გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210019002815200
#2/11-19 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07.05.2019წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე
მოსარჩელე: ს.ს. ,, კ------- ბ---ი”
წარმომადგენელი: კ--- ჩ-----ა
მოპასუხე: გ--- მ--------ე
დავის საგანი: სესხი
1. სასარჩელო მოთხოვნა
საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ს.ს. ,, კ------- ბ---ი”-ს წარმომადგენელმა, მოპასუხე - გ--- მ--------ის (პ.ნ. 5----------) მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე - გ--- მ--------ეს (პ.ნ. 5----------) დაეკისროს 5256,96 ლარის გადახდა, საიდანაც 2448,77 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 631,82 ლარი არის დარიცხული პროცენტი, პირგასამტეხლო 2048,15 ლარი , 128,22 ლარი არის სადაზღვევო შესატანი.
მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხე - გ--- მ--------ეს (5----------) დაეკისროს 3935,30 ლარის გადახდა, საიდანაც 1500 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 1156,91 ლარი არის დარიცხული პროცენტი, პირგასამტეხლო 1186,95 ლარი , 91,44 ლარი არის სადაზღვევო შესატანი.
მოსარჩელე განმარტავს, რომ 2018 წლის 08 იანვარს სააქციო საზოგადოება - კ------- ბ---სა და გ--- მ--------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N1882332125UQY, რის საფუძველზეც მან ისესხა 2600 ლარი, 24თვის ვადით 2020 წლის იანვრის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთია 25%. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.41 % -ის ოდენობით მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების თანახმად ს.ს. კ------- ბ---ს უფლება აქვს მოითხოვოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
გ--- მ--------ის მიერ რამდენჯერმე იქნა დარღვეული სესხის ხელშეკრულება. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხეს ჩაბარდა გაფრთხილების წერილი გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ იქნა გადახდილი.
მოსარჩელე განმარტავს, რომ 2018 წლის 24 მარტს სააქციო საზოგადოება - კ------- ბ---სა და გ--- მ--------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N18832547204MCV , რის საფუძველზეც მან ისესხა 1500 ლარი, 24თვის ვადით 2020 წლის 4 აპრილის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთია 60%. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.41 % -ის ოდენობით მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების თანახმად ს.ს. კ------- ბ---ს უფლება აქვს მოითხოვოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი მსესხებლის მიერ რამდენჯერმე დარღვეული იქნა გადახდის გრაფიკი. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხეს ჩაბარდათ გაფრთხილების წერილი გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ იქნა გადახდილი.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2018 წლის 08 იანვრის N1882332125UQY სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გ--- მ--------ეს (ს/კ5----------) აქვს დავალიანება 5256,96 ლარი, საიდანაც 2448,77 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 631,82 ლარი არის დარიცხული პროცენტი, პირგასამტეხლო 2048,15 ლარი , 128,22 ლარი არის სადაზღვევო შესატანი.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2018 წლის 24 მარტის N18832547204MCV სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე გ--- მ--------ეს (ს/კ5----------) აქვს დავალიანება 3935,30 ლარის ოდენობით, საიდანაც 1500 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 1156,91 ლარი არის დარიცხული პროცენტი, პირგასამტეხლო 1186,95 ლარი , 91,44 ლარი არის სადაზღვევო შესატანი.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ საქმეზე მოპასუხე გ--- მ--------ემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი ორივე ხელშეკრულების ნაწილში ძირი თანხის, საპროცენტო სარგებლის და სადაზღვევო შენატანის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია რომ, 2018 წლის 08 იანვარს სააქციო საზოგადოება - კ------- ბ---სა და გ--- მ--------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N1882332125UQY, რის საფუძველზეც მან ისესხა 2600 ლარი, 24თვის ვადით 2020 წლის იანვრის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთია 25%. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.41 % -ის ოდენობით მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების თანახმად ს.ს. კ------- ბ---ს უფლება აქვს მოითხოვოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
ხელშეკრულების შესაბამისად მსესხებელი ვალდებულია სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში დააზღვიოს სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში, იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი. აღნიშნული ხელშეკრულებით დადასტურებულია, რომ მსესხებელი გაეცნო დაზღვევის პირობებს მათ შორის ყოველთვიურ გადასახდელებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება და სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ.27-25)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. 2018 წლის 24 მარტს სააქციო საზოგადოება - კ------- ბ---სა და გ--- მ--------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N18832547204MCV , რის საფუძველზეც მან ისესხა 1500 ლარი, 24თვის ვადით 2020 წლის 4 აპრილის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთია 60%. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.41 % -ის ოდენობით მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების თანახმად ს.ს. კ------- ბ---ს უფლება აქვს მოითხოვოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულებები და განცხადებები(ს.ფ.28-38,)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.3. მოსარჩელის პოზიციით 2018 წლის 08 იანვრის N1882332125UQY სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გ--- მ--------ეს (ს/კ5----------) აქვს დავალიანება დაეკისროს 5256,96 ლარი, საიდანაც 2448,77 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 631,82 ლარი არის დარიცხული პროცენტი, პირგასამტეხლო 2048,15 ლარი , 128,22 ლარი არის სადაზღვევო შესატანი.
მოსარჩელის პოზიციით 2018 წლის 24 მარტის N18832547204MCV სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე გ--- მ--------ეს (ს/კ5----------) აქვს დავალიანება 3935,30 ლარის ოდენობით, საიდანაც 1500 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 1156,91 ლარი არის დარიცხული პროცენტი, პირგასამტეხლო 1186,95 ლარი , 91,44 ლარი არის სადაზღვევო შესატანი.
დადგენილია, რომ მოპასუხე გ--- მ--------ე ცნობს ორივე ხელშეკრულების დავალიანებას მხოლოდ ძირი თანხის , საპროცენტო სარგებლის და სადაზღვევო შენატანის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდის გრაფიკი(ს.ფ.43)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.4. დადგენილია, რომ მოსარჩელე რეგისტრაციაში გატარდა 2007 წლის 16 ნოემბერს , საფირმო სახელწოდებით: შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ო---------–-- კ-------”-ს საინდენტიფიკაციო კოდი არის 2--------. 2016 წლის 9 სექტემბერს განხორციელდა რეო---------–-- და შეეცვალა სამართლებრივი ფორმა რის შემდგომაც მოსარჩელე იწოდება სააქციო საზოგადოებად, ხოლო სამეწარმეო ამონაწერის მიხედვით, სააქციო საზოგადოების საფირმო სახელწოდება არის - კ------- ბ---ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
- რეესტრის ამონაწერი(ს.ფ.42)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ს.ს. ,,კ------- ბ---ი”-ს სარჩელი გ--- მ--------ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ს.ს. ,,კ------- ბ---ი”-ს სასარგებლოდ (N1882332125UQY ხელშეკრულება) გ--- მ--------ეს უნდა დაეკისროს 3453.69(სამიათასოთხასორმოცდაცამეტი და სამოცდაცხრა თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც 2448,77 ლარი არის ძირი თანხა, 631.82 ლარი არის დარიცხული პროცენტი 128,22 ლარი არის სადაზღვევო შენატანი, 244.88 ლარი არის პირგასამტეხლო)
ს.ს. ,,კ------- ბ---ი”-ს სასარგებლოდ ( N18832547204MCV ხელშეკრულება) გ--- მ--------ეს უნდა დაეკისროს 2898.35 (ორიათასრვაასოთხმოცდათვრამეტი და ოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც 1500 ლარი არის ძირი თანხა, 1156.91 ლარი არის დარიცხული პროცენტი 91.44 ლარი არის სადაზღვევო შენატანი, 150 ლარი არის პირგასამტეხლო)
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 867-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2.სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ”სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.”
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად ”საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხე სესხის ძირისა და პროცენტის ნაწილში სარჩელს ცნობს .
6.3. დადგენილია რომ, 2018 წლის 08 იანვარს სააქციო საზოგადოება - კ------- ბ---სა და გ--- მ--------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N1882332125UQY, რის საფუძველზეც მან ისესხა 2600 ლარი, 24თვის ვადით 2020 წლის იანვრის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთია 25%. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.41 % -ის ოდენობით მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების თანახმად ს.ს. კ------- ბ---ს უფლება აქვს მოითხოვოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
6.4.2018 წლის 24 მარტს სააქციო საზოგადოება - კ------- ბ---სა და გ--- მ--------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N18832547204MCV , რის საფუძველზეც მან ისესხა 1500 ლარი, 24თვის ვადით 2020 წლის 4 აპრილის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთია 60%. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.41 % -ის ოდენობით მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების თანახმად ს.ს. კ------- ბ---ს უფლება აქვს მოითხოვოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
6.5.მოსარჩელის პოზიციით 2018 წლის 08 იანვრის N1882332125UQY სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გ--- მ--------ეს (ს/კ5----------) აქვს დავალიანება დაეკისროს 5256,96 ლარი, საიდანაც 2448,77 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 631,82 ლარი არის დარიცხული პროცენტი, პირგასამტეხლო 2048,15 ლარი , 128,22 ლარი არის სადაზღვევო შესატანი.
6.6.მოსარჩელის პოზიციით 2018 წლის 24 მარტის N18832547204MCV სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე გ--- მ--------ეს (ს/კ5----------) აქვს დავალიანება 3935,30 ლარის ოდენობით, საიდანაც 1500 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 1156,91 ლარი არის დარიცხული პროცენტი, პირგასამტეხლო 1186,95 ლარი , 91,44 ლარი არის სადაზღვევო შესატანი.
დადგენილია, რომ მოპასუხე გ--- მ--------ე ცნობს ორივე ხელშეკრულების დავალიანებას მხოლოდ ძირი თანხის , საპროცენტო სარგებლის და სადაზღვევო შენატანის ფარგლებში.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
ხელშეკრულების შესაბამისად მსესხებელი ვალდებულია სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში დააზღვიოს სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში, იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი. აღნიშნული ხელშეკრულებით დადასტურებულია, რომ მსესხებელი გაეცნო დაზღვევის პირობებს მათ შორის ყოველთვიურ გადასახდელებს.
სასამართლო თვლის, რომ მსესხებელს უნდა დაეკისროს სადაზღვევო თანხის გადახდის ვალდებულება. ამ ნაწილშიც ცნობს სარჩელს მსესხებელი
6.8.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის 0,41 პროცენტი ყოველ გადაცილებულ დღეზე(მაქსიმუმ 275 დღეზე). სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
6.9. სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 08 იანვრის N1882332125UQY სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო 2048,15 ლარი უნდა შემცირდეს და გ--- მ--------ეს (პ.ნ. 5----------) პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს ძირი თანხის ათი პროცენტი -244.88 ლარის ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 24 მარტის N18832547204MCV სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო 1186,95 ლარი უნდა შემცირდეს დამოპასუხე გ--- მ--------ეს (ს/კ5----------) პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს ძირი თანხის ათი პროცენტი -150ლარის ოდენობით.
6.10. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. სსკ-ის 408.1-ე მუხლის თანახმად, „პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა“. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
6.11. სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და თვლის, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბ---ო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის (მოსარჩელის) უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ნაწილში მოპასუხე ცნობს სარჩელს
6.13.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად 1. “სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე) ამოღებულია (13.07.2006. N3435) ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; (11.12.2015. N4626 ) ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. (29.06.2007. N5124)
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.
6.14.გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად “გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ მისი ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.”
წარმოდგენილი ნორმები დისპოზიციური ხასიათისაა და სასამართლო ვალდებული არ არის მიიღოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების სამართლებრივი რეჟიმიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ უნდა იქნეს მიქცეული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის შესაბამისად „გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.“
6.15. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოპასუხემ საქმის განხილვის მოსამზადებელ სხდომაზე ძირი თანხის სადაზღვევო შენატანისა და საპროცენტო სარგებლის ფარგლებში ცნო სარჩელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს.ს. ,,კ------- ბ---ი”-ს სარჩელი გ--- მ--------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. ს.ს. ,,კ------- ბ---ი”-ს სასარგებლოდ გ--- მ--------ეს დაეკისროს 3453 (სამიათასოთხასორმოცდაცამეტი)ლარი და 69 (სამოცდაცხრა ) თეთრის გადახდა (საიდანაც 2448,77 ლარი არის ძირი თანხა, 631,82 ლარი არის დარიცხული პროცენტი 128,22 ლარი არის სადაზღვევო შენატანი, 244.88 ლარი არის პირგასამტეხლო).
1.2. ს.ს. ,,კ------- ბ---ი”-ს სასარგებლოდ გ--- მ--------ეს დაეკისროს 2898(ორიათასრვაასოთხოცდათვრამეტი) ლარი და 35(ოცდათხუთმეტი) თეთრის გადახდა (საიდანაც 1500 ლარი არის ძირი თანხა, 1156.91 ლარი არის დარიცხული პროცენტი 91.44 ლარი არის სადაზღვევო შენატანი, 150 ლარი არის პირგასამტეხლო)
2. მოპასუხე ს.ს. ,,კ------- ბ---ი”-ს სასარგებლოდ დაეკისროს ს.ს. ,,კ------- ბ---ი”-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 11 ლარის და 85 თეთრის გადახდა. ასევე დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის 50 ლარი, რეესტრის განცხადების 44 (ორმოცდაოთხი) ლარი და საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასური -84 (ოთხმოცდაოთხი) ლარი.
3. ს.ს. ,,კ------- ბ---”-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 178 ლარი და 71 თეთრი (გადახდის თარიღი – 16.01.2019 წ; საგადახდო დავალება - №525291, გადამხდელის დასახელება - სს „კ------- ბ---ი“; გადამხდელის ბ---ი – სს ”კ------- ბ---ი”; ბ---ის კოდი -TRESGE22; სახაზინო კოდი – 300223150; მიმღები – სახელმწიფო ხაზინა; თანხა - 275.77 ლარი;) კანონით დადგენილი წესით.
4. ს.ს. ,,კ------- ბ---”-ს უარი ეთქვას დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნაზე უსაფუძვლობის გამო.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივრით ჩაბარებიდან 12 დღეში საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი