გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/32838-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - შპს „მა--------ი“
წარმომადგენელი - ლე-------------ე
მოპასუხე - შპს „ის-----------------–ი“
წარმომადგენლები - იუ----–--------–ი, მა----------------ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხის შპს „ის-----------------–ისათვის“ მოსარჩელის შპს „მა--------ის“ სასარგებლოდ 13 873,69 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2014 წლის 18 აგვისტოს შპს „მა--------სა“ და შპს „ის-----------------–ს“ შორის გაფორმდა ფიქსირებული სატელეფონო და ინტერნეტით მომსაუხრების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელე მოპასუხეს უწევდა მომსახურებას. ხელშეკრულების №2 დანართით მოპასუხეს გამოეყო სააბონენტო ნომერი - 0---------. შპს „მა--------ი“ მოპასუხეს უწევდა მომსახურებას სრულად და ჯეროვნად. მოპასუხის სარგებლობაში არსებული ზემოთ აღნიშნული სააბონენტო ნომრიდან 2015 წლის 24-25 დეკემბერს კ----- მიმართულებით განხორციელდა დიდი მოცულობისა და ხანგრძლივობის ზარები და ამ გარემოების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა მოპასუხე მხარეს. მოპასუხის მოთხოვნისთანავე სააბონენტო ნომერს 0--------- გაეთიშა საერთაშორისო ზარის განხორციელების საშუალება.
შპს „მა--------ის“ მიერ შპს „ის-----------------–ისთვის“ გაგზავნილი შეტყობინების საპასუხოდ, მოპასუხემ 2015 წლის 28 დეკემბრის №0------- წერილით განმარტა, რომ შპს „ის-----------------–ის“ სისტემა აღმოჩნდა „ჰაკერული“ შეტევის ქვეშ, რითიც განხორციელდა არასანქცირებული საერთაშორისო ზარები.
2016 წლის 06 იანვრის განცხადების საფუძველზე შპს „მა--------მა“ შპს „ის-----------------–ს“ მიაწოდა სააბონენტო ნომრიდან 0--------- 2015 წლის 24 და 25 დეკემბერს განხორციელებული ზარების დეტალური ამონაწერი.
2015 წლის დეკემბრის თვეში შპს „მა--------ის“ მიერ ზემოთ აღნიშნულ სააბონენტო ნომერზე მოპასუხისთვის გაწეულმა მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 13 873,69 ლარი (2015 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით - 13 811,17 ლარი, 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - 13 873,69 ლარი). მოპასუხემ უარი განაცხადა აღნიშნული დავალიანების გადახდაზე და უარყო შპს „მა--------ის“ მიერ 2105 წლის დეკემბერში გაგზავნილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა. შემდგომში მოპასუხემ გააგრძელა სააბონენტო ნომრით მომსახურებით სარგებლობა, თუმცა მას დეკემბრის მომსახურების თანხა არ გადაუხდია და 2016 წლის იანვრის თვიდან განაგრძო მხოლოდ მიმდინარე დავალიანების გადახდა. საბოლოოდ, მოპასუხის დავალიანება შპს „მა--------ის“ მიმართ შეადგენს 13 873,69 ლარს.
შპს „მა--------ის“ მიერ ჩე----ის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა შპს „ოლ–----ას“ მიმართ დავალიანება განისაზღვრა 12 933.18 ევროთი, რომელიც აანაზღაურა მოსარჩელემ. აღნიშნული კომპანია არის შუამავალი კომპანია კ----- ოპერატორსა და მოსარჩელეს შორის.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
შესაგებელში განმარტებულია, რომ 2014 წლის 18 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმების დროს შპს „ის-----------------–ს“ სურვილი ჰქონდა დაბლოკილიყო საერთაშორისო ზარები, ვინაიდან მათი საქმიანობა არ საჭიროებდა აღნიშნულს, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებისას ამ საკითხთან დაკავშირებით განსაზღვრული სტანდარტული პირობა არ შეცვლილა.
2015 წლის 24-25 დეკემბერს ერთ ღამეში დანაშაულებრივი „ჰაკერული“ თავდასხმის შედეგად ნამდვილად განხორციელდა დიდი მოცულობისა და ხანგრძლივობის ზარები (ათასობით ზარი) შპს „ის-----------------–ის“ სააბონენტო ნომრიდან, რის შემდგომაც მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე დაიბლოკა საერთოშარისო ზარების განხორციელების შესაძლებლობა.
მოპასუხის განმარტებით, მის სახელზე რიცხული დავალიანება 13 873.69 ლარი არ წარმოადგენს შპს „ის-----------------–ის“ მიერ შესასრულებელ ვალდებულებას, ვინაიდან იგი დაგროვდა „ჰაკერული“ თავდასხმის შედეგად, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს ცე-------–---------------–----------–-–-------------------------------------–------–----–------------–-------------------------–---------------–----–------------–---------------–-------------------ის გამოძიება (საქმე №2------), რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა მოსარჩელეს.
შპს „მა--------მა“ მოპასუხეს მხოლოდ 2015 წლის 25 დეკემბერს, დილით 11:29 საათზე (24 საათის გასვლის შემდეგ) აცნობა ზარების განხორციელების თაობაზე. შპს „ის-----------------–ისთვის“ აღნიშნულის თაობაზე დროულად რომ ეცნობებინათ, იგი თავად მიიღებდა ზომებს ზარების შესაწყვეტად. ვინაიდან შპს „მა--------ს“ პირველივე ზარიდან ჰქონდა ინფრომაცია, ის იყო პასუხისმგებელი ხელი შეეშალა „ჰაკერული“ თავსდასხმისთვის, მან არ დაბლოკა ზარების განხორციელების შესაძლებლობა და დაელოდა მეორე დღეს, როდესაც უკვე 3 000-მდე ზარი იყო განხორციელებული.
მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა ხელშეკულების 9.1 და 9.2 პუნქტებზე და დაუძლეველი ძალის განმარტებაზე, რომლის შესაბამისად კრიმინალური ფაქტი განიხილებოდა ფორსმაჟორულ სიტუაციად, რაც გამორიცხავდა მხარეთა პასუხისმგებლობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2014 წლის 18 აგვისტოს შპს „მა--------სა“(ოპერატორი) და შპს „ის-----------------–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ფიქსირებული სატელეფონო და ინტერნეტით მომსახურების შესახებ, რომლის თანახმად, ოპერატორი ჩართავდა აბონენტს სატელეფონო ქსელში (სააბონენტო ნომერი 0----------) და უზრუნველყოფდა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალიწინებული მომსახურების გაწევას, ხოლო აბონენტი გადაიხდიდა მიმსახურების საფასურს ხელშეკრულების დებულებათა შესაბამისად (ხელშეკრულების 1.1. პუნქტი).
მხარეებმა ხელშეკრულების დანართი №1-ით შეათანხმეს მომსახურების, მათ შორის, სააბონენტო ხაზის ორგანიზების, ქსელში ჩართვის და მომსახურების, ინტერნეტ მომსახურების გადასახდელებისა და ტარიფების ოდენობა (ხელშეკრულების 5.1 პუნქტი).
ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, მომსახურება აბონენტს მიეწოდებოდა იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს გააჩნდა ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც შეესაბამებოდა მოქმედი კანონმდებლობით განსაზვღვრულ სავალდებულო ტექნიკურ მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
ხელშეკრულების 1.3 და 8.1 პუნქტების თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედიოდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან (აბონენტის ქსელში ჩართვა განხორციელდებოდა მის მიერ ქსელში ჩართვის საფასურის გადახდის შემდეგ) და მოქმედებდა ერთი წლის ვადით, თუ აღნიშნული ვადის გასვლამდე მხარეები წერილობითი ფორმით არ გამოხატავდნენ ნებას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულება გაგრძელდებოდა ყოველი მომდევნო ერთი წლის ვადით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
ხელშეკრულება ფიქსირებული სატელეფონო და ინტერნეტით მომსახურების შესახებ (ს.ფ. 16-23).
3.1.2. ფიქსირებული სატელეფონო და ინტერნეტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით (9.1. და 9.2. პუნქტები) მხარეებმა გაითვალისწინეს პირობები დაუძლეველი ძალის შესახებ.
9.1. პუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებოდნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების პასუხისმგებლობისაგან, თუ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო ისეთი სახის გარემოებებით (დაუძლეველი ძალა), რომლებიც წარმოიშვა მხარეთაგან დამოუკიდებელი მიზეზებით და არ ექვემდებარებოდა მხარის გონივრულ კონტროლს ან ნებას (ფორსმაჟორული გარემოებები) (ხელშეკრულების 9.1 პუნქტი).
9.1 პუნქტში მითითებული ფორსმაჟორული გარემოებები გულისხმობდა, მაგრამ არ შემოიფარგლებოდა შემდეგი სახის მოვლენებით: სტიქიური უბედურები, ბუნებრივი კატაკლიზმები და მოვლენები, მათ შორის: მიწისძვრა, სეტყვა, მეწყერი, წყალდიდობა, დიდთოვლობა, ხანძარი, ეპიდემია ან პანდემია, გაფიცვა, ლოკაუტი, მასობრივი არეულობა, საბოტაჟი, კრიმინალური ან ტერორისტული აქტი, ოფიციალურად გამოცხადებული ან გამოუცხადებელი საომარი მოქმედებები და შეიარაღებული კინლიქტები, საგანგებო ან საომარი მდგომარეობები, ბლოკადა, ემბარგო, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მოქმედებები, სანქციები ან აქტები, ოპერატორის მიმწოდებლების, კონტრაქტორების ან ქვეკონტრაქტორების მიზეზით გამოწვეული შემთხვევები, მათ შორის, მიმწოდებლების, კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების მიერ ოპერატორის წინაშე ვალდებულებების შეუსრულებლობა, უჩვეულო ან არაპროგნოზირებადი გადატვირთვები და შეფერხებები ცალკეულ საბაზრო სადგურზე, ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში, ოპერატორის საკომუტაციო სადგურზე, მაგისტრალურ საკომუნიკაციო არხებში, ასევე მომსახურების შეფერხება და შეწყვეტა, რომელიც გამოწვეული იყო იმ სამუშაოების ჩატარებით, რომლებიც ემსახურებოდა მომსახურების ხარისხის შენარჩუნებას, ან მის გაუმჯობესებას, ან ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, მომსახურების შეფერხება და შეწყვეტა, რომელიც გამოწვეული იყო მესამე პირთა მხრიდან და რომელთა ადმინისტრირება ან კონტროლი ხორციელდებოდა მესამე პირთა მიერ და სცდებოდა ოპერატორის შესაძლებლობის ფარგლებს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
ხელშეკრულება ფიქსირებული სატელეფონო და ინტერნეტით მომსახურების შესახებ (ს.ფ. 16-23).
3.1.3. 2015 წლის 24-25 დეკემბერს შპს „ის-----------------–ის“ სააბონენტო ნომრიდან 0---------- განხორციელდა ზარები კ----- მიმართულებით და დავალიანება დაგენერირდა საერთაშორისო ზარებით.
2015 წლის 25 დეკემბრის №0-------- წერილის თანახმად, შპს „ის-----------------–მა“ მოითხოვა 0---------- სააბონენტო ნომერზე გამავალი საერთაშორის ზარების განხორციელების შესაძლებლობა.
2015 წლის 25 დეკემბრის შპს „მა--------ის“ წერილით №1------3 შპს „ის-----------------–ს“ ეცნობა, რომ შპს „მა--------მა“, შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.3 პუნქტის შესაბამისად, სააბონენტო ნომერს შეუზღუდა მომსახურების მიწოდება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
2015 წლის 24-25 დეკემბრის დეტალური ამონაწერი შპს „ის-----------------–ის“ სააბონენტო ნომრიდან 0---------- (ს.ფ. 30-129).
2015 წლის 25 დეკემბრის შპს „მა--------ის“ წერილი №1------3 (ს.ფ. 24).
2015 წლის 28 დეკემბრის შპს „ის-----------------–ის“ №0------- წერილი (ს.ფ. 28).
2016 წლის 7 სექტემბრის შპს „მა--------ის“ წერილი №1--------- (ს.ფ. 142).
მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ, 2019 წლის 18 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:41:32).
მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ, 2019 წლის 18 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:43:52).
3.1.4. სა---------–----–------------------------------------–-–---------------------- ცნობის თანახმად, 2016 წლის 25 იანვრიდან შსს ცე-------–---------------–----------–-–-------------------------------------–------–----–------------–-------------------------–---------------–----–------------–---------------–ოში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ნომრით 0-----------, შპს „ის-----------------–ის“ სერვერზე შეღწევით უნებართვოდ ზარების განხორციელების ფაქტზე.
2018 წლის 28 მაისის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ (საქმეზე №0-----------) 2015 წლის 24-25 დეკემბერს გამოძიებით დაუდგენელი პირების მიერ განხორციელებული შპს „ის-----------------–ის“ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და კომპანიის სააბონენტო ნომრიდან (0------------) 13 873,69 ლარის ღირებულების ზარების (4------) განხორციელების შედეგად შპს „ის-----------------–ი“ ცნობილ იქნა დაზარალებულად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
სა---------–----–------------------------------------–-–---------------------- ცნობა (ს.ფ. 171).
2018 წლის 28 მაისის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (დოკუმენტის ნომერი 0---------) (ს.ფ. 196-197).
3.1.5. მხარეებს შორის სადავო არ არის გარემოება იმის შესახებ, შპს „ის-----------------–ს“ არ უსარგებლია საერთაშორისო ზარების განხორციელების სააბონენტო ნომრის შესაძლებლობით და დავალიანება არ წარმოადგენს შპს „ის-----------------–ის“ მიერ მომსახურებით სარგებლობის შედეგად წარმოშობილ დავალიანებას.
მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის 25 აინვრიდან დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება საქმეში არ არის წარმოდგენილი, მხარეებს შორის, როგორც აღინიშნა, სადავო არ არის გარემოება, იმის შესახებ, რომ 2015 წლის 24-25 დეკემბერს შპს „ის-----------------–ის“ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა და კომპანიის სააბონენტო ნომრიდან (0------------) 13 873,69 ლარის ღირებულების ზარები (4------) განხორციელდა გამოძიებით დაუდგენელი პირ(ებ)ის მიერ, რასაც მხარეები თავადვე აფასებენ კრიმინალურ ქმედებად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
2015 წლის 25 დეკემბრის შპს „მა--------ის“ წერილი №1------3 (ს.ფ. 24).
2015 წლის 28 დეკემბრის შპს „ის-----------------–ის“ №0------- წერილი (ს.ფ. 28).
2016 წლის 7 სექტემბრის შპს „მა--------ის“ წერილი №1--------- (ს.ფ. 142).
მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ, 2019 წლის 18 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:41:32).
მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ, 2019 წლის 18 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:43:52).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. შპს „ის-----------------–ის“ 0------------ აბონენტის ნომერზე 2015 წლის 24-25 დეკემბერს საერთაშორისო ზარების განხორციელება წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ფიქსირებული სატელეფონო და ინტერნეტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრულ ფორსმაჟორულ გარემოებას - კრიმინალურ აქტს;
მოსარჩელე მხარეს არ დაუდასტურებია მოპასუხის მიერ რომელიმე სახელშეკრულებო ვალდებულების (უმოქმედობით ან მოქმედებით) დარღვევის ფაქტი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.
მოსარჩელე ვალდებულია სათანადოდ დაასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, რაც მან ამ მოთხოვნის დამადასტურებელი, კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გზით უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ მხოლოდ ზეპირი მითითებით არ შემოიფარგლოს (იხ, სუსგ საქმეზე №ას-507-481-2011).
მხარეებმა, როგორც აღინიშნა, ფიქსირებული სატელეფონო და ინტერნეტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 9.1. და 9.2. პუნქტებით განსაზღვრეს დაუძლეველი ძალის ცნება და შეთანხმდნენ დაუძლეველი ძალის არსებობისას მხარეთა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებაზე.
მხარეებმა 9.2. პუნქტის თანახმად განსაზღვრეს, რომ ფორსმაჟორული გარემოება, მათ შორის სხვა, ჩამოთვლილ გარემოებებთან ერთად, გულისხმოდა კრიმინალურ აქტს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებას კრიმინალური აქტის შესახებ, იმასთან დაკავშირებით, რომ კრიმინალურ ქმედებაში იგულისხმებოდა შპს „მა--------ის“ ქსელზე იმგვარი ქმედება, რაც გამოიწვევდა მომსახურების მიწოდების შეწყვეტას; სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაუძლეველი ძალის მახასიათებლებს - მხარეებისათვის გარე ფაქტორების კონტროლის შეუძლებლობას, მოვლენის არაპროგნოზირებადობას, არაგანჭვრეტადობასა და გადაულახავობას, მოცემულ შემთხვევაში, ე.წ.„ჰაკერული“ თავდასხმისას ადგილი არ ჰქონია (იხ, 2019 წლის 18 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:25:32-15:42:22).
ხელშეკრულებით მხარეებმა კრიმინალური აქტი (ნებისმიერი ფორმის) მიაკუთვნეს დაუძლეველ ძალას, მათ კრიმინალური აქტის ცნება და შინაარსობრივი ფარგლები არ შეუთანხმებიათ, შესაბამისად, ამგვარი აქტის ცნება და დანაშაულებრივი ქმედების შინაარსი ხელშეკრულების მიზნებიდან გამომდინარე და მის პირობებთან დაკავშირებით, მხარეებს არ შეუზღუდიათ.
მხარეებს შორის კი სადავო არ არის, რომ მოპასუხეს ზარები არ განუხორციელებია, არამედ ზარები განხორციელდა დაუდგენელი პირ(ებ)ის მიერ, შესაბამისი საფუძვლის არარსებობის პირობებში დანაშაულებრივი გზით.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ მხარეებს ხელშეკრულებით არ შეუთანხმებიათ სპეციალური პირობა, რაც აბონენტს შპს „ის-----------------–ს“ დააკისრებდა მის ქსელზე (კომპიუტერულ სისტემაში) კრიმინალური, ე.წ. „ჰაკერული“ თავდასხმის პრევენციის მიზნით, გარკვეული ვალდებულების შესრულებას, რაც შესაძლოა არ ყოფილიყო დაუძლეველი ძალით შეთანხმებული კრიმინალური აქტის შემთხვევა. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ე.წ. „ჰაკერული“ თავდასხმა მხარეთა შეთანხმებით განეკუთვნა დაულეველი ძალას და ასევე ლოგიკურად, ამგვარი თავდასხმა სწორედ რომ ატარებს ფორსმაჟორული გარემოებების მოულოდნელობის, უმართავობისა და გადაულახავობის მახასიათებლებს, მით უფრო, იმგვარ პირობებში, როცა აბონენტისათვის დაცვის დამატებითი სპეციალური ღონისძიებები მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა.
სასამართლო არ იზიარებს ასევე მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მითითებას მტკიცების ტვირთის განაწილების შესახებ, რომ მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა დაუძლეველი ძალისათვის დამახასიათებელი გარემოებების არსებობა. სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში როცა მხარეთა შეთანხმებით კრიმინალური აქტი გულისხმობდა დაუძლეველი ძალის არსებობას მხარეებისათვის, ხოლო კრიმინალური აქტის ცნება მხარეების მიერ არ იყო შინაარსობრივად შეთანხმებული/შეზღუდული და ამასთან, თავად მოსარჩელე მხარის განმარტებით ზარები განხორციელდა ე.წ. „ჰაკერული“ თავდასხმით, მტკიცების ტვირთის მოპასუხე მხარეზე გადატანა ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლებით დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს.
მოსარჩელე მხარეს არ დაუდასტურებია მოპასუხის მიერ რომელიმე სახელშეკრულებო ვალდებულების (უმოქმედობით ან მოქმედებით) დარღვევის გარემოება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 629-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება ნარდობის ხელშეკრულებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოწესრიგებას, სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი ნორმების საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსის უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
2014 წლის 18 აგვისტოს შპს „მა--------სა“(ოპერატორი) და შპს „ის-----------------–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ფიქსირებული სატელეფონო და ინტერნეტით მომსახურების შესახებ, რომლის თანახმად, ოპერატორმა უზრუნველყო აბონენტის სატელეფონო ქსელში (სააბონენტო ნომერი 0----------) ჩართვა და ასევე უზრუნველყოფდა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალიწინებული მომსახურების გაწევას; აბონენტს, მხარეთა მიერ დანართი №1-ით შეთანხმებული მომსახურების გაწევის ტარიფების ოდენობის მიხედვით, უნდა გადაეხადა მომსახურების საფასური ხელშეკრულების დებულებათა შესაბამისად; ხელშეკრულება ძალაში შევიდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან (აბონენტის ქსელში ჩართვა განხორციელდებოდა მის მიერ ქსელში ჩართვის საფასურის გადახდის შემდეგ) და მოქმედებდა ერთი წლის ვადით, თუ აღნიშნული ვადის გასვლამდე მხარეები წერილობითი ფორმით არ გამოხატავდნენ ნებას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულება გაგრძელდებოდა ყოველი მომდევნო ერთი წლის ვადით.
დასახელებული ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, მომსახურება აბონენტს მიეწოდებოდა იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს გააჩნდა ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც შეესაბამებოდა მოქმედი კანონმდებლობით განსაზვღვრულ სავალდებულო ტექნიკურ მოთხოვნებსა და სტანდარტებს. დადგენილია, რომ აბონენტს, შპს „ის-----------------–ს“ მიეწოდებოდა მომსახურება და ამასთან, განსახილველ დავაში მხარეთა შორის სადავო არ ყოფილა აბონენტის ტექნიკური მოწყობილობის შესაბამისობა კანონმდებლობით განსაზღვრულ სავალდებულო ტექნიკურ მოთხოვნებსა და სტანდარტებთან.
როგორც უკვე აღინიშნა, შპს „ის-----------------–ს“ 2014 წლის 18 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმებული ფიქსირებული სატელეფონო და ინტერნეტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ უსარგებლია საერთაშორისო ზარების განხორციელების შესაძლებლობით.
მხარეებმა შეათანხმეს დაუძლეველი ძალის შემთხვევები, რა დროსაც ისინი თავისუფლდებოდნენ პასუხისმგებლობისაგან (ხელშეკრულების 9.1 და 9.2 პუნქტები). კრიმინალური აქტი წარმოადგენდა ერთ-ერთ ფორსმაჟორულ გარემოებას. მხარეებს შორის, როგორც აღინიშნა, სადავო არ არის გარემოება, იმის შესახებ, რომ 2015 წლის 24-25 დეკემბერს სააბონენტო ნომრიდან (0------------) 13 873,69 ლარის ღირებულების ზარები (4------) განხორციელდა შპს „ის-----------------–ის“ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევით გამოძიებით დაუდგენელი პირ(ებ)ის მიერ, რასაც მხარეები თავადვე აფასებენ კრიმინალურ ქმედებად. ამასთან, დადგენილია, რომ შპს „ის-----------------–ის“ 0------------ აბონენტის ნომერზე 2015 წლის 24-25 დეკემბერს საერთაშორისო ზარების განხორციელება წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრულ ფორსმაჟორულ გარემოებას (კრიმინალურ აქტს). ამდენად, ხელშეკრულების 9.1 და 9.2 პუნქტების შესაბამისად, აბონენტი შპს „ის-----------------–ი“ გათავისუფლებულია კრიმინალური აქტით ოპერატორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან.
რამდენადაც, სასარჩელო მოთხოვნით განსაზღვრული დავალიანება არ წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე აბონენტის, შპს „ის-----------------–ის“ მიერ მომსახურებით სარგებლობის შედეგად წარმოშობილ დავალიანებას და ამასთან, ხელშეკრულების 9.1 და 9.2 პუნქტების შესაბამისად, აბონენტი გათავისუფლებულია კრიმინალური აქტით ოპერატორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან, სსკ-ის 629-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს დავალიანების გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობა.
როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ზარების განხორციელების კრიმინალურ აქტად შეფასება, თუმცა სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ ამგვარი ე.წ. „ჰაკერული“ თავდასხმის თავიდან არიდების შესაძლებლობის გამოუყენებლობა, რაც გამოიხატა სისტემის უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებების განუხორციელებლობით (იხ, 2019 წლის 18 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:41:32).
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს ვალდებულებას დამრღვევი პირის ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და ანიჭებს კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, რომლის გამოყენების წინაპირობებია მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი.
მხარეებს ხელშეკრულებით არ შეუთანხმებიათ სპეციალური პირობა, რაც აბონენტს შპს „ის-----------------–ს“ დააკისრებდა მის ქსელზე (კომპიუტერულ სისტემაში) კრიმინალური, ე.წ. „ჰაკერული“ თავდასხმის პრევენციის მიზნით გარკვეული ვალდებულების შესრულებას, რაც შესაძლოა არ ყოფილიყო დაუძლეველი ძალით შეთანხმებული კრიმინალური აქტის (ხელშეკრულების 9.2 პუქნტი) შემთხვევა. მოსარჩელე მხარეს არ დაუდასტურებია მოპასუხის მიერ რომელიმე სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი (მათ შორის უმოქმედობით), რაც შესაძლოა ყოფილიყო ზიანის გამომწვევი ქმედება.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ შპს „ის-----------------–ს“ შეეძლო ზიანის არიდების პრევენციის მიზნით გაეუქმებინა საერთაშორისო ზარების განხორციელების შესაძლებლობა, რაც მან არ გააკეთა და რის შედეგადაც მოსარჩელეს წარმოეშვა მესამე პირების წინაშე პასუხიმგებლობის ვალდებულება (იხ, 2019 წლის 18 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:42:22).
სასამართლო განმარტავს, რომ კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას (სსკ-ის 319.1 მუხლი). ხელშეკრულების თავისუფლებას აქვს რამდენიმე სახის გამოვლინება: ხელშეკრულების დადების თავისუფლება, რომელიც მოიცავს კონტრაჰენტის არჩევის თავისუფლებასაც და ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის თავისუფლება, რაც გულისხმობს მხარეებისათვის სასურველი ხელშეკრულების ტიპის არჩევას, მათ შორის, კანონით გაუთვალისწინებელი ხელშეკრულების და შერეული ხელშეკრულების დადებასაც.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეს შეეძლო პრევენცია და თავდასხმის არიდება იმგვარად, რომ მას თავიდანვე გაეუქმებინა საერთაშორისო ზარების განხორციელების შესაძლებლობა (შესაბამისი სტანდარტული პირობა) და განმარტავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით საერთაშორისო ზარების განხორციელების შესაძლებლობის გათვალისწინებას, მხარეთა მიერ ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, სსკ-ის 319-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლები მოიცავდა.
ამასთან, საერთაშორისო ზარების განხორციელების შესაძლებლობა წარმოადგენდა აბონენტის სახელშეკრულებო თავისუფლებას და ამ უფლების გამოყენება მხარის სახელშეკრულებო თავისუფლების შემდგენილი ნაწილი იყო, უფლების განხორციელების შედეგად მოპასუხეს წარმოეშობოდა მიღებული მომსახურების ანაზღაურების ვალდებულება. განსახილველ შემთხვევაში კი, მოპასუხეს არ უსარგებლია საერთაშორისო ზარების განხორციელების შესაძლებლობით, შესაბამისად, მომსახურების ანაზღაურების ვალდებულება აბონენტს არც წარმოშობია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „მა--------ის“ სარჩელი მოპასუხის შპს „ის-----------------–ის“ მიმართ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „მა--------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს:
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე