განაჩენი

სისხლის სამართლის 31.05.2019
საქმის ნომერი
140100118002576786
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002576786

№1/301-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 22 “ აგვისტო, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა

 

მანანა შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - მ-----– ბ-----შვილის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ე---------- მ--–-----შვილის,ბრალდებულ მ--–---- დ--------ის

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

მ--–---- ო-----ის-ძე დ--------ის (დაბადებული 1----–-–---------------------------------, საქართველოს მოქალაქე, საშუ-ალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ------------------------–----------–ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“, “ბ“, “გ“ ქვეპუნქტე-ბით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტითა და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანა-შაულთა ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2018 წლის 27 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, მ--–---- დ--------ის მიერ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღ-ლის - ბ--–- პ------–--- და არასრულწლოვანი შვილების - დ----- და ლ---- დ--------ების მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“, “ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

მ--–---- დ--------ი ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2018 წლის 28 ივნისს, 02 საათსა და 25 წუთზე. 2018 წლის 29 ივნისს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწი-ლის “ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანა-შაულთა ჩადენისათვის და გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახედ შეერჩა პატიმრობა.

 

2018 წლის 02 აგვისტოს, ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის შემდეგ მ--–---- დ--------ის ბრალდება შეიცვალა და მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“, “ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა სავარაუდო ჩადენის გამო.

 

2018 წლის 10 აგვისტოს, წინასასამართლო სხდომაზე, მ--–---- დ--------ის მიმართ გამო-ყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეიცვალა გირაოთი 2500(ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და ბრალდებული გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზი-დან.

 

ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედ-ვით, მ--–---- დ--------ს ბრალი ედება მასში, რომ:

 

მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინე-ბული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულ-წლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი ან მეტი პირის მიმართ;

 

მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწი-ნებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპო-ბის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძ-ვლიანი შიში;

 

მ--–---- დ--------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

- 2018 წლის 26 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, გ------------------------–----------–ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში მ--–---- დ--------მა განახორციელა ოჯახში ძალა-დობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი შვილების - ლ---- და დ----- დ-----ია-ნების მიმართ. კერძოდ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მ--–---- დ--------მა ხელი ერთხელ დაარტყა თავის არეში ლ---- დ--------ს, რის შედეგად ლ---- დ--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, მ--–---- დ--------მა, არასრულწლოვანი შვილის - ლ---- დ--------ის თანდასწრებით, დ----- დ--------ს ხელი ერთხელ დაარ-ტყა სახის არეში, რის შედეგად დ----- დ--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად;

 

აღნიშნული მოქმედებით მ--–---- დ--------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“, “ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებით გათვალის-წინებული დანაშული;

 

- 2018 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე, გ------------------------–----------–ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში მ--–---- დ--------მა განახორციელა ოჯახში ძალა-დობა მეუღლის - ბ--–- პ------–-- მიმართ, მათი არასრულწლოვანი შვილის - ლ---- დ--------ის თანდასწრებით. კერძოდ, მ--–---- დ--------მა, საყოფაცხოვრებო ნიადაგ-ზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, ხელი ორჯერ დაარტყა ზურგის არეში და მოუჭირა მკლავზე ბ--–- პ------–-, რის შედეგად ბ--–- პ------–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული მოქმედებით მ--–---- დ--------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანა-შული;

 

- 2018 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე, გ------------------------–----------–ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მ--–---- დ--------ი მეუღლეს - ბ--–- პ------–- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგად ბ--–- პ------–- გაუჩნდა მუქარის გან-ხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული მოქმედებით მ--–---- დ--------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშული;

 

დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მ-----– ბ-----შვილმა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ--–---- დ--------ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტი, რის გამოც მ--–---- დ--------ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და, დანაშაულებ-რივი ქმედებების ჩადენის გარემოებათა გათვალისწინებით, მას დაენიშნოს სამართლიანი სასჯელი, (იხ. 2018 წლის 22 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ბრალდებულმა მ--–---- დ--------მა წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამ-ნაშავედ და აღნიშნა, რომ ინანიებს ჩადენილს. აღნიშნული გარემოების, მ--–---- დ-----ი-ანის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი პიროვნული მახასიათებლების, საქმიანობის, ნასამართლობის არქონისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულები შერიგებულნი არიან მასთან, არ ითხოვენ მის დასჯას და ცხოვრობენ ერთად, ბრალდებუ-ლის ინტერესების დამცველმა - ადვოკატმა ე---------- მ--–-----შვილმა ითხოვა მ--–---- დ--------ის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან/და ისეთი სახის სასჯე-ლის გამოყენება, რაც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, რასაც დაე-თანხმა ბრალდებულიც, (იხ. 2018 წლის 22 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი და ადვოკატ ეკატე-რინე მ--–-----შვილის მიერ სასამართლო სხდომაზე წერილობით წარმოდგენილი დასკვნითი სიტყვა).

 

სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ მ--–---- დ---------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია მ--–---- დ---------ის ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ -

- დაზარალებულ ბ--–- პ------–-- გამოკითხვის ოქმებით, (ს. ფ. 7-9, 141-142);

- არასრულწლოვანი დაზარალებულის - ლ---- დ--------ის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 75-77);

- მოწმე გ----------–--შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 70-72);

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, (ს. ფ. 41-48);

- დაზარალებულ ბ--–- პ------–-- მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერი-მენტის ოქმით, (ს. ფ. 35-39);

- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით, (ს. ფ. 118-120, 121-123, 124-126);

- მ--–---- დ--------ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით, (ს. ფ. 13-17);

- მ--–---- დ--------ისა და ბ--–- პ------–-- ტანსაცმლის დათვალიერების ოქმებით, (ს.ფ. 11-12, 27-28), თვით მ--–---- დ--------ის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 23-25), რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპროცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს მ--–---- დ--------ისათვის წარდგენილ ბრალდებებს.

 

ამდენად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცე-ბულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერე-ბული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება მ--–---- დ--------ის მიერ მისთვის ინკრიმინირებულ დანაშაულთა ჩადენის ფაქტი. კერ-ძოდ, დადგენილია, რომ მ--–---- დ--------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“,“ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინე-ბული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულ-წლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი ან მეტი პირის მიმართ; მანვე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თან-დასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; მანვე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის დამამძი-მებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პასუხის-მგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ გაითვალისწინა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აგრეთვე მან ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

სასამართლომ ასევე გაითვალისწინა მ--–---- დ--------ის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ძალადობის გამოხატვის ფორმა და სიმძიმე. ამასთანავე, სასამართლომ მხედველობაში მიიღო მ--–---- დ--------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პიროვნული მახასიათებლები და ის გარემოება, რომ დაზარალებულები შეურიგდნენ და აგრძელებენ მასთან თანაცხოვრებას.

 

ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--–---- დ--------ს სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ვადებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწი-ნებული ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთის და 151-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით გათვალისწინებული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ფარგლებში. ამასთა-ნავე, ვინაიდან მ--–---- დ--------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაულები, იგი ნასამართლობის არმქონეა და აღიარებს დანაშაულს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მისთვის დანიშნული სასჯელები უნდა ჩაითვალოს პირობითად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--–---- დ--------ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სრულად უზრუნველყოფს სასჯე-ლის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ--–---- ო-----ის-ძე დ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“,“ბ“, “გ“ ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

1.1 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“, “ბ“ და “გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფ-ლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძ-ველზე ჩაეთვალოს პირობითად;

 

1.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაე-თვალოს პირობითად;

 

1.3 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექ-ვსი) თვის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პი-რობითად;

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შთან-თქმის პრინციპიდან გამომდინარე, მ--–---- დ--------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექ-სის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი;

 

3. მ--–---- დ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

 

4. მ--–---- დ--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 28 ივნისიდან 2018 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით;

 

5. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ მ--–---- დ--------ის ყოფაქცევის კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართვე-ლობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სას-ჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს მ--–---- დ--------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - გ------------------------–-----------–-;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპე-ლაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასა-მართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი