გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2019
საქმის ნომერი
330210118002461506
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

330210118002461506

საქმე №2/15114-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

 

სხდომის მდივანი ანი ჯაჭვაძე

 

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე ა---------–------ე

წარმომადგენლები ლ-–--–---–---ე, ლ----------–-ა

 

მოპასუხეები ვ---------–--ე

წარმომადგენლები პ---------–-ა, თ-----------–--ე

 

დავის საგანი აქციის მესაკუთრედ ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ა---------–------ის აღიარება სს ,,დ-------- ა----------ლის’’ 64 300 ცალი აქციის (წილი 47.43%) მესაკუთრედ.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი:

 

2000 წლის 1 მარტიდან ა---------–------ე არის სს ,,დ-------- ა----------ლის’’ ფაქტობრივი აქციონერი, კერძოდ ა---------–--------ისაგან მის მიერ შეძენილია სს ,,დ-------- ა----------ლის’’ 55 555 ცალი აქცია, ხოლო თავად ვ---------–--ესთან ერთად სხვა მფლობელისაგან შეძენილია 17 615 ცალი აქცია, საიდანაც 8 745 აქცია გახდა ა---------–------ის, ხოლო 8 870 აქცია ვ---------–--ის საკუთრება. შედეგად, სს ,,დ-------- ა----------ლის’’ აქციათა საერთო რაოდენობის, ჯამში 47.43% შეიძინა ა---------–------ემ, ხოლო ვ---------–--ე გახდა აქციათა საერთო რაოდენობის 29.34% მესაკუთრე. იმის გათვალისწინებით, რომ ვ---------–--ე და ა---------–------ე იყვნენ ახლო მეგობრები და აკავშირებდათ ნათესაური კავშირი (ა---------–------ის მიერ მონათლულია ვ---------–--ის შვილი) შეთანხმდნენ, რომ აქციათა სრული ოდენობა, კერძოდ 104 074 ცალი აქცია (ა---------–------ის 64 300 ცალი აქცია + ვ---------–--ის 39 774 ცალი აქცია) ფორმალურად, სრულად გადაფორმდა ვ---------–--ის სახელზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, ვ---------–--ე არაკეთილსინდისიერად უძღვებოდა საწარმოს საქმიანობას და შედეგად კომპანიის სესხი ერთ-ერთი კომერციული ბანკის მიმართ შეადგენს დაახლოებით 1 000 000 ლარს. აღნიშნული სასესხო ვალდებულების აღების საჭიროება არ დადგებოდა სააქციო საზოგადოების სწორად მართვის შემთხვევაში. თავად ვ---------–--ეს აქვს კომპანიის წინაშე ვალდებულება 5 წელზე მეტია (ვალის ოდენობა შეადგენს 250 000 ლარს), პარტნიორის სესხს სავალდებულო წესით ერიცხება წლიური 21%, რაც დღეის მდგომარეობით შეადგენს 52 500 ლარს წლიურად, ანუ პროცენტის სახით მისი დავალიანება კომპანიის მიმართ შეადგენს დაახლოებით 52 500*5=262 500 ლარს ჯამურად კი 250 000+262 500=512500 ლარს. გარდა ამისა, არსებობს სხვა აქციონერთა მიმართ დავალიანებაც, რაც გამოწვეულია იმით, რომ ვ---------–--ე მხოლოდ საკუთარი ინტერესებისათვის იყენებს კომპანიას, ანუ შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ სს ,,დ----------------------–ს’’ დღეის მდგომარეობით აქვს დავალიანება დაახლოებით 1 000 000 + 512 000 ლარის შესაბამისად, დავალიანება აქციონერების, თუ სხვა კრედიტორთა მიმართ 1 500 000 ლარზე მეტია. გარდა აღნიშნულისა, სს ,,დ-------- ა----------ლის’’ მთელ ქონებაზე რეგისტრირებულია გირავნობის/იპოთეკის უფლება, რაც ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ მართავს კომპანიას ვ---------–--ე.

 

მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ ვ---------–--ემ ამოწურა, რა კომპანიისაგან ფულადი სახსრების მიღების შესაძლებლობა, გადაწყვიტა გავიდეს კომპანიიდან და მიითვისოს კომპანიის აქტივები, ხოლო ვალები კი დატოვოს კომპანიაში. ამასთან დაკავშირებით მან ცალსახად განაცხადა 2018 წლის 28 მარტის სს ,,დ-------- ა----------ლის’’ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა მისი შვილი - გ------------–--ე, წევრები - ვ---------–--ე და თ-----------ე (ა---------–------ის შვილი). მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ოქმი ასევე საინტერესოა და მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა იმ კუთხით, რომ ვ---------–--ე წერილობითი ფორმით აღიარებს და ხელს აწერს იმას, რომ 64 300 ცალი აქცია ეკუთვნის ა---------–------ეს და აცხადებს, რომ აქციონერთა კრებაზე დააყენებს მოთხოვნას მისი გასვლის შესახებ 39 774 აქციის ნაწილში. აქციონერთა კრება ჩანიშნული იყო 2018 წლის 11 მაისს, აქციონერთა კრებაზე ვ---------–--ემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ა---------–------ე არის 64 300 ცალი აქციის მესაკუთრე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ვ---------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე არასდროს არ წარმოადგენდა სს ,,დ-------- ა----------ლის’’ არც ფაქტობრივ და არც რეგისტრირებულ აქციონერს. რაც შეეხება, საზოგადოების აქციების შეძენას, აქციები მთლიანად შეძენილი იქნა მხოლოდ ვ---------–--ის მიერ, რა დროსაც ვ---------–--ემ მოსარჩელისგან მხოლოდ ისესხა აქციების შეძენისათვის საჭირო თანხის ნაწილი - 180 000 აშშ დოლარის ოდენობით, რის გამოც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2012 წლის 2 აგვისტოს ნოტარიალური წესით გაფორმდა ,,ვალის აღიარების და გირავნობის ერთიანი ხელშეკრულება’’, რომლის ძალითაც ზემოაღნიშნული სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვ---------–--ის დავალიანება აღნიშნული პერიოდისათვის განსაზღვრულიყო 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის გადახდაც უნდა მომხდარიყო 2022 წლის 2 აგვისტომდე და რაც ვალის სახით აღიარებული იქნა ვ---------–--ის მიერ, ხოლო აღნიშნული ვალის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ვ---------–--ის სახელზე რიცხული სს ,,დ-------- ა----------ლის’’ 52 074 ცალი აქცია და ასევე, იმავე ხელშეკრულებით მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა, რომ აღნიშნული ვალის - 1 000 000 აშშ დოლარის დაახლოებითი ღირებულების რაოდენობის აქციების დივიდენდს მიიღებდა მოგირავნე - ა---------–------ე. აღნიშნულ რაოდენობად მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების 6.14 მუხლის შესაბამისად განისაზღვრა საზოგადოების აქციათა საერთო რაოდენობის 47.5%. სწორედ აღნიშნული ვალის შესაბამის, დაახლოებით ციფრზე აპელირებით მხარე ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს აქციათა ამ რაოდენობის ფაქტობრივ მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე და არსად სარჩელში არ უთითებს არც ვალის აღიარებისა და გირავნობის ერთიან ხელშეკრულებაზე და არც იმ გარემოებაზე, თუ საიდან მომდინარებს ამ ოდენობის შესაბამის აქციებზე დივიდენდის მიღების უფლება.

 

მოპასუხემ მიუთითა, რომ სწორედ მხარეთა შორის არსებული ნათესაური კავშირი იყო იმის მიზეზი, რომ ვ---------–--ე მოსარჩელის თხოვნით, იმ მიზეზით, რომ მოსარჩელეს ცნობები ესაჭიროებოდა სხვადასხვა ადგილზე წარსადგენად (სესხის აღება, შვილის საზღვარგარეთ გაგზავნის და სხვა მიზნით), მოპასუხე ცალკეულ შემთხვევებში ხელს აწერდა ცნობებს იმის შესახებ, რომ თითქოს ვალის აღიარების ხელშეკრულების შესაბამისად გაცემული დივიდენდების შესაბამისი აქციების მესაკუთრეს წარმოადგენდა ა---------–------ე. აღნიშნული ინფორმაცია გაიცემოდა მხოლოდ მოსარჩელის თხოვნით და არა იმის დასტურად, რომ ამით აქციათა ფლობის აღიარება ხდებოდა.

 

საზოგადოების მართვა - ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება ყოველთვის ხდებოდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რასაც ადასტურებს საზოგადოებაში ჩატარებული საგადასახადო, აუდიტორული და სხვა სახის შემოწმებები, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე არასოდეს არ წარმოადგენდა საზოგადოების აქციონერს და აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ არანირი ანგარიშვალდებულება არ გააჩნია. მოსარჩელე ,,ვალის აღიარებისა და გირავნობის ერთიანი ხელშეკრულებიდან’’ გამომდინარე, ყოველთვის იღებდა ხელშეკრულების 6.14 მუხლით განსაზღვრულ დივიდენდს, რასაც მათ მიერ წარმოდგენილი ცნობებიც ადასტურებს და აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელეს არასოდეს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს.

 

მოპასუხის მითითებით, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი ითვალისწინებს, როგორც აქციათა გასხვისების უფლებას, ასევე საწარმოს გაყოფას და აქციონერის გასვლას საზოგადოებიდან. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ---------–--ეს სურვილი ჰქონდა მის მიერ 2012 წლის 2 აგვისტოს აღიარებული ვალის სანაცვლოდ, კუთვნილი ქციების ნაწილი გაესხვისებინა ა. ჩ----ეზე, ხოლო ნაწილი აქციებით მომხდარიყო საწარმოდან ნატურით გაყოფა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც 11.05.2018 წლის აქციონერთა საერთო კრებაზე სხვა აქციონერებმა საკითხის განხილვის წინააღმდეგობა დააფიქსირეს, ვ---------–--ემ საერთოდ მოხსნა აღნიშნული საკითხი დღის წესრიგიდან და როგორც აქციონერთა კრების ოქმშია მითითებული: ,,ბატონმა ვ---------–--ემ განაცხადა, რომ მას არ უნდა სადავო გახდეს მის მიერ აქციების გასხვისება ან ნატურით გამოყოფა, ამიტომ მან უარი განაცხადა დღის წესრიგით გათვალისწინებულ მისი აქციების გასხვისებაზე და მოხსნა დღის წესრიგიდან აღნიშნული საკითხის განხილვაც’’. აქვე, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საუბარია სწორედ აქციების გასხვისებაზე და არა მათი ვინმე ფაქტობრივ მფლობელზე გადაცემაზე, როგორც ეს მოსარჩელეს სურს წარმოაჩინოს. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არანაირი აქციათა ფაქტობრივი ფლობა არ არსებობს და სახეზეა მხოლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალის აღიარება და მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობების არსებობა.

 

საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 2---------წ. კრებაზეც მოწვეული იქნა სწორედ აქციონერთა საერთო კრებაზე განსახილველ საკითხებთან და მისაღებ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, აქციონერთა საერთო კრებაზე აღნიშნულ საკითხზე გამოითქვა წინააღმდეგობა. ვ---------–--ემ ცალსახად დაადასტურა, რომ საკითხი ეხებოდა სწორედ აქციების გასხვისებას და მან სწორედ აქციათა გასხვისების საკითხი მოხსნა დღის წესრიგიდან. ვ---------–--ე მზად იყო დაეთმო აქციები მოსარჩელისათვის და გათავისუფლებულიყო მის წინაშე არსებული ფულადი ვალდებულებისაგან, თუ ეს შესაძლებელი გახდებოდა იმგვარად, რომ მოპასუხე ნატურით გავიდოდა საზოგადოებიდან. ასეთი შესაძლებლობა აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით არ იქნა დაშვებული.

 

მოპასუხის მითითებით, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობები გამომდინარეობს სასესხო ვალდებულებულებებიდან და საყურადღებოა ის გარემოება, რომ არ არსებობს მოსარჩელის წერილობითი მოთხოვნა გირავნობით დატვირთული აქციების მისთვის გადაცემის თაობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს ,,დ----------------------–ი’’ (ს/ნ 2--------) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია (რეგისტრაციის თარიღი: 1---------წ.). სამეწარმეო რეესტრის 2--------- წლის ამონაწერის შესაბამისად, კომპანიის დირექტორად რეგისტრირებულია ნ-----------------ე, ხოლო მმართველ ორგანოდ განსაზღვრულია საერთო კრება და სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: გ------------–--ე (თავმჯდომარე/წევრი), თ-----------ე (წევრი) და ვ---------–--ე (წევრი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 50-51);

 

3.1.2. სს ,,საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის’’ 2019 წლის 15 თებერვლის ამონაწერის შესაბამისად სს ,,დ-------- ა----------ლის’’ საწესდებო კაპიტალის განისაზღვრება 562 835 ლარით, გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ოდენობა შეადგენს - 135 561 ცალ ჩვეულებრივ აქციას (1 ცალი აქციის ნომინალური ღირებულება - 4.151895 ლარი).

 

3.1.3. აქციათა რეესტრის მიხედვით ვ---------–--ის საკუთრებაში 15.02.2019წ. მდგომარეობით ირიცხება 104 074 ცალი ჩვეულებრივი აქცია, რაც შეადგენს საწესდებო კაპიტალის - 76.77282%-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 47/166);

 

3.1.4. საწარმოს საკუთრებაშია უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, მეტროსადგურ ,,დ--------’’ მიმდებარედ, ს.კ. 0---------------, (დაზუსტებული ფართობი - 8 350 კვ.მ.) და სწორედ აღნიშნული მიმართულებით ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, შესაბამისი მოგების მიღებისა და აქციონერებისათვის დივიდენდების გაცემის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 48-49);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. სს ,,დ----------------------–ი’’ კონკრეტული სამეწარმეო საქმიანობის განხორცილებით დაკავებული იყო ჯერ კიდევ საწარმოს დაარსების ეტაპიდან (1996წ.), რომლის აქციების ნაწილიც, კერძოდ 104 074 ცალი აქცია (საერთო რაოდენობის 47.43%) 2000 წლის 1 მარტიდან აღირიცხა ვ---------–--ის საკუთრებაში.

 

3.1.6. მოსარჩელე ა---------–------ესა და მოპასუხე ვ---------–--ეს წლების მანძილზე აკავშირებდათ ახლო მეგობრული ურთიერთობა, მათ შორის არსებობდა ნდობა, რასაც ადასტურებს ორივე მხარე და ამავდროულად მოწმდება იმ ფაქტითაც, რომ ა---------–------ე არის ვ---------–--ის შვილის ნათლია, რასაც ასევე არ უარყოფს არც ერთი მხარე.

 

3.1.7. ვ---------–--ის მხრიდან სს ,,დ-------- ა----------ლის’’ აქციებით დაინტერესების თაობაზე ცნობილი იყო ა---------–------ისა და მისი ოჯახისათვის. ორივე მხარე ადასტურებს, რომ სწორედ ამ პერიოდში (2000წ.) ა---------–------ემ ვ---------–--ეს გადასცა გარკვეული ოდენობის თანხა (180 000 აშშ დოლარიდან 200 000 აშშ დოლარამდე ოდენობით) [მხარეთა შორის სადავოს წარმოადგენს თანხის გადაცემის მიზნობრიობა, კერძოდ მოსარჩელის მტკიცებით ა---------–------ემ თანხა გადასცა აქციების პირადად შესყიდვის მიზნით და მის მიერ ნება გამოვლენილი იყო აქციების საკუთრებაში მიღებასთან მიმართებით, ხოლო მოპასუხე მხარის მტკიცებით თანხის გაცემის მიზანი იყო დროებით, სესხის სახით გადაცემა და აქციებთან დაკავშირებით ა---------–------ეს არავითარი ინტერესი მათი შეძენის ეტაპზე არ გამოუვლენია].

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.8. ა---------–------ეს ვ---------–--ის მიერ აქციების საკუთრებაში აღრიცხვის ეტაპზე (2000 წელი) სახელმწიფო სამსახურში ეკავა მაღალი თანამდებობა.

 

3.1.9. ვ---------–--ე აქციების შეძენის შემდგომ 2000 წლიდან ა---------–------ეს ყოველთვიურად აძლევდა განსაზღვრულ თანხებს და მათ შორის კვლავ გრძელდებოდა ახლო მეგობრული ურთიერთობა.

 

3.1.10. 2012 წლიდან ა---------–------ესა და ვ---------–--ეს შორის დაიძაბა ურთიერთობა, რის საფუძველზედაც მათ შორის არსებული ზეპირი სახელშეკრულებო ურთიერთობა დარეგულირდა წერილობითი ხელშეკრულების შედგენის გზით. კერძოდ, 2012 წლის 2 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო ვალის აღიარებისა და გირავნობის ერთიანი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ვ---------–--ემ აღიარა ა---------–------ის წინაშე არსებული ვალდებულება 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებლის გარეშე. ამავე ხელშეკრულებით, ვ---------–--ემ იკისრა ვალდებულება არაუგვიანეს 2022 წლის 2 აგვისტოსა ა---------–------ისათვის დაებრუნებინა ვალი - 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

3.1.11. ვალის აღიარებისა და გირავნობის ერთობლივი ხელშეკრულების ფარგლებში მოვალის მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად დაგირავდა მოვალის საკუთრებაში რიცხული არამატერიალური ქონებრივი სიკეთე (სს ,,დ----------------------–ში’’ ვ---------–--ის კუთვნილი აქციები) ა---------–------ის სასარგებლოდ. გირავნობის საგანი უზრუნველყოფდა 1 000 000 აშშ დოლარის ვალდებულებას და მის საფუძველზე გაფორმებულ ნებისმიერ დამატებითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

 

3.1.12. ვალის აღიარებისა და გირავნობის ხელშეკრულების 6.14. პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაგირავებული აქციებიდან მიღებული დივიდენდები მხარეთა შორის გადანაწილდებოდა შემდეგი წესით - მოგირავნეს მიენიჭა უფლებამოსილება მიეღო დივიდენდები სს ,,დ-------- ა----------ლის’’ ვ---------–--ის კუთვნილი აქციებიდან, საზოგადოების აქციათა საერთო რაოდენობის 47.5% წილის შესაბამისად, რაც გაცემული უნდა იქნეს ყოველთვიურად საანგარიშო თვის პირველი რიცხვიდან ხუთ რიცხვამდე. ხელშეკრულების 6.15 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოგირავნის მიერ მიღებული დივიდენდი ვალის გადახდის ანგარიშში არ ჩაითვლებოდა. 6.16 პუნქტით კი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამგირავებელი ვალდებულია დანიშნოს მოგირავნის წარმომადგენელი საკადრო, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კონტროლის თვალსაზრისით და შესაბამისი ანაზღაურებით. დანიშნული წარმომადგენლის ფუნქციების განისაზღვრება ცალკე ხელშეკრულებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ვალის აღიარებისა და გირავნობის ერთიანი ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 80-86);

 

3.1.13. 2014 წლის 16 ოქტომბერს სს ,,დ-------- ა----------ლის’’ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ვ---------–--ისა და დირექტორის ნ-----------------ის მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად, სს ,,დ-------- ა----------ლის’’ აქციათა საერთო რაოდენობიდან (135 561 ცალი აქცია) ვ---------–--ეზე რეგისტრირებულია 104 074 ცალი აქციიდან ა---------–------ეს ეკუთვნის 64 300 აქცია, რომლის საფუძველზეც 2014 წელს დივიდენდის სახით გაცემულია:

- 06.01.2014წ. – 17 355 ლარი;

- 06.02.2014წ. – 16 265 ლარი;

- 06.03.2014წ. – 15 320 ლარი;

- 04.04.2014წ. – 20 120 ლარი;

- 05.05.2014წ. – 35 800 ლარი;

- 04.06.2014წ. – 31 350 ლარი;

- 04.07.2014წ. – 41 900 ლარი;

- 28.07.2014წ. – 27 700 ლარი;

- 10.09.2014წ. – 53 200 ლარი;

- 06.10.2014წ. – 35 320 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 16.10.2014წ. ცნობა (ტ.1, ს.ფ. 39);

 

3.1.14. 2014 წლის 15 დეკემბერს სს ,,დ-------- ა----------ლის’’ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა (ვ---------–--ე) და დირექტორის ნ-----------------ის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, სს ,,დ-------- ა----------ლის’’ აქციათა საერთო რაოდენობიდან ვ---------–--ეზე რეგისტრირებული 104 074 ცალი აქციიდან ა---------–------ეს ეკუთვნის 64 300 აქცია, რომლის საფუძველზეც 2012-2014 წლებში დივიდენდის სახით მიღებული აქვს შემდეგი თანხები:

ა) 2012 წელი:

- 17.09.2012წ. – 18 668 ლარი;

- 15.10.2012წ. – 17 682 ლარი;

- 15.11.2012წ. – 17 020 ლარი;

- 14.12.2012წ. – 20 993 ლარი.

 

ბ) 2013 წელი:

- 15.01.2013წ. – 17 500 ლარი;

- 15.02.2013წ. – 16 327 ლარი;

- 15.03.2013წ. – 14 350 ლარი;

- 15.04.2013წ. – 15 205 ლარი;

- 15.05.2013წ. – 15 280 ლარი;

- 15.06.2013წ. – 28 050 ლარი;

- 15.07.2013წ. – 16 100 ლარი;

- 18.07.2013წ. – 10 540 ლარი;

- 23.07.2013წ. – 1 700 ლარი;

- 13.08.2013წ. – 31 360 ლარი;

- 10.09.2013წ. – 30 820 ლარი;

- 07.10.2013წ. – 25 460 ლარი;

- 06.11.2013წ. – 19 400 ლარი;

- 06.12.2013წ. – 21 130 ლარი;

 

გ) 2014 წელი:

- 06.01.2014წ. – 17 355 ლარი;

- 06.02.2014წ. – 16 265 ლარი;

- 06.03.2014წ. – 15 320 ლარი;

- 04.04.2014წ. – 20 120 ლარი;

- 05.05.2014წ. – 35 800 ლარი;

- 04.06.2014წ. – 31 350 ლარი;

- 04.07.2014წ. – 41 900 ლარი;

- 28.07.2014წ. – 27 700 ლარი;

- 10.09.2014წ. – 53 200 ლარი;

- 06.10.2014წ. – 35 320 ლარი;

- 06.11.2014წ. – 16 280 ლარი;

- 05.12.2014წ. – 14 750 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 15.12.2014წ. ცნობა (ტ.1, ს.ფ. 40-41);

 

3.1.15. 2015 წლის 20 მაისს სს ,,დ-------- ა----------ლის’’ დირექტორისა და მთავარი ბუღალტრის მიერ გაცემული ცნობების შესაბამისად, სს ,,დ-------- ა----------ლის’’ აქციათა საერთო რაოდენობიდან (135 561 ცალი აქცია) ვ---------–--ეზე რეგისტრირებული 104 074 ცალი აქციიდან ა---------–------ეს ეკუთვნის 64 300 აქცია, რომლის საფუძველზეც 2012-2015 წლებში დივიდენდის სახით მიღებული აქვს შემდეგი თანხები:

ა) 2012 წელი:

- 17.09.2012წ. – 18 668 ლარი;

- 15.10.2012წ. – 17 682 ლარი;

- 15.11.2012წ. – 17 020 ლარი;

- 14.12.2012წ. – 20 993 ლარი.

 

ბ) 2013 წელი:

- 15.01.2013წ. – 17 500 ლარი;

- 15.02.2013წ. – 16 327 ლარი;

- 15.03.2013წ. – 14 350 ლარი;

- 15.04.2013წ. – 15 205 ლარი;

- 15.05.2013წ. – 15 280 ლარი;

- 15.06.2013წ. – 28 050 ლარი;

- 15.07.2013წ. – 16 100 ლარი;

- 18.07.2013წ. – 10 540 ლარი;

- 23.07.2013წ. – 1 700 ლარი;

- 13.08.2013წ. – 31 360 ლარი;

- 10.09.2013წ. – 30 820 ლარი;

- 07.10.2013წ. – 25 460 ლარი;

- 06.11.2013წ. – 19 400 ლარი;

- 06.12.2013წ. – 21 130 ლარი;

 

გ) 2014 წელი:

- 06.01.2014წ. – 17 355 ლარი;

- 06.02.2014წ. – 16 265 ლარი;

- 06.03.2014წ. – 15 320 ლარი;

- 04.04.2014წ. – 20 120 ლარი;

- 05.05.2014წ. – 35 800 ლარი;

- 04.06.2014წ. – 31 350 ლარი;

- 04.07.2014წ. – 41 900 ლარი;

- 28.07.2014წ. – 27 700 ლარი;

- 10.09.2014წ. – 53 200 ლარი;

- 06.10.2014წ. – 35 320 ლარი;

- 06.11.2014წ. – 16 280 ლარი;

- 05.12.2014წ. – 14 750 ლარი;

 

დ) 2015 წელი:

- 09.01.2015წ. – 12 730 ლარი;

- 06.02.2015წ. – 22 400 ლარი;

- 06.03.2015წ. – 15 090 ლარი;

- 21.03.2015წ. – 7 000 ლარი;

- 01.04.2015წ. – 7 000 ლარი;

- 08.04.2015წ. – 21 800 ლარი;

- 11.05.2015წ. – 22 400 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20.05.2015წ. ცნობა (ტ.1, ს.ფ. 42-43);

 

3.1.16. 2015 წლის 18 ივნისს ა---------–------ემ განცხადებით მიმართა სს ,,დ-------- ა----------ლის’’ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ვ---------–--ეს და განუმარტა, რომ რამდენადაც მისთვის გახდა ცნობილი 2015 წლის 19 ივნისს გაიმართება საზოგადოების მორიგი საერთო კრება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად განიხილავს საწარმოს წესდებაში ცვლილების შეტანის საკითხს. ვინაიდან საზოგადოების აქციათა საერთო რაოდენობის ვ---------–--ის სახელზე რიცხული 76.77%-დან (104 074 აქცია) 47.43%-ის (64 300 აქცია) ფაქტობრივი მფლობელი არის ა---------–------ე, აქედან გამომდინარე მასთან შეუთანხმებლად ზემოთხსენებული საკითხის განხილვა მიაჩნია დაუშვებლად და კანონდარღვევად. განმცხადებელმა მოითხოვა მისი უფლებების დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში განმარტა, რომ მიმართავდა შესაბამის ორგანოებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 18.06.2015წ. მიმართვა (ტ.1, ს.ფ. 46);

 

3.1.17. 2015 წლის 3 ივლისს სს ,,დ-------- ა----------ლის’’ დირექტორის მიერ ა---------–------ეზე გაცემული იქნა ცნობა, მასზედ, რომ ის სს ,,დ----------------------–ში’’ ფლობს 64 300 ცალ აქციას, რომელიც მართვაში გადაცემული აქვს საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ვ---------–--ეს. ა---------–------ეს ამ აქციებიდან დივიდენდის სახით მიღებული აქვს 2014 წელს 325 360 ლარი, ხოლო 2015 წელს 139 240 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 03.07.2015წ. ცნობა (ტ.1, ს.ფ. 44);

 

3.1.18. 2018 წლის 28 მარტს გაიმართა, სს ,,დ-------- ა----------ლის’’ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: გ------------–--ე, ვ---------–--ე და თ-----------ე.

დღის წესრიგის შესაბამისად, კრებაზე განხილული იქნა:

- სს ,,დ-------- ა----------ლის’’ 2017 წლის წლიური შედეგების განხილვის მიზნით აქციონერთა კრების მოწვევის საკითხი;

- სს ,,დ-------- ა----------ლის’’ 2017 წლის წლიური შედეგებიდან გამომდინარე აქციონერთა შორის დივიდენდის განაწილების საკითხი;

- სს ,,დ-------- ა----------ლის’’ აქციონერთა სიის დადგენა;

- სს ,,დ-------- ა----------ლის’’ აქციონერის - ვ---------–--ის საზოგადოებიდან გასვლის საკითხის შეტანა აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში.

 

კრებაზე დამსწრე სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა მოისმინეს სს ,,დ-------- ა----------ლის’’ მთავარი ბუღალტრის - ე-------–-----ისა და დირექტორის - ნ-----------------ის მოსაზრება, კომპანიის 2017 წლის წლიური შედეგებთან და აღნიშნულიდან გამომდინარე აქციონერთა შორის დივიდენდების განაწილებასთან დაკავშირებით საკითხის განხილვის მიზნით აქციონერთა საერთო კრების მოწვევის ინიცირების თაობაზე.

 

კრებაზე ასევე მოისმინეს, სს ,,დ-------- ა----------ლის’’ დირექტორის - ნ-----------------ის ინფორმაცია, რომელმაც წარმოადგინა სს ,,დ-------- ა----------ლის’’ ამონაწერი ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან 2017 წლის 11 მაისის მდგომარეობით და განმარტა, რომ ვ---------–--ის საკუთრებაში რეგისტრირებული 104 074 აქციიდან 64 300 აქცია რეალურად ეკუთვნის ა---------–------ეს, ხოლო ფორმალურად რეგისტრირებულია ვ---------–--ის სახელზე, რასთან დაკავშირებითაც მხარეთა შორის ზეპირი ფორმით არსებობს შეთანხმება. შესაბამისად, დივიდენდის განაწილებისას უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის გათვალისწინება და 64 300 აქციის პროპორციულად დივიდენდი უნდა მიიღოს ა---------–------ემ, როგორც აქციათა ფაქტობრივმა მესაკუთრემ. დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ აქამდეც მსგავსი მიდგომა იყო დივიდენდის განაწილებისას.

 

ამავე კრებაზე, სს ,,დ-------- ა----------ლის’’ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და საზოგადოების 104 074 აქციის მფლობელმა - ვ---------–--ემ გააკეთა მოხსენება, რომელმაც აღნიშნა, რომ მის საკუთრებაში დღესდღეობით ფორმალურად რეგისტრირებულია კომპანიის 104 074 აქცია, საიდანაც 64 300 აქცია ეკუთვნის ა---------–------ეს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მას სურს აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილი იქნეს საკითხი მისი, როგორც კომპანიის 39 774 აქციის მფლობელის საზოგადოებიდან გასვლის შესახებ.

 

სამეთვალყურეო საბჭომ კრებაზე ერთხმად დაადგინა - სს ,,დ-------- ა----------ლის’’ აქციონერთა საერთო კრების 2----–-–------------------ მოწვევა, რომლის დღის წესრიგშიც შეტანილი იქნება შემდეგი საკითხები:

ა) კომპანიის 2017 წლის წლიური შედეგების განხილვა და წლიური შედეგებიდან გამომდინარე აქციონერებზე დივიდენდების განაწილების საკითხი, რომელიც უნდა წარდგენილიყო საწარმოს დირექტორის ნ-----------------ის მიერ.

ბ) კომპანიის 39 774 აქციის მფლობელის - ვ---------–--ის სააქციო საზოგადოებიდან გასვლის საკითხი, რომელიც კრებაზე წარდგენილი იქნებოდა თავად ვ---------–--ის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2---------წ. სამეთვალყურეო საბჭოს კრების ოქმი (ტ.1, ს.ფ. 37-38);

 

3.1.19. 2018 წლის 22 მარტს, სს ,,დ-------- ა----------ლის’’ დირექტორის (ნ-----------------ე), მთავარი ბუღალტრის (ე-------–-----ი) და სამეთვალყურეო საბჭოს წევრის (ვ---------–--ე) მიერ გაიცა ცნობა, რომლის შესაბამისადაც სს ,,დ-------- ა----------ლის’’ აქციათა საერთო რაოდენობიდან (135 561 ც. აქცია) საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ვ---------–--ეს ერიცხება 104 074 ცალი აქცია, საიდანაც 64 300 ცალია აქცია რეალურად ეკუთვნის ა---------–------ეს და ვ---------–--ეზე გადაცემულია მართვაში ზეპირი შეთანხმებით. აღნიშნულის საფუძველზე საზოგადოებიდან ა---------–------ეს 2017 წელს დივიდენდის სახით მიღებული აქვს ჯამში - 313 525 ლარი, კერძოდ:

- იანვარი - 27 900 ლარი;

- თებერვალი - 20 880 ლარი;

- მარტი - 17 600 ლარი;

- აპრილი - 19 900 ლარი;

- მაისი - 25 070 ლარი;

- ივნისი - 28 230 ლარი;

- ივლისი - 33 000 ლარი;

- აგვისტო - 33 000 ლარი;

- სექტემბერი - 36 800 ლარი;

- ოქტომბერი - 28 500 ლარი;

- ნოემბერი - 22 450 ლარი;

- დეკემბერი - 20 195 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 22.03.2018წ. ცნობა (ტ.1, ს.ფ. 45);

 

3.1.20. 2018 წლის 1 მაისს, სს ,,დ-------- ა----------ლის’’ დირექტორის (ნ-----------------ე) და მთავარი ბუღალტრის (ე-------–-----ი) მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად, სს ,,დ-------- ა----------ლის’’ აქციათა საერთო რაოდენობიდან (135 561 ცალი აქცია) სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ვ---------–--ეს ერიცხება 104 074 ცალი აქცია, საიდანაც 64 300 ცალი აქცია რეალურად ეკუთვნის ა---------–------ეს. ამავე ცნობაში მიეთითა, რომ სააქციო საზოგადოებიდან დივიდენდის გაცემა ხდება ყოველთვიურად და იბეგრება გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით. შესაბამისად, ა---------–------ის მიერ მიღებული დივიდენდი დაბეგრილია სრულად ვ---------–--ის სახელზე და ის ასახულია საზოგადოების მიერ წარდგენილ დეკლარაციებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ტ.1, ს.ფ. 36);

 

3.1.21. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2018 წლის 11 მაისს გაიმართა სს ,,დ-------- ა----------ლის’’ აქციონერთა საერთო კრება, რომელსაც ესწრებოდა 91.52631% მფლობელი აქციონერები, შესაბამისად კრება მიჩნეული იქნა უფლებამოსილად გადაწყვეტილების მისაღებად.

 

კრებაზე განსახილველ სხვა საკითხებთან ერთად, მე-4 საკითხად განხილული იქნა ვ---------–--ის ინიცირება საკუთრებაში რიცხული 76.77% აქციიდან 47.43% აქცია (64 300 ცალი აქცია) საკუთრებაში გადაეცა ა---------–------ისათვის, ხოლო დარჩენილი 29.24% ანუ 39 774 აქცია საზოგადოებიდან გაიტანოს ნატურით. ამ საკითხთან დაკავშირებით, ზ------ ყვავაძის წარმომადგენელმა მარიამ ელბაქიძემ განაცხადა, რომ ამგვარად აქციათა ნატურით გამოყოფა არის უკანონო და არ შეიძლება განხორციელდეს, ვინაიდან 2018 წლის 10 იანვრიდან აქციათა გასხვისების ახალი რეგულაციებია. ვ---------–--ემ განაცხადა, რომ მას არ უნდა სადავო გახდეს მის მიერ აქციების გასხვისება ან ნატურით ფამოყოფა, ამიტომ მან უარი განაცხადა დღის წესრიგით გათვალისწინებულ მისი აქციების გასხვისებაზე და მოხსნა დღის წესრიგიდან აღნიშნული საკითხის განხილვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აქციონერთა საერთო კრების ოქმი (ტ.1, ს.ფ. 31-35);

 

3.1.22. 2019 წლის 18 თებერვალს, სს ,,დ-------- ა----------ლის’’ მიერ ა---------–------ეზე გაიცა ცნობა, რომლის შესაბამისადაც 2013-2018 წლებში კომპანიიდან მას და მის შვილს თ-----------ეს დივიდენდის და ხელფასის სახით მიღებული აქვთ შემდეგი თანხები:

ა)2013 წელი (ჯამში - 263 222 ლარი/157 618$):

- 15.01.2013წ. – 17 500 ლარი;

- 15.02.2013წ. – 16 327 ლარი;

- 14.03.2013წ. – 14 350 ლარი;

- 15.04.2013წ. – 15 205 ლარი;

- 15.05.2013წ. – 15 280 ლარი;

- 15.06.2013წ. – 28 050 ლარი;

- 15.07.2013წ. – 16 100 ლარი;

- 18.07.2013წ. – 10 540 ლარი;

- 23.07.2013წ. – 1 700 ლარი;

- 13.08.2013წ. – 31 360 ლარი;

- 10.09.2013წ. – 30 820 ლარი;

- 07.10.2013წ. – 25 460 ლარი;

- 06.11.2013წ. – 19 400 ლარი;

- 06.12.2013წ. – 21 130 ლარი;

 

ბ) 2014 წელი (ჯამში - 325 360 ლარი/184 863$):

- 06.01.2014წ. – 17 355 ლარი;

- 06.02.2014წ. – 16 265 ლარი;

- 06.03.2014წ. – 15 320 ლარი;

- 04.04.2014წ. – 20 120 ლარი;

- 05.05.2014წ. – 35 800 ლარი;

- 04.06.2014წ. – 31 350 ლარი;

- 04.07.2014წ. – 41 900 ლარი;

- 28.07.2014წ. – 27 700 ლარი;

- 10.09.2014წ. – 53 200 ლარი;

- 06.10.2014წ. – 35 320 ლარი;

- 06.11.2014წ. – 16 280 ლარი;

- 05.12.2014წ. – 14 750 ლარი;

 

გ) 2015 წელი (ჯამში - 297 625 ლარი/132 277$):

- 09.01.2015წ. – 12 730 ლარი;

- 06.02.2015წ. –15 400 ლარი;

- 06.02.2015წ. –7 000 ლარი;

- 06.03.2015წ. – 15 090 ლარი;

- 21.03.2015წ. – 7 000 ლარი;

- 21.03.2015წ. – 7 000 ლარი;

- 01.04.2015წ. – 7 000 ლარი;

- 08.04.2015წ. – 21 800 ლარი;

- 11.05.2015წ. – 22 400 ლარი;

- 20.05.2015წ. – 4 000 ლარი;

- 10.06.2015წ. – 26 820 ლარი;

- 07.07.2015წ. – 25 900 ლარი;

- 10.08.2015წ. – 35 100 ლარი;

- 15.09.2015წ. – 22 680 ლარი;

- 09.10.2015წ. – 26 085 ლარი;

- 10.11.2015წ. – 25 600 ლარი;

- 09.12.2015წ. – 23 020 ლარი.

 

დ) 2016 წელი (ჯამში - 333 545 ლარი/136 140$):

- 11.01.2016წ. – 23 700 ლარი;

- 10.02.2016წ. – 23 100 ლარი;

- 09.03.2016წ. – 21 600 ლარი;

- 11.04.2016წ. – 23 500 ლარი;

- 06.05.2016წ. – 27 600 ლარი;

- 06.06.2016წ. – 28 900 ლარი;

- 07.07.2016წ. – 31 440 ლარი;

- 12.08.2016წ. – 23 100 ლარი;

- 09.09.2016წ. – 38 000 ლარი;

- 11.10.2016წ. – 29 850 ლარი;

- 07.11.2016წ. – 27 205 ლარი;

- 09.12.2016წ. – 26 550 ლარი;

 

ე) 2017 წელი (ჯამში - 325 525 ლარი/127 657$):

- 09.01.2017წ. – 28 900 ლარი;

- 10.02.2017წ. – 21 880 ლარი;

- 10.03.2017წ. – 18 600 ლარი;

- 10.04.2017წ. – 20 900 ლარი;

- 10.05.2017წ. – 26 070 ლარი;

- 09.06.2017წ. – 29 230 ლარი;

- 10.07.2017წ. – 34 000 ლარი;

- 10.08.2017წ. – 34 000 ლარი;

- 18.09.2017წ. – 37 800 ლარი;

- 10.10.2017წ. – 29 500 ლარი;

- 08.11.2017წ. – 23 450 ლარი;

- 08.12.2017წ. – 21 195 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 18.02.2019წ. ცნობა (ტ.1, ს.ფ. 159-162);

 

3.1.23. იმავე თარიღში (18.02.2019წ.), სს ,,დ-------- ა----------ლის’’ მიერ გაიცა ცნობა ა---------–------ეზე, მასზედ, რომ კომპანიიდან 2013-2018 წლებში მას და მის შვილს თ-----------ეს დივიდენდისა და ხელფასის სახით მიღებული აქვთ შემდეგი თანხები:

- 2013წ. – 263 222 ლარი / 157 618 $ / 13 135$ (საშ. თვეში);

- 2014წ. – 325 360 ლარი / 184 863$ / 15 400$ (საშ. თვეში);

- 2015წ. – 297 625 ლარი / 132 277$ / 11 025$ (საშ თვეში);

- 2016წ. – 333 545 ლარი / 136 140$ / 11 350$ (საშ. თვეში);

- 2017წ. – 325 525 ლარი / 127 657$ / 10 638$ (საშ. თვეში);

- 2018წ. – 389 480 ლარი / 152 737$ / 12 728$ (საშ. თვეში);

 

სულ: 1 934 757 ლარი / 891 292$ / 12 379$ (საშ. თვეში).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ტ.1, ს.ფ. 110);

 

3.1.24. სს ,,დ-------- ა----------ლის’’ დივიდენდის გაანგარიშების ამონაწერის შესაბამისად, ა---------–------ეზე, როგორც 64 300 ცალი აქციის მესაკუთრეზე 2015-2018 წლებში გაცემულია შემდეგი ოდენობის დივიდენდები/ხელფასი:

 

ა) 2015 წელი:

- 2015 წლის იანვარი - 11 400.49 ლარი / სულ მისაღები 15 400.49 ლარი;

- 2015 წლის თებერვალი - 11 090.11 ლარი / სულ მისაღები 15 090.11 ლარი;

- 2015 წლის მარტი - 17 831.63 ლარი / სულ მისაღები 21 831.63 ლარი;

- 2015 წლის აპრილი - 18 408.68 ლარი / სულ მისაღები 22 408.68 ლარი;

- 2015 წლის მაისი - 22 821.05 ლარი / სულ მისაღები 26 821.05 ლარი;

- 2015 წლის ივნისი- 21 904.16 ლარი / სულ მისაღები 25 904.16 ლარი;

- 2015 წლის ივლისი - 31 136.76 ლარი / სულ მისაღები 35 136.76 ლარი;

- 2015 წლის აგვისტო - 33 681.77 ლარი / სულ მისაღები 37 681.77 ლარი;

- 2015 წლის სექტემბერი - 22 084.78 ლარი / სულ მისაღები 26 084.78 ლარი;

- 2015 წლის ოქტომბერი - 21 588.48 ლარი / სულ მისაღები 25 588.48 ლარი;

- 2015 წლის ნოემბერი - 19 023.81 ლარი / სულ მისაღები 23 023.81 ლარი;

- 2015 წლის დეკემბერი - 19 699.48 ლარი / სულ მისაღები 23 699.48 ლარი;

 

ბ) 2016 წელს ა---------–------ეზე, როგორც 64 300 ცალი აქციის მესაკუთრე პარტნიორზე გაიცა დივიდენდები/ხელფასი შემდეგი ოდენობით:

- 2016 წლის იანვარი - დივიდენდი - 19 100.14 ლარი/ ხელფასი - 4 000 ლარი/ ჯამი: 23 100.14 ლარი;

- 2016 წლის თებერვალი - დივიდენდი - 17 608.38 ლარი/ ხელფასი - 4 000 ლარი/ ჯამი: 21 608.38 ლარი;

- 2016 წლის მარტი - დივიდენდი - 19 515.74 ლარი/ ხელფასი - 4 000 ლარი/ ჯამი: 23 515.74 ლარი;

- 2016 წლის აპრილი - დივიდენდი - 23 607.64 ლარი/ ხელფასი - 4 000 ლარი/ ჯამი: 27 607.64 ლარი;

- 2016 წლის მაისი - დივიდენდი - 24 867.15 ლარი/ ხელფასი - 4 000 ლარი/ ჯამი: 28 867.15 ლარი;

- 2016 წლის ივნისი - დივიდენდი - 27 441.16 ლარი/ ხელფასი - 4 000 ლარი/ ჯამი: 31 441.16 ლარი;

- 2016 წლის ივლისი - დივიდენდი - 28 113.06 ლარი/ ხელფასი - 4 000 ლარი/ ჯამი: 32 113.06 ლარი;

- 2016 წლის აგვისტო - დივიდენდი - 33 955.70 ლარი/ ხელფასი - 4 000 ლარი/ ჯამი: 37 955.70 ლარი;

- 2016 წლის სექტემბერი - დივიდენდი - 25 840.92 ლარი/ ხელფასი - 4 000 ლარი/ ჯამი: 29 840.92 ლარი;

- 2016 წლის ოქტომბერი - დივიდენდი - 23 205.24 ლარი/ ხელფასი - 4 000 ლარი/ ჯამი: 27 205.24 ლარი;

- 2016 წლის ნოემბერი - დივიდენდი - 22 537.18 ლარი/ ხელფასი - 4 000 ლარი/ ჯამი: 26 537.18 ლარი;

- 2016 წლის დეკემბერი - დივიდენდი - 23 893.37 ლარი/ ხელფასი - 4 000 ლარი/ ჯამი: 27 893.37 ლარი;

 

გ) 2017 წელს ა---------–------ეზე, როგორც 64 300 ცალი აქციის მესაკუთრე პარტნიორზე გაიცა დივიდენდები/ხელფასი შემდეგი ოდენობით:

- 2017 წლის იანვარი - დივიდენდი - 17 076.96 ლარი/ ხელფასი - 4 000 ლარი/ ჯამი: 21 076.96 ლარი;

- 2017 წლის თებერვალი - დივიდენდი - 13 560.38 ლარი/ ხელფასი - 4 000 ლარი/ ჯამი: 17 560.38 ლარი;

- 2017 წლის მარტი - დივიდენდი - 15 888.64 ლარი/ ხელფასი - 4 000 ლარი/ ჯამი: 19 888.64 ლარი;

- 2017 წლის აპრილი - დივიდენდი - 21 070.22 ლარი/ ხელფასი - 4 000 ლარი/ ჯამი: 25 070.22 ლარი;

- 2017 წლის მაისი - დივიდენდი - 24 232.33 ლარი/ ხელფასი - 4 000 ლარი/ ჯამი: 28 232.33 ლარი;

- 2017 წლის ივნისი - დივიდენდი - 29 113.64 ლარი/ ხელფასი - 4 000 ლარი/ ჯამი: 33 113.64 ლარი;

- 2017 წლის ივლისი - დივიდენდი - 28 958.37 ლარი/ ხელფასი - 4 000 ლარი/ ჯამი: 32 958.37 ლარი;

- 2017 წლის აგვისტო - დივიდენდი - 32 814.84 ლარი/ ხელფასი - 4 000 ლარი/ ჯამი: 36 814.84 ლარი;

- 2017 წლის სექტემბერი - დივიდენდი - 24 501.740 ლარი/ ხელფასი - 4 000 ლარი/ ჯამი: 28 501.74 ლარი;

- 2017 წლის ოქტომბერი - დივიდენდი - 18 439.20 ლარი/ ხელფასი - 4 000 ლარი/ ჯამი: 22 439.20 ლარი;

- 2017 წლის ნოემბერი - დივიდენდი - 16 195.23 ლარი/ ხელფასი - 4 000 ლარი/ ჯამი: 20 195.23 ლარი;

- 2017 წლის დეკემბერი - დივიდენდი - 15 634.99 ლარი/ ხელფასი - 4 000 ლარი/ ჯამი: 19 634.99 ლარი;

 

დ) 2018 წელს ა---------–------ეზე, როგორც 64 300 ცალი აქციის მესაკუთრე პარტნიორზე გაიცა დივიდენდები შემდეგი ოდენობით:

- 2018 წლის იანვარი - 17 611.45 ლარი;

- 2018 წლის თებერვალი - 13 536.65 ლარი;

- 2018 წლის მარტი - 17 541.05 ლარი;

- 2018 წლის აპრილი - 22 434.59 ლარი;

- 2018 წლის მაისი - 17 024.33 ლარი;

- 2018 წლის ივნისი - 22 031.37 ლარი;

- 2018 წლის ივლისი - 32 366.63 ლარი;

- 2018 წლის აგვისტო - 35 935.51 ლარი;

- 2018 წლის სექტემბერი - 26 135.32 ლარი;

- 2018 წლის ოქტომბერი - 24 074.59 ლარი;

- 2018 წლის ნოემბერი - 22 565.06 ლარი;

- 2018 წლის დეკემბერი - 22 889.65 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი დივიდენდის გაანგარიშების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 111-158);

 

3.1.25. სს ,,თიბისი ბანკის’’ ამონაწერით დგინდება, რომ 06.03.2018-06.03.2019 წლის პერიოდში ვ---------–--ის მიერ ა---------–------ის სასარგებლოდ განხორციელებულია რიგი ჩარიცხვები, კერძოდ:

08.08.2018წ. – 32 360 ლარი;

- 20.08.2018წ. – 26 614 ლარი;

- 12.09.2018წ. – 35 935 ლარი;

- 09.10.2018წ. – 26 135 ლარი;

- 09.11.2018წ. – 24 100 ლარი;

- 10.12.2018წ. – 22 565 ლარი;

- 09.01.2019წ. – 22 890 ლარი;

- 07.02.2019წ. – 21 133 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ტ.2, ს.ფ. 32);

 

3.1.26. შპს ,,ს------------–--+’’-ის მიერ განხორციელდა სადავო აქციათა გასხვისება, რომლის სამართლებრივი მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაციით დგინდება, რომ იგი დაარსებულია 1----–-–---------------- ქ. თბილისის ვ---- რაიონის სასამართლოს დადგენილებით. 2001 წლის 27 აპრილის დადგენილებით შეიცვალა კომპანიის პარტნიორები და პარტნიორებად განისაზღვრა: ა---------–--------ე (25%), მ-------–----ე (25%), ს-----------------ი (25%) და ზ--------------ა (25%). დირექტორად მიეთითა - ა---------–-–---–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დადგენილებები (ტ.2, ს.ფ. 105-108).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სს ,,დ-------- ა----------ლის’’ აქციონერის - ვ---------–--ის სახელზე რიცხული 104 074 აქციიდან 64 300 აქციის რეალური მესაკუთრეა ა---------–------ე.

 

სასამართლო კონკრეტულ დასკვნამდე მივიდა საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და უდავო ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი შეფასება-შესწავლის გზით. სასამართლო მიხედულებით, გარემოება, რომ არც ერთი მხარე არ უარყოფს 2000 წელს ა---------–------ის მიერ ვ---------–--ისათვის გარკვეული ოდენობის თანხის გადაცემას ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სწორედ ამ თანხით მოხდა ჭ---–--ის მხრიდან სადავო აქციების შეძენა, კერძოდ კი უშუალოდ 64 300 ცალი აქციის შეძენა. აღნიშნულის პარალელურად, სასამართლოს შეფასების საგანია იმ მიზნისა და ნების დადგენა, რომელიც გამოავლინა ა---------–------ემ 2000 წელს თანხის ვ---------–--ისათვის გადაცემისას, უფრო კონკრეტულად უნდა დადგინდეს მხარეთა ნამდვილი ნება და რეალური შეთანხმების საგანი. კერძოდ, მოსარჩელის მტკიცებით მისი მხრიდან თანხის გადაცემა განხორციელდა უშუალოდ აქციების შეძენის მიზნით, ხოლო მოპასუხის საპირისპირო მტკიცების შესაბამისად, ა---------–------ემ მას თანხა უბრალოდ ასესხა და მისი მხრიდან დამოუკიდებლად განხორციელდა აქციების შეძენა და შესაბამისად საკუთრებაში დარეგისტრირება. გარემოება, რომ აქციების მესაკუთრედ აღირიცხა და დღეის მდგომარეობითაც აღრიცხულია ვ---------–--ე, აპრიორი არ განაპირობებს 2000 წელს თანხის გადაცემისას ა---------–------ის ნამდვილი ნების გამორკვევის შესაძლებლობას, რამეთუ საქმეზე დადგენილი გარემოებებით დასტურდება, რომ ა---------–------ესა და ვ---------–--ეს ერთმანეთთან აკავშირებდათ ახლო მეგობრული ურთიერთობა და ნდობის მაღალი ხარისხი, რაც იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ სადავო პერიოდში ა---------–------ეს ეკავა მაღალი თანამდებობა წარმოშობს მოსარჩელის მტკიცების გაზიარების საფუძველს ვ---------–--ისათვის 64 300 ცალი აქციის ფორმალურად დარეგისტრირებასთან მიმართებით. მხარეთა შორის არსებული ნდობის დასტურად განსაკუთრებით ხაზგასასმელია გარემოება, რომ სოლიდური ოდენობის თანხა ჩ----ემ ჭ---–--ეს გადასცა ყოველგვარი წერილობითი შეთანხმების გარეშე, მაშინ როდესაც ჩ----ეს, როგორც თანამდებობის პირს ივარაუდება, რომ შესწევდა უნარი განესაზღვრა ის რისკი, რაც ახლავს თანხის ყოველგვარი წერილობითი მტკიცებულების გარეშე გაცემას, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა უდავოა, რომ მის მიერ სოლიდური ოდენობის თანხა გადაეცა ჭ---–--ეს, რაც უტყუარად ადასტურებს მათ შორის ჩამოყალიბებულ განსაკუთრებულ ნდობას. ამავდროულად სასამართლო მხედველობაში იღებს გარემოებას, რომ ა---------–------ეს იმ პერიოდში არ ექნებოდა სურვილი აქციები ასახულიყო მის საკუთრებაში და აფილირებული ყოფილიყო კონკრეტულ კომპანიასთან, რიგი გასათვალისწინებელი მიზეზების გამო, ამასთანავე დასტურდება, რომ აქციების შესაბამისად ა---------–------ეზე წლების მანძილზე, მათ შორის 2012 წლამდე ხორციელდებოდა თანხების გაცემა, რასაც მხარეები უწოდებდნენ დივიდენდს. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ მხარეებს მათი გამოცდილების, თავად საწარმოს მოცულობისა და მასში დასაქმებული შესაბამისი სპეციალობის მქონე სუბიექტების გათვალისწინებით შესწევდათ უნარი გაერჩიათ, სესხის სარგებელი აქციების თანმდევი დივიდენდისაგან და ამ შემთხვევაში მოპასუხის აპელირება ტერმინოლოგიურ ხარვეზზე ვერ იქნება გაზიარებული, რამეთუ ვ---------–--ე წლების მანძილზე დგინდება, რომ უშუალოდ ჩართული იყო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში და შესაბამისად მას ჰქონდა იმის კომპეტენცია შესაბამისი სახელი დაერქმია მის მიერ ჩ----ეზე გაცემული თანხებისათვის.

 

საყურადღებოა, რომ აქციების ა---------–------ეზე კუთვნილების ფაქტი დასტურდება, ასევე აქციონერთა და სამეთვალყურეო საბჭოს კრების ოქმებით და კომპანიის მიერ გაცემული დოკუმენტებითაც (ცნობებით). აღნიშნული დაადასტურეს მოწმეებმაც მიცემული ჩვენების ფარგლებში, რაც ერთობლიობაში უქმნის სასამართლოს რწმენას სადავო 64 300 ცალი აქციის ა---------–------ისადმი კუთვნილებასთან მიმართებით. სადავო წილებთან დაკავშირებით რეალური მესაკუთრის დადგენის მიზნით მნიშვნელოვანია შეფასდეს საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ:

- მოწმე ა---------–--------ემ განმარტა, რომ სადავო აქციები მის მიერ არის გასხვისებული, რომელიც შეიძინა ა---------–------ემ. მოწმის მითითებით, ის და ა---------–------ე ერთ სისტემაში - შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდნენ. უშუალოდ ვ---------–--ეს მოწმე იცნობს, სწორედ აქციების შეძენის პერიოდიდან. ა---------–--------ის განმარტებით, მასთან მივიდა ვ---------–--ე და უთხრა, რომ მას და ა---------–------ეს სურდათ ეყიდათ აქციები. ჭ---–--ემ ასევე განუმარტა, რომ ნაწილს ყიდულობდა პირადად, ხოლო ნაწილს ა---------–------ე, რის შემდგომაც მოწმემ აღნიშნა, რომ იგი დაუკავშირდა ა---------–------ეს, რათა დაეზუსტებინა ნამდვილად უნდოდა თუ არა აქციების შეძენა, რასთან მიმართებითაც ა---------–------ემ დაუდასტურა, რომ ვ---------–--ე მოქმედებდა მისი დავალებით და რეალურად თვითონ ყიდულობდა აქციებს. მოწმის განმარტებით, მის მიერ ზუსტად რამდენი აქცია გასხვისდა არ ახსოვს, დაახლოებით 53% იქნებოდა. მოწმემ აღნიშნა, რომ თანხა ვ---------–--ემ გადაიხადა და მისთვის ცნობილი იყო, რომ ეს თანხა ეკუთვნოდა ა---------–------ეს. მოწმის მითითებით, მის კომპანიას ერქვა შპს ,,სოლო +’’, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია დღეის მდგომარეობით.

 

- მოწმე ა---------–---–მა განმარტა, რომ იგი 2009 წლის დეკემბრიდან 2012 წლის 1 აგვისტომდე მუშაობდა სს ,,დ----------------------–ში’’ მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე. მოწმის მითითებით, იგი ყოველთვიურ ფინანსურ ანგარიშგებას უდგენდა კომპანიის დირექტორს ვ---------–--ეს. კომპანიაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კერძოდ ბუღალტრული ფულის ნაშთის (იგულისხმება ნაღდი, სალაროში არსებული ფული) დაუდასტურებლობის საფუძვლით, დირექტორმა 2012 წელს საწარმოში მიიყვანა აუდიტორული კომპანია ფინანსური საკითხების გადასამოწმებლად და შესაფასებლად, რის შემდგომაც დირექტორის გადაწყვეტილებით კონკრეტულ აუდიტორებს გადაებარათ კომპანია და იგი წამოვიდა ამ საწარმოდან. მოწმემ ასევე ისაუბრა დივიდენდის გაცემის წესზე და განმარტა, რომ საზოგადოების კრების ოქმის საფუძველზე ხდებოდა დივიდენდების გაცემა. მოწმის მითითებით, მან ა---------–------ე გაიცნო კომპანიიდან წამოსვლის პერიოდში, როგორც ვ---------–--ის მეგობარი, იგი დაინტერესებული იყო ფინანსური დოკუმენტაციით. ა---------–------ე არ ფიქსირდებოდა დოკუმენტურად კომპანიასთან. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ კომპანიაში არსებული ნაღდი ფული ინახებოდა ვ---------–--ესთან. ა---------–---–მა აუდიტორული კვლევის შედეგებთან მიმართებით განმარტა, რომ ის ვერ იხსენებს გაეცნო თუ არა შედგენილ დასკვნას.

 

- მოწმე ნ-----------------ის ჩვენების შესაბამისად, იგი 2014 წლის 1 იანვრიდან არის სს ,,დ-------- ა----------ლის’’ დირექტორი. მოწმის განმარტებით, იგი კომპანიის დირექტორობის კანდიდატად წარადგინა ა---------–------ემ, ვ---------–--ის კაბინეტში მოხდა შეხვედრა. მოწმის მითითებით, ა---------–მა წინასწარ გააფრთხილა, რომ მას ჰქონდა ინტერესი კონკრეტული საწარმოს მიმართ, რადგან საკუთრებაში გააჩნდა აქციები, აღნიშნული დადასტურდა ჭ---–--ის კაბინეტში საუბრისასაც, რის შემდგომაც ვ---------–--ემ პროცედურების დაცვით ნ-----------------ე დანიშნა კომპანიის გენერალურ დირექტორად და გააფორმა მასთან შესაბამისი შრომითი ხელშეკრულება. მოწმემ აღნიშნა, რომ დივიდენდი გაიცემოდა ყოველთვიურად და მას დახვდა შესაბამისი გამოანგარიშების წესი, კერძოდ დივიდენდი გამოითვლებოდა 1 აქციაზე გაანგარიშებით და ცალკე დაითვლებოდა ვ---------–--ის მისაღები დივიდენდი და ცალკე ა---------–------ეზე გადასაცემი დივიდენდი. მოწმის მითითებით, მის მისვლამდე დივიდენდის განაწილებას ახორციელებდა მთავარი ბუღალტერი ვ---------–--ის კაბინეტში, ხოლო მისი მისვლიდან 3-4 თვის შემდეგ პირადად ახორციელებდა დივიდენდის განაწილებას ჭ---–--ესთან შეთანხმებით. მოწმემ დააზუსტა, რომ ჭ---–--ის დივიდენდი გაიცემოდა ორ ნაწილად. კერძოდ, ერთი რაც მას ეკუთვნოდა გადაეცემოდა პირადად, ხოლო მეორე, რომელიც ა---------–------ის აქციების რაოდენობას შეესაბამებოდა ხელმეორედ გაიცემოდა ჭ---–--ის სახელზე და გადაეცემოდა ა---------–------ეს. მოწმემ აღნიშნა, რომ ცალსახად არის მისთვის ცნობილი, რომ ვ---------–--ის სახელზე რეგისტრირებული 104 074 ცალი აქციიდან 64 300 ცალი აქცია ეკუთვნის ა---------–------ეს, ხოლო დარჩენილი 39 774 აქცია არის ვ---------–--ის საკუთრება. მოწმის მითითებით, კომპანიაში მისვლის ეტაპზე მან მოითხოვა, რომ წარედგინათ ამონაწერი ფასიანი ქაღალდის რეესტრიდან და იქვე ჭ---–--ის კაბინეტში გააკეთე მინაწერი 2013 წლის მდგომარეობაზე, სადაც აღნიშნა როგორც ჩ----ე, ასევე ჭ---–--ე, რაც ვ---------–--ის მხრიდან არ გაპროტესტებულა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ყველა საკითხი, რაც იყო ძირეული, ვ---------–--ის მითითებით უნდა შეეთანხმებინა ა---------–------ესთან. კომპანიაში ა---------–------ე მიიჩნეოდა აქციონერად და შესაბამისად მასთან თანხმდებოდა საკითხები, რამეთუ მისი აქციების რაოდენობა იყო საწარმოს აქციების 47.7% და გაცილებით აღემატება ჭ---–--ის საკუთრებაში არსებული აქციების რაოდენობას. ცნობებთან დაკავშირებით, მოწმემ განმარტა, რომ კომპანიის ბეჭედი ინახებოდა ვ---------–--ესთან და ნებისმიერი ცნობას მხოლოდ ის არტყავდა ბეჭედს მისი გაცნობის შემდგომ, ამიტომ გარემოება, რომ რომელიმე ცნობაზე არ არის ვ---------–--ის ხელმოწერა არ ადასტურებს ფაქტს, რომ მისთვის არ იყო ცნობილი ამა თუ იმ ცნობის თაობაზე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ როდესაც საუბარი იყო აქციების გასხვისებაზე, ყველა შემძენმა იცოდა, რომ ნაწილი აქციებისა არის ავათანდილ ჩ----ის. ნ-----------------ემ ჩვენების ფარგლებში ასევე განმარტა, რომ დღის წესრიგში დადგა ვ---------–--ის აქციების ორგანიზაციიდან ნატურით გამოყოფის საკითხი, მას სურდა მისი წილის გატანა და ამავე კრების ოქმში მან დააფიქსირა, რომ ჩ----ის კუთვნილი აქციები უნდა გადასცემოდა ა---------–------ეს და იგი გავიდოდა საზოგადოებიდან. ამის გარდა, სამეთვალყურეო საბჭოს კრებაზეც დააფიქსირა ვ---------–--ემ გასვლის საკითხი და იქაც არის მითითებული, რომ ჩ----ეს ეკუთვნის 64 300 ცალი აქცია, რაც უნდა გადაფორმებოდა მას. ჩვენების ბოლოს მოწმემ აღნიშნა, რომ ა---------–------ე დასაქმებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე, იგი ჩ----ეს იცნობს ოზურგეთიდან, რომელმაც იგი კონკრეტული საწარმოს დირექტორად წარადგინა იმ მიზნით, რომ მას საწარმოში გააჩნდა აქციები, ეკარგებოდა შემოსავლები და სურდა კომპანიის ფინანსური საკითხების გაკონტროლება.

 

- მოწმე ე-------–-----მა განმარტა, რომ იგი 2012 წლის აგვისტოდან არის სს ,,დ-------- ა----------ლის’’ ბუღალტერი, კომპანიაში მისვლის ეტაპზევე ცნობილი გახდა ა---------–------ის თაობაზე და მასთან აქვს ყოველთვიური შეხება, მისი მისვლისთანავე გაიცა ჩ----ეზე შესაბამისი ოდენობის დივიდენდი. მოწმემ აღნიშნა, რომ ჭ---–--ე რეგისტრირდება 104 074 ცალი აქცია, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ ა---------–------ესა და ვ---------–--ეს შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, დივიდენდი 64 300 ცალ აქციაზე გაიცემოდა ა---------–------ის სასარგებლოდ, ამასთან რამდენადაც ვ---------–--ე არის აქციონერი მითითება ხდებოდა მასზე, რომელიც შემდგომ ურიცხავს მიღებულ დივიდენდს ა---------–------ეს. მოწმის მითითებით, მისთვის ცნობილია, რომ ამ ორ ადამიანს შორის არსებობს შეთანხმება, რის საფუძველზეც ა---------–------ემ უნდა მიიღოს შესაბამისი ოდენობის დივიდენდი, სხვა აქციონერების მსგავსად, როგორც აქციონერი არ ფიქსირდება, მაგრამ იგივე გაანგარიშებით იღებს დივიდენდს. შეთანხმების შინაარსი მოწმისათვის უცნობია, ვ---------–--ეს აქვს ნათქვამი, რომ მათ შორის არის შეთანხმება რის საფუძველზეც გასცემს დივიდენდის თანხას. ე-------–-----ის განმარტებით, 2018 წლის ივლისიდან დივიდენდი ერიცხება ვ---------–--ეს, რომელიც შემდგომ ურიცხავს ა---------–------ეს. უფრო ადრე, 2012 წლის აგვისტოდან კი, დივიდენდის გაცემა ხდებოდა გასავლის ორდერის საფუძველზე, თანხა გაიცემოდა ვ---------–--ეზე და შემდეგ ერთმანეთს შორის ხდებოდა განაწილება. მოწმემ აღნიშნა, რომ რადგან დივიდენდის გაანგარიშებიდან ხდებოდა ამ თანხის გაცემა იწერებოდა დივიდენდად და ეს ცნობილი იყო ჭ---–--ისათვის. მოწმის მითითებით, მას ჭ---–--ის მითითების შესაბამისად, ა---------–------ეზე უნდა გაეცა აქციების შესაბამისი დივიდენდი.

 

ამდენად, მოწმეთა ჩვენებებითაც დგინდება, რომ რეალურად სადავო 64 300 ცალი აქციის მესაკუთრეა ა---------–------ე და იგი ფორმალურად ირიცხება ვ---------–--ის სახელზე, რაც თავის მხრივ განპირობებული იყო მხარეთა შორის არსებული ახლო მეგობრული ურთიერთობითა და იმ ფაქტით, რომ აქციების შეძენის პერიოდისათვის ა---------–------ეს ეკავა მაღალი თანამდებობა და მას არ ჰქონდა სურვილი ოფიციალურად დაკავშირებული ყოფილიყო საწარმოსთან, რის გამოც განხორციელდა აქციების აღრიცხვა მისი ნდობით აღჭურვილი პირისათვის. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ა---------–------ე უშუალოდ იყო ჩართული საწარმოს მართვის პროცესშიც, თავად ვ---------–--ის მითითებით, საწარმოში დასაქმებული პირები ჩ----ესთან ათანხმებდნენ შესაბამის გადაწყვეტილებებს და იგი აღიქმებოდა აქციების მესაკუთრედ.

 

გარდა მითითებულისა, საყურადღებოა ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კომპანიის ბუღალტრის მიერ წარმოებული სააღრიცხვო ჟურნალი/დღიური, რომელიც იწარმოებოდა და დღემდე იწარმოება კომპანიის ბუღალტერის მიერ, რომლითაც დასტურდება, რომ ა---------– (იგივე ზ------) ჩ----ე ყოველთვის იღებდა მისი კუთვნილი აქციების (64 300 ცალი აქცია) შესაბამისად დივიდენდს კომპანიიდან და იმის გამო, რომ ფორმალურად მის სახელზე არ არის რეგისტრირებული აქციები საგადასახადო მიზნებისათვის მისი სახელით ვერ მოხდებოდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორება. შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი ცნობა და სალაროს გასავლის ქვითრები, ასევე საბანკო ქვითრები, რომელითაც დგინდება ვ---------–--ეზე, როგორც სს ,,დ-------- ა----------ლის’’ აქციონერზე დივიდენდის წლების მანძილზე გაცემის ფაქტი არ აქარწყლებს მოსარჩელის მხრიდან ამავე წლების მანძილზე დივიდენდის მიღების ფაქტს, რაც მოწმეებმაც აღნიშნეს, რომ ვ---------–--ე მიღებული დივიდენდის ნაწილს, რაც შეესაბამებოდა 64 300 ცალ აქციას გადასცემდა ა---------–------ეს.

 

სადავო საკითხის ჭრილში მნიშვნელოვანია შეფასება მიეცეს მხარეთა შორის დადებულ ვალის აღიარებისა და გირავნობის ხელშეკრულებას, რომლითაც ვ---------–--ის მხრიდან აღიარებულია ვალდებულება 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით და აღნიშნული ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით დაგირავებულია მის საკუთრებად რეგისტრირებული აქციები. ხელშეკრულება საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ამავე ხელშეკრულებით ა---------–------ეს მინიჭებული აქვს საწარმოს ხელმძღვანელობითი საქმიანობის კონტროლისა და 64 300 აქციის შესაბამისა დივიდენდის მიღების უფლება. კონკრეტული ხელშეკრულებაც მხარეთა მიერ განსხვავებულად არის შეფასებული, კერძოდ მოსარჩელის მტკიცებით, ვალდებულება მომდინარეობს ვ---------–--ის მხრიდან წლების მანძილზე ა---------–------ისათვის გასაცემი დივიდენდების მითვისების საფუძვლით, ხოლო აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხის მტკიცებით ვალდებულება რეალურად ასახავს 2000 წელს სესხის სახით გადაცემულ 200 000 აშშ დოლარის საფუძველზე წარმოშობილ სახელშეკრულებო ურთიერთობას და ფულის მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით მხარეთა მიერ 2000 წელს გადაცემული 200 000 აშშ დოლარი 2012 წელს გაიგივდა 1 000 000 აშშ დოლართან. სასამართლო ხელშეკრულების გაფორმების რეალური საფუძვლის კვლევის მიზნით მხედველობაში იღებს გარემოებას, რომ მითითებულ პერიოდში მხარეთა შორის უკვე გაუარესებული იყო ურთიერთობა, რამაც წარმოშვა მხარეთა შორის უნდობლობა შესაბამისად გარკვეული საბუთის არსებობის საჭიროება არსებული ვალდებულების გარანტირების მიზნით. გარემოება, რომ ვ---------–--ის მიერ კომპანიის დამოუკიდებლად მმართველობის პერიოდში დაიკარგა გარკვეული თანხები დასტურდება ასევე კომპანიის ყოფილი ბუღალტრის ჩვენებითაც, რომელიც კომპანიიდან წავიდა სწორედ ამ პერიოდში, რა დროსაც საჭირო შეიქმნა აუდიტორული კვლევის ჩატარება და სალაროს ნაშთის შემოწმება. კონკრეტული მოწმის ჩვენება საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ მან აღნიშნა, რომ სწორედ ამ პერიოდიდან გაიცნო ა---------–------ე, რაც მოწმობს გარემოებას, რომ ა---------–------ე სწორედ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებამდე იყო დაინტერესებული კომპანიის ფინანსური მდგომარეობით და ხელშეკრულების გაფორმებასაც წინ უძღვოდა შესაბამისი აუდიტორული კვლევა.

 

ვალის აღიარების ხელშეკრულება დადებულია 2012 წლის 2 აგვისტოს, რა დროსაც დასრულდა აუდიტორული კვლევა, რაც იძლევა მოსარჩელის მტკიცების გაზიარების საფუძველს თანხების მითვისების გამო კონკრეტული ხელშეკრულების გაფორმების საჭიროებასთან მიმართებით. რაც შეეხება, აქციების დაგირავებას, რაზეც მოპასუხე მიუთითებს, რომ თუ რეალურად მოსარჩელე მის საკუთრებად მიიჩნევდა აქციებს, რის გამო გაფორმდა კონკრეტული გირავნობის ხელშეკრულება, აღნიშნული ვერ მიიჩნევა მყარ არგუმენტად, რამეთუ ამ ხელშეკრულების დადების გზით მხარემ გარკვეულ წილად ,,შეიმსუბუქა’’ მისი მდგომარეობა იმ თვალსაზრისით, რომ მართალია ვერ ახერხებდა კუთვნილი აქციების საკუთრებაში აღრიცხვას ჭ---–--ის შესაბამისი წინააღმდეგობის გამო, თუმცა ამ გირავნობის საფუძვლით მას წარმოშობილი ჰქონდა გარკვული უფლება მისით სარგებლობისა და იმ დაკავშირებული უფლებების მისაღებად, რაც რეალურად წარმოიშობა აქციის საკუთრებაში აღრიცხვის დროს. ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადების ფაქტი, მართალია წარმოშობს გარკვეული კითხვის ნიშნებს, თუმცა აღნიშნული ვერ განიხილება რეალური მიზნის გამაბათილებელ გარემოებად, რამეთუ ჩ----ე დაინტერესებული იყო კუთვნილი აქციების შენარჩუნებითა და მასთან დაკავშირებული ყველა აქტივის/ნაყოფის მიღებით, რაც უტყუარად დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი კვლევის გზით. აღნიშნულის მიზნით, სასამართლო ისევ უბრუნდება ა---------–------ის მიერ 2000 წელს თანხის გაცემისას გამოვლენილი ნამდვილი ნების კვლევას და იმ ინტერესს, რაც ახლდა თანხის გაცემის ფაქტს. დადგენილი გარემოებები ცალსახად ადასტურებს ფაქტს, რომ ა---------–------ეს მხოლოდ თანხის გასესხებისა და შესაბამისი სარგებლის მიღების მიზანი კი არ ჰქონდა, არამედ მის ინტერესს შეადგენდა კონკრეტული საწარმოს აქციები, რაც აპრიორი წარმოშობს ა---------–------ის პოზიციის გაზიარების საფუძველს. ფაქტი, რომ აქციები აღირიცხა ვ---------–--ის საკუთრებაში არ ცვლის რეალური მესაკუთრის დადგენის შესაძლებლობას. მხარეთა შორის სწორედ აქციებთან დაკავშირებით განხორციელდა შეთანხმება და დღეის მდგომარეობით ვ---------–--ის მხრიდან აღნიშნული გარემოების უარყოფა ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს. საინტერესოა გარემოება, რომ ვალის აღიარებისა და გირავნობის ხელშეკრულებით მოგირავნეს დივიდენდის მიღების უფლება მიენიჭა არა სრულად ვ---------–--ის კუთვნილი 76.77% აქციიდან, არამედ სწორედ სადავო 47,43% აქციის შესაბამისად, რაც მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად 2000 წელს ა---------–------ემ ვ---------–--ეს თანხა გადასცა სწორედ ამ აქციების შეძენის ინტერესით და მისი მხრიდან თანხის გასესხება სამომავლოდ პროცენტის სახით სარგებლის მიღებასთან მიმართები არ დასტურდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ფასიანი ქაღალდების ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტები (ტ.2, ს.ფ. 36-63).

- 25.02.2019წ. ცნობა (ტ.1, ს.ფ. 167);

- სალაროს გასავლის ქვითრები/ საბანკო ქვითრები (ტ.1, ს.ფ. 172-437);

- ბუღალტრის სააღრიცხვო ჟურნალი/დღიური (ტ.1, ს.ფ. 440-453);

- მოწმეთა ჩვენება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---------–------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-9, 44-ე, 46-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. აქციების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოთხოვნის კანონიერების საკითხის გამოკვლევამდე, აუცილებელია შეფასება მიეცეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესს. ანუ, სავალდებულოა იმის გარკვევა – დადგენა, რა შედეგის მომტანი იქნება და რა უფლებაში აღადგენს მოსარჩელეს mesakutred ცნობა.

 

სარჩელით ხსენებული მესაკუთრედ ცნობისათვის აუცილებელი წინაპირობაა ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა. ამგვარი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელემ უნდა მოიპოვოს კონკრეტული უფლება ან აღიკვეთოს მის უფლების რეალიზაციაში ხელშეშლა. ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების (სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის) აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებისას. საკითხის ამგვარი წესით გადაწყვეტის პირობებში, ყურადღება უნდა გამახვილდეს მატერიალური მოთხოვნის პროცესუალურ სარჩულზე, რომელიც წარმოადგენს ურთიერთგადაჯაჭვულ სისტემას, რომლის ელემენტები ერთმანეთს ემყარება და ერთმანეთის საფუძველს ქმნის და თავს იყრის სსსკ-ის 180-ე მუხლში, რომლის სამართლებრივი ბუნების შესახებ საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ: აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა - საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს (მაგალითად, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ.) ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ’’ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ №ას-664-635-2016, 02.03.2017წ; №ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; № ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; № ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; № ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; № ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; № ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; №ას-407-390-2016, 10.06.2016წ; № ას-375-359-2016, 17.06.2016წ.). ბუნებრივია, რომ როდესაც პირი მიმართავს სასამართლოს სარჩელით, მას აქვს გარკვეული იურიდიული ინტერესი მის მიერ აღძრული სარჩელის მიმართ, მაგრამ მხოლოდ ფორმალური ინტერესის (აღძრას სარჩელი) არსებობა - არ არის საკმარისი წინაპირობა სარჩელის დასაშვებად (განსახილველად მისაღებად). როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგალითად, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი, და არა - რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. თუ აღიარებითი მოთხოვნის ინტერესი მიკუთვნებითი ხასიათისაა, მაშინ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებით სასამართლო პროვოცირებას გაუკეთებს ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე - ორმაგი სასარჩელო წარმოების წარმართვის აუცილებლობას, რაც კანონ შესაბამისი არაა და ეწინააღმდეგება სწრაფი, ეფექტური მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითად პრინციპს.

 

სასამართლო საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის'' ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია ,,სამართლიანი სასამართლოს'' პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება [მართებული /დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის კვლევის აუცილებლობის თვალსაზრისით იხ. საქმე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 - სადაც ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის'' განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. იხ. ასევე: IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40].

 

სადავო შემთხვევაში, ა---------–------ის ინტერესი მესაკუთრედ ცნობასთან მიმართებით ნათელია, რამეთუ კონკრეტული სარჩელის დაკმაყოფილება წარმოშობს სს ,,დ-------- ა----------ლის’’ აქციათა განსაზღვრული ოდენობის მის საკუთრებაში აღრიცხვას, რაც თავის მხრივ ქონებრივი უფლებების აღმდგენია მხარისათვის, შესაბამისად კონკრეტული სარჩელით მიიღწევა და რეალიზდება მოსარჩელის ინტერესი.

 

6.2. მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დადგენის შემდგომ სასამართლოს შეფასების საგანია აქციების მესაკუთრედ ცნობასთან მიმართებით მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების კვლევა.

 

უპირველესად სასამართლო სადავო საკითხის კვლევის და პირის საკუთრების უფლების არსებობის საკითხის გარკვევამდე მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეაფასოს ქონების - აქციების სამართლებრივი ბუნება და სამეწარმეო ურთიერთობის შესაბამისი ასპექტები. კერძოდ, უნდა განიმარტოს, რომ სამეწარმეო საქმიანობის სუბსტანციური კერძო-სამართლებრივი ცნება განსაზღვრულია ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით: ,,სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად’’. სამეწარმეო საქმიანობის მონაწილეს (სხვა სიტყვებით - მეწარმეს) წარმოადგენს გარკვეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით მოწყობილი საწარმო. კერძოდ, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებია: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი’’. ამდენად, ქართული სამეწარმეო სამართალი, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას ანიჭებს ინდივიდუალურ მეწარმეს, როგორც ფიზიკურ პირს და საზოგადოებებსა და კოოპერატივს, როგორც იურიდიულ პირებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13.07.2006წ. გადაწყვეტილება, საქმე N1/2/378, ვალერი გელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

 

მოხმობილი კანონის 51-59-ე მუხლები (მეოთხე თავი) არეგულირებენ სააქციო საზოგადოებასთან დაკავშირებულ იმ თავისებურებებს, რაც ამავე კანონის ზოგად ნაწილში არ არის რეგულირებული და დამახასიათებელია კონკრეტული ტიპის მეწარმე სუბიექტისათვის. კერძოდ, 51-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააქციო საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის კაპიტალი დაყოფილია წესდებით განსაზღვრული კლასისა და რაოდენობის აქციებად. აქცია არის არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში. სააქციო საზოგადოების წესდებით შეიძლება განისაზღვროს ის ღირებულება, რომელზე ნაკლები ღირებულებითაც დაუშვებელია ამ კლასის აქციების პირველადი განთავსება (აქციების ნომინალური ღირებულება). სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისათვის. სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით. აქციონერს უნდა მიეცეს ამონაწერი საზოგადოების აქციათა რეესტრიდან ან ნომინალური მფლობელის ამონაწერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააქციო საზოგადოება, რომლის აქციონერთა რაოდენობა 50-ზე მეტია, ვალდებულია აქციათა რეესტრი აწარმოოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით, მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ აქციონერთა რაოდენობა 50 ან 50-ზე ნაკლებია, საზოგადოებას შეუძლია აწარმოოს აქციათა რეესტრი თვითონ ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით, გარდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომლის აქციათა რეესტრს უნდა აწარმოებდეს დამოუკიდებელი რეგისტრატორი. ნორმის მე-4 ნაწილის თანახმად, სააქციო საზოგადოების აქციონერთა რეესტრი იწარმოება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული შესაბამისი წესების მიხედვით.

 

,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 2.5. მუხლის შესაბამისად, ბენეფიციარი მესაკუთრე არის პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „დ“ პუნქტი. ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 2.51 მუხლის თანახმად, რეგისტრირებული მესაკუთრე არის პირი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი ან რეგისტრირებული მფლობელის წარმომადგენელი და რომელიც აკმაყოფილებს ნებისმიერ შემდეგ მოთხოვნას: ა) არის ფასიანი ქაღალდის რეგისტრირებული მფლობელი, გარდა ნომინალური მფლობელისა; ბ) წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ნებას რთავს ნომინალურ მფლობელს, იმოქმედოს მისი ინტერესებისათვის; გ) იღებს ფულად მოგებას, როგორც ფასიანი ქაღალდის მესაკუთრე; დ) აქვს ფასიან ქაღალდთან დაკავშირებული ხმის განკარგვის უფლება; ე) აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება, გახდეს ფასიანი ქაღალდის რეგისტრირებული მესაკუთრე. მოხმობილი ნორმის 2.24. მუხლის შესაბამისად, რეგისტრირებული მფლობელი არის ფასიანი ქაღალდების მესაკუთრე ან ნომინალური მფლობელი, რომელიც რეგისტრირებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრში.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ სს ,,დ----------------------–ი’’ (ს/ნ 2--------) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია. სს ,,საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის’’ 2019 წლის 15 თებერვლის ამონაწერის შესაბამისად სს ,,დ-------- ა----------ლის’’ საწესდებო კაპიტალის განისაზღვრება 562 835 ლარით, გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ოდენობა შეადგენს - 135 561 ცალ ჩვეულებრივ აქციას (1 ცალი აქციის ნომინალური ღირებულება - 4.151895 ლარი). აქციათა რეესტრის მიხედვით, ვ---------–--ის საკუთრებაში ირიცხება 104 074 ცალი ჩვეულებრივი აქცია, რაც შეადგენს საწესდებო კაპიტალის - 76.77%-ს. ა---------–------ე პრეტენზიას გამოთქვავს ვ---------–--ის საკუთრებაში რიცხულ სს ,,დ-------- ა----------ლის’’ 64 300 ცალ აქციაზე და მიუთითებს, რომ რეალურად სადავო აქციები არის მისი საკუთრება და ვ---------–--ე დავალების საფუძველზე ახორციელებდა კონკრეტული აქციების მართვას და ამავე შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა მისი აღრიცხვა მესაკუთრედ აქციებთან მიმართებითაც. ა---------–------ის მტკიცებით იგი არის ბენეფიციარი მესაკუთრე, ხოლო ვ---------–--ე აქციების ნომინალური მფლობელი, რის გამოც სადავო აქციების აღრიცხვა აქციათა რეესტრში უნდა განხორციელდეს ა---------–------ის სახელზე, რამეთუ მას ეკუთვნის ნამდვილი საკუთრების უფლება სადავო ქონებასთან მიმართებით, რაც არ უნდა იქნეს უარყოფილი აქციების სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის საფუძვლით.

 

სასამართლო ამ კუთხით იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას და გარემოებას, რომ ვ---------–--ეზე რეგისტრირებულია 64 300 ცალი აქცია არ მიიჩნევს იმის უტყუარ დასტურად, რომ ქონების ნამდვილი მესაკუთრეა ვ---------–--ე, რადგანაც სამეწარმეო ურთიერთობების, კერძოდ კი შიდა კორპორაციული მართვის თავისებურებიდან გამომდინარე შესაძლებელია სუბიექტების მხრიდან იმგვარი ,,შეთანხმების’’ მიღწევა, რა დროსაც აქციების რეალური მესაკუთრე არ არის რეგისტრირებული აქციათა რეესტრში, მით უფრო განსახილველ შემთხვევაში ა---------–------ის იმჟამინდელი თანამდებობრივი მდგომარეობის მხედველობაში მიღებით სავარაუდოა, რომ მხარეთა შორის სწორედ აღნიშნულ შეთანხმებას ედო საფუძველი. საგულისხმოა, რომ მხარეები არ უარყოფენ ა---------–------ის მიერ ვ---------–--ის სახელზე აქციების რეგისტრაციის მომენტიდან განსაზღვრული სარგებლის მიღების ფაქტს, რაც საწარმოს ოფიციალურ დოკუმენტებში (მათ შორის ვ---------–--ის მიერ ხელმოწერილ/დამოწმებულ დოკუმენტებში) მოხსენიებულია, როგორც ,,დივიდენდი’’. უნდა განიმარტოს, რომ წილი/აქცია პარტნიორს/აქციონერს უფლებას აძლევს მიიღოს საზოგადოების წლიური მოგების პროცენტი (დივიდენდი), იგი არის ქონებრივი უფლება და მაშასადამე ქონების ნაწილი (იხ. სუსგ, საქმე N3კ/613-01, 26.10.2001წ.). გარემოება, რომ ა---------–------ე საწარმოსაგან იღებდა დივიდენდს, ასევე გარემოება, რომ სწორედ მის მიერ გაცემული თანხით განხორციელდა 64 300 ცალი აქციის შეძენა ერთობლიობაში ქმნის საფუძველს მისი მესაკუთრედ მიჩნევასთან მიმართებით.

სასამართლო მხარეთა შორის არსებული ზეპირი ,,შეთანხმების’’ სამართლებრივი რეგულირების მიზნებიდან გამომდინარე კონკრეტულ გარიგებას ცალსახად ვერ მიაკუთვნებს ვერც დავალების ხელშეკრულებას და ვერც საკუთრების მინდობის გარიგებას. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით აღიარებულია კერძო სამართლის ურთიერთობის მონაწილეთა ,,ნების ავტონომიის’’ პრინციპი, რაც მოიაზრებს მხარეთა შესაძლებლობას თავისუფლად დადონ და განსაზღვრონ ხელშეკრულებათა შინაარსი, კერძოდ ხსენებული ნორმის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამდენად ხელშეკრულების დადების თავისუფლება მოიაზრებს მხარეთა შესაძლებლობას დადონ კანონით (სამოქალაქო კოდექსი) პირდაპირ გაუთვალისწინებელი ხელშეკრულება და განსაზღვრონ კანონის ფარგლებში ამ ხელშეკრულების არსებითი პირობები, რაც თავის მხრივ ექვემდებარება სამოქალაქო კოდექსის ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილით რეგულირებას.

 

სკ-ს 340-ე მუხლის შესაბამისად, შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან. სადავო შემთხვევაში მხარეთა შეთანხმების საგნის დადგენის მიზნით მნიშვნელოვანია შედარდეს დავალებისა და საკუთრების მინდობის ხელშეკრულებები.

 

დავალების ხელშეკრულების ლეგალური დეფინიცია მოცემულია სკ-ს 709-ე მუხლში, რომლის შესაბამისადაც, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. აღნიშნულის პარალელურად, სკ-ს 724-ე მუხლის თანახმად, საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით საკუთრების მიმნდობი გადასცემს ქონებას მინდობილ მესაკუთრეს, რომელიც იღებს და მართავს მას საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად. 725-ე მუხლის თანახმად, მინდობილი მესაკუთრე მოვალეა მართოს მინდობილი საკუთრება თავისი სახელით, მაგრამ საკუთრების მიმნდობის რისკითა და ხარჯით. მინდობილი მესაკუთრე მესამე პირებთან ურთიერთობაში სარგებლობს მესაკუთრის უფლებამოსილებით. ამდენად, დავალების ხელშეკრულებისას რწმუნებული მესამე პირებთან წარსდგება მარწმუნებლის სახლით, ხოლო საკუთრების მინდობის შემთხვევაში მინდობილი მესაკუთრე თავისი სახელით ახორციელებს მინდობილი საკუთრების მართვას. დასახელებული ნორმების შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეიძლება არსებობდეს დავალების ან საკუთრების მინდობის საფუძველზე ან მათ გარეშე. საკუთრების მინდობა, თავისი კლასიკური არსითა და დანიშნულებით, გულისხმობს მინდობილი პირის უფლებასა და ვალდებულებას, მართოს მინდობილი ქონება თავისი სახელით, თუმცა, მინდობილი მესაკუთრის ინტერესების შესაბამისად. საკუთრების მინდობა დავალების ხელშეკრულების ერთ-ერთი სახესხვაობაა იმ თავისებურებით, რომ საკუთრების მინდობის დროს დავალების არსი მდგომარეობს მინდობილი ქონების მართვაში. დავალების ხელშეკრულება კი მიეკუთვნება იმ ხელშეკრულებათა ტიპს, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან. დავალებისა და საკუთრების მინდობის ხელშეკრულება ხასიათდება ერთი მთავარი საერთო თავისებურებით, კერძოდ, სამართალურთიერთობის სუბიექტი სხვა მესამე პირი არ არის. სამართალურთიერთობა ყალიბდება ერთ შემთხვევაში საკუთრების მიმნდობსა და მინდობილ მესაკუთრეს შორის, ხოლო მეორე შემთხვევაში - მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის (№ას-398-377-2012, 13.12.2013 წელი). საკუთრების მინდობის ინსტიტუტი გამოიხატება იმაში, რომ ქონების მართვასა და განკარგვას მინდობილი მესაკუთრე ახორციელებს, ხოლო ამ ქონების მართვასა და განკარგვის შედეგად მიღებული სარგებელი, ნაყოფი, შემოსავალი და ა.შ. ეკუთვნის საკუთრების მიმნდობს. საკუთრების მინდობის ინსტიტუტი წარმოადგენს არაპირდაპირ წარმომადგენლობას, რადგან მინდობილი მესაკუთრე მართავს მინდობილ საკუთრებას საკუთრების მიმნდობის რისკითა და ხარჯით, მაგრამ თავისი სახელით (№ას-1300-1227-2012, 01.07.2013წ). მინდობილ პირი არის მიმნდობისაგან დავალებული პირი და ამგვარად საკუთრების მინდობის ხელშეკრულება წარმოადგენს დავალების ხელშეკრულების მსგავს ურთიერთობას, გარკვეული გაგებით მის ქვეტიპს.

 

სადავო შემთხვევაში, სასამართლო ცალსახად ვერ გაიზიარებს ვერც მოსარჩელისა და ვერც მოპასუხის მტკიცებას მხარეთა შორის არსებული ზეპირი გარიგების სამართლებრივ ბუნებასთან მიმართებით, რამეთუ იგი ვერ მიიჩნევა ვერც წმინდა დავალებით სამართლებრივ ურთიერთობად და ვერც საკუთრების მინდობის გარიგებად, თუმცა შეთანხმებული პირობებიდან გამომდინარე მეტი მსგავსობით გამოირჩევა სწორედ საკუთრების მინდობასთან მიმართებით, მეტ-წილად კი იმ თვალსაზრისით, რომ ვ---------–--ეს საკუთრებაში ჰქონდა აღრიცხული ა---------–------ის კუთვნილი აქციები. აქციათა რეესტრში ვ---------–--ის მესაკუთრედ რეგისტრაციის ფაქტი მოწმობს, რომ იგი წარსდგებოდა მესამე პირთა წინაშე მესაკუთრედ, რაც ამ მხრივ არ არის შესაბამისობაში დავალების ხელშეკრულების არსებით პირობასთან მიმართებით. ამავდროულად, უდავოა, რომ მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება ქონების სამართავად გადაცემასთან მიმართებით არ დადებულა, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების ბუნების ფორმა-სავალდებულო ხასიათს. საგულისხმოა, რომ შიდა კორპორაციული ურთიერთობის მონაწილეებისათვის, საწარმოში დასაქმებული პირებისათვის ცნობილია ა---------–------ის უფლებების თაობაზე და იგი აღიქმებოდა კომპანიის აქციონერად, სადავო 64 300 ცალ აქციის მესაკუთრე პირად, ასევე მოწმე ენუქიძის მითითებით, იგი დაუკავშირდა ჩ----ეს, რომელმაც განუმარტა მას, რომ ჭ---–--ე მოქმედებდა მისი დავალებით, რაც დაპირისპირებულ მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას აახლოებს დავალებისა და საკუთრების მინდობის ხელშეკრულებებთან. ამავდროულად, მივაკუთვნებთ, თუ არა ზეპირ შეთანხმებას სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ რომელიმე კონკრეტულ გარიგებას, ან მივიჩნევთ მას ფორმა დაუცველობის საფუძვლით ბათილ გარიგებად აღნიშნული არ უსპობს მოსარჩელეს უფლებას მოითხოვოს მისი ქონების უკან დაბრუნება, რომელიც ვ---------–--ეს მითვისებული აქვს არამართლზომიერი საფუძვლით, რაც საკუთრების უფლების აბსოლიტური ბუნებიდან გამომდინარე გარდა მხარეთა შორის არსებულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობისა მოწესრიგებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილისა და სანივთო სამართლის ნორმებით.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული. ამავე კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად, ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. 152-ე მუხლის შესაბამისად, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე.

 

სკ-ს 170.1 მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

მოხმობილი კოდექსის 154.2 მუხლის მიხედვით უფლების ნაყოფი არის ის შემოსავალი ან/და უპირატესობა, რაც მიიღება ამ უფლების გამოყენების შედეგად.153.1 მუხლის შესაბამისად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს. სადავო შემთხვევაში დივიდენდი, როგორც აქციის საკუთრებასთან დაკავშირებული უფლება მიიჩნევა და განიხილება აქცესორულ უფლებად, რომლის არსებობა დაკავშირებულია აქციაზე საკუთრების უფლების არსებობასთან, შესაბამისად იმ ვითარებაში, როდესაც საქმეზე წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით დასტურდება, ა---------–------ის მიერ წლების მანძილზე დივიდენდის მიღების ფაქტი, აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ძირითადი უფლების (აქციების მესაკუთრეობა) ნამდვილობას.

 

აღსანიშნავია, რომ სასამართლო ვალის აღიარებისა და გირავნობის ხელშეკრულების არსებობას აპრიორი ვერ განიხილავს მოსარჩელის პოზიციის გამაქარწყლებელ სათანადო მტკიცებულებად, რამეთუ აღნიშნული დოკუმენტით აღიარებულია გარკვეული ვალდებულება, რის უზრუნველსაყოფადაც დაგირავებულია ვ---------–--ის სახელზე რიცხული აქციები, რაც არ გულისხმობს მოსარჩელის მხრიდან აღნიშნულ აქციებზე ვ---------–--ის საკუთრების უფლების აღიარებას, რასაც მოწმობს ამავე ხელშეკრულების ის პუნქტები, რომლებითაც ა---------–------ეს მიენიჭა სადავო აქციებიდან გამომდინარე დივიდენდისა და მართვის უფლება, რაც პირიქით ამყარებს მოსარჩელის მტკიცებას, კონკრეტულ აქციებთან მიმართებით მისი უფლების არსებობასთან დაკავშირებით. ამავდროულად, კონკრეტული გარიგების დადებით და უზრუნველყოფის საგნად იმ აქციების გამოყენებით, მოსარჩელემ გარკვეულწილად გარანტირებული გახადა მისი უფლება სადავო აქციებთან მიმართებით, რამეთუ ჭ---–--ის ნების არ არსებობის პირობებში მოკლებული იყო შესაძლებლობას საკუთრებად დაერეგისტრირებინა აქციები, გირავნობის მის სასარგებლოდ დარეგისტრირებით კი მას წარმოეშვა კონკრეტულ ქონებასთან მიმართებით შესაბამისი შეზღუდული სანივთო უფლებები. ამდენად, კონკრეტული გარიგების არსებობა არ აქარწყლებს ა---------–------ის მესაკუთრედ მიჩნევის ფაქტს, რასთან მიმართებითაც ფართოდ ნამსჯელია გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.2.1 პუნქტში და დამატებით აღნიშნულზე მსჯელობას სასამართლო აღარ განავრცობს.

 

6.4. მოპასუხეთა მხრიდან, გარდა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველ გარემოებაზე მითითებისა, სასარჩელო მოთხოვნის უარსაყოფად დამატებით აღნიშნული იქნა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რასთან მიმართებითაც სასამართლო იზიარებს მოსარჩელის შედავებას საკუთრების აბსოლიტური ბუნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის მოხმობის უსაფუძვლობასთან მიმართებით და დამატებით განმარტავს, რომ საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, მესაკუთრის უფლებაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრის უფლება განიცდის კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, უფლების დაცვის თვალსაზრისით კანონმდებელი არ ზღუდავს მესაკუთრეს თავისი უფლების დასაცავად და ნებას რთავს, შეუზღუდავად იდავოს მაშინ, როცა იგი თავის უფლებას დარღვეულად მიიჩნევს. ხანდაზმულობა მხოლოდ მოთხოვნებზე ვრცელდება, ხოლო აბსოლუტური უფლებების დაცვა ხანდაზმულობის საფუძვლით უარყოფილი ვერ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ნორმა არ უთითებს საკუთრების უფლების უვადო დაცვაზე, სასამართლო პრაქტიკა ამ უფლების ვინდიკაციური და ნეგატორული სარჩელებით დაცვაზე ხანდაზმულობას, საკუთრების უფლების აბსოლუტური ბუნებიდან გამომდინარე, არ ავრცელებს. სასამართლო პრაქტიკით, ხანდაზმულობის საგანი არის ფარდობითი უფლება და არა აბსოლუტური უფლება, შესაბამისად, აბსოლუტურ უფლებაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება, ამდენად არსებულ შედავებასთან მიმართებით სასამართლო დამატებით მსჯელობის განვითარებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს, რადგანაც კონკრეტული სადავო საგანი არ ექვემდებარება მისი აბსოლიტური ბუნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადას და აღნიშნული შედავება არ იწვევს მოთხოვნის განხორციელების შეფერხებას.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნისაგან (სუსგ, საქმე Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.). კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ა---------–--------ემ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება, რაც წარმოშობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 3 000 ლარი (ტ.1, ს.ფ. 28), ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 29)

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის ანაზღაურება. ამასთანავე, ა---------–------ის მიერ გაღებულია წარმომადგენლის დახმარებისათვის ხარჯი, შესაბამისად დავის საგნის მოცულობის და სირთულის გათვალისწინებით ვ---------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 1 000 ლარის ფარგლებში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განჩინებით, ა---------–------ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ვ---------–--ეს აეკრძალა სს „დ----------------------–ში“ (ს/ნ 2--------) მის სახელზე არსებულ აქციათაგან 47.43%-ის (64 300 ცალი აქცია) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

სსსკ-ის 1991-ე მუხლით რეგულირებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის შესაბამისად - გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბედი და დადგენილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, არ არსებობს ამ საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა---------–------ის სარჩელი ვ---------–--ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

2. ა---------–------ე ცნობილი იქნეს სს ,,დ-------- ა----------ლის’’ აქციონერ ვ---------–--ის სახელზე რიცხული 104 074 აქციიდან 64 300 აქციის მესაკუთრედ;

 

3. ვ---------–--ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 3 000 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი ბაჟის 50 ლარის და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 1 000 ლარის გადახდა ა---------–------ის სასარგებლოდ;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე