გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/926-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - მა----- ყვ----–-–---–ი
წარმომადგენელი - ზვ---- ცი-----–---ი
მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - მა-- კო---–----
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი, მოსარჩელე მა----- ყვ----–-–---–ისათვის შრომითი საქმიანობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 25 დეკემბრის №18/10161 წერილობითი მიმართვა.
1.2. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე მა----- ყვ----–-–---–ისათვის 1980 წლის 22 დეკემბრიდან, 1981 წლის 8 ივნისამდე საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თბილისის ტელეგრაფში, 1981 წლის 19 ოქტომბრიდან, 1983 წლის 23 მარტამდე, 1983 წლის 11 ივლისიდან, 1984 წლის 20 ოქტომბრამდე, 1986 წლის 5 ივნისიდან, 1991 წლის 30 ნოემბრამდე და 1991 წლის 1 დეკემბრიდან, 1994 წლის 3 იანვრამდე საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თეთრიწყაროს რაიონის კავშირგამბულობის რაიონულ კვანძში შრომითი საქმიანობის დადასტურების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რადგან დაწესებულებასთან, რომელშიც მოსარჩელე შრომითი საქმიანობის დადასტურებას ითხოვს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არავითარი სამართლებრივი კავშირი არ გააჩნია.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
მოსარჩელე მა----- ყვ----–-–---–მა, 2018 წლის 20 დეკემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ითხოვა მისი, 1980 წლის 22 დეკემბრიდან, 1981 წლის 8 ივნისამდე საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თბილისის ტელეგრაფში, 1981 წლის 19 ოქტომბრიდან, 1983 წლის 23 მარტამდე, 1983 წლის 11 ივლისიდან, 1984 წლის 20 ოქტომბრამდე, 1986 წლის 5 ივნისიდან, 1991 წლის 30 ნოემბრამდე და 1991 წლის 1 დეკემბრიდან, 1994 წლის 3 იანვრამდე საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თეთრიწყაროს რაიონის კავშირგამბულობის რაიონულ კვანძში, შრომითი საქმიანობის დადასტურება და წარუდგინა შესაბამისი ჩანაწერების მქონე შრომის წიგნაკი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, მოსარჩელე მა----- ყვ----–-–---–ს, 2018 წლის 25 დეკემბერს, წერილობით აცნობა, რომ საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს ქ. თბილისის ტელეგრაფის და თეთრიწყაროს რაიონის კავშირგამბულობის რაიონული კვანძის საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არ ჩაბარებია, რის გამოც მისი შრომითი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სამინისტროს არქივში არ ინახებოდა.
მოსარჩელე მა----- ყვ----–-–---–ის შრომის წიგნაკის მიხედვით, იგი 1980 წლის 22 დეკემბრიდან, 1981 წლის 8 ივნისამდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თბილისის ტელეგრაფში, ხოლო 1981 წლის 19 ოქტომბრიდან, 1983 წლის 23 მარტამდე, 1983 წლის 11 ივლისიდან, 1984 წლის 20 ოქტომბრამდე, 1986 წლის 5 ივნისიდან, 1991 წლის 30 ნოემბრამდე და 1991 წლის 1 დეკემბრიდან, 1994 წლის 3 იანვრამდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თეთრიწყაროს რაიონის კავშირგამბულობის რაიონულ კვანძში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 25 დეკემბრის №18/10161 წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 16);
- შრომის წიგნაკი (ს.ფ. 102-111);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მა----- ყვ----–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს შრომის კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული მოსარჩელე მა----- ყვ----–-–---–ისათვის შრომითი საქმიანობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 25 დეკემბრის №18/10161 წერილობითი მიმართვა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტია, იგი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნა მისთვის შრომითი საქმიანობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დადასტურების თაობაზე.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ცნობა დასაქმების შესახებ, რომელიც მოიცავს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურების, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მა----- ყვ----–-–---–მა, 2018 წლის 20 დეკემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ითხოვა მისი, 1980 წლის 22 დეკემბრიდან, 1981 წლის 8 ივნისამდე საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თბილისის ტელეგრაფში, 1981 წლის 19 ოქტომბრიდან, 1983 წლის 23 მარტამდე, 1983 წლის 11 ივლისიდან, 1984 წლის 20 ოქტომბრამდე, 1986 წლის 5 ივნისიდან, 1991 წლის 30 ნოემბრამდე და 1991 წლის 1 დეკემბრიდან, 1994 წლის 3 იანვრამდე საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თეთრიწყაროს რაიონის კავშირგამბულობის რაიონულ კვანძში, შრომითი საქმიანობის დადასტურება და წარუდგინა შესაბამისი ჩანაწერების მქონე შრომის წიგნაკი.
საქმეში წარმოდგენილი შრომის წიგნაკის მიხედვით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე მა----- ყვ----–-–---–ი 1980 წლის 22 დეკემბრიდან, 1981 წლის 8 ივნისამდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თბილისის ტელეგრაფში, ხოლო 1981 წლის 19 ოქტომბრიდან, 1983 წლის 23 მარტამდე, 1983 წლის 11 ივლისიდან, 1984 წლის 20 ოქტომბრამდე, 1986 წლის 5 ივნისიდან, 1991 წლის 30 ნოემბრამდე და 1991 წლის 1 დეკემბრიდან, 1994 წლის 3 იანვრამდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თეთრიწყაროს რაიონის კავშირგამბულობის რაიონულ კვანძში.
სასამართლო მიუთითებს 2010 წლამდე მოქმედ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 41-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, შრომის წიგნაკი წარმოადგენდა ძირითად დოკუმენტს მუშის ან მოსამსახურის შრომითი საქმიანობის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს უფლებამონაცვლეობა კერძოდ, მის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ასევე, სადავო არ არის ის გარემოება, რომ თბილისის ტელეგრაფი და თეთრიწყაროს რაიონის კავშირგამბულობის რაიონული კვანძი საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენდნენ, რაც დადასტურებულია მათ შორის, საქმეში წარმოდგენილ შრომის წიგნაკში დატანილი ბეჭდებით, ხოლო საქმეში წარმოდგენილი შრომის წიგნაკით დადგენილია მოსარჩელის შრომითი საქმიანობა სადავო პერიოდში, უსაფუძვლოა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი მისთვის შრომითი საქმიანობის თაობაზე ცნობის გაცემის შესახებ.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ამრიგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე მა----- ყვ----–-–---–ის სარჩელი საფუძვლიანია, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი მა----- ყვ----–-–---–ისათვის შრომითი საქმიანობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 25 დეკემბრის №18/10161 წერილობითი მიმართვა და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მა----- ყვ----–-–---–ისათვის 1980 წლის 22 დეკემბრიდან, 1981 წლის 8 ივნისამდე საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თბილისის ტელეგრაფში, 1981 წლის 19 ოქტომბრიდან, 1983 წლის 23 მარტამდე, 1983 წლის 11 ივლისიდან, 1984 წლის 20 ოქტომბრამდე, 1986 წლის 5 ივნისიდან, 1991 წლის 30 ნოემბრამდე და 1991 წლის 1 დეკემბრიდან, 1994 წლის 3 იანვრამდე საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თეთრიწყაროს რაიონის კავშირგამბულობის რაიონულ კვანძში შრომითი საქმიანობის დადასტურების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
დადგენილია, რომ მა----- ყვ----–-–---–ის წარმომადგენლის ზვ----ი ცი-----–---ის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი და გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელეს კანონით არ ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უსაფუძვლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მა----- ყვ----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი, მოსარჩელე მა----- ყვ----–-–---–ისათვის შრომითი საქმიანობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 25 დეკემბრის №18/10161 წერილობითი მიმართვა.
3. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე მა----- ყვ----–-–---–ისათვის 1980 წლის 22 დეკემბრიდან, 1981 წლის 8 ივნისამდე საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თბილისის ტელეგრაფში, 1981 წლის 19 ოქტომბრიდან, 1983 წლის 23 მარტამდე, 1983 წლის 11 ივლისიდან, 1984 წლის 20 ოქტომბრამდე, 1986 წლის 5 ივნისიდან, 1991 წლის 30 ნოემბრამდე და 1991 წლის 1 დეკემბრიდან, 1994 წლის 3 იანვრამდე საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს თეთრიწყაროს რაიონის კავშირგამბულობის რაიონულ კვანძში შრომითი საქმიანობის დადასტურების თაობაზე.
4. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
5. მოსარჩელე მა----- ყვ----–-–---–ს დაუბრუნდეს, ზვ----ი ცი-----–---ის მიერ, 2019 წლის 8 თებერვალს №0 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებ: თბილისი. გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე დავით წერეთელი