გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100310019002854511
საქმე №3/5-2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17.05.2019 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ელ------- ზა-----ე
წარმომადგენელი: მა--- ქუ-------–--ე
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახური იმერეთის რეგიონული ოფისი
წარმომადგენელი: მა---ნ- ბა------ე
მესამე პირები: ზი-- ტყ----–--ე, ე-- ტყ----–--ე, გი------ ზა-----ე, ნი--- ზა-----ე.
წარმომადგენელი: თ-- მე-----–-–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს 2019 წლის 18 თ--------–- სარჩელით მომართა ელ------- ზა-----ემ (პ/ნ 3----------) მოპასუხეების: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახური იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვს :
ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 03 ი------- N 8----------- -12 გადაწყვეტილება.
ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 0- თ-------–-- გადაწყვეტილება N4---- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლოს მთავარ სხდომამდე, მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ 2019 წლის 17 ა-----–- მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა:
ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 03 ი------- N 8----------- -12 გადაწყვეტილება;
ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 0- თ-------–-- გადაწყვეტილება N4---- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 მ------- გადაწყვეტილება N 8------------26 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ მისი დაუსაბუთებულობის გამო;
ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 18 ი--–---- გადაწყვეტილება N 8------------07, რომლითაც რეგისტრირებულ იქნა გი------ ზა-----ის, ე-- ტყ----–--ის, ზი-- ტყ----–--ის და ნი--- ზა-----ის საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე ს/კ 3-.0-.4--0--.
მოცემული გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნის მიღების გადაწყვეტის პროცესში 2019 წლის 22 ა-----–- მოსარჩელე მხარის მიერ კიდევ ერთხელ წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვს:
ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 03 ი------- N 8----------- -12 გადაწყვეტილება;
ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 0- თ-------–-- გადაწყვეტილება N4---- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 მ------- გადაწყვეტილება N 8------------26 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ .
ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 18 ი--–---- გადაწყვეტილება N 8------------07, რომლითაც რეგისტრირებულ იქნა გი------ ზა-----ის, ე-- ტყ----–--ის, ზი-- ტყ----–--ის და ნი--- ზა-----ის საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე ს/კ 3-.0-.4--0--.
ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ა-----–-- გადაწყვეტილება N 1----- ადმინისტრაციული საჩივრების განხილვაზე უა---ს თქმის შესახებ(რომელშიც გაერთიანებულია 2019 წლის 15 მ------- N 8------------26 გადაწყვეტილების გასაჩივრება და 2013 წლის 18 ი--–---- N 8------------07 გადაწყვეტილების გასაჩივრება).
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ა-----–-- განჩინებით საჩხერის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული 3/5-19 წ ადმინისტრაციული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო ელ------- ზა-----ის სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახური იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 მ------- სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების N 8------------26 ბათილად ცნობის მოთხოვნის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 18 ი--–---- გადაწყვეტილების N 8------------07 ბათილად ცნობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ა-----–-- გადაწყვეტილება N 1----- ადმინისტრაციული საჩივრების განხილვაზე უა---ს თქმის შესახებ(რომელშიც გაერთიანებულია 2019 წლის 15 მ------- N 8------------26 გადაწყვეტილების გასაჩივრება და 2013 წლის 18 ი--–---- N 8------------07 გადაწყვეტილების გასაჩივრება) ბათილად ცნობის შესახებ და საქმეს მიენიჭა შესაბამისი ნომერი.
მოცემულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნა დარჩა შემდეგი შინაარსით:
ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 03 ი------- N 8----------- -12 გადაწყვეტილება.
ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 0- თ-------–-- გადაწყვეტილება N4---- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. მოსარჩელე ელ------- ზა-----ე მიუთითებს, რომ 2018 წლის 06 ნ--------- მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით და მოითხოვა მის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი N1---ის საფუძველზე მის საკუთრებაში არსებული, საჩხერის რაიონის სოფელ ს---------–- 600 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. 2019 წლის 03 ი------- შესაბამისი სამსახურის მიერ განემარტა N8----------- -12 გადაწყვეტილებით, რომ მის მიერ განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი და ს/კ 3-.0-.4--0-- რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით ს/კ 3-.0-.4--0-- რეგისტრირებულია ზი-- ტყ----–--ე, ე-- ტყ----–--ე, გი------ ზა-----ე, ნი--- ზა-----ეზე. 2019 წლის 03 ი------- მის მიერ გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის N8----------- -12 გადაწყვეტილება, რადგან ათეული წლებია მის საკუთრებაშია და შემოღობილია მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხილული ი--- 2019 წლის 03 ი------- ადმინისტრაციული საჩივარი და 2019 წლის 0- თ--------–- მიიღო გადაწყვეტილება N4---- ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის თაობაზე და მოცემული გადაწყვეტილებაც დაუსაბუთებელია მოსარჩელის პოზიციით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ და მოითხოვა მისი უარყოფა. წარმომადგენლის განმარტებით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული სადაო გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
2.4. მესამე პირებმა ზი-- ტყ----–--ემ, ე-- ტყ----–--ემ, გი------ ზა-----ემ, ნი--- ზა-----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. წარმომადგენლის განმარტებით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული სადაო გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილია, რომ მიწის მიღება ჩაბარების აქტი N1-- , რომელიც გაცემულია 1995 წლის 13 ი----- წარმოადგენს მოსარჩელე ელ------- ზა-----ის საკუთრებას და სწორედ მოცემული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ელ------- ზა-----ემ 2018 წლის 06 ნ--------- მიმართა N8----------- განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საჩხერის რაიონის სოფელ ს---------–- მდებარე 600 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. განცხადებასთან ერთად ასევე წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია მათ შორის მიწის მიღება-ჩაბარების აქტი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 13),- განცხადება, რეგისტრაციის მოწმობები, ნახაზები(ს.ფ.81-93)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);
3.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ნ--------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება N8------------03 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით ეცნობა განმცხადებელს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 12 ნ--------- N4----- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ქუთაისის ცენტრალური არქივიდან.
დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ნ--------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება N8------------07 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილებით ეცნობა განმცხადებელს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის N4----- წერილით განმეორებით გამოითხოვა ინფორმაცია ქუთაისის ცენტრალური არქივიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადაწყვეტილება(ს.ფ. 52)
- გადაწყვეტილება(ს.ფ. 53)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);
3.3. დადგენილია, რომ 2019 წლის 06 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, სადაც მითითებულია, რომ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში აღმოჩენილი იქნა შემდეგი სისტემური საკადასტრო კოდები, რომლებზეც მესაკუთრე ფიქსირდება საიდენტიფიკაციო მონაცემების გარეშე და რომელიც ითვლება კომლზე რიცხული ქონების ფართში: 3-.0-.0-. 0--;3-.0-.0-.1--; 3-.0-.0-.2--. ამასთან განმცხადებელს ეცნობა, რომ სიტუაციური ნახაზის მიხედვით ფიქსირდება ზედდება რეგისტრირებულ მონაცემთან საკადასტრო კოდით 3-.0-.4--0--. მოცემული ნივთი საკუთრების უფლებით ეკუთვნის ზი-- ტყ----–--ეს, ე-- ტყ----–--ეს, გი------ ზა-----ეს, ნი--- ზა-----ეს და რეგისტრირებულია მიღება-ჩაბარების აქტიN- საფუძველზე 2013 წლის 18 ი--–---- N8------------07.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ 2019 წლის 03 ი------- მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელშიც მითითებულია, რომ N8----------- განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და 3-.0-.4--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ თუ ის ეთანხმება იმ მიწის ნაკვეთის (3-.0-.4--0--) კონფიგურაციას და მდებარეობას, რომელთანაც ფიქსირდება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 კალენდარული დღის ვადაში წარმოსადგენია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. თუ არ ეთანხმება განმცხადებელი კონფიგურაციას მაშინ უნდა წარადგინოს ინფორმაცია დავის არსებობის თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით შეთავაზებული იქნა მედიატორი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადაწყვეტილება (ს.ფ 50)
-სადაო გადაწყვეტილება(ს.ფ.48)
- გადაწყვეტილება (ს.ფ.156)
- რეესტრის ამონაწერი(ს.ფ.143)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);
3.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ 2019 წლის 03 ი------- მიღებული გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გასაჩივრებული იქნა ელ------- ზა-----ის მიერ. საჩივრის ავტორი ითხოვდა ხსენებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 0- თ-------–-- გადაწყვეტილებით ელ------- ზა-----ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ სადაო გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით იქნა გამოცემული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადაწყვეტილება(ს.ფ. 36-41)
მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ ელ------- ზა-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა და მხარეთა ახსნა-განმარტებების გაანალიზება - შეჯერების საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოიცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკლევისა და შეფასების საფუძველზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საჯარო რეესტრის შესახებ კანონი;
- სამოქალაქო კოდექსი.
-„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია
-„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ თითოეული პირის ინტერესი, რომელიც დავას აღძრავს სასამართლოში, პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მას სურს დაიცვას უფლება, რომელიც მიაჩნია, რომ დაარღვია მოწინააღმდეგე მხარემ. ცხადია, რომ დარღვეული უფლების აღდგენა ყოველთვის უკავშირდება გარკვეული ქონებრივი თუ არაქონებრივი უფლებების რეალურად და სრულად აღდგენას, ეს წარმოადგენს კიდეც თავდაპირველ ინტერეს სასამართლოში დავის აღძვრისა.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
გასაჩივრებული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს და უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.
6.4. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციას ახორციელებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ-ლ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული და მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
6.5. ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ხოლო ამავე მუხლის ,,კ” პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
6.6.,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 111მუხლის შესაბამისად საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესადგენად უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელია ამ ნივთის მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა სისწორისთვის პასუხისმგებელია საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკადასტრო მონაცემების ზედდება – უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან;
6.7.,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: დ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს;
მაშასადამე თუ ზედდებაა რეგისტრაცია ვერ განხორციელდება განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ 2019 წლის 06 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, სადაც მითითებულია, რომ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში აღმოჩენილი იქნა შემდეგი სისტემური საკადასტრო კოდები, რომლებზეც მესაკუთრე ფიქსირდება საიდენტიფიკაციო მონაცემების გარეშე და რომელიც ითვლება კომლზე რიცხული ქონების ფართში: 3-.0-.0-. 0--; 3-.0-.0-.1--; 3-.0-.0-.2--. ამასთან განმცხადებელს ეცნობა, რომ სიტუაციური ნახაზის მიხედვით ფიქსირდება ზედდება რეგისტრირებულ მონაცემთან საკადასტრო კოდით 3-.0-.4--0--. მოცემული ნივთი საკუთრების უფლებით ეკუთვნის ზი-- ტყ----–--ეს, ე-- ტყ----–--ეს, გი------ ზა-----ეს, ნი--- ზა-----ეს და რეგისტრირებულია მიღება-ჩაბარების აქტიN- საფუძველზე 2013 წლის 18 ი--–---- N8------------07
6.8.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ 2019 წლის 03 ი------- მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელშიც მითითებულია, რომ N8----------- განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და 3-.0-.4--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ თუ ის ეთანხმება იმ მიწის ნაკვეთის (3-.0-.4--0--) კონფიგურაციას და მდებარეობას, რომელთანაც ფიქსირდება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 კალენდარული დღის ვადაში წარმოსადგენია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. თუ არ ეთანხმება განმცხადებელი კონფიგურაციას მაშინ უნდა წარადგინოს ინფორმაცია დავის არსებობის თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით შეთავაზებული იქნა მედიატორი.
6.9. დადგენილია, რომ 3-.0-.4--0--. საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნივთი საკუთრების უფლებით ეკუთვნის ზი-- ტყ----–--ეს, ე-- ტყ----–--ეს, გი------ ზა-----ეს, ნი--- ზა-----ეს და რეგისტრირებულია მიღება-ჩაბარების აქტიN- საფუძველზე 2013 წლის 18 ი--–---- N8------------07
6.10. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;
6.11.„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამავე კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად. მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს ადგენს ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლი, რომელიც არ არის ამომწურავი და ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობას.
6.12. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად 1. სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; ბ) სააგენტოს წარუდგენს განცხადებას მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, თუ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ან/და მმართველობის ორგანოს მონაწილეობით; გ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს. 3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
6.13.ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ 2019 წლის 03 ი------- მიღებული გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გასაჩივრებული ი--- ელ------- ზა-----ის მიერ . საჩივრის ავტორი ითხოვდა ხსენებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 0- თ-------–-- გადაწყვეტილებით ელ------- ზა-----ეს უა--- ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ სადაო გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით იქნა გამოცემული, კერძოდ სადაო გადაწყვეტილებაში ნათლად არის განხილული და დასაბუთებული ზედდების შემთხვევაში რეგისტრაციის განხორციელების შეუძლებლობა. მოცემული სამართლებრივი დასაბუთება სწორედ საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონითაა წარმოდგენილი.
6.14. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტებს, რომ სადავო აქტები გამოიცა კანონის დარღვევით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შედეგად. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობით გამოცემული აქტების ფორმალური კანონიერების განმსაზღვრელ ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება. წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრების შესახებ, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
6.15. ამასთან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს.
6.16. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული არ არის გასაჩივრებული აქტის მომზადებისას და გამოცემისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების შესახებ. სადავო აქტი შეიცავს დასაბუთებას, თუ კონკრეტულად რომელ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გადაწყვეტილება, ამასთანავე, ადმინისტრაციული წარმოებისას შესწავლილი და გამოკვლეულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულია ამ გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად, რითაც ასევე დაცულია ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები.
6.17. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
6.18.სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე19 მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.
6.19.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
6.20. ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო აქტები სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არც მათი მომზადება-გამოცემისას ზაკ-ის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. არ არსებობს სადაო აქტების ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ელ------- ზა-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქუჩა # 3).
მოსამართლე: ივანე ყიფიანი