განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002587574
№1/311-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
“ 26 “ ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა
მანანა შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - მ-----– ბ-----შვილის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი----- გ--------ის,ბრალდებულ თ------ შ--------ს
მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
თ------ თ-------ს-ძე შ--------ს (დაბადებული 19---–-–-----------------------------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ------------------------–----------–-) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი)
და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 03 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნებით.
ამ საქმეზე თ------ შ-------- ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2018 წლის 03 ივლისს, 23 საათსა და 40 წუთზე. 2018 წლის 05 ივლისს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის 2018 წლის 15 ივნისის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის 2018 წლის 15 ივნისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის 2018 წლის 03 ივლი-სის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის 2018 წლის 03 ივლი-სის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 06 ივლისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახედ მას შეერჩა პატიმრობა.
2018 წლის 20 აგვისტოს, წინასასამართლო სხდომაზე, თ------ შ--------ს მიმართ გამო-ყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეიცვალა გირაოთი 1000 (ერთი ათასი) ლა-რის ოდენობით და ბრალდებული გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედ-ვით, თ------ შ--------ს ბრალი ედება მასში, რომ:
მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინე-ბული შედეგი, (დანაშაულის ორი ეპიზოდი);
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპო-ბის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძ-ვლიანი შიში (დანაშაულის ორი ეპიზოდი);
თ------ შ--------ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
- 2018 წლის 15 ივნისს, საღამოს საათებში, გ------------------------–----------–- მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ სახლში, თ------ შ-------მ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის - ც----- შ--------ს მიმართ. კერძოდ, თ------ შ--------მ ხელი რამდენიმეჯერ დაარტყა თავისა და სახის არეში ც----- შ--------ს, რის შედეგად ც----- შ--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული მოქმედებით თ------ შ--------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშული;
- 2018 წლის 15 ივნისს, საღამოს საათებში, გ------------------------–----------–- მდებარე მათ დროებით საცხობრებელ სახლში, თ------ შ-------- მეუღლეს - ც----- შ--------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, მათ შორის - მის ხელთ არსებული დანის გამოყენე-ბით, რის შედეგად ც----- შ--------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული მოქმედებით თ------ შ--------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშული;
- 2018 წლის 03 ივლისს, დაახლოებით 20:20 საათზე, გ------------------------–----------–- მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ სახლში, თ------ შ--------მ განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის - ც----- შ--------ს მიმართ. კერძოდ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას მან ხელი რამდენიმეჯერ დაარტყა თავის არეში და მოქაჩა თმაზე ც----- შ--------ს, რის შედეგად ც----- შ--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული მოქმედებით თ------ შ--------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშული;
- 2018 წლის 03 ივლისს, დაახლოებით 20:20 საათზე, გ------------------------–----------–- მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ სახლში თ------ შ-------- მეუღლეს - ც----- შ---------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგად ც----- შ--------ს გაუჩნდა მუქა-რის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული მოქმედებით თ------ შ--------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშული;
დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მ-----– ბ-----შვილმა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება თ------ შ--------ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტი, რის გამოც თ------ შ---------ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და, დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის გარემოებათა გათვალისწინებით, მას დაენიშნოს სამართლიანი სას-ჯელი, (იხ. 2018 წლის 26 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
ბრალდებულმა თ------ შ--------მ წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამ-ნაშავედ და აღნიშნა, რომ ინანიებს ჩადენილს. აღნიშნული გარემოების, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების, საქმიანობის, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის არსის გაც-ნობიერების, პატიმრობაში ყოფნის ვადის, ნასამართლობის არქონისა და იმ ფაქტის გათვა-ლისწინებით, რომ დაზარალებული შერიგებულია ბრალდებულთან და არ ითხოვს მის დასჯას, ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი----- გ--------მა ითხოვა თ------ შ--------ს მიმართ ისეთი სახის სასჯელის გამოყენება, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების რეალურ აღკვეთასთან, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც, (იხ. 2018 წლის 26 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ თ------ შ---------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია თ------ შ---------ს ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ -
- დაზარალებულ ც----- შ--------ს გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 4-7);
- მოწმე მ----------–-შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 51-53);
- მოწმე გ-----------–--შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 57-59);
- მოწმე მ---------------ძის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 54-56);
- ც----- შ--------ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, (ს. ფ. 35-42);
- შეტყობინების ოქმით, (ს. ფ. 2);
- თ------ შ--------ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით, (ს. ფ. 62-64), რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპროცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს თ------ შ--------სათვის წარდგენილ ბრალდებებს.
ამდენად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცე-ბულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერე-ბული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება თ------ შ--------ს მიერ მისთვის ინკრიმინირებულ დანაშაულთა ჩადენის ფაქტი. კერძოდ დადგენილია, რომ თ------ შ--------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედე-გი; მანვე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის დამამძი-მებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პასუხის-მგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ გაითვალისწინა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აგრეთვე მან ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
სასამართლომ, როგორც ბრალდებულ თ------ შ--------ს პასუხისმგებლობისა და სასჯე-ლის დამამძიმებელი გარემოება, გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მის მიერ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილია დანაშაულთა ერთობლიობა. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა ამ შემთხვევაში წარმოადგენს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის გამო.
სასამართლომ ასევე გაითვალისწინა თ------ შ--------ს მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ძალადობისა და მუქარის გამოხატვის ფორმა და სიმძიმე. ამასთანავე, სასამართლომ მხედველობაში მიიღო თ------ შ--------ს ოჯახის მატერიალური მდგომარეობა, მისი პიროვნული მახასიათებლები და ის გარემოება, რომ დაზარალებული შეურიგდა მას.
ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------ შ--------ს სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, თითოეული დანაშაული-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვა-დით. ამასთანავე, ვინაიდან თ------ შ--------ს მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშა-ულები, იგი ნასამართლობის არმქონეა და აღიარებს დანაშაულს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მისთვის დანიშნული სას-ჯელები უნდა ჩაითვალოს პირობითად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------ შ--------ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სრულად უზრუნველყოფს სასჯე-ლის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ------ თ-------ს-ძე შ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 ივნისის ეპი-ზოდი), 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 ივნისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2018 წლის 03 ივლისის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 03 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულ-თა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:
1.1 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;
1.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;
1.3 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 03 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;
1.4 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 03 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შთან-თქმის პრინციპიდან გამომდინარე, თ------ შ--------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექ-სის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვა-დად დაუდგინდეს 2(ორი) წელი;
3. თ------ შ--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა;
4. თ------ შ--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 03 ივლისიდან 2018 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით;
5. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ თ------ შ--------ს ყოფაქცევის კონ-ტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველო-ბის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სას-ჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს თ------ შ--------ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - გ------------------------–------------;
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპე-ლაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასა-მართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ნიკოლოზ მარსაგიშვილი