გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/4570- 19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
7 მაისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გ------- მაისურაძე
სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი
მოსარჩელე თ------- თ-----–---–ი
წარმომადგენელი მ--------------ე
მოპასუხე მ------ი ა--–------ი
დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე მ------ი ა--–------ისათვის არასრულწლოვანი შვილების, მ-–---- ა--–------ის (დაბადებული 2----–-–-----------ს), მ------ი ა--–------ის (დაბადებული 2----–-–----------------ს), დ------ ა--–------ის (დაბადებული 2----–-–-----------------ს) და ნ-- თ-----–---–ის (დაბადებული 2----–-–-------------ს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეულისათვის 200 (ორასი) ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან 2019 წლის 05 მარტიდან მათ სრულწლოვანების მიღწევამდე.
მოსარჩელე თ------- თ-----–---–ი და მოპასუხე მ------ი ა--–------ი 2----–-–---------------დან იმყოფებოდნენ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ხუთი შვილი: 1----–-–--------–-სს დაბადებული გ------- ა--–------ი, 2----–-–-----------ს დაბადებული მ-–---- ა--–------ი, 2----–-–----------------ს დაბადებული მ------ი ა--–------ი, 2----–-–-----------------ს დაბადებული დ----- ა--–------ი და 2----–-–-------------ს დაბადებულია ნ-- თ-----–---–ი. 2018 წლის სექტემბრის თვეში ოჯახს თევშესაფრის მიცემაზე ეთქვა უარი და ისინი აიძულეს დაუყონებლივ დაეტოვებინათ გ-------ა და დაბრუნდნენ საქართველოში. მათ საქართველოში საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნ--თ, რის გამოც მათ გააგრძელეს ცხოვრება ნაქირავებ ბინებში სხვადასხვა მისამართზე, დღეისათვის კი ცხოვრობენ თ---–-----–---–------------------------. 2----–-–-----------------ს დაბადებულ დ----- ა--–------ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი დიაგნოზია ,,განვითარების ზოგადი აშლილობა, დაუზუსტებელი გონებრივი ჩამორჩენილობა“. მოსარჩელე არ არის დასაქმებული, არ გააჩნ-- შემოსავალი და არ შეუძლია მუშაობის დაწყება, ვინაიდან ჰყავს ავადმყოფი ბავშვი, რომელსაც მუდმივად სჭირდება განსაკუთრებული მოვლა და მზრუნველობა. ამ გარემოებების მიუხედავად, მოპასუხე არ ზრუნავს ოჯახზე, ხშირად მიდის სახლიდან მის ნათესავებთან და კატეგორიული უარი განაცხადა ბავშვების აღზრდა-განვითარებაში მონაწილეობის მიღებაზე. მოპასუხე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. იგი ძმასთან, კ----–-- ა--–------თან ერთად დაკავებულია ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვით და აქვს საკმაოდ მაღალი შემოსავალი. არაერთი თხოვნის მიუხედავად, მოპასუხე მხარე არ ზრუნავს არასრულწლოვან შვილებზე, არ იღებს მონაწილეობას მათ აღზრდა-განვითარებაში.
(სარჩელი, 2019 წლის 07 მაისის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნაწილობრივ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, იგი თანახმაა შვილების, მ-–---- ა--–------ის (დაბადებული 2----–-–-----------ს), მ------ი ა--–------ის (დაბადებული 2----–-–----------------ს), დ------ ა--–------ის (დაბადებული 2----–-–-----------------ს) და ნ-- თ-----–---–ის (დაბადებული 2----–-–-------------ს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად სულ 100 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. (შესაგებელი, 2019 წლის 7 მაისის სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე თ------- თ-----–---–ი და მოპასუხე მ------ი ა--–------ი 2----–-–---------------დან იმყოფებოდნენ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ხუთი შვილი: 1----–-–--------–-სს დაბადებული გ------- ა--–------ი, 2----–-–-----------ს დაბადებული მ-–---- ა--–------ი, 2----–-–----------------ს დაბადებული მ------ი ა--–------ი, 2----–-–-----------------ს დაბადებული დ----- ა--–------ი და 2----–-–-------------ს დაბადებული ნ-- თ-----–---–ი. გ------- ა--–------ი დღეის მდგომარეობით სრულწლოვან--;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N------------ (ს.ფ. 15);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 16);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 17);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 18);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს. ფ. 57).
3.1.2. 2-----–-–-------------ის თვეში მოსარჩელის ოჯახს თავშესაფრის მიცემაზე ეთქვა უარი და ისინი აიძულეს დაუყონებლივ დაეტოვებინათ გ-------ა და დაბრუნდნენ საქართველოში; მხარეებს, თ------- თ-----–---–ს და მ------ი ა--–------ს შორის დაძაბული ურთიერთობაა. ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან, თ------- თ-----–---–თან ერთად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.3. მოსარჩელე თ------- თ-----–---–ი არ არის დასაქმებული და არ გააჩნ-- სტაბილური შემოსავალი. მას მატერიალურად შეძლებისდაგვარად ეხმარება დედა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, თ------- თ-----–---–ს მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 19.03.2019 წელს გაცემული ცნობა N----------- (ს.ფ. 34).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.4. არასრულწლოვან დ----- ა--–------ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი დიაგნოზია: ,,განვითარების ზოგადი აშლილობა, დაუზუსტებული გონებრივი ჩამორჩენილობა“. მას ფსიქიკური უნარების განვითარების მიზნით სარეაბილიტაციო ღონისძიებები არასდროს ჩატარებია. მას დაენიშნა: ნეიროფსიქოლოგიური შეფასება, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, მეტყველების თერაპია, ნევროლოგის კონსულტაცია, ფსიქიატრის კონსულტაცია დინამიკაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_შპს ,,-------------–--------------------–-------–--------“ მიერ 15.02.2019 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 24-25).
3.1.5. არასრულწლოვანი მ------ი ა--–------ი, დ----- ა--–------ი და მ-–---- ა--–------ი ამ ეტაპზე სკოლაში არ დადიან. ისინი საქართველოში დაბრუნდნენ რამდენიმე თვის უკან. მ-–---- ა--–------ი დადის ფეხბურთის წრეზე; არასრულწლოვანი ბავშვები სკოლაში უნდა მივიდნენ ახალი სასწავლო წლის დასაწყისიდან, 2019 წლის სექტემბრის თვიდან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, მ------ი ა--–------ს მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება.
მოპასუხე მხარის განმარტებით, მან მუშაობა დაიწყო ცოტა ხნის წინ საწყობში და მისი ყოველთვიური შემოსავალია 411 ლარი. მოსარჩელე მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ეწევა კერძო სამეწარმეო საქმიანობას, დაკავებულია ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვით, რასაც თავად მოპასუხე მხარე უარყოფს. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც მოპასუხის მიერ კერძო საქმიანობის შედეგად შემოსავლის მიღებას დაადასტურებდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 19.03.2019 წელს გაცემული ცნობა N----------- (ს.ფ. 34).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.2. მოსარჩელე თ------- თ-----–---–ი არასრულწლოვან შვილებთან, მ------ი ა--–------თან, მ-–---- ა--–------თან, დ----- ა--–------თან და ნ-- თ-----–---–თან ერთად ცხოვრობს ქირით. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე მხარეს ქირის თანხას უხდის სახელმწიფო, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. მოსარჩელე მხარის ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული არ არის, თუმცა მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სოციალურ სამსახურს სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნით.
მოსარჩელე მხარის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა არის დანგრეული და საცხოვრებლად უვარგისი. თ------- თ-----–---–ს მიმართული აქვს ს------------------ს გამგეობისათვის ფულადი დახმარების მიღების თხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.3. მოპასუხე მ------ი ა--–------ი ცხოვრობს დედასთან, დასთან, დისშვილთან და სიძესთან ერთად ნაქირავებ ბინაში; მოპასუხის ძმა ერთი თვეა გაემგზავრა საზღვარგარეთ, იგი ამჟამად ცხოვრობს გ-------აში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.4. მხარეთა ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხე მ------ი ა--–------ს არ აქვს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობა და არ ზრუნავს მათზე. არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ფულადი დახმარების გაწევის ფაქტი მოპასუხე მხარის მიერ, საქმეზე წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, ვინაიდან სასამართლო ალიმენტის დადგენისას ხელმძღვანელობს მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობით და ბავშვების საჭიროებებით, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ალიმენტვალდებული პირის ეკონომიკური მდგომარეობა, ბავშვების ასაკი და ის აუცილებელი საარსებო მოთხოვნილებები, რაც საჭიროა მათი ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა:
- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელე თ------- თ-----–---–მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები: 2----–-–-----------ს დაბადებული მ-–---- ა--–------ი, 2----–-–----------------ს დაბადებული მ------ი ა--–------ი, 2----–-–-----------------ს დაბადებული დ----- ა--–------ი და 2----–-–-------------ს დაბადებულია ნ-- თ-----–---–ი. მხარეთა საერთო შვილი, გ------- ა--–------ი (დაბადებული 1----–-–---------–---) დღეის მდგომარეობით სრულწლოვან--.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მათთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდათ მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს.
დადგენილია, რომ მოსარჩელე 2-----–-–-------------ის თვეში მოსარჩელის ოჯახს თავშესაფრის მიცემაზე ეთქვა უარი და ისინი აიძულეს დაუყონებლივ დაეტოვებინათ გ-------ა და დაბრუნდნენ საქართველოში; მხარეებს, თ------- თ-----–---–ს და მ------ი ა--–------ს შორის დაძაბული ურთიერთობაა. ისინი ბოლო რამდენიმე თვეა ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე თ------- თ-----–---–ი არასრულწლოვან შვილებთან, მ------ი ა--–------თან, მ-–---- ა--–------თან, დ----- ა--–------თან და ნ-- თ-----–---–თან ერთად ცხოვრობს ქირით. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე მხარეს ქირის თანხას უხდის სახელმწიფო, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. მოსარჩელე მხარის ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული არ არის. მოსარჩელე თ------- თ-----–---–ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა არის დანგრეული და საცხოვრებლად უვარგისი. თ------- თ-----–---–ს მიმართული აქვს ს------------------ს გამგეობისათვის ფულადი დახმარების მიღების თხოვნით.
საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე თ------- თ-----–---–ი არ არის დასაქმებული და არ გააჩნ-- სტაბილური შემოსავალი. მას მატერიალურად შეძლებისდაგავარად ეხმარება დედა. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, თ------- თ-----–---–ს მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება. არასრულწლოვან დ----- ა--–------ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი დიაგნოზია: ,,განვითარების ზოგადი აშლილობა, დაუზუსტებული გონებრივი ჩამორჩენილობა“. მას ფსიქიკური უნარების განვითარების მიზნით სარეაბილიტაციო ღონისძიებები არასდროს ჩატარებია. მას დაენიშნა: ნეიროფსიქოლოგიური შეფასება, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, მეტყველების თერაპია, ნევროლოგის კონსულტაცია, ფსიქიატრის კონსულტაცია დინამიკაში. როგორც მხარეთა განმარტებით ირკვევა, არასრულწლოვანი მ------ი ა--–------ი, დ----- ა--–------ი და მ-–---- ა--–------ი ამ ეტაპზე სკოლაში არ დადიან. ისინი საქართველოში დაბრუნდნენ რამდენიმე თვის უკან. მ-–---- ა--–------ი დადის ფეხბურთის წრეზე. არასრულწლოვანი ბავშვები სკოლაში უნდა მივიდნენ ახალი სასწავლო წლის დასაწყისიდან, 2019 წლის სექტემბრის თვიდან.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. სასამართლომ ასევე შეისწავლა მოპასუხე მხარის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. მოპასუხე მ------ი ა--–------ი ცხოვრობს დედასთან, დასთან, დისშვილთან და სიძესთან ერთად ნაქირავებ ბინაში; მოპასუხის ძმა ერთი თვეა გაემგზავრა საზღვარგარეთ, იგი ამჟამად ცხოვრობს გ-------აში. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, მ------ი ა--–------ს მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება. მოპასუხე მხარის განმარტებით, მან მუშაობა დაიწყო ცოტა ხნის წინ საწყობში და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 411 ლარს. მოსარჩელე მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ეწევა კერძო სამეწარმეო საქმიანობას, დაკავებულია ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვით, რასაც თავად მოპასუხე მხარე უარყოფს. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც მოპასუხის მიერ კერძო საქმიანობის შედეგად შემოსავლის მიღებას დაადასტურებდა. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას მოპასუხის მიერ სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავლის მიღების შესახებ.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვების უფლების სათანადო დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვების უფლება, მიიღონ ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. განსახილველ საქმეზე, დადგენილია, რომ მხარეთა ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხე მ------ი ა--–------ს არ აქვს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობა და არ ზრუნავს მათზე. ბოლო პერიოდში მამის მხრიდან არასრულწლოვანი ბავშვებისათვის რაიმე სახის მატერიალურ დახმარების გაწევის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. მოპასუხე მხარეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებით პრობლემები არ გააჩნ--. ასევე, მოპასუხეს არ ერიცხება საბანკო თუ სხვა სახის დავალიანებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვების საუკეთესო ინტერესები. ბავშვების ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან - თ------- თ-----–---–თან და იმყოფებიან მის რჩენა-კმაყოფაზე. ამასთან, მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს ქირით, ერთ-ერთ ბავშვს, დ----- ა--–------ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, იგი საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, მზრუნველობას და თერაპიულ მკურნალობას, რაც დაკავშირებულია შესაბამის მატერიალურ სახსრებთან. მოპასუხე მიუთითებს, რომ თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ყველაზე მაქსიმუმ რაც შეუძლია გადაიხადოს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით, იქნება თვეში სულ 100 ლარი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანთა აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობლის ვალდებულების არსებობა, არჩინოს თავისი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს აქვს დაბალი შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილების რჩენის ვალდებულებისაგან. თუმცა ალიმენტის ოდენობის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს ანუ - საარსებო მინიმუმს. აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებს. მოპასუხის სახელზე რაიმე უძრავ-მოძრავი ნივთი საკუთრების უფლებით არ ირიცხება. ასევე, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების გარდა სხვა პირების რჩენის ვალდებულება არ აკისრია. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვების ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების პირობების სტაბილურად შენარჩუნება.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნ--, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის და ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხე მ------ი ა--–------ს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თვეში თითოეული არასრულწლოვანისათვის 80-80 ლარი, სულ 320 (სამას ოცი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ------- თ-----–---–ის მოთხოვნა - მ------ი ა--–------ისათვის არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე თ------- თ-----–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხე მ------ი ა--–------მა ცნო სარჩელი ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მ------ი ა--–------ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ------- თ-----–---–ის (პირადი N-----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
დაეკისროს მ------ი ა--–------ს (პირადი N-----------) არასრულწლოვანი შვილების მ------ი ა--–------ის (დაბადებული 2----–-–-----------------ს), დ------ ა--–------ის (დაბადებული 2----–-–------------------ს), მ-–---- ა--–------ის (დაბადებული 2----–-–-----------ს) და ნ-- თ-----–---–ის (დაბადებული 2----–-–-------------ს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 80-80 (ოთხმოცი-ოთხმოცი) ლარის, სულ 320 (სამას ოცი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრიდან - 2019 წლის 05 მარტიდან მათ სრულწლოვანების მიღწევამდე;
2. დაეკისროს მ------ი ა--–------ს (პირადი N-----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: გ------- მაისურაძე