განაჩენი

სისხლის სამართლის 10.05.2019
საქმის ნომერი
180100119002795058
თარიღი
10.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/01-19 10 მაისი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №------------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - მერი თათრიშვილი,სხდომის სახე - ღია,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ---- მი------–---–ი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - დ----- ჭ-----ე;

 

ბრალდებული - თ------ი მე-----ს ძე წი--–-----ი, დაბადებული 1--- წლის 23 ო----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, მცხოვრები ყ------ის რაიონის სოფელ ც----ში, პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.

 

კვალიფიკაცია:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილები - მარიხუანის უკანონოდ შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

1.1. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობის მიხედვით: თ------ი წი--–-----მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ყაყაჩოს ნამჯას საერთო წონით 38.45 გრამი, რაც 2018 წლის 01 დეკემბერს 08:20 საათიდან 10:50 საათამდე დროის პერიოდში, ამოღებული იქნა ყ------ის რაიონის სოფელ ც----ში თ------ი წი--–-----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად შსს ყ------ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

1.2. თ------ი წი--–-----მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამომშრალ მარიხუანას საერთო წონით 4428.1 გრამი, ასევე დიდი ოდენობით ნედლ მარიხუანას, საერთო წონით 472.7 გრამი, რაც 2018 წლის 01 დეკემბერს 08:20 საათიდან 10:50 საათამდე დროის პერიოდში ამოღებული იქნა ყ------ის რაიონის სოფელ ც----ში თ------ი წი--–-----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად შსს ყ------ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

1.3. 2019 წლის 10 მაისს, ადვოკატის მონაწილეობით და ბრალდებულ თ------ წი--–-----ის წინასწარი თანხმობით, ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმის, ქმედების მართლწინააღმდეგობის, ბრალეულობის ხარისხის, ბრალდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შეფასების საფუძველზე, სახელმწიფო რესურსების, საჯარო ინტერესის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების მიზნით, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- მი------–---–სა და ბრალდებულ თ------ წი--–-----ს შორის, მისი ადვოკატის მონაწილეობით, დაიდო საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების ფორმით, სასჯელის სახესა და ზომაზე შეთანხმების პირობით.

1.4. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობის მიხედვით პროკურორი ითხოვს, რომ თ------ წი--–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაითვალოს პირობითად. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად დამატებით სასჯელად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით. თ------ წი--–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაითვალოს პირობითად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, თ------ წი--–-----ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაითვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი, მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით. თ------ წი--–-----ს საქართველოს კანონის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო ამავე კანონის მე-41 მუხლის თანახმად 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: კვლევის შედეგად დარჩენილი ნარკოტიკულ საშუალება - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. შეტყობინება,თ------ი წი--–-----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ფოტოსურათებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, თ------ი წი--–-----ის დაკავების ოქმი, თ------ი წი--–-----ის ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმი, მ-----ა წი--–-----ის, ლ----ი ზ---–---–ის, დ-------ი ქუ–-–---–ის გამოკითხვის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალათა და ინფორმაციათა ერთობლიობა.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე.

3.2. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობითაა დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს;

3.3. ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს;

3.4. ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;

3.5. ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;

3.6. ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;

3.7. ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;

3.8. ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;

3.9. საპროცესო შეთანხმებაში ასახულია ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა;

3.10. ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

3.11. ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება;

3.12. ბრალდებული გაფრთხილებულია საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განმარტებული აქვს, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

3.13. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას. ასევე განემარტა, რომ მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.

3.14. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობა, მიაჩნია, რომ საქმის მასალების მიხედვით, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ თ------ წი--–-----ის მიერ დანაშაულის ჩადენას. ასევე, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. ამასთან, სასამართლომ დამარწმუნებელი პასუხები მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე.

4.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ------ წი--–-----მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება - მარიხუანის უკანონოდ შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

4.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, შეესაბამება როგორც ბრალდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული თ------ წი--–-----ი თავს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში, რაც უნდა ჩაითვალოს მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-213-ე, 215-ე, 258-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით, საქართველოს კანონის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ნ---- მი------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს პროკურორსა და თ------ წი--–-----ს შორის 2019 წლის 10 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება.

3. თ------ წი--–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაითვალოს პირობითად.

4. თ------ წი--–-----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად დამატებით სასჯელად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

5. თ------ წი--–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაითვალოს პირობითად.

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, თ------ წი--–-----ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაითვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი, მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

7. თ------ წი--–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 10 მაისის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზში.

8. თ------ წი--–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

9. თ------ წი--–-----ს საქართველოს კანონის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო ამავე კანონის მე-41 მუხლის თანახმად 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

10. თ------ წი--–-----ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

11. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: კვლევის შედეგად დარჩენილი ნარკოტიკულ საშუალება - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

12. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

13. განაჩენი არ საჩივრდება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, კერძოდ: მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები. პროკურორი უფლებამოსილია წარადგინოს საჩივარი ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი