გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.05.2019
საქმის ნომერი
020310017002006615
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №02---------------5 (3/153-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 მაისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - სალომე ქობალია

 

მოსარჩელე - თა-----------–--ე

წარმომადგენელი - ო------------ა

 

მოპასუხე - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - გ-------------------ე

 

მესამე პირები: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ყ------------'', მა---------–----------------------------------–---–-------------------–-----------------------------------–---–-------------------------------------------------------------------------------------------------–------------–--------------------------–--------------------–------------–-----------–-------------–-–---------–--------------------------–------–-----ა

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, დემონტაჟის თაობაზე აქტის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 10/------- წლის №9-- წერილის ბათილად ცნობა;

 

1.2.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის 2--------- წლის №3- წერილის ბათილად ცნობა;

 

1.3.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 3--------- წლის №1--- წერილის ბათილად ცნობა;

 

1.4.მოპასუხე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ქ. წალენჯიხაში, კ-----–---–--ს ქუჩა №-- ბინა №1--–- განხორციელებული მიშენების დემონტაჟის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე მარეგისტრირებელმა ორგანომ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი. მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1.მესამე პირებმა სასამართლოს სხდომაზე სარჩელი არ ცნეს.

 

4.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1.ქ. წალენჯიხაში, კ-----–---–--ს ქუჩა №--–- მდებარე კორპუსში არსებობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ყ------------’’. როგორც კორპუსში არსებული ბინის მესაკუთრე, ამხანაგობის ერთ-ერთი წევრია მოსარჩელე თა----------–--ე და მესამე პირი მა---------–-ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-08---------–-–----------------- წლის ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

-ამხანაგობის წესდება;

-ამხანაგობის დამფუძნებელთა სია;

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება (იხ. 03.05.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

4.1.2.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლეა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებლები;

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება (იხ. 03.05.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

4.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2--- წლის 1-----------ს №9-- წერილით, ქ. წალენჯიხაში, კ-----–---–--ს ქუჩა №-- ბინა №1--–- მცხოვრებ მა---------–-ას ფართის გადიდების მიზნით მიეცა პირველ სართულზე კარის ღიობის გაჭრისა და ლოჯის მიშენების ნებართვა წარდგენილი პროექტის შესაბამისად.

 

აღნიშნულ ნებართვას საფუძვლად დაედო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ყ------------“-ს 2--- წლის 2-----–---ს კრების №4------ (საოქმო გადაწყვეტილება), რომლის მიხედვითაც ამხანაგობის 25 წევრიდან კრებას ესწრებოდა 15 წევრი.

 

ამხანაგობის კრების ოქმის მიხედვით, მა---------–-ას ამხანაგობის 15 წევრისაგან მიეცა ამხანაგობის საერთო ქონების (მიწის ნაკვეთი) გამოყენების ხარჯზე, პირველ სართულზე მიშენების ნებართვა, რაც მა---------–-ას მიერ განხორციელებულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-0--------- წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

-ამხანაგობის წესდება;

-ამხანაგობის დამფუძნებელთა სია;

-29.---2--- წლის №4-----------------------ი;

-მიშენების გეგმა-პროექტი;

-ფოტოილუსტრაცია;

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება (იხ. 03.05.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

4.2.2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 0-----------–-ს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თა----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ბმა „ყ------------“-ს 2--- წლის 2-----–---ს №- კრების ოქმი (გადაწყვეტილება).

 

სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

,,მა---------–-ა ცხოვრობს პირველ სართულზე და მიშენების გეგმა-პროექტის მიხედვით, მა---------–-ასათვის ნებადართული მიშენება უნდა განხორციელდეს ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოყენებით.

 

მა---------–-ას მიერ ლოჯის მისაშენებლად გამოყენებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ამხანაგობის საერთო ქონებას. იმ მრავალბინიან სახლში, რომლის მესაკუთრეთა ამხანაგობასაც წარმოადგენს ბმა „ყ------------“, განთავისუფლებულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინა. საერთო საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილის ერთ-ერთი მესაკუთრისათვის გადაცემა უნდა განხორციელებულიყო ამხანაგობის ყველა წევრის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, რომელთა შორის მოსარჩელეს უნდა ჰქონოდა მისი ნების გამოხატვის შესაძლებლობა. მოპასუხეებმა გასაჩივრებული გარიგებით შელახეს მოსარჩელის საკუთრების უფლება და ამ გზით მოიპოვეს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მშენებლობის ნებართვა’’.

 

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სადავო ოქმში მითითებული გადაწყვეტილებით საერთო ქონება ამხანაგობის მიერ ისე იქნა განკარგული მა---------–-აზე, რომ აღნიშნულის შესახებ ცნობილი არ ყოფილა მოსარჩელისათვის, რის გამოც 29.---2--- წლის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ბათილია. უფრო მეტიც, სასამართლომ ყურადღება მიქაცია მოსარჩელის მიერ სარჩელში დაფიქსირებულ პოზიციას მასზედ, რომ კრების გადაწყვეტილება მიღებულია 15 წევრის მიერ, რაც მიუთითებს მასზედ, რომ კრება არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა ოქმში შეტანილი დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-0--------- წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

-ამხანაგობის წესდება;

-ამხანაგობის დამფუძნებელთა სია;

-29.---2--- წლის №4-----------------------ი;

-მიშენების გეგმა-პროექტი;

-04.02.2--- წლის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება (იხ. 03.05.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

4.2.3. 2--- წლის 1-----–--ს მოსარჩელე თა----------–--ემ განცხადებით მიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს მა---------–-ას მიერ მშენებლობის პროექტის დარღვევის, სამშენებლო ნებართვის მოთხოვნების უგულვებელყოფის ფაქტების შესწავლისა და უკანონო მიშენების დემონტაჟის განხორციელების მოთხოვნით.

 

მითითებული განცხადების პასუხად ზედამხედველობის სამსახურის 2--- წლის 2- ი--–---ს №3- წერილით ეცნობა, რომ მა---------–-ას გააჩნია ლოჯიის მიშენების გეგმა-პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მიშენებას და ნაწილობრივ ამოშენებას, რაზეც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაიცა მშენებლობის თანხმობა (ნებართვა). მაშასადამე, თა----------–--ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებლები;

-12.---2--- წლის განცხადება;

-2-.---2--- წლის №3- წერილი;

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება (იხ. 03.05.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

4.2.4. 2--- წლის 1-----------ს მოსარჩელე თა----------–--ემ ამჯერად განცხადებით მიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას მა---------–-ას მიერ განხორციელებული უნებართვო მიშენების დაუყოვნებლივ დემონტაჟის მოთხოვნით, რაზეც გამგეობამ 2--- წლის 3-----------ს №1--- წერილით მოსარჩელეს გასცა პასუხი იმდაგვარად, რომ მა---------–-ას მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო დავა №02---------------5 და რომ აღნიშნულ საქმეზე საკუთარი პოზიცია (შესაგებლის სახით) დააფიქსირა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებლები;

-17.0--2--- წლის განცხადება;

-31.0--2--- წლის №1--- წერილი;

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება (იხ. 03.05.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

სამოტივაციო ნაწილი

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6.კანონები (ნორმატიული აქტები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2- მარტის №57 დადგენილება; ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონი; პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2--- წლის 10 ნოემბრის №3- დადგენილებით დამტკიცეული ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება’’; ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2--- წლის 10 ნოემბრის N48 დადგენილება.

 

7.სამართლებრივი შეფასება

 

7.1.სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2- მარტის №57 დადგენილების 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სტადიებს აწარმოებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გამოსცემს შემდეგი სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს: ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

ამდენად, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული წერილები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2.სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონისმიერი პირობა რეგლამენტირებულია საქართველოს კანონმდებლობით, ესენია: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს და ბ) ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავდნენ მის უფლებას. ერთ-ერთი ამ პირობის არარსებობისას წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილება გამოირიცხება.

 

აღნიშნული პირობების კონკრეტული გამოვლინებაა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი, რომლითაც აღძრული სარჩელის საფუძველზე მოსარჩელეს შეუძლია მიაღწიოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას, რომელიც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას და შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის ან პირების მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეული იქნა სადავო აქტით. სასამართლო მიუთითებს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დარღვევის არსებობა-არარსებობის საკითხის დადგენის მნიშვნელობაზე. კერძოდ, კანონიერი ინტერესის არსებობა გულისხმობს როგორც კანონით, ისე კანონქვემდებარე აქტით დაცულ უფლებებს და ინტერესებს, ანუ მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს და გამორიცხავს მორალურ ან თეორიულ ინტერესს. ასევე სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენების ფაქტი სამართლებრივად დაცულ უფლებებსა და ინტერესებზე. ამ თვალსაზრისით ყურადსაღებია ის გარემოება, რომ დავა ფაქტიურად წარმოშობილია ბინათმესაკუთრეთა ურთიერთობებიდან. შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს მითითებული ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური კანონი - ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

 

ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა – მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება;

 

გ) მრავალბინიანი სახლი – სახლი, რომელიც შედგება ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისაგან);

 

ე) ინდივიდუალური საკუთრება – ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.);

 

ვ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება – მიწის ნაკვეთი, ამავე ნაკვეთზე განთავსებული მრავალბინიანი სახლი, მასთან დაკავშირებული მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში;

 

ი) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარება – ქმედება, რომელიც მიმართულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების გაუმჯობესებისაკენ, ფუნქციური ცვლილებებისაკენ ან რეკონსტრუქციისაკენ.

 

აღნიშნული ,,ვ’’ ქვეპუნქტის მსგავს დებულებას შეიცავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები, რომლებითაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს მიწის ნაკვეთი.

 

მითითებული ნორმატიული აქტის მე-10 მუხლი არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარების პირობებს და გულისხმობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარებას, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, რაც ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2- მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა; მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გასაჩივრებული აქტებიდან მოპასუხის მიერ გაცემული 2--- წლის 1-----------ს №9-- წერილის საფუძველზე ლოჯის მშენებლობა მესამე პირმა - მა---------–-ამ დაიწყო იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს ბმა „ყ------------“-ს საერთო ქონებას (საკუთრებას). უნდა აღინიშნოს, რომ წერილი თავისი სამართლებრივი ბუნებით არის სწორედ მშენებლობის ნებართვა, რომლის გამოცემასაც საფუძვლად დაედო ამხანაგობის 2--- წლის 2-----–---ს №- საოქმო გადაწყვეტილება, რაც სასამართლოს 2--- წლის 0-----------–-ს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბათილადაა ცნობილი, რამეთუ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კვორუმის გარეშე, კერძოდ, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, №- საოქმო გადაწყვეტილება არ ყოფილა გამოტანილი ერთხმად, ამხანაგობის კრებას არ ესწრებოდა 10 ბინათმესაკუთრე, მათ შორის, მოსარჩელე თა----------–--ე, რამაც განაპირობა №- გადაწყვეტილების უკანონობა.

 

იმ პირობებში, როდესაც მშენებლობის ნებართვის სადამფუძნებლო დოკუმენტი - №- გადაწყვეტილება სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბათილია ანუ როცა №9-- წერილს (მშენებლობის ნებართვას) სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, მშენებლობის ნებართვის კანონიერებაზე მოპასუხის მტკიცება მოკლებულია დასაბუთებას.

 

7.3.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველო ნაწილით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

№57 დადგენილების 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ნებართვის გაცემის სტადიებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო 54-ე მუხლის პირველი პუნქტით ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემა წარმოებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 75-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეს წარმოადგენს დაინტერესებულ მხარე. იმავე კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

იმავე კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. აქვე ყურადსაღებია, რომ ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება არის აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც იცავს კანონიერი ნდობის პრინციპი. თუმცა ამ პრინციპის საპირისპიროდ ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში ვხვდებით სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველობა კანონსა და სამართალს უნდა ექვემდებარებოდეს, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, უკანონო მოქმედებით დარღვეული კანონიერი მდგომარეობა აღადგინოს. კანონიერების პრინციპი რეგლამენტირებულია ზემოაღნიშნულ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ ნაწილში, რასაც ცალსახად ცხადყოფს ამ ნორმის შინაარსი: ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები“. სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონიერების პრინციპის დარღვევის დადგენის შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს კანონიერების პრინციპისა და კანონიერი ნდობის პრინციპის დაპირისპირების რეჟიმი და საბოლოოდ საკითხი უნდა გადაწყდეს 601 მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

 

სზაკ-ის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს №- საოქმო გადაწყვეტილების შინაარსის გაცნობისას ჰქონდა შესაძლებლობა შეფასება მიეცა იმ ფაქტისათვის, რომ კვორუმის არარსებობის პირობებში გადაწყვეტილება მიღებული იქნა არაუფლებამოსილი ამხანაგობის წევრების მიერ, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია. ამასთან, მოპასუხემ ისე მიიღო გადაწყვეტილება მა---------–-ასათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დაინტერესებული მხარის სახით არ მოუწვევია მოსარჩელე თა----------–--ე.

 

7.4.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

წინამდებარე გადაწყვეტილების 7.3 პუნქტში მითითებული სამართლებრივი საფუძვლები ცხადყოფს, რომ სადავო აქტი - №9-- წერილი კანონსაწინააღმდეგოა, არსებითად არღვევს არა მხოლოდ მოსარჩელის, არამედ იმ მესამე პირების კანონიერ ინტერესებს, რომლებიც არ მონაწილებდნენ მა---------–-ას სასარგებლოდ ჩატარებულ ამხანაგობის კრებაში და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ №9-- გადაყვეტილების მიღებაში.

 

7.5.რაც შეეხება №3- და №1--- წერილების ბათილად ცნობის, ასევე, მინაშენის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მოპასუხისათვის დავალდებულების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნებს, სასამართლო თვლის, რომ ისინი დაუსაბუთებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15 მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

№3- და №1--- წერილები გაცემულია მოპასუხის მიერ მოსარჩელის იმ განცხადებების საპასუხოდ, რომლებითაც მოსარჩელე მოპასუხისაგან ითხოვდა მინაშენის დემონტაჟს. აღსანიშნავია, რომ წერილების გაცემის პროცესში ჯერ №9-- ნებართვა სასამართლოს მხრიდან ბათილად ცნობილი არ ყოფილა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა ფაქტობრივი საფუძველი ემსჯელა დემონტაჟის საკითხზე.

 

გარდა აღნიშნულისა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2--- წლის 10 ნოემბრის №3- დადგენილებით დამტკიცეულია ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება’’, რომლის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად, მერიის ერთ-ერთი სამსაუხრია ზედამხედველობის სამსახური. იმავე დებულების მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის შესახბამისად, ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: კონტროლი გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე; კონტროლი მშენებარე შენობა-ნაგებობების წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების, საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, ხოლო ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2--- წლის 10 ნოემბრის N48 დადგენილების მე-3 მუხლის ,,ა’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტების მიხედვით, ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებაზე ან/და დემონტაჟზე, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე დასკვნების მომზადება; წარადგინოს წინადადებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, საარჩევნო კოდექსისა და გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ.

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით; სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სადემონტაჟო ღონისძიებების გატარებამდე ზედამხედველობის სამსახური გადის კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს და მხოლოდ ამ ეტაპის გავლის შედეგად წარმოშობილი საფუძვლის არსებობისას არის შესაძლებელი დემონტაჟის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. მაგალითად, ასეთი საფუძველი შეიძლება იყოს ის, რომ არარსებობს მშენებლობის ნებართვა ანუ შენობა აშენებულია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით. თუ აღნიშნული სამსახური არ იმოქმედებს კანონით დადგენილი წესით, ასეთ შემთხვევაში, სამსახურის უმოქმედობის გამო დაინტერესებულ პირს შეუძლია იდავოს სასამართლოს წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ისეთ პირობებში, როდესაც წინამდებარე გადაწყვეტილება გასაჩივრებული N9-- აქტის ბათილად ცნობის თაობაზე ჯერ არ არის შესული კანონიერ ძალაში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს არა აქვს უფლება განახორციელოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები №11.4--33-.------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, მესამე პირის მა---------–-ას კუთვნილ ფართთან დაკავშირებული მშენებლობის მიმართ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

 

8.საპროცესო ხარჯები

 

8.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სსს კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-3 წინადადების მიხედვით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, აგრეთვე, სარჩელის ხასიათის გათვალისწინებით, მოპასუხე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარის და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯიდან 500 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-13, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 2-3-2-4-ე, 2-9-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.თა----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2.ბათილად იქნეს ცნობილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 10/------- წელს მა---------–-ასათვის გაცემული №9-- თანხმობა მშენებლობის განხორციელების (ნებართვის) შესახებ;

 

3.სხვა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4.მოპასუხეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 50 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურიდან - 500 ლარის ანაზღაურება;

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12).

 

მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა