გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2019
საქმის ნომერი
330210019002894434
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/5187 - 19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

8 მაისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე მ----------------ე

მოპასუხე ც---------------ე

წარმომადგენელი ნ----–-------–---–ი

დავის საგანი ქორწინების შეწყვეტა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მ----------------ეს და მოპასუხე ც---------------ეს შორის 20---–-–-----------------ს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა (აქტის ჩანაწერი N7----------).

 

მოსარჩელე მ----------------ე და მოპასუხე ც---------------ე დაქორწინდნენ 20---–-–-----------------ს. ისინი ერთმანეთს იცნობდნენ 2015 წლიდან. ოჯახის შექმნის ინიციატორი იყო მოპასუხე ც---------------ე. ქორწინების რეგისტრაციის დროს მის მიერ მოყვანილი იყო ორი მოწმე, რომლებიც იყვნენ მისი ახლობლები და რომლებმაც დაადასტურეს თავის ხელმოწერით ეს ფაქტი ბათუმის სამოქალაქო რეესტრში. ხელის მოწერის შემდეგ, ც---------------ის გაემგზავრა თ---–--–ი და მას მერე მოსარჩელეს იგი არ უნახავს. ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ, მხარეებს ერთი დღეს არ უცხოვრიათ როგორც ცოლ-ქმარს. მოსარჩელე ცხოვრობდა ბათუმში, ხოლო მოპასუხე - თ---–--–ი. რეალურად, ოჯახი არ არსებობდა. მ----------------ის და ც---------------ის ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს, მათ შორის ოჯახის აღდგენა და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. მხარეებს შორის ვერ მოხდა შეთანხმება ერთობლივი განცხადებით მიემართათ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის ქორწინების შესაწყვეტად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას.

 

ცაბო ზედგენიძე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. მხარეებს შორის ოჯახის შექმნა მოხდა რეალურად, ყველა პროცედურის დაცვით. მოსარჩელე მხარე სარჩელში აღწერს ცრუ და მოგონილ ამბავს. სიმართლეს არ შეესაბამება ის გარემოება, რომ თითქოს მოსარჩელე არ ფიქრობდა ოჯახის შექმნას ასაკიდან და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე. მხარეები დაქორწინდნენ ორმხრივი სურვილის საფუძველზე და ქორწინება მოხდა ქალაქ ბათუმში, მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად. ვიდრე მოსარჩელის ოჯახის წევრები კატეგორიულად არ ჩაერეოდნენ ურთიერთობაში, მხარეები ბოლო პერიოდამდე იყვნენ ერთად. არასწორია იმის დაფიქსირებაც, რომ თითქოს მხარეებს ერთად არ უცხოვრიათ, რადგან მეუღლეები ერთად იყვნენ ან თ---–--–ი, ან ბათუმში. ქორწინების შეწყვეტის ინიციატივა მოდის მოსარჩელის ოჯახის წევრებისა და მისი ნათესავებისაგან, რომლებისთვისაც მხარეთა ოჯახური თანაცხოვრება მიუღებელი აღმოჩნდა. მოპასუხის მოსაზრებით, მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა, მათი ოჯახის შენარჩუნება შესაძლებელია, რის გამოც სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე მ----------------ე და მოპასუხე ც---------------ე დაქორწინდნენ 20---–-–-----------------ს. მათ საერთო შვილი არ ჰყავთ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N7---------- (ს.ფ. 14);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

- ფოტოსურათები (ს.ფ. 35-46);

- ამონაწერი ც---------------ის ანგარიშიდან (ს.ფ. 33-34).

 

3.1.2. მხარეები დღეის მდგომარეობით ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მათ ერთმანეთთან ურთიერთობა არ აქვთ 2018 წლის ივლისის თვიდან. მოსარჩელე ცხოვრობს დ----------------–ი, ხოლო მოპასუხის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი ქ. თ---–--–ია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

- მოწმე დ-------------------ის ჩვენება (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე მხარის განმარტებით, მას არ სურს მოსარჩელე მ----------------ესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა, ვინაიდან მისი მოსაზრებით მხარეთა შორის შესაძლებელია ოჯახის აღდგენა და შენარჩუნება, რასაც კატეგორიულად გამორიცხავს მოსარჩელე მ----------------ე. ამ უკანასკნელის განმარტებით მას ერთ ოჯახად არასდროს უცხოვრია ც---------------ესთან, პერიოდულად ნახულობდა მას, საკმაოდ იშვიათად. ამ ეტაპზე კი, მოსარჩელეს ოჯახის შექმნა სურს სხვა პირთან, შესაბამისად, მისი სურვილია მოხდეს მოპასუხე მხარესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა. მან აღნიშნულის შესახებ ნათლად და გარკვევით დააფიქსირა სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის მიმდინარეობისას. მოწმე დ-------------------ის (მოსარჩელის და) ჩვენების მიხედვით, მისთვის და მისი ოჯახის წევრებისათვის ცნობილიც კი არ იყო იმ გარემოების შესახებ, რომ მ----------------ე იმყოფებოდა ქორწინებაში. მან მხოლოდ მაშინ მიმართა ოჯახის წევრებს რჩევისათვის, როდესაც განქორწინების რეგისტრაცია სურდა. დ-------------------ის განცხადებით, იგი არც იცნობს ც---------------ეს და ეს უკანასკნელი მოსარჩელის ოჯახში ნამყოფიც არ არის. მოპასუხე მხარის განმარტებით, მას კარგი ურთიერთობა აქვს მოსარჩელესთან და ქორწინების შეწყვეტის ინიციატორად მიიჩნევს არა მოსარჩელეს, არამედ მისი ოჯახის წევრებს და ნათესავებს, რასაც უარყოფს მოწმე დ-------------------ე, მოსარჩელის და. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, თავად მოსარჩელე მ----------------ემ სასამართლო სხდომაზე ნათლად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია მოპასუხესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ. მას სურს შეწყდეს ც---------------ესთან ქორწინება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----------------ის და ცაბო ზედგენიძეს შორის ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს, მათ შორის ოჯახის აღდგენა და ერთ ოჯახად ცხოვრება შეუძლებელია. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას მოსარჩელესთან ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მოსარჩელე მხარის განმარტების საფუძველზე, მათი ერთ ოჯახად ცხოვრების შესაძლებლობა არ გამოიკვეთა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ გამოიკვეთა მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1106-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე მ----------------ე და მოპასუხე ც---------------ე დაქორწინდნენ 20---–-–-----------------ს. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მათ საერთო შვილი არ ჰყავთ. მხარეები დღეის მდგომარეობით ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მათ ერთმანეთთან ურთიერთობა არ აქვთ 2018 წლის ივლისის თვიდან. მოსარჩელე ცხოვრობს დ----------------–ი, ხოლო მოპასუხის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი ქ. თ---–--–ია. მათ შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია.

 

სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მათ ფაქტობრივად საერთო ოჯახური თანაცხოვრება არც ჰქონიათ. იგი პერიოდულად ნახულობდა მოპასუხე მხარეს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრების გამო. მოპასუხე მხარის განმარტებით, მას არ სურს მ----------------ესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა, ვინაიდან მისი მოსაზრებით მხარეთა შორის შესაძლებელია ოჯახის აღდგენა და შენარჩუნება, რასაც კატეგორიულად გამორიცხავს მოსარჩელე მ----------------ე. ამ უკანასკნელის განმარტებით მას ერთ ოჯახად არასდროს უცხოვრია ც---------------ესთან, პერიოდულად ნახულობდა მას, საკმაოდ იშვიათად. ამ ეტაპზე კი, მოსარჩელეს ოჯახის შექმნა სურს სხვა პირთან, შესაბამისად, მისი სურვილია მოხდეს მოპასუხე მხარესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა. მოწმე დ-------------------ის (მოსარჩელის და) ჩვენების მიხედვით, მისთვის და მისი ოჯახის წევრებისათვის ცნობილიც კი არ იყო იმ გარემოების შესახებ, რომ მ----------------ე იმყოფებოდა ქორწინებაში. მან მხოლოდ მაშინ მიმართა ოჯახის წევრებს რჩევისათვის, როდესაც განქორწინების რეგისტრაცია სურდა. დ-------------------ის განცხადებით, იგი არც იცნობს ც---------------ეს და ეს უკანასკნელი მოსარჩელის ოჯახში ნამყოფიც არ არის. მოპასუხე მხარის განმარტებით, მას კარგი ურთიერთობა აქვს მოსარჩელესთან და ქორწინების შეწყვეტის ინიციატორად მიიჩნევს არა მოსარჩელეს, არამედ მისი ოჯახის წევრებს და ნათესავებს, რასაც უარყოფს მოწმე დ-------------------ე, მოსარჩელის და. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, თავად მოსარჩელე მ----------------ემ სასამართლო სხდომაზე ნათლად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია მოპასუხესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ. მისი სურვილია შეწყდეს ც---------------ესთან ქორწინება. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, იგი 2019 წლის 08 მაისს დანიშნულ სასამართლო მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა, არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ აცნობა სასამართლოს და ამავდროულად, მან არ უზრუნველყო მისივე შუამდგომლობის საფუძველზე მოწვეულ მოწმეთა სხდომაზე გამოცხადება.

 

ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის განმარტებას მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობის თაობაზე დაადასტურებდა. მხარეთა შორის ქორწინება და ოჯახური (ცოლ-ქმრის) თანაცხოვრება ფაქტობრივად შეწყვეტილია. მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს. სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მხარეთა შერიგების ვარაუდი არ გამოიკვეთა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხე ც---------------ესთან ოჯახის შენარჩუნებისა. სამოქალაქო კანონმდებლობა განამტკიცებს მხარის თავისუფალ ნებას ქორწინებაში ყოფნისა თუ ამ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე. სასამართლო მიუთითებს, რომ შესარიგებელი ვადის მიცემა მხარეთათვის, შედეგს ვერ გამოიღებდა. განსაქორწინებელი მეუღლეების შესარიგებელი ვადის მიცემა სასამართლოს მოვალეობაა და ვადის განსაზღვრის მიზანშეწონილობა უნდა დადგინდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----------------ის და ც---------------ეს შორის ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს, მათ შორის ოჯახის აღდგენა და ერთ ოჯახად ცხოვრება შეუძლებელია. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას მოსარჩელესთან ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მოსარჩელე მხარის განმარტების საფუძველზე, მათი ერთ ოჯახად ცხოვრების შესაძლებლობა არ გამოიკვეთა.

სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. საქორწინო ურთიერთობის ერთერთ მხარეს, მოსარჩელეს, არა აქვს ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნისა არ არის საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად. არ იკვეთება მოსარჩელის ნება მოპასუხე ც---------------ესთან ერთ ოჯახად ცხოვრებისა.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1” (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ ბავშვების ინტერესებისათვის აუცილებელი ღონისძიებანი.

1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----------------ის სარჩელი განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, მ----------------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა გადახდეს მოპასუხე ც---------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ. ამასთან, მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 2019 წლის 12 მარტს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. დაკმაყოფილდეს მ----------------ის (პირადი N-----------) სარჩელი;

 

შეწყდეს ქორწინება მ----------------ესა (პირადი N-----------) და ც---------------ეს (პირადი N------------ შორის რეგისტრირებული 20---–-–-----------------ს, გაუქმდეს ქორწინების სააქტო ჩანაწერი N7----------.

 

2. დაუბრუნდეს მოსარჩელე მ----------------ეს (პირადი N-----------) მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში (სს "საქართველოს ბანკი", საგადახდო დავალება №2, მიმღების ანგარიში №300773150) 2019 წლის 12 მარტს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა.

 

3. დაეკისროს ც---------------ეს (პირადი N------------ მოსარჩელე მ----------------ის (პირადი N-----------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე გიორგი მაისურაძე