განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/774-18 (№041190718005)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 მარტი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძის
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- გ----------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ-- გ-----
მამის სახელი: ა-------
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე (პირობითი მსჯავრი)
მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ბ--–-------ის N2--
ადვოკატი: ი-----–- შ-----–--
სხდომის სახე - ღია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის ივლისის თვის დასაწყისში, ზუსტი თარიღი დაუდგენელ--, ქუთაისში, გ--- ხ-------–-ს ქუჩა N--ში არსებულ საცხოვრებელ სახლში გ-- გ-----მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ-----–- შ---------ს ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც მ-----–- შ---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 19 ივლისს დაახლოებით 16:00 საათზე ქუთაისში გ--- ხ-------–-ს ქ. N--ში არსებულ საცხოვრებელ სახლში გ-- გ-----მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ-----–- შ---------ს ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელი მოკიდა კისრის არეში, მეორე ხელით მოუღერა დანა და დაემუქრა მოკვლით, რის შედეგადაც მ-----–- შ---------ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლ--ნი შიში.
2. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 19 ივლისს დაახლოებით 16:00 საათზე ქუთაისში გ--- ხ-------–-ს ქ. N--ში არსებულ საცხოვრებელ სახლში გ-- გ-----მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ-----–- შ---------ს ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელი მოკიდა კისრის არეში, მეორე ხელით მოუღერა დანა და დაემუქრა მოკვლით, რის შედეგადაც მ-----–- შ---------ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლ--ნი შიში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება გ-- გ-----ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ-- გ-----ს ბრალეულობას მითითებულ ეპიზოდში.
3. საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ჩვენება მისცა ს-----–--- ა---–---მ და განმარტა, რომ მუშაობს ქ. ქუთაისის ა-------–---–--------------–-----------------------------–--------–---–------ პოზიციაზე, სადაც ყავს თანამშრომელი მ-----–- შ---------. 2018 წლის 19 ივლისს როდესაც მ-----–- შ--------- სამსახურში მივიდა თანამშრომლებმა დაურეკეს მას და უთხრეს, რომ მ-----–- ცუდად იყო. სამსახურთან ახლოს ცხოვრობს და მაშინვე მივიდა, იქ მისულს დახვდა ცუდად მყოფი მ-----–- შ---------, აღნიშნულის გამო გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. მ-----–- შ---------მ მას უთხრა, რომ კამათი მოუვიდა მეუღლესთან, რომელიც დაემუქრა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ჩვენება მისცა ლ-- შ---------მ რომელმაც განმარტა, რომ დაზარალებული მ-----–- შ--------- არის მისი და, ხოლო გ-- გ----- სიძე. 2018 წლის 19 ივლისს იყო სახლში, სადაც გ--მ მის დას მ-----–- შ----------ს უმიზეზოდ დანა მოუღერა, მისი დაჭრა უნდოდა, დანა სახეზე დაადო. მოწმემ დაადასტურა გამოძიებისას მიცემული ჩვენება, სადაც აღნიშნა, რომ 2018 წლის 19 ივლისს დღის მეორენახევარში გ--მ ისევ დაუწყო ლანძღვა-გინება მ-----–-ს. მოულოდნელად გ--მ სამზარეულოს მაგიდიდან აიღო დანა, მივიდა მის დასთან ახლოს, ერთი ხელი მოკიდა კისერში, მეორე ხელით კი კისერში მიუშვირა დანა, დაემუქრა მოკვლით, იძახდა მოგკლავო და აგინებდა დედის მისამართით. მან გ--ს დაუყვირა, რომ არ დაერტყა დანა მ-----–-სათვის და წავიდა მისი მიმართულებით, გ--მ დანა დააგდო ძირს. თავად დანა აიღო და დადო მაგიდაზე, რის შემდეგ მისი და წავიდა სამსახურში. ივლისის თვის დასაწყისში ზუსტი თარიღი არ ახსოვს, თავად, მ-----–-, დედა და გ-- იყვნენ სახლში. გ--მ მ-----–-ს დაუწყო ჩხუბი ეჭვიანობის გამო, მ-----–-ს ყვირილზე შევიდა ოთახში სადაც მისი და ტიროდა და უთხრა, რომ გ--მ სახეში ძლიერად დაარტყა ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ჩვენება მისცა ლ------ შ---------მ, რომელმაც განმარტა, რომ დაზარალებული მ-----–- შ--------- არის მისი შვილი, ხოლო გ-- გ----- სიძე, თუმცა ის არ მოსწონს. უფროსმა ქალიშვილმა ლ--მ შ---------მ მოუყვა იმის შესახებ, რომ გ-- გ-----მ მ-----–- შ---------ს დანა მოუღერა, თავად ფაქტი არ დაუნახავს, რადგან გარეთ იყო გასული და შვილიშვილს ეთამაშებოდა. მოწმემ განმარტა, რომ გ-- გ----- არის ეჭვიანი და მ-----–-ს ხშირად სცემდა. თავად შეესწრო ცემის ფაქტს 2018 წლის ზაფხულში, როდესაც გ-- გ----- მ-----–- შ---------ს ბეჭებში სცემდა, მან გაშველება სცადა, რის გამოც გ--მ ის სასიკვდილოდ გაიმეტა, დანა მოუღერა, რის შემდეგ ლ------ შ---------მ დასახმარებლად მეზობლებს მიმართა.
გ------- გ--------ის სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-----------–-----------–---ში. მისი განმარტებით 2018 წლის 19 ივლისს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად ქალაქ ქუთაისში, ხ-------–-ს ქუჩა N--ში მ-----–- შ---------ს მიმართ ძალადობდა მისი მეუღლე გ-- გ----- და ასევე დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის ხელყოფით. აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდგომ დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-----------–------------–--ის თანამშრომლების მიერ გ-- გ----- დაკავებულ იქნა ადგილზე. მის მიერ ჩატარდა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: დაკითხა დაზარალებული მ-----–- შ---------, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი ქ. ქუთაისში, გ-------– ხ-------–-ს N--ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, დათვალიერებას ესწრებოდა მ-----–- შ---------ც, რომელმაც გამომძიებლებს მიუთითა, რომ შენობის პირველ სართულზე მდებარე მეორე ოთახის მაგიდაზე იყო დანა, რომლითაც მისი მეუღლე გ-- გ----- დაემუქრა, რის შედეგად მ-----–- შ---------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში, ამის შემდგომ ამოღებულ იქნა თეთრი ფერის პლასტმასის სახელურიანი დანა, ვერცხლისფერი ბასრი მჭრელი პირით, აღნიშნული დანა შესაბამისი წესით დაილუქა ექსპერტების მიერ და გაკეთდა ხელმოწერები. ასევე მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა: ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-----------–------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა გ--- ხ----–--ემ და გ------- ტ------ემ, ექსპერტმა ა---- გ-------მ დაადასტურეს გ-- გ-----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
დაზარალებულმა მ-----–- შ---------მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მეუღლე.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა გ-- გ-----მ განმარტა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. მოწმეებმა ლ-- შ---------მ და ლ------ შ---------მ არასწორი ჩვენება მისცეს სასამართლოს, ვინაიდან მათ აქვთ ინტერესი, რომ გ-- გ----- იყოს პატიმრობაში, ინტერესის საფუძველ-- ის გარემოება, რომ გ-- გ----- მათ მიმართ ფლობს ინფორმაციას, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს ამ პირებს.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ირკვევა, რომ: 2018 წლის 19 ივლისს, ქალაქ ქუთაისში გ--- ხ-------–-ს ქუჩა N--ში მ-----–- შ---------ს მისმა მეუღლემ გ-- გ-----მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა დანით.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად: 2018 წლის 19 ივლისს 18:31 საათზე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-----------–-----------–---ში 112-ის მეშვეობით შევიდა შეტყობინება, რომ ს-----–--- ა---–---მ გამოიძახა სამედიცინო დახმარება, ვინაიდან დაზარალებულ მ-----–- შ---------ს ქმარმა სცემა.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად: 2018 წლის 19 ივლისს 19:22 საათზე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-----------–-----------–---ს, ქუთაისში, გ---–-–---–-ს ქუჩაზე ბ----------------------------------–----- მ-----–- შ---------მ ეკიპაჟს აცნობა, რომ დღეს, სახლში, ხ-------–-ს ქუჩა N--ში მეუღლე გ-- გ----- ეჭვიანობის ნიადაგზე გამოეკიდა დანით, აშინებს და ეჩხუბება.
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად: ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-----------–------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ--- ხ----–--ის მიერ 2018 წლის 19 ივლისს 21:05 საათზე ქ. ქუთაისში გ--- ხ-------–-ს N--ში განთავსებულ გ-- გ-----ს ფაქტობრივი საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2--------- წელს დაბადებული გ-- გ-----.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად: შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქუთაისში, გ-------– ხ-------–-ს N--ში, სადაც გზის სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა მხარეს. მ-----–- შ---------მ დათვალიერების მიმდინარეობისას განმარტა, რომ სახლის პირველ სართულზე არსებულ ოთახში მიმდინარე წლის 19 ივლისს მისმა მეუღლემ გ-- გ-----მ სამზარეულოს დანის მეშვეობით დაემუქრა მოკვლით და აღნიშნული დანა დევს პირველ სართულზე ოთახში არსებულ მაგიდაზე. მეორე ოთახში დგას მაგიდა, რომელზეც დევს თეთრი ფერის პლასტმასის სახელურიანი დანა ვერცხლისფერი ბასრი პირით, რომელზეც მ-----–- შ---------მ განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული დანის მუქარით დაემუქრა მისი მეუღლე მოკვლით მიმდინარე წლის 19 ივლისს. დათვალიერების მიმდინარეობისას ამოღებულ იქნა მ-----–- შ---------ს მიერ მითითებული დანა.
სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას გამოკვლეული იქნა ნივთიერი მტკიცებულება - დანა.
4. წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილ-- ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულ-- ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგ--ნი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელ--, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა გ-- გ-----ს მიერ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ გ-- გ-----მ 2018 წლის ივლისის თვის დასაწყისში მეუღლის მ-----–- შ----------ს მიმართ განახორციელა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
რაც შეეხება მოწმეების ჩვენებებს, სასამართლო უთითებს, რომ მოწმე ლ-- შ---------მ დაადასტურა მის მიერ გამოძიებისას მიცემული ჩვენება სადაც განმარტა, რომ 2018 წლის ივლისის თვის დასაწყისში გაიგო მისი დის ყვირილი, როდესაც შევიდა ოთახში მ-----–- შ---------- ტიროდა და განუმარტა, რომ გ-- გ-----მ მას სახეში ძლიერად დაარტყა ხელი. მოწმე გ------- გ--------ე გამომძიებელ--, რომელიც ასევე არ არის ფაქტის თვითმხილველი. სასამართლო უთითებს, რომ აღნიშნული მოწმეები ავრცელებენ იმ დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელსაც სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია და ფიცის ქვეშ არ დაუდასტურებია ამ ინფორმაციის სინამდვილე. ამდენად, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ისინი წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ლ------ შ---------ს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა მოწმემ განაცხადა, რომ შეესწრო გ-- გ-----ს მიერ მ-----–- შ---------ს მიმართ განხორციელებულ ძალადობას, მის მიერ გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები არ არის შემხებლობაში გ-- გ-----ს მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან. კერძოდ, მოწმემ განმარტა, რომ შეესწრო ცემის ფაქტს 2018 წლის ზაფხულში, როდესაც გ-- გ----- მ-----–- შ---------ს ბეჭებში სცემდა, გაშველება სცადა, რის გამოც გ-- გ-----მ ის სასიკვდილოდ გაიმეტა, დანა მოუღერა, რის შემდეგ ლ------ შ---------მ დასახმარებლად მეზობლებს მიმართა.
გარდა ზემოაღნიშნულისა სასამართლო ასევე უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება ოჯახში ძალადობის შემადგენლობისთვის აუცილებელი ელემენტი, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გ-- გ-----ს მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას მ-----–- შ---------ს მიმართ განხორციელებულ ძალადობის ეპიზოდში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი მოიცავს ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, დანაშაულის შემადგენლობისათვის სიცოცხლის მოსპობის ვერბალური ფორმით გამოხატულ მუქარასთან ერთად აუცილებელ-- იმის დადგენაც, რომ მუქარის ობიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.
მოცემულ შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რომ დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება მის მიმართ განხორციელებული მუქარისა და განცდილი მუქარის განხორციელების რეალური შიშის შესახებ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებების ერთობლიობით სრულად დასტურდება ამ ნაწილში წარდგენილი ბრალდება. კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა თვითმხილველმა მოწმე ლ-- შ---------მ განმარტა, რომ 2018 წლის 19 ივლისს იყო სახლში, სადაც გ--მ მის დას მ-----–- შ----------ს უმიზეზოდ დანა მოუღერა, მისი დაჭრა უნდოდა, დანა სახეზე დაადო. მოწმემ დაადასტურა გამოძიებისას მიცემული ჩვენება, სადაც აღნიშნა, რომ 2018 წლის 19 ივლისს დღის მეორე ნახევარში გ--მ ისევ დაუწყო ლანძღვა-გინება მ-----–-ს, მოულოდნელად სამზარეულოს მაგიდიდან აიღო დანა, მივიდა მის დასთან ახლოს, ერთი ხელი მოკიდა კისერში, მეორე ხელით კი კისერში მიუშვირა დანა, დაემუქრა მოკვლით, იძახდა მოგკლავო და აგინებდა დედის მისამართით. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ს-----–--- ა---–---მ განმარტა, რომ მ-----–- შ---------მ მას განუმარტა, რომ დაემუქრა მისი მეუღლე, რის გამოც სამსახურში გახდა ცუდად და გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა გ------- გ--------ემ დაკითხვისას აჩვენა, რომ მან გამოკითხა მ-----–- შ---------, რომელმაც განმარტა, რომ მისი მეუღლე გ-- გ----- დაემუქრა, რაც აღიქვა რეალურად და შეეშინდა. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ლ------ შ---------მ ასევე განმარტა, რომ ლ-- შ---------საგან და მ-----–- შ---------საგან გაიგო, რომ გ-- გ-----მ მ-----–- შ---------ს მოუღერა დანა და დაემუქრა. საქმეში ასევე წარმოდგენილ-- ნივთმტკიცება დანა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მ-----–- შ---------ს მითითებით იქნა ამოღებული. მისი განმარტებით, სწორედ აღნიშნული დანით დაემუქრა მოკვლით მეუღლე გ-- გ-----.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მ-----–- შ---------მ რეალურად აღიქვა გ-- გ-----ს მიერ განხორციელებული მუქარა, აღნიშნულს ადასტურებს, მოწმე ს-----–--- ა---–--ს ჩვენება, რომელმაც გადმოსცა მ-----–- შ---------ს ემოციური მდგომარეობა და განმარტა, რომ სწორედ მეუღლესთან კონფლიქტისა და მის მიერ მუქარის განხორციელების გამო, საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა გ------- გ--------ემ ასევე დაადასტურა, რომ მ-----–- შ---------მ გამოკითხვისას განმარტა, რომ შეეშინდა გ-- გ-----ს მიერ განხორციელებული მუქარის.
სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულ გ-- გ-----ს ჩვენებას იმის თაობაზე, რომ ლ-- შ--------- და ლ------ შ--------- არიან დაინტერესებული პირები, რომელთაც სურთ გ-- გ-----ს პატიმრობაში ყოფნა. სასამართლო უთითებს, რომ არც ლ-- შ---------ს და არც ლ------ შ---------ს დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოსათვის არ მიუმართავთ, იმ შემთხვევაში თუ მათ გ-- გ-----ს პატიმრობაში ყოფნის მიზანი ამოძრავებდათ ყველაზე მცირე - შეტყობინებით მიმართავდნენ შესაბამის ორგანოს დანაშაულის თაობაზე.
შესაბამისად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა გ-- გ-----მ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
ამდენად, გ-- გ----- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ და დაენიშნოს სამართლ--ნი სასჯელი.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-- გ-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ახალი განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლ--ნობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლ--ნობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლ--ნობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება ადეკვატური. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად გ-- გ-----ს მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საპატიმრო სასჯელი, ვინაიდან არასაპატიმრო სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, არაადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-- გ-----ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საპატიმრო სასჯელი 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია როგორც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან, ისე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებასთან და ხსენებულ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ რეკომენდაციებთან (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური რეაგირების განუხორციელებლობა. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 მარტის განაჩენით გ-- გ----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად 3 (სამი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 2 აგვისტოს N0719450 ცნობით გ-- გ----- დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 2 აგვისტოს N03/17- 1558 გადაწყვეტილების საფუძველზე პირობით ვადამდე გათავისუფლდა 3 (სამი) თვითა და 20 (ოცი) დღით ადრე, 2017 წლის 2 აგვისტოს. ამდენად, არსებობს გ-- გ-----ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ-- გ----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ-- გ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს და აღსრულდეს გ-- გ-----ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, გ-- გ-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ-- გ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
გ-- გ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 19 ივლისიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებად ცნობილი:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-----------–-----------–---ში - განადგურდეს.
ორი ცალი CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილ-- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, რაც ერთვის საქმეს, შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური