განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 14010011800
საქმე №1/385-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
“ 11 “ იანვარი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა
მანანა შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ბ-------ა ჩხეიძის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ--------------შვილის,ბრალდებულ ტ------– თ---ძის
მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდების გამო:
ტ------– ა--------ს-ძე თ---ძის (დაბადებული 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, საშუ-ალო განათლების მქონე, ნასამართლევი, რეგისტრირებული გ------------------------–--------––-, ფაქტობრივად მცხოვრები ქ--–--------–---–-----------------–--–----------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინე-ბული დანაშაულის ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 09 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონულ სამმართვე-ლოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, ო----- პ-----შვი-ლის ცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ამ საქმეზე ტ------– თ---ძე ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2018 წლის 09 სექტემბერს, 20 საათსა და 25 წუთზე. 2018 წლის 11 სექტემბერს მას წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშა-ულის ჩადენისათვის და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის გან-ჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახედ შეერჩა გირაო 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, 45 დღის ვადაში შეტანის ვალდებულებით, პატიმრობით უზრუნველყოფით. ვინაიდან ბრალდებულმა დადგენილ ვადაში ვერ უზრუბველყო გირაოს შეტანა - იგი დარჩა პატიმრობაში.
ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედ-ვით, ტ------– თ---ძეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარა-ლებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემ-დეგ გარემოებებში:
2018 წლის 09 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ--–--------–---–------------------–--–-------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ტ------– თ---ძემ მის ხელთ არსებული პლასტმასის მილი ერთხელ დაარტყა თავის არეში ო----- პ-----შვილს, რის შე-დეგად ო----- პ-----შვილმა განიცად ფიზიკური ტკივილი.
დასკვნითი სიტყვის წარდგენისას პროკურორმა აღნიშნა, რომ ტ------– თ---ძის მიმართ სასამართლოში წარდგენილი და არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით პრეიუდიციულად მიჩნეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ტ------– თ---ძისათვის წაყენებულ ბრალდებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკუ-რორმა იშუამდგომლა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ტ------– თ---ძის დამნაშავედ ცნობისა და, ნასამართლობის გათვალისწინებით, მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნის შესა-ხებ, (იხ. 2019 წლის 11 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი).
ტ------– თ---ძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და აღნიშნა, რომ მას სურს სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლება. ბრალდებულის პოზიციის გათვალისწინებით, მისმა ადვოკატმა - მ--------------შვილმა ითხოვა ტ------– თ---ძისათვის სასჯელად 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის დანიშვნა, განაჩენთა ერთობ-ლიობით სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შთანთქმის გამოყენება და საბოლოო სასჯე-ლად მისთვის ჯარიმის განსაზღვრა, იმ გარემობების მხედვალობაში მიღებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, არ ხდის სადავოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების გან-ხორციელებას, არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, ყავს ინვალიდი მეუღლე და, ამასთანავე, მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენა პროვოცირებული იყო დაზარალებულის მიერ.
ადვოკატის ამ პოზიციას დაეთანხმა ბრალდებული ტ------– თ---ძე, (2019 წლის 11 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ტ------– თ----ძის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუ-არად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე
მხარეთა მიერ მიჩნეულ იქნა როგორც ტ------– თ---ძისათვის წაყენებული ბრალდების დამადასტურებელი უდავო მტკიცებულებები, კერძოდ:
- დაზარალებულ ო----- პ-----შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 12-14);
- მოწმე თ-----------------შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 3-5);
- მოწმე ც---–---------შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 6-8);
- მოწმე ზ---------------–-ძის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 80-81);
- მოწმე თ-----------–--შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 78-79);
- მოწმე შ--------–--შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 27-28);
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, (ს. ფ. 42-47);
- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, (ს. ფ. 117-118);
- ო----- პ-----შვილის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით, (ს. ფ. 117-118);
- ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, რაც საქმეში არსებულ საპროცესო დოკუ-მენტებთან ერთობლიობაში (იხ. საქმის მასალები) უტყუარად ადასტურებს ტ------– თ---ძი-სათვის წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკი-ცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯე-რებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურ-დება, რომ ტ------– თ---ძემ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამავე კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის და-ნიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუ-ქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ - დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვა-ლეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმ-დეგო ნებას, ქმედების განხორიელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, მის პირად, ეკონომიკურ პირობებსა და ყოფაქცევას ქმე-დების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, რომ შეურიგდეს დაზარალებულს.
ტ------– თ---ძისათვის სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ, როგორც მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, გაითვალისწინა, რომ სასამართლოში საქმის განხილვის დროს მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, აგრეთვე ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
სასამართლო აგრეთვე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ 2013 წლიდან ტ------– თ---ძე რეგისტრირებულია როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მნიშვნელოვნად გამოხატული სტატუსით - მე-2 ჯგუფი უვადოდ. ამასთანავე, სასამართლომ მხედველო-ბაში მიიღო ტ------– თ---ძის ცხოვრების სოციალური პირობები და ოჯახური მდგომარე-ობა, კერძოდ, გაითვალისწინა, რომ ტ------– თ---ძე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და, დაცვის მხარის მიერ სასამართლოსათვის მოწოდებული ინფორმაციით, მას ყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლე.
როგორც ტ------– თ---ძის პასუხისმგებლობისა და სასჯელის დამამძიმებელი გარემოე-ბები, სასამართლომ გაითვალისწინა, რომ იგი არაერთხელ არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის და ინკრიმინირებული ძალადობრივი ქმედებაც ჩაიდინა ასევე ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენისათვის მისთვის დანიშნული პირო-ბითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. ამდენად, ცხადია, რომ ლმობიერი სასჯელი მის-თვის არ აღმოჩნდა შემაკავებელი.
სასამართლო, როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელს, აგრეთვე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ტ------– თ---ძე დაზარალებულთან შერიგებული არ არის.
ზემოაღნისნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული (ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე) ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების რეალურ აღკვეთასთან, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზანს - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. შესაბამისად, ტ------– თ---ძეს სასჯელად უნდა დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა - 1(ერთი) წლის ვადით, დანაშაულის რეციდივის ფაქტის გათვა-ლისწინებით.
ამასთან, ტ------– თ---ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების ერთობლიობაში გათვალისწინებით, მიზანშეწონილია განაჩენთა ერთობ-ლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინცი-პის გამოყენება და წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (თავი-სუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით) ამ სასჯელს უნდა მიემატოს 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ტ------– თ---ძისათვის დანიშ-ნული საბოლოო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ------– ა--------ს-ძე თ---ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშა-ულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
2. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ტ------– თ---ძის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწი-ლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით;
3. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ტ------– თ---ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით;
4. ტ------– თ---ძის მიმართ მოქმედი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს;
5. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ტ------– თ---ძეს დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 09 სექტემბრიდან.
6. ნივთიერი მტკიცებულებების (საქმეზე დართული საგნების და ნივთების, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს ადმინისტრა-ციულ შენობაში) საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
6.1 ო----- პ-----შვილის ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
6.2 შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული პლასტმასის ჯოხი - განად-გურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საა-პელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ნიკოლოზ მარსაგიშვილი