განაჩენი

სისხლის სამართლის 31.05.2019
საქმის ნომერი
140100118002417064
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002417064

№1/142-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

“ 13 “ ივნისი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა

 

მანანა შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ო----- ხ--------შვილის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ბ---- კ--–-----ის,ბრალდებულ გ------- ქ-----შვილის

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

გ------- თ-----ის-ძე ქ-----შვილის (დაბადებული 1--- წლის 0----------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგის-ტრირებული მისამართზე - ქ--–---------------------–--------------, ფაქტობრივად მცხოვრები ქ--–--------–---–------–-----------–--–-----------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტითა და 126-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 12 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, წინასწარი შეცნობით ორსულ მ------ ბ------შვილის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნატით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

გ------- ქ-----შვილი ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2018 წლის 12 მარტს, 15 საათსა და 05 წუთზე. 2018 წლის 14 მარტს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ერთობლიობის ჩადენისათვის და გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 14 მარტის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახედ შეერჩა პატიმრობა.

 

კერძოდ, ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალე-ბის მიხედვით, გ------- ქ-----შვილს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალის-წინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;

 

გ------- ქ-----შვილის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

- 2018 წლის 12 მარტს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ--–--------–---–------–-----------–---–---------ში მდებარე თავის დროებით საცხოვრებელ სახლში, გ------- ქ-----შვილმა ვ-–-------- ბ------შვილს რამდენიმეჯერ დაარტყა მუშტი სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

 

აღნიშნული მოქმედებით გ------- ქ-----შვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშული;

 

- 2018 წლის 12 მარტს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ--–--------–---–------–-----------–---–---------ში მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ სახლში, გ------- ქ-----შვილმა წინასწარი შეცნობით ორსული მეუღლის - მ------ ბ------შვილის მიმართ განახორცი-ელა ოჯახში ძალადობა, კერძოდ - მას ტანის არეში რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც მ------ ბ------შვილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული მოქმედებით გ------- ქ-----შვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნატით გათვალისწინებული დანაშული;

 

დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა ო----- ხ--------შვილმა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ------- ქ-----შვი-ლის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტი, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და დაენიშნოს სამართლიანი სასჯელი, (იხ. 2018 წლის 13 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ბრალდებულმა გ------- ქ-----შვილმა წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამ-ნაშავედ და აღნიშნა, რომ ინანიებს ჩადენილს. აღნიშნული გარემოებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული მ------ ბ------შვილი შეურიგდა მას და სურს ოჯახის შენარჩუნება, ბრალდებულის ინტერესების დამცველმა - ადვოკატმა ბ---- კ--–------მა ითხოვა გ------- ქ-----შვილის მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენება, რასაც დაე-თანხმა ბრალდებულიც, (იხ. 2018 წლის 13 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გ------- ქ------შვილის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია გ------- ქ------შვილის ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ -

- დაზარალებულ მ------ ბ------შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 5-7);

- დაზარალებულ ვ-–-------- ბ------შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 54-56);

- მოწმე ზ------------–--ძის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 79-81);

- მოწმე გ------- პ-----შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 103-105);

- მოწმე დ-------------ძის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 20-22);

- მოწმე ვ--–------------შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 116-118);

- მოწმე დ----- ბ------შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 37-38);

- მოწმე ზ------------შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 106-107);

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, (ს. ფ. 13-18);

- მ------ ბ------შვილის კუთვნილი ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით, (ს.ფ. 8-10);

- გ------- ქ-----შვილის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით, (ს.ფ. 39-46),- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, (ს. ფ. 141-142; 166-167),- მ------ ბ------შვილის ორსულობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტებით, რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპროცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს გ------- ქ-----შვილისათვის წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის სა-ფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება გ------- ქ-----შვილის მიერ მისთვის ინკრიმინირებულ დანაშა-ულთა ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ გ------- ქ-----შვილმა ჩაიდინა საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწი-ნებული დანაშაული - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათ-ვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადე-ნილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის დამამ-ძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასი-ათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პასუხის-მგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ გაითვალისწინა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აგრეთვე ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლ-მსაჯულების განხორციელებას. ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიჩნეულ ინდა იქნას ის ფაქტიც, რომ დაზარალებული მ------ ბ------შვილი შეურიგდა მას.

 

სასამართლომ აგრეთვე გაითვალისწინა გ------- ქ-----შვილის მიერ ჩადენილი ძალადობ-რივი ქმედებების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ძალადობის გამოხატვის ფორმა და სიმძიმე. ამასთანავე, სასამართლომ მხედველობაში მიიღო გ------- ქ-----შვილის წარ-სული ცხოვრება, კერძოდ - ის გარემოება, რომ მისი მხრიდან მეუღლის მიმართ ძალა-დობას ადრეც ჰქონდა ადგილი, რის გამოც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი და დანიშ-ნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად.

 

ამდენად, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების, მისი წარსული ცხოვრებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საზო-გადოებრივი წესრიგის დაცვისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია გ------- ქ-----შვილის საზოგადოებისაგან იზოლაცია და მას სასჯელად უნდა დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ერთ წლამდე თავისუფლების აღკვე-თისა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ერთიდან სამ წლამდე თავი-სუფლების აღკვეთის ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციე-ლებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამ-ნაშავის რესოციალიზაციას. ამასთანავე, გ------- ქ-----შვილის პასუხისმგებლობის შემამ-სუბუქებელი გარემოებების არსებობის გამო, სასამართლოს აგრეთვე მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მას ეს სასჯელები დაენიშნოს კანონით გათვალისწინებული მინიმალური ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ------- თ-----ის-ძე ქ-----შვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით და126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

1.1 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

1.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბა-მისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სას-ჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ამავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, გ------- ქ-----შვილს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

3. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ------- ქ-----შვილს დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 მარტიდან;

 

4. გ------- ქ-----შვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიო-ნული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი