განაჩენი

სისხლის სამართლის 28.03.2019
საქმის ნომერი
080100119002884807
დავის ტიპი
287
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/168-19 (N046150119001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

28.03.2019 წელი

 

ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

 

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი დ---------–----ე

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული ე--------------–---ი

მამის სახელი: თ-------

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: არმქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

განათლება: არასრული უმაღლესი

რეგისტრირებული: ზ------------------------------–------–----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871 მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ე--------------–---ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა - ჩაიდინა სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

სახერხი საამქროს მფლობელმა ე--------------–---მა, ქ. ტ------–ში ტ------–ი-ა-------–------ს გზის მ--------------------–----------- არსებული ძველი ფერმების შენობაში, დაამონტაჟა სახერხი დანადგარი და მოწყობილობა ისე, რომ ელექტრონულად არ დაურეგისტრირებია სახერხი საამქრო ელექტრონულ სისტემაში შესაბამის ვებპორტალზე () ე--------------–---ის დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოვლენილ იქნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 18 დეკემბერს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2019 წლის 18 მარტს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ე--------------–---ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ე--------------–---მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ე--------------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მასალებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნით, საქართველოს მთავრობის N563 დადგენილებით, მოწმეების: ა---------–-------------------------------–---–------------------------- გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ ე--------------–---ის გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ე--------------–---მა ჩაიდინა სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ე--------------–---მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული; ითანამშრომლა და ხელი შეუწყო გამოძიებას დანაშაულის სწრაფ გახსნაში; ე--------------–---ი არის 21 წლის, ის წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი ან/და შემჩნეული სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენაში;

 

ე--------------–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

 

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან, საზოგადოებრივი საშიშროებიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - ჯარიმის გამოყენებით, სამართლიანი ზომით, რასაც, კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებულ თავისუფლების აღკვეთასთან შედარებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე--------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

2. მასვე, სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ქონების, ხის დასამუშავებელი დაზგის - რაც ინახება ე.წ ძველი ფერმის შენობაში, ჩამორთმევა და სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე მოხდეს მისი საპროცესო კონფისკაცია.

 

2. მსჯავრდებულ ე--------------–---ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 1500 (ათას ხუთასი) ლარის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

 

3. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე