გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.05.2019
საქმის ნომერი
040310116001396112
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 0-0--0116001396112

საქმე #3/8-16 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 მაისი 2019 წელი ქ. ცაგერი

 

ცაგერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი ხატია მეშველიანი

 

მოსარჩელე - ზ------- ზ----------

წარმომადგენელი - ხ---- თ-----

 

მოპასუხე - სსიპ ს-------- რ--------- ე---------–- ს---------

წარმომადგენელი - გ------- ხ----–---

მოპასუხე-ფ-------- ო-----

წარმომადგენლები-გ--–- ო-----, მ------ ს-----–---

 

დავის საგანი-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური აქტის გამოცემის დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ზ------ ზ-------ანმა (პ/ნ 0----------) სარჩელით მომართა ცაგერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ ს-------- რ--------- ე---------–- ს---------სა და ფ-------- ო-----ს მიმართ და მოითხოვა სსიპ ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს 2015 წლის 08 სექტემბრის №------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა( უძრავი ქონების ს/კ 8-.0-.3-.0--) ფ-------- ო-----ს საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე, 2016 წლის 24 მარტის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N-------------0- გადაწყვეტილებისა და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2016 წლის 26 აპრილის N-------------0- და ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს 2016 წლის 22 მარტის №----- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 21 მარტს, მან განცხადებით მიმართა ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს ლ-------- სარეგისტრაციო სამსახურს, რათა მის სახელზე, საკუთრების უფლებით დაერეგისტრირებინა მამიდისგან-ბ----–- ზ--------------,მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთი. ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს ლ-------- სარეგისტრაციო სამსახურმა 2016 წლის 24 მარტის N-------------0- გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს შეუჩერა სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთსა და ს-------- რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს შორის (ს/კ 8-.0-.3-.0--) არსებობდა ზედდება. კერძოდ, როგორც მოსარჩელე მიუთითებს, მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეულია მესამე პირის-ფ-------- ო-----ს საკუთრებაში. ფ-------- ო-----ს სახელზე რიცხული 1250 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 8-.0-.3-.0--) დარეგისტრირება განხორციელებულია 2015 წლის 08 სექტემბრის N--------------0- გადაწყვეტილებით, რომელშიც უფლების დამდგენ დოკუმენტებად მიჩნეული იქნა სამკვიდრო მოწმობა, ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება(იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი), საარქივო ცნობები N--------------02 და N-------------0-, საიდანაც ირკვევა, რომ ფ-------- ო------ მიწის ნაკვეთი სხვა უძრავ ქონებასთან ერთად მიიღო სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ასევე წარდგენილი იქნა საკომლო წიგნის ამონაწერი, რომლის მიხედვითაც 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა მამკვიდრებელს, მოპასუხის-ფ-------- ო-----ს დედას-ნ----- კ---------. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნულ დოკუმენტაციაში არ იყო განსაზღვრული მიწის ნაკვეთების ზუსტი კონფიგურაცია , ადგილმდებარეობა, ამით ისარგებლა ფ-------- ო------ და მოითხოვა სხვადასხვა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია,საერთო ფართობით 61-- კვ.მ . ს-------- რ--------- ეროვნულმა ს---------მ ფ-------- ო-----ს ოთხივე განცხადება შეაჩერა იმის გამო, რომ იგი სხვისი ნაკვეთების დარეგისტრირებას აპირებდა. საბოლოოდ, ფ-------- ო------ დაირეგისტრირა ორი მიწის ნაკვეთი , რომლებიც მიიღო მემკვიდრეობით, კერძოდ, 900 კვ.მ , რომელზეც იდგა შენობა და რომელიც დაიწვა 200- წლის 0- ოქტომბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად.

 

1.2.მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს 2015 წლის 08 სექტემბრის №------------ გადაწყვეტილება, (უძრავი ქონების, ს/კ 8-.0-.3-.0--) ფ-------- ო-----ს საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე, 2016 წლის 24 მარტის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N-------------0- გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2016 წლის 26 აპრილის N-------------0- და ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს 2016 წლის 22 მარტის №----- გადაწყვეტილებები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე- ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს პოზიციით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2015 წლის 29 ივლისს, მარეგისტრირებელ ორგანოს განცხადებით მომართა ფ-------- ო------ და მოითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ლ-------- რაიონის სოფელი თ----––-. განცხადებას თან ერთვოდა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ნოტარიუს ვ-–-------- ჭ--------–---- მიერ 2015 წლის 27 თებერვალს შედგენილი სამკვიდრო მოწმობა, უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი-ელექტრონული ვერსიით, საარქივო ცნობა კომლის შემადგენლობის შესახებ. 2015 წლის 0- აგვისტოს, ს-------- რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N-------------0-, ვინაიდან წარმოებისას გამოიკვეთა ხარვეზი, საარქივო ცნობის შეუსაბამობის გამო. დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, აღმოიფხვრა დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა და უძრავი ნივთი (ს/კ 8-.0-.3-.0--) დაარეგისტრირა ფ-------- ო-----ს საკუთრებაში. მოპასუხე თვლის, რომ ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს 2015 წლის 08 სექტემბრის N-------------0- და 2016 წლის 22 მარტის N----- გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი განმარტებით, მათი ბათილობის საფუძველი არ არსებობს.

მოპასუხის-ფ-------- ო-----ს წარმომადგენელი არ ეთანმება სასარჩელო მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ ზ------ ზ-------ანს ს-------- რ--------- ეროვნულმა ს---------მ უარი უთხრა ლ-------- რაიონის სოფელ თ----––- უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციაზე და რეგისტრაციის შეჩერების სამართლებრივ საფუძველთან ერთად მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მისი ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, შესაბამისად, წარმოსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი ნახაზი. ამასთან, ს-------- რეესტრმა განმარტა, რომ სოფელ თ----––- ბ----–- ზ----------ს ოჯახის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ქონებაზე შემდეგი საკადასტრო კოდებით: 8-.-------6-, 8-.0-.0-.0--, 8-.0-.0-.0--, 8-.0-.0-.0--, 8-.0-.0-.4--. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შეახებ გადაწყვეტილებაში რეგისტრაციის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად ს-------- რ--------- ეროვნულმა ს---------მ მიუთითა , რომ ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ,,ს-------- რ--------- შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოსარჩელის-ზ------ ზ----------ს განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელემ ზ------ ზ-------ანმა 2016 წლის 21 მარტს მიმართა ს-------- რეესტრს 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების თაობაზე. ს-------- რ--------- ეროვნულმა ს---------მ 2016 წლის 24 მარტს მიიღო N-------------0- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, შესაბამისად, წარმოსადგენია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ასევე, უძრავ ნივთზე, მდებარე ლ-------- რაიონის სოფელ თ----––-, საკადასტრო კოდებით 8-.-------6-, 8-.0-.0-.0--, 8-.0-.0-.0--, 8-.0-.0-.0--, 8-.0-.0-.4--- რეგისტრირებულია ბ----–- ზ----------ს ოჯახის საკუთრების უფლება. საარქივო მასალებში ხსენებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების არ არსებობის გამო, ვერ ხერხდება უძრავი ნივთის მესაკუთრის იდენტიფიკაცია. ს-------- რეესტრმა დაავალა მოსარჩელე მხარეს წარმოედგინა მის დაინტერესებაში მყოფი მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების მოწმობა/საკადსატრო კოდი და დაეზუსტებინა მოთხოვნა აღნიშნულ საკადასტრო კოდებთან მიმართებაში და ასევე მიეთითებინა, რომელ განცხადებაზე მოხდეს აღნიშნული კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაცია.

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2016 წლის 21 მარტის განცხადების მიღების ბარათი

-2016 წლის 24 მარტის N-------------0- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)

მოსარჩელემ- ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს 2016 წლის 24 მარტის N-------------0- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე, გაასაჩივრა ს-------- რ--------- ეროვნულ ს---------ში. ს-------- რ--------- ეროვნულმა ს---------მ 2016 წლის 22 აპრილის N----- გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი უთხრა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო 2016 წლის 26 აპრილს N--------------0- გადაწყვეტილებით კი შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება.

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

 

- ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს 2016 წლის 22 აპრილის N----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ

- ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს 2016 წლის 26 აპრილის N-------------0- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ

-მხარეთა ახსნა-განმარტებები

ს-------- რ--------- 2015 წლის 08 სექტემბრის N-------------0- გადაწყვეტილებით , უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 8-.0-.3-.0-- დაირეგისტრირა მოპასუხემ-ფ-------- ო------.

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

 

-ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს 2015 წლის 08 სექტემბრის N-------------0- გადაწყვეტილება, ამონაწერი ს-------- რეესტრიდან

-მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

6.1.2. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დადასტურება, რაზეც ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ მას რაიმე ზიანი ადგება სადაო ადმინისტრაციული აქტებით. ასევე, სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისას დაირღვა თუ არა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

- ს-------- რ--------- შესახებ კანონი

- სამოქალაქო კოდექსი

-„ს-------- რ--------- შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია

 

7.1. სასამართლო განმარტავს, რომ თითოეული პირის ინტერესი, რომელიც დავას აღძრავს სასამართლოში, პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მას სურს დაიცვას უფლება, რომელიც მიაჩნია, რომ დაარღვია მოწინააღმდეგე მხარემ. ცხადია, რომ დარღვეული უფლების აღდგენა ყოველთვის უკავშირდება გარკვეული ქონებრივი თუ არაქონებრივი უფლებების რეალურად და სრულად აღდგენას, ეს წარმოადგენს კიდეც თავდაპირველ ინტერესს სასამართლოში დავის აღძვრისა.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

7.3. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის სახელზე საქმეში არ არსებობს საკუთრების უფლების ან სხვაგვარად მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი ან უფლების დამდგენი რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადგენდა სადაო ადმინისტრაციული აქტების მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტს. მოსარჩელეს მოცემულ სადაო მიწის ნაკვეთზე- საკადასტრო კოდით -8-.0-.3-.0--, არ გააჩნია მართლზომიერად ფლობის უფლება, ასევე არ დასტურდება მოსარჩელის უფლების უკანონო შეზღუდვა. სასამართლო თვლის, რომ ამ კუთხითაა განსაკუთრებით უსაფუძვლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარჩელი, თუმცა სასამართლო თვლის, რომ სადაო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტები კანონით დადგენილი წესითაა გამოცემული.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

აღნიშნული ნორმების გამოყენებითაა სარჩელი წარმოდგენილი სასამართლოში.

 

7.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

სასამართლო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს მიერ გამოცემული სადაო აქტები - 2016 წლის 24 მარტის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N-------------0- გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2016 წლის 26 აპრილის N-------------0- გადაწყვეტილება, ასევე ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს 2016 წლის 22 მარტის №----- გადაწყვეტილებები, მიღებულია კანონით დადგენილი წესით.

ს-------- რ--------- ეროვნულმა ს---------მ 2016 წლის 24 მარტს მიიღო N-------------0- გადაწყვეტილება განმცხადებლის-ზ------ ზ----------ს მიმართ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და ს-------- რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა საკადასტრო კოდით 8-.0-.3-.0-- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში, შესაბამისად, განმცხადებლის მიერ წარმოსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ასევე, უძრავ ნივთზე, მდებარე ლ-------- რაიონის სოფელ თ----––-, საკადასტრო კოდებით 8-.-------6-, 8-.0-.0-.0--, 8-.0-.0-.0--, 8-.0-.0-.0--, 8-.0-.0-.4--- რეგისტრირებულია ბ----–- ზ----------ს ოჯახის საკუთრების უფლება. საარქივო მასალებში ხსენებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების არ არსებობის გამო, ვერ ხერხდება უძრავი ნივთის მესაკუთრის იდენტიფიკაცია. ს-------- რეესტრმა დაავალა მოსარჩელე მხარეს, წარმოედგინა მის დაინტერესაბაში მყოფი მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების მოწმობა/საკადსატრო კოდი და დაეზუსტებინა მოთხოვნა აღნიშნულ საკადასტრო კოდებთან მიმართებაში და ასევე მიეთითებინა, რომელ განცხადებაზე მოხდეს აღნიშნული კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაცია.

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე, თუ,, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს“.

მოსარჩელის-ზ------ ზ----------ს მიერ შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც ,,ს-------- რ--------- შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელმა ორგანომ 2016 წლის 26 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

მოსარჩელე მხარეს -ზ------ ზ-------ანს არ გააჩნია სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენი ვალიდური(სარწმუნო) დოკუმენტი, საარქივო ცნობა, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ან საკუთრების მოწმობა. მას უფლების დამდგენ დოკუმენტებად წარდგენილი აქვს საარქივო ცნობა და ლ-------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 06 მაისი N 0--6-- ცნობა .

2016 წლის 15 თებერვლის N A------------0- საარქივო ცნობით, ბ----–- ნაწიფოს ასულ ზ-------ანს 1----1--- წლებში საკუთრებად ერიცხებოდა მიწის ნაკვეთი 0,0- ჰექტარი , ინფორმაცია საცხოვრებელი სახლის შესახებ ცნობაში მითითებული არ არის. 200- წლის 0- ოქტომბრის აქტი ხანძრის შესახებ და ელექტროენერგიის მოხმარების ქვითრები არ წარმოადგენენ სარწმუნო დოკუმენტებს.

მოპასუხემ- ფ-------- ო------ 2015 წლის 29 ივლისს, N 8----------- განცხადებით მიმართა ს-------- რეესტრს და მოითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ლ-------- რაიონის სოფელ თ----––-. განცხადებას თან ერთვოდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ნოტარიუს ვ-–-------- ჭ--------–---- მიერ 2015 წლის 27 თებერვალს შედგენილი სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის ნომერი 1----9---), უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელ.ვერსიით და საარქივო ცნობა.

ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს 2015 წლის N-------------0- გადაწყვეტილებით შეჩერებული იქნა სარეგისტრაციო წარმოება,ვინაიდან გამოიკვეთა ხარვეზი საარქივო ცნობის შეუსაბამობის გამო. დაინტერესებულ პირს განესაზღვრა ვადა მის აღმოსაფხვრელად. მოპასუხის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, აღმოიფხვრა დადგენილი ხარვეზი. მარეგისტრირებელმა ორგანომ კანონით დადგენილი წესით გამოიკვლია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მოთხოვნა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 8-.0-.3-.0-- დაერეგისტრირებინა ფ-------- ო-----ს საკუთრებაში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-18 მუხლის თანახმად ,,ს--------- იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების)შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები“.

 

7.7.დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ლ-------- რაიონის სოფელ თ----––-, საკადასტრო კოდით 8-.0-.3-.0-- საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოპასუხეს-ფ-------- ო-----. ფ-------- ო----- საკუთრებაში არ დაურეგისტრირებია ზ------ ზ----------ს 900 კვ.მ ,მიწის ნაკვეთი, არამედ დაირეგისტრირა ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც დედის-ნ----- კ---------- კომლს ეკუთვნოდა.

 

7.8.ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

7.9. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია კანონით დადგენილი წესით, ყველა გარემოებისა და ფაქტის გამოკვლევით.

სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობები, რომელიც გამოიწვევდა სადაო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო აქტები - სსიპ ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს 2015 წლის 08 სექტემბრის №------------ გადაწყვეტილება, (უძრავი ქონების, ს/კ 8-.0-.3-.0--) ფ-------- ო-----ს საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე, 2016 წლის 24 მარტის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N-------------0- გადაწყვეტილება და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2016 წლის 26 აპრილის N-------------0- , ასევე ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს 2016 წლის 22 მარტის №----- გადაწყვეტილებები,არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არც მათი მომზადება-გამოცემისას ზაკ-ის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ასევე, ამ აქტებით მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს რაიმე ზიანი არ ადგება და არც უკანონოდ არ იზღუდება. შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7.10. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2--- წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7---/0-; Vან დე Hურკ ვ. Nეტჰერლანდს, პარ.61, Gარცია ღუიზ ვ. შპაინ [Gჩ] პარ.26; ჟაჰნკე ანდ Lენობლე ვ Fრანცე (დეც.); Pერეზ ვ Fრანცე [Gჩ], პარ. 81).

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. . . .“.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

მოსარჩელე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ცაგერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 23-ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ზ------ ზ----------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ცაგერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ივნისის განჩინებით გამოყენებული N-/8 სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ფ-------- ო-----ს საკუთრებაში არსებულ 1250 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით- 8-.0-.3-.0--.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე- ქ. ცაგერი, ლ.ასათიანის ქ.14).

 

მოსამართლე ნანა ჯანხოთელი