განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002903603
საქმე #1-211/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნათია ზოიძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ თ--------------–---–ის
ადვოკატის _ გ---–-------------ის
ბრალდებულის - ნ------ ა--–----ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171130219002 საქმე:
ბრალდებულ ნ------ ა--–----ის მიმართ
მამის სახელი: ნ-----–-----
დაბადებული: 18.02.1--- წელს
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს
ნასამართლობა: არმქონე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ--------------------------–---------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ-------------------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - 8 ეპიზოდი;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა :
1. 2019 წლის 13 თებერვალს, ღამის საათებში, დაახლოებით 03:30 საათზე, ნ------ ა--–----ე, ქ. ბათუმში, ლ-----------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ---------------–--–---–ის ორ ცალ ველოსიპედს, რითაც დაზარალებულს მიადგა 290 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. 2019 წლის 10 თებერვალს, ღამის საათებში, ნ------ ა--–----ე, ქ. ბათუმში, ბ-------------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა დ---------ის ველოსიპედს, რითაც დაზარალებულს მიადგა 350 ლარის მნიშველოვანი ზიანი.
3. 2019 წლის 2 თებერვალს ღამის საათებში, ნ------ ა--–----ე, ქ. ბათუმში, ჯ-----–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ვ----------------–--ის ველოსიპედს, რითაც დაზარალებულს მიადგა 160 ლარის მიშვნელოვანი ზიანი.
4. 2019 წლის 12 თებერვალს, ღამის საათებში, ნ------ ა--–----ე, ქ. ბათუმში, ლ--------------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ი-------------–---–ის ორ ცალ ველოსიპედს, რითაც დაზარალებულს მიადგა 530 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
5. 2019 წლის 3 თებერვალს, ღამის საათებში, ნ------ ა--–----ე, ქ. ბათუმში, ჯ-----–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს შესასვლელთან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ჯ--------------ის ველოსიპედს, რითაც დაზარალებულს მიადგა 160 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
6. 2019 წლის 12 თებერვალს, ღამის საათებში, ნ------ ა--–----ე, ქ. ბათუმში, ლ-------------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მ-----–-------------ის ველოსიპედს, რითაც დაზარალებულს მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
7. 2019 წლის 21 იანვარს, საღამოს საათებში, ნ------ ა--–----ე, ქ. ბათუმში, შ-----–--–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ი-–------–--–---–ის ველოსიპედს, რითაც დაზარალებულს მიადგა 800 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
8. 2019 წლის 31 იანვარს, ღამის საათებში, ნ------ ა--–----ე, ქ. ბათუმში, კ-----–---------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ზ-------------ის ველოსიპედს, რითაც დაზარალებულს მიადგა 1000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
9. 2019 წლის 01 თებერვალს, ღამის საათებში, ნ------ ა--–----ე, ქ. ბათუმში, გ------–---–----------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ვ--–-------------ის ველოსიპედს, რითაც დაზარალებულს მიადგა 130 ლარის ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
10. ბრალდებულმა ნ------ ა--–----ემ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ ყველა წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
12. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ------ ა--–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (რვა ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებისთვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
13. დაზარალებულების - მ-----–-------------ის, ი-–------–--–---–ის, ზ-------------ის, ვ--–-------------ის, მ---------------–--–---–ის, დ---------ის, ვ----------------–--ის, ი-------------–---–ის და ჯ--------------ის ჩვენებები; მოწმეების - ი-----–--------------------–----------------------------------------–--------------------------------------------------------------–--–------–--–-------------------–-----------ის ჩვენებები; ნ------ ა--–----ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, "ტოიოტა-პრიუსის" მარკის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი; ნივთის ამოცნობის ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები; ბრალდებულ ნ------ ა--–----ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები; საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებები - ველოსიპედის სამაგრი ტროსი, ექვსი ერთეული სხვადასხვა დასახელების ველოსიპედი; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები; საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 14 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის N203/ს დასკვნა.
14. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
15. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
16. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
17. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნ------ ა--–----ის ბრალდების დადასტურება.
18. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
20. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
21. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
22. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
23. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
24. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
26. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის და ურთიერთჯერების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ------ ა--–----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - 8 ეპიზოდი;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
27. ნ------ ა--–----ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
28. ნ------ ა--–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება, თანამშრომლობა გამოძიებასთან.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
29. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
30. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
31. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
32. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
33. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
34. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
35. სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
36. სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით - ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით - სამიდან ხუთ წლამდე.
37. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის პიროვნების, მისი წარსული ცხოვრების და ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ------ ა--–----ეს, რომელმაც ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო დანაშაულის ახალი ფაქტების გახსნას, ნაქურდალი ველოსიპედების ამოღებას, არ არის ნასამართლები, ამასთან, გასათვალისწინებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების სიმრავლე (ცხრა ეპიზოდი) - სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა" ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის თითოეული ეპიზოდისთვის, უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთი სახე - თავისუფლების აღკვეთის სახით სამი წლის ვადით, ხოლო საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, ზემოთ მითითებული შემამასუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი და დანიშნული სასჯელის ნახევარი ჩაეთვალოს პირობით.
38. გამომდინარე იქიდან, რომ ნ------ ა--–----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 27 მარტს გამოტანილია და კანონიერ ძალაშია შესული გამამტყუნებელი განაჩენი, ბრალდებით გათვალისწინებული ქმედებები კი წინ უსწრებენ აღნიშნულ განაჩენს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად (59.2), ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მითითებული განაჩენით ნ------ ა--–----ის მიმართ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ------ ა--–----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
39. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ნ------ ა--–----ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
40. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, ნივთმტკიცებად ცნობილი - ველოსიპედის სამაგრი ტროსი, ექვსი ერთეული სხვა და სხვა დასახელების ველოსიპედი, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 გაყოფილებაში, უნდა დაუბრუდეთ კანონიერ მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო ნ------ ა--–----ის ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ნ------ ნ-----–-----ს ძე ა--–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის რვა ეპიზოდის ჩადენაში და სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 12 თებერვლის დაზარალებულ ი-------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 3 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 12 თებერვლის დაზარალებულ მ-----–-------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 21 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 31 იანვრის დაზარალებულ ზ-------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე (სასჯელის 1/2), სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა დანარჩენი ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, ნ------ ა--–----ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენით ნ------ ა--–----ის მიმართ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ------ ა--–----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 13 თებერვლიდან 2019 წლის 22 მაისამდე და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 22 მაისიდან.
ნ------ ა--–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთმტკიცებები - ველოსიპედის სამაგრი ტროსი და ექვსი ერთეული სხვა და სხვა დასახელების ველოსიპედი, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 გაყოფილებაში - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო ნ------ ა--–----ის ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი