გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-309-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 მაისი 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი - სალომე არევაძე
მოსარჩელე - შპს "ლი-–-----------–ი"
მოსარჩელის წარმომადგენელი - თე------------–---–ი
მოპასუხე - რა------------ი, ბა---------------ი
მოპასუხე ბა---------------ის წარმომადგენელი- ნა----–-------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხეებს ბა---------------ს და რა------------ს შპს" ლი-–-----------–ი"-ს სასარგებლოდ სოლიდარულ გადასახდელად დაეკისროთ 14433.76 ლარის ანაზღაურება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 6980,79 ლარი, პროცენტი- 710,94 ლარი, პირგასამტეხლო- 6742.03 ლარი.
1.2. მოპასუხეებს შპს" ლი-–-----------–ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 460.62 ლარის ოდენობით.
1.3. მოპასუხეებს ბა---------------ის და რა------------ს შპს" ლი-–-----------–ი"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ საფოსტო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 20 ლარის ოდენობით.
1.4. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ შპს ,,ლი-–-----------–ს'' და ბა---------------ს შორის 2014 წლის 25 აპრილს დაიდო სესხის ხელშეკრულება # 00---2, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7000 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებით განისაზღვრა თვიური საპროცენტო სარგებელი- 3 %-ის ოდენობით, პირგასამტეხლო- ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2%, ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 10 თვეს, მოპასუხის მიერ ბოლო გადახდა დაფიქსირდა 2015 წლის 16 მარტს. შესაბამისად, მოპასუხეს შპს ,,ლი-–-----------–ის'' მიმართ ერიცხება დავალიანება 104006.51 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირია 6980.79 ლარი, პროცენტი- 710.94 ლარი, პირგასამტეხლო- 6742.03 ლარი.
2014 წლის 25 აპრილს შპს ,,ლი-–-----------–ს'' და რა-------------ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, რა-------------მა ძირითად მოვალესთან ერთად იკისრა ვალდებულება დაეფარა მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულება.
სარჩელში მითითებულია, რომ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მსესხებელმა არ დაფარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
აღნიშნულიდან გამომდიანრე, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს:
1.მოპასუხეებს ბა---------------ს და რა------------ს შპს" ლი-–-----------–ი"-ს სასარგებლოდ სოლიდარულ გადასახდელად დაეკისროთ 14433.76 ლარის ანაზღაურება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 6980,79 ლარი, პროცენტი- 710,94 ლარი, პირგასამტეხლო- 6742.03 ლარი.
2. მოპასუხეებს შპს" ლი-–-----------–ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 460.62 ლარის ოდენობით.
3. მოპასუხეებს ბა---------------ის და რა------------ს შპს" ლი-–-----------–ი"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 20 ლარის ოდენობით.
4. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შპს ,,ლი-–-----------–ის'' წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, პირგასამტეხლო შეამცირა 4000 ლარამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და განმარტეს, რომ შპს ,,ლი-–-----------–ის'' მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
31.1. შპს ,,ლი-–-----------–ს'' და ბა---------------ს შორის 2014 წლის 25 აპრილს დაიდო სესხის ხელშეკრულება # 00---2, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7000 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებით განისაზღვრა თვიური საპროცენტო სარგებელი 3 %-ის ოდენობით, პირგასამტეხლო- ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2%, ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 10 თვეს, მოპასუხის მიერ ბოლო გადახდა დაფიქსირდა 2015 წლის 16 მარტს.
მტკიცებულება: სესხისა და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება # 00---2 (ს. ფ. 18-20)
3.1.2. 2014 წლის 25 აპრილს შპს ,,ლი-–-----------–ს'' და რა-------------ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, რა-------------მა ძირითად მოვალესთან ერთად იკისრა ვალდებულება დაეფარა მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულება.
მტკიცებულება: სესხისა და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება # 00---2 (ს. ფ. 18-20)
3.1.3. 2016 წლის 01 დეკემბრის მდგომარეობით, მოპასუხეს შპს ,,ლი-–-----------–ის'' მიმართ ერიცხება დავალიანება 104006.51 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირია 6980.79 ლარი, პროცენტი- 710.94 ლარი, პირგასამტეხლო- 96314.78 ლარი.
მტკიცებულება: ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 23)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხეებს არ აქვთ შესრულებული შპს ,,ლი-–-----------–ის'' წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მე-400, 405-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე,623-ე, 625-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
განსხილველ შემთხვევასი, სესხისა და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა კრედიტის სახით. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ შპს ,,ლი-–-----------–ის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული ხელშეკრულებებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაცემული იქნა კრედიტი. მოპასუხის მიერ კრედიტორის წინაშე არსებული ვალდებულები არ შესრულებულა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის გრაფიკი მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა მოპასუხემ სრულად მიიღო. აღნიშნული ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 25 აპრილს შპს ,,ლი-–-----------–ს'' და რა-------------ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, რა-------------მა ძირითად მოვალესთან ერთად იკისრა ვალდებულება დაეფარა მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულება.შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ლი-–-----------–ის'' მოთხოვნა რა-------------ის მიმართ, როგორც სოლიდარული მოვალისათვის თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის-710.94 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადგენილი წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია ძირითადი დავალინების თანხასთან მიმართებაში და სამართლიანად მიაჩნია მისი შემცირება 2407.80 ლარამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ლი-–-----------–ის'' სარჩელი მოპასუხეების რა------------ის და ბა---------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი პუნქტის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და ამასთან მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 460.62 ლარიდან ნაწილი 261.35 ლარის ოდენობით, ხოლო რა------------ს შპს ,,ლი-–-----------–ის'' სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 151.50 ლარის გადახდა, ამასთან მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროთ იურიდილი მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 20 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე,53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე,2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს"ლი-–-----------–ი“-ს სარჩელი მოპასუხეების ბა---------------ის და რა------------ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეებს ბა---------------ს და რა------------ს შპს" ლი-–-----------–ი"-ს სასარგებლოდ სოლიდარულ გადასახდელად დაეკისროთ 10099,53 ლარის ანაზღაურება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 6980,79 ლარი, პროცენტი- 710,94 ლარი, პირგასამტეხლო- 2407,80 ლარი.
3. მოპასუხე რა------------ს შპს" ლი-–-----------–ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 151,50 ლარის გადახდა.
4. მოპასუხეებს ბა---------------ის და რა------------ს შპს" ლი-–-----------–ი"-ს სასარგებლოდ სოლიდარულ გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 20 ლარის ოდენობით.
5.მოსარჩელე შპს „ლი-–-----------–ს“-ს უკან დაუბრუნდეს 2016 წლის 01 დეკემბერს საგადახდო დავალება N830 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 460,62 ლარიდან ნაწილი 261,35 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22;
6. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. დაუსწრებელი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი