განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/58-18 (№061070617003)
სამტრედიის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2019 წელი ქ. სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე დავით სვანაძე
სხდომის მდივანი ინგა თოხაძე
პროკურორ - მა----- მ--–-ძის
ადვოკატ - გ-------------–-–---–ის
ბრალდებულ - შ-----------------------–---------ნის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ შ-----------------------–---------ნის (------------–--------–-–----------------–----------------------------–-------------------------------–----------ი) მიმართ, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 1 -ე მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2015 წლის ზაფხულის ეპიზოდი) ამავე კოდექსის 126 1 -ე მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2016 წლის ზაფხულის ეპიზოდი); ამავე კოდექსის 126 1 -ე მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 07 ივნისის ეპიზოდი)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილებით: შო----- კ--------- ჩაიდინა არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
აგრეთვე, მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
აგრეთვე, მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის ზაფხულში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), შო----- კ---------, განაწყენების ნიადაგზე, სამტრედიის რაიონის სოფელ ჭო-----ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი დის - ქრ------ე კ---–--ის თანდასწრებით, მცირე ზომის ხის ჯოხის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით სცემა არასრულწლოვან გერს - 2----–-–------------ს დაბადებულ ი----ი კ---–--ს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2016 წლის ზაფხულში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), შო----- კ---------, განაწყენების ნიადაგზე, სამტრედიის რაიონის სოფელ ჭო-----ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მცირე ზომის ხის ჯოხის სხეულის სხვადახვა ადგილებში დარტყმით სცემა არასრულწლოვან გერს - 2----–-–------------–ს დაბადებულ ქრ------ე კ---–--ს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, შო----- კ---------, განაწყენების ნიადაგზე, სამტრედიის რაიონის სოფელ ჭო-----ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მცირე ზომის ხის ჯოხის ფეხებისა და სახის არეში დარტყმით სცემა არასრულწლოვან გერს - 2----–-–------------–ს დაბადებულ ქრ------ე კ---–--ს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
სასამართლომ დაადგინა:
შო----- კ--------- ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
აგრეთვე, მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის ზაფხულში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), შო----- კ---------, განაწყენების ნიადაგზე, სამტრედიის რაიონის სოფელ ჭო-----ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მცირე ზომის ხის ჯოხის სხეულის სხვადახვა ადგილებში დარტყმით სცემა არასრულწლოვან გერს - 2----–-–------------–ს დაბადებულ ქრ------ე კ---–--ს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, შო----- კ---------, განაწყენების ნიადაგზე, სამტრედიის რაიონის სოფელ ჭო-----ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მცირე ზომის ხის ჯოხის ფეხებისა და სახის არეში დარტყმით სცემა არასრულწლოვან გერს - 2----–-–------------–ს დაბადებულ ქრ------ე კ---–--ს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა შო----- კ--------- წარდგენილ ბრალდების პირველ და მეორე ეპიზოდებში (2015 წლის და 2016 წლის ზაფხულის ეპიზოდებში) თავი არ სცნო დამნაშავედ, ამასთან აღიარა წარდგენილი ბრალდების ნაწილი (2017 წლის 07 ივნისის ეპიზოდი) და განმარტა, რომ იგი მეუღლესთან ირ---–ი კ---–--თან და ორ არასრულწლოვან შვილთან დ----–------------ელ კ---–--ებთან ერთად ცხოვრობს სამტრედიის რაიონის სოფელ ჭო-----ში, ამჟამად მათთან ერთად ცხოვრობს ასევე მისი გერი ი----ი კ---–--იც. იგი 2013 წელს დაქორწინდა ირ---–ი კ---–--ზე, რომელსაც ასევე პირველი ქორწინებიდან ჰყავდა 2 არასრულწლოვანი შვილი, ქრ------ა და ი----ი კ---–--ები, დაქორწინებიდან დაახლეობით 1 თვეში მისი გერები გადმოვიდნენ მათთან საცხოვრებლად მათ შორის პირველ ხანებში ჩამოყალიბდა დედაშვილური ურთიერთობა, იგი ზრუნავდა მათზე და თავად აკეთებდა ყველა საოჯახო საქმეს, ბრალდებულის განმარტებით, არც 2015 წლის და არც 2016 წლის ზაფხულში მისი მხრიდან არასრულწლოვანი გერების მისამართით არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. 2016 წლის ზაფხულში მათთან მართლაც იყვნენ სტუმრად მისი მეუღლის არასრულწლოვანი დისშვილები ე-–--ე, ნ--ო და დ-----რი მ---–------, რომლებიც დარჩნენ დაახლოებით 4 დღე, რის შემდეგაც ე-–--ე მ---–--ემ, რომელიც ძალიან მიჯაჭვული იყო დედაზე, დაიწყო ტირილი და ითხოვდა დედასთან წასვლას, რის გამოც მან თავად სთხოვა მის მეუღლეს წაეყვანა ბავშვი აბაშის რაიონის სოფელ გ---–------–- მის მამისეულ სოფელში. რამდენიმე დღის შემდეგ ნ--ომ და დ-----რიმაც მოითხოვეს გ---–------–- წასვლა, მთელი ამ ხნის მანძილზე ბავშვები იყვნენ ნორმალურად და არანაირ ინციდენტს მათი იქ დასვენების პერიოდში ადგილი არ ჰქონია. მას არასოდეს დაუვალებია ქრ------ე და ი----ი კ---–--ებისათვის ისეთი საქმე, რაც მათი ასაკისათვის შეუფერებელი იყო, პირიქით ქრ------ე თავად სთავაზობდა ხოლმე ცომის მოზელაში დახმარებას, რაზედაც იგი უარს ეუბნებოდა. 2017 წლის 07 ივნისს იგი (ბრალდებული) მიდიოდა მისი შვილის, დ----–- კ---–--ის, ბაღიდან გამოსაყვანად, წასვლისას დაუბარა ქრ------ე კ---–--ს, ოთახის გამოეგვა, რაზედაც მან უხეშად უპასუხა, რომ ,,შენ სულ სადღაც მიდიხარ, ბოლოსდაბოლოს შენ ჩემი დედა კი ხარო?’’, რის შემდეგაც შო----- კ--------- მას მოუქნია ჯოხი, რომელიც მოხვდა ქრ------ე კ---–--ს, სწორედ ამის გამო წავიდა სახლიდან ქრ------ე კ---–--ი, სხვა განსაკუთრებული კონფლიქტი მათ შორის არასოდეს ყოფილა.
სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანი დაზარალებული ქრ------ე კ---–--ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი არის ი-----ის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე, ამჟამად ცხოვრობს სოფელ ი-----ში ბებიასთან (მამის დედასთან) ერთად. შო----- კ-----ანი არის მისი დედინაცვალი, 2017 წლამდე იგი ცხოვრობდა სამტრედიის რაიონის სოფელ ჭო-----ში, მამასთან, ირ---–ი კ---–--თან, ძმასთან ი----ი კ---–--თან და დედინაცვალთან შო----- კ-----ანთან ერთად. 2013 წლიდან , კერძოდ შო----- კ-----ანის მათ ოჯახში მისვლიდან დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, იმდენად გაუსაძლისი და აუტანელი იყო მათი თანაცხოვრება, რომ ფაქტი----ად მას იმ პერიოდში ბავშვობა არ ჰქონია, აღნიშნული გამოიხატებოდა მასში, რომ ხშირად სცემდა, ყველა საოჯახო საქმეს მას ავალებდა. ეს იყო სახლის საქმე თუ საქონლის მოვლა-პატრონობა. 2015 წლის ზაფხული იყო, როდესაც მორიგი კამათის დროს, დიდი ზომის ჯოხი ჩაარტყა ზურგის არეში, რაც ძალიან ეტკინა, თუმცა ამ ფაქტსაც როგორც წინა ფაქტებს არავინ შესწრებია, იგი ასევე ხშირად სცემდა ხოლმე მის არასრულწლოვან ძმას ი----ი კ---–--საც, როდესაც ი----ი კ---–--მა იგი დაიცვა, მაგ დროს სცემა ი----ი კ---–--იც მის ოთახში, 2016 წლის ზაფხულში ასევე კვლავ სცემა იგი, თუმცა ამ ფაქტსაც არავინ შესწრებია, მას სურდა აღნიშნულის თაობაზე ეთქვა მისი ბებიისათვის, თუმცა, შო----- კ-----ანი ემუქრებოდა მას, რომ თუკი ამას ბებიას ეტყოდა უარესს უზამდა. 2017 წლის 07 ივნისს იგი (დაზარალებული) დაბრუნდა სკოლიდან, რა დროსაც მას ტანთ ეცვა შო----- კ-----ანის ნაყიდი კაბა, რომელიც სასწავლო წლის დაწყების წინ, მისი მამის მიერ მიცემული ფულით უყიდა ტანსაცმელს, რომელსაც ასევე ი-----იდან უგზავნიდა მისი ბებია, მხოლოდ ერთხელ აცმევდა და შემდეგ ყველაფერს კარგს აგზავნიდა სვანეთში, თავის ნათესავებთან, სკოლიდან მოსულს დაუწყო ჩხუბი შო----- კ---------, თუ რატომ არ ეცვა კოლგოტი და ჯოხი დაარტყა სახისა და ფეხის არეში, რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და განიზრახა სახლიდან წასვლა, ჯერ იგი წავიდა მის კლასელთან, ხოლო შემდეგ კი ბებიასთან სოფელ ი-----ში.
სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანი ე-–--ე მ---–--ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს ქ. თბილისში, არის მეათე კლასის მოსწავლე, ბრალდებული შო----- კ-----ანი არის მისი ბიცოლა, ხოლო ი----ი და ქრ------ე კ---–--ები არიან მისი ბიძაშვილები. 2016 წლის ზაფხულში იგი, მის დასთან, ნ--ი მ---–--ესთან ერთად დასასვენებლად ჩავიდა სამტრედიის რაიონის სოფელ ჭო-----ში, მისი ბიძის, ირ---–ი კ---–--ის სახლში, სადაც დახვდა ბიძა ირ---–ი კ---–--ი, ბიცოლა შო----- კ-----ანი ბიძაშვილები ქრ------ე და ი----ი კ---–--ები და ასევე პატარა ბიძაშვილი დ----–- კ---–--ი. პირველ დღეს ჩვეულებრივად დაისვენეს, იმ დღეს მისი ბიძა ირ---–ი კ---–--იც სახლში იყო. მეორე დღეს დილით ადრე გაიღვიძეს, ქრ------ე კ---–--ი შო----- კ-----ანის დავალებით დილიდანვე შეუდგა საოჯახო საქმეების კეთებას, ქრ------ეს უნდა დაელაგებინა სახლი, გაეკეთებინა საჭმელი, პურის გამოსაცხობად ცომი მოეზილა, შემდეგ წყაროზე უნდა წასულიყო წყლის და ასევე, ტყეში ფიჩხების მოსატანად. სტუმრობიდან დაახლოებით მესამე დღეს, ქრ------ე შეეწინააღმდეგა შო----- კ-----ანს, რადგან მას ასევე უნდოდა თამაში, რის გამოც შო----- კ--------- სცემა იგი, ხელით. ისინი სოფელში დარჩნენ დაახლოებით 5 დღე და ამ ხნის მანძილზე შო----- კ--------- ორჯერ სცემა ქრ------ე კ---–--ი. ამ გარემოებით შეშინებულები მალევე დაბრუნდნენ უკან. ე-–--ე მ---–--ის განმარტებით, ქრ------ე კ---–--თან მას აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და იგი ხშირად უყვებოდა, რომ შო----- კ-----ანთან ცხოვრობდა ძალიან შებოჭილი, რადგან იგი მუდმივად, მათ შორის, სკოლის დღეებშიც, ავალებდა ყველა საოჯახო საქმეს, მათ შორის საქონლის მოვლასაც და ძალიან დაღლილი იყო ხოლმე, როგორც მისთვის ცნობილია, აღნიშნულის თაობაზე ქრ------ე კ---–--ი არ უყვებოდა ხოლმე მის მამას ირ---–ი კ---–--ს.
სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანი ნ--ი მ---–--ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი არის მერვე კლასის მოსწავლე და ცხოვრობს ქ. თბილისში. 2016 წლის ზაფხულში იგი თავის დასთან, ე-–--ე მ---–--ესთან, ერთად წავიდა დასასვენებლად სამტრედიის რაიონის სოფელ ჭო-----ში, მისი ბიძის, ირ---–ი კ---–--ის სახლში, სადაც დახვდა ბიძა ირ---–ი კ---–--ი, ბიცოლა შო----- კ-----ანი, ბიძაშვილები ქრ------ე და ი----ი კ---–--ები და ასევე პატარა ბიძაშვილი დ----–- კ---–--ი. ისინი დილით ადრე ადგნენ, ქრ------ემ სახლი დაალაგა, პურის გამოსაცხობად ცომი მოზილა, შემდეგ წავიდნენ წყაროზე, შემდეგ კი ტყეში შეშის მოსატანად, სადავ მათ შო----- კ-----ანიც ახლდა. დაახლოებით ჩასვლიდან მესამე დღეს, შო----- კ-----ანსა და ქრ------ე კ---–--ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც შო----- კ--------- მას ხელი დაარტყა, თუ რატომ მოუვიდათ კონფლიქტი არ ახსოვს. ამ ხნის მანძილზე ი----ი კ---–--იც ერთხელ სცემა, კერძოდ მუჭი დაარტყა წელის არეში. მისთვის და მისი დისათვის მართალია არ უყვირია შო----- კ-----ანს, მაგრამ მათ მაინც აღარ ისურვეს სოფელში დარჩენა, იქ ყოფნისას, 5 დღის მანძილზე, ორჯერ სცემა შო----- კ--------- ქრ------ე კ---–--ი.
სასამართლო სხდომაზე ლ--–--–--------ნის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს სამტრედიის რაიონის სოფელ ი-----ში. შო----- კ-----ანი არის მისი დეიდაშვილის, ირ---–ი კ---–--ის, მეორე მეუღლე. იგი ქრ------ე და ირ---–ი კ---–--ებს ზრდიდა პატარაობიდან, რადგან ისინი ფაქტი----ად დედამ და მამამ ერთდროულად მიატოვეს. ირ---–ი კ---–--მა ისინი სოფელ ჭო-----ში წაიყვანა მას შემდეგ, რაც მან ცოლად შეირთო შო----- კ-----ანი. ეს იყო 2013 წელს. მოწმის განმარტებით, ბავშვებისა და მეზობლების მონაყოლით, ბავშვები შო----- კ-----ანის მოქმედებით იყვნენ ცხოველური და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი, კერძოდ, შო----- კ-----ანი ბავშვებს სცემდა, აშიმშილებდა, აშრომებდა. დაახლოებით 3-4 წლის წინ, ზაფხულის პერიოდში, ი----ი კ---–--ი სამტრედიის რაიონის სოფელ ი-----ში, მათთან მივიდა მოკლე შარვლით და ე.წ ,,შლოპანცებით’’, ბავშვი იყო ნაცემი და სახლიდან გამოქცეული. ამის შემდეგ მან მკაცრად გააფრთხილა შო----- კ-----ანი, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორებულიყო. 2017 წლის მარტის ბოლოსაც იგივე განმეორდა, ისევ გამოიქცა ი----ი კ---–--ი სახლიდან, ბავშვი მშიერი დაბრუნებულა სკოლიდან, შო-----ს დაუვალებია შეშის დაჩეხვა, ი----ის კი უთქვამს, რომ საჭმელს შეჭამდა და მერე დაჩეხავდა შეშას, შო-----ს კი უთქვამს, რომ საერთოდაც არ აჭმევდა საჭმელს. ბავშვების მონათხრობის თანახმად, მათ დაუსხამდა ხოლმე 1 კოვზ საჭმელს და ის უნდა ეკმარათ, ხშირად ავტობუსს მოჰყვებოდა ხოლმე ი----ი კ---–--ი და როგორც შემდგომ გაუმხილა მას, იმიტომ დადიოდა მათთან ხშირად, რომ საჭმელი ეჭამა. ი----ის სახლიდან წამოსვლიდან 3 თვეში, 2017 წლის ზაფხულში, სახლიდან გამოიქცა ნაცემი ქრ------ე კ---–--იც, რომელმაც ჯერ ი----ი კ---–--ს დაურეკა მისი ტელეფონით და შემდეგ მათ სახლში მივიდა ნაცემი, რომელმაც მოუყვა, რომ სიცხის გამო არ ეცვა კოლგოტი და ამიტომაც თხილის წკნელით სცემა და თმებში მოქაჩა ქრ------ე კ---–--ს შო----- კ---------. ამის შემდეგ იგი , ირ---–ი კ---–--ის დასთან, ი---ა კ---–--თან ერთად, რომელიც მაჟამად საქართველოში არ იმყოფება და მიშიკო ცხვარაძესთან ერთად მივიდა სამტრედიის რაიონის სოფელ ჭო-----ში, შიო----- კ-----ანთან და მოსთხოვა პასუხი მას ბავშვების მიმართ წლების განმავლობაში არაადამიანური მოპყრობისა და მათი ფსიქიკის დაზიანებისათვის, რაზედაც შო-----მ უპასუხა, რომ მას, როცა ნერვები აეშლებოდა საკუთარ შვილსაც კი სცემდა ხოლმე. ბავშვების ცემის ფაქტს იგი თავად არ შესწრებია.
სასამართლო სხდომაზე ი-----–---------–--ლის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს სამტრედიის რაიონის სოფელ ჭო-----ის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, ი----ი და ქრ------ე კ---–--ები იყვნენ მისი მოსწავლეები. მოწმის განამარტებით, ისინი აქტი----ი და ზრდილობიანი ბავშვები იყვნენ, ი----ი კ---–--მა 9 კლასი დაამთავრა მათ სკოლაში და არანაირი პრეტენზია ამ ბავშვის მიმართ სკოლას არ ჰქონია. 2017 წლის ივნისის თვის დასაწყისი იქნებოდა, სასწავლო წლის დასრულებამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, მასთან კაბინეტში შევიდა ქრ------ე კ---–--ი, რომელსაც ვიზუალურად რაიმე დაზიანება მან ვერ შეამჩნია, თუმცა ბავშვის გამომეტყველებით აშკარა იყო, რომ იგი იყო ძალიან შეწუხებული და დათრგუნული, მან უამბო, რომ მას დედინაცვალთან შო----- კ-----ანთან ჰქონდა პრობლემა, კერძოდ, იგი ხშირად სცემდა, ავიწროვებდა, ქუჩაში არ უშვებდა, ავალებდა ყველა საოჯახო საქმეს, დილით ადრე ადგომითა და საქონლის მოვლით დაწყებული, სხვა საოჯახო საქმეებით დამთავრებული. მან შეეკითხა, თუ სად იყო მათი მამა, ირ---–ი კ---–--ი, რაზედაც ქრ------ემ უპასუხა, რომ მამა არ იყო სახლში, ხოლო შო----- იწვა, რადგან ორსულად იყო. ეს საუბარი გაგრძელდა დაახლოებით 10-15 წუთი და არავინ შესწრებია. მას დაგეგმილი, ჰქონდა კლასის ხელმძღვანელთან ერთად, ადგილზე ვიზიტი, თუმცა დაუყოვნებლივ აცნობა აღნიშნულის თაობაზე უბნის რწმუნებულს, მაგრამ ბავშვი მეორე თუ მესამე დღეს წავიდა სახლიდან, მან, როგორც კი აღნიშნულის თაობაზე შეიტყო, დაუყოვნებლივ დაიწყო ბავშვის ძებნა, კერძოდ, დაურეკა მის ბებიას, სოფელ ი-----ში, რომელმაც აღელვებულმა უპასუხა, რომ ბავშვი ძალიან ანერვიულებული იყო. მან სთხოვა ბებიას, რომ ბავშვი არსად არ გაეშვა და მაქსიმალური ყურადღება მიექცია მისთვის, ბებიამ კი უპასუხა, რომ ამ საქმეს აუცილებლად მიიტანდა სასამართლომდე.
სასამართლო სხდომაზე ირ---–ი კ---–--ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს სამტრედიის რაიონის სოფელ ჭო-----ში. მასთან ერთად სოფელში ცხოვრობენ მეუღლე შო----- კ-----ანი, შვილი ი----ი კ---–--ი და მცირეწლობვანი შვილები: დ----–------------ელ კ---–--ები. ხოლო მისი ქალიშვილი ქრ------ე კ---–--ი ამჟამად ცხოვრობს მის დედასთან, ეთერ კოპალეიშვილთან ერთად, სამტრედიის რაიონის სოფელ ი-----ში. შო----- კ-----ანთან იქორწინა 2013 წელს და შეეძინათ ორი შვილი დ----–- კ---–--ი, რომელიც არის 5 წლის, და გაბრიელ კ---–--ი 1წლის და 2 თვის , ასევე პირველი ქორწინებიდან ჰყავს 2 შვილი ი----ი კ---–--ი 17 წლის და ქრ------ე კ---–--ი 15 წლის. მეორე ქორწინებიდან დაახლეობით 1 თვის შემდეგ, მასთან სოფელ ჭო-----ში საცხოვრებლად გადმოვიდნენ მისი შვილები ი----ი და ქრ------ე კ---–--ები, რომელთა მოვლასა და აღზრდაზე ზრუნავდა მისი მეუღლე შო----- კ-----ანი. ქრ------ე კ---–--ი, ი----ი კ---–--ისაგან განსხვავებით არის რთული ხასიათის და ჯიუტი ბავშვი. რაც შეეხება 2015 წელს მომხდარ ფაქტს, მოწმის განმარტებით ი----ი კ---–--სა და შო----- კ-----ანს ჰქონდათ ძალიან კარგი ურთიერთობა და არანაირ უთანხმოებას ადგილი არ ჰქონია, ასე რომ არ ყოფილიყო, არც დღეისათვის არ დაბრუნდებოდა ი----ი კ---–--ი მათთან საცხოვრებლად. რაც შეეხება 2016 წლის ზაფხულის ეპიზოდს, იმ დროისათვის მას მუდმივი სამუშაო არ ჰქონია და დროებით თუ გავიდოდა სახლიდან. მასთან მართლაც იმყოფებოდნენ მისი დიშვილები სტუმრად, რომლებიც ძალიან კარგად ისვენებდნენ. იმ დროს ჰყავდა ავტომობილი, რომელსაც იყენებდა სოფლის საჭიროებისათვის, წყლისა და შეშის მოსატანად და ბავშვებიც მიყავდა ხოლმე გასართობად, მისი დიშვილები სოფელში დარჩნენ დაახლოებით 4-5 დღე და ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს, თუკი შო----- ელემენტარულ დავალებებს მისცემდა ხოლმე ქრ------ე კ---–--ს არც ამაში იყო რაიმე ცუდი, რადგან ბავშვი ოჯახში წესიერად უნდა აღიზარდილიყო. ამ პერიოდში ქრიტინე კ---–--ის მიმართ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება 2017 წლის 7 ივნისის ეპიზოდს, იგი თავად არ არის აღნიშნული ფაქტის შემსწრე, რადგან იმ დროს იგი იმყოფებოდა სამუშაოდ სვანეთში, როდესაც ჩამოვიდა, ქრ------ე კ---–--ი უკვე სახლიდან წასული დახვდა.
არასრულწლოვანი დაზარალებულისა და ზემოაღნიშნული მოწმეების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებების სარწმუნოობასა და უტყუარობაზე, შესაბამისად, შო----- კ-----ანის მიერ დანაშაულის ჩადენაზე ასევე მეტყველებს სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებები;
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბი----ოს 003416617 დასკვნით დასტურდება, რომ, 08.06.2017 წ. 17:35-17-45 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით, მოქალაქე ქრ------ე კ---–--ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. მარცხენა წვივის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა დასწვრივ-ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 1,1X0,3სმ. მარცხენა წვივის უკანა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნებოდა დასწვრივ-ირიბად მდებარე ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 3,7X0,2 სმ. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშანი არ აღენიშნებოდა. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი- ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში და შესამოწმებელი პირის მიერ მითითებულ თარიღს (07.06.2017)
ზემოაღნიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა გ--------------ემ დაადასტურა მის მიერ მიცემული დასკვნის სისწორე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი, მათივე უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ აძლევს სასამართლოს საფუძველს, რათა გაიზიაროს დაცვის მხარის პოზიცია შო----- კ-----ანის, ბრალდების ნაწილში (2016 წლის ზაფხულის ეპიზოდში), უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით, არასრულწლოვანი დაზარალებულის ქრ------ე კ---–--ის, მოწმეების: ე-–--ე მ---–--ის, ნ--ო მ---–--ის, ლ--–--–--------ნის, ი-----–---------–--ლის , სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ შო----- კ--------- ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
აგრეთვე, მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რეველანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება-ერთობლიობით დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ შო----- კ--------- ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (2016 წლის ზაფხულის ეპიზოდი) ; აგრეთვე მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (2017 წლის 07 ივნისის ეპიზოდი) დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, აგრეთვე; ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით,ამავე დროს, სასამართლომ განიხლა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა ბრალდებულ შო----- კ-----ანის, არასრულწლოვანი დაზარალებულის ქრ------ე კ---–--ის მოწმის სახით მიცემული ჩვენებები, მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა შო----- კ--------- ჩაიდინა არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (2015 წლის ზაფხულის ეპიზოდი -არასრულწლოვან ი----ი კ---–--ის მიმართ).
სასამართლო იზიარებს ბრალდებულ შო----- კ-----ანის პოზიციას, მოწმე ირ---–ი კ---–--ის ჩვენებას, ბრალდების ამ ნაწილში, ბრალდებულის უდანაშაულობის თაობაზე, რადგან საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები მის მიმართ წარდგენილი ბრალდების უტყუარად დასადასტურებლად.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუცი----ი სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას ბრალდებულის არასრულწლოვანმა გერმა, ი----ი კ---–--მა ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის - შო----- კ-----ანის წინააღმდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს- ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს ი----იდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუცი----ად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუცი----ი გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, შო----- კ-----ანის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად(2015 წლის ზაფხულის ეპიზოდში) წარმოდგენილია არასრულწლოვანი დაზარალებულის, ქრ------ე კ---–--ის ჩვენება, აგრეთვე არასრულწლოვანი დაზარალებულის, ი----ი კ---–--ის ჩვენება, ამ უკანასკნეკლმა კი, სასამართლო სხდომაზე არ მისცა ჩვენება ბრალდებულ შო----- კ-----ანის წინააღმდეგ. აღნიშნული მტკიცებულების (დაზარალებულ ქრ------ე კ---–--ის ჩვენების) გარდა საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც თავად შო----- კ-----ანი უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული შო----- კ-----ანი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2015 წლის ზაფხულის ეპიზოდი).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
შო----- კ-----ანს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2016 წლის ზაფხულის ეპიზოდი), აგრეთვე ამავე კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 07 ივნისის ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულის ნაწილში, სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის შო----- კ-----ანს უნდა დაენიშნოს სასჯელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2016 წლის ზაფხულის და 2017 წლის 07 ივნისის ეპიზოდები), გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269- 270-ე, 271-276-ე, 277-ე- 278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შო----- კ-----ანი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2015 წლის ზაფხულის ეპიზოდი).
შო----- კ-----ანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2016 წლის ზაფხულის ეპიზოდი)და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 02 (ორი) წელი.
შო----- კ-----ანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 07 ივნისის ეპიზოდი)და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 02 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მსჯავრდებულ შო----- კ-----ანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 02 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ შო----- კ-----ანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბი----ოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით სვანაძე