გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2019
საქმის ნომერი
010210017001936786
კატეგორია
დავის ტიპი
სამეზობლო
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

01021001700--36786

2-1761/17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოსსახელით

 

08/05/20-- წელი ქ.ბათუმი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩაფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე - ზ----- ა---------ე

წარმომადგენელი - ზ----------------ე

მოპასუხე - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ი-------“

წარმომადგენელი (თავმჯდომარე) - ლ--–-------–---–ი

წარმომადგენელი - მ------------

დავის საგანი - აუცილებელი გზის გამოყოფა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელომოთხოვნა:

 

ზ----- ა---------ემ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ი-------“-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა ქ. ბათუმში, ტ---– ა---------ის ქ. №4-მდებარე მიწის ნაკვეთიდან, მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში შესასვლელად მოეწყოს აუცილებელი გზა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

ზ----- ა---------ეს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში ჯ-----–---–ის ქ. №12-ში. მისი საკადასტრო კოდია №0-.2-.0-.0--. მის მეზობლად ქ. ბათუმში ტ---– ა---------ის ქ№4-მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ი-------“. ზ----- ა---------ეს არ აქვს თავის ნაკვეთთან მისასვლელი სამანქანე გზა. ერთდაერთი გზა, რომლითაც შეიძლება, რომ ის თავის ნაკვეთთან მივიდეს, ესაა მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გავლით მოწყობილი გზა. მოპასუხე უფლებას არ აძლევს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენებით მოაწყოს საჯარო გზასთან დამაკავშირებელი აუცილებელი გზა. განმარტავს, რომ ტერიტორია, რომლის გამოყენებითაც გზის მოწყობა აქვს მოთხოვნილი, წარმოადგენს ამხანაგობის ეზოს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ი-------“-ის წევრები სარჩელს არ ცნობენ. ამხანაგობის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოსარჩელეს საკუთარ ნაკვეთში გზა აქვს ჯ-----–---–ის ქუჩის მხრიდან და შეუძლია ისარგებლოს ამ ქუჩის მხარეს არსებული რესურსით. მიწის ნაკვეთი, რომლის მესაკუთრეც მოსარჩელეა, ამხანაგობის ნაკვეთის მხრიდან არასოდეს არ ჰქონია ცალკე გზა. ამხანაგობის ეზოს გამოყენებით მისი მოწყობა გამოიწვევს ახალ პრობლემებს, რადგანაც ამხანაგობის წევრები არიან მრავალსართულიანი კორპუსის ბინების მესაკუთრეები და მათ ეზოს ადგილი ავტომანქანის გასაჩერებლად არ ჰყოფნით. თუ ამხანაგობის ეზოს გამოყენებით მოსარჩელეს დაუდგინდება აუცილებელი გზა, ასეთ შემთხვევაში ამხანაგობის წევრები ეზოში ვეღარ გააჩერებენ ავტომანქანებს და ეს წარმოშობს ახალ დავებს. მიაჩნიათ, რომ არარსებობს აუცილებელი გზის მოწყობის წინაპირობები, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. ზ----- ა---------ეს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში ჯ-----–---–ის ქ. №12-ში. მისი საკადასტრო კოდია №0-.2-.0-.0--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ს.ფ. 27-28.

 

3.1.2. დადგენილია და სადაო არაა ის გარემოება, რომ ქ. ბათუმში ჯ-----–---–ის ქ. №12-ის მიმდებარედ, ქ. ბათუმში ტ---– ა---------ის ქ. №4-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ 0-.2-.0-.0--) მესაკუთრეა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ი-------“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები

ექსპერტიზის დასკვნა.ს.ფ. 16-26

 

3.1.3. ასევე სადაო არაა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (მდებარე ქ. ბათუმში ჯ-----–---–ის ქ. №12-ში, საკადასტრო კოდი №0-.2-.0-.0--.) და მოპასუხის საკუთრებაში არსებული (მდებარე ქ. ბათუმი ქ. ბათუმში ტ---– ა---------ის ქ. №4-ში. ს/კ 0-.2-.0-.0--) მიწის ნაკვეთი, ერთმანეთს ესაზღვრება.

სასამართლოეყრდნობაშემდეგმტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები.

იხ. ექსპერტიზის დასკვნა ს.ფ. 16-26

 

3.1.4. ზ----- ა---------ეს, კუთვნილ 98 კვ.მ. მიწის ნაკვეთში შენობა-ნაგებობა აშენებული არ აქვს. იგი შენობისაგან თავისუფალი ნაკვეთია. მას ამხანაგობის მხრიდან შემორტყმული აქვს ბეტონის ღობე. მართალია მიწის ნაკვეთს ნომერი მიკუთვნებული აქვს ჯ-----–---–ის ქუჩის მხრიდან, მაგრამ იგი ჯ-----–---–ის ქუჩის გზის პირას არ მდებარეობს. იგი სიღრმეშია განთავსებული და მას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ი-------“-ის მიწის ნაკვეთის პარალელური მდებარეობა აქვს. ანუ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ი-------“-ის მიწის ნაკვეთი. ამ ნაწილში ამხანაგობას ავტოსადგომი აქვს და მოსარჩელის ღობის წინ მთელ სიგრძეზე ჩერდება ამხანაგობის წევრების ავტომანქანები.

სასამართლოეყრდნობაშემდეგმტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები.

ადგილზე დათვალიერების ოქმი.

ფოტოსურათები.ს.ფ. 18-25, 102.

 

3.1.5. მოსარჩელის ნაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებულია ფიზიკური პირების კუთვნილი მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლები. მათი გამოყენებით გზის მოწყობა შეუძლებელია. ამ მხრიდან გზა არარსებობს.

სასამართლოეყრდნობაშემდეგმტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები.

 

3.1.6. მოსარჩელის ნაკვეთის სამხრეთ ნაწილში განთავსებულია დაახლოებით ერთი მეტრის ვიწრო საცალფეხო ბილიკი. დასახელებული ბილიკი ყოფს მოსარჩელის ნაკვეთსა და ფეხბურთის სტადიონს.

სასამართლოეყრდნობაშემდეგმტკიცებულებებს:

ადგილზე დათვალიერების ოქმი.

ფოტოსურათები.ს.ფ. 18-25, 102.

 

3.1.7. მოსარჩელის ნაკვეთის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებულია ფიზიკური პირების კუთვნილი მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლები. ამ ნაწილში ჯ-----–---–ის ქუჩის მხრიდან დგას კერძო სახლი, რომლის მესაკუთრეც ამ საქმის მონაწილე მხარე არაა. მას ქუჩიდან მოწყობილი აქვს ეზოში შესასვლელი და განთავსებული აქვს დიდი რკინის კარი. დასახელებული ეზო მოსარჩელის მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე არაა. მათ შორის კიდე ერთი სახლი და მიწის ნაკვეთია განთავსებულია (სწორედ ამ გზას ასახელებენ მოპასუხეები ალტერნატულ გზის ვარიანტად).

სასამართლოეყრდნობაშემდეგმტკიცებულებებს:

ადგილზე დათვალიერების ოქმი.

ფოტოსურათები. ს.ფ. 18-25, 102.

 

3.2. დადგენილისადავოფაქტობრივიგარემოებები:

3.2.1. მხარეებისათვის სადაო ფაქტობრივი გარემოებია:

ა) ალტერნატული გზის არსებობა, ანუ სადაოა არსებობს თუ არა მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გარდა, სხვა მიწის ნაკვეთის გამოყენებით, მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზის მოწყობის საშუალება.

ბ) სადაოა მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის სასარგებლოდ საავტომობილო გზის მოწყობის აუცილებლობა;

3.2.2. მხარეებს შორის სხვა საკითხებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის დასახელებული გარემოებების დადგენა საკმარისია შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად.

3.2.3. სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს სარჩელში ან შესაგებელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში ის ფაქტი, რომ არსებობს ალტერნატული გზა, საიდანაც შესაძლებელია მოსარჩელის ნაკვეთი დაკავშირებული იქნას საჯარო გზასთან, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ.

3.2.5. თავის მხრივ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მას აუცილებლად სჭირდება საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზა და რომ ამ გზის გარეშე შეუძლებელია საკუთრების საგნის ფლობა და სარგებლობა. მანვე უნდა დაამტკიცოს გზის მოწყობის ტექნიკური შესაძლებლობის საკითხებიც.

3.2.6. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებულ მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

3.2.7. ალტერნატული გზის არსებობასთან დაკავშირებით მოპასუხემ მიუთითა ზეპირად. ამტკიცებს, რომ მას ბათუმი, ჯ-----–---–ის ქუჩის მხრიდან აქვს ალტერნატული გზის მოწყობის საშუალება.

3.2.8. თავისი ზეპირი განმარტების გამყარების მიზნით მოპასუხემ საქმეში წარმოადგინა ა---------------------------------–------------–---------------–------------–----------–-----------------------------------------–-–-------–---------- წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება. დასახელებული გადაწყვეტილებით ნ. ხ--------ეს ქ. ბათუმში ჯ-----–---–ის ქ. №12-ში, მდებარე საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან საკუთრებად გამოეყო 1/3 წილი - 86 კვ.მ. რომლის უკანა საზღვარი უნდა დაემთხვეს საცხოვრებელი სახლის კედლისა და სახლთმფლობელობის მარჯვენა საზღვრის შემაერთებელ მონაკვეთს, ხოლო ნაკვეთის სიგრძე უნდა განისაზღვროს საცხოვრებელი სახლის უკიდურესი მარცხენა კუთხიდან მარჯვენა საზღვრის პარალელურად 86 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შემოსაზღვრული მონაკვეთით. ნ. ხ--------ის საკუთრებაში არსებული 86 კვ.მ. მიწის ნაკვეთი უნდა შემოსაზღვრულიყო მყარი მიჯნით, რომლის აგების ხარჯები მხარეებს დაეკისრებათ თანაბრად. ამავე გადაწყვეტილებით ნ. ხ--------ეს დაეკისრა მის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე დამოუკიდებელი შესასვლელის მოწყობა მიწის ნაკვეთის უკიდურესი მარჯვენა მიჯნიდან, ხოლო ი. ხაჟომიას და ზ. ცეცხლაძეს დაევალა მოსარჩელის მიწის ნაკვეთიდან ნ. ხ--------ის ფართზე ასასვლელი კიბის მიშენება.

იხ. 2004 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.

 

3.2.9. საქმეში წარმოდგენილი გადაწყვეტილებების, საჯარო რეესტრის ამონაწერების, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და უძრავი ქონების რეალური გაყოფის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქ. ბათუმში ჯ-----–---–ის ქ. №12-ში მდებარე უძრავი ქონება თავდაპირველად წარმოადგენდა რამოდენიმე პირის თანასაკუთრებას. 2000-იან წლებში მათ შორის არსებობდა დავა საზიარო უფლების გაუქმებაზე და ფართების გაყოფაზე. სასამართლომ თანამესაკუთრეების წინა ეზოს გაყოფა არ მიიჩნია შესაძლებლად, მაგრამ იმსჯელა უკანა ეზოს გაყოფაზე და კიბისა და გასასვლელის მოწყობაზე. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებით უკან ეზოს ნაწილი ისე განაწილდა, რომ თითოეულ მესაკუთრეს ჰქონდა ბათუმი, ჯ-----–---–ის ქუჩიდან მიწის ნაკვეთებამდე მისასვლელი. აღნიშნულის შემდეგ 2012 წელს თანამესაკუთრეები შეთანხმდენ თანასაკუთრების რეალურ გაყოფაზე. ქონების რეალური გაყოფის შემდეგ ერთერთმა თანამესაკუთრემ კუთვნილი ნაკვეთის უკიდურესი მარჯვენა ნაწილი (სამხრეთით, ტადიონის მხარეს) მიყიდა ზ----- ა---------ეს, რომელსაც აღარ აქვსბათუმი, ჯ-----–---–ის ქუჩიდან გასასვლელი. მის მიერ შეძენილ მიწას აღარ აქვს გასასვლელები, რაც მოცემულია ა---------------------------------–------------–---------------–------------–----------–-----------------------------------------–-–-------–---------- წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებაში. მოპასუხე ვალდებული იყო წარმოედგინა მტკიცებულება მასზედ, რომ მოსარჩელეს შეუძლია ისარგებლოს ჯ-----–---–ის ქუჩის მხრიდან არსებული გზით. მართალია ჯ-----–---–ის ქუჩის მხრიდან არსებობს შესასვლელი, მაგრამ ის არაა მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე შესასვლელი. მიწის ნაკვეთით გზა მოწყობილია ძველი თანამესაკუთრეების სახლთმფლობელობამდე. თვით ზ----- ა---------ის მიერ შეძენილ გზას აღნიშნული შესასვლელი ვეღარ უზრუნველყოფს. ის, რომ დასახელებული მარშრუტიდან გზის მოწყობაა შესაძლებელი, მტკიცებულება წარმოდგენილი არაა. თვით სასამართლოს კი, ადგილზე დათვალიერებით ასეთი შესაძლებლობის შინაგანი რწმენა არ ჩამოუყალიბდა. აღნიშნული მსჯელობის საფუძველზე უნდა გაკეთდეს დასკვნა მასზედ, რომ მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ აუცილებელი გზა მოეწყოს ჯ-----–---–ის ქუჩის მხრიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

იხ. 2004 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.

საჯარო რეესტრის ამონაწერები

ნასყიდობის ხელშეკრულება.

უძრავი ქონების რეალური გაყოფის შესახებ შეთანხმება.

ადგილზე დათვალიერების ოქმი.

 

3.2.10. სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო სივრცესთან დამაკავშირებელი გზის არსებობა და მისი მოწყობის აუცილებლობა ფაქტობრივი გარემოებაა. იგი უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მხარეები, ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად, ან არ გამოდგეს. მათი ,,გამოყენებადობა“ და ,,ვარგისიანობა“ დამოკიდებულია მტკიცებულებათა სიმყარეზე და მის საერთო შეფასებაზე. მოსარჩელემ გზის აუცილებლობის დასამტკიცებლად წარმოადგინა ფოტოსურათები და ექსპერტიზის დასკვნა. ასევე თავისი ზეპირი განმარტება. საკითხი თუ, რამდენად ვარგისია წარმოდგენილი მტკიცებულებები მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოყენებით აუცილებელი გზის მოწყობის დასამტკიცებლად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებით. მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გზის მოწყობის აუცილებლობის დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ სსიპ ,,ლ----------------–--------–-------------------------------–---------ში“ ჩაატარა ექსპერტიზა. საექსპერტო კვლევით ექსპერტმა დაადგინა, რომ ქ. ბათუმში ჯ-----–---–ის ქ. №12-ში (საკადასტრო კოდი №0-.2-.0-.0--) მდებარე, ზ----- ა---------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მისასვლელად, მოსარჩელეს ნამდვილად არ აქვს გზა, მას აუცილებლად სჭირდება გზის მოწყობა და ამ გზის მოწყობა შესაძლებელია მოპასუხეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენებით. სხვა მიწის ნაკვეთების გამოყენება დაკავშირებულია გაცილებით მეტ ხარჯთან, რადგანაც უფრო მეტი მესაკუთრის უფლებები უნდა შეიზღუდოს, უფრო გრძელ მონაკვეთზე უნდა გაკეთდეს გზა და ტექნიკურადაც უფრო რთულია. მასში არ იგულისხმება მუდმივი სარგებლობისათვის საავტომობილო გზა, რადგანაც ასეთი გზის მოწყობის სამართლებრივი წინაპირობა არარსებობს. მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.ტერიტორიაზე

იხ. ექსპერტიზის დასკვნა.

ადგილზე დათვალიერების ოქმი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელისასამართლოდასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, არსებობს საავტომობილო გზის მოწყობის გადაუდებელი აუცილებლობა. მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზა სჭირდება და იგი უნდა მოეწყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოყენებით. შესაბამისად სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაციხელმძღვანელასასამართლომ

 

-- საქართველოს კონსტიტუცია

-- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

-- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია.ს.ფ.

 

6. სამართლებრივიშეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხე ზღუდავს აუცილებელი გზით სარგებლობაში. თუ მოსარჩელეს სჭირდება აუცილებელი გზა, ასევე თუ იგი მხოლოდ მოპასუხის მიწის ნაკვეთზე შეიძლება მოეწყოს და მის მოწყობაში ხელს უშლის მოპასუხე, ასეთი შემთხვევა შეიძლება მიჩნეული იქნას მესაკუთრის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებად, რაც მოსარჩელეს უფლებას ანიჭებს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს აუცილებელი გზის საკითხის მოწესრიგება.

 

6.2. საქ. სკ-ის 180-ე მუხლით, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით დაწესებულია საკუთრების კანონისმიერი შებოჭვა, რაც გამოწვეულია სამეზობლო სამართლით აღიარებული მეზობელთა ურთიერთპატივისცემისა და სამეზობლო თმენის ვალდებულებით. აუცილებელი გზის კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში აუცილებელი გზის თმენის ვალდებულება დამოკიდებულია არა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სუბიექტურ ნებაზე, არამედ კანონის ნორმატიულ ნებაზე. კანონი ადგენს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის თმენის ვალდებულებას და ზღუდავს მესაკუთრის უფლებას მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. დასახელებული ნორმა ზემოქმედების თმენის ვალდებულებას ადგენს მაშინ, როდესაც მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. ამდენად, მეზობელი მიწის ნაკვეთის, აუცილებელი გზით დატვირთვა ობიექტური გარემოებით უნდა იყოს გამოწვეული. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ ზ----- ა---------ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დამაკავშირებელი სამანქანე გზა მოწყობილი არაა. მიწის ნაკვეთი მოსარჩელემ შეიძინა 2015 წელში და ამ მომენტში ნაკვეთს მისასვლელი ინდივიდუალური გზა არ ჰქონდა. დასახელებული მიწის ნაკვეთი ისტორიულად სხვა ფიზიკური პირების თანასაკუთრება იყო. 2012 წლამდე თანამესაკუთრეები ვერ შეთანხმდენ საზიარო უფლების გამოყენებაზე. მათ საზიარო ნაკვეთის გაყოფაზე და გამოყენებაზე დავები გააჩნდათ. საბოლოოდ თანამესაკუთრეები მორიგდენ და საზიარო უფლების საგანი - მიწის ნაკვეთი გაიყვეს, რის შემდეგაც ერთერთმა მესაკუთრემ თავისი ნაკვეთი გაყო და ისე მიყიდა მოსარჩელეს, რომ მის ნაკვეთს არ აქვს გზა. თუმცა მისი ნაკვეთი მდებარეობს ამხანაგობის ეზოსთან, რომელიც სხვა მესაკუთრეებისაგან მყარი მიჯნით არაა შეღობილი. მოპასუხის ეზო თავისუფალი სივრცეა. თუ მოსარჩელეს მოპასუხეები არ შეზღუდავენ, ის ნებისმიერ დროს შეძლებს ქვეითად გადაადგილდეს და მივიდეს კუთვნილ ნაკვეთში. მას ამ მოქმედებებში ჯერჯერობით ხელი არ ეშლება. თუმცა არსებობს იმის დასაშვებობაც, რომ მოპასუხემ ის ქვეითადაც არ გაატაროს, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს მიწის ნაკვეთის ელემენტარული გამოყენების შესაძლებლობას.

 

6.3. დადგენილია, რომ მოპასუხე იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა, რომელზეც მოსარჩელე მოითხოვს აუცილებელ სამანქანე გზას. სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით მხოლოდ მესაკუთრეს აქვს უფლება მესამე პირები არ დაუშვას თავის საკუთრებაში, არ მისცეს უფლება გამოიყენონ მისი ქონება და ქონების გამოყენებით მიიღონ გარკვეული სარგებელი. ასეთ პირობას ადგენს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი, მაგრამ დასახელებული ნორმა მესაკუთრეს გარკვეულ შეზღუდვასაც უწესებს. კანონმა მესაკუთრეს მიანიჭა უფლება შეუზღუდავად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებით, მაგრამ საკუთრების ფლობისა და სარგებლობის შეუზღუდავმა თავისუფლებამ არ უნდა შელახოს მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ასევე ეს მოქმედება არ უნდა წარმოადგენდეს უფლების ბოროტად გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრეს კანონმა მიანიჭა სრული ბატონობის უფლება, ამასთან ერთად ამ ბატონობის გამოყენება დააკავშირა უფლების გამოყენების კეთისინდისიერებასთან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უფლება არის პირის უნარი მოითხოვოს რაიმე მოქმედების შესრულება ან შესრულებისაგან თავის შეკავება. ანუ კანონი, მოთხოვნის უფლების მქონე პირებს ანიჭებს სრულ თავისუფლებას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოითხოვოს მოქმედების შესრულება ან თავის შეკავება. ან კიდე შეასრულოს რაიმე მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების შესრულებისაგან. მოთხოვნის უფლების მქონე პირი უფლებით უნდა სარგებლობდეს კეთილსინდისიერად. მისი გამოყენება არაკეთილსინდისიერად, წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. უფლების ბოროტად გამოყენება არის მოქმედება ან უმოქმედება, რომელიც მხოლოდ სხვებს აყენებს ზიანს ისე, რომ არ არის გამოკვეთილი ამ უფლებით მოსარგებლე პირის ინტერესების უპირატესობა. უფლების ბოროტად გამოყენებას კრძალავს საქ. სკ-ის 115-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც „სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.“ აღნიშნული ნორმა საერთო ჯამში ემსახურება საქ. სკ-ის მერვე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესს, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ეკისრებათ ვალდებულება კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მიხედვით უფლება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას გარკვეული ფაქტისადმი. მას უნდა სწამდეს, რომ მისი ქმედება სამართლიანია, არაა კანონსაწინააღმდეგო. იგი გარკვეულ ფაქტებს უნდა აფასებდეს ისე, როგორც ამას შეაფასებდა გარკვეული ურთიერთობის გარეთ მდგომი მესამე პირი, რომლის ინტერესებიც არაა ამ ურთიერთობაში გამოკვეთილი და, რომელიც ობიექტურად აფასებს შექმნილ ვითარებას. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს აქვს უფლება საკუთარი სურვილისამებრ აწარმოოს მიწის ნაკვეთის მართვა (შეღობოს, გათოხნოს, ნარგავები დარგოს, სახლი ააშენოს და ა. შ.) მაგრამ ეს არ უნდა ემსახურებოდეს სხვებისათვის ზიანის მიყენებას, მას უნდა ამოძრავებდეს საკუთარი ლეგიტიმური მიზნების მიღწევის სურვილი და კეთილსინდისიერად უნდა სწამდეს, რომ ამას არ აკეთებს სხვებისათვის მარტოოდენ ზიანის მიყენებისათვის. ცხადია, შეუძლებელია მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ საკუთარი ნაკვეთის სარგებლობა ისე დაგეგმოს, რომ სხვას მოუტანოს სარგებელი. მესაკუთრე მიწის ნაკვეთს ისარგებლებს საკუთარი მიზნების მისაღწევად, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია მის მიერ დასახული მიზანი აღემატებოდეს სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის ხარისხს. უფლების ბოროტად გამოყენება გამოდის უფლების ფარგლებიდან და წარმოადგენს უფლების გარეშე მოქმედებას. მესაკუთრის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაციისათვის მთავარია ის, რომ არ ჩანს კონკრეტული ქმედების ინტერესი და მისი მოქმედებები მხოლოდ სხვა პირისათვის ზიანის მიყენების მიზანს ემსახურება. არაა გამორიცხული, რომ საკუთრებით სარგებლობის უფლების გამოყენებისას, მესაკუთრის ინტერესიც გვქონდეს სახეზე, მაგრამ იგი არათანაზომიერი იყოს იმ ზიანისა, რომელიც სხვებს ადგებათ, ასეთ დროს უფლების გამოყენებას ექნება ბოროტად გამოყენების კვალიფიკაცია. ბოროტად გამოყენების შემთხვევა სახეზე გვექნება, თუკი მიყენებულ ზიანთან შედარებით არაა მესაკუთრის ინტერესები უპირატესი და სხვაგვარად ნაკვეთის მართვის მიზნის მიღწევა შეუძლებელია. უფლების ბორტად გამოყენების ფაქტი უნდა დადგინდეს მესაკუთრის ინტერესებისა და მიყენებული ზიანის პროპორციულობის გათვალისწინებით.

 

6.4. დავის გადასაწყვეტად აუცილებელია განიმარტოს აუცილებელი გზის მნიშვნელობა. პირველ რიგში უნდა განიმარტოს, რომ აუცილებელი გზა არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ საავტომობილო გზას. შესაძლებელია მოსარჩელე ფიქრობს, რომ აუცილებელ გზაში მხოლოდ საავტომობილო გზა მოიაზრება. საკითხისადმი ასეთი მიდგომა მცდარია. შეუძლებელია აუცილებელი საავტომობილო გზის მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ერთმანეთის მიყოლებით სახლებია განთავსებული და ერთმანეთთან ბილიკითაა დაკავშირებული. ასევე არსებობს საავტომობილო გზის მოწყობის შემაფარხებელი სხვა მაგალითებიც. აუცილებელ გზაში მოიაზრება ისეთი შემთხვევა, როდესაც მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. კანონის ეს დანაწესი გულისხმობს მეზობლის ნივთის აუცილებელი გზით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. ასეთ ობიექტური გარემოება შეიძლება იყოს სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამ ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენება მცირდება ან საერთოდ იკარგება. საქ. სკ-ის 180-ე მუხლით აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევაში დადგენა, განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციით და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით. ამასთან შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში. კანონი, მესაკუთრის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შეზღუდვას აწესებს მხოლოდ ნორმაში აღნიშნული წინაპირობათა უტყუარად არსებობისას. ასეთი წინაპირობების არარსებობისას, მეზობელი ნაკვეთის გზად გამოყენების დადგენა პირდაპირ ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას. ანუ თუ მიწის ნაკვეთს აქვს საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზა და ასეთ შემთხვევაში მაინც დადგინდება მეზობელი ნაკვეთის გამოყენებით აუცილებელი გზა, ეს იქნება საკუთრების უფლების ისეთი შეზღუდვა, რომელიც პირდაპირ დაარღვევს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის საკუთრების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზა არ აქვს. მის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთს ორგანიზებული სამანქანე გზა არ აქვს. თუ ის მანქანით გადაწყვეტს კუთვნილ მიწის ნაკვეთში მისვლას, ამისათვის მას აუცილებლად დაჭირდება ამხანაგობის ეზოს გამოყენება. თავის მხრივ ამხანაგობის წევრები ეზოს იყენებენ ავტო სადგომად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კორპუსი მრვალსართულიანია, მასში საკმაოდ ბევრი ბინაა და მათ მესაკუთრეებს ჰყავთ ავტომანქანები. ეზოში არსებული ფართი არ ყოფნით საკუთარი ავტომობილების გასაჩერებლად. თუ მოსარჩელეს დაუდგინდება აუცილებელი გზა, მაშინ ამ გზის მონაკვეთზე ავტომანქანები ვეღარ უნდა გაჩერდეს, რადგანაც გზის მონაკვეთს ექნება აუცილებელი საავტომობილო გზის სტატუსი და მასზე სადგომის მოწყობა ვეღარ მოხერდება. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რომ გზის მოწყობით მხოლოდ ერთი ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილი არ იკარგება. ფაქტობრივად მთელი გზის მონაკვეთი უნდა გათავისუფლდეს, რაც ნამდვილად არაა ერთი ავტომობილის გასაჩერებელი ადგილი. ბუნებრივი გზის ამ პრინციპით მოწყობა მნიშვნელოვნად დააზარალებს მოპასუხეს. ამასტან ავტომობილის გზის მოწყობის აუცილებლობაც არარსებობს. იბადება ლოგიკური კითხვა: - რატომაა აუცილებელი მოპასუხეებმა ეზოში არ გააჩერონ ავტომანქანები და მის ხარჯზე მოსარჩელემ ავტომანქანა შეიყვანოს და გააჩეროს კუთვნილ ნაკვეთში? საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ამ კითხვის ლოგიკურ პასუხს არ შეიცავს და უფრო მეტიც, ლოგიკური პასუხი არც მოსარჩელეს აქვს. აღნიშნულის მიუხედავად თუ საავტომობილო გზა მოეწყობა მოპასუხის ეზოს ხარჯზე, ასეთ შემთხვევაში მივიღებთ შემდეგ სურათს: - მოსარჩელე დღეში რამოდენიმეჯერ თავისი მანქანით იმოგზაურებს საკუთარ ნაკვეთამდე, მანქანით შეიტანს ან გაიტანს ტვირთს და ამ დროს მოპასუხეს აღარ ექნება საკუთარ ეზოში ავტომანქანის გაჩერების უფლება და ავტომანქანას გააჩერებენ სადმე მეზობელ ქუჩაზე. მესაკუთრემ ითმინოს მისი ნაკვეთი მეზობელმა გამოიყენოს იმისათვის, რომ შევიდეს კუთვნილ ნაკვეთში და გააჩეროს ავტომობილი მაშინ, როცა მესაკუთრეს არ არ აქვს ავტომანქანის გაჩერების საშუალება, არ იქნება მესაკუთრის შეზღუდვისათვის გონივრული. ამ პრინციპით გამოდის, რომ მესაკუთრეს ავტომანქანის გაჩერების უფლება არ უნდა მივცეთ იმიტომ, რომ მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ კუთვნილ ნაკვეთში ავტომანქანა თავისუფლად გააჩეროს და დღეღამის ნებიემიერ დროს ამხანაგობის ეზოს გავლით გავიდეს ქუჩაში და დაბრუნდეს უკან. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე უნდა მოექცეს ამხანაგობის წევრების თანაბარ ყოფაში და ავტომობილი გააჩეროს ქუჩაში, ავტო სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ადგილას. დღევანდელი რალობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა მესაკუთრემ ავტომანქანა გააჩეროს კუთვნილ ნაკვეთში, სახლის წინ და ა.შ. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას არ აქვს საქ. სკ-ის 180-ე მუხლის ერთერთი აუცილებელი ელემენტი. კერძოდ: - თმენის ვალდებულება. სკ-ის 180-ე მუხლი ზემოქმედების თმენის ვალდებულებას ადგენს მაშინ, როდესაც მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. თუ მოსარჩელეს არ ექნება ავტომანქანით კუთვნილ ნაკვეთამდე მისვლის საშუალება, ამით მისი ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენების საფრთხე არასებობს. მოსარჩელე საავტომობილო გზის გარეშე ისევე შეძლებს ამ ნაკვეთით სარგებლობს, როგორც საავტომანქანე გზის შემთხვევაში. ჯეროვანი გამოყენების პრობლემა არ დგას მის წინაშე. შესაბამისად საავტომობილო გზის მოწყობის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის მნიშვნელოვანია არა მარტო საავტომობილო გზის საკითხი, არამედ კუთვნილ ნაკვეთში ქვეითად მისვლის საკითხიც. მოსარჩელემ ქვეითად, რომ გადაადგილდეს და მივიდეს თავის ნაკვეთთან, ამით მოპასუხის ინტერესი არსებითად არ შეილახება. ამხანაგობის ეზოთი სარგებლობენ მისი წევრები და კიდევ ბევრი სხვა ადამიანი. დამატებით მოსარჩელეც თუ ისარგებლებს, არც ეს არ იქნება მოპასუხეთა საკუთრების უფლების არსებითი დარღვევა. მითუმეტესს მოსარჩელეს მოპასუხეთა ეზოს გარდა, სხვა გზით კუთვნილ ნაკვეთამდე მისასვლელი გზა არ აქვს. მოსარჩელის ნაკვეთი მოქცეულია მოპასუხისა და სხვა პირების ნაკვეთებს შორის და მასში მოსახვედრად აუცილებელია რომელიმე მესაკუთრის ნაკვეთის გამოყენება. ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია არჩევანის გაკეთება - ვისი ნაკვეთით სარგებლობაა უფრო სამართლიანი. ადგილზე დათვალიერებისა და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ლოგიკური ღონისძიებაა მოსარჩელე კუთვნილ ნაკვეთში მივიდეს მოპასუხის თმენის ხარჯზე. სხვა ტერიტორიიდან გზის მოწყობის მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნას აქვს საქ. სკ-ის 180-ე მუხლის ყველა ელემენტი. კერძოდ:

- ნაკვეთს არ აქვს აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან;

- გზის გარეშე შეუძლებელია ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება;

- მოპასუხის თმენა შესაძლებელს გახდის ნაკვეთის ჯეროვან გამოყენებას.

პირობითად წარმოვიდგინოთ, რომ მოსარჩელეს არ დაუდგინდა ქვეითი გადაადგილებისათვის გზა. იბადება ლოგიკური კითხვა: - ის შეძლებს თუ ვერა ნაკვეთის გამოყენებას? თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ ნაკვეთის გამოყენებას სჭირდება ფიზიკური ზემოქმედება, მივიღებთ ლოგიკურ პასუხს - მოსარჩელე მიწის ნაკვეთში მისასვლელის გარეშე ვერ შეძლებს მასზე ზემოქმედებას. მიწის ნაკვეთში მოსახვედრად აუცილებელია მოპასუხემ მოითმინოს მის ნაკვეთში ქვეითად გადაადგილდეს და მივიდეს საკუთარ ნაკვეთში. შესაბამისად მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელე არ შეზღუდოს ქვეითად გადაადგილებაში. აღნიშნული ნიშნავს მას, რომ მოსარჩელეს უნდა მიეცეს უფლება მისთვის სასურველ ადგილას მოაწყოს ჭიშკარი და მისი გამოყენებით გადაადგილდეს ქვეითად. ანუ გზა უნდა დაუდგინდეს ქვეითი გადაადგილებისათვის.

 

6.6. გარდა ამისა მოსარჩელეს უნდა მიეცეს საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დროს შეზიდოს სამშენებლო მასალა ან გამოზიდოს ნარჩები. ამ მიზნით მოპასუხე უნდა დავალდებულდეს ხელი არ შეუშალოს სამშენებლო მასალებისათვის ტრანსპორტის გადაადგილებას. ასევე შემდგომში ამ გზის გამოყენებით მოსარჩელესთან ექსტრემალურ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილებას (მაგალითად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, სახანძრო). სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით სარჩელის დაკმაყოფილება იქნება სამართლიანი და ლოგიკური. მოსარჩელეს ექნება კუთვნილი ნაკვეთის გამოყენების შსაძლებლობა. მოპასუხეც ამ ტიპის შეზღუდვით მნიშვნელოვნად არ დაზარალდება და მისი საკუთრების უფლებაც დაცული იქნება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 120 ლარს. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო ბაჟი მხარეებს შორის განაწილდეს თანაბრად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არაა გამოყენებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ზ----- ა---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.

2. ზ----- ა---------ეს, ქ. ბათუმში, ჯ-----–---–ის ქ.№12-ში (საკადასტრო კოდი №0-.2-.0-.0--) მდებარე, კუთვნილი უძრავი ქონების სარგებლობისათვის, ქ. ბათუმში, ტ---– ა---------ის ქ. №4-ში (საკადასტრო კოდით 0-.2-.0-.0--) მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ი-------“-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენებით დაუდგინდეს ქვეითად გადაადგილებისათვის აუცილებელი გზა. ასევე აუცილებელი გზა დაუდგინდეს საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დროს სამშენებლო მასალისა და ნარჩენების შეზიდვა/გამოზიდვისათვის და ექსტრემალურ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილებისათვის (მაგალითად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, სახანძრო).

3. აუცილებელი გზა მოეწყოს სსიპ ,,ლ----------------–--------–-------------------------------–--------ოს“ №0-------- ექსპერტიზის დასკვნის და მისი №1 დანართის შესაბამისად.

4. სსიპ ,,ლ----------------–--------–-------------------------------–--------ოს“ №0-------- ექსპერტიზის დასკვნა და №1 დანართი წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების შემადგენელ ნაწილს.

5. ზ----- ა---------ის სარჩელი საავტომობილო გზის მოწყობის ნაწილში (გარდა სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში მითითებული გამონაკლისისა) არ დაკმაყოფილდეს.

6. მოსარჩელეს ბაჟის სახით დაეკისროს 60 ლარის გადახდა. მას ბაჟი გადახდილი აქვს.

7. მოპასუხეს დაკისროს მოსარჩელეს აუნაზღაუროს წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილი 60 ლარი.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№30)

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე