განაჩენი

სისხლის სამართლის 29.03.2019
საქმის ნომერი
080100119002861188
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/120-19 (N 069191118002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

29.03.2019 წელი ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ-------------------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული რ---------------ი

მამის სახელი: გ-------–-

დაბადების თარიღი: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე (პირობით მსჯავრდებული)

რეგისტრირებული: წ---–--------------------------–------–------

 

ადვოკატი - რ----------------–-–---–ი

 

სხდომის სახე - ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რ---------------იმ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- 2018 წლის 19 ნოემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ო--–-----–- მდებარე თავისავე საცხოვრებელ სახლში, რ---------------იმ იძალადა მეუღლეზე - დ----------------–---–ზე (ხელი დაარტყა სახის არეში, მოქაჩა თმებში). ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულ დ----------------–---–ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ რ---------------ი არის მისი მეუღლე. ისინი 4 წელია დაქორწინებულები არიან, ცხოვრობენ ერთ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ერთი შვილი კი გარდაეცვალათ რვა თვის ასაკში. მატერიალურად ძალიან უჭირთ, რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და იღებენ შესაბამის დახმარებას. მისი მეუღლე მუშაობს სხვადასხვა სამუშაოებზე ფიზიკურად, იმისათვის რომ არჩინოს ოჯახი. იმ დღეს მას ესტუმრა დაქალი და ერთად დალიეს ღვინო, მიახლოებით 1 ლიტრი. საღამოს ბრალდებული რ---------------ი ნასვამი დაბრუნდა სახლში და არ მოეწონა, რომ მისი მეუღლე სვამდა სხვასთან ერთად, ამის გამო მოუვიდათ კონფლიქტი. რატიმ დაუწყო გინება დედის მისამართით და ხელი გაარტყა სახის არეში, რის შემდეგაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ამის შემდეგ მან თმებში ჩასჭიდა ხელი დაზარალებულს და რამოდენიმეჯერ ძლიერად მოქაჩა და დაახლოებით ორი-სამი წუთის განმავლობაში ეჭირა თმებით, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. შემდეგ ის დაუსხლტა ხელიდან მის მეუღლეს რ---------------ის და გაბრაზებულზე მისივე მობილურის ნომრით დარეკა პოლიციაში და ითხოვა დახმარება. დაზარალებულმა მოითხოვა, რომ მისი მეუღლე ბრალდებული რ---------------ი განთავისუფლებულ იქნეს სხდომის დარბაზიდან საპატიმრო სასჯელის გარეშე, რადგანაც ის არის ოჯახის მარჩენალი და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მეუღლე მას ასე მოექცა, ასეთ შემთხვევას ადგილი მანამდე არასდროს არ ჰქონია.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს, დაზარალებულის ჩვენების მოსმენის შემდეგ, რ---------------იმ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და სადავოდ აღარ ხდის ბრალდების მხარის მტკიცებულებებს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, რ---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ დ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, რ---------------ის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმე გ--------–--------ის გამოკითხვის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთ შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა რ---------------იმ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: რ---------------იმ აღიარა და მოინანია დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. მან პატიება სთხოვა და შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც არანაირი პრეტენზია არ გააჩნია რ---------------ისთან და სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ითხოვა მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას - ისეთი სასჯელის შეფარდებას, რომელიც არ იქნება დაკავშირებული პატიმრობასთან; ბრალდებულს კმაყოფაზე ჰყავს წლის და სამი თვის მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე, ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალია; ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და სახელმწიფოსგან იღებენ დახმარებას. აგრეთვე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბრალდებული არის ფსიქიკური ნაკლის მქონე, მას აღენიშნება ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ რ---------------ის წარსულში ოჯახური ძალადობის ფაქტი არასოდეს არ ჩაუდენია.

 

რ---------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსული ნასამართლობა. კერძოდ, ის ნასამართლევია ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დაეკისრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, რაც მოხდილი აქვს. დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე.

 

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან, ბრალდებულის პიროვნებიდან და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის უმაღლესი ზომით დანიშვნით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთასთან შედარებით. ამასთან, ვინაიდან პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უნდა გაუქმდეს მის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს 150 საათ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ რ---------------ის განაჩენთა ერთობლიობით, სსკ-ის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე(თავისუფლების აღკვეთის ერთ დღეს შეესაბამება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი - 150/5=30 დღე), სასჯელთა შეჯამებისას მოსახდელად უნდა განესაზღვროს 07 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს რ---------------ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად და სსკ-ის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 06 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ---------------ის მოსახდელად განესაზღვროს 07 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. რ---------------ის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -2018 წლის 19 ნოემბრიდან.

 

4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

4.1. CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე