გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/32239-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელე – შპს ,,მი--------------------ი”
წარმომადგენელი – ნო-------------–--ე
მოპასუხეები – მა---–--------–ი, მთ----------–--ე
წარმომადგენელი - ქრ---------------ე, ალ-------------–-----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს მა---–--------–სა და მთ----------–--ეს შპს ,,მი--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2--- წლის 2--------–-- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის #----------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 12 049,75 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 8949,75 ლარი, პროცენტი - 3000 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი;
1.2. მოპასუხეებს მა---–--------–სა და მთ----------–--ეს შპს ,,მი--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 150 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სააღსრულებო წარმოებისა და გირავნობის მოწმობისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
(მოსარჩელემ საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, ხოლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლად აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში მოთხოვნა მოხსნა, მოისმინეთ 2019 წლის 25 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი)
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2--- წლის 2--------–- მა---–--------–სა და შპს "მი--------------------ი"-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება #დლ---------, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს, წლიური 60%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 9044 ლარი.
მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - ბმვ 5--ი;
ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები დამატებით უზრუნველყოფილი იყო მთ----------–--ის სოლიდარული თავდებობით. აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულების მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით, თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლება ზღვრული თანხით 33000 ლარის ოდენობით.
მოპასუხემ მხოლოდ ერთი გადახდა განახორციელა, შესაბამისად აღარ მოახდინა 2--- წლის 21 ივნისის გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდა და მოცემული თარიღის შემდეგ ხდება სესხზე პირგასამტეხლოს დარიცხვა. ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიზნით მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება თუმცა, ვალდებულება ამ დრომდე არ შესრულებულა.
მოპასუხეებს შპს ,,მი--------------------ი“-ს სასარგებლოდ ერიცხებათ სააღსრულებო წარმოების ხარჯის 150 ლარი. ვინაიდან, გირავნობის საგნის მფლობელობაში გადმოცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით 24.08.2--- წ. შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იქნა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზე 30.08.2---წ. დაიწყო სააღსრულებო წარმოება ავტომობილი იძებნებოდა. თუმცა ვერ მოხერხდა ავტომობილის მოძიება.
2--- წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხე მა---–--------–ს შპს ,,მი--------------------ი“-ს სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება 2--- წლის 2--------–- სასესხო ხელშეკრულებაზე - ძირი 8949,75 ლარი, პროცენტი 7297,11 ლარი, პირგასამტეხლო 2820 ლარი;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მთ----------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ნაწილობრივ ცნო 5000 ლარის ოდენობით და მიუთითა, რომ მის მიერ გადახდილი იქნა უფრო მეტი თანხა ვიდრე ამას მოსარჩელე უთითებს. ამასთან, გირავნობის საგანი 2--- წლის ზამთარში ავტოავარიის შედეგად დაზიანდა, რის გამოც ერთი თვის განმავლობაში ვერ მოახერხეს თანხის გადახდა. ავტომანქანა მიყვანილი იქნა დ------–- მოსარჩელის ოფისთან მდებარე ავტომანქანების სადგომზე, თუმცა მოსარჩელე მხარემ არ ჩაიბარა ავტომანქანა, ვინაიდან იგი არ იყო გამართულ მდგომარეობაში. რის გამოც მოპასუხეებმა ავტომანქანა დატოვეს მითითებული სადგომის წინ. მოპასუხე თვლის, რომ ავტომანქანის ღირებულებისა და გადახდილი თანხის გათვალისწინებით, მისი ვალდებულება შეადგენს 5000 ლარს.
2.2. მოპასუხე მა---–--------–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო 5000 ლარის ოდენობით, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 2--------–- მა---–--------–სა და შპს "მი--------------------ი"-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება #--- 1-------, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს, წლიური 60%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 9044 ლარი.
მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს, ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - ბმვ 5--ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 2--------–-- ხელშეკრულება საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ, შეთანხმება სესხის გაცემის შესახებ გადახდის გრაფიკით, საკრედიტო შეთანხმება (ს.ფ. 18-25).
- სესხის გრაფიკი (ს.ფ. 26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. 2--- წლის 2--------–-- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები დამატებით უზრუნველყოფილი იყო მთ----------–--ესთან 2--- წლის 2--------–- გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულების მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით, თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლება ზღვრული თანხით 33 000 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 2--------–-- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 27-29).
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. მა---–--------–ის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, 2--- წლის აგვისტოს თვიდან მა---–--------–მა შეწყვიტა საპროცენტო სარგებლის გადახდა.
მა---–--------–ის მიერ ვალდებულების შესრულების მიზნით შპს "მი--------------------ი"-ს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული იქნა ჯამში 1263 ლარი, კერძოდ 2--- წლის 05 მაისს - 300 ლარი, 2--- წლის 24 მაისს - 283 ლარი, 2--- წლის 23 ივნისს - 340 ლარი, 2--- წლის 28 ივნისს - 70 ლარი, 2--- წლის 14 ივლისს - 100 ლარი და 2--- წლის 07 აგვისტოს - 170 ლარი;
ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად მსესხებელი ვალდებული იყო ყოველი თვის 21 რიცხვამდე გადაეხადა 547 ლარი, კერძოდ, 2--- წლის 21 მაისს პროცენტის სახით 452,75 ლარი, ხოლო ძირი თანხის სახით 94,25 ლარი, 2--- წლის 21 ივნისს პროცენტის სახით 448,04 ლარი, ხოლო ძირი თანხის სახით 98,96 ლარი, 2--- წლის 21 ივლისს პროცენტის სახით - 443,08 ლარი, ხოლო ძირი თანხის სახით 103,92 ლარი, 2--- წლის 21 აგვისტოს პროცენტის სახით 437,88 ლარი, ხოლო ძირი თანხის სახით 109,12 ლარი.
მხარეთა ახსნა-განმარტებით და მითითებული სალაროს შემოსავლის ორდერებით დასტურდება, რომ მსესხებლის მიერ 2--- წლის მაისის თვეში გადახდილი თანხით დაიფარა სესხის ძირი თანხა და სარგებელი, 2--- წლის ივნისის თვეში გადახდილი 410 ლარით დაიფარა სარგებელის ნაწილი, 2--- წლის ივლისის თვეში გადახდილი 100 ლარით დაიფარა აგრეთვე სარგებელის ნაწილი და 2--- წლის აგვისტოს თვეში გადახდილი 170 ლარით ასევე სარგებლის ნაწილის დაფარვა მოხდა.
შესაბამისად, სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხეების მა---–--------–ისა და მთ----------–--ის დავალიანება შპს ,,მი--------------------ის“ მიმართ 2--- წლის 2--------–-- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვრა 19 066,86 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 8949,75 ლარი, სესხის სარგებელი - 7297,11 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 2820 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 46);
- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 124-129);
- სესხის გრაფიკი (ს.ფ. 26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. მოსარჩელემ მოპასუხეებს გაუგზავნა გაფრთხილების წერილები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 30-35);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.5. შპს ,,მი--------------------მა“ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს------------------------------- და მოითხოვა გირავნობის მოწმობის გაცემა, გირავნობის საგნის იძულებითი წესით გადაცემის მიზნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს------------------------------- მიერ 2--- წლის 0------- გაცემული იქნა გირავნობის მოწმობა.
გირავნობის მოწმობის მისაღებად შპს ,,მი--------------------ის“ მიერ გაწეული იქნა ხარჯი 50 ლარი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს------------------------------- მიერ 2--- წლის 0------- გაცემული გირავნობის მოწმობის საფუძველზე კერძო აღმასრულებელი გ------------ მიერ დაწყებული იქნა იძულებითი აღსრულება.
სააღსრულებო წარმოების დაწყებისთვის შპს ,,მი--------------------ის“ მიერ გაწეული იქნა ხარჯი 100 ლარი.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.9. პუნქტის მიხედვით, მოგირავნისათვის გირავნობის საგნის იძულებითი წესით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისრება მსესხებელს/დამგირავებელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გირავნობის მოწმობა (ს.ფ. 39);
- 2--- წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულება სააღსრულებო მომსახურების გაწევის შესახებ (ს.ფ. 40-41);
- განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ (ს.ფ. 42);
- ცნობა გაწეული ხარჯის შესახებ (ს.ფ. 43);
- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 44-45);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადავოა 2--- წლის 2--------–-- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ოდენობის საკითხი.
ამ მოთხოვნის საპირისპიროდ მოპასუხე აპელირებს ვალდებულების შესრულებაზე, როგორც სესხის თანხის ნაწილისა და სარგებელის ანაზღაურების გამომრიცხველ გარემოებაზე. კერძოდ, მოპასუხე თვლის რომ ავტომანქანის ღირებულებისა და გადახდილი თანხის გათვალისწინებით, მისი ვალდებულება შეადგენს 5000 ლარს.
დავის საგანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება, კერძოდ მოსარჩელე ითხოვს 2--- წლის 2--------–-- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 8949,75 ლარის, შემცირებული სარგებელის 3000 ლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს 100 ლარის დაკისრებას.
შესაბამისად მნიშვნელოვანია გაირკვეს, რას შეადგენდა სარგებლის სახით გადასახდელი თანხა და ვალდებულების შესრულების მიზნით რა თანხა იქნა გადახდილი მოპასუხის მხრიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით აღიარებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა და მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ საქმის გარემოებების დასადასტურებლად. სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო სამართალწარმოებაში სასამართლო მოკლებულია ინკვიზიციურობას და ხელმძღვანელობს შეჯიბრობითობის პრინციპით, რაც გადამწყვეტი და განმსაზღვრელია სამოქალაქო დავისას მხარის მიერ მისივე პროცესუალური აქტიურობით თავისთვის ხელსაყრელი შედეგის მისაღწევად. სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს მოდავე მხარეთა აქტიურობას სადავო ფაქტების დამტკიცების ფარგლებში, ხოლო სასამართლოს აქტივობა ამა თუ იმ ფაქტის მტკიცების წრეში შეზღუდულია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, სამოქალაქო წესით დავის წარმოებისას ამოსავალი პრინციპი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ტვირთის მხარეებზე გადატანაა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია სალაროს შემოსავლის ორდერები, რომლის მიხედვითაც მა---–--------–ის მიერ მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე სხვადასხვა დროს ხდებოდა თანხების ჩარიცხვა სესხის დაფარვის მიზნით.
მა---–--------–ის მიერ ვალდებულების შესრულების მიზნით შპს "მი--------------------ი"-ს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული იქნა ჯამში 1263 ლარი - 2--- წლის 05 მაისს - 300 ლარი, 2--- წლის 24 მაისს - 283 ლარი, 2--- წლის 23 ივნისს - 340 ლარი, 2--- წლის 28 ივნისს - 70 ლარი, 2--- წლის 14 ივლისს - 100 ლარი და 2--- წლის 07 აგვისტოს - 170 ლარი;
ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად მსესხებელი ვალდებული იყო ყოველი თვის 21 რიცხვამდე გადაეხადა 547 ლარი - 2--- წლის 21 მაისს პროცენტის სახით 452,75 ლარი, ხოლო ძირი თანხის სახით 94,25 ლარი, 2--- წლის 21 ივნისს პროცენტის სახით 448,04 ლარი, ხოლო ძირი თანხის სახით 98,96 ლარი, 2--- წლის 21 ივლისს პროცენტის სახით - 443,08 ლარი, ხოლო ძირი თანხის სახით 103,92 ლარი, 2--- წლის 21 აგვისტოს პროცენტის სახით 437,88 ლარი, ხოლო ძირი თანხის სახით 109,12 ლარი.
მხარეთა ახსნა-განმარტებით და მითითებული სალაროს შემოსავლის ორდერებით დასტურდება, რომ მსესხებლის მიერ 2--- წლის მაისის თვეში გადახდილი თანხით დაიფარა სესხის ძირი თანხა და სარგებელი, 2--- წლის ივნისის თვეში გადახდილი 410 ლარით დაიფარა სარგებელის ნაწილი, 2--- წლის ივლისის თვეში გადახდილი 100 ლარით დაიფარა აგრეთვე სარგებელის ნაწილი და 2--- წლის აგვისტოს თვეში გადახდილი 170 ლარით ასევე სარგებლის ნაწილის დაფარვა მოხდა.
რაც შეეხება გირავნობის საგნის ღირებულებით ვალდებულების შესრულებაზე მოპასუხის განმარტებას, თავად მოპასუხე უთითებს, რომ გირავნობის საგანი 2--- წლის ზამთარში ავტოავარიის შედეგად დაზიანდა. ავტომანქანა მიყვანილი იქნა დ------–- მოსარჩელის ოფისთან მდებარე ავტომანქანების სადგომზე, თუმცა მოსარჩელე მხარემ არ ჩაიბარა ავტომანქანა, ვინაიდან იგი არ იყო გამართულ მდგომარეობაში, რის გამოც მოპასუხეებმა ავტომანქანა დატოვეს მითითებული სადგომის წინ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სადავო გადახდა გირავნობის საგნის მიღების ფაქტი და მიუთითა, რომ გირავნობის საგნის დაზიანების გამო არ მოხდა მისი მიღება. მოპასუხეებს აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ, რაც დაუსაბუთებელს ხდის მოპასუხის მიერ წარმოდგენილ გაანგარიშებას დავალიანების ოდენობის ნაწილში, რომელიც ეხება გადახილ თანხებთან ერთად გირავნობის საგნის ღირებულებით დავალიანების 5000 ლარამდე შემცირებას. მოპასუხეს არათუ გირავნობის საგნის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია სასამართლოსათვის, არამედ არც გირავნობის საგნის ღირებულების დამდასტურებელი მტკიცებულება, თუ რას შეადგენდა დაზიანებული ავტომანქანის ღირებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიიჩნია, რომ მოპასუხემ მის მიერ მითითებული ფაქტების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, მან ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება.
საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მა---–--------–ის დავალიანება ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შეადგენს ძირ თანხას 8949,75 ლარს, სარგებელს 7297,11 ლარს და პირგასამტეხლოს 2820 ლარს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამიტომ მოპასუხეების მიმართ სასარჩელო მოთხოვნა წარმოშობილი დავალიანების დაკისრების შესახებ, საფუძვლიანი და კანონიერია. აღნიშნულის გათვალისწინებით სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 201-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხეებმა საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, ძირი თანხის 5000 ლარის ნაწილში, რაც მათ მიმართ მოცემული ოდენობით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 2--- წლის 2--------–-- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს, წლიური 60%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 9044 ლარი. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს, ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - ბმვ 5--ი.
ამდენად, მითითებული ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
2--- წლის 2--------–- შპს „მი--------------------სა“ და მა---–--------–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის ძირი თანხა - 9044 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთით - 60 %, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 36 თვე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
მსესხებელს სესხის თანხის ნაწილისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები, რაც მისთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.
შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოვალისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 8949,75 ლარის და შემცირებული სარგებლის - 3000 ლარის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხები, ხოლო რაც შეეხება მსესხებლს - მა---–--------–ს, მის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხის მხრიდან დაგვიანებით იქნა გადახდილი თანხები მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულებების შესასრულებლად.
შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ.საქმე №ას-1220-1480-09).
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მულის მე-2 ნაწილის თანახმად, კი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით და ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადლებულება, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა. (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
მოპასუხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის გადახდა აღარ განუხორციელებია 2--- წლის ივნისიდან. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოვალისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე დარიცხული შემცირებული პირგასამტეხლოს - 100 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
უდავო გარემოებაა, რომ 2--- წლის 2--------–-- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები დამატებით უზრუნველყოფილი იყო მთ----------–--ესთან 2--- წლის 2--------–- გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულების მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით, თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლება ზღვრული თანხით 33 000 ლარით. ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიზნით თავდებს გაეგზავნა შეტყობინება, თუმცა, ვალდებულება არ შესრულდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა თავდების - მთ----------–--ის მიმართ, როგორც სოლიდარული მოვალისათვის თანხის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეთათვის სააღსრულებო წარმოებისათვის გაწეული ხარჯის 150 ლარის გადახდის დაკისრებას.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.9. პუნქტის მიხედვით, მოგირავნისათვის გირავნობის საგნის იძულებითი წესით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისრება მსესხებელს/დამგირავებელს.
დადგენილია, რომ შპს ,,მი--------------------მა“ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს------------------------------- და მოითხოვა გირავნობის მოწმობის გაცემა, გირავნობის საგნის იძულებითი წესით გადაცემის მიზნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს------------------------------- მიერ 2--- წლის 0------- გაცემული იქნა გირავნობის მოწმობა.
გირავნობის მოწმობის მისაღებად შპს ,,მი--------------------ის“ მიერ გაწეული იქნა ხარჯი 50 ლარი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს------------------------------- მიერ 2--- წლის 0------- გაცემული გირავნობის მოწმობის საფუძველზე კერძო აღმასრულებელი გ------------ მიერ დაწყებული იქნა იძულებითი აღსრულება.
სააღსრულებო წარმოების დაწყებისთვის შპს ,,მი--------------------ის“ მიერ გაწეული იქნა ხარჯი 100 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხეთათვის 150 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 507 ლარი (ს.ფ. 54);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 16896,86 ლარს. მოსარჩელემ საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, კერძოდ შეამცირა მოთხოვნა 4697,11 ლარის ოდენობით (16896,86-12199,75), რაც თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის (16896,86 ლარის) 27,80%-ს შეადგენს. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 507 ლარის 27,80% - 140,94 ლარი.
ამდენად, მოთხოვნის შემცირების შემდეგ დავის საგნის ღირებულება შეადგენს 12 199,75 ლარს, ხოლო სახელმწიფო ბაჟის თანხა - 366,06 ლარს (507-140,94).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებმა საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ 5000 ლარის ოდენობით, რაც დავის საგნის ღირებულების 40,98%-ს შეადგენს. შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 366,06 ლარის 40,98% - 150,01 ლარი; ხოლო
მოპასუხეებს მა---–--------–სა და მთ----------–--ეს მოსარჩელე შპს ,,მი--------------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 216,05 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,მი--------------------ის“ სარჩელი მოპასუხეების მა---–--------–ისა და მთ----------–--ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს მა---–--------–სა და მთ----------–--ეს შპს ,,მი--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2--- წლის 2--------–-- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის #----------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 12 049,75 ლარის გადახდა:
ა) ძირითადი თანხა - 8949,75 ლარი
ბ) პროცენტი - 3000 ლარი
გ) პირგასამტეხლო - 100 ლარი
3. მოპასუხეებს მა---–--------–სა და მთ----------–--ეს შპს ,,მი--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 150 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სააღსრულებო წარმოებისა და გირავნობის მოწმობისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
4. მოპასუხეებს მა---–--------–სა და მთ----------–--ეს მოსარჩელე შპს ,,მი--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 216,05 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. შპს ,,მი--------------------ის“ დაუბრუნდეს მის მიერ 29/10/2--- წელს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 290,95 ლარი.
(გადახდის თარიღი - 29/10/2--- წელი; საგადასახადო დავალება #1---------; გადამხდელი - შპს ,,მი--------------------ი“; გადამხდელის ბანკი - სს ,,თ-----------“, სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლია ავალიშვილი