განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
190100118002740716
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1/833-18

(№021181018003)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 მაისი 2019 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:

პროკურორი: ანი ხუბეჯაშვილი,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ჯ---–--------------ი, დაბადებული 1----–-–--------------ს, პ/ნ 1----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ---------------------------–------------–----------–--.

 

ბრალდებული რ-–-------------ი, დაბადებული 1999 წლის 1 თებერვალს, პ/ნ 3----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული მისამართზე: ს-------------------–----------–-------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები - გ---------------------------–------------–----------–--.

 

ადვოკატები - ლელა მარიამიძე, ვახტანგ თალაკვაძე და თორნიკე თალაკვაძე,თარჯიმანი - თალე ალიევა,კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტი - გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, ჩადენული ჯგუფურად.

 

სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1.სასამართლომ დაადგინა:

 

ჯ---–--------------ი და რ-–-------------ი 2018 წლის 18 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრამდე პერიოდში, შ----–-----------ის მობილური ტელეფონით ურეკავდნენ და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით ა-–-----–--–---ს სძალავდნენ თანხას 450 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, მათი მოთხოვნის გახმაურების შემთხვევაში კი ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს დასკვნა, ჯ---–--------------ის და რ-–-------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების ა-–-----–--–---ის, გ--------------–---–ის, შ----–-----------ის გამოკითხვის ოქმებს, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებს, ამოღებულ ფულად თანხას, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებულ ინფორმაციას და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2018 წლის 6 დეკემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).

 

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ბრალდებულმა რ-–-------------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ჯ---–--------------მა განმარტა, რომ დანაშაული მარტომ ჩაიდინა და ა-–-----–--–---ს თანხას მხოლოდ ის სძალავდა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს რ-–-------------ისა და მისი ინტერესების დაცველი ადვოკატის მოსაზრებას, რომ ბრალდებული შეცდომაში შეიყვანა მისმა თავდაპირველმა ადვოკატმა და სასამართლომ მტკიცებულებები უნდა განიხილოს სრული მოცულობით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სსსკ-ს 220-ე მუხლის მიზანია საქმის არსებითი განხილვისათვის მომზადება, რა დროსაც სასამართლო ამ მუხლში მითითებულ სხვა საკითხებთან ერთად ამტკიცებს იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომელსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, თავის მხრივ მხარეებს სსსკ-ს 73-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვთ შეთანხმდნენ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და სადავოდ არ მიიჩნიონ საქმეში არსებული მტკიცებულებები. სსსკ-ს 220-ე მუხლში მითითებულ აღნიშნულ საკითხზე, სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც ცალკე არ საჩივრდება. საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო საპროცესო კანონით დადგენილი წესით, კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს სააპელაციო საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ არის უფლებამოსილი ცვლილება შეიტანოს მისავე დონის მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, დაცვის მხარის პოზიცია მტკიცებულებათა სრული მოცულობით გამოკვლევის თაობაზე არ იქნა გათვალისწინებული.

 

სასამართლომ ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ უტყუარად დგინდება ბრალდებულების მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2018 წლის 18 ოქტომბერს საქმეზე დაიწყო გამოძიება ა-–-----–--–---ის განცხადების საფუძველზე, რომელმაც აღნიშნა, რომ მას დაუკავშირდა სხვადასხვა მობილური ტელეფონით მისთვის უცნობი პიროვნება და მოსთხოვა თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოსურათის გავრცელებით და მოკვლით. ა-–-----–--–---ის 2018 წლის 18 ოქტომბრისა და 23 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმების მიხედვით, ამ შინაარსის სატელეფონო საუბარი რამდენჯერმე შედგა ორ მამაკაცთან, რომლებიც მისი ინფორმაციით უნდა ყოფილიყვნენ ჯ---–--------------ი და რ-–-------------ი.

 

გამოძიების ფარგლებში, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გამოთხოვილ იქნა იმ მობილური ტელეფონების მონაცემები, რომლითაც უკავშირდებოდნენ ა-–-----–--–---ს. ასევე სასამართლოს განჩინებით განხორციელდა ა-–-----–--–---ის სარგებლობაში არსებული მობილურ ტელეფონზე (5--------) სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა.

 

საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ა-–-----–--–---ს 2019 წლის 22, 23, 24 ოქტომბერს დაუკავშირდნენ 5-------- და 5-------- მ/ტელეფონებით და საუბარში მამაკაცები, ერთ-ერთი სახელად რ-–---ი სთხოვს თანხას, უთანხმდებიან შეხვედრის დროსა და ადგილზე და ჰპირდებიან, რომ თანხის მიცემის შემთხვევაში მას სხვა არავინ შეაწუხებს, საუბრის მიხედვით, ასევე ირკვევა, რომ თანხის მიუცემლობის შემთხვევაში, ემუქრებიან მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებით (მ--–-----------------------–--------------...), ამასთან მოუწოდებენ, რომ არ შეატყობინოს პოლიციას (შ-------------------...). 2018 წლის 25 ოქტომბერის სატელეფონო საუბრის დროს, როდესაც ა-–-----–--–---ი შეხვედრის ადგილზე თანხმდება, მამაკაცს მიმართავს სახელით რ-–---, რომელიც პასუხობს "ჰო", შემდეგში ა-–-----–--–---ი ეუბნება, რომ შეხვედრისას მხოლოდ ის და ჯ---–----ი უნდა იყვნენ და თანხმდებიან დროზე. საუბარი შედგა ა-–-----–--–---ის ტელეფონის ნომრით 5-------- ნომერზე 5--------.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე განხორციელდა ა-–-----–--–---ის, ჯ---–--------------ისა და რ-–-------------ის შეხვედრის ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა. შეხვედრაზე გადასაცემი თანხის უზრუნველსაყოფად 2018 წლის 27 ოქტომბერს ა-–-----–--–---ს გადაეცა 5 ცა-–- 1----–------ი დანომრილი კუპიურა, რომლის ასლები ერთვის საქმეს.

 

2018 წლის 28 ოქტომბერს, ა-–-----–--–---ი მანქანაში შეხვდა ჯ---–--------------ს თანხის გადასაცემად. ჯ---–--------------ის განმარტებით, რ-–-------------ს დაურეკა მამამისმა და ამის გამო იგი შეხვედრაზე ვერ მივიდა. ა-–- სთხოვს, რომ თანხის გადაცემისას რ-–---იც უნდა ყოფილიყო, რომ შემდგომში მას კიდევ არ მოეთხოვა მისთვის თანხა, თუმცა ჯ---–----ი არწმუნებს, რომ რ-–---ი მას აღარ შეაწუხებს და მზადაა იქვე დაურეკოს მას და შეატყობინოს თანხის გადაცემის შესახებ. ა-–-----–--–---მა გადასცა ჯ---–--------------ს თანხა და ეკითხება, რომ როგორ უნდა დარწმუნდეს, რომ მას აღარ დააშანტაჟებენ, ჯ---–----ი პასუხობს მორჩა. ამ საუბრის შემდეგ ჯ---–--------------ი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.

 

საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა შ----–-----------მა განმარტა, რომ მობილური ტელეფონის ნომრები 5-------- და 5-------- ეკუთვნის მას, თუმცა ნომრით 5-------- ძირითადად დედა სარგებლობდა. 2018 წლის ოქტომბრის თვეში მან თავისი ტელეფონი რამდენჯერმე ათხოვა ჯ---–--------------ს და რ-–-------------ს, რომლებიც ურეკავდნენ მისთვის უცნობ პირს და ვალს სთხოვდნენ. მოწმის ჩვენების თანახმად, ბრალდებულებმა უთხრეს, რომ მათი ძველი ვალი მართებდა ერთ მამაკაცს და იგი არ უბრუნებდა ამ თანხას.

 

შ----–-----------ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულ იქნა „ს---------“ მოდელის მობილური ტელეფონი, რომელშიც გაქტიურებული იყო ნომრები 5----------- და 5-----------, იმეი კოდებით 3-------------- და 3--------------. აღნიშნული ტელეფონის ნომრები და იმეი კოდები ემთხვევა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციაში მითითებულ იმეიკოდებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები. გამოძალვისას პირს გათვალისწინებული აქვს ყველა ის გარემოება, რომელიც თანხის მოთხოვნას და გადაცემას უკავშირდება, შესაძლებელია მოთხოვნას ჰქონდეს არაერთჯერადი ხასიათიც და რაც მთავარია, პირის დამოკიდებულება თანხის მოთხოვნის მომენტისთვის მიმართული უნდა იყოს გამოძალვისკენ.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ჯ---–--------------ი და რ-–-------------ი 2018 წლის 18 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრამდე პერიოდში, შ----–-----------ის მობილური ტელეფონით ურეკავდნენ და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით ა-–-----–--–---ს სძალავდნენ თანხას 450 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, მათი მოთხოვნის გახმაურების შემთხვევაში კი ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით.

 

საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთახმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულების ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოებაა - დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები და ა-–-----–--–---ისა და შ----–-----------ის ჩვენებები, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ა-–-----–--–---ს მ/ტელეფონით ურეკავდა და თანხას სძალავდა როგორც ჯ---–--------------ი, ისე რ-–-------------ი. სატელეფონო საუბრების დროს ა-–-----–--–---ი არაერთხელ მიმართავს მამაკაცებს სახელებით რ-–--- და ჯ---–----, ხოლო ჯ---–--------------თან შეხვედრისას კითხულობს რ-–---ს, რა დროსაც ჯ---–--------------ი უხსნის მისი არყოფნის მიზეზს. იგი არ უარყოფს რ-–---ის მონაწილეობას, პირიქით, არწმუნებს დაზარალებულს, რომ რ-–-------------ს მოულოდნელად სხვა საქმე გამოუჩნდა და ის საქმის კურსშია, რომ თანხა მან უნდა აიღოს. აღნიშნული გარემოებები უტყუარადაა დადგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგად და სრულად იძლევა ბრალდებულების მიერ დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით ჩადენის შეფასების საფუძველს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დანაშაულის ჩადენისას, საერთო გეგმაზე შეთანხმება შესაძლებელია როგორც სიტყვიერად, ისე მოქმედებით, თანაამსრულებლობისთვის არაა აუცილებელი ამ საერთო გეგმის ყოველი დეტალის გათვალისწინება, ერთმანეთის მოქმედების ცოდნა და ამ ცოდნის საფუძველზე მოქმედება ცალსახად მიგვანიშნებს თანაამსრულებელთა საერთო მიზნის ერთობლივ შეთანხმებაზე და საერთო გეგმაზე.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ჯ---–--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი ნაწილობრივი აღიარება, ხოლო ისეთი ხასიათის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია.

 

რ-–-------------ს ისეთი ხასიათის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედების საშიში ხასიათის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა ამ მუხლისთვის დაწესებული სასჯელის ფარგლებში.

 

5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

ჯ---–--------------ის და რ-–-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯ---–--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

2. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ჯ---–--------------ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 ოქტომბრიდან.

 

3. ჯ---–--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. რ-–-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

5. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა რ-–-------------ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 06 ნოემბრიდან.

 

6. რ-–-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული დ-----ი და ხმის ნიმუშები დალუქულ მდგომარეობაში CD-R დისკზე, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით, ჯ---–--------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, შ----–-----------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული მობილური ტელეფონი, დაუბრუნეს მათ მფლობელებს, ხოლო ჯ---–--------------ის პირადი ჩხრეკისას ამორებული 5----–---ი, 1----–------ი კუპიურები დაუბრუნდეს შესაბამის სამსახურს. (ინახება შსს გ---------------------–--------------–------------------------–---ში)

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე