განაჩენი

სისხლის სამართლის 30.05.2019
საქმის ნომერი
351100119003019181
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-425-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 მაისი, 2019 წელი ქ. გარდაბანი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე

 

პროკურორი - ქეთევან სონიძე

 

ბრალდებული - ზ------------–--ე

ადვოკატი - როსტომ არჩვაძე

 

ბრალდებული - ო----------ი

ადვოკატი - ნოდარი ყეინაშვილი

 

სასამართლომ ბრალდებულის პირველი წარდგენის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ქეთევან სონიძის შუამდგომლობა №021270519003 სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ზ-------------–-----------–--ის (დაბადებული 17.02.1992 წელს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------- ნასამართლეობის არმქონე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ლო---------------------) და ბრალდებულ ოთ----------------------ს (დაბადებული 17.04.1990 წელს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლეობის არმქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ბ-------–----------–--------------------–------------------------–--------) მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ზ------------–--ეს ბრალი ედება მასზედ, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 27 მაისს ზ------------–--ემ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა პვპ“, რასაც პირადად ინახავდა ამავე დღეს გარდაბნის რაონის სოფელ ვაზიანის მინდორში, 23:43 საათიდან 23:55 საათამდე დროის შუალედში, ქვეითად გადაადგილებისას.

 

2. ო----------ს ბრალი ედება მასზედ, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 27 მაისს ო----------მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა პვპ“, რასაც პირადად ინახავდა ამავე დღეს გარდაბნის რაონის სოფელ ვაზიანის მინდორში, 23:40 საათიდან 23:58 საათამდე დროის შუალედში, ქვეითად გადაადგილებისას.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა ზ------------–--ის და ო----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: ემილ ახმედოვის, საბირ გუსეინოვის, გიორგი ფეიქრიშვილის, ნიკოლოზ ტალახაძის, გიორგი ადუაშვილის, კახაბერ ფუხაშვილისა და სლავა საღლიანის ჩვენებებს, ო----------ისა და ზ------------–--ის პირადი ჩხრეკის ოქმებს და ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებს, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

29.05.2019 წელს, საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულს ზ------------–--ეს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს როსტომ არჩვაძეს და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორს ქეთევან სონიძეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმები საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

29.05.2019 წელს საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულს ო----------ს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნოდარი ყეინიშვილსა და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორს ქეთევან სონიძეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმები საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

30.05.2019 წელს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა პროკურორმა ქეთევან სონიძემ და ითხოვა ბრალდებულების: ზ------------–--ის და ო----------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, შემდეგი პირობებით:

 

1. ზ------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი; ზ------------–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ზ------------–--ეს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

2. ო----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი; ო----------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ო----------ს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებელმა - პროკურორმა ქეთევან სონიძემ, ბრალდებულებმა: ზ------------–--ემ და ო----------მა და მითი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - როსტომ არჩვაძემ და ნოდარი ყეინაშვილმა.

 

ბრალდებულები სადავოდ არ ხდიან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უარი აცხადებენ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულების წერილობითი განცხადებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ბრალდებულებმა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა განაცხადეს ნებაყოფლობით, ადვოკატებისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. ისინი სრულყოფილად აღიქვამენ საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს. ბრალდებულებს და მათ ადვოკატებს საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებულები ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალს; ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულებს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ბრალი ედებათ; ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ისინი აღიარებენ; ბრალდებულებისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდიან.

 

ბრალდებულები ასევე აცნობიერებენ, რომ მათ აქვთ შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მათი საქმის არსებითი განხილვის უფლება. ბრალდებულები ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძვლებს. საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულებსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული. ბრალდებულები და მათი ადვოკატები სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ საქმის მასალებისა და ბრალდებულების მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე შეამოწმა, რომ დასაბუთებულია ბრალდება, არსებობს ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და კანონიერი და სამართლიანია სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ამავე კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე მიიღო დამარწმუნებელი პასუხები და მოთხოვნილი სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, შესაბამისად არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის III და IV ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძვლები.

 

ამდენად, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქეთევან სონიძის შუამდგომლობა ბრალდებულების: ზ------------–--ის და ო----------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ზ------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთჯერადი მოხმარების ინსულინის შპრიცი და ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ“, ასევე ო----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა პვპ“ უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება გარდაბნის რაიონულ სამმართველოს ვაზიანის პოლიციის განყოფილებაში).

 

ზ------------–--ის და ო----------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ იქნა გამოყენებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით, მე-20-21, 81-ე, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქეთევან სონიძის შუამდგომლობა ბრალდებულების: ზ------------–--ის და ო----------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;

 

2. დამტკიცდეს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორს ქეთევან სონიძეს და ბრალდებულ ზ------------–--ეს შორის 2019 წლის 29 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება:

 

ზ------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი;

 

ზ------------–--ეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ზ------------–--ეს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

3. ზ------------–--ე გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

4. დამტკიცდეს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან სონიძეს და ბრალდებულ ო----------ს შორის 2019 წლის 29 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება:

 

ო----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი;

 

ო----------ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ო----------ს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

5. ო----------ი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

6. ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს;

 

7. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან;

 

8. ზ------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 27 მაისის 23:56 საათიდან 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით;

 

9. ო----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 28 მაისის 00:05 საათიდან 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით;

 

10. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: ზ------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთჯერადი მოხმარების ინსულინის შპრიცი და ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ“, ასევე ო----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა პვპ“, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

11. ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულებს განემარტოთ, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი;

 

13. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში მისი გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად;

 

14. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით დადგენილი წესით, სხვა შემთხვევაში განაჩენი არ საჩივრდება.

 

მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილი