გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.04.2019
საქმის ნომერი
330310017001794104
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/920-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ე-–-------------–--ე

წარმომადგენელი - ი-----------ე

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ს------------–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 11 იანვრის №--- ბრძანება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 8 მაისის M---------------- ბრძანება;

 

1.3. აღდგენილ იქნეს ე-–-------------–--ე გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, კერძოდ, ს----------–----–-------------–-----–-------------–------–-------–-----------------------------------–------------–----------------------------–------------------–-----------------------–-------------------–--------------------------–----–----------------------–-------------–---------------------------–---–----ის თანამდებობაზე;

 

1.4. აუნაზღაურდეს ე-–-------------–--ეს იძულებითი განაცდური - 2017 წლის 11 იანვრიდან სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად ს----------–----–-------------–-----–-------------–------–-------–-----------------------------------–------------–----------------------------–------------------–-----------------------–-------------------–--------------------------–----–----------------------–-------------–---------------------------–---–----ის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;

 

1.5. დადგინდეს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ე-–-------------–--ის მიმართ განხორციელებული სისტემური და განგრძობადი ხასიათის დევნა-შევიწროების ანუ დისკრიმინაციის ფაქტი (პროფესიული, საქმიანი, დამამცირებელი მოპყრობა);

 

1.6. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს მთავრობის №--- დადგენილების შესაბამისად, ე-–-------------–--ის იარაღით დაჯილდოება, საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე;

 

1.7. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ე-–-------------–--ის სასარგებლოდ 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში უკანონოდ დაქვითული თანხის 623 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ 1991 წლიდან 2017 წლის 11 იანვრამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მისი განმარტებით, შეიარაღებულ ძალებში არსებულ სამხედრო ს---–------------–-- რეორგანიზაციის შემდეგ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ს---------------–--------------------. კურსი, სადაც გაგრძელდა სასწავლო საგნის - „რ-----–----–----------------------–-------------–--“ სწავლება თავად მოსარჩელის მიერ. მისივე განმარტებით, ფორმალურად სახელწოდებაშეცვლილ კურსზე ასრულებდა იგივე მოვალეობებს, ვინაიდან კითხულობდა რ-----–----–----------------------–-------------–---------------- საგანს, ამასთან, ხელმძღვანელობის დავალებით დამატებით ასრულებდა ს---------------–------------------------------------------ის უფლება-მოვალეობებს.

 

მოსარჩელის განმარტებით, ს---------------–--------------------. კურსზე არსებობდა უ------------–---–----ის ექვსი შტატი, სადაც მოსამსახურე პირებიდან ხუთი იყო ს---------------–-----------------–---–----ი და ასწავლიდა მხოლოდ ამ საგანს, ხოლო ე-–-------------–--ე იყო ერთადერთი ქ--------, რომელიც კითხულობდა რ--------ს და დამატებით ასრულებდა ს---------------–----------–---–----------------ის ფუნქციებს საველე პრაქტიკულ მეცადინეობებზე. 2017 წელს, შტატების რეორგანიზაციის შედეგად 6 საშტატო ერთეული შემცირდა ორ ერთეულამდე, რომელზეც დასაქმდნენ ს---------------–-----------------–---–----ები, ხოლო სასწავლო საგნის - რ-------. კითხულობდა არა ამ შტატზე დარჩენილი ორი პირი, არამედ სხვა პოზიციაზე დასაქმებული პირი, შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის გარეშე. ამასთან, მოსარჩელეს დარჩენილი ორი შტატიდან ერთის მიმართ არ აქვს პრეტენზია, თუმცა თვლის, რომ მეორე შტატზე ყ------–-----------ის დანიშვნა ვერ გამოდგება დასაბუთებად მისთვის უპირატესობის მისანიჭებლად.

 

მოსარჩელის განმარტებით, სამსახურიდან მისი გათავისუფლება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, მითუფრო იმ დროს, როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი აქვს მისი დისკრიმინაციის ფაქტს. კერძოდ, მისი პრობლემები დაიწყო სამხედრო განათლების ქვედანაყოფში გადაყვანის შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ ხელმძღვანელი პირები მუდმივად ახსენებდნენ საათების სიმცირის გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე, მან წერილობით მოითხოვა საგნისთვის მნიშვნელობის და შესაბამისად, მისი სალექციო საათების გაზრდა. მოსარჩელე თვლის, რომ მხოლოდ მისი სახელმძღვანელოებით გათვალისწინებულ 190 საათს სჭირდებოდა 250 საათი და ამავე დროს თავად კურსის სახელწოდებიდანაც გამომდინარეობდა ამ სასწავლო დისციპლინის მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო-საინჟინრო კუთხით საათების რაოდენობა თითქმის 4000 იყო, რ--------სთვის გამოყოფილი იყო 38 საათი, რაც მის სამსახურიდან გათავისუფლებას ემსახურებოდა. უფრო მეტიც, იმისთვის, რომ მას დამცირებულად ეგრძნო თავი, დაავალეს დამატებით შეესრულებინა დ-------------------------ის ფუნქციები, თუმცა ეს თანამდებობა რეალურად არ არსებობდა და ამავე დროს ე-–-------------–--ეს არ გააჩნდა შესაბამისი ცოდნა. ზეწოლის მიზნით კი, ხელმძღვანელი ხშირად ეუბნებოდა, რომ დაესწრებოდა მის მიერ ჩატარებულ პრაქტიკულ მეცადინეობას. შესაბამისად, ხელმძღვანელობა მისთვის მძიმე მდგომარეობის შექმნით აიძულებდა საკუთარი ნებით წასულიყო სამსახურიდან.

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ მისი შტატის გაუქმების აუცილებლობა არ არსებობდა, ვინაიდან შეირაღებულ ძალებში არ იყო ბრძანება სასწავლო კურსის გაუქმებაზე, იგი იყო ერთადერთი სპეციალისტი - ქ-------- და შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა ქვედანაყოფებში აგზავნიდნენ საგნის სასწავლებლად, ასევე, სწავლა გრძელდებოდა მისი სახელმძღვანელოებით, არასპეციალისტის მიერ. მოსარჩელის განმარტებით, დისკრიმინაციული იყო გათავისუფლებამდე 1 თვით ადრე, კვალიფიკაციის დამდგენი კომისიის შედეგი, რამდენადაც კომისიის არცერთი წევრი არ იყო ქ--------, კითხვები იყო ზოგადი ხასიათის, კომისიის წევრებმა იქვე აღინიშნეს, რომ ის შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას, თუმცა საბოლოოდ, შეფასება მისცეს „--–----–---. აღნიშნულ გასაუბრებასთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირი ოქმი ანდა ჩანაწერი, რითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა.

 

მხარემ დევნა-შევიწროების დასადასტურებლად მიუთითა სამინისტროს მიერ 2016 წლის ზაფხულის თვეებში ხელფასის განახევრება, მისი თანხმობის გარეშე. ასევე, სხვა თაბარ პირობებში მყოფი პირებისგან განსხვავებით იარაღით დაჯილდოებაზე და საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფაზე უარი, ასევე, შესაბამისი პირის მოთხოვნით მიმართვის მიუხედავად, ზღვრული ასაკის მიღწევის შემდეგ, სამუშაო პერიოდის გაგრძელებაზე უარის თქმა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ამასთან, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა დისკრიმინაციული მოპყრობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 1 ნოემბრის M---------------- ბრძანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 2016 წლის 3 ნოემბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პირთა კვალიფიკაციის შეფასების (სამოქალაქო პირთა შეფასება) თაობაზე. ამავე ბრძანების თანახმად, სამოქალაქო პირთა შეფასება უნდა განეხორციელებინა კომისიას/ქვეკომისიას, გასაუბრების გზით და შემდეგი კვალიფიკაციის დონის მიხედვით: მაღალი, საშუალო ან დაბალი. ამასთან, კომისიის/ქვეკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა გაფორმებულიყო ოქმის სახით.

 

დადგენილია, რომ კვალიფიკაციის შეფასებასთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების ფარგლებში ე-–-------------–--ესთან ჩატარდა გასაუბრება, რომლის აუდიო/ვიდეო ჩაწერა არ განხორციელებულა. ე-–-------------–--ის, რომლის სამუშაო გამოცდილებამ შეადგინა: ზოგადი 37 წელი, შეიარაღებულ ძალებში - 9 წელი და თანამდებობის შესაბამისი სპეციალობით - 7 წელი, კვალიფიკაციის დონე შეფასდა „საშუალოდ“. ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 22 თებერვლის M---------------- წერილით ე-–-------------–--ეს გაეგზავნა მის მიმართ შედგენილი შეფასების ოქმის ასლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 1 ნოემბრის M---------------- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 173-174);

- ინფორმაცია სამუშაო პირების განათლების და გამოცდილების თაობაზე (ტ. I. ს.ფ. 123);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 22 თებერვლის M---------------- წერილი (ტ. I. ს.ფ. 122);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 7 მარტის M---------------- წერილი (ტ. I. ს.ფ. 181).

 

3.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 19 დეკემბრის M---------------- ბრძანებით დამტკიცდა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ქვედანაყოფების შტატები, კერძოდ, დანართი №2-ით დამტკიცდა საერთო საჯარისო ცენტრის შტატი №2-------. აღნიშნული ბრძანება ამოქმედდა 2016 წლის 19 დეკემბრიდან.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 19 დეკემბრის M---------------- ბრძანების დანართი №2-ით დგინდება, რომ საერთო საჯარისო ცენტრში (შტატი №2-------) სამოქალაქო პირის შტატი განისაზღვრა 56 ერთეულით, მათ შორის, ს--------–-----------------------–-ში ს---------------–----------------------------------------------–---–----ის თანამდებობა (სამოქალაქო პირი) 6 საშტატო ერთეულით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 19 დეკემბრის M---------------- ბრძანება, დანართით (ტ.I. ს.ფ. 242-262).

 

3.3. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საშტატო ნუსხების რეორგანიზაცია/ ოპტიმიზაციის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა 2017 წლის 4 იანვარს. შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ რეორგანიზაცია/ოპტიმიზაცია არ შეეხებოდა ისეთ საშტატო ერთეულებს, რომლებზეც დანიშნულნი იყვნენ: 1. ქალბატონები, რომლებსაც ჰყავდათ 3 წლამდე ასაკის ბავშვი; 2. ორსული ქალბატონები (დასაბუთებული შესაბამისი ცნობით); 3. ქალბატონები, რომლებიც იმყოფებოდნენ დეკრეტულ შვებულებაში; 4. დაჭრილ-დასახიჩრებული მოსამსახურეები; 5. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილი და დედმამიშვილი); 6. უცხოეთში მივლინებაში მყოფი თანამშრომლები; 7. სამკურნალო შვებულებაში მყოფი პირები (ბიულეტინის მოქმედების ვადის გათვალისწინებით). ამასთან, გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს დაევალათ 2017 წლის 6 იანვრამდე J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტში დაქვემდებარებული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხების რეორგანიზაცია/ოპტიმიზაციის გეგმის წარდგენა, ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მიერ დასახელებული გამონაკლისების გათვალისწინებით. J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი ინფორმაციის დამუშავება და 2017 წლის 10 იანვრამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურულო ერთეულების საშტატო ნუსხებში ცვლილებების შეტანის ბრძანების პროექტების მომზადება, რომელთა ამოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 11 იანვარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საშტატო ნუსხების რეორგანიზაცია/ოპტიმიზაციის მიზნით სამუშაო შეხვედრის ოქმი (ტ. I. ს.ფ. 208-211);

- 2017 წლის 6 იანვრის ტელეფონოგრამა №7 (ტ.I. ს.ფ. 212).

 

3.4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობამ ამავე შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსს 2017 წლის 6 იანვარს აცნობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობაში და დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში გასაუქმებელი, სამოქალაქო თანამდებობების ჩამონათვალი, მათზე დანიშნული სამოქალაქო პირების მითითებით (დანართი №1) და ასევე, ყველა ვაკანტური სამოქალაქო თანამდებობის ჩამონათვალი საშტატო კატეგორიისა და შტატის ნომრის მითითებით (დანართი №2).

 

დანართი №1-ით დგინდება, რომ გასაუქმებელ თანამდებობას წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის ს--------–-----------------------–-ს ს---------------–---------------------------------------------–---–----ის საშტატო ერთეული, რომელზეც დანიშნული იყო ე-–-------–-----------------–--ე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის 2017 წლის 6 იანვრის M---------------- წერილი, დანართი №1-ით (ტ. I. ს.ფ. 214-222).

 

3.5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 იანვრის M---------------- ბრძანებით „წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ქვედანაყოფების შტატების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის M---------------- ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ბრძანების №1-№9 დანართები ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციებით. მითითებული ბრძანება ძალაში შევიდა 2017 წლის 11 იანვრიდან.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 იანვრის M---------------- ბრძანების დანართი №2-ით დგინდება, რომ საერთო საჯარისო ცენტრში (შტატი №2-------) სამოქალაქო პირის შტატი განისაზღვრა 27 ერთეულით, მათ შორის, ს--------–-----------------------–-ში ს---------------–----------------------------------------------–---–----ის თანამდებობა (სამოქალაქო პირი) - 2 საშტატო ერთეულით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 იანვრის M---------------- ბრძანება, დანართით (ტ. I. ს.ფ. 223-241).

 

3.6. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 11 იანვრის №--- ბრძანებით, J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 9 იანვრის M---------------- წერილისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 იანვრის M---------------- ბრძანების საფუძველზე, ე-–-------–-------------------–--- გათავისუფლდა საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის ს--------–-----------------------–-ს ს---------------–---------------------------------------------–---–----ის (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“, შტატი №2--------) თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, 2017 წლის 11 იანვრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 11 იანვრის №--- ბრძანება (ტ.I. ს.ფ. 14);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 9 იანვრის M---------------- წერილი (ტ. I. ს.ფ. 213).

 

3.7. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2017 წლის 20 იანვარს და 22 თებერვალს ე-–-------------–--ეს ეცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში განხორციელებული რეორგანიზაცია/ოპტიმიზაციის გამო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის ს--------–-----------------------–-ს ს---------------–--------------------. კურსის უ------------–---–----ის თანამდებობა 2017 წლის 11 იანვარს გაუქმდა და ოთხი თვის ვადით ე-–-------------–--ე გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, შესაბამისად მისი დასაქმების საკითხი ამ ეტაპზე შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო დარჩა დაკმაყოფილების გარეშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 20 იანვრის M---------------- წერილი (ტ.I. ს.ფ.15);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 20 თებერვლის M---------------- წერილი (ტ.I. ს.ფ.176);

 

3.8. ე-–-------------–--ემ 2017 წლის 27 იანვარს და 2017 წლის 27 თებერვალს მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა 2016 წლის 10 დეკემბერს გავლილი გასაუბრების ოქმი, რომელშიც ასახული იქნებოდა, თუ რა შეკითხვები იყო მის მიმართ დასმული, ვინ რა აზრი გამოთქვა და რატომ მიიღო შეფასება „--–----–---. მისი მითითებით, გასაუბრებაზე განემარტა, რომ იგი არის ორი სახელმძღვანელოს ავტორი და შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 7 მარტის M---------------- წერილით ე-–-------------–--ეს ეცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 1 ნოემბრის M---------------- ბრძანებით გათვალისწინებული გასაუბრების ჩაწერა არ განხორციელებულა. ამასთან, მის შეფასებასთან დაკავშირებით შედგენილი ოქმი მას გაეგზავნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 22 თებერვლის M---------------- წერილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ე-–-------------–--ის 2017 წლის 27 იანვრის განცხადება (ტ. I.ს.ფ. 165);

- განცხადების მიღების ბარათი (ტ. I. ს.ფ. 164);

- ე-–-------------–--ის 2017 წლის 27 თებერვლის განცხადება (ტ. 1. ს.ფ. 167-169);

- განცხადების მიღების ბარათი (ტ. I. ს.ფ. 166);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 7 მარტის M---------------- წერილი (ტ. I. ს.ფ. 181).

 

3.9. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 8 მაისის M---------------- ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი ს----------–----–-------------–-----–-------------–------–-------–-----------------------------------–------------–----------------------------–------------------–-----------------------–-------------------–--------------------------------------–----------------–---–----ი (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“, შტატი №2--------), ე-–-------–-----------------–--ე გათავისუფლდა სამსახურიდან, 2017 წლის 12 მაისიდან.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის 2017 წლის 16 მაისის M---------------- ცნობის თანახმად, ს--------–-----------------------–-------------------–--------------------------------------–----------------–---–----ი, სამოქალაქო პირი ე-–-------–-----------------–--ე ს---------------–----------------------------ზე მეცადინეობებს ატარებდა რ-----–----–--------------------–------------–-აში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 8 მაისის M---------------- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 184);

- ე-–-------------–--ის 2017 წლის 4 მაისის განცხადება (ტ. I. ს.ფ. 178);

- განცხადების მიღების ბარათი (ტ. I. ს.ფ. 179);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 22 მაისის M---------------- წერილი (ტ. I. ს.ფ. 192);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის 2017 წლის 16 მაისის M---------------- ცნობა (ტ. I. ს.ფ. 193).

 

3.10. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 23 მაისის M---------------- წერილით ე-–-------------–--ეს ეცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის ს--------–-----------------------–-ს ს---------------–----------------------------ის 6 (ექვსი) უ------------–---–----იდან 2017 წლის 11 იანვარს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა 4 (ოთხი) უ------------–---–----ის საშტატო ერთეული, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული კურსი ძირითადად ითვალისწინებდა სამხედრო-საინჟინრო პერსონალის მომზადება/გადამზადება, დარჩენილი 2 (ორი) უ------------–---–----იდან ერთზე დაინიშნა აფხაზეთის ომის მონაწილე (--------------–-------, რომელსაც ა--------------–----------------------- (თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ რეორგანიზაცია/შტატების შემცირება არ ეხებოდა დაჭრილ-დაშავებული მოსამსახურეებსა და გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს), ხოლო მეორე უ------------–---–----ის თანამდებობაზე დაინიშნა აღნიშნული კ-------------–----------–---------------------–--–--––---------------–------------–-–-----------------–-----------–-----------------------------------------–-----------------------------–------–--თ. ამასთან, ს---------------–----------------------------ზე დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეს გააჩნია შესაბამისი განათლება (ქ------------–-ა), მინიჭებული აქვს რ-- გვარეობის სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის კოდი - 3---- და ინსტრუქტორის კოდი - I--. შესაბამისად, კურსით გათვალისწინებული პროგრამის მიხედვით, იგი ატარებდა ლექციებს რ-----–----–--------------------–------------–-აში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ე-–-------------–--ის 2017 წლის 18 მაისის განცხადება (ტ. I. ს.ფ. 180);

- განცხადების მიღების ბარათი (ტ. I. ს.ფ. 182);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 23 მაისის M---------------- წერილი (ტ. I. ს.ფ. 190-191).

 

3.11. საერთო საჯარისო ცენტრის ს--------–-----------------------–- ახორციელებდა საგანმანათლებლო პროგრამებს კურსების მეშვეობით, მათ შორის იყო ს---------------–----------------------------ი. აღნიშნული კურსი შეიარაღებული ძალებისათვის ამზადებდა სამხედრო მოსამსახურეებს ს---------------–--------------------. სპეციალობით. ამასთან, 2017 წლის 13 ივლისის მდგომარეობით და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 8 მაისის №3--- ბრძანების გამოცემის დროისათვის კურსი შეიარაღებული ძალებისთვის ამზადებდა მხოლოდ საინჟინრო მიმართულების სპეციალისტებს. მათ შორის, საინჟინრო უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამით, საინჟინრო ათეულის მეთაურის მომზადების პროგრამით და მესანგრის მომზადების პროგრამით.

 

კურსებზე ისწავლებოდა პროგრამით განსაზღვრული რ-------. საგანი, სალექციო კურსი მოიცავდა 38 საათს, აქედან საინჟინრო უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსზე - 26 საათს, ხოლო საინჟინრო ა------–------------------------ - 12 საათს. საგანს ასწავლიდა რ-------. სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშნული ე-–-------------–--ე. სასწავლო წლის განმავლობაში მცირე საათობრივმა დატვირთვამ გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია აღნიშნული შტატის გაუქმების საკითხში, თუმცა განათლების სარდლობის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავდა (2017 წლის 13 ივლისის მდგომარეობით) რ-------. დარგის განვითარების შემთხვევაში, სამომავლოდ მოწვეული ყოფილიყო შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტი საათობრივი ანაზღაურების პრინციპით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის 2017 წლის 13 ივლისის M---------------- წერილი (ტ. II. ს.ფ. 21-22).

 

3.12. 2014 წლის 25 ოქტომბრიდან 2017 წლის 11 იანვრამდე პერიოდში, ს---------------–--------------------. სკოლაში მიმდინარე კურსებზე რ-----–----–----------------------–-------------–-ის თემატიკაში მეცადინეობები ტარდებოდა ე-–-------------–--ის მიერ. ამასთან, აღნიშნული თემატიკის საათობრივი დატვირთვის სიმცირის გამო (54 საათი) არ იყო რ-------. თემატიკაში მეცადინეობის ჩასატარებლად სხვა ინსტრუქტორების საჭიროება.

 

2017 წლის 11 იანვრის შემდეგ, საერთო საჯარისო ცენტრის ს--------–-----------------------–-ს ს---------------–----------------------------ებზე განხორციელებული პროგრამების ფარგლებში, საგანში „რ----------------ი და მისგან დაცვის ღონისძიებები“ ჩატარდა 100 საათი.

 

2017 წლის 15-22 მარტის მდგომარეობით, ს---------------–------------------–----–---------------------–-------------–--------------- კურსი არ მიმდინარეობდა, თუმცა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის ს--------–-----------------------–-ს პროგრამა ითვალისწინებდა კურსს ს---------------–------------------–----–------------------–-------------–--------------) დასახელებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის 2018 წლის 31 ივლისის M---------------- წერილი (ტ.III. ს.ფ. 134-135);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 16 ნოემბრის M---------------- წერილი (ტ.III. ს.ფ. 318);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის 2018 წლის 7 ნოემბრის M---------------- წერილი (ტ.III. ს.ფ. 296);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 15 მარტის M---------------- წერილი (ტ.I. ს.ფ. 177-178);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 22 მარტის M---------------- წერილი (ტ.I. ს.ფ. 124-125).

 

3.13. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რ-----–----–----------------------–-------------–---------------) თემატიკის მიმართულების განვითარების მიზნით მიმდინარეობდა პარტნიორი ქვეყნების მიერ შესაბამისი ტექნიკისა და აღჭურვილობის საქართველოსთვის/საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემის მოსამზადებელი სამუშაოები, რის გამოც კურსის ჩამოყალიბებისას დაიგეგმა ორი განსხვავებული მიმართულების სპეციალისტების მომზადება: 1. რ-----–----–---------------------–-------------–-------–---–------ი; 2. ს---------------–----------–---–----ები. გამომდინარე იქიდან, რომ საჭირო პერსონალის მომზადება განხორციელდა პარტნიორი ქვეყნების მიერ, საერთო საჯარისო ცენტრში ქ------------------–-------------–-ის კურსი არ ჩატარებულა და რ-------. თემატიკა 2016 წლის ივნისის თვიდან გათვალისწინებული იქნა სამხედრო-საინჟინრო კურსზე. 2016 წლის განმავლობაში, სამხედრო - საინჟინრო მომზადებაში ჩატარდა 1872 საათი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის 2018 წლის 2 აგვისტოს M---------------- წერილი (ტ.III. ს.ფ. 127-128).

 

3.14. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ე-–-------------–--ის განცხადების საფუძველზე, რომლითაც მან განმარტა, რომ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობამ შეცდომაში შეიყვანა იურიდიული დეპარტამენტი, ვინაიდან 2017 წლის 11 და 12 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, 12 იანვარს ხელმძღვანელის დავალებით იმყოფებოდა დ-----------–-, განთავსებულ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დოქტრინების განვითარების ცენტრში გარკვეული სამუშაოების შესასრულებლად და იქ შეიტყო 2017 წლის 11 იანვრის ბრძანებით კადრების განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე.

 

წარმოების ფარგლებში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ე-–-------------–--ე 2017 წლის 11 და 12 იანვარს არ მუშაობდა, ვინაიდან მას ლექციები ან მეცადინეობები არ ჩაუტარებია და მითითებულ დღეებში სამსახურში გამოცხადება იყო მისი ინიციატივა, რაც უკავშირდებოდა საორგანიზაციო საკითხების გადაჭრის მცდელობას. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიკითხნენ კონკრეტული პირები.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია ე-–-------------–--ის განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების შეწყვეტა, ვინაიდან საქმის მასალებით არ დადგინდა დისციპლინური გადაცდომის ან/და დანაშაულის ნიშნები. აღნიშნულის შესახებ ე-–-------------–--ეს ეცნობა 2017 წლის 15 სექტემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამხედრო მიმართულებით ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ინსპექტირების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის 2017 წლის 23 აგვისტოს M---------------2 მოხსენებითი ბარათი (ტ. II. ს.ფ. 73-74);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 15 სექტემბრის M---------------- წერილი (ტ. II. ს.ფ. 72).

 

3.15. 2014, 2015, 2016 წლებში ს---------------–--------------------. სკოლაში უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსზე, სამხედრო-საინჟინრო ა------–------------------------, მესანგრის ძირითად კურსზე, ინსტრუქტორების მიერ ჩატარებულმა სასწავლო საათების რაოდენობამ ჯამში შეადგინა 3386 საკონტაქტო საათი. 2016 წლის ივნისამდე აღნიშნული კურსების სასწავლო პროგრამით არ იყო გათვალისწინებული რ-------. თემატიკის ჩატარება. 2016 წლის ივნისის თვიდან ს---------------–--------------------. სკოლას არსებულ კურსებზე დაემატა რ-------. თემატიკა.

 

ე-–-------------–--ემ 2016 წლის განმავლობაში წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის სა-------–-----------------------–-------------------–------ და რ--------------------------------დ მუშაობის პერიოდში ჩაატარა 38 (ოცდათვრამეტი) საათი, ლექცია რ----- თემაზე. ვინაიდან 2016 სასწავლო წლის განმავლობაში მისი საათობრივი დატვირთვა იყო საკმაოდ მცირე, კურსის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ე-–-------------–--ის გამწესდა დ-------------------------ად საველე პრაქტიკულ მეცადინეობებზე. ამასთან, იგი არ ატარებდა მეცადინეობებს სამხედრო-საინჟინრო მომზადებაში, დაკავებული იყო ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებით, სადაც მისმა ყოფნამ პოლიგონზე შეადგინა 18 (თვრამეტი) სამუშაო დღე 144 (ასორმოცდაოთხი) საათი. ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება გულისხმობდა ი---------------------------ის მიერ მეცადინეობის მსვლელობის პროცესში სწავლების ხელმძღვანელის დავალებების შესრულებას. კერძოდ, იგი მეცადინეობების ხელმძღვანელს ეხმარება კლასის მოწყობაში დამხმარე საშუალებებით, თვალსაჩინოების წარმოდგენაში აუდიტორიის წინაშე და სხვა.

 

ამასთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობამ რ-----–----–----------------------–---------------------------–-ის საგანში საათების რაოდენობა არ გაზარდა, ვინაიდან მიიჩნია, რომ სამხედრო საინჟინრო სპეციალისტების მომზადებისათვის სასაწავლო პროგრამით გათვალისწინებული 38 საათი საკმარისი იყო სასწავლო პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, მსმენელებს მიეღოთ ფუნქციონალური მოვალეობების შესაბამისი კომპეტენცია. საქართველოს შეიარაღებული ძალების რ-----–----–----------------------–---------------------------–-ის შესაძლებლობების განვითარებასთან ერთად დაიწყებოდა სპეციალისტების მომზადება.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის 2018 წლის 19 მარტის M---------------- წერილით ე-–-------------–--ეს განემარტა, რომ მისი საველე მეცადინეობებზე „დ-------------------------ად“ დანიშვნა არ ეწინააღმდეგებოდა იმ დროს მოქმედ კანონმდებლობას, ვინაიდან საველე პრაქტიკულ მეცადინეობას ატარებდა ს---------------–--------------------. სკოლის (კურსის) ინსტრუქტორთა განყოფილება, რომლის შემადგენლობაშიც იყო ე-–-------------–--ე.

 

ამასთან, იმას თუ რა საგანი უნდა ჩაეტარებინა „ს---–-----------------------------------------–---–----ს“ განსაზღვრავდა კურსის უფროსი „უ------------–---–----ის“ ცოდნიდან და სპეციალობებიდან გამომდინარე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის 2017 წლის 25 დეკემბრის M---------------- წერილი (ტ. II. ს.ფ. 198);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის 2018 წლის 15 იანვრის M---------------- წერილი (ტ. II. ს.ფ. 242);

- ეროვნული ს/ც „კრწანისის“ მეთაურის 2016 წლის 21 აპრილის M---------------- ბრძანება (ტ. II. ს.ფ. 396-397);

- ეროვნული ს/ც „კრწანისის“ მეთაურის 2016 წლის 7 ივლისის M---------------- ბრძანება (ტ. II. ს.ფ. 401-402);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის მეთაურის 2016 წლის 7 ნოემბრის M---------------- ბრძანება (ტ. II. ს.ფ. 398-400);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის 2018 წლის 19 მარტის M---------------- წერილი (ტ. II. ს.ფ. 494-495);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის 2018 წლის 26 ივნისის M---------------- წერილი (ტ. III. ს.ფ. 44);

 

3.16. საქართველოს თავდაცვის სისტემაში სამოქალაქო თანამდებობაზე ე-–-------------–--ის პერიოდში (1---------–--------------წ.) და ასევე, 2018 წლის 22 მაისის მდგომარეობით, საქართველოს თავდაცვის სისტემაში დ-------------------------ის შტატით გათვალისწინებული თანამდებობა არ არსებობდა. იგი იქმნებოდა საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კონკრეტული დავალების შესასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის 2018 წლის 29 მაისის M---------------- ბრძანება (ტ. II. ს.ფ. 516);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის 2018 წლის 22 მაისის M---------------- ბრძანება (ტ. II. ს.ფ. 511);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 2 აგვისტოს M---------------- წერილი (ტ.III. ს.ფ. 131-132).

 

3.17. სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილით დგინდება, რომ ე-–-------–-----------------–--ემ ჯარებში სწავლების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აჩუქა მის მიერ შექმნილი წიგნი სახელწოდებით „ქ------------------–-----------------ი“, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის 2012 წლის 23 მარტის №--- ბრძანებით შემოღებული იქნა დამხმარე სახელმძღვანელოდ, კოდით - დ------------

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდლის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 11 მარტის M---------------- ბრძანების შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ქვედანაყოფებში ჩატარდა სახელმძღვანელოს - „ქ------------------–-----------------ი“ პრეზენტაცია, 2014 წლის 10 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სანოტარო წესით დამოწმებული ე-–-------------–--ის 2012 წლის 20 მარტის ხელწერილი (ტ.I. ს.ფ. 25-26);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის 2012 წლის 23 მარტის №--- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 29);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის 2018 წლის 13 ივლისის M---------------- წერილი (ტ. III. ს.ფ. 67-68);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდლის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 11 მარტის M---------------- ბრძანება (ტ. III. ს.ფ. 136-138).

 

3.18. საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 21 სექტემბრის №--- ბრძანებით დაიბეჭდა ე-–-------------–--ის წიგნი „ჯ-------–------------------------------------–---------------------------–---------–-“ და გადანაწილდა შეიარაღებულ ძალებში. საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებიდან წიგნთან დაკავშირებით განმარტებების მოთხოვნა არ დაფიქსირდა, რის გამოც არ დადგა პრეზენტაციის ჩატარების აუცილებლობის საკითხი. ამასთან, მითითებულ სახელმძღვანელოზე პრეზენტაცია ჩატარებული იყო სამხედრო ოფიცრებისათვის და წვრთნებისა და განათლების სარდლობამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია იგივე საკითხზე განმეორებით პრეზენტაციის ჩატარების აუცილებლობა. ამასთან, ვინაიდან სახელმძღვანელო სახელწოდებით „ჯ-------–------------------------------------–---------------------------–---------–-“ მოიცავდა პირველი სახელმძღვანელოს მსგავსი შინაარსის თემატიკას, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული პრეზენტაციის ჩატარება. ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები არ ითვალისწინებდა სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით პრეზენტაციის ჩატარების შესახებ ბრძანების გამოცემის ვალდებულებას.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის 2018 წლის 31 ივლისის M---------------- წერილით ე-–-------------–--ეს ეცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდლის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 11 მარტის M---------------- ბრძანების გარდა, სხვა სახის ბრძანება პრეზენტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით არ გამოცემულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის 2018 წლის 7 თებერვლის M---------------- წერილი (ტ. II. ს.ფ. 505);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2018 წლის 11 ივნისის M---------------- ბრძანება (ტ. III. ს.ფ. 7);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის 2018 წლის 31 ივლისის M---------------- წერილი (ტ. III. ს.ფ. 134-135).

 

3.19. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 15 დეკემბრის M---------------- წერილით ე-–-------------–--ეს ეცნობა, რომ სამინისტროს მოსამსახურეების წახალისების საკითხები რეგულირდებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის №54 ბრძანების მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტით. მითითებული აქტები არ ითვალისწინებდა პირის ფინანსურ წახალისებას რაიმე სახელმძღვანელოს შექმნისა და დამუშავებისათვის. ამასთან, სამინისტროში ვერ იქნა მოძიებული სამართლებრივი აქტები კონკრეტულ პირებისათვის მითითებული საფუძვლით წახალისების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 15 დეკემბრის M---------------- წერილი (ტ. II. ს.ფ. 192).

 

3.20. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1991 წლიდან 2009 წლამდე სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი გაუგრძელდა 289 სამხედრო მოსამსახურეს.

 

სახმელეთო ჯარების საინჟინრო-მესანგრეთა ბატალიონის მუდმივმოქმედმა სამანდატო კომისიამ 2----–-–------------------------------------ გადაწყვიტა აღიძრას შუამდგომლობა ზემდგომი ხელმძღვანელობის წინაშე, რათა ვ/პ ე-–-------------–--ე დათხოვნილი იქნას საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2009 წლის 24 თებერვლიდან, ზღვრული ასაკის მიღწევის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 იანვრის M---------------- წერილი (ტ. II. ს.ფ. 232);

- სახმელეთო ჯარების საინჟინრო-მესანგრეთა ბატალიონის მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიის 2----–-–-------------------------------- (ტ.2. ს.ფ. 233-234).

 

3.21. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება სატელეფონო საუბრის დროს ე-–-------------–--ის მიმართ განხორციელებული სავარაუდო მუქარის ფაქტთან დაკავშირებით. წარმოების ფარგლებში გამოიკითხნენ შესაბამისი პირები. ჩატარებული შემოწმების შედეგად დისციპლინური გადაცდომის ფაქტი არ გამოიკვეთა. მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმების შეწყვეტა.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2018 წლის 19 ნოემბრის M---------------- წერილით ე-–-------------–--ეს ეცნობა, რომ გ----------ესთან მიმართებაში შეწყდა სამსახურებრივი შემოწმება, რის შესახებაც მას ეცნობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის 2018 წლის 9 ნოემბრის M---------------- წერილით. ამასთან, რ-------–---ესთან დაკავშირებით მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ არის საკმარისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების დაწყების საფუძვლად.

 

ქ-------–---------–-–---------------------------------------------------–--------–-–--- მე-4 განყოფილებაში 2018 წლის 14 სექტემბერს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე (№------------) ე-–-------------–--ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151.1 მუხლით.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 18 ოქტომბრის M---------------- წერილით ე-–-------------–--ეს ეცნობა, რომ სატელეფონო საუბრის დროს, გ----------ის მხრიდან სავარაუდო მუქარის ფაქტთან დაკავშირებით მასალები შემოწმდა როგორც შ--------------------------------–--ში, ასევე, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში და სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის გამო გამოძიება არ დაწყებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის 2018 წლის 31 ივლისის M---------------- წერილი (ტ.III. ს.ფ. 133);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს 2018 წლის 17 ივლისის M---------------- მოხსენებითი ბარათი (ტ. III. ს.ფ. 166);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2018 წლის 19 ნოემბრის M---------------- წერილი (ტ. III. ს.ფ. 317);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის 2018 წლის 9 ნოემბრის M---------------- წერილი (ტ.III. ს.ფ. 297);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-------–---------–-–---------------------------------------------------–-------------------–--ის 2018 წლის 2 ოქტომბრის წერილობითი შეტყობინება განმცხადებელს გამოძიების დაწყების შესახებ (ტ. III. ს.ფ. 230);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 18 ოქტომბრის M---------------- წერილი (ტ.III. ს.ფ. 257);

 

3.22. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაცული შესაბამისი საბინაო კომისიის ოქმების თანახმად, 1991 წლიდან 2009 წლამდე პერიოდში საცხოვრებელი ბინა გადაეცა 994 პირს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 25 დეკემბრის M---------------- წერილი (ტ. II. ს.ფ. 209).

 

3.23. საქართველოს თავდაცვის სისტემაში ე.წ. ვარსკვლავიანი შტატების ოპტიმიზაციისა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ეროვნული სასწავლო ცენტრის კრწანისის ტრანსფორმაციის ფარგლებში, გაუქმდა ყველა ქვედანაყოფი ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისი“ ყველა საშტატო ერთეული, მათ შორის, სამხედრო-საინჟინრო სკოლის ინსტრუქტორთა განყოფილების რ---------------------------------------–------ (საშტატო კატეგორია „მაიორი“) და მის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 მაისის №--- ბრძანებით სხვა ქვედანაყოფებთან ერთად ჩამოყალიბდა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრი, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 14 ივლისის M-------------------------ით, ე-–-------------–--ე, მისივე თანხმობით დაინიშნა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის ს--------–-----------------------–-ს ს---------------–----------------------------ის ინსტრუქტორად (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“, შტატი №2--------), ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის №---- ბრძანებით კვლავ გაუქმდა მანამდე არსებული ყველა საშტატო ერთეული და დამტკიცდა ახალი შტატი, მათ შორის, საერთო საჯარისო ცენტრის ს--------–-----------------------–-ს ს---------------–---------------------------------------------–---–----ი (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“). შესაბამისად, შტატისთვის სახელის შეცვლა არ განხორციელებულა.

 

2016 წლის აგვისტოს თვეში ე-–-------------–--ის ხელფასის ცვლილება განპირობებული იყო მისი თანამდებობრივი გადაადგილებით, ერ-------–-----–---–---–-----------–-----------–----------–----ს და რ-------. სკოლის ინსტრუქტორთა განყოფილების „რ-------. უ------------------------------------------იდან, მისი თანხმობით, საერთო საჯარისო ცენტრის ს--------–-----------------------–-ს ს---------------–----------------------------ის ინსტრუქტორად დანიშვნით, ხოლო მითითებულ თანამდებობებზე სარგოები განისაზღვრებოდა შემდეგნაირად: ი------------------------- ლარი, უ----------------------------------- ლარი, უ------------–---–--------------- ლარი.

 

დადგენილია, რომ ე-–-------------–--ის უ----------------------- თანამდებობაზე მუშაობისას თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1--- ლარს, პროცენტული დანამატი - 3----- ლარს, სულ დარიცხული 1------ ლარს. ამასთან, მისი უ------------–---–----ის თანამდებობაზე მუშაობისას თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1--- ლარს, პროცენტული დანამატი 3----- ლარს და შესავსები თანხის ზღვარი 6---- ლარს, სულ დარიცხული 1------ ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 14 ივლისის M-------------------------ა (ტ. II. ს.ფ. 414-422);

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 მაისის №--- ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია (ტ. II. ს.ფ. 423-426);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის 2018 წლის 23 თებერვლის M---------------- წერილი (ტ. II. ს.ფ. 403-404);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის 2018 წლის 18 იანვრის M---------------- ცნობა (ტ. II. ს.ფ. 299).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება; სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინსიტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურში გავლის წესი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 11 იანვრის №--- და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 8 მაისის M---------------- ბრძანებები, ე-–-------------–--ის კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნის შესახებ, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. პირს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული სარჩელით მოითხოვოს დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა ან/და მისი შედეგების აღმოფხვრა, მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის - ე-–-------------–--ის მოთხოვნები სამსახურში აღდგენასთან, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან, იარაღით დაჯილდოებასთან, იძულებითი განაცდურისა და კონკრეტულ პერიოდში დაქვითული თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.

 

მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, კერძოდ, „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ დაწესებულებებს წარმოადგენენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.

 

მითითებული კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლები/მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ??????????? ???????????? , სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამასთან, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი“ მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. ამ წესით განისაზღვრება აღნიშნულ თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების, სამსახურის გავლის, ატესტაციის, კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესები და საფუძვლები. ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე/მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით და ამავე პუნქტში მითითებული წესით სხვაგვარად არ რეგულირდება შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები“.

 

დადგენილია, რომ ე-–-------------–--ე საქართველოს თავადაცვის სამინისტროში სამსახურიდან გათავისუფლებამდე მუშაობდა გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის ს--------–-----------------------–-ს ს---------------–---------------------------------------------–---–----ის (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“, შტატი №2--------) თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე უნდა გავრცელდეს მითითებული ნორმატიული აქტები.

6.3. სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებაზე, რომლის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს ერთ-ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდეგში – გენერალური შტაბი). ამასთან, დებულების მე-3 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი. იგი: ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებს, წყვეტს მათი წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, მივლინებაში წარგზავნისა და შვებულებაში გასვლის საკითხებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; რ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხას, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობისა და ქვედანაყოფების სტრუქტურებსა და საშტატო ნუსხებს, ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საშტატო ნუსხის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობისა და ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცებაზე უფლებამოსილ პირს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანება, რომლითაც დამტკიცებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინსიტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურში გავლის წესი, რომელიც ვრცელდებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა (გარდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა) და სახმელეთო ჯარების სამხედრო მოსამსახურეებზე, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე, მათ შორის, შტატგარეშე მოსამსახურეებზე.

 

მითითებული წესის მე-3 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები, თანამდებობრივი ინსტრუქციები და მითითებები დგინდებოდა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, ხოლო მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოსამსახურეს ჰქონდა ვალდებულება შეესრულებინა თავისი სამსახურებრივი მოვალეობანი, რომელიც განსაზღვრული იყო კანონმდებლობით, ამ წესით, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დადგენილი ქცევის სპეციალური წესით, ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული და სხვა სამართლებრივი აქტებით.

 

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს თავდაცვის სამინსიტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურში გავლის წესის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას).

 

ამასთან, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს.

 

ამდენად, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს ადგილი ჰქონდა თუ არა იმ სტრუქტურულ ერთეულში რეორგანიზაციას და შტატების შემცირებას, მათ შორის, გაუქმებას, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე, კერძოდ, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციულ ორგანოში განხორციელებული ცვლილების შედეგად რა მდგომარეობაში დარჩა კონკრეტულად მისი საშტატო ერთეული.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 19 დეკემბრის M---------------- ბრძანებით დამტკიცდა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ქვედანაყოფების შტატები, კერძოდ, დანართი №2-ით დამტკიცდა საერთო საჯარისო ცენტრის შტატი №2------- და სამოქალაქო პირის შტატი განისაზღვრა 56 ერთეულით, მათ შორის, ს--------–-----------------------–-ში ს---------------–----------------------------------------------–---–----ის თანამდებობა (სამოქალაქო პირი) 6 საშტატო ერთეულით.

 

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2017 წლის 4 იანვარს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით საშტატო ნუსხების რეორგანიზაცია/ოპტიმიზაცია არ უნდა შეხებოდა ისეთ საშტატო ერთეულებს, რომლებზეც დანიშნულნი იყვნენ: 1. ქალბატონები, რომლებსაც ჰყავდათ 3 წლამდე ასაკის ბავშვი; 2. ორსული ქალბატონები (დასაბუთებული შესაბამისი ცნობით); 3. ქალბატონები, რომლებიც იმყოფებოდნენ დეკრეტულ შვებულებაში; 4. დაჭრილ-დასახიჩრებული მოსამსახურეები; 5. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილი და დედმამიშვილი); 6. უცხოეთში მივლინებაში მყოფი თანამშრომლები; 7. სამკურნალო შვებულებაში მყოფი პირები (ბიულეტინის მოქმედების ვადის გათვალისწინებით). ამასთან, გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს დაევალათ 2017 წლის 6 იანვრამდე J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტში დაქვემდებარებული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხების რეორგანიზაცია/ოპტიმიზაციის გეგმის წარდგენა, ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მიერ დასახელებული გამონაკლისების გათვალისწინებით. J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი ინფორმაციის დამუშავება და 2017 წლის 10 იანვრამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურულო ერთეულების საშტატო ნუსხებში ცვლილებების შეტანის ბრძანების პროექტების მომზადება, რომელთა ამოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 11 იანვარი.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობამ ამავე შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსს 2017 წლის 6 იანვარს აცნობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობაში და დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში გასაუქმებელი, სამოქალაქო თანამდებობების ჩამონათვალი, მათზე დანიშნული სამოქალაქო პირების მითითებით (დანართი №1) და ასევე, ყველა ვაკანტური სამოქალაქო თანამდებობის ჩამონათვალი საშტატო კატეგორიისა და შტატის ნომრის მითითებით (დანართი №2). კერძოდ, დანართი №1-ით დგინდება, რომ გასაუქმებელ თანამდებობას წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის ს--------–-----------------------–-ს ს---------------–---------------------------------------------–---–----ის საშტატო ერთეული, რომელზეც დანიშნული იყო ე-–-------–-----------------–--ე.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 იანვრის M---------------- ბრძანებით „წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ქვედანაყოფების შტატების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის M---------------- ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ბრძანების №1-№9 დანართები ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციებით. ბრძანების დანართი №2-ის თანახმად, საერთო საჯარისო ცენტრში (შტატი №2-------) სამოქალაქო პირის შტატი განისაზღვრა 27 ერთეულით, მათ შორის, ს--------–-----------------------–-ში ს---------------–----------------------------------------------–---–----ის თანამდებობა (სამოქალაქო პირი) 2 საშტატო ერთეულით.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 11 იანვრის №--- ბრძანებით, J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 9 იანვრის M---------------- წერილისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 იანვრის M---------------- ბრძანების საფუძველზე, ე-–-------–-------------------–--- გათავისუფლდა საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის ს--------–-----------------------–-ს ს---------------–---------------------------------------------–---–----ის (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“, შტატი №2--------) თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, 2017 წლის 11 იანვრიდან.

 

ამასთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 8 მაისის M---------------- ბრძანებით კადრების განკარგულებაში მყოფი ს----------–----–-------------–-----–-------------–------–-------–-----------------------------------–------------–----------------------------–------------------–-----------------------–-------------------–--------------------------------------–----------------–---–----ი (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“, შტატი №2--------), ე-–-------–-----------------–--ე გათავისუფლდა სამსახურიდან, 2017 წლის 12 მაისიდან.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე.

 

ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაფრთხილების ვადის გასვლიდან პირველივე დღეს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის №ბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულში თანამდებობის რაოდენობრივად შემცირებას, რომელიც დაკავებული ჰქონდა ე-–-------------–--ეს, რამდენადაც 6 საშტატო ერთეულიდან დარჩა 2 საშტატო ერთეული. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას, შტატების შემცირებით და მოსარჩელე ექვემდებარებოდა კადრების განკარგულებაში გადაყვანას.

 

ასევე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს და თავად მოსარჩელე არ ხდის სადავოდ იმას, რომ დარჩენილი ორი შტატიდან ერთზე დაინიშნა აფხაზეთის ომის მონაწილე (--------------–-------, რომელსაც ა--------------–-----------------------. რაც შეეხება მეორე „უ------------–---–----ის“ თანამდებობას, ამ უკანასკნელზე დაინიშნა აღნიშნული კ-------------–----------–---------------––---------------–------------–------------------------–-------–-----------------------------------------–-----------------------------–------–------ აღსანიშნავია, რომ მის დანიშვნისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გაითვალისწინა სასწავლო კურსი - ს---------------–----------------------------ის მიერ ძირითადად სამხედრო-საინჟინრო პერსონალის მომზადება/გადამზადების ფაქტი, ხოლო სასწავლო კურსზე დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეს გააჩნდა შესაბამისი განათლება. ამასთან, ვინაიდან მას მინიჭებული აქვს რ-- გვარეობის სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის კოდი - 3---- და ინსტრუქტორის კოდი - I--, კურსით გათვალისწინებული პროგრამის მიხედვით, იგი ატარებდა ლექციებს რ-----–----–--------------------–------------–-აში.

 

შესაბამისად, სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზების პირობებში მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხემ დაასაბუთა მოსარჩელის - ე-–-------------–--ის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობა.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-17 მუხლებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 11 იანვრის №--- და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 8 მაისის M---------------- ბრძანებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. ამასთან, რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნებს ე-–-------------–--ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს ასევე დაუსაბუთებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამასთან, ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე და 127-ე მუხლები საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენასა და განაცდურს ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, არ არსებობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

6.7. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის საქართველოს მთავრობის №--- დადგენილების შესაბამისად, ე-–-------------–--ის იარაღით დაჯილდოების დავალება, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისთანავე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №--- დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იარაღი ჯილდოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ წახალისების ფორმით გადაეცემა ფიზიკურ პირს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, აგრეთვე, სამსახურებრივი ან საბრძოლო დამსახურებისათვის, ან/და სპორტული მიღწევებისათვის. ამასთან, ამავე დადგენილების მე-4 მუხლი განსაზღვრავს სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღების გადაცემის საფუძვლებს და ყველა შემთხვევაში აპელირებს პირის მიერ განსაკუთრებულ დამსახურებას, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განსაკუთრებული დამსახურებისათვის სამოქალაქო იარაღი ჯილდოდ გადაეცემა საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაში, მართლწესრიგის განმტკიცებაში, კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში, ასევე, გამოჩენილი სამოქალაქო გმირობის, თავდადებისა და განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისათვის. მე-2 პუნქტის მიხედვით, განსაკუთრებული დამსახურებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ჯილდოდ გადაეცემა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც გამოიჩინეს მამაცობა, თავდადება და მაღალი პროფესიონალიზმი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, აგრეთვე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კანონიერების, მართლწესრიგის განმტკიცებაში, მართლმსაჯულების განხორციელებასა და დამნაშავეობასთან ბრძოლაში.

 

ამდენად, გარდა იმისა, რომ წახალისების აღნიშნული ფორმა წარმოადგენს უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას, სავალდებულოა პირს მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდეს შეტანილი კონკრეტულ სფეროში. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რა განსაკუთრებული დამსახურებისათვის უნდა წაეხალისებინა მოპასუხეს, მითუფრო, როდესაც ასეთი მოთხოვნა უშუალოდ ადმინისტრაციული ორგანოში მისი მხრიდან წარდგენილი არ ყოფილა.

 

6.8. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს მის სასარგებლოდ 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში უკანონოდ დაქვითული თანხის 623 ლარის ანაზღაურება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2016 წლის აგვისტოს თვეში ხელფასის ცვლილება განპირობებული იყო ე-–-------------–--ის თანამდებობრივი გადაადგილებით, ერ-------–-----–---–---–-----------–-----------–----------–----ს და რ-------. სკოლის ინსტრუქტორთა განყოფილების „რ-------. უ------------------------------------------იდან, მისი თანხმობით, საერთო საჯარისო ცენტრის ს--------–-----------------------–-ს ს---------------–----------------------------ის ინსტრუქტორად დანიშვნით, ხოლო მითითებულ თანამდებობებზე სარგოები განისაზღვრებოდა შემდეგნაირად: ი------------------------- ლარი, უ----------------------------------- ლარი, უ------------–---–--------------- ლარი. ასევე, დადგენილია, რომ ე-–-------------–--ის უ----------------------- თანამდებობაზე მუშაობისას თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1--- ლარს, პროცენტული დანამატი - 3----- ლარს, სულ დარიცხული 1------ ლარს. ამასთან, მისი უ------------–---–----ის თანამდებობაზე მუშაობისას თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1--- ლარს, პროცენტული დანამატი 3----- ლარს და შესავსები თანხის ზღვარი 6---- ლარს, სულ დარიცხული 1------ ლარს.

 

ამდენად, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელემ კონკრეტულ პერიოდში მიიღო იმ საშტატო ერთეულისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო, რომელზეც იყო დანიშნული. შესაბამისად, იმის გათვალისწინებითაც, რომ სამსახურიდან გათავისუფლებამდე ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდია მხარეს, სასამართლო ვერ გაიზიარებს მის ზეპირსიტყვიერ განაცხადს თანამდებობრივი სარგოს უცვლელად, მხოლოდ თანამდებობის შეცვლაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, სასამართლოს დასკვნით, სარჩელი მითითებულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.9. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის - ე-–-------------–--ის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობის ფაქტის დადგენა. მოსარჩელის განმარტებით, ხელმძღვანელობამ ჯერ გათავისუფლებამდე შეუქმნა სამუშაოდ დამთრგუნველი და დამამცირებელი პირობები, ხოლო მოგვიანებით უკანონოდ გაათავისუფლა სამსახურიდან. კერძოდ, მიუხედავად სასწავლო კურსის მნიშვნელობისა და არაერთგზის მისი მოთხოვნისა, საგნისთვის საჭირო საათები ხელოვნურად შეამცირეს და ამავე მიზეზით, დამატებით დააკისრეს ისეთი თანამდებობის ფუნქციები, რომლის შტატიც რეალურად არ არსებობდა. ამასთან, ზეწოლის მიზნით, ხელმძღვანელობა ხშირად ეუბნებოდა, რომ მას მცირე ოდენობის საათები ჰქონდა და ასევე, დაესწრებოდა მის მიერ ჩატარებულ პრაქტიკულ მეცადინეობებს, იმ დროს, როდესაც ეს ფუნქციები დამატებით ჰქონდა დაკისრებული და მის შესასრულებლად არ გააჩნდა სათანადო ცოდნა.

 

მოსარჩელის მოსაზრებით, მის მიმართ არსებული დისკრიმინაციული მოპყრობა ასევე გამოიხატა სამსახურიდან გათავისუფლებამდე 1 თვით ადრე კვალიფიკაციის შემოწმებაში კომისიის ისეთი წევრების მიერ, რომლებიც არ იყვნენ მისი დარგის სპეციალისტები და გასაუბრებაზე დაფიქსირებული დადებითი პოზიციის შემდეგ, მან მიიღო შეფასება „--–----–---. ამასთან, არ არსებობდა გასაუბრების ჩანაწერი და შეფასების ოქმი სათანადო სახით. მისივე განცხადებით, დისკრიმინაციის ფაქტი ასევე დასტურდება იმავე გარემოებებში მყოფი პირებისაგან - სხვა თანამშრომლებისაგან განსხვავებულ მდგომარეობაში ჩაყენებაში და სათანადო პირობების არსებობის მიუხედავად, იარაღით დაჯილდოებასა და ბინით უზრუნველყოფაზე, ასევე, ზღვრულ ასაკამდე მიღწევის შემდეგ 1 წლით მუშაობის გაგრძელებაზე უარის თქმით. უფრო მეტიც, კონკრეტულ პერიოდში, მას ხელფასი მისი თანხმობის გარეშე შეუმცირეს.

 

შესაბამისად, ზემოხსენებულ გარემოებებზე დაყრდნობით ე-–-------------–--ემ მოითხოვა მის მიმართ არსებული დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით საქართველოს კონსტიტუცია მე-14 მუხლით ადგენდა თანასწორობის უფლებას და აცხადებდა: ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. აღნიშნული შინაარსის მატარებელია დავის გადაწყვეტის დროს მოქმედი რედაქციით საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/536 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ”, II-19).

 

ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის დაცული თანასწორობის უფლების მიზნებისთვის, არსებითად თანასწორი პირების მიმართ ნებისმიერი სახის დიფერენცირება დისკრიმინაციულ მოპყრობად არ ჩაითვლება. „კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, ნებისმიერ შემთხვევაში სრულად გაათანაბროს არსებითად თანასწორი პირები. იგი უშვებს გარკვეული დიფერენცირების შესაძლებლობას... [ვინაიდან] ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც კი იყოს... ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური ნიშნებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს“. (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №2/5/556 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე, სადავო ნორმით დადგენილი განსხვავებული მოპყრობის საფუძველზე, კონსტიტუციის მითითებულ მუხლში ჩარევა სახეზე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიფერენცირება ხდება არსებითად თანასწორ პირებს შორის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით აღიარებულია სახელმწიფოებრივი ნება სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებისა, რომელიც პირდაპირ და უშუალო კავშირშია შრომის უფლების დაცვასთან. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით აღიარებულია პირის უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანსა და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში.

 

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.

 

სასამართლო მიუთითებს ხსენებული კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმპერატიულად კრძალავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ორგანულ კანონს „შრომის კოდექსს“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო. დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-14 მუხლის თანახმად, ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.

 

ზემოაღნიშნული მე-14 მუხლისაგან განსხვავებით, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას მხოლოდ კონვენციით გარანტირებულ უფლებებთან მიმართებით, კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის თანახმად, კანონით დადგენილი, ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონების, დაბადების ან სხვა ნიშნისა; დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია პირველ პუნქტში აღნიშნული რომელიმე საფუძვლით.

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები კრძალავს ყველა სახის განსხვავებულ მოპყრობას. მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფომ, მოხელის სახით, ვინმეს მიმართ განახორციელა განსხვავებული მოპყრობა, მაშინ ამ განსხვავებულ მოპყრობას თან უნდა სდევდეს ,,ობიექტური და გონივრული გამართლება“. ხოლო, იმისათვის, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად ჩაითვალოს პირველ რიგში იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის, ანუ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი. ამდენად, სახელმწიფოებს ეკისრებათ ნეგატიური ვალდებულება თანასწორად მოეპყრან თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს და შესაბამისად, მისი როლი, ვალდებულება და პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია დისკრიმინაციის პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებების გატარებაში.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირის ვარაუდი დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ მტკიცებულებებსა და ფაქტებს, რასაც იგი წარუდგენს სასამართლოს და სათანადოდ დაასაბუთებს ამგვარი ფაქტის არსებობას. ამავე ნორმის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს ის გარემოება, რომ ადგილი არ ჰქონია დისკრიმინაციულ მოპყრობას, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ასეთი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი. მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის არსებობა ვერ დადასტურდა მის მიერ სასამართლო სხდომაზე ხაზგასმით მითითებულმა მტკიცებულებებმა, კერძოდ: არ დასტურდება კონკრეტული სასწავლო დისციპლინის საათების ხელოვნურად შემცირება იმ დროს, როდესაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის 2017 წლის 13 ივლისის წერილის თანახმად, საერთო საჯარისო ცენტრის ს--------–-----------------------–- ახორციელებდა საგანმანათლებლო პროგრამებს კურსების მეშვეობით, მათ შორის, იყო ს---------------–----------------------------ი. აღნიშნული კურსი, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 8 მაისის №3--- ბრძანების გამოცემის დროისათვის, ასევე, 2017 წლის 13 ივლისის მდგომარეობით შეიარაღებული ძალებისთვის ამზადებდა მხოლოდ საინჟინრო მიმართულების სპეციალისტებს, მათ შორის, საინჟინრო უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამით, საინჟინრო ათეულის მეთაურის მომზადების პროგრამით და მესანგრის მომზადების პროგრამით. ამასთან, განათლების სარდლობის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავდა (2017 წლის 13 ივლისის მდგომარეობით) რ-------. დარგის განვითარების შემთხვევაში სამომავლოდ მოწვეული ყოფილიყო შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტი საათობრივი ანაზღაურების პრინციპით.

 

სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის დისკრიმინაციის დასადასტურებლად იმ ფაქტზე აპელირებას, რომლის მიხედვითაც იგი დანიშნეს დ-------------------------ად საველე პრაქტიკულ მეცადინეობებზე. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის 2017 წლის 25 დეკემბრის M---------------- წერილის თანახმად, იგი არ ატარებდა მეცადინეობებს სამხედრო-საინჟინრო მომზადებაში, დაკავებული იყო ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებით, რაც გულისხმობდა ი---------------------------ის მიერ მეცადინეობის მსვლელობის პროცესში სწავლების ხელმძღვანელის დავალებების შესრულებას. კერძოდ, ე-–-------------–--ე მეცადინეობების ხელმძღვანელს ეხმარებოდა კლასის მოწყობაში დამხმარე საშუალებებით, თვალსაჩინოების წარმოდგენაში აუდიტორიის წინაშე და სხვა. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით საფუძველს არის მოკლებული განმარტება მისი დამამცირებელ მდგომარეობაში ჩაყენების თაობაზე.

 

ამასთან, რაც შეეხება ამ სასწავლო დისციპლინის სწავლების გაგრძელებას ე-–-------------–--ის სახელმძღვანელოებით, სასამართლო ასევე მიიჩნევს დაუსაბუთებლად და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, ე-–-------------–--ემ სახელმძღვანელოები შექმნა ჯარებში სწავლების მიზნით, რამდენადაც პირველი სახელმძღვანელო სახელწოდებით „ქ------------------–-----------------ი“, რომელთან დაკავშირებითაც ადმინისტრაციულ ორგანოში ჩაატარა შესაბამისი პრეზენტაცია, მან სამინისტროს აჩუქა, ხოლო მეორე სახელმძღვანელო სახელწოდებით „ჯ-------–------------------------------------–---------------------------–---------–-“ დაიბეჭდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 21 სექტემბრის №--- ბრძანებით. იმის გათვალისწინებით, რომ ეს უკანასკნელი პირველი სახელმძღვანელოს მსგავსი შინაარსის თემატიკას მოიცავდა და ამავე დროს, ქვედანაყოფებიდან არ დაფიქსირდა მოთხოვნა, ხელმძღვანელობამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია პრეზენტაციის ჩატარება.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელმძღვანელობის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ მუქარასა და ზეწოლას და მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წერილებზე, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის განცხადებებში მითითებული გარემოებებზე რიგ შემთხვევაში საერთოდ არ დაწყებულა სამსახურებრივი შემოწმება, ხოლო რიგ შემთხვევაში - დაწყებული წარმოება შეწყდა საკმარისი ფაქტების არარსებობის გამო. ასევე, საფუძველს არის მოკლებული ე-–-------------–--ის სხვა თანამშრომელთაგან განსხვავებულ მდგომარეობაში ჩაყენებაში, რაც გამოიხატა სათანადო პირობების არსებობის მიუხედავად, იარაღით დაჯილდოებასა და ბინით უზრუნველყოფაზე, ასევე, ზღვრულ ასაკამდე მიღწევის შემდეგ 1 წლით მუშაობის გაგრძელებაზე უარის თქმასა და 2016 წელს შემცირებული ხელფასის გაცემაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოებებით არ დგინდება მოსარჩელის დისკრიმინაციის ფაქტი. ასევე, ცალკე მსჯელობის საგანს წარმოადგენს კვალიფიკაციის შემმოწმებელი კომისიის მიერ ჩატარებული პროცედურის და მისი შედეგის - მოსარჩელის შეფასების კანონიერება, რამდენადაც საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება მის მიმართ რაიმე განსხვავებული ანდა დამამცირებელი მოპყრობა, მით უმეტეს, როდესაც არ არსებობდა გასაუბრების ჩანაწერი.

 

ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ე-–-------------–--ის დისკრიმინაციის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი. მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის არსებობა ვერ დადასტურდა სასამართლოში მხარეთა ახსნა-განმარტებებითაც. შესაბამისად, მითითებული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე-–-------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე