განაჩენი

სისხლის სამართლის 31.05.2019
საქმის ნომერი
140100118002551117
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002551117

№1/274-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

“ 26 “ სექტემბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა

 

მანანა შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - მ-----– ბ-----შვილის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ქ------- გ------ის,ბრალდებულ ო---- ც------–-შვილის

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

ო---- ა-–---ის-ძე ც------–-შვილის (დაბადებული 1----–-–----------------------------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო- სპეციალური განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამარ-თლობის არმქონე, მცხოვრები გ------------------------–----–--------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2018 წლის 10 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში გამოძიება დაიწყო №0----------- სისხლის სამარ-თლის საქმეზე, თ----- თ-----შვილის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

ო---- ც------–-შვილი ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2018 წლის 10 ივნისს, 18 საათსა და 15 წუთზე. 2018 წლის 12 ივნისს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ერთობლიობის ჩადენისათვის და გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახედ შეერჩა გირაო - 1000 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადაში შეტანის ვალდებულებით, პატიმრობით უზრუნველყოფით. გირაოს შეტანის შემდეგ -2018 წლის 13 ივნისს - ო---- ც------–-შვილი გათავისუფლდა პატიმრობიდან.

 

კერძოდ, ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალე-ბის მიხედვით, ო---- ც------–-შვილს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ;

 

მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევ-რის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალის-წინებული შედეგი;

 

ო---- ც------–-შვილის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

- 2018 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 12 საათსა და 50 წუთზე, გორის რაიონის სოფელ ხ--–-------ში მდებარე თ----- თ-----შვილის საცხოვრებელ სახლში ო---- ც------–-შ-ვილმა განახორციელა ძალადობა ი----- ს------სა და ნ----- ც------–-შვილის მიმართ. კერძოდ, ო---- ც------–-შვილმა ნ----- ც------–-შვილს ხის ჯოხი ერთხელ დაარტყა მარჯვენა მკლავის არეში, ხოლო ი----- საურს ორივე ხელი მოუჭირა ყელში, რის შედეგად ი----- საურმა და ნ----- ც------–-შვილმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება.

 

აღნიშნული მოქმედებით ო---- ც------–-შვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანა-შული;

 

1. 2018 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 12 საათსა და 50 წუთზე, გორის რაიონის სოფელ ხ--–-------ში მდებარე მათ სახოვრებელ სახლში ო---- ც------–-შვილმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა რძლის - თ----- თ-----შვილის მიმართ. კერძოდ, მთვრალ მდგო-მარეობაში მყოფმა ო---- ც------–-შვილმა მარჯვენა მკლავის არეში ერთხელ დაარტყა ხის ჯოხი და მკერდის არეში ხელი კრა თ----- თ-----შვილს, რის შედეგად თ----- თ-----შვილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

აღნიშნული მოქმედებით ო---- ც------–-შვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშული;

 

დასკვნითი სიტყვის წარდგენისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა მ-----– ბ-----შვილმა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და მხარეთა შეთანხმებით უდა-ვოდ მიჩნეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ო---- ც-------–-შვილის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტი, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და დაენიშნოს სამართლიანი სასჯელი, (იხ. 2018 წლის 26 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ბრალდებულმა ო---- ც------–-შვილმა წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და აღნიშნა, რომ ინანიებს ჩადენილს. აღნიშნული გარემოების, აგრეთვე -ო---- ც------–-შვილის ჯანმრთელობის მდგო----ეობის, მისი ასაკისა და იმ ფაქტის გათ-ვალისწინებით, რომ დაზარალებული შეურიგდა მას, ბრალდებულის ინტერესების დამცველმა - ადვოკატმა ქ------- გ------მა ითხოვა ო---- ც------–-შვილის მიმართ ლმო-ბიერი სასჯელის გამოყენება, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც, (იხ. 2018 წლის 26 სექტემ-ბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ო---- ც-------–-შვილის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, გარდა მისი აღია-რებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთან-ხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია ო---- ც------–-შვილის ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ -

- დაზარალებულ ი----- ს------ს გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 6-8);

- დაზარალებულ თ----- თ-----შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 3-5);

- მოწმე ნ----- ც------–-შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 16-18);

- მოწმე ხ---- ც------–-შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 69-71);

- მოწმე ბ--------------ის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 100-102);

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, (ს. ფ. 60-68);

- თ----- თ-----შვილის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, (ს. ფ. 74-81);

- ო---- ც------–-შვილის ტანსაცმლის ამოღების ოქმით, (ს. ფ. 47-51);

- ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპრო-ცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ო---- ც------–-შვილისათვის წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის სა-ფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ო---- ც------–-შვილის მიერ მისთვის ინკრიმინირებულ დანა-შაულთა ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ ო---- ც------–-შვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის “გ“ ქვეპუნ-ქტით გათვალისწინებული დანაშაული - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზი-კური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ; მანვე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის დამამ-ძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, ჩადენილი დანაშაულის მოტივს და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასი-ათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პასუხის-მგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ გაითვალისწინა, რომ იგი აღია-რებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აგრეთვე მან ხელი შეუწყო სწრაფი მართლ-მსაჯულების განხორციელებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ო---- ც-----–-შვილის პასუხისმგებლობისა და სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები არ არსებობს, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიხედვით, როგორც დადამაძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი და-ნაშაულისათვის - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა, ისედაც წარმოადგენს ო---- ც------–-შვილის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას.

 

სასამართლომ აგრეთვე გაითვალისწინა ო---- ც------–-შვილის მიერ ჩადენილი ძალა-დობრივი ქმედებების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ძალადობის გამოხატვის ფორმა და სიმძიმე. ამასთანავე, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ო---- ც------–-შვილის ასაკი და მისი ჯანმრთელობის მდგო----ეობა.

 

ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სან-ქციის ფარგლებში ო---- ც------–-შვილს სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, თითოეული ჩადენილი დანაშაულისათვის მინიმალური ვადით. ამასთანავე, ვინაიდან ო---- ც------–-შვილის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაულები, იგი ნასამართლობის არმქონეა და აღიარებს დანაშაულს, საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მისთვის დანიშნული სასჯე-ლები უნდა ჩაითვალოს პირობითად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ო---- ც------–-შვილის მიმართ საბოლოო სასჯელის სახით პირობითი მსჯავრის გამოყენება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორ-ციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ო---- ა-–---ის-ძე ც------–-შვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

1.1 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის “გ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;

 

1.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამი-სად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას თანაბარი სასჯელების შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ო---- ც------–-შვილს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხ-ლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი;

 

3. ო---- ც------–-შვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქ-მდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნ-დეს გირაოს სახით შეტანილი თანხა;

 

4. ო---- ც------–-შვილს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმ-რობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 10 ივნისიდან 2018 წლის 13 ივნისის ჩათვლით;

 

5. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ ო---- ც------–-შვილის ყოფაქცევის კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობა-ციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ო---- ც-------–-შვილის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - გორის რაიონი, სოფელი ხ--–---------;

 

6. ნივთიერი მტკიცებულებების (საქმეზე დართული საგნების და ნივთების, რომლებიც ინახება შსს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების ადმი-ნისტრაციულ შენობაში) საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

6.1 შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხის ჯოხი - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

6.2 ო---- ც------–-შვილის კუთვნილი ტანსაცმელი და შემთხვევის ადგილის დათვა-ლიერების დროს ამოღებული პოლიეთილენის სათლი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიო-ნული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი