორციელების, ფიზიკური ზემოქმედების და ძალადობის ფაქტს.

 

აღნიშნული გარემოება ასევე არ დაადასტურა ბრალდების მხა---ს მიერ დაკითხულმა მ-----------------მ, რომელმაც გამოძიების დროს მის გამოკითხვასთან დაკავშირებით, დამატებით განმარტა, რომ მან არ იცის ქართული ენა და არ გაცნობია ჩვენების შინაარსს.

 

პატრულ ინსპექტორის სამხრე კამერის დათვალიერების ოქმითაც დადასტურებულია, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ნ-------------მ აცნობა დ-------------- მიერ საოჯახო ნივთების დაზიანების შესახებ და მას არ მიუწოდებია ინფორმაცია მის მიმართ ძალადობის და მუქა---ს განხორციელების ფაქტზე, ასევე მ-------------ს მიერ სსიპ 112-ის შეტყობინების ოქმითაც დადასტურებულია, რომ ის დახმარებას ითხოვდა, ქ. ზ--------ში, ს-------------- N7--ში ნივთების დაზიანების გამო და არა ოჯახურ ძალადობასთან და მუქარასთან დაკავშირებით, რაც შეეხება მოწმე მ-------------ს, ბრალდების მხარემ ვერ მოახერხა მისი წარმოდგენა სასამართლოში და საჯაროდ იქნა წაკითხული გამოძიების დროს გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია, სადაც უთითებს საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანების და მუქა---ს შესახებ, მაგრამ ცალსახად არ ადასტურებს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლი დასაშვებად მიიჩნევს მოწმის ჩვენების საჯაროდ წაკითხვას კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, მაგრამ იმ დათქმით, რომ მხოლოდ ეს მტკიცებულება ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი.

 

ბრალდების მხა---ს მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებების მიხედვით დ-------------მ ქალაქ ზ--------ში, ს-------------- N7--ში მდებარე ნ-------------ს საცხოვრებელ ბინაში დაამტვრია საყოფაცხოვრებო ნივთები, რასაც სადავოდ არ მიიჩნევს დ-------------ც, მაგრამ ვერ იქნა დადასტურებული დაზარალებულ ნ-------------ს ცემის, არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობის, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქა---ს განხორციელების ფაქტი, სახეზეა მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების და გამომძიებლების მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ირიბი ჩვენებები დ-------------- მხრიდან დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პატრულ-ინსპექტორები ო----------------–-- და ი-----–---–------, რომლებიც გამოძახებისთანავე გამოცხადნენ შემთხვევის ადგილზე, არ უთითებენ ოჯახური ძალადობის შესახებ, რაც შეეხება დ--------------თვის წარდგენილ ბრალდებას 2017 წლის აგვისტოს თუ სექტემბრის თვეში ნ-------------ს ცემის და ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, აღნიშნულიც არ დაადასტურა დაზარალებულმა და ბრალდების მხარეს ამ ნაწილში საერთოდ არ წარმოუდგენია მტკიცებულებები და დანაშაულის შესაძლო ჩადენის თა---ღიც არ აქვს დადგენილი. ამდენად დ-------------- ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილი ირიბი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქართველოს კონსტიტუციით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილე-

ბაში ირიბი მტკიცებულებებთან მიმართებაში აღნიშნა, რომ ირიბი ჩვენების შემთხვე- ვაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა, ხოლო ამ გადაწყვეტილების 22-ე პუნქტის შესაბამისად დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და საბრალდებო დასკვნა უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, ირიბი ჩვენება სანდოობის თვალსაზრისით ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუა---ა სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდამეტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუა--- და საკმა---სი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი, რის მიხედვით ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. არავინ არ ა---ს ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვა--- ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ამდენად, მხარეთა მიერ გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებების და საქმეზე მოპოვებული და დასაშვებად ცნობილი წერილობითი მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ-------------- მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს რელევანტური და ურთიერთშეთანხმე- ბული პირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

 

სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი- ტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფცი-

იდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმა---სი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულებების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. (ALLen v The United kingdom N25424/09 12/07/2013)

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, კონკრეტულ შემთხვევაში კი დ-------------- მიერ დანაშაულის ჩადენა მხოლოდ ეჭვს და ვარაუდს ეფუძნება, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის 1/1/548 გადაწყვეტილების („საქართველოს მოქალაქე ზ------------- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) 44-ე პუნქტის მიხედვით საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვა--- გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით და საქართველოს უზენაე- სი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალი სამართლებრივი სტანდარტით მტკიცებულებათა არსებობის აუცილებლობის შესახებ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს ეჭვს ქვეშ არ უნდა აყენებდეს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ გაანალიზა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმა---სობის თვალსაზ- რისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ ა---ს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა დ-------------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 111126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 126 1-ე მულის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ, ბრალდების მხა---ს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა დ-------------- ბრალეულობაში, რის გამოც ის ზემოთაღნიშნულ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამართლებულს გააჩნია მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება.

 

ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თეფში, ჭიქა, შუშის ნამსხვრევები და ლითონის გატეხილი მილი, რომელიც ინახება ს--------–-------------------------–------------------------–------–-, განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჭიქა, რომელიც ინახება ს--------–-------------------------–------------------------–------–-, დაუბრუნდეს ნ-------------ს ოჯახს.

 

პატრულ-ინსპექტორ ო----------------–--ს სამკერდე კამერით გადაღებული ჩანაწერი, ერთ ცალ DVD –R დისკზე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-დან გადმოგზავნილი შეტყობინების აუდიო ჩანაწერი, ერთ ცალ CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ცნობილ იქნას უდანაშაულოდ დ------------- (პირადი ნომერი 1----------) საქართველოს სსკ-ის 111126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მულის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

2.დ-------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი (ზ--------ის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 03 ა-----–-ს განჩინება) დ-------------- (პ/ნ 1----------), თ--------------- (პ/ნ 1----------) და ლ-------–---–-- (პ/ნ 1----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ზ--------ის რაიონი, სოფელი ც--–-, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 4---.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 განაშენიანების ფართი 171.52 კვ.მ. №2 - განაშენიანების ფართი 114.15 კვ.მ. №3 განაშენიანების ფართი 34.96 კვ.მ. №4 განაშენიანების ფართი 43.24 კვ.მ. (საკადასტრო კოდი 4-----------) გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ასევე გაუქმდეს დ-------------- მიმართ გამოყენებული გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მსვლელობის განმავლობაში ალკოჰოლური სასმელის მიღების და დაზარალებულთან ან სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხა---ს მიერ მოწმის სახით გამოკითხულ პირებთან უშუალოდ ან ვინმეს მეშვეობით ნებისმიერი ფორმით კომუნიკაციის აკრძალვა.

 

3.ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თეფშის, ჭიქის, შუშის ნამსხვრევები და ლითონის გატეხილი მილი, რომელიც ინახება ს--------–-------------------------–------------------------–------–-, განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჭიქა, რომელიც ინახება ს--------–-------------------------–------------------------–------–-, დაუბრუნდეს ნ-------------ს ოჯახს.

 

პატრულ-ინსპექტორ ო----------------–--ს სამკერდე კამერით გადაღებული ჩანაწერი, ერთ ცალ DVD –R დისკზე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-დან გადმოგზავნილი შეტყობინების აუდიო ჩანაწერი, ერთ ცალ CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.

 

4.დ-------------- განემარტოს, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზ--------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნატრული აკობია