გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2081-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი - ლალი მიქელაძე
მოსარჩელე - გ----------------–---–-
წარმომადგენელი - ა-------------––----------------
მოპასუხე -საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი- მ-------------------
მესამე პირი-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია(ასკ 16.2 მუხლი)
წარმომადგენელი----------------–-–---–-
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
მოსარჩელე - გ----------------–---–-
წარმომადგენელი - ა-------------––----------------
მოპასუხეები - 1.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი- მ-------------------
2.ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
წარმომადგენელი-ე-------------------
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ (620 კვ.მეტრის ნაწილში) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2---–-–------------- გადაწყვეტილება N--------------- ,,რეგისტრაციის შესახებ’’, რომლითაც განხორციელდა ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი:N81.01.05.7--(იხ. სასარჩელო განცხადება, საქმე N3/2082-19, ს.ფ. 2-17; 2019 წლის 22 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).
1.2. ნაწილობრივ(620 კვ.მეტრის ნაწილში) ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–---------------–-------------- მიმართვა, რომელთანაც ზედდებაშია გ----------------–---–-ს მიწის ნაკვეთი, რომლის საფუძველზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თვითმმართველი ერთეულის სახელზე დაარეგისტრირა უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით: N81.01.05.7--(იხ. სასარჩელო განცხადება, საქმე N3/2082-19, ს.ფ. 2-17; 2019 წლის 22 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).
1.3. დაევალოს მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ცვლილებები შეიტანოს ქ.თბილისი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის(საკ.კოდი: N81.01.05.7--) საკადასტრო საზღვრებში(იხ. სასარჩელო განცხადება, საქმე N3/2082-19, ს.ფ. 2-17; 2019წლის 22 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).
1.4. დაევალოს მოპასუხეს- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოსარჩელეს დაურეგისტრიროს მისი საკუთრება, მდებარე: დ-------------–-(620კვ.მეტრი), საკადასტრო კოდი: N81.01.99.9---ის საზღვრებში(იხ. სასარჩელო განცხადება, საქმე N3/2082-19, ს.ფ. 2-17; 2019 წლის 22 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------------–-------–------------------ ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესასხებ’’(აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა სასამართლო სხდომაზე(იხ. 2019 წლის 23აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, საქმე N3/2081-19, ს.ფ. 133-138).
1.6. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2---–-–---------------–--------- გადაწყვეტილება ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’(იხ. სასარჩელო განცხადება, საქმე N3/2081-19, ს.ფ. 2-14; 2019წლის 22 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).
1.7. დაევალოს მოპასუხეს- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაარეგისტრიროს გ----------------–---–-ს სახელზე მისი კუთვნილი უძრავი ქონება(საკ. კოდი: N81.01.99.9--, ფართი: 620 კვ.მეტრი) მდებარე დ-------------–-(იხ.სასარჩელო განცხადება, საქმე N3/2081-19, ს.ფ. 2-14; 2019 წლის 22მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).
მოსარჩელის განმარტებით, 1----–-–--------------------------------- აქტით გადაეცა მიწის ნაკვეთი გ----------------------------–-------------დღეს უკვე თბილისის შემადგენლობაშია) 620კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ნერვოლოგიური დისპანსერი, სამხრეთით ს--–--------- აღმოსავლეთით გზა, დასავლეთით კი- ტყე. 2006 წელს მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც 2006წლის 22 სექტემბერს დაურეგისტრირა გარდაბნის რაიონი, სოფელ კოჯორში 620კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, სწორედ ზემოთ აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. უძრავ ქონებას მიენიჭა საკ. კოდი: N81.01.99.9--. მოსარჩელის განმარტებით, 2----–-–-------------------------------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე: ქალაქი თბილისი, დ-------------–-, წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც გაირკვა, რომ უძრავი ნივთი ზედდებაშია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, საკადასტრო კოდით: N81.01.05.7--. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, რათა განეხილათ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხი, თუმცა ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია უძრავ ნივთზე(საკ.კოდი: N81.01.05.7--) დაფიქსირებული ზედდების ნაწილში მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება. უძრავი ნივთი(ქ.თბილისი, დ-------------ი), რომელიც ზედდებაშია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, საკადასტრო კოდი: N81.01.05.7--- ქ.თბილისის თვითმმართველმა ერთეულმა დაირეგისტრირა 2011წელს, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად ამონაწერში მითითებულია მომართვა N----------დამოწმების თარიღი:25.02.2---- ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების მართვის სააგენტო.
მოსარჩელე განმარტავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------------------------- გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, რაც ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, თუმცა 2---–-–---------------–--------- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას და მოპასუხე მხარეზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხემ - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.1.2. მოპასუხემ - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, წერილობით ფორმით შესაგებელი გ----------------–---–-ს მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილია 1----–-–------------------- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ გ----------------–---–- გადაეცა სამოსახლო მიწის ნაკვეთი 0.620ჰა, მდებარე: გარდაბნის რაიონი დ-------------–-: სიგრძე ოთხივე გვერდზე 24,5, სიგანე ორივე გვერდზე 25. ჩრდილოეთის ნაკვეთს ესაზღვრება ნევროლოგიური დისპანსერი; სამხრეთით ს--–--------- აღმოსავლეთით გზა, დასავლეთით ტყე. საფუძველი ს------–---------------------–--------–-–---------------------------–-------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N--8(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 86)
3.1.2. 2006 წლის 11 სექტემბერს, გ----------------–---–მ------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია 1998 წლის 12 იანვარს გაცემული N--8 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
საქმეში წარმოდგენილი 2006 წლის 22 სექტემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე გ--------------------------------------------------------- ფართობი 620კვ.მეტრი(დაუზუსტებელი), მიწის(უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი: N81.01.99.9--, საკუთრების უფლებით აღირიცხა გ----------------–---–-ს სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია- მიწის მიღება-ჩაბარების აქტი N--8, გაცემულია 12.01.1---–-
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-გ----------------–---–-ს 2---–-–----------------------------- სარეგისტრაციო განცხადება(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 85)
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი:22.09.06წ(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 83-84)
3.1.3. ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, 2----–-–---------------–------------ წერილობითი მიმართვით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ეთხოვა, კ-------------------–--–- არსებული 17100 კვ.მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დაარეგისტრიროს ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება.
2011წლის 25 თებერვალს, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ(წარმომადგენელი ქ---------------–---- განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოთხოვა თვითმმართველი ერთეულის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე კ-------------------–--–- 17100კვ.მეტრი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2011 წლის 04 მარტს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N--------------- ,,რეგისტრაციის შესახებ’’ და უძრავი ქონება, მდებარე კ---------------------–ოში 17100კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე.
საქმეში წარმოდგენილია 2011 წლის 04 მარტის მდგომარეობით ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ--------------- დაზუსტებული ფართობი:17100.00კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N81.01.05.7--- საკუთრების უფლებით აღრიცხულია ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: მომართვა N---------- დამოწმების თარიღი: 25/02/2---- ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების მართვის სააგენტო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–--------------–------------5 წერილობითი მიმართვა(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 27)
- ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს(წარმომადგენელი ქ---------------–---- 2011 წლის 25 თებერვლის განცხადება(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 116)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 04 მარტის გადაწყვეტილება N--------------- ,,რეგისტრაციის შესახებ’’(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 122)
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 04/03/2011(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 123-124)
3.1.4. 2017წლის 26 სექტემბერს, გ----------------–---–მა N------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიცის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, დ-------------ი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 02 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N-------------03 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’(გ----------------–---–-ს მიერ 2017წლის 26 სექტემბერს წარდგენილ N------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით), რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ არის წარმოდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2---–-–-------------------------- მიმართვით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ ,,საქართველოს ეროვნული არქივიდან’’, სსიპ ,,შემოსვალების სამსახურიდან’’ მოქ. გ----------------–---–-ს კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007წლამდე მდგომარეობით; ასევე ფიქსირდება ზედდება რეგისტრირებულ მონაცემთან საკ.კოდით N81.01.05.7--(მესაკუთრე ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეული). ამავე გადაწყვეტილებაში დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციო წარმოება განახლდება 2----–-–-------------------------- მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე. ამასთან, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მას თავად შეუძლია დამატებით წარმოადგინოს უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, წარმოდგენილი/მოძიებული დოკუმენტაციის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია წარმოსადგენი გახდეს სხვა დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მოცემულ განცხადებაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
საქართველოს იუსტიცის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2---–-–-------------------------------–-----–-------------------------------------–---------------------------–-–--------------------------- წერილის პასუხად ეცნობა, რომ ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ გ----------------------------------------------------–------------------- მიწის მფლობელთა სიაში(მიღება-ჩაბარების აქტების ნომრების ჩვენებით) 1994წლის სიის მიხედვით გ----------------–---–-(გადასწორებულია, მამის სახელის გარეშე) ერიცხება მიწის ნაკვეთი 0,62ჰა(აქტის N--8, ნაკვეთის ნომერი არ ფიქსირდება, სიას არ აქვს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და არ არის ბეჭდით დამოწმებული). ასევე ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ გ--------------------------------------------------–--------------–--------- კენჭისყრით განაწილებული სამოსახლო ნაკვეთების მფლობელთა 1993 წლის, კოჯრის სადაბო საკრებულოს დაბა კოჯრის რეფორმით არსებული მიწის მფლობელთა 1994 წლის და დ-------------------------------------–----–-------–-----–---------–-–-------–-----------------–------------------–---–ი არ მოიძებნა. აქვე ეცნობა, რომ გარდაბნის რაიონის კოჯრის სადაბო საკრებულოს დაბა კოჯრის 1992-2007 წლების საკომლო წიგნები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწების ზონარგაყრილი წიგნები, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის საგადასახადო სიები, მებაღეობის დოკუმენტები(მიმაგრების ტალონები, მებაღის წიგნაკები), 1992, 1995-1999 და 2001-2007წლების მიწის განაწილების(იგივე სარეფორმო) სიები ქვემო ქართლის რეგიონულ არქივის დაცვაზე არ შემოსულა, რის გამოც ვერ გასცემენ ინფორმაციას გ--------------–------------------–---–ის კომლის შემადგენლობასა და კომლზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017წლის 06 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N-------------05 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’(გ----------------–---–-ს მიერ 2017 წლის 26 სექტემბერს წარდგენილ N------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით), რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად უძრავი ნივთი ზედდებაშია სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან რეგისტრირებულ მონაცემთან. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2---–-–-------------------------- წერილით მიმართა თბილისის ქონების მართვის სააგენტოს N81.01.19.9-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის კორექტირების მიზნით. ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2----–-–-------------------------- წერილზე პასუხის მიღებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 24 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N-------------08 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’(გ----------------–---–-ს მიერ 2017წლის 26 სექტემბერს წარდგენილ N------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით), რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 11 ოქტომბერს N------ წერილით გამოითხოვა ინფორმაცია მთაწმინდის რაიონის გამგეობიდან. საკ.კოდთან N81.01.05.7-- ზედდების გამო, რომლის მესაკუთრე ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულთან ადგილმდებარეობის დადასტურების შემდგომ გადაიგზავნება ქონების მართვის სააგენტოში კორექტირებაზე. ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2017 წლის 11ოქტომბრის N------ წერილზე პასუხის მიღებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 27 თებერვალს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N-------------10 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’(გ----------------–---–-ს მიერ 2017 წლის 26 სექტემბერს წარდგენილ N------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით), რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად უძრავი ნივთი ზედდებაშია სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, საკ. კოდი: N81.01.05.7--. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 27თებერვალს N98774 წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს. ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018წლის 27 თებერვლის N98774 წერილზე პასუხის მიღებისთანავე.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის 2018წლის 21 თებერვლის N166/38 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასტურდება, რომ გ----------------–---–-ს N------------ სარეგისტრაციო განცხადების ფარგლებში წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით-N81.01.19.9-- სააღრიცხვო მასალებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი ადგილმდებარეობით საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 02მარტის N-------------- წერილით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N98774 წერილთან დაკავშირებით ეცნობა, რომ შეესწავლათ გ----------------–---–-ს N------------ განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაცია და მოეწერათ მათ პოზიცია აკმაყოფილებს თუ არა შემოსული დოკუმენტაცია მოთხოვნებს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის(საკ.კოდი: N81.01.05.7--) კორექტირების შემთხვევაში თუ იქნება შესაძლებელი გ----------------–---–-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018წლის 09 მარტს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N-------------12 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’(გ----------------–---–-ს მიერ 2017წლის 26 სექტემბერს წარდგენილ N------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით), რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად უძრავი ნივთი ზედდებაშია სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, საკ. კოდი: N81.01.05.7--. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 9მარტის N------ წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს. ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018წლის 9მარტის N------ წერილზე პასუხის მიღებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018წლის 07 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N-------------14 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’(გ----------------–---–-ს მიერ 2017წლის 26 სექტემბერს წარდგენილ N------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით), რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ N------------ განცხადებასთან დაკავშირებით აზომვითი ნახაზის მიხედვით ფიქსირდება ზედდება N81.01.05.7-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემთან-მესაკუთრე ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეული. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა ქ.თბილისის მერიას მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის კორექტირების მოთხოვნით, თუმცა ქონების სააგენტომ---------------- წერილის თანახმად N81.01.05.7-- საკადასტრო კოდის კორექტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რის გამოც ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე დაინტერესებულ პირს დაევალა წარედგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018წლის 30 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N-------------16 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’(გ----------------–---–-ს მიერ 2017 წლის 26 სექტემბერს წარდგენილ N------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით), რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ N------------ განცხადებასთან დაკავშირებით აზომვითი ნახაზის მიხედვით ფიქსირდება ზედდება N81.01.05.7-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემთან-მესაკუთრე ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეული. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა ქ.თბილისის მერიას მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის კორექტირების მოთხოვნით, თუმცა ქონების სააგენტომ---------------- წერილის თანახმად N81.01.05.7-- საკადასტრო კოდის კორექტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რის გამოც ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე დაინტერესებულ პირს დაევალა წარედგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 07 ივნისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N-------------17(გ----------------–---–-ს მიერ 2017წლის 26 სექტემბერს წარდგენილ N------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით) და ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე განახლდა სარეგისტრაციო წარმოება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 08 ივნისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N-------------18(გ----------------–---–-ს მიერ 2017 წლის 26 სექტემბერს წარდგენილ N------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით) და ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გ----------------–---–-ს 2017 წლის 26 სექტემბრის N------------ სარეგისტრაციო განცხადება(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 195)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება N-------------03 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’, 2017 წლის 02 ოქტომბრის N------ მიმართვები(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 203-204; ს.ფ. 206-208)
- საქართველოს იუსტიცის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2---–-–-------------------------------–ერილი(იხ. საქმე N3/2-81-19, ს.ფ. 209-210)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება N-------------05 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 220)
-საქართველოს იუსტიცის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------------------------------(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 211)
-საქართველოს იუსტიცის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 ოქტომბრის მიმართვა N------(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 227)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება N-------------08 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 239-240)
-საქართველოს იუსტიცის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–----------------–--------------------(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 227)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება N-------------10 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 245)
- ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის 2----–-–---------------–---------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 229-230)
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018წლის 02 მარტის N-------------- წერილი(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 242)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 09 მარტის გადაწყვეტილება N-------------102 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 248)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 07 მაისის გადაწყვეტილება N-------------14 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 251)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 30 მაისის გადაწყვეტილება N-------------16,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 254)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება N-------------17 ,,სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ’’(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 255)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება N-------------18 ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 256)
3.1.5. 2018წლის 14 სექტემბერს, გ----------------–---–მა N------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ-------------ი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018წლის 20 სექტემბერს N------ წერილით მიმართა ქ.თბილისის მუნციპალიტეტის მერიას სადაც განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2018 წლის 14სექტემბერს წარდგენილია გ----------------–---–-ს განცხადება N------------, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე: ქალაქი თბილისი, დ-------------ი. წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზის თანახმად უძრავი ნივთი ზედდებაშია თბილისის მუნციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან საკ.კოდი: N81.01.05.7-- და ითხოვა განხილულ იქნეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში კორექტირების საკითხი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 20 სექტემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N-------------04 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’(გ----------------–---–-ს 2018წლის 14 სექტემბრის N------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით), რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 20 სექტემბრის წერილით გამოითხოვა ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან. ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018წლის 20 სექტემბრის წერილზე პასუხის მიღებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ 2018წლის 04 ოქტომბერს N------ წერილით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ეთხოვა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2018წლის 14 სექტემბერს გ----------------–---–-ს N------------ განცხადების ფარგლებში, რომლითც მოთხოვნილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ-------------ი. წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად უძრავი ნივთი ზედდებაშია თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან საკ.კოდი: N81.01.05.7--- განხილული იქნეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 04 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N-------------06 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’(გ----------------–---–-ს 2018წლის 14 სექტემბრის N------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით), რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 4 ოქტომბრის წერილით გამოითხოვა ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან. ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018წლის 4 ოქტომბრის წერილზე პასუხის მიღებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 04 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N-------------06 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’(გ----------------–---–-ს 2018წლის 14 სექტემბრის N------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით), რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 4 ოქტომბრის წერილით გამოითხოვა ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან. ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018წლის 4 ოქტომბრის წერილზე პასუხის მიღებისთანავე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 19დეკემბრის N------------- წერილით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გ----------------–---–-ს მიერ N------------ განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით(არსებული კონფიგურაციით) ზედდების ნაწილში თვითმმართველის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის(ს/კ 81.01.05.7--.) საზღვრების კორექტირება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 25 დეკემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N-------------08(გ----------------–---–-ს 2018წლის 14 სექტემბრის N------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით), რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ფიქსირდება ზედდება რეგისტრირებულ მონაცემთან, საკ. კოდი: N81.01.05.7--- მესაკუთრე ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეული. აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ N------ წერილით აცნობა თბილისის თვითმმართველ ერთეულს და მოსთხოვა პოზიციის დაფიქსირება(რეგისტრირებული მონაცემების კორექტირებასთან დაკავშირებით), ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბრის N------------- წერილის მიხედვით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გ----------------–---–-ს მიერ N------------ განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით(არსებული კონფიგურაციით) ზედდების ნაწილში თვითმმართველის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის(ს/კ:81.01.05.7--) საზღვრების კორექტირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ წარსადგენია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი ან დასაზუსტებელია მოთხოვნა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 25 იანვარს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N-------------10(გ----------------–---–-ს 2018წლის 14 სექტემბრის N------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით) და იმ საფუძვლით, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-გ----------------–---–-ს 2018 წლის 14 სექტემბრის N------------ სარეგისტრაციო განცხადება(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 69)
- საქართველოს იუსტიცის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 სექტემბრის წერილი N------(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 97)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება N-------------04 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’(იხ. საქმე N3/2-81-19, ს.ფ. 92)
- საქართველოს იუსტიცის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 ოქტომბრის წერილი N------(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 99)
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 19დეკემბრის N------------- წერილი(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 100)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N-------------08 (იხ. საქმე N3/2-81-19, ს.ფ. 101)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება N-------------10 ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’(იხ. საქმე N3/2-81-19, ს.ფ. 102)
3.1.6. 2019 წლის 30 იანვარს, გ----------------–---–მა N-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019წლის 25 იანვრის N-------------10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
საქართველოს იუსტიცის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2---–-–---------------–--------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა გ----------------–---–- 2----–-–------------------------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ----------------–---–-ს 2019წლის 30იანვრის N-------- ადმინისტრაციული საჩივარი(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 103)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------–--------- გადაწყვეტილება ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 32-35)
3.1.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019წლის 25 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საქმე N3/2081-19 გ----------------–---–-ს სარჩელისა გამო მოპასუხე- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირის- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე და ადმინისტრაციული საქმე N3/2082-19 გ----------------–---–-ს სარჩელისა გამო მოპასუხეების- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე გაერთიანდა ერთ წარმოებად ერთად განხილვისათვის და გაერთიანებულ საქმეს მიენიჭა ნომერი-N3/2081-19.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019წლის 25 მარტის განჩინება(იხ. საქმე N3/2081-19, ს.ფ. 40-43)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს გ----------------–---–-ს მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ,- ნაწილობრივ(620 კვ.მეტრის ნაწილში)ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–--------------–------------- მიმართვა ქ.თბილისში, დ-------------–- მდებარე 17100კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ, ნაწილობრივ(620კვ.მეტრის ნაწილში) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011წლის 04 მარტის გადაწყვეტილება №--------------- ,,რეგისტრაციის შესახებ’’ ქ.თბილისი, დ-------------–- მდებარე უძრავ ნივთზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, ხოლო დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში კი გ----------------–---–-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი(სადავო პერიოდში მოქმედი); ,,საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ’’ საქართველოს კანონი(სადავო პერიოდში მოქმედი); ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი(სადავო პერიოდში მოქმედი); საქართველოს მთავრობის 2007წლის 24 ოქტომბრის №233 დადგენილებით დამტკიცებული ,,თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე(წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესი’’; საქართველოს კონსტიტუცია; „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვარის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია’’; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016წლის 1აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული - ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–---------------–------------------------(გასაჩივრებულ ნაწილში), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2---–-–------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’(გასაჩივრებულ ნაწილში), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------------–-------–------------------ ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------–--------- გადაწყვეტილება ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ნაწილობრივ(620 კვ.მეტრის ნაწილში) ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–---------------–------------------------, აღნიშნულ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,მიწის რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის(2004 წელს მოქმედი) 2.1მუხლის თანახმად, მიწის მიმართ უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაცია (შემდგომში მიწის რეგისტრაცია) არის საქართველოს მიწის კადასტრის შემადგენელი ნაწილი და შეიცავს აუცილებელ მონაცემებს მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების ობიექტების საზღვრების, რაოდენობრივ-თვისებრივი და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. ამავე კანონის 7.1 მუხლის თანახმად, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები, სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო ბარათი შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისაგან: ა)საკუთრების განყოფილება-შეიცავს საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ქონების მოკლე აღწერილობას, მასთან დაკავშირებულ უფლებებთან და პირობებთან ერთად, ასევე სარეგისტრაციო კადასტრულ(ინდექსირებული) მონაცემებსაც; ბ)მესაკუთრის განყოფილება-მასში მოცემულია მესაკუთრის სახელი, გვარი, მასი სახელი და მისამართი; ჩანაწერი მესაკუთრის უფლების რაიმე შეზღუდვის შესახებ; გ)ვალდებულების განყოფილება-შეიცავს ყველა სახის ვალდებულებებს, სერვიტუტს, შეზღუდვებს, რომლითაც დატვირთულია მიწა და სხვა უძრავი ქონება; დ)იჯარისა და ჰიპოთეკის(გირავნობის) განყოფილება-შეიცავს ყოველგვარ ჩანაწერს იჯარისა და ჰიპოთეკის(გირავნობის) შესახებ. ხოლო ამავე კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად კი, მიწის და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლითაც განისაღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ,,უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონზე(მიღებულია 2005 წლის 28 დეკემბერს), რომელიც განსაზღვრავს უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე რეესტრების მწარმოებელი ორგანოების უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის 8.1მუხლის თანახმად, თითოეულ მიწის ნაკვეთზე ან დამოუკიდებელი სანივთო უფლების მქონე უძრავ ნივთზე იხსნება ინდივიდუალური სააღრიცხვო ბარათი, რომელსაც გააჩნია განუმეორებელი ნომერი, რომელიც ემთხვევა მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდს. სააღრიცხვო ბარათზე ასევე მიეთითება წინა საკადასტრო კოდი ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო ბარათი შეიცავს შემდეგ მონაცემებს: ა) უძრავი ნივთის საკადასტრო კოდს; ბ) ფართობს(დაზუსტებულს, დაუზუსტებელს); გ) მისამართს (ადგილმდებარეობას); დ)მიწის ნაკვეთის დანიშნულებას; ე) საკუთრების უფლების სახეს; ვ) წინა საკადასტრო კოდს; ზ)მესაკუთრის(თანამესაკუთრეების) საიდენტიფიკაციო მონაცემებს; თ)უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და რეკვიზიტებს; პირველადი რეგისტრაციისას საკუთრების დამადასტურებელი საბუთების ჩამონათვალს და რეკვიზიტებს; ი) თანამესაკუთრეთა წილობრივ მონაცემებს; კ) მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებული ობიექტების საკადასტრო კოდებსა და მონაცემებს; ლ)უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეზღუდვის(სარგებლობის) ან ვალდებულებითი დატვირთვის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს, რეკვიზიტებსა და შეზღუდვის შინაარსს; მ)იმ პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომელთა სასარგებლოდაც შეზღუდულია ან დატვირთულია უფლება; ნ) უფლების დამადასტურებელი საბუთების არსებით პირობებს; ო)საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 315-ე მუხლით გათვალისწინებულ წინასწარ ჩანაწერს, სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად სანოტარო წესით დამოწმებული ისეთი გარიგების მოთხოვნების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს, ან მოახდენს უძრავ ნივთზე საკუთრების ან სხვა სანივთო უფლებაზე; პ) უძრავი ნივთის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელებასა და რეკვიზიტებს; ჟ)მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; რ) იპოთეკის სახესა და მისი უზრუნველყოფის პირობებს.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ასევე ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონი ითვალისწინებდა უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაზუსტებული ან დაუზუსტებელი ფართობის მითითებას და რომ კანონმდებლობა არ შეიცავდა დაუზუსტებელ მონაცემთა მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა და უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, რამეთუ სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტის კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნია, იგი არის უფლებების და კანონიერი ინტერესების რეალიზაიცის პირობა, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებლი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის განმტკიცებისაკენ და არის პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა. სწორედ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების დარეგისტრირებით პირს უჩნდება კონკრეტულ ქონებაზე საკუთრების უფლების გარანტია, რაც, იმავდროულად სახელმწიფოს მხრიდან, მისი ამ უფლების დაცვის ვალდებულებაც არის.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული 1----–-–------------------- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ გ----------------–---–- გადაეცა სამოსახლო მიწის ნაკვეთი 0.620ჰა, მდებარე: გარდაბნის რაიონი დ-------------–-: სიგრძე ოთხივე გვერდზე 24,5, სიგანე ორივე გვერდზე 25. ჩრდილოეთის ნაკვეთს ესაზღვრება ნევროლოგიური დისპანსერი; სამხრეთით ს--–--------- აღმოსავლეთით გზა, დასავლეთით ტყე. საფუძველი ს------–---------------------–--------–-–----------------------------–------------------- დადგენილია ასევე, რომ სწორედ 1998 წლის 12 იანვარს გაცემული N--8 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უძრავი ქონება, მდებარე: გ--------------------------------------------------------- ფართობი 620კვ.მეტრი(დაუზუსტებელი), მიწის(უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი: N81.01.99.9--, საკუთრების უფლებით აღირიცხა გ----------------–---–-ს სახელზე. ამასთან, როგორც უფლების დამდგენი დოკუმენტი, ასევე აღნიშნული რეგისტრაცია დღეის მდგომარეობით ძალაშია და იგი სადავოდ არ გამხდარა. ამასთან, როგორც მხარეთა განმარტებებით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით ირკვევა გ----------------–---–- დღეის მდგომარეობით ვერ ახერხებს უძრავი ქონების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში იმ მიზეზით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება(ზედდება არის ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან, საკადასტრო კოდით: N81.01.05.7--).
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ’’ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი) განსაზღვრავს თბილისის, როგორც საქართველოს დედაქალაქის სტატუსს, თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებას, საქმიანობის წესს და საფინანსო-ეკონომიკურ საფუძვლებს.
დასახელებული კანონის 35.1 მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონებას განეკუთვნება:
ა) ქონება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა;
ბ) სახელმწიფოს მიერ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემული ქონება;
გ) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი ან შეძენილი ქონება.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის(სადავო პერიოდში მოქმედი) 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონებას განეკუთვნება: ა) ამ კანონით თვითმმართველი ერთეულისათვის მიკუთვნებული ქონება; ბ) სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) თვითმმართველი ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით შექმნილი ან შეძენილი ქონება.
,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის(სადავო პერიოდში მოქმედი) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, მათ შორის, ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო, ან რომელსაც თვითმმართველი ერთეული შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის №233 დადგენილებით დამტკიცებულ ,,თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესზე’’, რომლის მე-61 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვისა და საკუთრების უფლების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე წერილობითი მოთხოვნით მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, 2----–-–----------------–------------ წერილობითი მიმართვა, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ეთხოვა, კ-------------------–--–- არსებული 17100 კვ.მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დაარეგისტრიროს ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება. დადგენილია, რომ აღნიშნულის საფუძველზე განხორციელდა სადავო რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
სასამართლო ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით განმარტავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებად შეიძლება აღირიცხოს ადგილობრივი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მიწა, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწებისა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, დადგენილად მიაჩნია, რომ გ----------------–---–-ს სახელზე გარდაბნის რაიონი, კოჯორის საკრ. დ-------------–- ირიცხებოდა 620კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი(სარეგისტრაციო ნომერი: N81.01.99.9--) 1998წლის 12 იანვარს გაცემული N--8 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სადავო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–---------------–------------- მიმართვით კი მოთხოვნილი იყო მოსარჩელის, ანუ სხვის საკუთრებაში მყოფი ქონების თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრაცია(620 კვ.მეტრის ნაწილში), რასაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, შესაბამისად, თვითმმართველობის ორგანო, როგორც სამართლის სუბიექტი, ამ თვალსაზრისით გამონაკლისს არ ქმნის.
მოცემულ პირობებში, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებაზე, კერძოდ,- საქართველოს კონსტიტუციის 19.1 მუხლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.
ამგვარად, კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი, საკუთრების სოციალური ფუნქციიდან გამომდინარე, განსაზღვრავს საკუთრების უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას. ასევე ადგენს, რომ შეზღუდვის საფუძველი პირდაპირ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული. ამასთან, დაცული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესი და რაც მთავარია, შეზღუდვით არ უნდა დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. ამასთან, საქართველოს კონსტიტუცია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განიხილავს საკუთრების უფლების შეზღუდვის და საკუთრების უფლების ჩამორთმევის საკითხს, აწესებს, რომ შეზღუდვა არ უნდა იყოს ისეთი ხარისხის, რომ გამოიწვიოს საკუთრების უფლების არსის დარღვევა. შესაბამისად, თუკი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება მოითხოვს იმგვარ შეზღუდვას, რაც საკუთრების უფლებას არსს უკარგავს, ასეთ დროს შესაძლებელია საკუთრების უფლების ჩამორთმევა მე-19 მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული წინაპირობების დაცვით, მხოლოდ სამართლიანი ანაზღაურების სანაცვლოდ - ექსპროპრიაციის გზით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით კანონმდებელი უშვებს ამ მუხლის დაცული სფეროს შეზღუდვას. ხოლო კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი საკუთრებას უქვემდებარებს ჩამორთმევას. კანონმდებელი მკაცრად და ძალიან ნათლად ადგენს შეზღუდვისა და ჩამორთმევის კრიტერიუმებს. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის საჭიროება გამომდინარეობს ამ უფლების სოციალური დატვირთვიდან. საკუთრების უფლების შეზღუდვაა ყველა ის შემთხვევა, როდესაც ხდება სახელმწიფოს მიერ საკუთრების შინაარსისა და ფარგლების დადგენა, ამ მხრივ კონკრეტული რეგულაციის საკანონმდებლო ჩარჩოს განსაზღვრა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე დროს იგი პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვა წარმოადგენს ზოგადად საკუთრების ობიექტით სარგებლობის უფლების ფარგლების დადგენას, სამართლებრივი რეჟიმის შექმნას. აქედან გამომდინარე, საკუთრების უფლების შეზღუდვა ზოგად ხასიათს ატარებს, მაშინ როდესაც საკუთრების ჩამორთმევისას სახელმწიფო მოქმედებს ინდივიდუალურად და ერთჯერადად. საკუთრების ჩამორთმევისას აუცილებელია კომპენსაცია, შეზღუდვისას კი კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ანაზღაურების აუცილებლობას. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის შემთხვევაშიც შეიძლება სახელმწიფოს დაეკისროს კომპენსაციის ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ღონისძიება აბალანსებს უფლებაში ჩარევას.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საკუთრების უფლება არის მესაკუთრის უფლება, ისარგებლოს და განკარგოს თავისი საკუთრება. საკუთრების უფლების ამ ფუნქციებიდან გამომდინარე, ამ პროცესის თანმდევია ის, რომ ერთი პირის საკუთრების უფლება თავისთავად ზეგავლენას ახდენს გარშემო მყოფებზე, საზოგადოების სხვა წევრებზე. სწორედ ამაზეა დაფუძნებული კანონმდებლის უფლებამოსილება (ან თუნდაც მისი კონსტიტუციური ვალდებულება), დაარეგულიროს საკუთრების სამართლებრივი მხარე.
სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების, შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. ადამიანის უფლებათა სამართლის თეორიაში აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული, ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლების შეზღუდვის ნებისმიერი შემთხვევა შეფასდეს იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით. შეზღუდვა უნდა იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას, და უნდა იყოს პროპორციული, დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი. საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერების საკითხის დადგენისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციის 19.2 მუხლით დადგენილი ზღვარი - შეზღუდვა საკუთრების უფლებას არ უნდა უკარგავდეს არსს და ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს საკუთრების უფლების შინაარსს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სასამართლო ასევე მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის’’ დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით(ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011წლის 25 თებერვლის №--------- მიმართვა, გასაჩივრებულ ნაწილში) იზღუდება მოსარჩელის საკუთრების უფლება. შეზღუდვა ეხება სარგებლობის უფლებას, რაც საკუთრების უფლების უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს. გარდა ამისა, შეზღუდვის თავისებურებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სახის შეზღუდვა ეჭვქვეშ აყენებს საკუთრების უფლების არსს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე.
დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა გასაჩივრებული- ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2---–-–---------------–------------- მიმართვის, ქ.თბილისში, დ-------------–- 620კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული ბათილად ცნობის წინაპირობები, რის გამოც მოთხოვნის ამ ნაწილში გ----------------–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011წლის 25თებერვლის №--------- მიმართვა ქ.თბილისში, დ-------------–- მდებარე უძრავი ქონების ქ.თბილისის თვითთმმართველ ერთეულის სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე 620კვ.მეტრის ნაწილში.
6.4. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ,,რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011წლის 04 მარტის №----------------03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც განხორციელდა ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, დ--------------- საკ. კოდი: N81.01.05.7--- 17100კვ.მეტრი საერთო ფართობიდან 620 კვ.მეტრის ნაწილში,- მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ამავე კანონის 8.1 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ- დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით გასაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ” პუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
სასამართლო ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძველზე განმარტავს, რომ რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნის მოტივით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა(მესაკუთრემ) და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011წლის 04 მარტის №--------------- გადაწყვეტილებით დ-------------–- მდებარე 17100კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: №81.01.05.7-- დარეგისტრირდა ქ.თბილისის თვითმმართელი ერთეულის სახელზე, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011წლის 25თებერვლის №--------- მიმართვის საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15იანვარის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის’’ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკადასტრო გეგმა და საკადასტრო რუკა გაიცემა საჯარო რეესტრის მონაცემთა ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის მიწის ნაკვეთის და ნაგებობების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.
სასამართლო კვლავ მიუთითებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი 2006წლის 22 სექტემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე გ--------------------------------------------------------- ფართობი 620კვ.მეტრი(დაუზუსტებელი), მიწის(უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი: N81.01.99.9--, საკუთრების უფლებით აღირიცხა გ----------------–---–-ს სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია- მიწის მიღება-ჩაბარების აქტი N--8, გაცემულია 12.01.1---–-
დადგენილია, ასევე რომ 2018წლის 14 სექტემბერს, გ----------------–---–-ს მიერ წარდგენილი N------------ სარეგისტრაციო განცხადების თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოთხოვნილი იყო რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კი მიღებული იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება(2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N-------------08), რომლის თანახმადაც, ირკვევა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო
აზომვითი ნახაზის მიხედვით ფიქსირდება ზედდება რეგისტრირებულ მონაცემთან ს/კ N81.01.05.7--- მესაკუთრე ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეული.
სასამართლო განმარტავს რომ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის და საკუთრების უფლებათა მიტოვების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქართველოს კონსტიტუციის 19.1 მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა იმ ძირითადი ელემენტების გარეშე, რაც საკუთრების უფლებას განასხვავებს სხვა სამოქალაქო სამართლებრივი ინსტიტუტებისაგან. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფიქციაა არა ის ქონება, რომელსაც პირი რეგისტრაციის საფუძველზე ფლობს, არამედ ფიქციაა თავად რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობა, შესაბამისად, დაუშვებელია რეგისტრირებული მონაცემები და ნამდვილი მდგომარეობა არ შეესაბამებოდეს ერთმანეთს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს უფლების, როგორც მის შემძენზე რეგისტრაციის სისწორეს, ასევე ამ უფლების ადრინდელ მფლობელზე რეგისტრაციის სისწორეს, რა მიზნითაც, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესწავლილი და გამოკვლეული უნდა იქნას წარმოების პროცესში დაცული ყველა დოკუმენტი, მათ შორის, რეგისტრაციის საფუძველი.
სასამართლო გამორიცხავს რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობის შესაძლებლობას, თვლის, რომ საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში, ანგარიში უნდა გაეწიოს იმას, თუ ვის გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი, ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს უფლებათა რეგისტრაციისა და რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობის პრინციპი.(საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს- 593-588(კ-ს).
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, ხსენებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენს რეგისტრაციამდე შეადაროს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაადგინოს დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაუშვას ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 04 მარტის №--------------- გადაწყვეტილების ქ.თბილისში, დ-------------–- მდებარე უძრავ ნივთზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე 620კვ.მეტრის ნაწილში, მიღებისას დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011წლის 04 მარტის №--------------- გადაწყვეტილება ქ.თბილისში, დ-------------–- მდებარე უძრავ ნივთზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე 620კვ.მეტრის ნაწილში, კანონშეუსაბამოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
6.5. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2---–-–---------------------–-------–------------------ ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’. აღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკადასტრო მონაცემების ზედდება – უძრავი ნივთის(მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის(მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 8.1 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მჯუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
სასამართლო ასევე მიუთითებს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესზე’’, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. დასახელებული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთების სასაზღვრო მიჯნაზე
მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვის შედეგად მიღებული ჯამური ფართობი შეესაბამება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებული ფართობების ჯამს, მიწის ნაკვეთები მხარეთა თანხმობით რეგისტრირდება ერთ საკადასტრო ერთეულად, თუ არ არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხელის შემშლელი გარემოება. ასეთ შემთხვევაში ამონაწერში აისახება თითოეული თანამესაკუთრის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი(უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად) და ინფორმაცია სასაზღვრო მიჯნის დაუდგენლობის შესახებ. მხარეთა შორის დავას წყვეტს სასამართლო(ან, მხარეთა შეთანხმებით, არბიტრაჟი), საზიარო უფლების გაუქმებისათვის დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სპორადული წესით შემოსულ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები გადაფარვაშია სხვა პირის სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან ან რეგისტრირებულ მონაცემებთან, ამასთან, შესაბამისი გადამოწმების შედეგად არ დგინდება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შეუსაბამობა სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლითაც მხარეებს შესთავაზებს დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას(მედიაციას). ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო განცხადებასთან/განცხადებებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მედიაციის შედეგების გათვალისწინებით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21.1 მუხლის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს, ხოლო ამავე კანონის 22-ე მუხლით კი, განსაზღვრულია სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ,-დასახლებული მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს საქმეში დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- 2018 წლის 14 სექტემბერს, გ----------------–---–მა N------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ-------------ი;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018წლის 20 სექტემბერს N------ წერილით მიმართა ქ.თბილისის მუნციპალიტეტის მერიას სადაც განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2018წლის 14სექტემბერს წარდგენილია გ----------------–---–-ს/01030019328/ განცხადება N------------, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქალაქი თბილისი, დ-------------ი. წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზის თანახმად უძრავი ნივთი ზედდებაშია თბილისის მუნციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან საკ.კოდი: N81.01.05.7-- და ითხოვა განხილულ იქნეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში კორექტირების საკითხი;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 20 სექტემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N-------------04 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’(გ----------------–---–-ს 2018წლის 14 სექტემბრის N------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით), რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 20 სექტემბრის წერილით გამოითხოვა ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან. ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018წლის 20 სექტემბრის წერილზე პასუხის მიღებისთანავე;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018წლის 04 ოქტომბერს N------ წერილით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ეთხოვა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2018წლის 14 სექტემბერს გ----------------–---–-ს N------------ განცხადების ფარგლებში, რომლითც მოთხოვნილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ-------------ი. წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად უძრავი ნივთი ზედდებაშია თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან საკ.კოდი: N81.01.05.71, განხილულ იქნეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხი;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 04 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N-------------06 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’(გ----------------–---–-ს 2018წლის 14 სექტემბრის N------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით), რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 4 ოქტომბრის წერილით გამოითხოვა ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან. ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018წლის 4 ოქტომბრის წერილზე პასუხის მიღებისთანავე;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 04 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N-------------06 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’(გ----------------–---–-ს 2018წლის 14 სექტემბრის N------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით), რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 4 ოქტომბრის წერილით გამოითხოვა ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან. ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018წლის 4 ოქტომბრის წერილზე პასუხის მიღებისთანავე;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018წლის 19დეკემბრის N------------- წერილით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გ----------------–---–-ს მიერ N------------ განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით(არსებული კონფიგურაციით) ზედდების ნაწილში თვითმმართველის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის(ს/კ 81.01.05.7--.) საზღვრების კორექტირება;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 25 დეკემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N-------------08(გ----------------–---–-ს 2018წლის 14 სექტემბრის N------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით), რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ფიქსირდება ზედდება რეგისტრირებულ მონაცემთან, საკ. კოდი: N81.01.05.7--- მესაკუთრე ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეული. აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ N------ წერილით აცნობა ქ.თბილისის თვითმმართველ ერთეულს და მოსთხოვა პოზიციის დაფიქსირება(რეგისტრირებული მონაცემების კორექტირებასთან დაკავშირებით), ხოლო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბრის N------------- წერილის თანახმად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია გ----------------–---–-ს მიერ N------------ განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით(არსებული კონფიგურაციით) ზედდების ნაწილში თვითმმართველის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის(ს/კ:81.01.05.7--) საზღვრების კორექტირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ წარსადგენია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი ან დასაზუსტებელია მოთხოვნა;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 25 იანვარს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N-------------10(გ----------------–---–-ს 2018წლის 14 სექტემბრის N------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით) და იმ საფუძვლით, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა;
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები მოწმობს იმას, რომ გ----------------–---–-ს მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ N------------ განცხადებაზე ფიქსირდებოდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება №N81.01.05.7--(მესაკუთრე ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეული) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემებთან. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ N------ წერილით აცნობა თბილისის თვითმმართველ ერთეულს და მოსთხოვა პოზიციის დაფიქსირება(რეგისტრირებული მონაცემების კორექტირებასთან დაკავშირებით), ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 19დეკემბრის N------------- წერილის მიხედვით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გ----------------–---–-ს მიერ N------------ განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით(არსებული კონფიგურაციით) ზედდების ნაწილში თვითმმართველის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის(ს/კ:81.01.05.7--) საზღვრების კორექტირება, აღნიშნულის გათვალისწინებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი ან დასაზუსტებელი იყო მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებულ პირს(გ----------------–---–-) არ წარუდგენია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია- არ წარუდგენია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი ან/და არ დაუზუსტებია მოთხოვნა, რის გამოც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 25იანვარს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №89201882148-10 და ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33.1 მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გ----------------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25იანვრის N-------------10გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლოა და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------–--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------–--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
6.7. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე დაევალოს მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ცვლილებები შეიტანოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის(საკ.კოდი: N81.01.05.7--) საკადასტრო საზღვრებში და დაევალოს მოპასუხეს- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაარეგისტრიროს გ----------------–---–-ს სახელზე მისი კუთვნილი უძრავი ქონება(საკ. კოდი: N81.01.99.9--, ფართი: 620კვ.მეტრი) მდებარე დ-------------–-. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში გ----------------–---–-ს ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 25 თებერვლის №--------- მიმართვის ბათილად ცნობა(620კვ.მეტრის ნაწილში), ხოლო აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში კი სახეზე იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული ბათილად ცნობის წინაპირობები, რის გამოც მოთხოვნის ამ ნაწილში გ----------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ნაწილობრივ(620კვ.მერტის ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011წლის 25თებერვლის №--------- მიმართვა,- შესაბამისად ასეთ მოცემულობაში არ იკვეთება მოსარჩელე მხარის იურიდიული ინტერესი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსადმი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის(საკ.კოდი: N81.01.05.7--) საკადასტრო საზღვრებში ცვლილების შეტანის დავალების თაობაზე, მით უფრო იმ პირობებში, მაშინ როდესაც წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა და მის მოთხოვნას არ წარმოადგენდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის(საკ.კოდი: N81.01.05.7--) საკადასტრო საზღვრებში ცვლილების შეტანაზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცემული უარის ბათილად ცნობა.
რაც შეხება მოსარჩელე გ----------------–---–-ს მოთხოვნას დაევალოს მოპასუხეს- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაარეგისტრიროს გ----------------–---–-ს სახელზე მისი კუთვნილი უძრავი ქონება(საკ. კოდი: N81.01.99.9--, ფართი: 620კვ.მეტრი) მდებარე დ-------------–-,- იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის ქ.თბილისში, დ-------------–- 620კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, ამასთან იმ პირობებში, მაშინ, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით გ----------------–---–-ს სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ნაწილობრივ(620კვ.მეტრის ნაწილში) ბ-----–-----------------–------–---------–------------------------------------------------------–-–--------------–------------- მიმართვა, რომლის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე დაარეგისტრირა უძრავი ქონება(საკადასტრო კოდი: N81.01.05.7--), ასევე ნაწილობრივ(620კვ.მეტრის ნაწილში) ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2011 წლის 04 მარტის გადაწყვეტილება N--------------- ,,რეგისტრაციის შესახებ“, რომლითაც განხორციელდა ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, დ-------------ი(საკადასტრო კოდი: N81.01.05.7--), ამავე დროს აღნიშნული მოთხოვნით დღევანდელი მდგომარეობით არსებული მოცემულობით, მოსარჩელე მხარეს მიმართული არ აქვს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის,- შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, რის გამოც სარჩელს დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ამ მოთხოვნის ნაწილშიც უნდა ეთქვას უარი. ამავე დროს სასამართლო დამატებით მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის 26.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმადაც რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი საერთო ჯამში 200(ორასი) ლარის ოდენობით. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად მოსარჩელე- გ----------------–---–-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. გ----------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ნაწილობრივ(620კვ.მეტრის ნაწილში) ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–---------------–------------- მიმართვა, რომლის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე დაარეგისტრირა უძრავი ქონება(საკადასტრო კოდი: N81.01.05.7--).
3. ნაწილობრივ(620კვ.მეტრის ნაწილში) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2011 წლის 04 მარტის გადაწყვეტილება N--------------- ,,რეგისტრაციის შესახებ“, რომლითაც განხორციელდა ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, დ-------------ი(საკადასტრო კოდი: N81.01.05.7--).
4. დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში გ----------------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5. მოპასუხეებს- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, მოსარჩელე- გ----------------–---–-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი