განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002682696
№1/428-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
“ 06 “ ნოემბერი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა
მანანა შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - მ-----– ბ-----შვილის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ--- გ-------–-შვილის,ბრალდებულ ვ--------- თ---------ის
მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ვ--------- ხ----------ს-ძე თ---------ის (დაბადებული 19---–-–----------------–------------------- საქართველოს მოქა-ლაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლო-ბის არმქონე, მცხოვრები ქალაქ გ----–---------–--------–----–-------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 07 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონულ სამმართვე-ლოში გამოძიება დაიწყო №0----------- სისხლის სამართლის საქმეზე, ვ--------- თ---------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ვ--------- ტათოსიანი ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2018 წლის 08 სექტემბერს, 10:00 საათზე. 2018 წლის 09 სექტემბერს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ერთობლიობის ჩადენისათვის. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინებით, ვ--------- თ----------ს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეერჩა გირაო 2000 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადაში შეტანის ვალდებულებით. ამავე განჩინებით გაუქმდა ვ--------- თ---------ის მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულების ღონისძიება - დაკავება - და იგი გათავი-სუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ--------- თ---------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
ვ--------- თ---------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
- 2018 წლის 07 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქალაქ გ----–-, მ-----– ჯ-----–----–-------------ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში, საყოფაცხოვრებო საკითზე წარმოშობილი შელაპარაკებისას ვ--------- თ---------მა განახორციელა ძალა-დობა მეუღლის - ნ----------–- თ---------ის მიმართ. კერძოდ, ვ--------- თ---------მა ნ----------–- თ---------ს ესროლა და მარჯვენა მკლავის არეში მოარტყა იატაკის საწ-მენდი ჯოხი, რის შედეგად ნ----------–- თ---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული მოქმედებით ვ--------- თ---------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშული;
- 2018 წლის 07 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქალაქ გ----–-, მ-----– ჯ-----–----–-------------ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში ვ--------- თ----------- მეუღლეს - ნ----------–- თ---------ს, მის ხელთ არსებული ცულის გამოყენებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ნ----------–- თ---------ს გაუჩნდა მუქა-რის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული მოქმედებით ვ--------- თ---------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშული;
დასკვნითი სიტყვის წარდგენისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა მ-----– ბ-----შვილმა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ---------- თ---------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის ფაქტი, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და დაენიშნოს სამართლიანი სასჯელი, (იხ. 2018 წლის 06 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
ვ--------- თ---------მა წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და აღნიშნა, რომ ინანიებს ჩადენილს. აღნიშნული გარემოების, აგრეთვე ვ--------- თ-----------ს ოჯახური და ეკონომიური მდგომარეობის, მისი პიროვნების, წარსული ცხოვრე-ბისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული შეურიგდა მას და ისინი აგრძელებენ თანაცხოვრებას, ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--- გ-------–-შვილმა ითხოვა ვ--------- თ---------ის მიმართ მსუბუქი სასჯელის, კერძოდ - მინიმალური ვადით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება, რასაც დაე-თანხმა ბრალდებულიც, (იხ. 2018 წლის 06 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ვ--------- თ---------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, გარდა მისი აღია-რებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთან-ხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია ვ--------- თ---------ის ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:
- დაზარალებულ ნ----------–- თ---------ის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 36-38);
- მოწმე ტ------– თ---------ის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 33-35);
- მოწმე გ-------ძის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 109-110);
- მოწმე მ-----– პ----–-შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 96-97);
- მოწმე თ-----------–--შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 111-112);
- მოწმე მ--------------შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 87-90);
- მოწმე მ--------------ის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 78-82);
- მოწმე მ-------------შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 83-86);
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, (ს. ფ. 15-24);
- დაზარალებულ ნ----------–- თ---------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძი-ებო ექსპერიმენტის ოქმით, (ს. ფ. 25-32);
- ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, თვით ბრალდებულის მიერ გამოძიე-ბისათვის მიწოდებული ინფორმაციით, რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპროცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ვ--------- თ---------ისათვის წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის სა-ფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ვ--------- თ---------ის მიერ მისთვის ინკრიმინირებულ დანა-შაულთა ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ ვ--------- თ---------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშა-ული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძ-ვლიანი შიში;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის დამამ-ძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, ჩადენილი დანაშაულის მოტივს და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასი-ათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პასუხის-მგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ გაითვალისწინა, რომ იგი აღია-რებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
როგორც პასუხისმგებლობისა და სასჯელის დამამძიმებელი გარემოება, სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ვ--------- თ---------ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილია დანაშაულთა ერთობლიობა. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს სასჯელის დამამძიმებელ გარე-მოებას ამავე კოდექსის 151-ე მუხლთან მიმართებაში.
სასამართლომ აგრეთვე გაითვალისწინა ვ--------- თ---------ის მიერ ჩადენილი ქმედე-ბების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ძალადობისა და მუქარის გამოხატვის ფორმა და სიმძიმე. ამასთანავე სასამართლომ მხედველობაში მიიღო ვ--------- თ---------ის ასაკი, პიროვნული მახასიათებლები, მისი ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა და ის ფაქტი, რომ დაზარალებული შეურიგდა მას.
ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრუ-ლი სანქციის ფარგლებში ვ--------- თ---------ს სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფ-ლების აღკვეთა, თითოეული ჩადენილი დანაშაულისათვის მინიმალური ვადით. ამას-თანავე, ვინაიდან ვ--------- თ---------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაუ-ლები, იგი ნასამართლობის არმქონეა და აღიარებს დანაშაულს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მისთვის დანიშნული სასჯელები უნდა ჩაითვალოს პირობითად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ--------- თ---------ის მიმართ საბოლოო სასჯელის სახით პირობითი მსჯავრის გამოყენება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორ-ციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ--------- ხ----------ს-ძე თ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:
1.1 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;
1.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამი-სად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას თანაბარი სასჯელების შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მე-ორე და, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, ვ--------- თ---------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხ-ლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი;
3. ვ--------- თ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქ-მდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნ-დეს გირაოს სახით შეტანილი თანხა;
4. ვ--------- თ---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების დრო - 2018 წლის 08 სექტემბრიდან 2018 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით;
5. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ ვ--------- თ---------ის ყოფაქცევის კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმარ-თველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგა-ნოს - შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ვ--------- თ---------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - ქ--–------------------–--------–---–------------;
6. ნივთიერი მტკიცებულებების (საქმეზე დართული საგნების და ნივთების, რომლებიც ინახება შსს გორის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში) საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
6.1 იატაკის საწმენდი ჯოხი და ცული - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვე-ტილების მიღების შემდეგ;
6.2 ვ--------- თ---------ის კუთვნილი ტანსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლო-ბელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიო-ნული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ნიკოლოზ მარსაგიშვილი