გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2919263-2/183-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 მაისი 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - მ------- ც--–--ე
წარმომადგენელი - ვ--–----------–------ი
მოპასუხე - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო
წარმომადგენელი - თ------------------
დავის საგანი: იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს მ------- ც--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 17 ივლისამდე - 71200 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მ------- ც--–--ე მუშაობდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ს--–----------------------------------------------ის თანამდებობაზე.
2016 წლის 1 დეკემბერს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილი იქნა თანამდებობაზე.
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2018 წლის 17 ივლისის ბრძანებით მოსარჩელე აღდგენილ იქნა თანამდებობაზე.
2018 წლის 18 ივლისს სააგენტომ გამოსცა ბრძანება მ------- ც--–--ის თანამდებობიდან დაქვეითების და ბ----------ს ს-------------------ს უფროსის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ.
2018 წლის 1 იანვრამდე სატყეო სააგენტოში მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის სახელფასო ბადე მოიცავდა საშტატო განრიგის თანამდებობრივ სარგოში გათვალისწნებულ ყოველთვიურ ანაზღაურებას - 1850 ლარს, აღნიშნულს დამატებული ყოვეთიური დანამატი - 1850 ლარი, ჯამში ყოველთვიური სახელფასო შემოსავალი შეადგენდა - 3700 ლარი.
ვინაიდან მოსარჩელის მოცდენა მოიცავს 2016 წლის 1 დეკმებრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე - 13 სახელფასო თვეს, ამ პეროდშის ხელფასის განაცდური შეადგენს - 48100 ლარს.
2018 წლის 1 იანვრიდან სატყეო სააგენტოში შეიცვალა სახელფასო ბადის მოცულობა, რომელიც შეადგენს 3300 ლარს, რაც 7 თვის განმავლობაში - 2018 წლის 17 ივლისამდე შეადგენს - 23100 ლარს. მთლინობაში სახელფასო განაცდური შეადგენს - 71200 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ თანახმაა მოსარჩელეს აუნაზღაუროს სახელფასო განაცდური - 45985 ლარი (დარიცხულოი თანხა), ხოლო ხელზე ასაღები - 36788 ლარის ოდენობით.
2016 წელს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტ--------------–-----------------------------------ების თანამდებობრივი სარგო 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისათვის შეადგენდა 1875 ლარს, ხოლო ხელზე მისაღები ოდენობა 1500 ლარს.
2018 წლის პირველი იანვრიდან სატყეო სამსახურების უფროსების თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 3300 ლარით, ხოლო ხელზე ასაღები 2640 ლარი.
შესაბამისად 19 თვისა და 18 დღის თანამდებობრივი სარგო შეადგენს სულ 45985 ლარს, ხოლო ხელზე მისაღები ოდენობა - 36 788 ლარს.
რაც შეეხება დანამატის ანაზღაურებას მოპასუხე არ დაეთანხმა და მიუთითა შემდეგი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს N672 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის’’ შესაბამისად, დანამატის კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს. შესაბამისად, დანამატი დასაქმებულს ეძლევა როგროც დამატებითი საზღაური, რომლის მიღება დამოკიდებულია შესრულებულ სამუშაოსთან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 30 ივნისს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის N8--/კ ბრძანებით, მ------- ც--–--ე 01.07.2016 წლიდან დაინიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ს--–----------------------------------------------ის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით.
3.1.2. 2016 წლის 1 დეკემბრის ბრძანებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს ს--–----------------------------------------------ს მ------- ც--–--ეს 2016 წლის 1 დეკემბრიდან შეუწყდა შრომითი ურთიერთობა.
3.1.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 2016 წლის 1 დეკემბრის N1---/კ ბრძანება და მ------- ც--–--ე აღდგენილ იქნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ს--–----------------------------------------------ის თანამდებობაზე.
3.1.4. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 16.07.2018წ. N1---/კ ბრძანებით მ------- ც--–--ე აღდგენილ იქნა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ს--–----------------------------------------------ის თანამდებობაზე 2018 წლის 17 ივლისიდან.
3.1.5. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 18.07.2018წ. N1---/კ ბრძანებით საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ს--–----------------------------------------------ი მ------- ც--–--ე გადაყვანილი იქნა ამავე სამსახურის ბ----------ს ს-----------------------ის თანამდებობაზე 2018 წლის 18 ივლისიდან განუსაზღვრელი ვადით.
3.1.6. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 11.10.2018წ. N1---/კ ბრძანებით საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ს--–-------------ს ს-------------------ს ბ----------ს ს------------------------ს მ------- ც--–--ე 2018 წლის 11 ოქტომბრიდან შეუწყდა შრომითი ურთიერთობა.
3.1.7. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2016 წლის 31 მაისის N1--/ს ბრძანებით ცვლილება შევიდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 14.05.2013წ. ბრძანებაში და ს--–-------------ს ს-------------------ს ს--–----------------------------------------------ის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა - 1875 ლარით.
3.1.8. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის N6--/ს ბრძანებით დამტკიცდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, რომლის თანახმად, ს--–-------------ს ს-------------------ს ს--–----------------------------------------------ის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა - 1875 ლარით.
3.1.9. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2018 წლის 18 იანვრის N3--- ბრძანებით დამტკიცდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, რომლის თანახმად, ს--–-------------ს ს-------------------ს ს--–----------------------------------------------ის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა - 3300 ლარით.
3.1.10. 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 17 ივლისის ჩათვლით მ------- ც--–--ის დარიცხული ხელფასი შეადგენს 45985 ლარს, ხოლო ხელზე მისაღები - 36788 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.06.2018წ. გადაწყვეტილება;
- სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 01.12.2016წ. ბრძანება მ------- ც--–--ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
- სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 16.07.2018წ. ბრძანება მ------- ც--–--ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;
- სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ბრძანება მ------- ც--–--ის გადაყვანის შესახებ;
- სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 11.10.2018წ. ბრძანება მ------- ც--–--ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
- მ------- ც--–--ის ხელფასის გაანგარიშების უწყისი;
- სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 29.12.2016წ. ბრძანება სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ;
- სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 31.05.2016წ. ბრძანება სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 14.05.203წ. ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
- სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 18.01.2018წ. ბრძანება სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო განაცდურის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დანამატის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფიდლეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ორგანული კანონი - საქართველოს შრომის კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.
დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხე სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელმა ცნო სარჩელი სახელფასო განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის - ხელზე ასაღები 36788 ლარის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია შემდეგ გარემოებათა გამო :
მ------- ც--–--ესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ბრძანება არის ბათილი. ბათილი გარიგება არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს. შესაბამისად, ამ ბრძანების ბათილობა ნიშნავს, რომ მ------- ც--–--ესა და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შორის კვლავ გაგრძელდა იგივე ურთიერთობა, რაც ამ ბრძანების გამოცემამდე არსებობდა. იგულისხმება, რომ მ------- ც--–--ესა და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც წარმოშობილი იყო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე არ შეწყვეტილა და კვლავ ძალაში დარჩა შრომის ხელშეკრულებით შეთანხმებული მხარეთა უფლება-მოვალეობები.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, რომელიც განმარტავს შრომითი ურთიერთობის ცნებას, დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება ხორციელდება ანაზღაურების სანაცვლოდ.
საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებლის ვალდებულება, აანაზღაუროს მისი ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა, გამომდინარეობს მისი ვალდებულებიდან, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში უზრუნველყოს დასაქმებული შესაბამისი სამუშაოთი.
ჩვეულებრივ, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეულ იძულებით მოცდენად განიხილება იმგვარი ვითარება, როდესაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გარეშე დამსაქმებელი დასაქმებულს შრომითი მოვალეობების შესრულების საშუალებას არ აძლევს, არ უზრუნველყოფს შესაბამისი სამუშაოთი, სამუშაო ადგილით და ა. შ. გარდა ამისა, მოცდენად უნდა ჩაითვალოს ისეთი ვითარებაც, როცა შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან ამ შემთხვევაში ასევე არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შეაბამისი ანაზღაურება, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი ქმედების შედეგად საპასუხო შესრულების გარეშე რჩება. ამ პირობებში შრომის ხელშეკრულების მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა. (იხ. სუსგ №ას-1429-1444-2011, 01.03.2012წ.)
ვინაიდან მ------- ც--–--ე დამსაქმებლის ბრალით, არამართლზომიერად, შესაბამისი საფუძვლის და საპატიო მიზეზის გარეშე გათავისუფლდა სამუშაოდან, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა მუშაობის გაგრძელებისა და შესაბამისი ანაზღაურების მიღების სურვილი, სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ პერიოდი მის აღდგენამდე უნდა ჩაითვალოს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის იძულებით მოცდენად. დადგენილია რომ მისი იძულებითი მოცდენის პერიოდში 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 1 იავრამდე თანამდებობრივი სარგო შეადგენდა - 1875 ლარს (დარიცხული), ხოლო ხელზე ასაღები - 1500 ლარს, ხოლო 2018 წლის 1 იანვრიდან თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრა - 3300 ლარი (დარიცხული) ხელზე ასაღები - 2640 ლარი. შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ხელზე მისაღები - 36788 ლარის (19500 ლარი (01.125.16წ. - 01.01.2018 წლამდე) +17288 ლარი (01.01.2018 წწ. - 17.07.18წ)). ანაზღაურების თაობაზე. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ აღნიშნული თანხის ანაზღაურება.
6.2. 2016 წლის 1 დეკემბრის ბრძანებით მ------- ც--–--ესთან შეწყვეტილ იქნა შრომითი ურთიერთობა და იგი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აღდგენილი იქნა სამუშაოზე 2018 წლის 16 ივლისიდან. ამდენად, მოსარჩელე მოითხოვს იმ წლიური დანამატის გაცემას, რა დროსაც მასთან შეწყვეტილი იყო შრომითი ურთიერთობა და მ------- ც--–--ე სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში რაიმე სახის სამუშაოს არ ასრულებდა.
სასამართლო განმარტავს, რომ დანამატი წარმოადგენს დასაქმებულის წამახალისებელ ღონისძიებას, ან გაწეული წარმატებული საქმიანობისათვის ჯილდოს. ამასთან, მისი გაცემა დამოკიდებულია დამსაქმებლის ნებაზე.
2016 წლის 31 მაისის ბრძანებით, ასევე 2016 წლის 29 დეკემბრის და 2018 წლის 18 იანვრის ბრძანებებით დამტკიცებულია სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დანართის თანახმად, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ს--–----------------------------------------------ის შრომის ანაზღაურების სიტემა მოიცავს მხოლოდ თანამდებობრივ სარგოს და რაიმე სახის დანამატი გათვალისწინებული არ არის.
საქართველოს შრომის კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამდენად, სახელფასო ანაზღაურების უფლება კანონითა და ხელშეკრულებით თავისთავად არის გარანტირებული მოსარჩელეთათვის, როგორც დასაქმებული პირებისათვის. რაც შეეხება დანამატის გაცემის ვალდებულებას აღნიშნულ საქართველოს შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ დანამატის გაცემა სამუშაოს შესრულებასთან არის დაკავშირებული, მისი გაცემის წინაპირობა არის დასაქმებულის საქმიანობის შედეგად შეტანილი წვლილი. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნას, იმ პერიოდის დანამატის ანაზღაურების თაობაზე, როდესაც მასთან შეწყვეტილი იყო შრომის ხელშეკრულება და მ------- ც--–--ე სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში საქმიანობას არ ახორციელებდა, საფუძველი არ გააჩნია.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნას სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის დანამატის სახით თანხის დაკისრების თაობაზე, არ გააჩნია ვარგისი მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უარი უნდა ეთქვას დანამატის ანაზღაურების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად აღნიშნული კატეგორიის დავებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ------- ც--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მოსარჩელე მ------- ც--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს იძლებით განაცდურის (ხელზე ასაღები) 36788 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი