გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210119002808623
N 2/19-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება
10.05.2019წ. ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი: სოფიო რობაქიძე
მოსარჩელე: ს.ს. ,,კ------- ბ---- ”,წარმომადგენელი: ლ-- ბ--------–---–ი
მოპასუხეები: მ-----ა ბ-----ე
ვ----–-- კ------ე
გუ-–--ო წ-----
ნ-----–- ბ-----ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება,აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს - მ-----ა ბ-----ეს, ვ----–-- კ------ეს , გუ-–--ო წ-----ს და ნ-----–- ბ-----ეს მოსარჩელე ს.ს. ''კ------- ბ----ს '' სასარგებლოდ 2017 წლის 17 ოქტომბრის N CPL-1728910006 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 10,033.08 ლარის გადახადა, საიდანაც ძირითადი თანხაა 7197.63 ლარი, პროცენტი 1677.76 ლარი, ხოლო ჯარიმა 1157.69 ლარი.
1.2. მოპასუხეებს - მ-----ა ბ-----ეს, ვ----–-- კ------ეს , გუ-–--ო წ-----ს და ნ-----–- ბ-----ეს მოსარჩელე ს.ს. ''კ------- ბ----ს '' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300.99 ლარის გადახდა
1.3. მოპასუხეებს - მ-----ა ბ-----ეს, ვ----–-- კ------ეს , გუ-–--ო წ-----ს და ნ-----–- ბ-----ეს მოსარჩელე ს.ს. ''კ------- ბ----ს '' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების განხილვისათვის გადახდილი სახ. ბაჟი 50 ლარის გადახდა.
1.4. მოპასუხეებს - მ-----ა ბ-----ეს, ვ----–-- კ------ეს , გუ-–--ო წ-----ს და ნ-----–- ბ-----ეს მოსარჩელე ს.ს. ''კ------- ბ----ს '' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩერლის მიერ გადახდილი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი ცნობის აღების საფასური 21 ლარი .
1.5. ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 66.69 ლარის დაბრუნება
მოსარჩელის პოზიცია:
სს ,,კ------- ბ----ს" მიერ წარმოდგენილი იქნა სარჩელი, რომლითაც მოითხოვდა მოპასუხეებს - მ-----ა ბ-----ეს, ვ----–-- კ------ეს , გუ-–--ო წ-----ს და ნ-----–- ბ-----ეს მოსარჩელე ს.ს. ''კ------- ბ----ს '' სასარგებლოდ 2017 წლის 17 ოქტომბრის N CPL-1728910006 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 12,255.95 ლარის გადახადა, საიდანაც ძირითადი თანხაა 7197.63 ლარი, პროცენტი 3900.63 ლარი, ხოლო ჯარიმა 1157.69 ლარი.
მოსარჩელემ 2019 წლის 11 აპრილს სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა დაზუსტებული სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეებს - მ-----ა ბ-----ეს, ვ----–-- კ------ეს, გუ-–--ო წ-----ს და ნ-----–- ბ-----ეს მოსარჩელე ს.ს. ''კ------- ბ----ს '' სასარგებლოდ 2017 წლის 17 ოქტომბრის N CPL-1728910006 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 10,033.08 ლარის გადახადა, საიდანაც ძირითადი თანხაა 7197.63 ლარი, პროცენტი 1677.76 ლარი, ხოლო ჯარიმა 1157.69 ლარი; გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300.99 ლარი; სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების განხილვისათვის გადახდილი სახ. ბაჟი 50 ლარი და ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი ცნობის აღების საფასური 21 ლარი. ასევე მოსარჩელემ დაზუსტებულ სარჩელში იშუამდგომლა რომ სასამართლომ იმსჯელოს შემცირებული მოთხოვნის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის 66.69 ლარის დაბრუნების შესახებ.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ლ-- ბ--------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სარჩელს და განმარტა, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს ს.ს "კ-------- პ-–--- ჯ-------ა"–სა და მოპასუხე მ-----ა ბ-----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #CPL-1728910006 რომლის საფუძველზეც მან ისესხა 8000.00 ( რვა ათასი ) ლარი 36 თვით, 38 % წლიური საპროცენტო სარგებლით 2020 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით. სესხის ხელშეკრულების მე–5 მუხლის თანახმად, სესხის შენატანების გადახდა უნდა განხორციელებულიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, რომელიც სესხის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილ--, ხოლო მისი დარღვევის შემთხვევაში ამავე ხელშეკრულების მე-7 მუხლის საფუძველზე დავალ--ნების თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა 0.30% პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2017 წლის 17 ოქტომბერს დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე თავდებებმა ვ----–-- კ------ემ, გუ-–--ო წ-----მ და ნ-----–- ბ-----ემ იკისრეს ვალდებულება კ--------ორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალ--ნება, მაშინაც კი როცა ადგილი ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან / და მისი გადახდისუნარიანობა აშკარაა, თავდები ვალდებულ-- თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კ--------ორის მხრიდან დავალ--ნების დაფარვის შესახებ წერილი (გაფრთხილების) მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
მსესხებლისა და თავდებების მიერ დარღვეულ იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. მსესხებელი და თავდები პირები არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებულნი როგორც ზეპირად ასევე სატელეფონო და წერილობითი მიწერილობის გზით. მიუხედავად მათი არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხეების მხრიდან არ განხორციელებულა ვალდებულებების შესრულება.
საქმის განხილვის მომენტისათვის 2017 წლის 17 ოქტომბრის N CPL-1728910006 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეთა მიმართ დავალ--ნება შეადგენ 10,033.08 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 7197.63 ლარი, პროცენტი 1677.76 ლარი, ხოლო ჯარიმა 1157.69 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოპასუხე მ-----ა ბ-----ე ნაწილობრივ დაეთანხმა პირველ სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა რომ მის მიერ გადახდილ-- დავალ--ნების ნაწილი 2457.23 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა გამოაკლდეს სრულად ძირ თანხას 7197.63 ლარს. თანახმაა გადაიხადოს ძირი თანხიდან დარჩენილი თანხა 4740.40 ლარი. პროცენტის და ჯარიმის გადახდაზე უარს აცხადებს ვინაიდან გადახდის საშუალება არა აქვს. ამასთან მოითხოვს 4740.40 ლარის გადახდა დაეკისროს მხოლოდ მას და გათავისუფლდნენ თავდებები ყოველგვარი ვალდებულებებისგან, რადგანაც აღნიშნული თანხა მოიხმარა მან.
2.2 მოპასუხეებმა ვ----–-- კ------ემ, გუ-–--ო წ-----მ და ნ-----–- ბ-----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, მაგრამ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი უცნობებიათ სასამართლოსათვის. სასამართლო სხდომის დრო და ადგილი ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 17 ოქტომბერს ს.ს "კ-------- პ-–--- ჯ-------ა"–სა და მოპასუხე მ-----ა ბ-----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #CPL-1728910006 რომლის საფუძველზეც მან ისესხა 8000.00 ( რვა ათასი ) ლარი 36 თვით, 38 % წლიური საპროცენტო სარგებლით 2020 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით. სესხის ხელშეკრულების მე–5 მუხლის თანახმად, სესხის შენატანების გადახდა უნდა განხორციელებულიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად , რომელიც სესხის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილ-- , ხოლო მისი დარღვევის შემთხვევაში ამავე ხელშეკრულების მე-7 მუხლის საფუძველზე დავალ--ნების თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა 0.30% პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის #CPL-1728910006 ხელშეკრულება
- გაფრთხილების წერილები
- მხარეთა განმარტება.
3.1.2. მსესხებელს ყავს 3 თავდები. 2017 წლის 17 ოქტომბერს დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე თავდებებმა ვ----–-- კ------ემ, გუ-–--ო წ-----მ და ნ-----–- ბ-----ემ იკისრეს ვალდებულება კ--------ორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალ--ნება, მაშინაც კი როცა ადგილი ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან / და მისი გადახდისუნარიანობა აშკარაა, თავდები ვალდებულ-- თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კ--------ორის მხრიდან დავალ--ნების დაფარვის შესახებ წერილი (გაფრთხილების) მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულება თავდების განცხადებასთან ერთდ
- მხარეთა განმარტება.
3.1.3. მსესხებელს მ-----ა ბ-----ეს 2018 წლის 31 მაისის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია, ამდენად მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 10,033.08 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 7197.63 ლარი, პროცენტი 1677.76 ლარი, ხოლო ჯარიმა 1157.69 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის #CPL-1728910006 ხელშეკრულება;
- სესხის გადახდის გრაფიკი;
3.1.4 ს/ს „ კ-------- პ-–--- ჯ-------ა “-სა და ს/ს „ კ------- ბანკ “ ს შორის 2018 წლის 11 ივლისს გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, მ-----ა ბ-----ის პ/ნ 1---------- მიმართ არსებულ მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ს/ს „ კ------- ბ---- “ .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 11 ივლისის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხე მ-----ა ბ-----ემ დაფარა დავალ--ნების ნაწილი 2457.23 ლარის ოდენობით და მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხა უნდა გამოაკლდეს მხოლოდ დავალ--ნების ძირ თანხას და არ უნდა მოხდეს ამ თანხიდან პროცენტის და ჯარიმის დაფარვა. გადასახდელი აქვს მხოლოდ ძირი თანხა 4740.40 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის #CPL-1728910006 ხელშეკრულება;
- სესხის გადახდის გრაფიკი;
- მოპასუხის განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ ს.ს. ,,კ------- ბ----’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 361-ე, 463-ე, 416-420-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 230-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსამზადებელ და სასამართლო სხდომაზე მოპასუხე სოლიდარული თავდები პირები ვ----–-- კ------ე, გუ-–--ო წ----- და ნ-----–- ბ-----ე არ გამოცხადდა. მოსარჩელე მხარემ იშუამდგომლა მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება. სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს. სასამართლო სხდომის დრო და ადგილი ეცნობათ სასამართლო უწყებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. თუმცა სხდომაზე არ გამოცხადებულან მოპასუხეები ვ----–-- კ------ე , გუ-–--ო წ----- და ნ-----–- ბ-----ე, მოპასუხეებს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებიათ. შესაბამისად, სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა არასაპატიოა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. იმისათვის, რომ სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. აუცილებელ--, რომ ეს ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს მოსარჩელის მოთხოვნას, რაც იმას ნიშნავს, რომ მატერიალური კანონი კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას უნდა უკავშირებდეს იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც მიზნად აქვს დასახული მოსარჩელეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების გამომრიცხავი გარემოებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, მართალ-- იურიდიულად გამართლებულ--, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია მოსარჩელის შუამდგომლობა ვ----–-- კ------ის, გუ-–--ო წ------- და ნ-----–- ბ-----ის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
6.2. სასამართლოს როგორც მოსამზადებელ ასევე მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხემ მ-----ა ბ-----ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ თანახმაა გადაიხადოს საკ--------ო ხელშეკრულების დავალ--ნების ძირი თანხა, რასაც გამოაკლდება გადახდილი თანხა 2457.23- ჯამში გადასახდელად დაეკისროს 4740.40 ლარი. მ-----ა ბ-----ე ითხოვს გათავისუფლდეს დარიცხული პროცენტებისა და ჯარიმის გადახდისაგან. რაც შეეხება სოლიდარულ თავდებებს ვ----–-- კ------ეს, გუ-–--ო წ-----ს და ნ-----–- ბ-----ეს, მათ ანალოგიური პოზიცია დააფიქსირეს წარმოდგენილი შესაგებლით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლ--თ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლ-- უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო თავის გადაწყვეტილებით აკმაყოფილებს სარჩელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოებების არსებობის ან არასებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლოს შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
დადგენილ--, რომ მოპასუხეებმა ვ----–-- კ------ემ, გუ-–--ო წ-----მ ნ-----–- ბ-----ემ და მ-----ა ბ-----ემ წარმოდგენილი შესაგებლით დაადასტურეს კ--------ის ძირითადი თანხის არსებობის ფაქტობრივი გარემოებები და მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ცნეს 4740,40 ლარის ოდენობით.
სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე მოპასუხე მ-----ა ბ-----ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მხოლოდ 4740.40 ლარის ნაწილში და თანხმობა განაცხადა საკ--------ო ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალ--ნება ეტაპობრივად აანაზღაუროს, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს. შესაბამისად აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის საფუძვლით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით, გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე ხარისხის და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
დადგენილ-- და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს ს.ს "კ-------- პ-–--- ჯ-------ა"–სა და მოპასუხე მ-----ა ბ-----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #CPL-1728910006 რომლის საფუძველზეც მან ისესხა 8000.00 ( რვა ათასი ) ლარი 36 თვით, 38 % წლიური საპროცენტო სარგებლით 2020 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით. სესხის ხელშეკრულების მე–5 მუხლის თანახმად, სესხის შენატანების გადახდა უნდა განხორციელებულიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, რომელიც სესხის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილ--, ხოლო მისი დარღვევის შემთხვევაში ამავე ხელშეკრულების მე-7 მუხლის საფუძველზე დავალ--ნების თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა 0.30% პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მხარეთა შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც მოპასუხის მიერ დაირღვა და არ შესრულდა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კ--------ორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლი ადგენს, რომ თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლ--ნი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კ--------ორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილ--, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე თავდებებმა ვ----–-- კ------ემ, გუ-–--ო წ-----მ და ნ-----–- ბ-----ემ იკისრა ვალდებულება კ--------ორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალ--ნება, მაშინაც კი როცა ადგილი ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან / და მისი გადახდისუნარიანობა აშკარაა, თავდები ვალდებულ-- თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კ--------ორის მხრიდან დავალ--ნების დაფარვის შესახებ წერილი (გაფრთხილების) მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ს/ს „ კ-------- პ-–--- ჯ-------ა “-სა და ს/ს „ კ------- ბანკ “ ს შორის 2018 წლის 11 ივლისს გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, მ-----ა ბ-----ის პ/ნ 1---------- მიმართ არსებულ მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ს/ს „ კ------- ბ---- “ .
მოპასუხეებმა ჯეროვნად ვერ შეასრულეს სს ,,კ------- ბ----ს’’ წინაშე სესხის და თავდებობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. 2018 წლის 31 მაისიდან დაარღვიეს ბ----ს წინაშე ნაკისრი ვალდებულება, მიუხედავად გაფრთხილებისა არაერთხელ გადააცილეს სესხის გადახდის ვადას, რაც თავის მხრივ წარმოადგენს მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.
უდავოა, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეულ-- სესხის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ კ------- ბ---- “ უფლებამოსილ-- მოპასუხეებისაგან ვ----–-- კ------ისგან, გუ-–--ო წ--------- და ნ-----–- ბ-----ისგან სოლიდალურად მოითხოვოს მ-----ა ბ-----ის მიერ საკ--------ო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
6.6. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე რომ მხარეთა შორის არსებობს სესხის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და მოპასუხეები სარჩელს ცნობენ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის ნაწილის კერძოდ 4740.40 ლარის ანაზღაურების ნაწილში. შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უდავოა და უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გადასახდელად ეკუთვნით მხოლოდ ძირითადი თანხა 4740.40 ლარამდე და იმის გამო, რომ დარჩენილი თანხის გადახდას ვერ შესძლებენ უნდა გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისაგან მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს და პროცენტის ანაზღაურების ნაწილში.
სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის თანახმად განისაზღვრა სარგებელი სესხით სარგებლობისათვის ათვისებულ სესხის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი წლიური 38%.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მ-----ა ბ-----ემ ვალდებულება დაარღვია 2018 წლის 31 მაისიდან. მოსარჩელე მხარე მოითხოვს მოპასუხეებს მ-----ა ბ-----ეს, ვ----–-- კ------ეს, გუ-–--ო წ-----ს და ნ-----–- ბ-----ეს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საბანკო კ--------ის №GPL-1728910006 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის თანხის 1677.76 ლარის ანაზღაურება,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულ--, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კ--------ორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლ--.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მოთხოვნილი პროცენტის ანაზღაურება.
6.7. საქართველოს სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლ--თ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1 და 10.1.1. პუნქტის თანახმად ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო - ათვისებული კ--------ის თანხის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.30 %.
დადგენილ--, რომ მოპასუხე მხარემ სრულად ვერ შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, რაც მათთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველ--. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე დარიცხულმა ჯარიმამ საკ--------ო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგინა 1157.69 ლარი.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლ--თ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც შესაძლებელ-- აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. იგი მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კ--------ორმა ზიანი განიცადა თუ არა. პირგასამტეხლო ერთგვარად მოვალის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებას წარმოადგენს, მაგრამ ის არ უნდა გახდეს კ--------ორის უსაფუძვლო გამდიდრების წყარო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მართალ--, კ--------ორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს მიზანია კ--------ორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელ-- უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლ-- საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, ვერ მიენიჭება მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქცია, მისი დაკისრება მოპასუხეებისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით გამოიწვევს კ--------ორის გამდიდრებას და არა დარღვეული უფლების აღდგენას, რაც საჯარო წესრიგს ეწინააღმდეგება.
შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი უნდა შემცირდეს. მოპასუხე მ-----ა ბ-----ეს, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით ვ----–-- კ------ეს, გუ-–--ო წ-----ს და ნ-----–- ბ-----ეს მოსარჩელის სს ,,კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკ--------ო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 0,30%-ს ნაცვლად 0,030% ანუ 1157.69 ლარის ნაცვლად 115.77 ლარი.
6.9. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სესხის N CPL-1728910006 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ-----ა ბ-----ის, ვ----–-- კ------ის, გუ-–--ო წ------ და ნ-----–- ბ-----ის დავალ--ნებამ მოსარჩელის მიმართ შეადგინა 8991.16 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 7197.63 ლარი, პროცენტის თანხა- 1677.76 ლარი და ჯარიმა 115.77 ლარი.
მოპასუხეებს ასევე მოსარჩლის სასრგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროს ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი ცნობის აღების საფასურის 21 ლარის ანაზღაურება.
ხოლო მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე 1041.92 ლარის ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების შესაბამისად შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 10033.08 ლარამდე, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა 300.99 ლარი. მოსარჩელის მიერ კი სარჩელისათვისა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ-- 367.69 ლარი. ზედმეტად გადახდილი 66.69 ლარი უნდა დაუბრუნდეს უკან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლ--ნად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე მოპასუხე მ-----ა ბ-----ემ, ხოლო შესაგებლით ვ----–-- კ------ემ, გუ-–--ო წ-----მ და ნ-----–- ბ-----ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნეს. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე მხარეები თავისუფალი არიან 4740.40 ლარის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც შეადგენს 141.47 ლარს, რომელიც ასევე უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
შესაბამისად მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი დაკმაყოფილებული სარჩელის იმ ნაწილში რომელიც არ ცვნეს, კერძოდ 4250.76 ლარის პროპორციულად 129.43 ლარის ოდენობით
საქმეზე მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ-- 50 ლარი, რომლის ანაზღაურებაც ასევე მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელე სს ,, კ------- ბ----ს'' სასარგებლოდ.
არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე სს ,,კ------- ბ----ს“ სარჩელი საკ--------ო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1041.99 ლარის ნაწილში და ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 30.09 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე მუხლის მეორე ნაწილით, 53-ე, 230-ე, 233-236-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,კ------- ბ----ს” (ს/კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხეებს მ-----ა ბ-----ეს (პ/ნ 1----------), ვ----–-- კ------ეს( 6----------), გუ-–--ო წ-----ს (პ/ნ 1----------) და ნ-----–- ბ-----ეს (პ/ნ 1----------) მოსარჩელე სს ,,კ------- ბ----ს” (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 8991.16 (რვაათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 7197.63 (შვიდი ათას ას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარი, პროცენტი 1677.76 ( ათას ექვსას სამოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი, ჯარიმა 115.77 (ათას ას თხუთმეტი ლარი და სამოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარი.
2. მოპასუხეებს მ-----ა ბ-----ეს (პ/ნ 1----------), ვ----–-- კ------ეს (პ/ნ 6----------), გუ-–--ო წ-----ს (პ/ნ 1----------) და ნ-----–- ბ-----ეს (პ/ნ 1----------) მოსარჩელე სს ,,კ------- ბ----ს” (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 129.43 (ას ოცდაცხრა ლარი და ორმოცდასამი თეთრი) ლარის, ასევე უზრუნველყოფის ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის და ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი ცნობის აღების საფასურის 21 (ოცდაერთი) ლარის ანაზღაურება.
3. მოსარჩელე სს ,,კ------- ბ----” (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 141.47 ლარი, რომელიც ჩარიცხულ-- შემდეგ ანგარიშზე - 300193150, გადახდის თარიღი : 2019-01-17, გადამხდელი სს ,,კ------- ბ----”;
4. მოსარჩელე სს ,,კ------- ბ----” (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 66.69 (სამოცდაექვსი ლარი და სამოცდაცხრა თეთრი) ლარი, რომელიც ჩარიცხულ-- შემდეგ ანგარიშზე - 300193150, გადახდის თარიღი : 2019-01-17, გადამხდელი სს ,,კ------- ბ----”;
5. მოსარჩელე სს ,,კ------- ბ----ს” (ს/კ 2--------) მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 30.09 (ოცდაათი ლარი და ცხრა თეთრი) ლარი დარჩეს ბიუჯეტის შემოსავალში;
6. საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, გადაწყვეტილების აღსრულებამდე დარჩეს უცვლელი.
7. მოპასუხეებს ვ----–-- კ------ეს, გუ-–--ო წ-----ს და ნ-----–- ბ-----ეს გაეგზავნოთ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და განემარტოთ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლ--თ შემოიტანონ საჩივარი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
8. გადაწყვეტილება მ-----ა ბ-----ის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილ-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულ-- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელ--.
მოსამართლე ელენე ოსაძე