გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820310017002073271 (: 3-153/17)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2019 წელი ქ. ბ------ი
შესავალი ნაწილი
ხე-–---------ს რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე
მოსარჩელე - იუ----- წუ-–-----ე
წარმომადგენელი: ან----------–--ლი
მოპასუხე - ხე-–---------ს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი: ხა-------------–აძე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული სარჩელით)
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 7 მარტის N4 საოქმო გადაწყვეტილება იუ----- წუ-–-----ისათვის 674 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე და 2017 წლის 12 იანვრის N1 საოქმო გადაწყვეტილება იუ----- წუ-–-----ისათვის სოფ მა----–------ში მდებარე 2500 კვ. მეტრი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე თქმის ნაწილში.
1.2.მოპასუხე მხარეს- ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს გარემოებების შესწავლის შედეგად ახალი აქტის გამოცემა იუ----- წუ-–-----ის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარებაზე.
თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
იუ----- წუ-–-----ეს სოფელ მა----–------ში გააჩნდა მიწის ნაკვეთი, რომელიც ადრე წარმოადგენდა მისი მამისეული კომლის საკუთრებას. კომლის გაუქმების შემდგომ იუ----- წუ-–-----ეს მიწაზე სარგებლობა არ შეუწყვეტია, მასზე გაშენებულია ხეხილი და არის საცხოვრებელი სახლის ნანგრევები, ხოლო თავად იუ----- წუ-–-----ე 1997 წლიდან ცხოვრობს შენობა ნაგებობაში , რომელიც თვითნებურად დაიკავა, შეაკეთა და სარგებლობს უწყვეტად, ისევე როგორც ამ შენობის მიმდებარე 674 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს.
იუ----- წუ-–-----ემ განცხადებით მიმართა ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიას და მოითხოვა სოფელ მა----–------ში მდებარე 674.1 კვ. მეტრი და 2500 კვ. მეტრი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება, თუმცა 2014 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით იუ----- წუ-–-----ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
2016 წლის 06 დეკემბერს იუ----- წუ-–-----ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ,,სახელმწიფო პროექტების ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომლითაც ითხოვდა თვითნებურად დაკავებულ 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ხე-–---------ს მუნიციპალიტეტი, სოფელი მა----–------ი, საკუთრების უფლების აღიარებას. ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით (ოქმი N1) იუ----- წუ-–-----ეს (პ/ნ 6----------) უარი ეთქვა მის მიერ მოთხოვნილი 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფების აღიარებაზე. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი ზედდებაშია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. მიწის ნაკვეთზე განმცხადებელს არ ჰქონდა განთავსებული საცხოვრებელი სახლი ან/და შენობა და აღნიშნული ფართობი არ წარმოადგენდა მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებები არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რამდენადაც კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აღიარებას და ზედდება სახელმწიფოსთან არ შეიძლებოდა გამხდარიყო საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი. დღეის მგომარეობით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, და მისი ერთადერთი მფლობელი და ფაქტობრივი მოსარგებლე არის იუ----- წუ-–-----ე. ნაკვეთზე განთავსებულია იუ----- წუ-–-----ის მამისეული სახლის ნანგრევები, რაც საკმარისი იყო განცხადების დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს სხვა გარემოებებზეც და ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ხე-–---------ს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მიიჩნევს რომ მოთხოვნები უსაფუძვლოა და ითხოვს დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მოხდა საკითხის სრულყოფილი შესწავლა, ადგილზე დათვალიერება და დადგინდა რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ზედდებაშია სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, ამასთანავე მოთხოვნილ 2500 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი და არ ესაზღვრება საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს. კომისიამ კანონიერად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, რადგანაც არ აკმაყოფილებდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. 3.1.საქმეზე მესამე პირი არ ყოფილა ჩართული
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მოსარჩელე იუ----- წუ-–-----ე 1996 წლიდან ცხოვრობს ოჯახთან ერთად ცხოვრობს ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მა----–------ში. ფაქტობრივად ფლობს და სარგებლობს 2500 კვ მეტრ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც ადრე წარმოადგენდა მისი მამის მი----- წუ-–-----ის კომლის საკუთრებას. 1996 წლიდან საცხოვრებლად დაკავებული აქვს ყოფილი სამხედრო სასადილოს შენობის ნაწილი, ასევე ამავე პერიოდიდან თვითნებურად აქვს დაკავებული შენობის მიმდებარე 674 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა განმარტებები
-მოწმეთა ჩვენებები
-საარქივო ცნობები, საკომლო ამონაწერები.
- ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 25 იანვრის N05/454 ცნობა.
-ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 იანვრის N05/743 ცნობა.
4.1.2. იუ----- წუ-–-----ემ განცხადებით მიმართა ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიას და მოითხოვა სოფელ მა----–------ში მდებარე 674.1 კვ. მეტრი და 2500 კვ. მეტრი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება.
ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2014 წლის 7 მარტის N4 საოქმო გადაწყვეტილებით იუ----- წუ-–-----ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. დადგენილი იქნა, რომ დასახელებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა განმცხადებლის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, ამასთანავე განმცხადებელს არ ჰქონდა 2500 კვ მეტრ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი ან/და კაპიტალური შენობა ნაგებობა და აღნიშნული ფართობი არ წარმოადგენდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს. 674.1 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა, რომელიც განმცხადებლის განმარტებით წარმოადგენდა ყოფილ სამხედრო სასადილოს შენობას, კომისიამ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ამ ქონებით დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. აღნიშნული საფუძვლით იუ----- წუ-–-----ეს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2014 წლის 7 მარტის N4 საოქმო გადაწყვეტილება.
4.1.3. 2016 წლის 06 დეკემბერს იუ----- წუ-–-----ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ,,სახელმწიფო პროექტების ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომლითაც ითხოვდა თვითნებურად დაკავებულ 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ხე-–---------ს მუნიციპალიტეტი, სოფელი მა----–------ი, საკუთრების უფლების აღიარებას. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავანა ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 12 იანვრის N1 საოქმო გადაწყვეტილებით იუ----- წუ-–-----ეს უარი ეთქვა მის მიერ მოთხოვნილი 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფების აღიარებაზე. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი ზედდებაშია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. მიწის ნაკვეთზე განმცხადებელს არ ჰქონდა განთავსებული საცხოვრებელი სახლი ან/და შენობა და აღნიშნული ფართობი არ წარმოადგენდა მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-იუ----- წუ-–-----ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადება თანდართული მასალებით.
-ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 12 იანვრის N1 საოქმო გადაწყვეტილება.
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. იმის მიუხედავად, რომ მოპასუხე მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არ დაფიქსირებულა თუ რა გარემოებებია მიჩნეული სადავოდ, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების შინაარსიდან გამომდინარე, სადავოა საკითხი, განთავსებულია თუ არა საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი.
სადავოა ასევე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველი, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი ზედდებაშია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. აღნიშნული წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების საკითხს და მასზე მსჯელობა იქნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ იუ----- წუ-–-----ის მამისეულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო მიტოვებული, შემორჩენილია სახლის ნანგრევები, კიბე, ტერიტორიაზე გაშენებულია მრავალწლოვანი ხეხილის ნარგავები და ეს ნაკვეთი იუ----- წუ-–-----ის ოჯახის გარდა სხვის სარგებლობაში არასოდეს ყოფილა.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელი სადავოდ არ ხდის იუ----- წუ-–-----ის მიერ აღნიშნული ნაკვეთების თვითნებურად დაკავებისა და სარგებლობის ფაქტს, მაგრამ ამტკიცებს, რომ ნაკვეთზე არ არის საცხოვრებელი სახლი და არც ნანგრევები, რაც გახდა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სასამართლო, მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას აღნიშნავს შემდეგს:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
მოსარჩელე მხარემ თავისი არგუმენტების დასადასტურებლად და განმარტების გამყარების მიზნით მტკიცებულების სახით წარმოადგინა მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის ნანგრევების ფოტოსურათები, ასევე მოსარჩელის ინიციატივით დაკითხული იქნა მოწმეები ირ-----------ძე, რა-----------------ე, ნო----------–--–---–ი, ზუ------–-------------ძე, თე--------------ძე, რომლებმაც აჩვენეს, რომ არიან იუ----- წუ-–-----ის მეზობლები, სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს წუ-–-----ეების საგვარეულო მიწას. მასზე იდგა საცხოვრებელი სახლი, რომელიც დაიშალა და ბოლო დროისათვის შემორჩენილი იყო მხოლოდ კედლები, იუ----- წუ-–-----ე დიდ ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ქ. ბ------ში და სოფელ მა----–------ში საცხოვრებლად დაბრუნდა 1996 წლიდან და რადგან სახლი დაშლილი იყო, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად შესახლდა ყოფილ სამხედრო სასადილოს შენობის ნაწილში. მას შემდეგ სარგებლობს სასადილოს მიმდებარე ტერიტორიას 674 კვ მეტრ ნაკვეთს და ყოფილი კომლის მიწას 2500 კვ. მეტრს.
მოსარჩელე მხარემ ასევე მიუთითა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, სოფ. მა----–------ის მცხოვრებთა წერილზე, რომლებიც ადასტურებენ იუ----- წუ-–-----ის მიერ მამისეული მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს, საკომლო ამონაწერებზე, ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის მერიის წერილზე, სადაც დადასტურებულია, რომ იუ----- წუ-–-----ეს 1997 წლიდან თვითნებურად აქვს დაკავებული და სარგებლობს სადავო მიწის ნაკვეთს.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელი მხოლოდ ზეპირი განმარტებით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ კომისიამ ადგილზე დაათვალიერა და შეისწავლა სადავო გარემოებები, არ დგინდება საცხოვრებელი სახლის არსებობა, ხოლო ამჟამინდელი თვითნებურად დაკავებული საცხოვრებელი ფართი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და არ ექვემდებარება აღიარებას.
ზემო დასახელებულ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული არგუმენტები არ არის დასაბუთებული და არ შეიძლება ყოფილიყო იუ----- წუ-–-----ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული და დადგენილი საქმის გარემოებები, შესაბამისად ამ ნაწილში არსებობს მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი, რომლის დასაბუთება ასახული იქნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები
-მოწმეთა ჩვენები
-ფოტომასალა
-საარქივო ცნობები, საკომლო ჩანაწერები.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
-ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. აქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 7 მარტის N4 საოქმო გადაწყვეტილება იუ----- წუ-–-----ისათვის 674 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე და 2017 წლის 12 იანვრის N1 საოქმო გადაწყვეტილება იუ----- წუ-–-----ისათვის სოფ მა----–------ში მდებარე 2500 კვ. მეტრი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმებთან. ამასთანავე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისითაც, რისთვისაც საკმარისი არ არის მისი ფორმალური კანონშესაბამისობა, უნდა შეფასდეს, არსებობდა თუ არა კანონისმიერი საფუძველი, მიწის ნაკვეთზე ნოდარ აბაშიძის მოთხოვნაზე უარის თქმისათვის, ამავე გადაწყვეტილებაში მითითებული კონკრეტული საფუძვლით.
7.2. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს მუდმივმოქმედი კომისიის მეშვეობით, ხოლო მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი– საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდეგში სააგენტო). წესების მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.
7.3. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწად ითვლება ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სასამართლო განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:
ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება;
ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად;
დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ იუ----- წუ-–-----ემ განცხადებით მიმართა ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიას და მოითხოვა სოფელ მა----–------ში მდებარე 674.1 კვ. მეტრი და 2500 კვ. მეტრი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება. ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2014 წლის 7 მარტის N4 საოქმო გადაწყვეტილებით იუ----- წუ-–-----ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი ან/და კაპიტალური შენობა ნაგებობა და აღნიშნული ფართობი არ წარმოადგენდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს.
ასევე დადგენილია, რომ ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 12 იანვრის N1 საოქმო გადაწყვეტილებით იუ----- წუ-–-----ეს უარი ეთქვა მის მიერ მოთხოვნილი 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფების აღიარებაზე. იმ მოტივით, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი ზედდებაშია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. მიწის ნაკვეთზე განმცხადებელს არ ჰქონდა განთავსებული საცხოვრებელი სახლი ან/და შენობა და აღნიშნული ფართობი არ წარმოადგენდა მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება არ შეიძლება გამხდარიყო იუ----- წუ-–-----ეზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი და არ უნდა ჩაითვალოს განკარგულ მიწის ნაკვეთად, ვინაიდან სწორედ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი ექვემდებარება საკუთრების უფლებით აღიარებას. კომისიის უარი წინააღმდეგობაშია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ წესთან და ამავე კანონის მიზნებთან.
7.4. ზემოთ, სადავო ფაქტობრივ გარემოებათა განხილვისას დადგენილი იქნა, რომ იუ----- წუ-–-----ის მიერ მოთხოვნილ 2500 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლის ნანგრევები. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწად ითვლება ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული). კომისიამ არ იმსჯელა აღნიშნულზე და გასაჩივრებულ აქტში მიუთითა, რომ ,,განმცხადებელს არ ჰქონდა 2500 კვ მეტრ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი ან/და კაპიტალური შენობა ნაგებობა". აღნიშნული მსჯელობა უდავოდ ადასტურებს იმ ფაქტს რომ კომისიის მიერ სრულყოფილად არ იქნა შესწავლი და შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
კომისიის მიერ სრულყოფილად არ იქნა შესწავლილი საკითხი 674.1 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, რამდენადაც დადგენილია, რომ იუ----- წუ-–-----ეს 1996 წლიდან დაკავებული აქვს და საცხოვრებლად იყენებს შენობა ნაგებობის ნაწილს, რომელიც მისი განმარტებით წარმოადგენდა ყოფილ სამხედრო სასადილოს და ამჟამად არავის ბალანსზე არ ირიცხება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კომისიაზე საკითხების განხილვისას იუ----- წუ-–-----ე არ ყოფილა მოწვეული და არ მიეცა საშუალება წარედგინა თავისი მოსაზრებები განცხადებასთან დაკავშირებით.
7.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ - დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
7.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილით, განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
7.7. ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 7 მარტის N4 საოქმო გადაწყვეტილება იუ----- წუ-–-----ისათვის 674 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე და 2017 წლის 12 იანვრის N1 საოქმო გადაწყვეტილება იუ----- წუ-–-----ისათვის სოფ მა----–------ში მდებარე 2500 კვ. მეტრი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე თქმის შესახებ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული, რითაც დაირღვა მოსარჩელე იუ----- წუ-–-----ის კანონიერი უფლება და ინტერესი, მისი საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს, ხე-–---------ს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს.
ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
7.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თნახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო მიზანშეწონილად თვლის, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი ბათილად იქნეს ცნობილი ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების კომისიის 2014 წლის 7 მარტის N4 საოქმო გადაწყვეტილება იუ----- წუ-–-----ისათვის სოფ. მა----–------ში მდებარე 674 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში და ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 12 იანვრის N1 საოქმო გადაწყვეტილება იუ----- წუ-–-----ისათვის სოფ. მა----–------ში მდებარე 2500 კვ.მ. თვითნებურად დაკავებულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე თქმის ნაწილში.
ხე-–---------ს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), იუ----- წუ-–-----ეზე ხე-–---------ს მუნიციპლიტეტის სოფელ მა----–-----ში მდებარე 674 და 2500კვ.მ. თვითნებურად დაკავებულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების აღიარებასთან დაკავშირებით.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონიძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე, მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გადაწყვიტა
1. იუ----- წუ-–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. ბათილად იქნეს ცნობილი ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების კომისიის 2014 წლის 7 მარტის N4 საოქმო გადაწყვეტილება იუ----- წუ-–-----ისათვის სოფ. მა----–------ში მდებარე 674 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში და ხე-–---------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 12 იანვრის N1 საოქმო გადაწყვეტილება იუ----- წუ-–-----ისათვის სოფ. მა----–------ში მდებარე 2500 კვ.მ. თვითნებურად დაკავებულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე თქმის ნაწილში.
3. ხე-–---------ს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), იუ----- წუ-–-----ეზე ხე-–---------ს მუნიციპლიტეტის სოფელ მა----–-----ში მდებარე 674 და 2500კვ.მ. თვითნებურად დაკავებულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების აღიარებასთან დაკავშირებით.
4. ხე-–---------ს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას იუ----- წუ-–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის 50 ლარის გადახდა.
5. იუ----- წუ-–-----ის მიერ გადახდილი სახემწიფო ბაჟის ნაწილი 50 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ხე-–---------ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბ------ი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი /.
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე