განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140100118002307232
საქმე #1/50-18 (011160118003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ
6 ნოემბერი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ო----- ხ--------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ--- უ----–--- (დაბადებული 1----–-–--------------, პ/ნ------------, ნასამართლევი, მცხოვრები გ----–----------------–-–---–------------------ში)
ბრალდებული - მ----- უ----–--- (დაბადებული 1----–-–----------------–-, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ----–----------------–-–---–------------------ში)
ადვოკატი - ნ---- შ--–-–---–-
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების არსი:
1.1 2018 წლის 16 იანვარს, დაახლოებით 13 საათზე, გ----–----------------–-–---–------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკებისას მ--–---- ლ----–---–ს ჯგუფურად სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მეუღლემ - ნ--- უ----–---მ და მეუღლის მამამ - მ----- უ----–---მ. კერძოდ, მ----- უ----–---მ მ--–---- ლ----–---–ს ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგად მ--–---- ლ----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაზიანება მიიღო ტუჩზე, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო ნ--- უ----–---მ მ--–---- ლ----–---–ს ანთებული სიგარეტით დაზიანება მიაყენა მარცხენა თვალის ქუთუთოზე და ხელი მოუჭირა კისრის არეში, რის შედეგად დაზარალებულმა ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1 სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ნ--- და მ----- უ----–--ების მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ:
3.2 დაზარალებულმა მ--–---- ლ----–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე მეუღლისა და მეუღლის მშობლის წინააღმდეგ (2018 წლის 22 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი);
3.3. ბრალდებულემბა ნ--- უ----–---მ და მ----- უ----–---მ უარყვეს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი მ--–---- ლ----–---–ის მიმართ (2018 წლის 22 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი);
3.4. ექსპერტ-კრიმინალისტ გ------- მ---------ის განმარტებით, 2018 წლის 16 იანვარს, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინების საფუძველზე, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში გ----–----------------–-–---–----------ზე მდებარე საცხოვრებელ სახლში (2018 წლის 19 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი);
3.5. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მოწმეების, მათ შორის - ფ------–- მ--------ის, ბ----- ქ-----–---–ის, ს------ ვ---–---–ის, მ-----– პ----–-–---–ის ჩვენებები წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს - მათ მ--–---- ლ----–---–ისაგან გაიგეს, რომ მას მეუღლემ და მამამთილმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა;
3.6. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, 2018 წლის 16 იანვარს, 16:43 საათზე მ--–---- ლ----–---–ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სახისა და კისრის მიდამოში. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 177-178);
3.7. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;
3.8. სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, მხოლოდ ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაუშვებელია (სსსკ-ის მე-13 და 76-ე მუხლები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება #1/1/548);
3.9. ცხადია, ,,აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულება“ არ მოიაზრებს ოდენ მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგენის საშუალებას. ხშირ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგი იმდენად ცხადია, რომ დავას არ იწვევს (მაგ. ცეცხლნასროლი ან სხვა სახის ჭრილობა თუ დაზიანება), მაგრამ უფრო რთულია ამ შედეგთან მიმართებით კონკრეტული პირის ქმედებისა და ამ ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა, რაც აუცილებელია სსკ-ის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად. სსსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უნდა დადგინდეს, ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. ამდენად, რაგინდ უტყუარადაც არ უნდა დგინდებოდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგი, რაც საკმარისია გამოძიების დასაწყებად, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მით უფრო - გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, ეს საკმარისი ვერ იქნება. სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპზე მართლსაწინააღმდეგო შედეგი, როგორც აღინიშნა, ხშირ შემთხვევაში სადავო არ არის და სწორედ ამის გამო კანონი აქცენტს აკეთებს პირის ქმედების ამ შედეგთან კავშირზე. ამაზე მეტყველებს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილიც, რომლის მიხედვით საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის საფუძველია ალბათობის მაღალი ხარისხით ვარაუდი, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა. ცხადია, მართლსაწინააღმდეგო შედეგის გარეშე (ფორმალური დანაშაულის გარდა) პირის დანაშაულზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ პირის ქმედების მიზეზობრივი კავშირი შედეგთან მტკიცების შემდგომი, უფრო რთული ეტაპია და აქაც აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით პირის ბრალეულობის დადგენა. მართლსაწინააღმდეგო შედეგის დამადასტურებელი მხოლოდ ის მტკიცებულებები, რაც საჭიროა გამოძიების დასაწყებად (პირის ჯანმრთელობის დაზიანების ან გარდაცვალების მიზეზის შესახებ ექსპერტის დასკვნა), იმთავითვე ვერ იქნება საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის;
3.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოყენებული მტკიცების სტანდარტი ასევე არის ,,მტკიცება გონივრულ ეჭვს მიღმა“. საქმეზე ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. UK, #5310/71, 18.1.78, პარ. 161), სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,მტკიცებულებას ქმნის საკმარისად ძლიერი, ნათელი და თანმიმდევრული დასკვნების ან მსგავსი გაუქარწყლებელი ფაქტობრივი პრეზუმფციების თანაარსებობა“;
3.11. მოცემულ შემთხვევაში უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე არათუ მიზეზობრივი კავშირი დგინდება, არამედ საეჭვოა სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი - ფიზიკური ტკივილი. ამასთან, მიზეზობრივი კავშირის დასადგენად მხოლოდ ირიბი მტკიცებულება, თუნდაც დასაშვები იყოს მისი გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, უტყუარად, აშკარად და დამაჯერებლად ვერ ჩაითვლება. ამდენად, ბრალდებულები უნდა გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 270-271, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ--- უ----–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
2. მ----- უ----–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
3. ორივე გამართლებულის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს, ხოლო გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს დადგენილი წესით;
4. გამართლებულებს განემარტოთ, რომ უფლება აქვთ, აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი;
5. ნივთიერი მტკიცებულება - ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი