განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/832-18 (N0-----------)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 აპრილი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით ა--–--ე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------- ტ---–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ----ი ლ----ის ძე ვ-–-----ე - დაბადებული 1--- წლის 1- ა--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ვანის რაიონი, სოფელი უ------;
ადვოკატი - ა-–---------- თ-----–-–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 160-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დისპოზიცია: ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოწვია, არაერთგზის.
სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა რომელიც არღვევს ბინის და სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
2. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 6 ა--------ს ქუთაისში, ი--- ა--–--ის გამზირი N1----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ბ----ი ვ-–-----ემ მ------ კ---–--ეს ხელი დაარტყა ორჯერ თავის არეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 6 ა--------ს ქუთაისში, ი--- ა--–--ის გამზირი N1----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ბ----ი ვ-–-----ე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ------ კ---–--ეს, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 6 ა--------ს ქუთაისში, ი--- ა--–--ის გამზირი N1-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ბ----ი ვ-–-----ემ ყოფილ მეუღლეს ი----------ეს დანა დაუსვა მარცხენა ხელის და ლოყის არეში და მოქაჩა თმებში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური სახის ტკივილი. 2018 წლის მაისის თვიდან 2018 წლის 6 ა--------ს ჩათვლით ბ----ი ვ-–-----ე ყოფილ მეუღლეს ი----------ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.
2018 წლის 6 ა--------ს ქუთაისში, ი--- ა--–--ის გამზირი N1-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ბ----ი ვ-–-----ე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს ი----------ეს, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 6 ა--------ს ბ----ი ვ-–-----ემ მფლობელის (ი----------ის) ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, ი--- ა--–--ის გამზირი N1-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულით ბრალდებულმა დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ ი----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბ---- ვ-–-----ე არის მისი ყოფილი მეუღლე, რომელთანაც განქორწინდა 201- წელს. განქორწინების შემდეგ ბ---- ვ-–-----ე მასთან არ წყვეტდა ურთიერთობას და ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას, მის მიმართ არაერთხელ იქნა გამოცემული შემაკავებელი ორდერი, თუმცა ორდერის ვადის გასვლის შემდეგ ისევ აგრძელებდა დაზარალებულზე ზემოქმედებას. ვერანაირმა დამსჯელობითმა ღონისძიებამ მასზე ვერ იქონია შემაკავებელი ეფექტი. მოიხადა სასჯელიც და გათავისუფლების შემდეგ კვლავ მიაკითხა დაზარალებულს, დასდევდა, უთვალთვალებდა, არ აძლევდა ნორმალურად გადაადგილების საშუალებას, ურეკავდა ტელეფონზე განუწყვეტლად, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, დაზარალებული განიცდიდა მუდმივ შიშსა და ფსიქოლოგიურ ტანჯვას. 2018 წლის 6 ა--------ს ბ---- ვ-–-----ე ურეკავდა ბავშვთან დაკავშირებით, სად იყო ბავშვი და ტელეფონი რატომ არ ქონდა თან, საღამო ხანს კი მიაკითხა სამსახურში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც ის დაცვამ გაიყვანა. სამსახურის შემდეგ, როდესაც დაზარალებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაბრუნდა, კარი საკუთარი გასაღებით გააღო და სახლში დახვდა ბ---- ვ-–-----ე, ხელში სამზარეულოს დანა ეჭირა, შეშინებულმა დაიწყო კივილი, რაზეც ბ---- ვ-–-----ემ თმებში ჩაავლო ხელი და უყვიროდა გაჩუმებულიყო, თორემ მოკლავდა, დაუსხლტა ხელიდან და გაიქცა აივნისაკენ, რა დროსაც ის წვდა მაისურში და შემოახია, წაიქცა აივანზე, ბრალდებული კი დანით დაახტა თავზე, დანის წვერს სახესა და ხელებზე უსვამდა და ემუქრებოდა მოკვლით, კივილის ხმაზე ეზოში შეგროვდა ხალხი და დარეკეს 112-ში. დაზარალებულის განმარტებით ბ---- ვ-–-----ის მიერ მისთვის მიყენებული შეურაცხყოფები, განცდები და შიშები იყო რეალური, აბსოლუტურად ნამდვილი და მასში იწვევდა განუზომელ ტანჯვასა და შიშს - შიშს ფიზიკური განადგურებისას. დაზარალებულის განმარტებით თუ საიდან მოხვდა გასაღები ბრალდებულის ხელში არ იცის, ვარაუდობს, რომ ბრალდებულის მიერ მოხდა გამრავლება. პოლიციისა და ექსპერტების მისვლის შემდეგ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, ამოღებული და დალუქული იქნა ნივთები, ასევე მისი თმა. ის პირადად ეცნობოდა საგამოძიებო მოქმედებების ოქმებს და აკეთებდა ხელმოწერებს. დაზარალებულმა სასამართლოს მიმართა, რომ ის თავს გრძნობს დაუცველად, იმყოფება ყოველწუთიერ საფრთხეში და ითხოვს გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნეს მისი აღნიშნული მდგომარეობა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა მ------ კ---–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 6 ა--------ს საღამოს საათებში იმყოფებოდა პირად საქმეზე საჯარო რეესტრში, რა დროსაც ახლდა მისი ყოფილი თანამშრომელი, რომელიც დატოვა სახლში და საკუთარი ავტომანქანით გაემართა თავის ბინის მიმართულებით, ი--- ა--–--ის ქუჩაზე კუთხის ბინასთან დაინახა ხალხმრავლობა, ხალხი იყურებოდა კორპუსის აივნისკენ, მანაც აიხედა და დაინახა ბ---- ვ-–-----ე, რომელსაც ხელში ეჭირა დანა და ყოფილ ცოლს ყელზე აბჯენდა. მოწმემ განმარტა, რომ ბ---- ვ-–-----ეს და ი----------ეს იცნობს დიდი ხანია, იცნობს ბ---- ვ-–-----ის მიერ არაერთხელ განხორცილებული ძალადობის გამო, ადრე მუშაობდა უბნის ინსპექტორად და ხშირი იყო ბ---- ვ-–-----ის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტები და გამოძახებები აღნიშნულ პირთან. მოწმემ მაშინვე დაურეკა მის ყოფილ უფროსს, აცნობა ფაქტის შესახებ, მოვიდა პოლიციაც, რადგან იქ თავშეყრილ ადამიანებს უკვე დარეკილი ქონდათ 112-ზე. ბ---- ვ-–-----ე დანით, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ი----------ეს, თან ცდილობდა აივნიდან შეეყვანა ბინაში, დაზარალებული კი ითხოვდა შველას. მ------ კ---–--ე ამ სურათის დანახვისთანავე შევიდა სადარბაზოში, რათა ბ---- ვ-–-----ე არ მიმალულიყო. ის შევიდა თუ არა სადარბაზოში კიბიდან ჩამორბოდა ბ---- ვ-–-----ე, რა დროსაც მოწმემ დაუძახა, რომ მ------ კ---–--ე იყო, ,,მ------ კ---–--ე რომ ხარ შენი დედაცო...“ ამ სიტყვებისთანავე დაარტყა ხელი თავის არეში, მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო გასაშლელი დანა, რა დროსაც დაზარალებული შეეცადა მისთვის დანის წართმევას, დანის წართმევისას ხელიც გაეჭრა. ბ----ი ვ-–-----ე დანას უქნევდა გულ-მკერდის არეში, თან ემუქრებოდა ოჯახის დაწიოკებით და მცირეწლოვანი შვილის მოკვლით. მ------ კ---–--ის მიერ მოხდა ბ---- ვ-–-----ისათვის დანის წართმევა, რის შემდეგაც ის ფიზიკურად შებოჭა, რა დროსაც ბ---- ვ-–-----ე უწევდა წინააღმდეგობას, თავად დაელოდა დახმარებას, როცა მივიდა პოლიცია ბრალდებული გადასცა. რაც შეეხება მუქარას, ბ---- ვ-–-----ის წარსულიდან გამომდინარე, ვინაიდან სხვადასხვა დანაშაულისათვის ნასამართლევია, არაერთხელაა მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, მუქარა რეალურად აღიქვა. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ეცვა მომწვანო ფერის პერანგი, რომელზეც აწყდა ფოლაქები, ბ---- ვ-–-----ისთვის დანის წართმევისა და წინააღმდეგობის გაწევისას, აგრეთვე ყელზე ეკიდა ოქროს ძეწკვი, რომელიც ჩამოწყვიტა და კისერი ჩაუჭრა. ხელზე დღემდე აქვს დანით მიყენებული შრამი, რომელიც ბ---- ვ-–-----ისთვის დანის წართმევისას მიიღო.
მოწმე ნ---- ბ----------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 06 ა--------ს იმყოფებოდა სამსახურში. საღამოს 18:30 საათზე დაასრულა მუშაობა, რა დროსაც გაიგონა ქუჩიდან ქალის კივილის ხმა, რომელიც ითხოვდა შველას, რის გამოც გამოვიდა გარეთ და დაინახა, რომ მისი სამსახურის გვერდით განთავსებული საცხოვრებელი კორპუსის წინამდებარე ტერიტორიაზე ხალხი იყო შეკრებილი, რომლებიც იყურებოდნენ კორპუსის მაღლა სართულისაკენ, მიუახლოვდა მათ რა დროსაც კორპუსის მეოთხე სართულის აივანზე დაინახა ქალბატონი, რომელიც იყო ძალიან აღელვებული და ყვიროდა მიშველეთო. მას ხელში ეჭირა ტელეფონი, ხალხმა თქვა, რომ პოლიცია უკვე გამოძახებული იყო. როგორც იქ მყოფმა მოქალაქეებმა მას განუმარტეს, ქალბატონს ვიღაც მამაკაცი სცემდა აივანზე, მას პირადად მამაკაცი არ დაუნახავს, ცოტა ხანში ქალბატონი შევიდა ბინაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–--ის დ-----------------–--–--------------– დ--- ფ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 ა--------ს, პ---–-–-------------------–--აში მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადნენ ქ. ქუთაისში ი-----–- ა--–--ის ქუჩაზე, სადაც ქალბატონი ი----------ე ითხოვდა დახმარებას, რომ ყოფილი მეუღლე დახვდა მის საცხოვრებელ სახლში დანით და აყენებდა შეურაცხყოფას. საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში ერთ-ერთ პიროვნებას მეორე მამაკაცი ყავდა შებოჭილ მდგომარეობაში, როგორც შემდგომში გაირკვა მ------ კ---–--ეს შებოჭილი ყავდა ბ---- ვ-–-----ე, რომელმაც ყოფილ მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ემუქრებოდა მ------ კ---–--ესაც. აღნიშნულის შემდეგ მოხდა ბ---- ვ-–-----ის დაკავება ყველა პროცედურის დაცვით, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა ორი ცალი გასაღები, რაც დაილუქა შესაბამისი წესით. ბრალდებული გაეცნო მის მიმართ ნაწარმოებ ყველა საგამოძიებო დოკუმენტს, თუმცა ხელმოწერაზე უარი განაცხადა. მოწმის განმარტებით ბ---- ვ-–-----ეს ეტყობოდა ალკოჰოლური თრობა, თუმცა მათ წინააღმდეგ არანაირ კანონსაწინააღმდეგო ქცევას არ გამოხატავდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მხოლოდ მ------ კ---–--ეს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პ---–-–-------------------–--ის ინსპექტორის გ--- ს---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 ა--------ს, შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ ქ. ქუთაისში ი--- ა--–--ის ქუჩა N1--ში მდებარე მისამართზე, სადაც დაზარალებული ი----------ე ითხოვდა დახმარებას. სადარბაზოში მათ დახვდათ იატაკზე დაწოლილი ორი პიროვნება ერთ-ერთი ბ---- ვ-–-----ე, ხოლო მეორე მ------ კ---–--ე, რომელმაც ოჯახური ძალადობის ფაქტის გამო მოახდინა ბ---- ვ-–-----ის შებოჭვა, ვინაიდან ის მეუღლეს დაესხა თავს დანით და ემუქრებოდა. დააკავეს ბ---- ვ-–-----ე, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, ამოღებულ იქნა ორი ცალი გასაღები, რაც ასახული იქნა შესაბამის საგამოძიებო ოქმში.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ, პ---–-–------------------–--ის დ-----------------–--–--------------–მა გ------- მ---------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 6 ა--------ს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მის მიერ გამოკითხულ იქნა მოწმე მ------ კ---–--ე, რომელმაც განმარტა, რომ იცნობდა დაზარალებულ ი----------ეს და მის მეუღლეს ბ---- ვ-–-----ეს 2011 წლიდან, როდესაც მუშაობდა დაცვის პოლიციაში და იცავდა ოქროს ბირჟას, სადაც სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა ი----------ე, ხოლო აღნიშნულის მერე ის შეესწრო ბ---- ვ-–-----ის მიერ განხორციელებულ ოჯახური ძალადობის ფაქტს ი----------ის მიმართ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მან მ------ კ---–--ისგან ამოიღო პერანგი, რომელსაც არ ჰქონდა ფოლაქები და აღენიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქები, ასევე თეთრტარიანი დანა, რომელიც მ------ კ---–--ის განმარტებით ეკუთვნოდა ბ----ი ვ-–-----ეს და დაპირსპირების დროს მოახერხა მისი წართმევა. ნივთები ამოღებული და დალუქული იქნა კანონის შესაბამისად.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-----------–------------–--ის დ-----------------–--–-------------–ის ლ---- შ--–--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, კერძოდ 2018 წლის 6 ა--------ს, ქუთაისში, ი--- ა--–--ის ქუჩაზე შემთხვევის ადგილზე მისულებს დახვდათ დაზარალებული ი----------ე და განუმარტა, რომ სახლში დაბრუნებულს დახვდა მისი ყოფილი მეუღლე ბ---- ვ-–-----ე, რომელსაც ხელში ეჭირა დანა. დაზარალებული შეშინებული გაიქცა აივნისკენ, რა დროსაც მას ბრალდებული წვდა თმაში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა დაზარალებულის თმა, აგრეთვე ი----------ის მაისური, რომელიც ეცვა შემთხვევის დროს და შემოახია ბ---- ვ-–-----ემ. დაზარალებული უთითებდა, რომ სახლის კარი იყო დაკეტილი და თავისივე გასაღებით გააღო, ამოიღეს კარის საკეტი და სამზარეულოს დანა, რომლითაც დაზარალებულის განმარტებით მას ბ---- ვ-–-----ე ემუქრებოდა. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონის შესაბამისად.
გამოძიების დაწყების ბარათით, ფორმა N1 დადგენილია, რომ 2018 წლის 6 ა--------ს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ქ. ქუთაისში ი--- ა--–--ის გამზირი N1----ში, ი----------ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.
საქმეში წარმოდგენილი დანაშაულის შესახებ შეტყობინების N1------ თანახმად ირკვევა, რომ შეტყობინების ინიციატორია ი----------ე, რომელმაც განმარტა, რომ ყოფილი მეუღლე სახლში დახვდა დანით.
06.08.2018 წლის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ი--- ა--–--ის გამზირი N1----ის სადარბაზოში, დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელ დ--- ფ--------ის მიერ დაკავებულ იქნა ბ----ი ვ-–-----ე, რომელსაც პირადი ჩხრეკის შედეგად შარვლის ჯიბიდან ამოუღეს 2 ცალი მოყვითალო ფერის, სხვადასხვა ფორმის გასაღები, ერთ-ერთს აქვს შავი ფერის პლასტმასის სახელური.
06.08.2018 წლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ დათვალიერებულ იქნა ქ. ქუთაისში ი--- ა--–--ის N 1-------ში ი----------ის საცხოვრებელი სახლი რა დროსაც ამოღებული იქნა: შესასვლელში იატაკზე აღმოჩენილი და ამოღებული იქნა თმის მაგვარი ღერები, ასევე სამზარეულოს მაგიდასთან იატაკზე აღმოჩენილი და ამოღებული იქნა თმის მაგვარი ღერები, რის შედეგადაც ისინი დაილუქა F--------- ნომრის პაკეტში (პაკეტიN1); დიდი ზომის სამზარეულოს დანა, წარწერით E-------, არის შავი მოვერცხლისფრო ზოლებში გაწყობილი, რომელიც ამოღებულ იქნა, მოთავსდა მუყაოს კოლოფში, რის შედეგადაც დაილუქა F-------- ნომრის პაკეტში (პაკეტიN2); მისაღებ ოთახში განთავსებულ სავარძელთან ამოღებულ იქნა მოვარდისფრო მაისური, დაზიანებულ მდგომარეობაში, მაისურს აქვს სხვადასხვა ფერის ასოებში წარწერა B------------------, მაისური მოთავსდა F-------- ნომრის პაკეტში და დაილუქა (პაკეტიN3); საცხოვრებელ ბინაში შესასვლელი კარის ზედა საკეტი მექანიზმი, რომელიც მის გასაღებთან ერთად დაილუქა F-------- ნომრის პაკეტში (პაკეტი N4). აღნიშნულის შემდეგ დათვალიერდა სადარბაზო, სადაც სადარბაზოს იატაკზე პირველ სართულზე აღმოჩენილი და ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქა, რომელიც საკონტროლო ნიმუშთან ერთად დაილუქა F-------- ნომრის პაკეტში (პაკეტიN5), იმავე სართულზე იატაკიდან ამოღებული იქნა მუქი ფერის სათვალე დაზიანებულ მდგომარეობაში, რომელიც მოთავსდა F-------- ნომრის პაკეტში და დაილუქა (პაკეტიN6). შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობა დასურათდა ექპერტების მიერ.
06.08.2018 წლის ამოღების ოქმით ირკვევა, რომ მოწმე მ------ კ---–--ისაგან ამოღებულ იქნა მისივე ტანთცმული მწვანე ფერის მოკლესახელოიანი პერანგი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, და მომძვრალი აქვს ზემოდან მესამე ღილი, მისივე განმარტებით მას აღნიშნული პერანგი ეცვა ბ---- ვ-–-----ესთან კონფლიქტის დროს და ასევე ამოღებულ იქნა მის მიერ წარმოდგენილი თეთრტარიანი გასაშლელი დანა, რომელიც მისივე განმარტებით აღნიშნული კონფლიქტის დროს ხელში ეჭირა ბ----ი ვ-–-----ეს და ემუქრებოდა სიცოცხლის ხელყოფით. წარმოდგენილი და ამოღებული მწვანე ფერის პერანგი და გასაშლელი დანა დაილუქა 2 პაკეტად N-------- ლუქის ბეჭდით.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები.
სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით 06.08.2018წ. 23:52სთ-ზე - 07.08.2018წ. 00:1- ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ------ კ---–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდ---ს, სისხლნაჟღენთებისა და სწორკიდეებიანი ჭრილობების სახით. დაზიანებები სწორკიდეებიანი ჭრილობების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით 07.08.2018წ. 00:25-00:40 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ი----------ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდ---ს, ნაკაწრებისა და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით 06.08.2018წ. 22:36-22:55სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ბ----ი ვ-–-----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების, სისხლნაჟღენთებისა და სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით. დაზიანება სწორკიდეებიანი ჭრილობების სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ექსპერტის დასკვნა N2--–- გამოსაკვლევად წარმოდგენილი: ქარხნული წესით დამზადებული ერთი ცალი სამეურნეო ტიპის დანა მიეკუთვნება მჩხვლეტავ- მჭრელი მოქმედების ცივ იარაღთა კატეგორიას. ქარხნული წესით დამზადებული ერთი ცალი ტურისტული ტიპის დასაკეცი დანა მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელი მოქმედების ცივ იარაღთა კატეგორიას.
ტრასოლოგიური ექსპერტის დასკვნა N2------- სისხლის სამართლის N0----------- ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი საკეტი მოწყობილობა შესაძლებელია გაღებული იყოს თავისი ან ანალოგიური წესით დამზადებული გასაღებებით. პაკეტ N1-ში არსებული მოყვითალო ფერის ლითონის გასაღები მოთავსებული იქნა პაკეტ N2-ში საკეტი მოწყობილობის განკუთვნილ ჭრილში და გადაბრუნდა მარჯვნივ და მარცხნივ, რაც განხორციელდა ნორმალურად შეფერხების გარეშე. მოყვითალო ფერის ლითონის გასაღებზე არსებულ ჭრილზე აღენიშნება მექანიკური დაზიანების კვალი ლითონის ნაჭდევების და ნაკაწრების სახით. გასაღები დამზადებულია კუსტარული წესით.
ამბულატორიული სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ი----------ის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ი----------ემ, ბ----ი ვ-–-----ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით - განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: გ------- გ-------–-–---–მა, გ------- შ--–-----მა, გ--- ხ-----ამ და თ-------- ფ---–---–--ამ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.
სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განაჩენით დადგენილია, რომ ბ----ი ვ-–-----ე გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.
პენიტენციური დეპარტამენტის მიერ გაცემული გათავისუფლების ცნობით დადგენილია, რომ ბ----ი ვ-–-----ე საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლა 2018 წლის 23 აპრილს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა ბ----ი ვ-–-----ემ განმარტა, რომ მის მიმართ დაზარალებულ მ------ კ---–--ეს გააჩნია პირადი ინტერესი, დიდი ხანია მას დასდევს და ცდილობს სხვდასხვა დანაშაულებებში მის მხილებას, ვინაიდან წარსულში მ------ კ---–--ე იყო პოლიციის თანამშრომელი და ყოველი მისი ოჯახური კონფლიქტის დროს იყო გამოძახებული პოლიციელი. 2018 წლის 6 ა--------ს ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებულმა განმარტა, რომ დილიდან ეძებდა მის შვილს ლ---- ვ-–-----ეს, რომელიც სპორტზე იყო წასული და შინ მისვლას იგვიანებდა, აღნიშნულის გამო რამდენჯერმე დაურეკა ყოფილ მეუღლეს ი----------ეს, რომელმაც უხეშად უპასუხა და შემდეგ საერთოდ აღარ პასუხობდა მის ზარებს, შემდეგ დაახლოებით ექვსი საათისათვის მიაკითხა ი----------ეს მის საცხოვრებელ სახლში, რადგან აინტერესებდა ბავშვის ამბავი, დააკაკუნა კარზე და კარი გაუღო ი----------ემ, ამის შემდეგ მაშინ როდესაც თვითონ აივანზე გავიდა გაიგონა თუ როგორ ურეკავდა მისი ყოფილი მეუღლე ვიღაცას და ეუბნებოდა ,,ჩქარა ქენი, ბ---- აქ არისო“ შესაბამისად თვითონაც დაინტერესდა თუ ვისთან ქონდა მის ყოფილ მეუღლეს სატელეფონო კავშირი და მოსთხოვა მისთვის ეჩვენებინა ტელეფონი, აღნიშნულზე კი ი----------ე გაიჭრა აივანზე და დაიწყო კივილი ,,მიშველეთო“ რაზეც თვითონ აფარებდა პირზე ხელს, შემდეგ შერცხვა და წამოვიდა ბინიდან, თუმცა სადარბაზოში მას შეეჩეხა მ------ კ---–--ე, რომელმაც დაუწყო ცემა, გამოიძახეს პოლიცია და დააკავეს იგი. ბრალდებულმა განმარტა, რომ თეთრტარიანი დანა მას არ ქონია, მისი არ არის და დანა, რომ ქონოდა და ი----------ის მოკვლა ნდომოდა, მას ვერავინ შეუშლიდა ხელს, არც აივანზე გასვლის საშუალებას მისცემდა. შესაბამისად ბრალდებულის განმარტებით ი----------ისა და მ------ კ---–--ის მიერ მიცემული ჩვენებები არ შეეფერება სინამდვილეს და მათი ინტერესია, რომ პასუხისგებაში მისცენ ბრალდებული.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედების ჩადენა არაერთგზის.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 6 ა--------ს ქუთაისში, ი--- ა--–--ის გამზირი N1-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ბ---- ვ-–-----ემ მეუღლეს ი----------ეს დანა დაუსვა მარცხენა ხელის და ლოყის არეში და მოქაჩა თმებში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური სახის ტკივილი.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ი----------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 6 ა--------ს სამსახურის შემდეგ, როდესაც დაბრუნდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კარი გასაღებით გააღო და სახლში დახვდა ბ----ი ვ-–-----ე, ხელში სამზარეულოს დანით. შეშინებულმა დაიწყო კივილი, რაზეც ბ---- ვ-–-----ემ თმებში ჩაავლო ხელი და უყვიროდა გაჩუმებულიყო, თორემ მოკლავდა. ი----------ე დაუსხლტა ხელიდან და გაიქცა აივნისაკენ, რა დროსაც ის წვდა მაისურში და შემოახია, დაზარალებული წაიქცა აივანზე, ბრალდებული კი დანით ,,დაახტა’’ თავზე, დანის წვერს სახესა და ხელებზე უსვამდა და ემუქრებოდა მოკვლით. დაზარალებულის გადმოცემით ბ----ი ვ-–-----ის მიერ განხორციელებული ქმედებებით განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულ ი----------ის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, რომლის შესაბამისად სამზარეულოს მაგიდასთან იატაკზე აღმოჩენილი და ამოღებული იქნა თმისმაგვარი ღერები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ასევე ამოღებული იქნა დიდი ზომის დანა, რომლითაც დაზარალებულის განმარტებით ბ----ი ვ-–-----ე ემუქრებოდა და სხეულზე სხვადასხვა ადგილას აყენებდა დაზიანებას. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მისაღებ ოთახში განთავსებულ სავარძელთან ასევე ამოღებულ იქნა ი----------ის მოვარდისფრო მაისური, დაზიანებულ მდგომარეობაში. დაზარალებულ ი----------ის ჩვენება ასევე სრულ შესაბამისობაშია საქმეში წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნასთან, რომლის თანახმად 07.08.2018წ. 00:25-00:40 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით ი----------ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდ---ს, ნაკაწრებისა და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. დაზარალებულ ი----------ის ჩვენებას ასევე ადასტურებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ნ---- ბ----------ისა და დაზარალებულ მ------ კ---–--ის ჩვენებები, რომელთა განმარტებით ქუთაისში, ი--- ა--–--ის გამზირი N1--ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან შეკრებილი იყო ხალხი, ვინაიდან აივანზე დაზარალებული კიოდა და ითხოვდა დახმარებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ----ი ვ-–-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ ბ----ი ვ-–-----ე 2018 წლის მაისის თვიდან 2018 წლის 6 ა--------ს ჩათვლით ყოფილ მეუღლეს მეუღლეს ი----------ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ი----------ემ განმარტა, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ბ----ი ვ-–-----ემ კვლავ მიაკითხა დაზარალებულს, დასდევდა, უთვალთვალებდა, არ აძლევდა ნორმალურად გადაადგილების საშუალებას, ურეკავდა ტელეფონზე განუწყვეტლად, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, დაზარალებული განიცდიდა მუდმივ შიშსა და ფსიქოლოგიურ ტანჯვას. დაზარალებულ ი----------ის ჩვენებას ადასტურებს ამბულატორიული სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ ი----------ე ბ----ი ვ-–-----ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით - განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულ ბ----ი ვ-–-----ის პოზიციას, რომ ი----------ე დაინტერესებულია, რადგან სურს ბ----ი ვ-–-----ის პატიმრობაში ყოფნა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები თანხვედრაშია დაზარალებულ ი----------ის მიერ გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა ი----------ემ ანალოგიურად აღწერა ფაქტორივი გარემოებები გამომძიებელთან გამოკითხვისას, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს და ექსპერტებთან შემოწმებისას.
სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ ბ----ი ვ-–-----ე წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის სუბიექტს. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიციისთვის აუცილებელია, რომ ქმედება განხორციელდეს ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: ყოფილი მეუღლე.
რაც შეეხება ქმედების ჩადენას არაერთგზის, საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, - დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
საქმეში წარმოდგენილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განაჩენით დადგენილია, რომ ბ----ი ვ-–-----ე გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით. პენიტენციური დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ ბ----ი ვ-–-----ე საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა 2018 წლის 23 აპრილს.
ამდენად, ვინაიდან ბ----ი ვ-–-----ეს დანაშაულის ჩადენის მომენტში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განაჩენისთვის დადგენილი ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, მისი მხრიდან ოჯახში ძალადობის არაერთგზის ჩადენა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, მუქარად ითვლება: „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. მაშასადამე, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ამასთან დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 6 ა--------ს ქუთაისში, ი--- ა--–--ის გამზირი N1-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ბ----ი ვ-–-----ე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს ი----------ეს, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, კერძოდ:
დაზარალებულმა ი----------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ როდესაც საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაბრუნდა და კარი გასაღებით გააღო, სახლში დახვდა ბ----ი ვ-–-----ე, სამზარეულოს დანით ხელში, შეშინებულმა დაიწყო კივილი, რაზეც ბ----ი ვ-–-----ემ თმებში ჩაავლო ხელი და უყვიროდა გაჩუმებულიყო, თორემ მოკლავდა. ი----------ე გაიქცა აივნისაკენ, წაიქცა აივანზე, ბრალდებული კი დანით ,,დაახტა’’ თავზე, დანის წვერს სახესა და ხელებზე უსვამდა და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, დაზარალებული კიოდა და ითხოვდა შველას. დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურად, მანვე განმარტა: ,,ამ დროს ვიფიქრე, რომ უკვე მკვდარი ვიყავი’’. დაზარალებულ ი----------ის ჩვენებასთან თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ მ------ კ---–--ისა და მოწმე ნ---- ბ----------ის ჩვენებები. დაზარალებულ მ------ კ---–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ აივანზე ბ---- ვ-–-----ე დანით ემუქრებოდა ი----------ეს სიცოცხლის მოსპობით, თან ცდილობდა მის აივნიდან ბინაში შეყვანას, დაზარალებული კი ითხოვდა შველას. მოწმე ნ---- ბ----------ემ დაკითხვისას ასევე დაადასტურა, რომ ი----------ე კიოდა და შველას ითხოვდა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ----ი ვ-–-----ემ ი----------ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც ი----------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლოს ასევე დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 6 ა--------ს ქუთაისში, ი--- ა--–--ის გამზირი N1----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ბ----ი ვ-–-----ე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ------ კ---–--ეს, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა მ------ კ---–--ემ განმარტა, რომ როდესაც შევიდა სადარბაზოში კიბიდან ჩამორბოდა ბ---- ვ-–-----ე, რომელმაც ვინაობა კითხა და როდესაც განუმარტა, რომ მ------ კ---–--ე იყო, სწორედ ამის გამო ბ----ი ვ-–-----ემ შეაგინა დედის მისამართით, მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო გასაშლელი დანა, რა დროსაც დაზარალებული შეეცადა მისთვის დანის წართმევას, დანის წართმევისას ხელიც გაეჭრა. ბ----ი ვ-–-----ე დანას უქნევდა გულ-მკერდის არეში, თან ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ოჯახის ,,დაწიოკებით’’ და მცირეწლოვანი შვილის მოკვლით. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ მუქარა აღიქვა რეალურად, ვინაიდან ბ----ი ვ-–-----ე წარსულში არაერთხელ ნასამართლევია და მის მიმარ არაერთი შემაკავებელი ორდერია გამოცემული ძალადობრივი ქმედების განხორციელებისათვს. საქმეში ასევე წარმოდგენილია ნივთმტკიცება დანა, რომლის გამოყენებითაც ბ----ი ვ-–-----ე მ------ კ---–--ეს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულ მ------ კ---–--ის ჩვენებასთან სრულ შესაბამისობაშია საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ მ------ კ---–--ეს მარჯვენა მტევნის მეორე თითის ძირითადი ფალანგის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის ორი ზედაპირული სწორკიდეებიანი ჭრილობები, ამავე მტევნის მესამე თითის ძირითადი ფალანგის უკანა ზედაპირზე და ამავე თითის შუა ფალანგის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის თითო ჭრილობა. დაზიანებები სწორკიდეებიანი ჭრილობების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, ბ----ი ვ-–-----ემ მ------ კ---–--ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია, ცემისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ცემაში ან სხვაგვარ ძალადობაში. ცემა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობის განხორციელებისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 6 ა--------ს ქუთაისში, ი--- ა--–--ის გამზირი N1----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ბ----ი ვ-–-----ემ მ------ კ---–--ეს ხელი დაარტყა ორჯერ თავის არეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა მ------ კ---–--ემ განმარტა, რომ როდესაც შევიდა სადარბაზოში კიბიდან ჩამორბოდა ბ---- ვ-–-----ე, რომელმაც ვინაობა კითხა და როდესაც განუმარტა, რომ მ------ კ---–--ე იყო, სწორედ ამის გამო ბ----ი ვ-–-----ემ შეაგინა დედის მისამართით და ამ სიტყვებისთანავე გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა თავის არეში, რა დროსაც იგრძნო ფიზიკური ტკივილი. მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო გასაშლელი დანა და უქნევდა გულ-მკერდის არეში, თან ემუქრებოდა ოჯახის ,,დაწიოკებით’’ და მცირეწლოვანი შვილის მოკვლით. მ------ კ---–--ემ ბ----ი ვ-–-----ეს წაართვა დანა, რის შემდეგაც ის ფიზიკურად შებოჭა, რა დროსაც ბ----ი ვ-–-----ე უწევდა წინააღმდეგობას და მიიღო დაზიანება. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე დ--- ფ--------ემ განმარტა, რომ როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ მ------ კ---–--ეს შებოჭილი ყავდა ბ----ი ვ-–-----ე, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულს. დაზარალებულ მ------ კ---–--ის ჩვენება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, რომლის თანახმად ჩატარებული პირადი გასინჯვით მ------ კ---–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდ---ს, სისხლნაჟღენთებისა და სწორკიდეებიანი ჭრილობების სახით. დაზიანებები სწორკიდეებიანი ჭრილობების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ამოღებული დანა და მ------ კ---–--ის პერანგი, რომელსაც აღენიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქები და არ ჰქონდა ფოლაქები.
დაცვის მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ბ----ი ვ-–-----ეს მიღებული აქვს სხეულის არაერთი დაზიანება, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ბ----ი ვ-–-----ის სხეულზე არსებული დაზიანებები არ გამორიცხავს მის ბრალეულობას წარდგენილი დანაშაულის ჩადენაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები კი ადასტურებს, რომ ბ----ი ვ-–-----ემ ცემა მ------ კ---–--ეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით კრიმინალიზებულია ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობას. დანაშაულის საგანს წარმოადგენს სხვა პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ბინა, ხოლო ჩადენილი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლაში, რაც გულისხმობს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობის უკანონო დარღვევას. ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს დანაშაულის სუბიექტის პირდაპირი განზრახვა, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს უკანონოდ ბინაში შესვლა. დანაშაული დამთავრებულია ბინაში უკანონოდ შესვლისთანავე.
დაზარალებულ ი----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ საცხოვრებელი ბინის კარი საკუთარი გასაღებით გააღო და ბინაში შესულს, მისი ნების საწინააღმდეგოდ იქ დახვდა ბ----ი ვ-–-----ე. დაზარალებულმა განმარტა, რომ ბ----ი ვ-–-----ესთან საკეტის გასაღები საიდან მოხვდა არ იცის, ვარაუდობს, რომ ბრალდებულის მიერ მოხდა გასაღების გამრავლება. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საცხოვრებელ ბინაში შესასვლელი კარის ზედა საკეტი მექანიზმი, კარის საკეტი, ხოლო ბ----ი ვ-–-----ის პირადი ჩხრეკის შედეგად შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა ორი ცალი მოყვითალო ფერის, სხვადასხვა ფორმის გასაღები. საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ტრასოლოგიური ექსპერტის დასკვნით კი დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი საკეტი მოწყობილობა შესაძლებელია გაღებული იყოს თავისი ან ანალოგიური წესით დამზადებული გასაღებებით. პაკეტ N1-ში არსებული მოყვითალო ფერის ლითონის გასაღები მოთავსებული იქნა პაკეტ N2-ში საკეტი მოწყობილობის განკუთვნილ ჭრილში და გადაბრუნდა მარჯვნივ და მარცხნივ, რაც განხორციელდა ნორმალურად შეფერხების გარეშე. მოყვითალო ფერის ლითონის გასაღებზე არსებულ ჭრილზე აღენიშნება მექანიკური დაზიანების კვალი ლითონის ნაჭდევების და ნაკაწრების სახით. გასაღები დამზადებულია კუსტარული წესით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბ----ი ვ-–-----ე ი----------ის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შევიდა, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ, ვინაიდან არ იყო გამოხატული მფლობელის ნება-სურვილი, ნებართვა, აღნიშნულიდან გამომდინარე დაირღვა ი----------ის, ბინის მფლობელის ხელშეუხებლობა.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-1- მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ----ი ვ-–-----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა: ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით; სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოწვია, არაერთგზის , დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით; სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111 ,151-ე მუხლის პირველი ნაწილით; ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის და სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 160-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად ბ----ი ვ-–-----ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საპატიმრო სასჯელი, ვინაიდან არასაპატიმრო სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, არაადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი.
მოცემულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ბ----ი ვ-–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, წარსულ ცხოვრებას.
ამასთან, სასამართლო ბ----ი ვ-–-----ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას გაამახვილებს დანაშაულის რეციდივით სასჯელის დანიშვნის საკითხზე, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-? ?????? ან 63-? მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დროს - ბ----ი ვ-–-----ე ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და აღნიშნული დროისათვის მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა. ამასთანავე ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა და ბ----ი ვ-–-----ე ნასამართლევი პირია, მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის, სასჯელთა შთანთქმის პრონციპის გამოყენებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბ----ი ვ-–-----ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
მ------ კ---–--ისაგან ამოღებული პერანგი - დაუბრუნდეს მ------ კ---–--ეს.
ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი გასაღები - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
მ------ კ---–--ისაგან ამოღებული დანა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თმისმაგვარი ღერები და მოწითალო ფერის ლაქა - განადგურდეს.
დიდი ზომის დანა, დაზიანებული მაისური, კარის ზედა საკეტი მექანიზმი და დაზიანებული სათვალე - დაუბრუნდეს დაზარალებულ ი----------ეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ----ი ვ-–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 160-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ბ----ი ვ-–-----ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ბ----ი ვ-–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 06 ა--------დან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
მ------ კ---–--ისაგან ამოღებული პერანგი - დაუბრუნდეს მ------ კ---–--ეს.
ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი გასაღები - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
მ------ კ---–--ისაგან ამოღებული დანა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თმისმაგვარი ღერები და მოწითალო ფერის ლაქა - განადგურდეს.
დიდი ზომის დანა, დაზიანებული მაისური, კარის ზედა საკეტი მექანიზმი და დაზიანებული სათვალე - დაუბრუნდეს დაზარალებულ ი----------ეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური